რელიგია - თვალთმაქცობა - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოსტასია > რელიგია
თვალთმაქცობა

უკრაინის სქიზმატური ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებასთან დაკავშირებული პოლიტიკურ-რელიგიური ანალიზი
ფარისევლობა
27.09.2018.

ავტორი: ოლგა ჩეტვერიკოვა.

ყველაფერს, რაც ახლა ხდება კონსტანტინოპოლის პატრიარქის მიერ უკრაინისთვის ავტოკეფალურობის მინიჭების სფეროში, შეიძლება ვუწოდოთ ერთი დიდი სპექტაკლი. კარგად გათამაშებული თვალთმაქცობა, რომელიც გვაგონებს ნეიროლინგვისტურ დაპროგრამებას. საზოგადო საღვთისმეტყველო გაუნათლებლობისა და სულიერ საკითხებში ჩაუხედაობის პირობებში ჩვენი ადამიანები (ცხადია ყველას არ ვგულისხმობ) ექცევიან სიტყვების უდიდეს გავლენის ქვეშ, რომელთა აზრი მათ არ ესმით. და, ამგვარი სიტყვების გათამაშებით, შესაძლებელი ხდება ადამიანების მართვა. ყველაფერი, რაც ახლა ხდება ჩვენს რელიგიურ ცხოვრებაში, ზუსტად ამგვარი ნეიროლინგვისტური სპექტაკლის დასტური და შედეგი გახლავთ.

აქ თავიდანვე ინერგება ყალბი ცნებები. ჯერ-ერთი, პატრიარქმა ბართლომეოსმა დაუშვა დანაშაული, როცა განაცხადა, რომ ის არის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური, რომ მას აქვს უფლება ვისაც სურს მიანიჭოს ავტოკეფალია. ყველანი ისეთ სახეს იღებენ, რომ პატრიარქმა ბართლომეოსმა მხოლოდ ახლა განაცხდა ასე აშკარად ამის შესახებ, და ყველა მისი ახლანდელი საქმე ამ ღია განცხადების შედეგი გახლავთ. სინამდვილეში სწავლება "აღმოსავლური პაპიზმის" შესახებ, როგორც მას უწოდებენ, ძალიან დიდი ხნის წინ იყო ჩამოყალიბებული. და ამის შესახებ ძალიან კარგად არის ცნობილი მოსკოვის საპატრიარქოშიც და სხვა ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიებშიც. მაგრამ, როდესაც მიმდინარეობდა მზადება ჯერ 2014 წლის სტამბულის შეხვედრისთვის, შემდეგ კი კრეტის კრებისთვის - არავინ ამის შესახებ კრინტს არ ძრავდა.

ჩვენ არაერთხელ ვაფრთხილებდით საზოგადოებას, რომ ეს შეხვედრები დამთავრდებოდა მით, რომ შეიქმნებოდა ერთგვარი სინოდალური სტრუქტურა ყველა მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, რომლის თავშიც აღმოჩნდებოდა პატრიარქი ბართლომეოსი, და ეს არის კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მიზანი.

ჩვენ სიბრიყვეში და ფანტაზიებში დაგვადანაშაულეს, თუმცა შემდეგ ჩვენი გაფრთხილებები ნათლად დადასტურდა. კრეტას კრებაზე, როგორც ვიცით, ბართლომეოსი ისე იქცეოდა, თითქოსდა ის მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური ყოფილიყო - არა როგორც პირველობის პატივის მქონე, არამედ როგორც პირველი ძალაუფლებით. ამიტომაც დიდი მზაკვარებაა თქმა თითქოსდა "ბართლომეოსისგან ამგვარ საქციელს არ ელოდნენ". ყველამ ყველაფერი იცოდა, ასე რომ ეს არის პირველი დიდი სიცრუე.

მეორე დიდი სიცრუე მდგომარეობს იმაში, რომ ბართლომეოსს დღეს ადანაშაულებენ "აღმოსავლური პაპიზმის" მწვალებლობაში, მაგრამ არსად არავინ ამბობს მის ეკუმენისტურ მსოფლმხედველობაზე. იმაზე, რომ ფაქტიურად ბართლომეოსი გადაუდგა მართლმადიდებლურ სწავლებას და გადავიდა მსოფლიო ეკუმენისტური ეკლესიის სწავლებაზე. ამის ძალით შეუძლებელი იყო რაიმე ურთიერთობის შენარჩუნება პატრიარქ ბართლომეოსთან. თუმცა კონსტანტინოპოლელი პატრიარქები ბართლომეოსამდეც ატარებდნენ ფარულ თუ ღია ეკუმენისტურ პოლიტიკას.

