აპოსტასია > ხელოვნება
რომან პოლანსკის "როზმარის ბავშვი" და ჰოლივუდის ბნელი მხარე
1968 წლის ფილმი "როზმარის ბავშვი" (ინგლ.: "Rosemary's Baby") რეჟისორ რომან პოლანსკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სურათია. ფილმში აღწერილია როგორ მანიპულირებენ ახალგაზრდა ქალით ოკულტური საზოგადოების წევრები და რიტუალური მიზნით მასზე ზემოქმედების მოხდენას ცდილობენ. ფილმი გვაფიქრებს ელიტურ საიდუმლო საზოგადოებათა არსებობაზე და მათ რიტუალებზე. კიდევ უფრო შემაშფოთებელია ის შემაძრწუნებელი მოვლენები, რომლებიც მოხდა ფილმის გამოსვლის შემდეგ და რაც გულისხმობს საშინელ რიტუალურ მკვლელობებს.
მართალია, ჩვენი საიტი ძირითადად განიხილავს ბოლო დროინდელ ახალ ფილმებს, მაგრამ ზოგჯერ წარსულისკენ გახედვაც სასარგებლოა, რათა მიმდინარე მოვლენების არსში უკეთ გავერკვეთ. დღევანდელი პოპ-კულტურა ცარიელ ადგილზე აღმოცენებული სპონტანური ტენდენცია როდია. ეს უფრო გართობის ინდუსტრიაზე მრავალწლიანი ოკულტური გავლენის შედეგია, რომელიც მასებს დაფარული შეტყობინებებითა და სიმბოლოებით ამარაგებს.
პოპ-კულტურა ყოველთვის იდგა ელიტის დღის წესრიგში, რათა ჩამოეყალიბებინა ახალგაზრდების აზროვნება და მისთვის სასურველ კალაპოტში წარემართა იგი. სწორედ გასული საუკუნის 60-იან და 70-იან წლებში MK-Ultra-ს მაკლერები და ბნელი საიდუმლო საზოგადოებები იდუმალად მართავენ ამ პროცესებს. აუცილებლობამ ჩაეხშოთ 60-იანი წლების ომისა და ისტებლიშმენტის საწინააღმდეგო განწყობანი ფარული ელიტა აიძულა შეეღწია მასობრივ კულტურაში და ექცია ის ახალგაზრდობის დამანგრეველ ძალად. ამისი დასტურია ის დესტრუქციული მოვლენები, რომლებმაც შეარყია იდეალისტური განწყობანი და გმირები მტრებად აქცია. ელიტარულმა ოკულტისტებმა დაიპყრეს ამ ეპოქის აზროვნება და გახდნენ შეუქცევადი წინსვლის სიმბოლონი, რომელსაც ადგილი ჰქონდა 60-იანი წლების მიწურულში.
რომან პოლანსკის "როზმარის ბავშვში" (Rosemary's Baby) მოთხრობილია თუ როგორ მანიპულაციებს ახდენენ ახალგაზრდა ქალზე ელიტარული ჯადოქრები (ოკულტისტები), რათა აიძულონ იგი მუცლით ატაროს და შვას ეშმაკის ძე - ანტიქრისტე.
ხსენებულ ფილმთან დაკავშირებულმა რეალურმა მოვლენებმა ნამდვილად განსაზღვრეს იმდროინდელი ეპოქა: "როზმარის ბავშვის" გამოსვლიდან ერთი წლის შემდეგ რომან პოლანსკის ფეხმძიმე ცოლი რიტუალურად მოკლეს ჩარლზ მენსონის "ოჯახის" წევრებმა. ამ საშინელმა მოვლენამ შეწყვიტა 60-იანი წლების "სასიამოვნო ვიბრაციები" (ეპოქაზე გადატანითი მნიშვნელობით იგულისხმება ჯგუფ "Beach Boys"-ის ამავე სახელწოდების სიმღერა - "აპოკ". რედ.). დღეისთვის მრავალი ისტორიკოსი მას ამერიკის თანამედროვე ისტორიის საკვანძო მომენტად მიიჩნევს.
ქვემოთ ჩვენ განვიხილავთ "როზმარის ბავშვის" (Rosemary's Baby) სიმბოლურ მნიშვნელობას და გავაანალიზებთ მასთან დაკავშირებულ უცნაურ მოვლენებს, რომლებიც მოიცავენ საიდუმლო საზოგადოებებს, ცნობიერების კონტროლს და რიტუალურ მკვლელობებს.
