ufo - ფატალური ტიპის ახლო კონტაქტები - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სხვადასხვა > ufo
ყურადღება!

საიტ "აპოკალიფსისზე", განყოფილება "UFO"-ში გამოქვეყნებული მასალები, წარმოადგენს სხვადასხვა ვებ-საიტებისა და უცხოეთის მასობრივი საინფორმაციო საშუალებების მიმოხილვას. ყველა სტატია და ვიდეო ქვეყნდება გაცნობის, ანალიზისა და განსჯის მიზით. საიტ "აპოკალიფსისის" ადმინისტრაციისა და თქვენი აზრი, შეიძლება ნაწილობრივ ან საერთოდ არ დაემთხვეს პუბლიკაციის ავტორთა შეხედულებას.ადმინისტრაცია პასუხს არ აგებს მასალებში გადმოცემული ცნობების უტყუარობასა და შინაარსზე და გადმოსცემს მათ ისე, როგორც იყვნენ გამოქვეყნებულნი კონკრეტულ ინტერნეტ და ბეჭდვით წყაროებში.
ფატალური ტიპის ახლო კონტაქტები
უცხოპლანეტელები
ადამიანის ცნობისმოყვარე გონება დიდი ხანია ელტვის იდუმალისა და გაუგებარის შეცნობას. სწორედ ამიტომაცაა, რომ ამოუცნობი მფრინავი ობიექტების თემა თავისი იდუმალებითა და შეუცნობლობით დღემდე აღელვებს ჩვენს ცნობიერებას.

მაგრამ, ამავე დროს, ეს არამიწიერი სამყარო დასახლებულია იმ იდუმალი არსებებით (დემონებით), რომლებიც, თუ ამას საჭიროდ ჩათვლიან, თვალის დაუხამხამებლად გაისტუმრებენ საიქიოს დაუცველ ადამიანს.

ყოველ ჩვენთაგანს სმენია ისტორია ადამიანთა და თვითმფრინავთა იდუმალი გაუჩინარების შესახებ, ასევე დღემდე გაუხსნელ და საიდუმლოებებით მოცულ მკვლელობებზე, რომლებიც, ერთის შეხედვით გამოიყურებიან როგორც სუიციდი, უმიზეზო სიკვდილი, მაგრამ ამავე დროს დაკავშირებულნი არიან ამოუცნობ მოვლენებთან, ე. წ. "მფრინავ ობიექტებთან", სასკივდილო დაავადებებთან, რომლებიც ადამიანებში თავს იჩენდნენ იდუმალ არსებებთან კონტაქტების შემდეგ.

ადამიანის ცნობისმოყვარე გონება დიდი ხანია ელტვის იდუმალისა და გაუგებარის შეცნობას. სწორედ ამიტომაცაა, რომ ამოუცნობი მფრინავი ობიექტების თემა თავისი იდუმალებითა და შეუცნობლობით დღემდე აღელვებს ჩვენს ცნობიერებას.

მაგრამ, ამავე დროს, ეს არამიწიერი სამყარო დასახლებულია იმ იდუმალი არსებებით (დემონებით), რომლებიც, თუ ამას საჭიროდ ჩათვლიან, თვალის დაუხამხამებლად გაისტუმრებენ საიქიოს დაუცველ ადამიანს.

ყოველ ჩვენთაგანს სმენია ისტორია ადამიანთა და თვითმფრინავთა იდუმალი გაუჩინარების შესახებ, ასევე დღემდე გაუხსნელ და საიდუმლოებებით მოცულ მკვლელობებზე, რომლებიც, ერთის შეხედვით გამოიყურებიან როგორც სუიციდი, უმიზეზო სიკვდილი, მაგრამ ამავე დროს დაკავშირებულნი არიან ამოუცნობ მოვლენებთან, ე. წ. "მფრინავ ობიექტებთან", სასკივდილო დაავადებებთან, რომლებიც ადამიანებში თავს იჩენდნენ იდუმალ არსებებთან კონტაქტების შემდეგ.

1947 წელს, როდესაც ამო-ს ფენომენი უკვე პოპ-კულტურაშიც შეიჭრა, მრავალი ფატალური შემთხვევა დაფიქსირდა. ამავე წლის ივნისში, თვითმხილველთა ცნობით, მორი-აილენდზე, ქალაქ ტაკომასთან (ვაშინგტონის შტატი), გაურკვეველ ვითარებაში აფეთქდა ამოუცნობი მფრინავი ობიექტი (ე. წ. "მფრინავი თეფში"). დაიღუპა ორი სამხედრო მოსამსახურე და ორი ჟურნალისტი. ამ ინციდენტიდან ორი კვირაც არ იყო გასული, რომ მოხდა კიდევ ერთი აფეთქება (სავარაუდოდ ისევ "მფრინავი თეფშისა") ქალაქ როზუელის თავზე (ნიუ-მექსიკოს შტატი), რომელსაც ასევე მოჰყვა იდუმალებით მოცული სიკვდილიანობა და მეტად საეჭვო თვითმკვლელობები.