ახლა კი ყველაზე მთავარი - მესამე სიცრუე, რომლის გამოყოფასაც ვისურვებდი. ჩვენ უკვე რამოდენიმე წელია ვაკვირდებით, თუ რა ემართება მართლმადიდებელ ეკლესიას უკრაინაში. ყველაზე საშინელი მოვლენები აქ დაიწყო მაშინ, როდესაც მოხდა პოლიტიკური ძალაუფლების შეცვლა (მხედველობაში მაქვს 2013-2014 წწ-ების გადატრიალება). ჩვენ ამის შესახებაც ბევრს ვწერდით, ვაკეთებდით მიმართვებს, ვლაპარაკობდით იმაზე, რომ მოსკოვის საპატრიარქოს ხელმძღვანელობა ფაქტობრივად არანაირად არ ეხმაურებოდა იმ მოვლენებს და დუმდა.

მეტიც, როდესაც წყდებოდა ყირიმის საკითხი, 2014 წლის თებერვალში ბართლომეოსმა სტამბულში მოაწყო შეხვედრა მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურებთან, ხოლო პატრიარქი კირილე იქ მივიდა იმისთვის, რათა შეთანხმებულიყო ბართლომეოსთან სრულიად მართლმადიდებელთა კრების მოწყობის თაობაზე - თუმცა, თურქეთის მთავრობამ მაშინ განაცხადა, რომ ის არ აღიარებს ყირიმის შეერთებას რუსეთთან. ეს იყო პოლიტიკური ნაბიჯი, რომელმაც სრულიად მკაფიოდ აჩვენა, რომ მოსკოვის საპატრიარქოს ხელმძღვანელობა არ ჩაერევა უკრაინის, ყირიმისა და ნოვოროსიის პროცესებში.

როდესაც უკრაინაში "აირჩიეს" პოროშენკო, პატრიარქმა კირილემ მყის მიულოცა მას გამარჯვება. ეს იყო ჯერ კიდევ ყველა ხმის დათვლამდე, რუსეთის დიპლომატიური და პოლიტიკური ხელისუფლების ოფიციალურ რეაქციამდე. პატრიარქი პირველი იყო. იმ მომენტში, უკვე 4,5 წლის წინათ, უკვე სრულიად ცხადი გახლდათ, რომ ის, რასაც დღეს განვიხილავთ, დაუყოვნებლივ და აუცილებლად მოჰყვება ამ აღიარებას. გამოდის, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ხელმძღვანელობას ეს არ ესმოდა? თუ ესმოდა, მაგრამ მაინც ასე იქცეოდა? მაშინ რა მოსაზრებით?

ეს იყო შეგნებული პოლიტიკა, როგორც დღეს. არავითარი გაუგებრობა, ეს არის პოლიტიკური არჩევანი, რადგან პატრიარქი და მოსკოვის საპატრიარქოს ხელმძღვანელობა მონაწილეობენ ამ მსოფლიო რელიგიურ-პოლიტიკურ თამაშში. და ყოველს გამოყოფილი აქვს თავისი ადგილი, თავისი როლი, თავისი მისია.

უკრაინის მოვლენებზე (კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს ამ ფაქტს) მოსკოვის საპატრიარქოს ხელმძღვანელობამ რეაგირება მოახდინა მკაფიოდ და ნათლად. განსაკუთრებით ეს დემონსტრირებულ იქნა პატრიარქ კირილეს არყოფნით საერთო კრებაზე, რომელიც მიეძღვნა ყირიმის რუსეთთან შეერთებას. ეს ასევე გახლდათ პოლიტიკური ჟესტი, რომლითაც მან სრულიად მკაფიოდ განაცხადა, რომ ის, ანუ პატრიარქი კირილე, მხარ არ უჭერს ამ შეერთებას. ფაქტობრივად ის მიჰყვა "ახალი უკრაინის" პოლიტიკურ ძალებს, და მათი თამაშით ითამაშა. ეს, ბუნებრივია, იყო სიგნალი, ნიშანი იმისა, რომ უკრაინაში ანტიმართლმადიდებლურ ძალებს ახლა უკვე შეეძლოთ აქტიურად გადასულიყვნენ შეტევაზე.