როზმარის ბავშვი
რომან პოლანსკის 1968 წლის ფილმი გახლავთ ირი ლევინის პოპულარული რომანის ადაპტაცია, რომელიც ერთი წლით ადრე გამოჩნდა. "როზმარის ბავშვი" ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე საშინელ ფილმად მიაჩნიათ. რატომ? ფილმის შემაძრწუნებელი გარემო მის სპეციალურ ეფექტებში კი არ მდგომარეობს, არამედ მის რეალისტურ ქვეტექსტებსა და წინაპირობებში. ისტორია მიმდინარეობს რეალურ საცხოვრებელ სახლში (დაკოტა), რომელშიც ნიუ-იორკის მაღალი საზოგადოების ექსცენტრული ელემენტები იკრიბებოდნენ. ამ სახლის საზოგადოება სტერეოტიპული კუდიანი ჯადოქრებისგან კი არ შედგება, არამედ კეთილმოსურნე მეზობლებისგან, პრესტიჟული ექიმებისა და გამოჩენილი ადამიანებისგან. ისინი ელეგანტური, რაციონალური და გონიერი ადამიანები არიან და თავის მხრივ დაკავშირებულნი არიან მნიშვნელოვან პიროვნებებთან. ფილმის რეალიზმი მაყურებელს ასეთი ჯგუფების არსებობაში დააფიქრებს. როზმარის მანიპულირებაც უკიდურესად რეალისტურია და მაყურებელს აიძულებს იფიქროს: "ხომ შეიძლება ეს მეც შემემთხვეს".
ფილმი იწყება ნიუ-იორკის ჰორიზონტის პანორამული ხედით, რომელშიც ჩანს შენობების სახურავები, მათ შორის "დაკოტას" სახურავიც (ფილმში ამ სახლს The Bramford-ი ეწოდება).
"დაკოტას" (The Bramford) სახურავი ფილმში "როზმარის ბავშვი"
ცნობილია, რომ "დაკოტა" და უესტ-საიდის სხვა ცნობილი შენობები ნიუ-იორკის არისტოკრატიის აკვანია. "დაკოტა" ასევე იზიდავს ისეთ ცნობილ ადამიანებს, როგორებიც არიან მსახიობები, მომღერლები და მწერლები. ეს არის ნიუ-იორკის ელიტის ცნობილი თავშესაყარი.
ფილმის მიხედვით "ბრამფორდში" (ანუ რეალურ "დაკოტაში") მრავალი უცნაური რამ ხდება, რომელიც დაკავშირებულია შავ მაგიასთან და რიტუალურ მკვლელობებთან. ადრიან მარკატო, მდიდარი კაცი, რომელიც ოკულტიზმს მისდევს, სიკვდილამდე მიიყვანეს შენობის ვესტიბიულში. ათი წლის შემდეგ ჯონ ლენონი, რომელიც "დაკოტაში" ცხოვრობდა, ამ შენობის წინ მოკლეს. ფილმის პრემიერის დროს "ბრამფორდი" - ოდენ ერთ-ერთი მრავალი გადახურული სახლი ნიუ-იორკში, - თავისი ფანჯრების მიღმა საშინელ რიტუალებს მალავს, თანაც ისეთ რიტუალებს, რომელიც არასოდეს, არც ერთ ადამიანს ეჭვადაც კი არ მოუვა გონებაში.
ახალგაზრდა წყვილი
ჯონი და როზმარი ვუდჰაუსები ბრამფორდში შედიან
როზმარი და გაი ვუდჰაუსები (მათ როლებს თამაშობენ მია ფეროუ და ჯონ კასავეტისი) - ახალგაზრდა წყვილია, რომელთაც ბრამფორდში ბინის დაქირავება სურთ. გაი - მოქმედი მსახიობია, რომელმაც ჯერ კიდევ ვერ მიაღწია აღიარებას, ვერ მოიპოვა მნიშვნელოვანი როლი და იძულებულია მონაწილეობა მიიღოს დამამცირებელ სატელევიზიო სარეკლამო რგოლებში, რათა როგორმე თავი ირჩინოს. როზმარი კი ძალიან ფაქიზი და მორიდებული, კათოლიკურ ოჯახში აღზრდილი სოფლელი გოგონაა. როზმარის სახელი ისტორიულად ასოცირდება ქალწულ მარიამთან, რომელმაც, როგორც ამბობენ, დასვენების დროს თავისი საფარველი გადაააფარა ვარდების აყვავილებულ ბუჩქს და გაალურჯა. ფილმში კეთილი და მიმდობი როზმარი ხდება ქალქულ მარიამის ანტიპოდი, ერთგვარი "შავი ქალწული", რომელიც თავის წიაღში სატანის შვილს ატარებს.
