უსჯულოების საიდუმლო - ებრაელები და თალმუდი 1_1 - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
ფლაბიან ბრენიე დე სენ-კრისტო

ებრაელები და თალმუდი

ებრაელი ერის ზნეობრივი და საზოგადოებრივი საფუძვლები მისი წმინდა წიგნის თალმუდის მიხედვით
ასევე იმ ისტორიულ ვითარებათა მიმოხილვა, რომლის დროსაც ებრაელი ერმა გადაუხვია მოსეს სჯულს
ებრაელები და თალმუდი

ნაწილი პირველი

თავი I

ებრაელთა უძველესი განდგომილებანი

როგორც უკვე ვთქვით, ებრაელთა რელიგიურ წახდენას ხელს უწყობდა ის რასული თავისებურებები, რომლებიც მათთვის, ებრაელთათვის, არის დამახასიათებელი. მართლაც, იაკობის მოდგმამ ძალიან მალე დაკარგა უფლება, ყოფილიყო საღმრთო აღთქმის ღირსი. იმ დროს, როდესაც დაიწყო ებრაელთა ეროვნული ყოფიერება და უზენაესმა, მოსეს მეშვეობით, მათ აღთქმული ქვეყნისკენ მოუწოდა, ებრაელები სულის სიღრმეში გრძნობდნენ გადაულახავ ლტოლვას აღმოსავლეთის წარმართული ღმერთებისკენ, რომელთა თაყვანისცემა იმდენად იზიდავთათ, რომ უმცირეს ხელსაყრელ შემთხვევასაც კი არ უშვებდნენ ხელიდან; მაგალითად, მათ ისარგებლეს ღმრთის მიერ არჩეული სჯულმდებლის არყოფნით, რათა იმწამსვე აღედგინათ დამხობილი კერპები და მათთვის მიეგოთ აკრძალული პატივი. იაკობის მოდგმა “გამოსვლის” პირველივე გვერდებიდან აშკარად ავლენს ამ მიდრეკილებას იმ დროს, როდესაც იაჰვე, ამისდა მიუხედავად, სასწაულებს იქმს მისი რჩეული ერის განსადიდებლად. ერთი ყველასთვის კარგად ცნობილი შემთხვევა გვაგრძნობინებს, რამდენად ძლიერია განდგომილებისკენ ებრაელი ერის მიდრეკილება, ერისა, ეგვიპტიდან სულ ცოტა ხნის წინათ რომ გამოვიდა და უკვე ჩქარობს განუდგეს ღმერთს, რომელსაც უნდა უმადლოდეს ტყვეობიდან გამოხსნას. ისრაელმა დასცა ბანაკი სინას მთის ძირას, იმ მთის ძირას რომელიც იძროდა სივრცის გამჭოლი ელვითა და ქუხილით. მთაზე ასულია მოსე, რომელიც სულის თრთოლით ღებულობს ღმრთისგან აღთქმის ფილაქნებს. სჯულმდებელი ჩამოდის მთიდან თავის თანატომელებთან, მოაქვს მათთან ღმრთის მფარველობის გამოხატულება და… წაასწრებს მათ მოცეკვავეთ ოქროს ხბოს ირგვლივ, რომელიც მის არყოფნაში მათივე მოთხოვნით დაუდგამს მის ძმას აარონს. ესოდენ სწრაფი განდგომილება საუკუნეთა წინარე მყოფსა და ყოველივეს შემოქმედს ათქმევინებს მწარე სიტყვებს: “ვიხილე ერი იგი, აჰა, ერი ქედფიცხელი არს” (გამოსვლ. 32:9).