ექვსი თვის შემდეგ დაიღუპა კაპიტანი თომას ფ. მანტელი აშშ-ს სამხედრო-საჰაერო ძალთა ეროვნული გვარდიიდან. ის კენტუკის თავზე ახორციელებდა ფრენას, როდესაც ამოუცნობი მფრინავი ობიექტი მას დაედევნა. მაშველებმა შემდეგ იპოვეს თვითმფრინავის ნამსხვრევები და კაპიტანის სხეული. ექსპერტებმა დაასკვნეს, რომ კაპიტანი დაიხრჩო ჟანგბადის უკმარობისგან მანამ, ვიდრე მისი თვითმფრინავი მიწას შეეჯახებოდა. კაპიტანს კატაპულტირება არ უცდია.

ამის შემდეგ 1949 წლის მაისში ტრაგიკულად შეწყდა აშშ-ს თავდაცვის პირველი მინისტრის, ჯეიმს ფორესტოლის სიცოცხლე, როდესაც ის გადმოვარდა მერილენდის შტატში მდებარე სამხედრო-საზღვაო ჰოსპიტლის 16-ე სართულიდან. დაირხა ხმები, რომ ფორესტოლმა აშშ-ს მთავრობისგან მიიღო ამო-სთან დაკავშირებული საიდუმლო მასალების გაცნობის უფლება, მაგრამ შემდეგ გადაწყვიტა ეს მასალები გაეცნო მთელი მსოფლიოსთვის. აშშ-ს მთავრობამ, როგორც ჩანს, არ დაუშვა მის მიერ გასაიდუმლოებული ინფორმაციის გასაჯაროვება, რის გამოც პირველი მინისტრი სიცოცხლეს გამოესალმა.

1953 წლის ნოემბერში უცნაურად გაქრა ექვსი პილოტი, რომლებიც მისდევდნენ ამოუცნობ მფრინავ ობიექტს. კარლ კუნრატი და უილბურ უილკინსონი ასევე უკვალოდ გაქრნენ, როდესაც შეეცადნენ კალიფორნიის ცაში კონტაქტი დაემყარებინათ ამოუცნობ მფრინავ ობიექტთან. ორი კვირის შემდეგ უკვალოდ გაქრა კიდევ ოთხი პილოტი: ამჯერად ესენი იყვნენ ამერიკელი სამხედრო მფრინავები, რომლებიც იკვლევდნენ შემთხვევას, რომელიც დიდი ტბის რაიონში მოხდა და დაკავშირებული იყო ამოუცნობ მფრინავ ობიექტთან.

1959 წელს მოხდა ერთ-ერთი ყველაზე არაორდინალური ტრაგიკული შემთხვევა, რომელიც დაკავშირებულია ამო-სთან. ოფიციალური ვერსიით ამერიკელმა ასტრონომმა და მწერალმა მორის ჯესალმა თავი მოიკლა: ის მკვდარი იპოვეს საკუთარ ავტომობილში, რომელიც გამონაბოლქვი აირების გამო გაგუდულა. მაგრამ არსებობს საკმაო საფუძველი იმისთვის, რათა ვიფიქროთ, რომ ეს გახლდა წინასწარგანზრახული მკვლელობა, რამეთუ ის აპირებდა წიგნის გამოქვეყნებას სათაურით: "უცხონი მზის სისტემაში", რომელიც, როგორც ჩანს, ნათელს ჰფენდა ზოგიერთ სამთავრობო საიდუმლო პროგრამას.

უეჭველია, რომ ყველაზე გახმაურებული შემთხვევა, რომელიც დაკავშირებულია მფრინავ ობიექტებთან, ჯონ კენედის მკვლელობაა, რომელიც 1963 წლის 22 ნოემბერს მოჰკლეს დალასში (ტეხასის შტატი), დილი პლაზაში. მაგრამ რაოდენ წარმოუდგენელიც იყოს, ჯონ კენედის მკვლელობის ისტორია მოფენილია შპიონაჟით, მზვერავებით და საიდუმლო აგენტებით, რომლებსაც კავშირი ჰქონდათ ამოუცნობ მფრინავ ობიექტთა ფენომენთან. შესაძლოა, აშშ-ს 35-ე პრეზიდენტი მოჰკლეს იმ ინფორმაციის გამო, რომელიც მას გააჩნდა ამოუცნობ მფრინავ ობიექტებთან დაკავშირებით. სრულიად ბუნებრივია, რომ მას, როგორც პრეზიდენტს, ყველაზე კონფიდენციალური და გასაიდუმლოებული ინფორმაცია ექნებოდა ამ საკთხზე.