კასტევეცები
თავიანთ ოთახში შესახლების შემდეგ, ახალგაზრდა ცოლ-ქმარს ეცნობიან მეზობლები - კასტევეცები. ესენი არიან კეთილად განწყობილი, მაგრამ ძალიან ცნობისმოყვარე მოხუცები. ახალგაზრდა ცოლ-ქმარი და მოხუცი მეზობლები ერთობლივ ვახშამზე შეთანხმდებიან. რომან კასტევეცი გაის ულოცავს მის გადაწყვეტილებას და ეუბნება, რომ მას აქვს "საინტერესო შინაგანი თვისებები", მაგრამ წარმატების მისაღწევად "დიდი და ხანგრძლივი გზა უნდა გაიაროს"... (მოგვიანებით შევიტყობთ, რომ ეს წარმატება ადვილად მიიღწევა მაშინ, თუკი ვინმე მათი საიდუმლო კულტის წევრი გახდება). რომანის თქმით მისი მამა თეატრალური რეჟისორი იყო და, რომ ის იმ დროის ყველა ცნობილ და დიდ ვარსკვლავთან მუშაობდა (სინამდვილეში მისი მამაა ადრიან მარკატო, ოკულტისტი, რომელიც შენობის ვესტიბიულში კინაღამ მოკლეს).
სამზარეულოში, მოხუცი მეზობელი მინი როზმარის რამოდენიმე კითხვას აძლევს მის ოჯახში შობადობის ტრადიციასთან დაკავშირებით. როგორც ჩანს, ის ძალიან დაინტერესებულია როზმარის "მწარმოებლური" ღირსებებით.
გაი რომანისგან შეიტყობს რომაელ მოგვებსა და ოკულტურ რიტუალებზე. მას ასევე ეუბნებიან, რომ მისი კარიერა წარმატებულ იქნება, თუ ის მათ შეუერთდება. ოღონდ შესვლის საფასური ძალიან ძვირია: მან თავისი ცოლი უნდა ჩააბას ოკულტურ რიტუალში, რათა სატანით განიმსჭვალოს.
მათ კონტროლქვეშ
მართალია გაის თავიდანვე არ მოსწონდა ეს მოხუცი წყვილი, მაგრამ მაინც უერთდება ოკულტურ წრეს და უმეგობრდება რომანს. როზმარი, რომელსაც წარმოდგენაც კი არა აქვს ამ ურთიერთობებზე, ძალიან იღლება მოხუცი წყვილისგან და მათი უცნაური საქციელისგან. ერთხელაც მოხუცი მინი როზმარის აჩუქებს კულონს (გულსაკიდს), რომელიც შეიცავს ტანისის ფესვს (ფიქტიური მცენარე), და დაარწმუნებს, რომ ეს არის წარმატებისა და ბედნიერების მომტანი თილისმა.
სფერისებრ კულონს ადრე ატარებდა ახალგაზრდა ქალი, რომელიც კასტევეცებთან ცხოვრობდა. მოხუცებმა ეს უსახლკარო და მიუსაფარი გოგონა ქუჩაში იპოვეს (სულებზე მონადირენი სანთლით ეძებენ ასეთ დაკარგულ ადამიანებს). ამ ახალგაზრდა ქალმა, როდესაც შეიტყო კასტევეცების ოკულტური გეგმების შესახებ, თავი ფანჯრიდან გადახტომით მოიკლა. კულონი ჯადოქართა (ოკულტისტთა) საზოგადოების კონტროლის სიმბოლოა.
იმავე ღამეს გაის მთავარ როლს მისცემენ პიესაში, რადგან ძირითადი მსახიობი მოულოდნელად დაბრმავდა. ეს უცნაური მოვლენა გაის არწმუნებს ოკულტისტთა უნარებში და უქრობს ყოველგვარ ეჭვს მათ შესაძლებლობებში დაეხმარონ მას თავის სამსახიობო კარიერის მოწყობაში. ის ასევე ხდება "ეგოცენტრული", "ამაო", "ძლიერ დაკავებული" და "საკუთარი თავში ჩაკეტილი". საინტერესოა, რომ ეს ყოველივე, რასაც გაის საქციელში და შინაგან ბუნებაში ვხვდებით, ახასიათებთ ჰოლივუდის ცნობილ მსახიობებსაც, რომლებიც "სულს ჰყიდიან" დიდების მისაღწევად.
რიტუალი
ერთხელ გაის როზმარისთან ყვავილები მოაქვს და მოულოდნელად სექსს შესთავაზებს. ის ელოდება საუკეთესო კალენდრულ დღეებს, ანუ 1965 წლის 4-5 ოქტომბერს, რათა ამ დროს მოხდეს მათი სქესობრივი შეერთება და ბავშვის ჩასახვა (ეს ყველაფერი ხდება ოკულტური საზოგადოების რეკომენდაციით, რადგან მათი აზრით სქესობრივი შეერთების ეს პირველი დღეები ნუმეროლოგიურად "სწორ" თარიღებს უნდა დაემთხვას, რომ მოხდეს იმისი დაბადება, ვინც სურთ). იმ დროს, როდესაც წყვილი თავიანთ სამზარეულოში განმარტოებულნი რომანტიკულ სავახშმო პრელუდიაში ერთობიან, მოულოდნელად მოხუცი მინი კარზე აკაკუნებს, რათა მიართვას მათ დესერტი. როზმარი მიიჩნევს, რომ შოკოლადის მუსს დაჰკრავს "ცარცის გემო", მაგრამ გაი მისგან მუსის შეჭმას ითხოვს. როზმარიმ არ იცის, რომ დესერტი ნარკოტიკს შეიცავს... როზმარის თავბრუ ეხვევა და ტრანსში ვარდება.