ეს სიტყვები ხშირად შეგვხვდება წმიდა წერილის წიგნებში, ყოველთვის ისრაელის განმეორებითი განდგომებისას და მისი მუდმივი მიდრეკილების გამო აღმოსავლეთის ხალხთა სარწმუნოებებისადმი, რომლებშიც გაღმერთებულია სისასტიკე და აღვირახსნილობა. როდესაც მოხუცი წინასწარმეტყველი სამუელი წუხს მისდამი ებრაელთა უმადურობის გამო, იაჰვე მეტად საყურადღებო სიტყვებით ანუგეშებს მას: “შენ კი არ უარგყვეს, არამედ მე უარმყვეს თავიანთ მეფედ. როგორც იქცეოდნენ იმ დღიდან, როცა ეგვიპტიდან გამოვიყვანე, დღემდე, როცა დამივიწყეს და უცხო ღმერთებს დაემონენ” (I მეფეთა. 8:7,8). როგორც ვხედავთ, საღმრთო რჩეულობა აჯილდოებდა აბრაამისა და იაკობის შთამომავლობას მათი მამების დამსახურებების გამო, თვით ამ შთამომავლობაში კი ის წააწყდა წინააღმდეგობას, რომლის მსგავსს ძნელად თუ შეხვდებით სხვა ხალხთა ისტორიაში.

საკუთარი წილხვედრილობით დამფრთხალი ებრაელები სულ იმაზე ოცნებობდნენ, როგორმე გათავისუფლებულიყვნენ მისგან; და, თუკი მათი ისტორიის პირველ ნაწილში - ებრაელების ეგვიპტიდან გამოსვლიდან დაწყებული მონარქიის დაფუძნებამდე (1625-1096 წწ. ქრ. შობამდე), - ბიბლია წინასწარმეტყველთა და მსაჯულთა დიად ფიგურებს წარმოგვიჩენს და ამავე დროს გვაჩვენებს მათ გაუთავებელ ბრძოლას თავიანთ თანატომელთა კერპთაყვანისმცემლურ მიდრეკილებებთან. კიდევ ორმა გარემოებამ განამტკიცა ებრაელებში ეს ბუნებრივი მისწრაფება განდგომილებისკენ. პირველი იყო ტომობრივ საფუძველთა აღრევა, რომელიც ძველთაგანვე აუძლურებდა სისხლისმიერ ერთობას ისრაელის ტომთა უმრავლესობაში. მეორე - პოლიტიკური ბრძოლა, რომელიც აისახებოდა ებრაული სახელმწიფოებრიობის შიგნით. გამოვიკვლიოთ ორივე ეს მიზეზი. ისრაელის შვილებმა ვერ აითვისეს, ვერ შეავსეს დასახლებებით აღთქმული ქვეყნის მთელი ტერიტორია. მათ ვერ დაიპყრეს სამხრეთით მცხოვრები ფილისტიმელები; ჩრდილოეთით მდებარე ფინიკიური მონარქიის მძლავრი ქალაქები, რომელიც თავის მფლობელობაში მხოლოდ აშერის, ნეფალიმისა და დანის ტომთა დასახლებებით შემოიფარგლა. ქვეყნის შიგნით, ქანანელთა ქალაქები სათითაოდ უწევდნენ წინაღმდეგობას ებრაელთა ძალმომრეობას, რაც მათ დასაპყობად იყო მიმართული და საბოლოოდ დასრულდა ვასალური შეთანხმებით იმ ტომებთან, რომლებსაც ეკავათ მათი ოლქები.

იერუსალემი, ქანაანელთა დედაქალაქი, ათი საუკუნე ინარჩუნებდა დამოუკიდებლობას, ის მხოლოდ ქრისტეს შობამდე 1042 წელს აიღო მეფე დავითმა, რომელმაც გამოაცხადა კიდევაც იგი ებრაელთა დედაქალაქად (მსაჯულთა 1:17-36; 2:1-6; 2: 1-5, 2:1-6; 2 სამოელის V, 4-10. გარდა ამისა იხ. Масперо: «Древняя история народов Востока»). ამ ბრძოლის შედეგია მომხდურთა ის ახლო ურთიერთობა ქვეყნის ძველ ბინადრებთან, რომელთა განადგურება ან გასახლება მათ ვერ შეძლეს. მიუხედავად იმისა, რომ მოსემ აკრძალა შერეული ქორწინება, სისხლი მრავალ ადგილას მაინც აირია, ისრაელიტელთათვის მახლობელი გახდა ქანანელთა ზნე-ჩვეულებები და რელიგია, - ქანანელთა ღმერთების თაყვანისცემამ ისრაელიტელებს იაჰვე დაავიწყა.