1960-იანი წლების მიწურულს, ასევე 1970-იანი წლების შუაწლებში მრავალრიცხოვანი ფერმერები აშშ-ს მთელს ტერიტორიაზე იუწყებოდნენ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის საშინელ გახლეჩვებზე. ცაში ამჩნევდნენ უცნაურ ნათებებს. ყველა შტატიდან მოდიოდა შეტყობინებები ამოუცნობ მფრინავ ობიექტებთან კონტაქტებზე. მაგრამ საშინელ ტრავმებსა და გახლეჩვებს მხოლოდ პირუტყვები განიცდიდნენ. შეიძლება თუ არა ვიფიქროთ, რომ უცნაური არსებები საკვებად იყენებდნენ არა მარტო პირუტყვებს, არამედ მოტაცებულ ადამიანებსაც?

1978 წლის ოქტომბერში ახალგაზრდა ავსტრალიელმა პილოტმა ფრედერიკ ვალენტიჩმა ბასის ყურის გადაფრენისას შენიშნა უჩვეულო საჰაერო ხომალდი, რომელიც მას უკან მოსდევდა. შემდეგ ფრედერიკ ვალენტიჩთან კავშირი შეწყდა. თვითმფრინავი და პილოტი გაუჩინარდნენ. წამოყენებულ იქნა ვერსია იმის შესახებ, რომ ფრედერიკ ვალენტიჩი უცხოპლანეტური აბდუქციის (მოტაცება) მსხვერპლი გახდა.

1980-იანი წლების დასაწყისიდან მთელი 1990-იანი წლების განმავლობაში მეცნიერები, რომლებიც ბრიტანეთის კომპანია "EC-Marconi"-ზე მუშაობდნენ, უცნაურ ვითარებაში დაიღუპნენ. მრავალი მათგანი ჩართული იყო "სტრატეგიული თავდაცვის ინიციატივის" პროგრამაში, რომელიც აშშ-ს პრეზიდენტმა რონალდ რეიგანმა გამოაცხადა. ამ პროგრამის ძირითადი მიზანი გახლდათ რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის შექმნა კოსმიური ბაზირების გამოყენებით, რომელიც გამორიცხავდა კოსმოსიდან მიწისზედა და საზღვაო ობიექტების განადგურებას. იმ დროს ეს პროგრამა იმდენად წარმოუდგენლად გამოიყურებოდა, რომ მასმედიამ მას "ვარსკვლავური ომების" პროგრამა შეარქვა. მეცნიერთა დაღუპვასთან დაკავშირებით გასაოცარი ჰიპოთეზები გამოითქვა. ამბობდნე, რომ ისინი, ცონობიერებაზე ზემოქმედების მოწინავე ტექნოლოგიების გამოყენებით მოჰკლეს უცხოპლანეტელებმა, რათა წინააღმდეგობა გაეწიათ ამ პროგრამისთვის.

1990 წელს თავი ჩამოიხრჩო გამოცემა "Defense"-ს ჟურნალისტმა, რომელიც მეცნიერთა ამ იდუმალებით მოცულ ამ გარდაცვალებასთან დაკავშირებით საკუთარი, ჟურნალისტური გამოძიების ჩატარებას აპირებდა.

1990 წელს ტრაგიკულად დაიღუპა მკვლევარი, შეთქმულებათა თეორიის სპეციალისტი და კონსპიროლოგიურ თეორიებტან და ამოცუნობი მფრინავი ობიექტების თემასთან დაკავშირებული მრავალი წიგნის ავტორი, ჯიმ კიტი. იყო თუ არა ეს ტრაკიგული შემთხვევა თუ მანიპულატორთა შეთქმულება - საიდუმლოდვე დარჩა.

დასასრულ, შეუძლებელია არ აღინიშნოს, რომ ნაადრევი და იდუმალებით მოცულ ამ გარდაცვალებათა სია საკმაოდ დიდია. ადამიანები, რომლებიც ჩართულნი არიან უფოლოგიურ საკითხებში და იკვლევენ ამოუცნობ მფრინავ ობიექტთა ფენომენს, სიცოცხლისთვის საშიშ რისკს ეწევიან, რადგან ცდილობენ დაამტკიცონ რომ "ჭეშმარიტება სადღაც ახლოსაა".

წყარო: mixstuff.ru
Назад к содержимому