ტრანსულ მდგომარეობაში მყოფი როზმარი ხედავს ჰალუცინაციებს, ხედავს ჯონ ფ. კენედის (აშშ-ს ერთადერთ კათოლიკე პრეზიდენტს, რომელიც გარდაიცვალა ექვსი წლის წინ), სიქტსის კაპელას გამოსახულებას და რომის პაპს (რომელიც ატარებს როზმარის სფერისებრ კულონს, ოკულტური კონტროლის სიმბოლოს). ამის შემდეგ ის ხედავს, რომ გაშიშვლებული წევს თავის საწოლზე თავისი ქმრის, მეზობელი კასტევეცების და მთელი ოკულტური საზოგადოების გარემოცვაში, რომლებიც მას რიტუალურ ჰიმნებს უგალობენ მანამ, სანამ მასზე ოკულტურ საიდუმლოს არ აღასრულებენ.
როზმარის სხეულზე გამოსახული სატანური ნიშნები
თავის საოცნებო მდგომარეობაში გაი როზმარისთან სასიყვარულო ურთიერთობას იწყებს, მაგრამ მისი გარეგნობა იქცევა გროტესკულ, მხეცის მსგავს ფიგურად, რომელიც თავისი მოყვითალო თვალებით, კაუჭებიანი ბრჭყალებითა და ქერცლიან-ბანჯგვლიანი ხელებით ეშმაკს მოგვაგონებს. თავისი ბრჭყალებით ის ნაზად ეფერება როზმარის შიშველ სხეულს. ტრანსში მყოფ როზმარის ჩაესმის ხმა, რომელიც მას ეუბნება:
"ეს სიზმარი არ არის, საყვარელო, ეს რეალობაა!"
დადიოდა ჭორები იმაზე, რომ ანტონ ლავეიმ, სატანის ეკლესიის დამფუძნებელმა, სატანის მეორეხარისხოვანი როლი ითამაშა ამ ფილმში, ასევე, ის გახლდათ ფილმის ტექნიკური მრჩეველი (ცხადია ოკულტიზმის დარგში). მართალია, არ გვაქვს ამ ფილმში ანტონ ლავეის მონაწილეობის დამადასტურებელი რაიმე საბუთი, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ის ფილმის აურასთან სხვაგვარად მაინც იყო დაკავშირებული: სიუზან ატკინსი, მენსონის ოჯახის წევრი, რომელმაც ფილმის გამოსვლის შემდეგ მოჰკლა რომან პოლანსკის ფეხმძიმე ცოლი შარონ ტეიტი, ანტონ ლავეის მიმდევარი იყო.
ამ შემთხვევიდან (ანუ როზმარის ტრანსში ჩავარდნიდან) ძალიან მალე როზმარი შეიტყობს, რომ დაფეხმძიმდა.
ფეხმძიმობა
იმ დღესვე, როგორც კი გაიმ გაიგო როზმარის დაფეხმძიმების ამბავი, მიდის კასტავეცებთან, რათა აუწყოს მათ "კარგი ამბები". მინი დაუყოვნებლივ აძლევს მას რეკომენდაციას მიამაგრონ როზმარი "ქვეყნის საუკეთესო მეან-გინეკოლოგს" აბე საპრისტენს. ის არის ელიტის ექიმი, რადგან "უვლის მაღალი დონის ყველა ახალშობილს".
ჟურნალ Time-ის სიმბოლური გარეკანი მოსაცდელში
დოქტორი როზმარის უბრძანებს თავი აარიდოს ფეხმძიმობასთან დაკავშირებულ ყველა ლიტერატურას, ყველა მეგობრულ რჩევას, რადგან "არ არსებობს ორი ერთნაირი ფეხმძიმობა", ყველაფერი ინდივიდუალურია. სინამდვილეში მან იცის, რომ ეს უკეთური ფეხმძიმობა განსაკუთრებულად მტკივნეული იქნება. ის ასევე ითხოვს, რათა როზმარიმ ყოველდღიურად მიიღოს სასმელი, რომელსაც მას მეზობელი მინი კასტევეცი მოუმზადებს. ამგვარად, როზმარი სრულიად დამოკიდებული ხდება ოკულტურ საზოგადოებაზე ყველა საკითხთან დაკავშირებით, რაც კი მის ფეხმძიმობას შეეხება. ისინი იცავენ მას გარესამყაროსგან, აკონტროლებენ და ყოველგვარი მეთოდებით ამშვიდებენ.