ქანაანელები და ფინიკიელები ეთაყვანებოდნენ იმავე ღმერთებს, რომლებსაც მამაცი ტირონელი და სიდონელი მეზღვაურები საკერპეებს უშენებდნენ ყველგან, სადაც კი აღწევდნენ, ე. ი., არა მხოლოდ კართაგენში, არამედ ხმელთაშუა ზღვის მთელს სანაპიროზე. “ღმერთებია”: მოლოქი და აშთაროთი. მოლოქი არის ღმერთი-ხარი (ზოგიერთ ადგილას ცნობილი იყო, როგორც მელკარა და ბაალი) თავისი გიგანტური, ფუტურო და ცეცხლით გამოხურვებული თუჯის სტატუეტით, რომელშიც მსხვერპლშეწირვისთვის აგდებდნენ ადამიანებს; ოქროს ხბო იყო მხოლოდ მისი სიმბოლური გამოსახულება. მოლოხი თავის თაყვანისმცემელთაგან ითხოვდა ყველაზე უმძიმეს მსხვერპლს, კერძოდ პირველშობილთ (3).

ხოლო, აშთაროთი საკულტო მეძავთა სკოლებით, გემოთმოყვარეობისა და სიამტკბილობის ღმერთქალია. მისი ზოგიერთი დღესასწაულის ჟამს სიძვა-მრუშობა ყველა დედაკაცის მოვალეობა იყო. როგორც კი ამ ქვეყნის ბატონ-პატრონები ებრაელები გახდნენ, როგორც მსაჯულთა, ასევე მეფეთა პერიოდში ისინი ემსახურებოდნენ მეტწილად მოლოქსა და აშთაროთს, უდგამდნენ მათ კერპებსა და სამსხვერპლოებს (ცეცხლში შთაგდების რიტუალის გავლით საკუთარ შვილებს მსხვერპლად სწირავდნენ). წინასწარმეტყველები დაუღალავად ამხელდნენ მათ ამ არაადამიანურ მსხვერპლშეწირვათა გამო, რომლებიც იმდენადარ გამქრალა ებრაელებში, რომ მათი კვალი მათ მიერვე აღსრულებულ რიტუალურ მკვლელობებში არ ვიპოვოთ (4).

976 წ. ქრისტეს შობამდე პოლიტიკურმა მიზეზებმა საბოლოოდ განამტკიცა ეს უკეთური რწმენა ისრაელის ტომთა უმრავლესობაში. ებრაელთა ისტორიის დასაწყისში მათი მმართველობა წარმოადგენდა თეოკრატიისა და დემოკრატიული ანარქიის ერთგვარ ნაზავს. “იმ დროში მეფე არ ჰყავდა ისრაელს, ვის როგორც უნდოდა, ისე იქცეოდა” (მსაჯულთა. 21:25). მმართველობის ამ ფორმას სერიოზული ნაკლოვანებანი ჰქონდა, ის აუძლურებდა სახელმწიფოს, რომელიც უპირისპირდებოდა მის გარემომცველ წარმართ ხალხებს, მონარქიულ წყობას, რომელიც აძლიერებდა ისრაელიტთა მეომარ სულს. რათა ჰყოლოდათ საკუთარი ბელადი, “რომელიც წინ წარუძღვებოდა მათ ბრძოლაში” (სამუელი 8:20), ებრაელებმა მეფის არჩევა მოითხოვეს. ეს მეფეები, რომელთა ძალაუფლება არ იყო შორეული წარმომავლობის და რომელიც რელიგიის მსახურთ ძალაუფლების ნაწილს ართმევდა, სამღვდელოებამ ცივად მიიღო. თვით მეფეებს კი, თავიანთი მხრიდან, შურდათ ჭეშმარიტ ღმრთის მსახურთა იმ ზნეობრივი ზეგავლენის, რომელიც მათ ჰქონდათ ერზე და რომლის ავტორიტეტი აკავებდა მეფეთა თავნებობას. აქედან მოდის ის ფარული ბრძოლა, რომელიც დაიწყო საულის დროს, დროებით ჩაცხრა წინასწარმეტყველ დავითის მეფობის ხანაში, ისევ აღეგზნო სოლომონის პერიოდში (რომელიც თავისი სიცოცხლის უკანასკნელ დღეებში მსხვერპლს სწირავდა მოლოხს) და რომელიც ბოლოს და ბოლოს დასრულდა ისრაელის ათ ტომს შორის განხეთქილებით. 976 წელს, სოლომონის სიკვდილის შემდეგ, ჩრდილოეთის ტომები, რომლებიც იერუსალემს მძიმე ხარკს უხდიდნენ, აუჯანყდნენ სოლომონის ძე რობოამს, ჩაქოლეს ხაზინადარი ადორამი ( III მეფეთა 12:18), რომელსაც ბეგარის აკრეფა ევალა, და მეფედ დაისვეს სოლომონის მხედართმთავარი იერობოამი, ადრე იძულებით რომ იყო გახიზნული ეგვიპტეში, რათა მეფის რისხვას განრიდებოდა.