ამან სრულიად გაუხსნა ხელი რომის პაპს. მაგრამ, ალბათ, ეს სწორედ პაპთან ადრე დადებული და განსაზღვრული ხელშეკრულებების შედეგი გახლდათ. გავიხსენოთ, რომ უკრაინის მოვლენების წინ მიტროპოლიტი ილარიონი ჩავიდა პოლონეთში და მოიწონა ურთიერთობათა გამყარება კათოლიკურ ეკლესიასთან. ამის წინ კი რომის პაპმა აკურთხა უკრაინაში უნიატების აქტიური მოქმედება. ეს იყო 2013 წელს.

ფაქტი ფაქტად რჩება: ვატიკანი იდგა უკრაინაში მიმდინარე მოვლენების უკან და მრავალწილ მან განსაზღვრა რელიგიური ვითარებაც. სწორედ მისი ნებართვითა და მოწონებით იწყება ვითარების დაძაბვა. ყველა, ვინც კი მხარს უჭერდა პოროშენკოს, განიხილებოდნენ როგორც უკრაინის მტრები. შესაბამისად, მართლმადიდებელი მღვდლები და მართლმადიდებელი ერისკაცნი უკრაინაში, რომელთაც არ შეეძლოთ უკრონაციზმის მხარდაჭერა, ასევე განიხილებოდნენ როგორც მტრები. ხოლო მოსკოვის საპატრიარქო კვლავ დუმდა.

ახლა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მთავარი დიპლომატი (მიტრ. ილარიონ ალფეევი - "აპოკ". რედ.) გამოდის ძალიან მკვეთრი "პატრიოტული განცხადებებით". ის ყველაფერში ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელს ხედავს. და, მიუხედავად ამისა, ერთი სიტყვაც კი არ არის ნათქვამი ვატიკანზე. ვატიკანს არავინ ასახელებს, რადგან მთელი ამ ოპერაციას სწორედ ის კურირებს, რადგან სწორედ ის ატარებს აქტიურ ექსპანსიას.

დღეს საცემ ბიჭუნად გამოყვანილია ბართლომეოსი (და მომავალშიც მას გამოიყვანენ), თუმცა რეალურად უკრაინის მოწყვეტა - ეს არის ვატიკანის სპეცოპერაცია. კათოლიკეები უკრაინას საკუთარ კანონიკურ ტერიტორიად განიხილავენ. და არ დაგვავიწყდეს (რატომღაც არც ამაზე ლაპარაკობენ ჩვენში): ვატიკანმა ყირიმი არ აღიარა რუსეთის ტერიტორიად. მეტიც, ვატიკანის გარკვეული ხელმძღვანელები თავს უფლებას აძლევდნენ ეთქვათ, რომ "ყირიმი ოკუპირებულია". კათოლიკე ვიკარიუსი ყირიმში დაქვემდებარებულია ოდესის კათოლიკურ ეპარქიას. ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია - პაპის პროგრამა, რომელმაც ფაქტობრივად კონტროლქვეშ მოიქცია დონბასის ტერიტორია: იქ მიდის ინფორმაციის მოკრებვა ჰუმანიტარული დახმარების სახით. მყარდება სხვადასხვა ფონდების, ასევე კათოლიკური ფონდების, ასოციაციებისა და ა. შ. აქტიური მისიონერული საქმიანობა.

დღეს ბართლოლმე გახდა კრიტიკის ძირითადი ობიექტი, და მას მჭიდროდ აკავშირებენ აშშ-ს სახდეპარტამენტთან. ამასთან რატომღაც აშშ-ს სახდეპარტამენტთან არ აკავშირებენ ვატიკანის მოქმედებას. თუმცა ცნობილია თუ როგორ აქტიურად თანამშრომლობს ვატიკანი აშშ-ს ყველა სამსახურთან. ეს პარალელურად მიდის. უკრაინის მოწყვეტა ხდება პოლიტიკურ და რელიგიურ დონეზე. ის, რაც ახლა ხდება - ყველაზე საშინელია. აქამდე ისეთი ცნების სახით, როგორიცაა "რუსული სამყარო"  ("Русский мир"), ჩვენ ჯერ კიდევ დაკავშირებული ვიყავით ჩვენს ადამიანებთან უკრანაში, ანუ მალოროსებთან, როგორც სულიერ, ასევე მისტიკურ დონეზე. ახლა კი დარტყმას აყენებენ ყველაზე მთავარს, სამშობლოს მისტიკურ სხეულს.