ბაფომეტი
როზმარის ფეხმძიმობა უკიდურესად რთულია. ის კარგავს წონას, მუდმივად გრძნობს ტკივილებს მუცლის არეში. დოქტორი საპრისტეინი უარყოფს მის შიშებს, და არწმუნებს, რომ ტკივილები გაქრება. როზმარი დაიღალა თავისი მეზობლებისგან, რომლებიც ზედმეტად არიან "დაინტერესებულნი" მისი ფეხმძიმობით. შემდეგ ის იღებს წიგნს დაინტერესებული მეგობრისგან (რომელიც შემდეგ საიდუმლო ვითარებაში კვდება). ამ წიგნში არის გაფრთხილება: "ისინი ყველანი სატანისტები არიან".
წიგნში აღწერილია საერთაშორისო საიდუმლო საზოგადოება, რომელიც, როგორც ცნობილია, მისდევს სისხლიან რიტუალებს. შემდეგ როზმარი ყიდულობს დიდ წიგნს ჯადოქრობასა და ოკულტიზმზე. ის ხვდება, თუ რატომ მიაღწია გაიმ (მისმა მეუღლემ) ასეთ წარმატებებს ასეთ მოკლე დროში.
"მრავალი ადამიანი დაიღუპა ამ დროს, სავარაუდოდ, ბუნებრივი სიკვდილით. იმ დროიდან დადგენილია, რომ მთელი ოკულტური საზოგადოების გაერთიანებულ ინტელექტუალუ ძალებს შეუძლიათ დააბრმავონ, დააყრუონ, გათიშონ და საბოლოო ჯამში მოკლან მათ მიერ არჩეული მსხვერპლი. ამ გაერთიანებული ძალის გამოყენებას ზოგჯერ "კუდიანთა შაბაშებსაც" (Coven) უწოდებენ.
როზმარი ცდილობს გაექცეს ამ სატანისტებს და მათ კონტროლს, ეძებს შემწეს, მაგრამ მას ყოველთვის პოულობენ და სახლში აბრუნებენ. ის უკვე ნარკოტიზირებულია დოქტორ საპრისტენის მიერ.
ბავშვი
როდესაც როზმარი იღვიძებს, მას ეუბნებიან, რომ ბავშვი მოკვდა (ეს გადაწყვეტილი იყო ოკულტისტების მიერ). გაი ცდილობს დაამშვიდოს თავისი ცოლი, და ეუბნება, რომ ისეთი დიდი კიონოკომპანიები, როგორიცაა Paramount და Universal, დაინტერესებულნი არიან მისი დაქირავებით. მას ასევე შეჰპირდნენ დიდ სახლს ბევერლი-ჰილზში - ეს ყველაფერი არის ჯილდო იმისთვის, რომ გაიმ ოკულტურ საზოგადოებას თავისი ცოლი როზმარი მსხვერპლად შეწირა.
როზმარი გადაწყვეტს რაც უნდა დაუჯდეს იპოვოს თავისი ბავში, ის შეაღწევს კასტავეცების ბინაში და აწყდება "მოგვთა თაყვანისცემის" სატანურ სცენას, სადაც მთელი მსოფლიოს სატანისტები თაყვანს სცემენ ახალშობილს და მას ძღვენს სწირავენ.
ბავშვი გადმოყირავებული ჯვრის ქვეშ
როზმარი შეძრწუნებისგან დაიყვირებს, როდესაც ბავშვის რეპტილოიდურ თვალებს ნახავს. რომან კასავეტი მას ეუბნება:
"მისი მამა - სატანაა, და არა გაი. ის ამოვიდა ჯოჯოხეთიდან და შვა თავისი ძე მოკვდავი ქალისგან. ამ ბავშვის მამა სატანაა და მას ჰქვია ადრიანე. ის დაამხობს ამა ქვეყნის ძლიერთა მმართველობას და დაანგრევს მათ ტაძრებს. მან უნდა გამოისყიდოს კრულნი და შური იძიოს დამწვართა და წამებულთათვის (იგულისხმებიან ოკულტისტები და სატანისტები - "აპოკ". რედ.). სალამი, ადრიან! სალამი, სატანა! ღმერთი მკვდარია! სატანა კი ცოცხლობს! წელი ერთი, წელი ორი! ღმერთი მკვდარია".