ამას მოჰყვა განხეთქილება: ებრაელობა გაიყო ორ სახელმწიფოდ, რომელიც აღარასოდეს არ შეერთებულა: ისრაელის სამეფო ჩრდილოეთით, რომელმაც მეფედ აღიარა იერობოამი, და იუდეველთა სამეფო სამხრეთში (ამ უკანასკნელმა სახელწოდება მიიღო ყველაზე მრავალრიცხოვანი იუდას ტომისგან), რომელიც მეფე დავითის შთამომავლობის ერთგული დარჩა და შეინარჩუნა იერუსალემი, როგორც დედაქალაქი (5).

ქალაქი, რომელშიც იყო აღთქმის კიდობანი, და ტაძარი, რომელიც სოლომონმა ააშენა ამ კიდობნისთვის, რჩებოდარობოამის ხელში, რაც ძალიან ავიწროებდა უზურპატორს. სჯულის მიხედვით, მსხვერპლშეწირვა უნდა აღსრულებულიყო ტაძარში, რომელშიც აღთქმის კიდობანი იდო - ნებისმიერ სხვა ადგილას ის ითვლებოდა ფუჭად და ძალადაკარგულად. ამიტომ იყო, რომ ხალხი ყოველწლიურად იკრიბებოდა იერუსალემში მსხვერპლშესაწირად.

როდესაც იერუსალემში ადიოდნენ ისრაელის სამეფოს ებრაელები და შედიოდნენ იმ მიწაზე, რომელიც კანონიერ მეფეს ემორჩილებოდა და სადაც მისი ძალაუფლება ყველაზე მეტად იყო გამოკვეთილი, ისინი კავშირს ამყარებდნენ ლევიტებთან, რომლებიც წინასწარმეტყველი მეფის შთამომავლებთან მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებულნი. ეს იყო უდიდესი საცთური იერობოამის ქვეშევრდომთათვის. მათ შეეძლოთ უარი ეთქვათ განხეთქილებაზე. ამიტომაც იერობოამი ამ საშიშროების თავიდან ასაცილებლად საუკეთესო საშუალებად მიიჩნევდა თავის სამეფოში მოსეს რელიგიის აღმოფხვრას და მის სანაცვლოდ წარმართული ღმერთების თაყვანისცემის დანერგვას, რომელსაც სოლომონი ფარულად მისდევდა. ამას ადასტურებს შემდეგი სტროფები: “ამბობდა თავის გულში იერობოამი: კვლავ დაუბრუნდებაო მეფობა დავითის სახლს. თუ ამ ხალხმა მსხვერპლის შესაწირად უფლის სახლში, იერუსალემში, დაიწყო სიარული, გული მიუბრუნდება ამ ხალხს თავისი ბატონის, რობოამისკენ, იუდეის მეფისკენ, მე მომკლავენ და რობოამთან, იუდეის მეფესთან დაბრუნდებიანო. ითათბირა მეფემ და გააკეთა ორი ოქროს ხბო და უთხრა ხალხს: გეყოფათ იერუსალემში სიარული. აჰა, შენი ღმერთები, ისრაელო, რომელთაც ეგვიპტიდან გამოგიყვანეს. ერთი ხბო ბეთელში დადგა, მეორე დანში გაგზავნა. ეს იყო ცოდვის დასაბამი. დაიწყო ხალხმა სიარული ხბოების თაყვანსაცემად თვით დანამდე. ააშენა საკერპე გორაკზე და განაწესა მღვდლები იმ ხალხიდან, რომლებიც ლევის შტოს არ ეკუთვნოდა” (III მეფეთა 12:26-31).