აქ ყველაფერი ღიად ხდება. ბართლომე ღიად და დაუფარავად იქცევა, მასზე უკვე არსადაა დამღის დასაკერებელი ადგილი. მის შესახებ უკვე დიდი ხანია ყველაფერი ცნობილია. ის არის მასონი, ეკუმენისტი... მაგრამ კვლავ და კვლავ ყველა დუმს იმაზე, რომ ბართლომეოსის ეს კადნიერი საქციელი  არის მოსკოვის პატრიარქისა და რომის პაპის ჰავანაში შეხვედრის შედეგი.

ჰავანაში შეხვედრის შემდეგ რომის პაპს პატრიარქმა კირილმე "ჩვენი ძმა" უწოდა, ნუ მოსკოვის საპატრიარქომ ღიად აღიარა პაპისტური მწვალებლობა. რადგან კათოლიკური ეკლესია მწვალებლური საზოგადოებაა.

ამის შემდეგ ბართლომეოსის რამეში დადანაშაულება, მომიტევეთ და, დაუშვებელია, რადგან ისინი ერთ პოზიციებზე დგანან. მე უკვე აღარაფერს ვამბობ ეკუმენისტური დოკუმენტების აღიარებაზე, რომლებიც მიღებულ იქნა კრეტის კრებაზე. მოაწერეს თუ არა მათ ხელი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქებმა? - დიახ, მოაწერეს. მაშასადამე, ამ კუთხით ლაპარაკია იმიაზე, რომ სინამდვილეში აღიარებულ იქნა ეკუმენისტური მწვალებლობა. სწორედ ამაზე მშფოთვარებდა რუს მართლმადიდებელთა დიდი ნაწილი. ჩვენ ველოდით იერარქთა შესაბამის შეფასებებს, მაგრამ ვერ ვეღირსეთ. ახლა გრძელდება ის, რაც დაიწყო ჰავანის შეხვედრაზე, მყარდება კავშირი მოსკოვის საპატრიარქოსა და ვატიკანს შორის. მეტიც, როგორც ჩანს, მზადდება რომელიღაც ახალი შეხვედრა, რადგან მიმდინარეობს ინტენსიური მოლაპარაკებები.

შემდეგ ჩვენ ვხედავთ, რომ, სანამ ბართლომეოსი აწარმოებს უკრაინის მოტეხვას, ვატიკანი აგრძელებს თავის ექსპანსიას. ბალკანებზე: ალბანეთის პრეზიდენტი ჩავიდა ვატიკანში, შეხვდა პაპს, სადაც გამოთქვა თავისი მხარდაჭერა და უკიდურესად პოზიტიური დამოკიდებულება ალბანეთის კათოლიკური ეკლესიის საქმიანობასთან დაკავშირებით. შემდეგ სახმდივანი პარალინი ჩადის დნესტრისპირეთსა და მოლდავეთში. შემდეგ რომის პაპი მიდის ბალტიის ქვეყნებში. თანაც ეს ყველაფერი დაკავშირებულია "საბჭოთა უღლისგან ბალტიისპირეთის გათავისუფლების" დღესასწაულთან.

და, ბოლოს, უკანასკნელი მოვლენა: ჩინეთში ხელი მოეწერა უნიკალურ შეთანხმებას იმის შესახებ, რომ ვატიკანს ახლა უფლება აქვს დანიშნოს ეპისკოპოსები. აქამდე რომის პაპს ამისი გაკეთების უფლება არ ჰქონდა, რადგან იქ არის პატრიოტული კათოლიკური ეკლესია, რომლის ეპისკოპოსებს ჩინეთის ხელმძღვანელობა ნიშნავს, ხოლო კათოლიკური ეკლესია, რომელსაც რომის პაპი ხელმძღვანელობს, იატაკქვეშეთში იმყოფება. ჩვენ ვხედავთ რეალურ აქტივიზაციას უკრაინის უკვე ტრაგიკული განდგომის პირობებში.