როზმარის ბავშვის დაბადება - ეს ახალი "პირველი წელია". ზუსტად ასევე სატანის ეკლესიის წესების მიხედვით 1966 წელი პირველი წელი იყო. ეს არის პარალელური წელთაღრიცხვის გავლება ქრისტეს შობასა და ახალი საუკუნის, ანუ ჩვენი წელთაღრიცხვის პირველ წელს შორის. სხვა დაუდასტურებელი ფაქტებით: ბავშვი დაიბადა 1966 წლის ივნისში, ამ წლის ციფრებში მოიაზრება 6/66.
ამის შემდეგ როზმარი ითხოვს მისცენ მას უფლება "იყოს თავისი შვილის დედა" და იზრუნოს ბავშვზე.
როზმარის არ შეუძლია წინააღმდეგობა გაუწიოს თავისი ინსტინქტურ და თითქმის ცხოველურ მოთხოვნილებას დაეხმაროს ბავშვს ტირილის დროს... ის მივა თავის პირმშოსთან და აკვანს დაურწევს. ფილმი საკმაოდ საგანგაშო სცენით მთავრდება: ოკულტური საზოგადოება იკვრება როზმარის ირგვლივ, სანამ ის ზრუნავს ამ საშინელ პირმშოზე. ის იღებს ვითარების რეალურობას და ნელ-ნელა, ძალდატანებით იღიმის.
კამერა ფარდიანი ფანჯრისკენ მიდის, შემდეგ კი ბინის გარეთა მხარეს გვიჩვენებენ - ფილმი იმავე ნელი პანორამით მთავრდება, როგორც დაიწყო - ქალაქის შენობების სახურავები... მუქი ნაგებობები... ეს მოვლენები ნიუ-იორკის ერთ-ერთ სახლში ხდება და ამის შესახებ არავის არაფერი იცის.
ფილმის შედეგები
იმ დროს, როდესაც ზოგიერთს "როზმარის ბავშვი" საშინელებათა მორიგ ფილმად მიაჩნია, რომელიც მორწმუნე ქრისტიანებისა და ახალგაზრდა დედების გრძნობებზე თამაშობს, სხვების აზრით ეს არის გაბედული გადმოცემა იმისა, თუ რას ამზადებენ უმაღლესი ოკულტური საზოგადოებები. თუმცა, ბევრს თვით ფილმიც კი ოკულტურ მანიფესტად მიაჩნია, რომელიც ახალი ეპოქის დაწყებას გვამცნობს.
"როზმარის ბავშვი" - ეს არის ალისტერ კროულის "ახალი ეონის პირმშო", ანუ ჰორუსი, იზიდას ძე, - ახალი ეპოქისა და მსოფლიო ისტორიის მფლობელი. იყო თუ არა ეს ნაჩვენები წინასწარგანზრახვით - არ ვიცით... ამბობენ, რომ "როზმარის ბავშვი" გაჩნდა ახალი ეპოქის გარიჟრაჟზე და სოციალური ცვლილებების ნაწილად იქმნა.
ფილმი გაჩნდა ამერიკულ ცხოვრებაში ოპტიმალური სულიერი ქაოსის მომენტში. როზმარი რჩება მნიშვნელოვან ნაკვალევად იმ დროისა, როდესაც თითქოსდა შესაძლებელი იყო ანტიქრისტეს დაბადება.
როზმარი 50-იანი და 60-იანი წლების მიამიტური და ტრადიციული ამერიკული საზოგადოების წარმომადგენელია, რომელიც სავსეა იდეალიზმითა და იმედებით. მაგრამ ეს იმედი გაყიდულ იქნა, ის დაუქვემდებარეს ნარკოტიკებს და ფარული კულტების მანიპულაციებს (რომელშიც შედიან საზოგადოების პრესტიჟული და რესპექტაბელური წევრები).
გამაოგნებელმა მოვლენებმა წარუშლელი კვალი დატოვა საზოგადოებრივ ცნობიერებაში, მათ შორის ჯონ კენედის, მერილინ მონროს და მარტინ ლუთერ კინგის იდუმალებით მოცულმა მკვლელობებმა; საშინელი რიტუალური მკვლელობები, რომელსაც მკ-ულტრას მეთაურები იმგვარი პიროვნებების დახმარებით ასრულებენ, როგორებიც არიან: ჩარლზ მენსონი და სხვები, შიშსა და ძრწოლას იწვევდნენ. ამ მოვლენებმა ამერიკა ამოაგდო მისი იდეალებიდან და აიძულა ის შეეხედა ბუნდოვანი, მაგრამ საგრძნობი ძალისთვის, რომელიც საზოგადოებაზე დიდ გავლენას ახდენს. მასებმა თანდათანობით შეამჩნიეს ჩრდილოვანი მთავრობები. მოხდა დიდი იმედგაცრუება, ადამიანები ცინიკურები გახდნენ, ამერიკული საზოგადოება იძულებული გახადეს მიეღო ან უგულებელეყო თავისი მმართველების ჭეშმარიტი ხასიათი. საზოგადოება როზმარის ექვივალენტური გახდა, რომელმაც თავისი ბავშვის ბოროტი ბუნება გვიან შეიცნო, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მაინც აიღო მისი დედობის და მისი გამოზრდის ვალდებულება.
