სწავლანი > ასკეტიკა
მონაზვნად
ძალადობრივი აღკვეცის შესახებ
ავტორი: დიაკ. ა. კურაევი.
ტრულის (VI მსოფლ.) კრების 48-ე კანონი: "საეპისკოპოსო პატივში ასაყვანი პირის მეუღლე წინასწარ უნდა გაეყაროს თავის ქმარს საერთო თანხმობით, ხოლო მისი ეპისკოპოსად ხელთდასხმის შემდეგ - მონასტერში დაეწესოს, ამასთან, მოშორებით ქმარყოფილი ეპისკოპოსის სამყოფელიდან და ისარგებლოს მისგან ცხოვრებისთვის საჭირო სახსრებით; ხოლო თუ ღირსად წარმოჩნდება, აყვანილ იქნეს დედათდიაკვნის ხარისხში" (წმიდა VI მსოფლიო საეკლესიო კრება. კანონი 48. ციტ. ნიკოდიმე მილაში. მართლმადიდებელი ეკლესიის კანონები. I ტომი. თბილისი 2020 წ. გვ. 423).
VI მსოფლ. კრების 12-ე კანონის განმარტება:
ნიკოდიმე მილაში: "... როგორც ამის შესახებ ტრულის კრების მამები ამბობენ ამ კანონში, როცა აღნიშნავენ, რომ აფრიკის, ლიბიისა და სხვა სამთავროს ზოგიერთი მღვდელმთავარიმასზე ქიროტონიის აღსრულების შემდეგაც აგრძელებს ცოლთან ცხოვრებას. დაბრკოლებისა და საცდურის მიზეზის აღმოსაფხვრელად კრების მამებმა, განმსჭვალულებმა იმ მისწრაფებით, რომ ეკლესიაში ყველაფერი ქრისტიანული ერის სასარგებლოდ ყოფილიყო, დააესეს კანონი ყველა დროისა და ყველა ეკლესიისთვის, რომელიც განკვეთის მუქარით უკრძალავს ეპისკოპოსებს მომავალში სახლში ცოლის ყოლად და მოითხოვს მასთან განშორებას.
მაგრამ რადგან არსებობდა მოციქულთა მე-5 კანოინი, რომლის თანახმადაც სასულიერო პირს ზოგადად და, მღვდელმთავარს კერძოდ, კეთილმოსაობის გამო ეკრძალებოდა განქორწინება, ამიტომ მას შეეძლო დაუბრკოლებალდ ეცხოვრა მეუღლესთან. მამებმა, რა თქმა უნდა, გაითვალისწინეს ეს კანონი და შენიშნეს, რომ ისინი თავიანთი მე-12 კანონის დადგენილებებით არც აუქმებენ და არც ცვლიან მოციქულთა მიერ დადგენილს, არამედ მხოლოდ ზრუნავენ მრევლის გადარჩენისთვის, იღვწიან სათნოებაში მათი წარმატებისთვის და, აგრეთვე, უფრთხილდებიან სასულიერო პირთა რეპუტაციას. ამასთან, ეყრდნობიან პავლე მოციქულის სიტყვებს კორინთელთა მიმართ 1 ეპისტოლედან (იხ. 10:31-33).
ამ კრების 48-ე კანონში ჩვენ ვიხილავთ დაქორწინებულ პირთა ეპისკოპოსად კურთხევის შემთხვევაში მათი მეუღლეების მიმართ მამების გადაწყვეტილებას" (ნიკოდიმე მილაში. მართლმადიდებელი ეკლესიის კანონები. I ტომი. კონსტანტინოპოლის წმიდა VI მსოფლიო საეკლესიო კრება. კანონი 12. კონსტანტინოპოლის წმიდა VI მსოფლიო საეკლესიო კრება. კანონი 12. თბილისი 2020 წ. გვ. 423).
ამრიგად, ტრულის კრების მე-12 კანონში, ეპისკოპოსად ხელდასასხმელ კანდიდატებთან მიმართ, კანონიკური დადასტურება მიიღო იმან, რაც ეკლესიაში მოციქულთა დროიდან გადმოცემის გზით იყო დაცული, კერძოდ, ეპისკოპოსი უცოლო უნდა იყოს (http://lib.pravmir.ru/library/readbook/1316).