მუშავდება შემდეგი კომბინაციაც. სრულიად შესაძლებელია, რომ რომის პაპი, რომელიც ახლა ჩუმადაა - და არც თუ შემთხვევით, და ესეც მოფიქრებული პოლიტიკაა - რომელიღაც გარკვეულ ეტაპზე გამოვა "მშვიდობისმყოფელის" როლში. შეიძლება, ბართლომეოსის განკითხვითაც. და ეს ძლიერი სტიმული გახდება იმისთვის, რათა გამყარდეს შემდგომი თანამშრომლობა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასა და კათოლიკურ ეკლესიებს შორის. ამიტომაც დაიწყო ახლავე მიტროპოლიტმა ილარიონმა ნიადაგის შემზადება. მან თქვა, რომ "აუცილებელია განვავითაროთ თანამშრომლობა მოსკოვის საპატრიარქოსა და კათოლიკურ ეკლესიას შორის მსოფლიოსთვის სახარების, ქრისტესა და ქრისტიანული ღირებულებების დამოწმების სფეროში". ამიტომაც ჩვენ მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ, დაიცდის რა გარკვეულ დროს, იეზუიტი ფრანცისკი თავის სიტყვას იტყვის. თანაც იმ დონემდე, რომ დადგება პატრიარქ კირილესთან ახალი შეხვედრის აუცილებლობის საკითხი, რათა "გამყარდეს კავშირი მართლმადიდებლობის უმთავრესი მტრის - კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს წინააღმდეგ".

ორიოდ კვირის წინ ტელევიზორში აჩვენებდნენ აბსოლუტურად სახეგაბრწყინებულ პატრიარქ კირილეს, მიტროპოლიტ ილარიონს და სახელმოხვეჭილ ლეგოიდას, რომლებიც ამბობდნენ, რომ მათ ფანარაში (სტამბულის რაიონი, სადაც ცხოვრობს კონსტანტინოპოლის პატრიარქი) ჩაატარეს "გასაოცარი" შეხვედრა ბართლომეოსთან. ამბობდნენ, რომ ეს შეხვედრა იყო არა უბრალოდ კარგი, არამედ ბევრად უფრო მეტი, ვიდრე კარგი. რას უნდა ნიშნავდეს ეს ყველაფერი იმის ფონზე, რასაც დღეს განვიხილავთ?

ეს კიდევ ერთხელ გვარწმუნებს იმაში, რომ სახეზეა სპექტაკლი. მაშინაც და ახლაც ეს იყო და არის თვალთმაქცობა. აშკარად შეხვედრამ ჩაიარა ნამდვილად პარტნიორულ პირობებში, აშკარად, ხელმძღვანელებმა იცოდნენ, თუ რაზე საუბრობდნენ. მათ ბრწყინვალედ უწყოდნენ, თუ რა უნდა მომხდარიყო ამ შეხვედრის შემდეგ. როგორც ჩანს ისინი წინასწარ ათანხმებდნენ რაღაც დეტალებს. და საგულისხმოა ის, რომ ამ შეხვედრის შინაარსის შესახებ დღემდე ვერაფერი შევიტყვეთ. მხოლოდ ის თქვეს, რომ "იქ არაფერი იყო საიდუმლო", რომ "პატრიარქები ერთმანეთს შეხვდნენ როგორც ძმები". მაგრამ შემდეგ ამას მოჰყვა მიტრ. ილარიონის (ალფეევი) საინტერესო კომენტარი, რომელმაც თქვა, რომ "არ არის საჭირო უკრაინის მასმედიის კომენტირება, რომლებიც ლაპარაკობენ იმაზე, რომ ამ შეხვედრაზე ბართლომეოსმა თითქოსდა გვამცნო, რომ გამოაცხადებდა უკრაინის ავტოკეფალიას". მაშასადამე, "ამ ჟურნალისტებს არ ერწმუნოთ, არ დაუჯეროთ, არ უსმინოთ, ჩვენ კი მოგიყვებით იმას, რაც იყო ამ შეხვედრაზე".