თვით ფილმის სიმბოლური აზრიც რომ უგულებელვყოთ, სინქრონული მოვლენები, რომლებიც მის გამოსვლასთან არის დაკავშირებული, უბრალოდ გვაოგნებენ.
"როზმარის ბავშვის" გამოსვლასთან დაკავშირებულ მოვლენებს რომ შევხედოთ, ჰოლივუდის ბნელი მხარისკენ უნდა გავიხედოთ. აი ზოგიერთი მოვლენა:
შერონ ტეიტის მკვლელობა
რომან პოლანსკი და შერონ ტეიტი
სანამ მია ფეროუზე შეაჩერებდა ყურადღებას, რომან პოლანსკი თავდაპირველად ვარაუდობდა, რომ როზმარის როლი უნდა შეესრულებინა მის ცოლს შარონ ტეიტს. საბოლოოდ ის მაინც არ მოიწვიეს როლზე. ფილმის გამოსვლიდან თოთხმეტი თვის შემდეგ (ამ დროს ტეიტი ფეხმძიმობის მერვე თვეში იმყოფებოდა) შარონ ტეიტი საზარლად და რიტუალურად მოკლეს ჩარლზ მენსონის ოჯახის წევრებმა. მას დანით 16 ჭრილობა მიაყენეს, ამის შემდეგ კი მკვლელებმა მისი სისხლით სახლის კედელზე მიაწერეს სიტყვა "ღორები".
ჩარლზ მენსონს ფრიც სპრინგმაიერი "მონარქის მონას" უწოდებს ("მონარქი" - პეპლის სახეობა. მკ-ულტრას, ანუ ცნობიერების კონტროლის პროგრამის სიმბოლო - "აპოკ". რედ.).სპრინგმაიერის თქმით, პროგრამისტებმა ის ადრიდანვე გაშიფრეს და იცოდნენ, თუ როდის გააკეთებდა მომდევნო დარტყმას. ძირითადად მას ელიტა რიტუალური მკვლელობების აღსასრულებლად იყენებდა.
"... რიტუალური მკვლელობები (მათ შორის ავადსახსენებელი რიტუალური მკვლელის "ზოდიაქოს" დანაშაულობებიც), რომელსაც მენსონის ოჯახს მიაწერენ, ისეთი არ იყვნენ, როგორც ეს გარეგნულად ჩანდა. მართალია, ეს მკვლელობები თითქოსდა სერიულ მკვლელთა შემთხვევითი ნამოქმედარია, მაგრამ სინამდვილეში მკვლელები კონტრაქტის მიხედვით მოქმედებდნენ, რომელიც სატანური კულტების საჭიროებისა და ოკულტური ორგანიზაციების გარკვეული მიზნებისთვის აღესრულებოდა... სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს იყო პროფესიონალური დაკვეთები, ორგანიზებული და შენიღბული საიდუმლო საზოგადოებების მიერ, სადაც მკვლელი უბრალო ჭანჭიკია და სხვა არაფერი..." (David McGowan, “There’s Something About Henry”).
"მენსონის დანაშაულობებმა მომაკვდინებელი დარტყმა მიაყენეს ჰიპებს და ყოველივეს იმას, რის სიმბოლოსაც ისინი წარმოადგენდნენ ... მათ დახურეს 60-იანი წლების ეპოქა. იმ ღამეს, 1969 წლის 9 აგვისტოს სიყვარულის შვილთა ათწლიანი ერა დასრულდა" (The Guardian, “Charles Manson follower ends her silence 40 years after night of slaughter”).
მრავალი დამკვირვებელი აცხადებს, რომ მენსონის დანაშაულობანი შთაგონებულ იყო "ბითლზის" (The Beatles) სიმღერების მიერ (თვით მენსონი ამტკიცებდა, რომ სიმღერა "Helter Skelter" შეიცავდა დაფარულ შეტყობინებას, რომელიც განკუთვნილი იყო მისი ოჯახისთვის).
როდესაც ყოველივე ამაზე ვლაპარაკობთ, მხედველობიდან ვერ გავუშვებთ იმას, რომ ჯონ ლენონის სიკვდილი - კიდევ ერთი თავსატეხია ამ პაზლში. მკვლელობა მოხდა მაშინ, როდესაც ჯონი "დაკოტისკენ" მიდიოდა, შენობისკენ, სადაც იღებდნენ ფილმს "როზმარის ბავშვი", და სადაც ის იმ დროს ცხოვრობდა. მარკ დევიდ ჩეპმენი, "კერკეტი კაკალი", რომელმაც ჯონ ლენონი მოკლა, ეჭვმიტანილია იმაში, რომ ისიც "მონარქის" ზეგავლენის ქვეშ იყო.
