აპოსტასია > ხელოვნება
ტეილორ ჰოკინსის სიკვდილი და მისი კავშირი ფილმთან "სტუდია 666"
როკ-ჯგუფ Foo Fighters-ის ფილმი "სტუდია 666" მოგვითხრობს ეშმაკისადმი შეწირულ სისხლიან მსხვერპლზე, რომელიც მართავს მუსიკალურ ინდუსტრიას. ფილმის გამოსვლიდან ერთი თვის შემდეგ ტეილორ ჰოკინსი უცნაურ ვითარებაში კვდება. მოდი თვალი მივადევნოთ ამ უცნაურ ვითარებას.
2022 წლის 25 მარტს მუსიკალური სამყარო შეძრა ტეილორ ჰოკინსის მოულოდნელმა სიკვდილმა. ჯგუფ Foo Fighters-ის დრამერი, 50 წლის მუსიკოსი უგონოდ იპოვეს თავის სასტუმრო ნომერში, ბოგოტაში (კოლუმბია), სადაც მისი ჯგუფი საღამოს კონცერტზე უნდა გამოსულიყო.
ჰოკინსის გარდაცვალების ვითარებები ბუნდოვანია. მაგრამ სასამართლო გამომძიებლები სწრაფად მივიდნენ დასკვნამდე, რომ როკერს, იმის შემდეგ რაც მან მიიღო ჰეროინის, ანტიდეპრესანტების და ბენზოდიაზეპინამის კოქტეილი (რომელიც ასევე ცნობილია ბენზოდიაზეპინის სახელწოდებითაც) მას "გულ-სისხლძარღვთა კოლაფსი დაემართა".ს მედიკოსებმა ასევე აღმოაჩინეს დილატაციური კარდიომიოპათია - დაავადება, რომლის დროსაც გულის კუნთი სუსტდება და ზომებში მატულობს. ანგარიშიდან ცხადი ხდება, რომ მისი გული ორჯერ მეტს იწონიდა, ვიდრე მისი ასაკის მამაკაცთა უმეტესობისთვის არის ეს დამახასიათებელი.
სიკვდილამდე რამოდენიმე საათით ადრე ჰოკინსი გულის არეში ტკივილებს უჩიოდა და, როგორც იუწყებიან, დახმარებას ითხოვდა. ჩაპინეროს ოლქის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებაში განმარტებულია, თუ რა მოხდა შემდგომ:
"ქალაქის საგანგებო ვითარებათა ცენტრმა მიიღო შეტყობინება პაციენტზე, რომელიც გულის არეში ტკივილებს უჩიოდა. პაციენტი იმყოფებოდა ქალაქის ჩრდილოეთით მდებარე სასტუმროში.
ამ შემთხვევის გასარკვევად გაიგზავნა სასწრაფო დახმარება. მაგრამ, როდესაც ჯანდაცვის დეპარტამენტის ბრიგადა მივიდა, მათ ადგილზე კომპანია EMI-ის რეაგირების მობილური ჯგუფი დახვდათ.
სამედიცინო მუშაკმა, რომელსაც საქმე ჰქონია განსაკუთრებულ ვითარებებთან, გვაცნობა, რომ მიღებულ იქნა პაციენტის რეანიმირების მცდელობა, მაგრამ პასუხი მიღებულ არ იქნა, პაციენტი გარდაცვლილად იყო გამოცხადებული".
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჰოკინსის სასტუმროში გააგზავნეს ქალაქის სასწრაფო დახმარება. მაგრამ EMI-ის კერძო სამედიცინო კომპანიის ქვედანაყოფი ადგილზე პირველი მივიდა და ჰოკინსისი გარდაცვალებაც მან დააფიქსირა.
როდესაც ჰოკინსის სიკვდილის შესახებ ცნობამ მსოფლიო მოიარა, ჰეშტეგი #PrayForDave სოციალურ ქსელებში პოპულარული გახდა. უნდა აღინიშნოდ, რომ 1994 წლის 5 აპრილს დეივ გროლმა ჯგუფის სხვა მონაწილის, კერძოდ კურტ კობეინის გარდაცვალებაც გადაიტანა.
მარცხნივ: დეივ რგოლი ტეილორ ჰოკინსთან ერთად. მარჯვნივ: გროლი კურტ კობეინთან ერთად.
1994 წელს კურტ კობეინი მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ვარსკვლავი გახლდატ, მისმა მოულოდნელმა სიკვდილმა მთელი თაობები შეძრა. გავიდა წლები, გაჩნდა თეორიები იმის შესახებ, რომ კობეინის სიკვდილი სინამდვილეში იყო მკვლელობა, რომელიც თვითმკვლელობით შენიღბეს. ყველაზე ფართოდ ეს თეორია განმარტებულია 1998 წლის ბესტსელერში "ვინ მოკლა კურტ კობეინი?"