ამგვარად, იერობოამმა დასაბამი მისცა ისრაელის მეფეთა მემკვიდრეობას - უკეთურებს განზრახვის მიხედვით, მართლმორწმუნე ებრაელთა მადევართ, რომელთაგან ყველაზე ცნობილი იყო აქაბი. სულ ამაოდ ცდილობდნენ იერობოამის ქვეშევრდომნი, არ დამორჩილებოდნენ ამ დადგენილებას, ისინი უარს ამბობდნენ, მიებაძათ იმ ებრაელებისთვის, რომლებიც ადრე მიუბრუნდნენ წარმართობას.

ლევიტელთა არყოლის გამო, რომლებიც გაიქცნენ იუდეის სამეფოში, სულ ამაოდ ქადაგებდნენ ხალხის წიაღიდან გამოსული წინასწარმეტყველები, რათა ჭეშმარიტი ღმერთისკენ მიექციათ გაწარმართებულები: ისრაელის მეფეები მაინც აგრძელებდნენ სასულიერო დასის მეთვალყურეობისგან თავდახსნის პოლიტიკას, რაც შეუზღუდავს ხდიდა მათ ძალაუფლებას.

მხოლოდ უზურპატორ იეჰუს (Jeеu) მეფობის დროს დაიწყო მართლმორწმუნეობისკენ მოქცევა, გამოწვეული ელისე წინასწარმეტყველის ღვაწლით, მაგრამ ისიც ძალიან მცირე ხნით - იეჰუს შთამომავალნი მალე ისევ დაუბრუნდნენ ადრინდელ მმართველთა პოლიტიკას და სიკვდილით სჯიდნენ ჭეშმარიტი ღმერთის მსახურებს. ამგვარად, 721 წელს ქრისტეს შობამდე (ტომთა შორის განხეთქილებიდან ორსაუკუნენახევრის შემდეგ) ერის ერთი ნახევარი ნებაყოფლობით, ხოლო მეორე ნახევარი მეფის ძალაუფლების შიშით განუდგა ჭეშმარიტ სარწმუნოებას. მოსეს სჯულს ისრაელის სამეფოში მისდევდა, და ისიც ფარულად, მართლმორწმუნეთა მხოლოდ მცირედი ნაწილი. ამწელს სალმანასარმა, ასურელთა მეფემ, რომელმაც ხარკი დაადო ოსიას, ისრაელის მეფეს, გაიგო, რომ ეს უკანასკნელი ეძებს გზებს მისგან გასათავისუფლებლად და მოლაპარაკებებს აწარმოებს ეგვიპტესთან. ასურელებმა სასტიკად გააპარტახეს სამეფო, შეიპყრეს ოსია და ალყა შემოარტყეს მის დედაქალაქ სამარიას, რომელიც სამწლიანი ალყის შემდეგ დაეცა. ისრაელის ათ ტომსაც ის ბედი ეწია, რაც ასურელების მიერ დაპყრობილი ყველა ხალხს; ყველა, ვინც კი მოსახლეობიდან ცოცხალი დარჩა, შეკრიბეს და ევფრატის იქით გადაასახლეს. ისრაელის შვილები შეერივნენ სხვა ხალხებს, რომელთა ღმერთები თითქმის იგივე იყო, რაც დამპყრობელთა. რადგან არ ჰქონდათ წინაპართა რელიგიის მტკიცე რწმენა, რომლის გარშემოც, მიუხედავად გადასახლებისა და განთესვისა, შეკავშირებას შესძლებდნენ - ისინი აითქვიფნენ ამ წარმართ ხალხებში და საუკუნოდ გაქრნენ (6).

იუდეის სამეფოში იაჰვეს რელიგია უფრო იოლად შენარჩუნდა, ვინაიდან რობოამი თავის მეფობას საკუთარი პაპის, დავით მეფის რელიგიურ მომხიბლაობასა და ლევიტელთა მხარდაჭერას უმადლოდა.