ამის შემდეგ კვლავ მორიგი სპექტაკლი, მორიგი ტრაგიკული როლი, როდესაც ალფეევმა თქვა, რომ "ბართლომემ ჩვენ მწარედ მოგვატყუა, რადგან შეხვედრის შემდეგ, რომელმაც ასე კარგად ჩაიარა, ავტოკეფალია გამოგვიცხადა". გესმით, აქ უკვე იმდენად აშკარაა, თუ რამდენად არის ყველაფერი მოქსოვილი თეთრი ძაფებით, რომ უკვე არანაირი კომენტარი საჭირო არ არის.

კრემლის რეაქციის შესახებ. რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა: "უდავოდ, კრემლში აკვირდებიან ამ მოვლენებს, უდავოდ, საგანგაშო ინფორმაცია, რომელიც მოგვდის, ვთქვათ ასე, შესაძლო გადაწყვეტილების შესახებ უკრაინის ეკლესიასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, შეშფოთებას იწვევს. მაგრამ, ამასთან, ეს არის ეკლესიათაშორისი დიალოგი, ეს არის საეკლესიო საქმე. უდავოდ, სახელმწიფოს არ შეუძლია ჩაერიოს ამ საქმეებში". ეს რა არის: სირაქლემას პოზაში დადგომა - თუ მორიგი სპექტაკლი?

ეს ყველაფერი სპექტაკლია, რადგან ჰავანის შეხვედრაც, რომლებიც მართლმადიდებლებმა შეაფასეს როგორც სარწმუნოებისა და ქრისტეს გამყიდველობა, და მომდევნო მოვლენები - ყველაფერი შეთანხმებულია ხელისუფლებასთან.

დღეს საეკლესიო ურთიერთობანი, მთელი საეკლესიო პოლიტიკა განიხილება როგორც საგარეო პოლიტიკის ნაწილი ან როგორც გლობალური მმართველობის ამ სისტემის ნაწილი. უკვე დიდი ხანია ცნობილია, რომ ყველა ეს კომენტარები და შეტყობინებები - მხოლოდ და მხოლოდ ცარიელ-ტარიელი დეკლარაციები, რომლებიც მალავენ ნამდვილ გეგმას და ფატია, რომ მიმდინარეობს ჩვენი ეკლესიის დანგრევა დოგმატურ და ლიტურგიკულ, ასევე მისტიკურ და ორგანიზაციულ დონეზეც.

დღეს ეკლესია განიცდის ორმხრივ დარტყმებს. ერთი მხრივ, მიმდინარეობს შიდა რღვევა, რეფორმაცია ეკლესიაში, რომელიც ფაქტობრივად მოწმობს, რომ რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ხელმძღვანელობა დიდი ხანია გადავიდა ეკუმენისტურ მწვალებლობაში. და მეორე მხრივ, სახეზეა გარე ანტიმართლმადიდებლური რღვევა. ეს პროცესები ხორციელდება ერთდროულად. და ამაში ყველაზე ტრაგიკულია ის, რომ ეკლესიიდან მიდის ახალგაზრდობა, რომელიც, ხედავს რა სიცრუეს, თვალთმაქცობასა და სიყალბეს, უარყოფს მას და არ იღებს. მაგრამ გამყიდველ იერარქთა საქციელს იღებს მართლმორწმუნე იერარქთა ქმედებად, რომლებიც გულწრფელად ფიქრობენ, რომ ეს არის სწორედ ეკლესია. ახალგაზრდები ამ სიცრუის და საერთოდ ყოველივე იმისი მსხვერპლნი ხდებიან, რაც დღეს მასობრივად ვრცელდება რუსეთში, განსაკუთრებით ინტერნეტით - ამისთვის დიდად ხელსაყრელი პირობებია შექმნილი.

ასე რომ მიმდინარეობს ორმაგი ნგრევა - შიგნიდან და გარედან. ამიტომაც, ჩვენს დროში უნდა გავაძლიეროთ რწმენა, მყარად დავდგეთ სარწმუნოებაში და ვამხილოთ ისინი, ვინც ანგრევს ეკლესიას - ვამხილოთ ისინი საშინელ დამანგრეველ მწვალებლობაში.

წყარო: http://www.odigitria.by/2018/09/25/licedejstvo
Назад к содержимому