ახლა, მასმედიის მასშტაბური კომპანიის გაჩაღების დროს, რომელიც ჯგუფის მე-10 ალბომისა და ახალი ფილმის გამოსვლას მიეძღვნა, ჰოკინსი უეცრად კვდება. ზოგიერთი ეჭვიანი მოაზროვნე მიიჩნევს, რომ ჰოკინის გარდაცვალება შეიძლება მკვლელობაც იყოს, რომელიც ნარკოტიკების მიღებით შეინიღბა. რამდენად სანდოა კერზო სამედიცინო კომპანია, რომელიც პირველი მივიდა შემთხვევის ადგილას და სწრაფადვე გამოაცხადა ჰოკინსის გარდაცვალება? ხომ არ შეუშალეს ხელი ქალაქის ექსტრემალური რეაგირების სამსახურის წარმომადგენლებს თავიანთი მოვალეობის შესრულებაში, რომელთაც სურდათ ჰოკინსის რეანიმაცია? ეს კითხვები ჯერაც პასუხგაუცემელია.
მაგრამ, ვის და რატომ უნდა მოეკლა ჰოკინსი? ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ ეს იყო ერთ-ერთი სისხლიანი მსხვერპლშეწირვა, რომელიც ოკულტურმა ელიტამ აღასრულა. რა თქმა უნდა, ეს ვიღაცას სრულ სიგიჟედ მოეჩვენება. მაგრამ თუკი დავაკვირდებით კონტექსტს, რომელიც წინ უძღოდა ამ სამწუხარო მოვლენას, ყველაფერი უფრო საგანგაშო ფერებში იხატება.
მაგალითად, ჰოკინსის გარდაცვალებამდე ერთი თვით ადრე ჯგუფმა Foo Fighters გამოუშვა კომედიური საშინელებათა ფილმი სახელწოდებით Studio 666 . რა არის ფილმის თემა? Foo Fighters წევრებს კლავენ, რადგან მათ მსხვერპლად სწირავენ დემონურ მუსიკალურ ინდუსტრიას.
ეს ერთგვარი სურეალისტური ფილმია. ის არა მარტო ღიად ამხელს მუსიკალური ინდუსტრიის ოკულტურ აზროვნებას, არამედ გამოხატავს ეშმაკით შეპყრობილ დეივ გროლის მიერ ტეილორ ჰოკინსის საშინელ მკვლელობას. მოდი ვნახოთ ფილმი.
სტუდია 666
სტუდია 666 აფიშა
ფილმის წინაპირობა საკმაოდ მარტივია: დეივ გროლს სურს რაღაც განსაკუთრებული გააკეთოს Foo Fighters-ის მეათე ალბომისთვის. ამრიგად, ჯგუფის მენეჯერი ჯერემი შილი მათ ახალი ალბომის ჩასაწერად გააგზავნის ენსინოში (კალიფორნია, აშშ) მდებარე განმარტოვებულ სახლში. მაგრამ ჯგუფის მონაწილეებმა არ იციან ამ სასახლის საშინელი ისტორია: 1990-იან წლებში იქ დახოცეს ჯგუფ Dream Widow-ის მონაწილეები.
როდესაც ჯგუფი სასახლის შიგნით გადაადგილდება, დეივ გროლი პოულობს სატანური საგნებით სავსე სარდაფს, და დემონით შეპყრობილი ხდება. მალე გროლის შემოქმედებითი კრიზისი ინტენსიური მუსიკალური შთაგონებით იცვლება.
დეივ გროლი საკუთარი ჯგუფის მონაწილეებს უხსნის თავისი ახალი ეპიკური სიმღერის კონცეფციას. საკუთარი თვალსაზრისის საჩვენებლად, ის იყენებს ბალთას და ლურსმნებს სიმბოლოს შესაქმნელად. მისი თქმით, ეს სიმბოლო - "ერთადერთია, რაც თავიდან (გონებიდან) გამოაგდებს სიმღერას".
ოდნავ მაინც თუ ერკვევით ოკულტურ სიმბოლიზმში, უცებ იცნობთ მის წარმომავლობას: ეს არის უნიკურსალური ჰექსაგრამა. თუმცა, ეს საკმაოდ ძველი სიმბოლოა და მის პოპულარიზაციაში უდიდესი წვლილი მიუძღვის 20-ე საუკუნის ცნობილ ოკულტისტს ალისტერ კროულის.