მაგრამ მიზეზები, რომლებმაც გამოიწვიეს სამეფო ხელისუფლების ბრძოლა მოსეს სჯულის წინააღმდეგ, იერუსალემშიც იყო. იუდეველი მეფეები იაჰვეს მღვდელმსახურებთან ძალაუფლების გადანაწილებისკენ მიისწრაფოდნენ; მათ შურდათ ისრაელიტელი მეფეებისა და დაასრულეს ეს ყოველივე იმითი, რომ მათ მსგავსად, იმისთვის, რათა შეესუსტებინათ მოსეს სჯული და შესაბამისად - მღვდლების ზეგავლენა ერზე, კერპთაყვანისცემა იუდეაშიც დაამკვიდრეს. ეს ცვლილება პოლიტიკურ მიზნებს უფრო ისახავდა, ვიდრე რელიგიურს. ატალისა და იოასის მაგალითი ამის ნათელი დადასტურებაა. სასტიკი ატალისგან იოაში ლევიტელებმა გადაარჩინეს და სამეფო გვირგვინსაც მათვე უნდა უმადლოდეს, მაგრამ, როგორც კი სამეფო ტახტს მოიპოვებს, დაუყოვნებლივ ცდილობს, მათი ზეგავლენისგან განთავისუფლდეს. მეტიც, გადაემტერება მათ, უბრუნდება ატალის პოლიტიკას და ტაძრის კარიბჭესთან მღვდელმთავრის ჩაქოლვის განკარგულებასაც კი გასცემს.

ასეთია იოაშის შთამომავალთა დიდი უმრავლესობის ისტორია, თუ მხედველობაში არ მივიღებთ მცირეოდენ განსხვავებებს. თუმცა, იუდეის მეფეთა უმრავლესობის მტრული დამოკიდებულებისდა მიუხედავად, ჭეშმარიტი ღმერთის თაყვანისცემა იუდეაში სრულად არასოდეს შეწყვეტილა, - მას აღიარებდა ებრაელთა უმრავლესობა (7).

606 წელს ქრისტეს შობამდე იერუსალემი ქალდეველთა მეფე ნაბუკადნეცეზარმა დაიპყრო, მან დაატყვევა და ბაბილონში წაიყვანა მეფე იეჰოიაკიმი და მოსახლეობის ნაწილი (8).


_______________________________

3. ამ საზიზღარმა კულტმა თავისი კვალი ჩვენს ენაშიც კი დატოვა. როდესაც რომაელებმა დაიპყრეს სარდინია, რომელიც საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ფინიკიელთა მფლობელობის ქვეშ იყო, მათ აქ დახვდათ მოლოხის უამრავი ქანდაკება და მომსწრენი გახდნენ ადამიანთა მსხვერპლშეწირვისა. მსხვერპლად შეწირულ და გავარვარებული მოლოხის მუცელში შთაგდებულ ადამიანთა კივილი და გოდება ერწყმოდა კერპთაყვანისმცემელთა შიშისმომგვრელ ხორხოცს, რომელსაც რომაელებმა “სარდინიული”, ანუ “სარდონული” სიცილი უწოდეს. ჩვენ დღემდე ისე ვიყენებთ ამ გამოთქმას არც კი ვფიქრობთ თუ რას უკავშირდება იგი.

4. აქ არ არის იმისი ადგილი, რომ დეტალურად გავარჩიოთ ეს სერიოზული საკითხი, რომელიც მრავალგზის წამოჭრილა ებრაელებთან დაკავშირებით. ამ ბრალდებების მიხედვით, მათ ეკისრებათ პასუხისმგებლობა უამრავი დანაშაულის ჩადენისთვის, რომელსაც მათდამი სოლიდარობის მიზეზით ბევრი მალავს. საკმარისია შეგახსენოთ, რომ წმინდანთა ცხოვრებაში მრავლად არის აღწერილი ებრაელ-მოლოქისტთა მიერ ყრმათა და ჩვილთა წამების შემთხვევები. სხვადასხვა მთავრობის ებრაელთადმი კეთილგანწყობისდა მიუხედავად, ჩვენი ეპოქის მხოლოდ მეოთხედი საუკუნის განმავლობაში სასამართლოებმა იურიდიულად დაამტკიცეს “რიტუალურ მკვლელობათა” ათეულობით ფაქტი.