საგულისხმოა, რომ ჩეპმენსაც ჰქონდა კავშირები ოკულტური სამყაროს ცნობილ პიროვნებებთან.
"ლენონის მკვლელი, მარკ დევიდ ჩეპმენი, 1970-იან წლებში, ჰონოლულუში შეხვდა ანტონ ლავეის მეგობარს კენეტ ანჯერს, ალისტერ კროულის ამერიკელ მოწაფეს. 1967 წელს კენეტ ანჯერმა გადაიღო ფილმი "ლუციფერის აღზევება", სადაც მთავარ როლში ათამაშა მენსონის მიმდევარი ბობი ბოსოლეი. მენსონის სხვა მიმდევარი, შარონ ტეიტის მკვლელი სიუზენ ატკინსი ლავეისთან გამოჩნდა ლოს-ანჟელესის სტრიპ-კლუტების სპექტაკლებში" (იქვე).
რატომ აირჩიეს მსხვერპლად შარონ ტეიტი? ის არ ყოფილა ჰოლივუდის ყველაზე დიდი ვარსკვლავი, და მას მოსწონდა შეზღუდული კომერციული წარმატება. ნუთუ ეს გარდაუვალი შედეგია ვარსკვლავებისთვის, რომლებიც საკმაოდ შორს მიდიან დიდების ოკულტურ გზაზე? სიკვდილამდე სამი წლით ადრე ტეიტმა ითამაშა ჯადოქრის როლი ფილმში "ეშმაკის თვალი". ფილმის დასკვნა ასეთია: "მსხვერპლის სისხლი აუცილებელია, ყველაფერი რომ სწორად გაკეთდეს"".
ხომ არ გაწირა რომან პოლანსკიმ თავისი ცოლი (ისევე როგორც გაიმ როზმარი) იმისთვის, რომ მიეღო ჰოლივუდის კეთილგანწყობა? მეუღლის გარდაცვალებიდან ძალიან მალე მან ჟურნალ Life-ს უფლება მისცა გამოექვეყნებინათ მისი (რომან პოლანსკის) ფოტო, რომელიც გადაღებული იყო იმ ადგილაზე, სადაც ტეიტი მოკლეს. მისი იატაკს მიმხმარი სისხლი ჯერაც კარგად ჩანდა რომან პოლანსკის წინაშე. ფოტოსესიამ მკაცრი კრიტიკის ქარცეცხლი დააყარა კინორეჟისორს.
მისი ავტორიტეტი შეარყია ასევე სხვა მოვლენამაც: შარონ ტეიტის მოკვლიდან შვიდი წლის შემდეგ პოლანსკი დააპატიმრეს და ბრალად დასდეს 13 წლის სამანტა გეიმერის გაუპატიურება, თანაც ნარკოტიკების გამოყენებით; პოლანსკის ბრალად დასდეს გარყვნილება, სოდომია, ვნებიანი და უკადრისი მოქმედებები 13-14 წლის ბავშვზე. თვით გეიმერის ჩვენების მიხედვით, რომელიც მან მისცა სასამართლოს, პოლანსკიმ მის დედას (ტელემსახიობსა და მოდელს) სთხოვა მიეცა უფლება ჟურნალ Vogue-ში გამოექვეყნებინა გოგონას ფოტოები მისი კერძო ნამუშევრებიდან. არადა ცნობილია, რომ ეს ჟურნალი შემჩნეულია სექსუალური ფოტოების გამოქვეყნებაში ბავშვების მონაწილეობით. მაიკ ა. ჰოფმანის თქმით პოლანსკი არასრულწლოვნებს იღებდა პორნოფილმებში კერძო ბაზრისთვის, მაგრამ ეს ხმები ჯერ-ჯერობით დადასტურებული არ არის. მიუხედავად ამ ბრალდებებისა, რომან პოლანსკი თავისუფალია და ამ ქვეყნის ყველა სიკეთით თავისუფლად სარგებლობს.
არის თუ არა ყველა ეს ფაქტი დამთხვევა ან რაიმე უფრო დიდი სქემის ნაწილი? ასეა თუ ისე, ვფიქრობთ, ეს ყველაფერი წარმოადგენს დაფარული ძალის სიმპტომებს, რომელიც გავლენას ახდენს ამერიკულ პოპ-კულტურაზე.
წყარო: https://vigilantcitizen.com
<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/2nZKDcA6dP4" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture" allowfullscreen></iframe>