კროულის წიგნის "მაგია"-ს გარეკანზე გამოსახულია უნიკურსალური ჰექსაგრამა
კროული ორი საიდუმლო ორგანიზაციის თვალსაჩინო წევრი იყო, რომლებმაც უდიდესი გავლენა მოახდინა ოკულტურ ელიტაზე. ეს ორგანიზაციებია: ოქროს განთიადი და აღმოსავლელ ტამპლიერთა ორდენი (Ordo Templi Orientis, O.T.O). არ შეიძლება გართობის ინდუსტრიაზე ამ ორგანიზაციათა გავლენის დაუფასებლობა. როგორც ცნობილია, ეს ორგანიზაციები წარმოადგენენ ძალებს, რომლებიც დგანან ოკულტურ მეგა-რიტუალებს მიღმა და, რომლებიც "შემთხვევით" ჩაანაცვლებს ხოლმე მსოფლიო მოვლენებს. არსებობს წყაროები, რომლებშიც განიმარტება, რომ ამგვარი მკვლელობები სინამდვილეში სისხლიანი მსხვერპლშეწირვებია, რომლებსაც კულტის წევრები ასრულებენ და მიჰყვებიან კროულის, ასევე ოქროს განთიადისა და O.T.O-ს სწავლებებს.
ერთი სიტყვით, ამ სიმბოლოს არსებობა ფილმში Studio 666 შემთხვევითი როდია. ეს შეგნებულად არის მოფიქრებული და უთითებს ნამდვილ ოკულტურ კონცეფციაზე, რომელსაც ელიტის უთვალავი წარმომადგენელი აღგზნებული და გაცხარებული მიჰყვება.
Studio 666-ის დამატების სახით დეივ გროლმა გამოუშვა დეთ-მეტალ-ალბომი (Death-Metal), როგორც ეს ქნა გამოგონილმა (ფანტაზიურმა) ჯგუფმა Dream Widow. ალბომის გარეკანზე გამოსახულია უნიკურსალური ჰექსაგრამა. ალბომი გამოვიდა ... 25 მარტს. იმ დღეს, როდესაც ჰოკინსი გარდაიცვალა.
იმისდა მიხედვით, რაც დეივ გროლი სულ უფრო დემონური ხდება, ის ყველაზე საშინელი მეთოდებით იწყებს თავისი ჯგუფის მონაწილეთა დახოცვას.
თავისი ჯგუფის მონაწილის კრის შიფლეტის მოკვლის შემდეგ გროლი მას შეჭამს. ოკულტური ელიტა მართლაც შეპყრობილია კანიბალიზმით
იმ დროს, რაც ჯგუფის დარჩენილი ნაწილი ჯერაც ვერ ერკვევა, თუ რა ხდება, სასახლის მეზობელი მათ საიდუმლო შეტყობინებას უგზავნის.
"მსხვერპლი წიგნს ჰკვებავს"
მალევე ვიგებტ, რომ ეს მკვლელობები - ბუკვალურად სისხლიანი მსხვერპლშეწირვებია. შემდეგ "წიგნს" ჯგუფის დანარჩენი წევრებიც პოულობენ.
გროლი შეპყრობილია "ცოცხალი წიგნით, რომელიც ადამიანის ხორცისგან არის შეკერილი".
ასეთი წიგნები ნამდვილად არსებობენ.
მეზობელი მათ უხსნის, რომ ჭორების მიხედვით, წიგნში დაცულია ალისტერ კროულის შეფუცვები, ხოლო ოკულტური ძალების მხარდაჭერის მისაღებად სისხლია საჭირო.
ამასთანავე, გროლი აპირებს დაასრულოს სიმღერა სახელწოდებით Lacrimus de Ebrius (ფილმში ითარგმნება, როგორც "ღმერთის ცრემლები" - საკმაოდ სატანური სახელწოდებაა). ამიტომ ის უბიძგებს ტეილორ ჰოკინსს დასარტყამი ინსტრუმენტებზე დაკვრისას "გადაახტეს საკუთარ თავს" და შესაძლებლობის ზღვარს მიღმა დაუკრას.