5. ჩვენ ვღებულობთ წმიდა გადმოცემას, რომლის თანახმადაც ისრაელის სამეფო შედგებოდა ათი ტომისგან და იუდეველთა ორი, კერძოდ: იუდასა და ბენიამინის ტომისგან. ამგვარი გამიჯვნა, უკიდურეს შემთხვევაში თუნდაც ტერიტორიული თვალსაზრისით, არც მთლად სწორია. სიმეონის ტომის მთელი ოლქი, რომელიც შეჭრილი იყო იუდას ტომის ოლქში, რობოამის სამეფოს ნაწილი გახდა, აქედან კი ისე გამოდის, რომ ეს უკანასკნელი მეფობდა არა ორ, არამედ სამ ტომზე. მეორე მხრივ, ბენიამინის ოლქის ჩრდილოეთი ნაწილი ბეთილითურთ შეადგენდა ისრაელის სამეფოს ნაწილს, ხოლო დანის ოლქის სამხრეთი ნაწილი რობოამის ერთგული დარჩა. ისრაელის სამეფო სამჯერ უფრო ვრცელი იყო და ორჯერ უფრო მჭიდროდ დასახლებული, ვიდრე იუდეველთა სამეფო, მაგრამ მისი მეტოქეობა ფინიკიელთა და ასირიელთა მძლავრ სახელმწიფოებთან, რომლებიც მას ჩრდილოეთიდან ესაზღვრებოდა, ამ უპირატესობის გამოყენების შესაძლებლობას არ აძლევდა.

6. ვინც დამალვა მოასწრო და თავიდან აიცილა გადასახლება, როგორც კი ქარიშხალმა გადაიარა, ისევ გამოჩნდნენ. მაგრამ მათ მოუწიათ თავიანთი მიწის გაყოფა ევფრატისგაღმელ ასურელ კოლონისტებთან, რომლებიც ასურელთა მეფემ გამოაგზავნა მათი მიწების დასაპყრობად. ამასთან, ტომობრივი აღრევა ხელს უწყობდა კერპთაყვანისმცემლობის გავრცელებას. მიუხედავად ამისა, ისრაელიტელთა ნატამალი მღვდლებისა და დაწესებულ წეს-ჩვეულებათა გარეშე მაინც აგრძელებდა მამათა და წინაპართა ღმერთის თაყვანისცემას. ხუთწიგნეულის რამდენიმე ეგზემპლარი ერთადერთი მაკავშირებელი რგოლი იყო მათ რელიგიურ გადმოცემებთან, ხოლო ისრაელის სამეფოს მტრობა იუდეის სამეფოსთან ხელს უშლიდა მათ, დაბრუნებოდნენ თავიანთ სარწმუნოებას, რომელსაც იერუსალემში ეთაყვანებოდნენ. მათ გადაწყვიტეს, ჭეშმარიტი ღმერთისთვის მსხვერპლი შეეწირათ გარიზიმის მთაზე, რომელიც სამარიას გადაჰყურებდა; ეს ის მთაა, რომელზეც იესუ ნავეს ძემ აკურთხა ერი ქანაანის მიწაზე შესვლისა და მისი დანაწილების წინ. ეს შუღლი კიდევ უფრო გაღრმავდა, როდესაც იერუსალემი დაიპყრეს ქალდეველებმა. როდესაც იუდეის მკვიდრნი 536 წ. ქრისტეს შობამდე დაბრუნდნენ ბაბილონის ტყვეობიდან, სამარიტელებს უკვე თავიანთ სარწმუნოებაზე მოქცეული ჰყავდათ იმ წარმართთა დიდი ნაწილი, რომლებიც წმინდა მიწაზე ცხოვრობდნენ; ისინი შურით შესცქეროდნენ იერუსალემის ტაძრის აღდგენას და ცდილობდნენ, ხელი შეეშალათ ამ წამოწყებისთვის; ამან კიდევ უფრო გააღრმავა მრავალსაუკუნეობრივი სიძულვილი მათსა და ებრაელებს შორის. 331 წელს ქრისტეს შობამდე, როდესაც პალესტინა ალექსანდრე დიდმა დაიპყრო, მანასე, იერუსალიმელის მღვდელმთავრის ძმა, იმის გამო განდევნეს, რომ მან სამარიტელ დედაკაცზე იქორწინა. ის განმარტოვდა სამარიაში მრავალ მის მომხრე ლევიტელთან ერთად, ალექსანდრესგან მიიღო ნებართვა გარიზიმის მთაზე ტაძრის აშენებისა და სამღვდელოება დაუწესა სამარიელებს. იერუსალემიდან განდევნილები ამიერიდან აქ პოულობდნენ საიმედო თავშესაფარს, რის გამოც ებრაელებმა კიდევ უფრო შეიძულეს სამარიტელები და აკრძალეს მათთან ყველანაირი ურთიერთობა “თვით აუცილებელ შემთხვევაშიც კი”. ერთ-ერთი ბრალდება, რომელიც ქრისტეს წაუყენეს, იყო ისიც, რომ ის ღებულობდა სამარიტელებს. ეს უკანასკნელნი ჩვენს დრომდე არსებობენ და ცხოვრობენ პალესტინაში, ასევე ეგვიპტისა და თურქეთის ზოგიერთ ქალაქში; მათი სიძულვილი და ზიზღი ებრაელთადმი, და პირიქით, დარჩა ისეთივე, როგორიც იყო ქრისტეს მოსვლამდე. წმინდა წერილის წიგნთაგან ისინი აღიარებენ მხოლოდ ხუთწიგნეულს და უმატებენ მატიანეს, რომელიცატარებს იესუ ნავეს ძის სახელს, რომელიც გადმოსცემს საღმრთო ისტორიას ფანტასტიკურ ფორმებში და ცდილობს დაამტკიცოს იერუსალემის ტაძარზე ჰორიზიმის მთის ტაძრის უპირატესობა და უფროსობა. იესუ ნავეს ძის სახელით ცნობილი ეს წიგნი, რომლის შედგენასაც სამარიტელები განაკუთვნებენ ხსენებული წინასწარმეტყველის დროებას, შეიცავს ანაქრონიზმებს, რომელთა მიხედვით ის შეიძლება განვაკუთვნოთ ჩვენი წელთაღრიცხვის V საუკუნეს.

