Перейти к контенту

განმარტება - უკეთურების ნაყოფთა უკანასკნელი სამკალი: "მიუშვი ეგ მჭრელი ნამგალი და მოისთვლე მტევნები…" (გამოცხ. 14:17-18) - აპოკალიფსისი

Пропустить меню
Пропустить меню
აპოკალიფსისი > განმარტება
უკეთურების ნაყოფთა უკანასკნელი სამკალი:
 
"მიუშვი ეგ მჭრელი ნამგალი და მოისთვლე მტევნები…"
 

(გამოცხ. 14:17-18)
"სხვა ანგელოზი გამოვიდა ციური ტაძრიდან და ჰქონდა მასაც მჭრელი ნამგალი. გამოვიდა საკურთხევლიდან სხვა ანგელოზი, რომელსაც ჰქონდა ხელმწიფება ცეცხლზე და ხმამაღლა შესძახა მჭრელი ნამგლის მქონეს: მიუშვი ეგ მჭრელი ნამგალი და მოისთვლე მტევნები, რადგანაც დამწიფდა ყურძენი ქვეყნად" (გამოცხ. 14:17-18).
 
 
მიუხედავად იმისა, რომ ხილული რეალობა გამოცხადების წიგნში აღწერილია არა ბუკვალურად, არამედ მეტაფორულად, და დაკავშირებულია იდუმალთმხილველისთვის გამოცხადებულ პანორამებთან არა გარეგანი მსგავსებით, არამედ საბოლოო მნიშვნელობებით, - ის ხატებანი, რომლებშიც იმოსებიან მოც. იოანესთვის გამოცხადებული ზეციერი მოწმობანი, ზუსტია იქაც კი, სადაც ასეთი სიზუსტე აუცილებელი არ ჩანს.
 
ასე, მაგალითად, წმ. წერილის მყარ სიმბოლოებთან შესაბამისად, წინა მუხლებში მონიშნულ "მიწის კეთილ ნაყოფებში" იგულისხმება არა ყოველგვარი ნაყოფი, არამედ მხოლოდ ღმრთის სამკალი, ანუ "ზეციური ხორბალი". რადგან მსოფლიო სულიერი მკა "ვაზის მტევნების მოჭრით" მთავრდება, - ეს მეტაფორა ზუსტად შეესაბამება ჩვეულებრივ მიწიერ ნაყოფთა მოკრეფის თანმიმდევრობას, რადგან ყურძენი ჩვეულებრივ პირობებში იკრიფება უფრო გვიან, ვიდრე მარცვლოვანი კულტურები.
 
გარდა ამისა, ყურძნის საგვიანო ჯიშებში მეტია შაქარი, ასე რომ ამგვარი ჯიშების დუღილის შედეგად დგება სპირტის მაღალი შემცველობისა და ნარჩენი სიტკბოების ღვინო (დღეს ასეთ ღვინოებს "მაგარს" უწოდებენ, მაგრამ წმ. წერილში მსგავსი "დამათრობელი" ღვინოები "ტკბილად" ("მაჭრად") იწოდება, შეად.: "სხვები კი დაცინვით ამბობდნენ, მაჭრით გამტყვრალანო" (საქმე 1:13). ამიტომ "ყურძნის საგვიანო ჯიშები" და ამ აზრითაც შეესაბამებიან "სიძვის ღვინის" ხატებას, ანუ იმ "უკეთურ სასმელს" რომლითაც "დაათრო" მიწის ხალხები ბაბილონმა (გამოცხ. 14:8; იერ. 51:6-7 და სხვა).
 
მეტიც, "მომწიფებულ უკეთურ მტევანთა" ხატებაში ასახვას ჰპოვებს "გადამწიფებული" ყურძნის კიდევ ერთი თვისება, რომელიც დუღს პირდაპირ ვაზზე და არ ვარგა არც საკვებად, არც "კეთილი ღვინის" დასამზადებლად, შეად.:
 
"რადგან სოდომის ვენახიდან არის მათი ყურძენი, გომორის ზვრებიდან არის მათი ნაყოფი, შხამიანი ნაყოფი, მწარეა მისი მტევნები. გველეშაპის შხამია მათი ღვინო და ასპიტის დამღუპველი გესლი" (მეორე რჯლ. 32:32-33).
 
ასე რომ, ოდნავ სხვა აზრით "უკეთურების მომწიფებულ მტევნებში" მონიშნულია "ურჯულოების ზომის" ცნება, რომელიც ბოლოს და ბოლოს "პირთამდე აღივსო" (უფრო დეტალურად ამ ბიბლიური ხატების შესახებ 17-ე თავის კომენტარებში ვილაპარაკებთ).
 
ამასთან საკმაოდ ნიშანდობლივია, რომ ბუკვალური ყურძნის მოკრეფისგან განსხვავებით, როდესაც ყურძნის ვაზი მომავალი ნაყოფიერებისთვის შეინახება, უკანასკნელი ბიბლიური მკა აღსრულდება ნამგლით, რომელიც გამოიყენებოდა მარცვლოვანი კულტურების მოსამკელად და, რომლებითაც ჭრიდნენ არა მარტო თავთავებს, არამედ ღეროებსაც (ანუ ჩალას). ამიტომაც ასეთი მკა გულისმოხბს არა მარტო ყურძნის მტევნების მოკრეფას, არამედ "მიწაზე" თვით ვაზის მოჭრასაც (ეს სიტყვები, მოცემულ შემთხვევაში, შეიძლება "ძირფესვიან" მოჭრადაც გავიგოთ), რომელიც ნამგლით სამკალის შემდეგ უკვე მისთვის დამახასიათებელ "უკეთურ ნაყოფს" ვეღარ გამოიღებს.
 