შეპყრობილი გროლი ჰოკინსს დასარტყამ ინსტრუმენტებზე დაკვრას უბრძანებს
როგორც კი ჰოკინსი ამთავრებს ჩაწერას, გროლი ინსტრუმენტის "თეფშის" მეშვეობით თავს აჭრის ჰოკინსს. იმის ფონზე, რაც ერთი თვის შემდეგ შეემთხვევა ჰოკინსს, ანუ ამ ფილმის გამოსვლიდან ერთი თვის თავზე, ეს სცენა საკმაოდ შემაშფოთებელ მნიშვნელობას იძენს
ამის შემდეგ ჯგუფის დარჩენილი მონაწილეები ცდილობენ გროლის გადარჩენას და ეგზორციზმის რიტუალს ატარებენ. რიტუალი, როგორც ჩანს, მუშაობს, და გროლი თავის ჩვეულებრივ მდგომარეობას უბრუნდება. მაგრამ ჯგუფის მენეჯერი ჯერემი შილი და მშენებელი ჯგუფის მონაწილეებს ჩაუსაფრდებიან (შავ მანტიებში) და აჩვენებენ, რომ ეს ყევლაფერი მათი დაგეგმილია.
ნეიტ მენდელი მიიღებს მარჯვენა თვალის ჭრილობას. რის შედეგადაც ის ერთი ან ორი წუთის განმავლობაში ცალთვალაფარებულია (ესეც ოკულტური სიმბოლოა), სანამ მას არ მოკლავენ. მთელი ფილმი - ეს არის ოკულტური ელიტისადმი მისალმება.
როდესაც დეივ გროლის გარდა Foo Fighters-ის ყველა მონაწილე წავა, შილი ალაპარაკდება. ხოლო ის, რასაც შილი ლაპარაკობს, - ეს უბრალოდ ... ფაქტებია.
სუბტიტრი: "ეშმაკი მართავს როკ-ენ-როლს"
და მთელ მუსიკალურ ინდუსტრიას
მენეჯერი ამატებს:
"იცით, როკ-ენ-როლი უკვე დიდი ხანია არააქტუალურია. საჭიროა ინფუზია. ეშმაკი კვლავ გაააქტიურებს როკ-ენ-როლს. ეშმაკი მას საკმაოდ საშიშ ხელოვნებად გადააქცევს.
ეს სიტყვები არ უნდა ყოფილიყო ფილმში. ეს ხომ მასებისადმი ოკულტური ელიტის ყბადაღებული მესიჯია.
ამ ვნებიანი გამოსვლის შემდეგ შილს ესმის, რომ გროლი ჯერაც შეპყრობილია. ის ამბობს:
"შენ არ ხარ დეივ გროლი! შენი სოლო კარიერის დრო მოახლოვდა!"
ფილმი მთავრდება იმით, რომ შეპყრობილი გროლი ათასობით აღგზნებული თაყვანისმცემლის წინაშე აპირებს გამოსვლას. ისტორიის მორალი ასეთია: ისინი, ვინც ბოლომდე რჩებიან ინდუსტრიაში სულგაყიდულები არიან.
დასასრულ
2014 წელს ტეიოლორ ჰოკინსმა ჩამოაყალიბა ჯგუფი სახელწოდებით Birds of Satan. 2022 წელს ის გადაიღეს ფილმში "სტუდია 666", სადაც მას კლავენ, როგორც მსხვერპლად შეწირულ ადამიანს. ამ ფილმის გამოსვლიდან ერთი თვის შემდეგ ჰოკინსი უცნაურ და ბუნდოვან გარემოებებში კვდება. მისი სიკვდილის დღეს გამოდის დეივ გროლის კონცეპტუალური ალბომი Dream Widow, რომელიც ოკულტურ რიტუალებს და სისხლიან მსხვერპლშეწირვებს ეძღვნება.
თავიდანვე დაგეგმილი იყო თუ არა ჰოკინსის სიკვდილი? ეს ძნელი სათქმელია. მაგრამ, როგორც განმარტებულია ეს სტატიაში პოლტერგეისტის შესახებ, ფილმები ძლიერი დემონური თემატიკით ხშირად "წყეულია" და მათ მათში მონაწილე ადამიანთა უცნაური გარდაცვალებები ახლავს.
ძალები და სიმბოლოები, რომლებიც ასახულია ფილმში Studio 666, გამოგონილი როდია, ისინი რეალურია. გარდა ამისა, ეს ძალები დაკავშირებულნი არიან ნამდვილ რიტუალებთან და ნამდვილ მსხვერპლშეწირვებთან, რომელთაც მრავალსაუკუნეობრივი ისტორია გააჩნიათ; ისინი ხშირად აღესრულებიან მნიშვნელოვან თარიღებში, როგორც არის, მაგალითად, გაზაფხულის ბუნიობა. შესაძლოა, სწორედ ეს მოხდა 25 მარტსაც.
წყარო: https://vigilantcitizen.com/musicbusiness/the-disturbing-link-between-taylor-hawkins-death-and-the-foo-fighters-movie-studio-666/