7. სახელი ისრაელი მოიცავს მთელ მოდგმას იაკობისას, რომელსაც “ისრაელი”, ანუ “ღმრთისმებრძოლი” ძველ აღთქმაში ეწოდა (დაბ. 32:28), ხოლო სახელწოდება იუდეა (ჟუდაეი) აღნიშნავს იმ ისრაელიტელებს, რომლებიც იუდას ტომს, უფრო ვრცელი მნიშვნელობით, იუდეის სამეფოს განეკუთვნებიან. ისრაელის ათი ტომის ასურელებთან აღრევის შემდეგ უკვე აღარ არის სხვა ისრაელიტელი ებრაელთა გარდა, რამეთუ სამარიტელები ახალმოქცეული ერი იყო და მათ თითქმის არ ჰქონდათ ებრაული სისხლი.

8. ნაბუკადნეცეზარი (იგივე ნაბუქოდონოსორი) იყო ქალდეველთა მეფის ნაბუპოლოსარის ძე. ქალდეველთა დედაქალაქი მაშინ იყო ბაბილონი. ქალდეველებზე ასურეთის (დედაქალაქი ნინევია) დიდი ხნის ბატონობის შემდეგ, ნაბუპოლოსარის მეფობისას, ქალდეველებმა შეძლეს განთავისუფლება და თავიანთ ადრინდელ დამპყრობთა დამორჩილებაც. ასურეთზე ქალდეის ეს გამარჯვება იყო ძველი, დახვეწილი ცივილიზაციის გამარჯვება ასურელთა განათლებულ, მაგრამ სუფთად გასამხედროებულ მონარქიაზე. ეს უკანასნელი ცდილობდა, გადაეგდო ქალდეველთა უღელი; ნაბუკადნეცეზარი დაბრუნდა თექვსმეტი წლის შემდეგ, მიწასთან გაასწორა იერუსალემი და ტყვედ წაასხა ყველა, ვინც პირველი შემოსვლისას დაინდო და ვინც გაქცევა ვერ მოასწრო. მან ასევე საფუძველი დაუდო ბაბილონის დიდ ტყვეობას, რომელმაც გადამწყვეტი როლი ითამაშა ებრაელი ერის რელიგიური ბედის გადაწყვეტაში.
Назад к содержимому