გარდა ამისა, სიტყვები "სხვა ანგელოზი გამოვიდა ციური ტაძრიდან" უთითებს იმაზე, რომ ანგელოზი "მჭრელი ნამგლით ხელში" მიემართება სამყაროს სულიერი საზღვრებისკენ, რომლებიც შეესაბამებოდნენ "გარეგან ეზოს" და არ ექვემდებარებოდნენ ზეციურ ტაძართან ერთად გაზომვას, რადგან "იქელებოდა წარმართთა მიერ" (გამოცხ. 11:2).
 
რაც შეეხება ანგელოზს, რომელიც გამოდის "ციური ტაძრიდან" და "ხმამაღლა შესძახებს მჭრელი ნამგლის მქონეს", - იწოდება
 
"საკურთხევლიდან გამოდის" და მიმართავს მკის ანგელოზს "ცეცხლზე ხელმწიფების მქონედ" იწოდება, რაც წარმოაჩენს მას, როგორც ერთ იმ ოთხ ანგელოზთაგანს, რომლებიც მსოფლიო სტიქიებს მართავენ (შეად.: გამოცხ. 16:5). თანაც იმის გათვალისწინებიტ, რომ სწორედ "ცეცხლოვანი" ანგელოზი უმოწმებს სამყაროს "გვიანდელი ყურძნის" დამწიფებას, - უეჭველია, რომ უკანასკნელი მსოფლიო მკა გამოცხადების წიგნში ემსგავსება არა მარტო "ზეციური ნამგლის მუშაობას" და "მტევნების ჭყლეტაში საწნახელში", არამედ დედამიწაზე ზეციერი "შთანმთქმელი ცეცხლის" გარდამოსვლას, რომელშიც უნდა დაიწვას "ჩალა", ანუ ყოველი უვარგისი ნარჩენი, უკეთურება და ურჯულოება (შეად.: ფსალმ. 17:8-9; ამოს. 7:4; მთ. 3:11-12; ლკ. 3:16-17; 2 პეტ. 3:7-12 და სხვა).
 
მეტიც, ძველაღთქმისეულ დროში წინასწარმეტყველმა ზაქარიამ იხილა ძალიან მსგავსი "ცეცხლოვანი ნამგალი", რომელიც მიმართული იყო დასაწვავად განწირული უკეთურებისა და ურჯულოების სახლისკენ", რომელიც ირიბად დაპირისპირებულია "ღმრთის სახლს" და ნიშნავს მთელ ძველ სამყაროს გამონაკლისის გარეშე ("გამოვიხმე, ამბობს ცაბაოთ უფალი, და მიადგება მპარავის სახლს და ჩემი სახელის ცუდად მოფიცარის სახლს, დაიღამებს მის სახლში და მოსპობს მას, მის ხესა და ქვას" (ზაქ. 5:4).
(საკითხი იმის შესახებ, თუ რატომ იწოდება "ნამგლად" "მფრინავი გრაგნილი", რომელიც "მპარავის სახლში" შედის და, რატომ აქვს ამ გრაგნილ-ნამგალს ნიშანდობლივი ზომა "სიგრძით ოცი წყრთა ..., სიგანით - ათი წყრთა", რადგან ეს ხილვა დაკავშირებულია ზეციურ ტაძართან, და ა. შ. ცალკე პუბლიკაციაში განიხილებოდა.
 
ხოლო იმის შესახებ, რომ "ძველაღთქმისეული" მფრინავი ნამგალი იყო არა უბრალო, არამედ ცეცხლოვანი, მოწმობს რჯულის დაწესებას "კეთრის შესახებ", რომლის თანახმადაც კეთრით დასნებოვნებული სახლის "ხეები და ქვები" გადაგდებულ უნდა იქნან "უწმინდურ ადგილას", რომელიც შეესაბამება "ცეცხლოვანი გეენის" ცნებას, შეად.: ლევ. 14:33-57; მკ. 9:43-48; იაკ. 3:6 და სხვა.
 
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ", "დასნებოვნებულ" ცხენზე მჯდომი მხედარი გამოცხადების მე-6 თავიდან, მფრინავი გრაგნილ-ნამგალი ზაქარიას ხილვიდან და რჯული კეთრის შესახებ ლევიანთა წიგნიდან, აღწერენ "დამოუკიდებელ" დასრულებულ სიუჟეტს, რომელიც ეძღვნება ახალაღთქმისეულ დროთა რეალიებს და საბოლოო სამსჯავროს მთელ ძველ ქვეყნიერებასა და მის უკეთურ მმართველებზე).
მასალა მომზადებულია საიტ "აპოკალიფსისის" რედაქციის მიერ მართლმადიდებლური .წყაროების. მიხედვით. 2025 წ.

თემატურად მსგავსი პუბლიკაციები: იხ. სარჩევში
Назад к содержимому