ufo - კაცობრიობის წარმომადგენელი უცხოპლანეტელების წინაშე - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სხვადასხვა > ufo
ყურადღება!

საიტ "აპოკალიფსისზე", განყოფილება "UFO"-ში გამოქვეყნებული მასალები, წარმოადგენს სხვადასხვა ვებ-საიტებისა და უცხოეთის მასობრივი საინფორმაციო საშუალებების მიმოხილვას. ყველა სტატია და ვიდეო ქვეყნდება გაცნობის, ანალიზისა და განსჯის მიზით. საიტ "აპოკალიფსისის" ადმინისტრაციისა და თქვენი აზრი, შეიძლება ნაწილობრივ ან საერთოდ არ დაემთხვეს პუბლიკაციის ავტორთა შეხედულებას.ადმინისტრაცია პასუხს არ აგებს მასალებში გადმოცემული ცნობების უტყუარობასა და შინაარსზე და გადმოსცემს მათ ისე, როგორც იყვნენ გამოქვეყნებულნი კონკრეტულ ინტერნეტ და ბეჭდვით წყაროებში.
კაცობრიობის წარმომადგენელი უცხოპლანეტელების წინაშე

გაერომ ახალი საშტატო ერთეული დააარსა:

მალაიზიელი ასტროფიზიკოსი გახდება დედამიწის წარმომადგენელი უცხოპლანეტელთა წინაშე
კაცობრიობის წარმომადგენელი უცხოპლანეტელების წინაშე
2010 წლიდან გაეროში გაჩნდა კიდევ ერთი ახალი საშტატო ერთეული - დედამიწის წარმომადგენელი უცხოპლანეტელებთან კავშირ-ურთიერთობაში. ასეთ საპასუხისმგებლო პოსტზე დაინიშნა მალაიზიელი ასტროფიზიკოსი მაზლან ოტმანი. ამიერიდან თუ დედამიწას  უცხოპლანეტელები ესტუმრებიან და მოითხოვენ "მიგვიყვანეთ თქვენს ლიდერთან", მათ დოქტორ ოტმანს წარუდგენენ.



მალაიზიელი ასტოფიზიკოსი, დოქტორი მაზლან ოტმანი

როგორც Independent-ი იუწყება, სადღეისოდ 58 წლის ქალბატონი მეთაურობს გაეროს ნაკლებად ცნობილ სააგენტოს გარე კოსმოსის საკითხებში. მასზე დაკისრებული მოვალეობების შესახებ ის ისაუბრებს მომავალ კვირას, ბრიტანეთის სამეფო საზოგადოების სამეცნიერო კონფერენციაზე ბეკინჰემშირის საგრაფოში. გადაწყვეტილება იმის შესახებ, რათა გაეროში დაარსებულიყო ახალი თანამდებობა, მომწიფდა ამ ბოლო დროს სხვა ვარსკვლავთა გარშემო პლანეტარული სისტემების აღმოჩენათა გახშირებით.

"არამიწიერი არსებების ხანგრძლივი ძიება იმედს გვაძლევს, რომ ერთ მშვენიერ დღეს კაცობრიობა მიიღებს სიგნალს უცხოპლანეტელებისგან. როდესაც ეს მოხდება, ჩვენ დაგვჭირდება საკოორდინაციო საბჭო, რომელიც გაითვალისწინებს ამ საკითხის ყველა ნიუანსს. გაერო უკვე მზად არის ამ მექანიზმის კოორდინირებისთვის", - განაცხადა დოქტორმა ოტმანმა.

1970-იან წლებში ოტმანი სწავლობდა ახალი ზელანდიის უნივერსიტეტში, სადაც მიიღო ბაკალავრის ხარისხი. სამშობლოში დაბრუნებული ოტმანი გახდა პირველი მალაიზიელი ასტროფიზიკოსი. მალაიზიის ეროვნულ უნივერსიტეტში მას მიჰყავდა ასტროფიზიკის კურსი და ეწეოდა ასტროფიზიკის პოპულარიზაციას.

1990-იანი წლების დასაწყისში ოტმანი კურირებდა პლანეტარიუმის მუშაობას კუალა-ლუმპურში. 1993 წელს ის სათავეში ჩაუდგა სამთავრობო კომიტეტს კოსმიური სივრცის საკითხებთან დაკავშირებით. მისი თანდასწრებით გაუშვეს პირველი მალაიზიური მიკროთანამგზავრი.

1999 წელს გაეროს გენარალურმა მდივანმა, კოფი ანანმა ოტმანი მიიწვია UNOOSA-ს (United Nations Office for Outer Space Affairs) თავმჯდომარედ. სადღეისიოდ ეს სააგენტო დაკავებულია საერთაშორისო თანამშრომლობით კოსმოსში, თანამგზავრთა ნამსხვრევებთან შეჯახების თავიდან აცილებისა და დედამიწასთან ასტეროიდების შეჯახების საშიშროების რისკის შეფასების საკითხებით.



პროფესორმა რიჩარდ კროუტერმა (Richard Crowther), დიდი ბრიტანეთის კოსმოსური სააგენტოს სპეციალისტმა კოსმოსური უფლებების დარგში, განაცხადა, რომ მაზლან ოტმანი აღმოჩნდა ყველაზე ახლოს იმ ლიდერის იდეალთან, რომელთანაც შესაძლო იქნება უეცრად გამოჩენილი უცხოპლანეტელების მიგზავნა.

ჯერ ჯერობით არ არსებობს აზრი თუ როგორ უნდა მიესალმონ ასეთ სტუმრებს. კოსმოსთან დაკავშირებით 1967 წლის ხელშკერულების თანახმად, დედამიწა დაცულ უნდა იქნას უცხოპლანეტელების გავრცელებისგან მათი სტერილიზაციის გზით. თუმცა მაზლან ოტმანს უფრო მსუბუქი პოზიცია უჭირავს ამ საკითხთან დაკავშირებით.

ფოტოები უცხოეთის მედიიდან:




წყარო: http://www.vokrugsveta.ru/news/10195 // https://www.mnn.com
Назад к содержимому