ხელოვნება - Quantum Break - დაპროგრამებული მომავალი? - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოსტასია > ხელოვნება
Quantum Break - დაპროგრამებული მომავალი?
Quantum Break - დაპროგრამებული მომავალი
<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/N5BKctcZxrM" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture" allowfullscreen></iframe>
თანამედროვე კონსპიროლოგიის ერთ-ერთ წარმტაც მიმართულებად მიიჩნეოდა და მიიჩნევა მცდელობა ქსელური თანამეგობრობის ერთობლივი ძალისხმევით როგორმე გაიშიფროს სხვადასხვა სახის კოდები და შიფრები, რომლებიც ფიგურირებენ რეკლამებში, ფილმებსა და პოსტერებში. ზოგჯერ, შესაძლო საიდუმლო შეტყობინებათა სიაში ხვდებიან ვიდეოთამაშებიც. ეს ძალიან იშვიათად ხდება, მაგრამ, როგორც ჩანს, ასეა ამ შემთხვევაშიც.
Quantum Break - დაპროგრამებული მომავალი
ზემოთ ფოტოზე თქვენ ხედავთ სკრინს თამაშიდან Quantum Break, ანუ "კვანტური გარღვევა". ეს გახლავთ შუტერი, რომელიც ოფიციალურად გამოვიდა 2016 წლის ნოემბერში.

თამაშის სიუჟეტი ვითარდება 1999 წელს ამერიკულ ქალაქ რივერპორტში, სადაც მთავარი გმირის ძმა ააშენებს დროის მანქანას და, რომლის მეშვეობითაც მოულოდნელად მომავლიდან მოცვივდებიან სტუმრები, რომლებსაც გზა აერევათ დროის კორიდორებში. როგორც ჩანს მომავალში გაჩნდა პრობლემა, რომელიც ცნობილია, როგორც "გარღვევა", იგივე ჟამის აღსასრული, როდესაც სამყაროში დრო დინებას შეწყვეტს და სამუდამოდ შეჩერდება. შუტერის მთავარი გმირი სახელად ჯეკ ჯოისი სამყაროს გადარჩენას გადაწყვეტს, და საკვირველი მოწყობილობის დახმარებით ბრონირებულ მტრებთან არათანასწორ ბრძოლაში ჩაებმება.

სიუჟეტის მსვლელობისას ჯეკი მოხვდება საკმაოდ სერიოზულ სიტუაციურ ოთახში, სადაც გაწერილია 1999-დან 2021 წლამდე მოსახდენი უმნიშვნელოვანესი და გლობალური მოვლენების ტაიმლაინი.

<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/N5BKctcZxrM" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture" allowfullscreen></iframe>
ამ შუტერთან დაკავშირებით ყველაფერი ნორმალურად იქნებოდა, და ის ალბათ ნაკლებ ყურადღებას მიიპყრობდა, რომ არა ერთი გარემოება, - მოთამაშეებმა აღმოაჩინეს, რომ როდესაც ჯეკი მიდის დაფასთან, ის ხედავს მოვლენებს, რომლებიც გაწერილია 2020 და 2021 წლების პერიოდში:
Quantum Break - დაპროგრამებული მომავალი
როგორც ვიცით და გვახსოვს, 2020 წლის მარტში ოფიციალურად დაიწყო პანდემია და როგორღაც ისე მოხდა, რომ ეს დღე ჯეკის დღიურშიც არის აღნიშნული. მონიშნულია ამ გრაფიკში 2021 წლის 5 იანვარიც - დღე, როდესაც განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, მაგრამ მომდევნო დღეებში დაიწყო კაპიტოლიუმის შტურმი, რომელმაც "ყურებზე დააყენა" ამერიკის შეერთებული შტატები. ამიტომაც ხალხი დაიძაბა და გულმოდგინედ შეუდგა ვიდეოთამაშში მოცემული ცხრილის შესწავლას, რომელშიც სხვა წლებიც არის ასახული და თამაშისა და რეალობის მომდევნო შესაძლო შესაბამისობებიც.
Quantum Break - დაპროგრამებული მომავალი
2018 წლის მაისში მსოფლიოში საკმაოდ მრავალი რამ მოხდა, ბევრ მათგანზე პუბლიკას ინფორმაცია არ გააჩნია, მაგრამ თუ ჩავუკვირდებით იმდროინდელ პრესას, რას წერდა იგი და, რასაც შეიძლება კავშირი ჰქონდეს სამყაროს აღსასრულთან, უცებ პირველ პლანზე გამოდის აშშ-ს საელჩოს გადატანა იერუსალიმში, რომლის გამოც იმ დროს დიდი ხმაური იყო ატეხილი. და ეს ზუსტად მაისში იყო, რომელიც თამაშში წითელი ზოლით არის გამოყოფილი.

შესაძლოა ავტორებს აპოკალიფსისის დროით მსვლელობასთან დაკავშირებული სხვა რომელიღაც მოვლენა ჰქონოდათ მხედველობაში, მაგრამ, მოდი დავუშვათ, იერუსალიმთან დაკავშირებული მიგნება სწორია. ასეთ შემთხვევაში 2019 წლისთვის მონიშნულ უნდა იყოს მარტი, როდესაც დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა გოლანის მაღლობებზე ისრაელის სუვერენიტეტის აღიარების დეკლარაციას. და, რაც უცნაურია, თამაშში 2019 წლის მარტიც მონიშნულია:
Quantum Break - დაპროგრამებული მომავალი
ასევე გამოყოფილია აქ ნოემბერ-დეკემბერი, როდესაც ჩინეთში დაიწყო პანდემია. მონიშნულია ივლისი - თვე, რომელიც საკმაოდ მდიდარია ახლო აღმოსავლეთთან და აშშ-ს არჩევნებთან, ასევე სხვა გლობალურ პროცესებთან დაკავშირებული მოვლენებით.
 
ამგვარად, Quantum Break-ის ზერელე გადათვალიერებითაც 2016-დან, ანუ თამაშის გამოსვლის წლიდან დაწყებული 2021 წლით დამთავრებული გვრჩება შთაბეჭდილება, რომ თამაშის შემქმნელებს ან რაღაც "კვანტური მოწყობილობა" გააჩნდათ ან კიდევ ინსაიდერული ინფორმაცია, რადგან მომდევნო ოთხი წლისთვის მათ ნამდვილად რაღაც იყნოსეს და ივარაუდეს კიდეც. ამიტომაც, სრულიად შესაძლებელია, რომ 2037 წელთან დაკავშირებული ინფორმაცია სინამდვილეს შეესაბამებოდეს.
 
 სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, "გარღვევის" გამო, - რომელიც მოხდება 17 წლის შემდეგ, მოვლენის მოახლოვებისდა კვალად, - მსოფლიოში გაიზრდება სხვადასხვა ანომალიური მოვლენები, ხოლო 2037-ში დრო საერთოდ გაჩერდება. ასე რომ სანამ ანომალიებს თავიანთი პიკისთვის არ მიუღწევიათ და დრო არ გაჩერებულა, დავაკვირდეთ მიმდინარე მოვლენებს, ვინ იცის, იქნებ მართლაც რაიმე საგულისხმოა ამ გეიმერულ ინფორმაციაში...
Quantum Break - დაპროგრამებული მომავალი
Quantum Break - დაპროგრამებული მომავალი
წყარო: thebigtheone.com
Назад к содержимому