"... კვიზიკის მიტროპოლიტმა მიაპყრო ამ საკითხებს კონსტანტინოპოლის, ანტიოქიის და იერუსალიმის პატრიარქთა, ასევე - იმპერატორ ისააკ ანგელოსის ყურადღება და მიუთითა როგორც ხალხისთვის დიდ საცდურზე, რადგან მრევლი ხედავდა, რომ ეპისკოპოსები ცხოვრობენ საკუთარ ცოლებთან და არაფრით განსხვავდებიან ჩვეულებრივი მოქალაქეებისგან.
ამ განცხადების შედეგად დასახელებულმა იმპერატორმა კონსტანტინეპოლის, ანტიოქიისა და იერუსალიმის პატრიარქებთან და, აგრეთვე - კესარიის, ეფესოს, კვიზიკის მიტროპოლიტებთან და ბევრ სხვასთან ერთად, 1187 წელს გამოსცა საგანგებო ნოველა, რომლითაც დგინდება: "ქიროტონირებულ ეპისკოპოსთა ცოლები დაუყოვნებლივ გაიგზავნონ მონასტრებში, თანაც მათი ქმარ-ეპისკოპოსების საცხოვრებელი ადგილიდან მოშორებით და იქ მოხდეს მათი მონოზვნად აღკვეცა; მათ უნდა იცხოვრონ იმ მონასტრის მონოზვნური ტიპიკონით, რომელშიც აღიკვეცებიან, ხოლო თუ არ მოისურვებენ ნებაყოფლობით აღკვეცას, მაშინ მათ მეუღლეებს უნდა ჩამოერთვათ მღვდელმთმთავრის ტახტი და წოდება და იმათ ადგილზე სხვა დადგინდეს. მომავალში, ვისაც მეუღლე ჰყავს, ქიროტონიას ვერ მიიღებს, თუ წინასწარ ორივე - ქმარი და ცოლი - არ გაემიჯნებიან ერტმანეთს წერილობითი თანხმობითა და მოლაპარაკებით და სანამ ცოლი მონზვნად არ აღიკვეცება" (ნიკოდიმე მილაში. მართლმადიდებელი ეკლესიის კანონები. I ტომი. კონსტანტინოპოლის წმიდა VI მსოფლიო საეკლესიო კრება. კანონი 12. კონსტანტინოპოლის წმიდა VI მსოფლიო საეკლესიო კრება. კანონი 12. თბილისი 2020 წ. გვ. 423 // https://azbyka.ru/otechnik/Nikodim_Milash/pravila-svjatyh-apostolov-i-vselenskih-soborov-s-tolkovanijami/163).
"მაგრამ ხდებოდა, რომ ქმარზე საეპისკოპოსო ქიროტონიის აღსრულების შემდეგაც ცოლი უარს ამბობდა მის დატოვებაზე. ამ შემთხვევაში მეუღლე (ცოლი) იძულებით მიჰყავდათ მონასტერში. ასე განსაჯა მსგავსი შემთხვევა ბულგარეთის არქიეპისკოპოსმა დიმიტრი ხომატინმა კონსტანტინე კაბასილასის მხრიდან მისდამი დასმული შეკითხვის შემდეგ" (Суворов Н. О церковных наказаниях. Спб., 1876, с. 79) (აღსანიშნავია, რომ მღვდელმთავრობამდე დიმიტრი კონსტანტინოპოლში ხარტოფილაქსად, ანუ საპატრიარქო სასამართლოს მეთაურად მუშაობდა).
***
მე აქ მაინტერესებს განმარტების ხელოვნება - როგორ მიდიან მწიგნობრები ადრე მიღებული კანონებიდან მათთვის სასურველ, მაგრამ სრულიად საწინააღმდეგო დასკვნებამდე.
ალბათ დაგვეთანხმებით, არ არის მარტივი მოც. პავლეს სიტყვების შემდეგ, რომ მეუღლეები არ უნდა გაშორდნენ ერთმანეთს, თუ არა ურთიერთთანხმობით (1 კორ. 7:5), და რომ ეპისკოპოსი უნდა იყოს ერთი ცოლის ქმარი (1 ტიმ. 3:2), ასევე უძველესი განწესებიდან, რომელიც ეკლესიიდან განკვეთდა იმათ, ვინც გმობდა ქორწინებას, მიხვიდე დასკვნამდე იმის შესახებ, რომ ეპისკოპოსის ცოლი მონაზვნად უნდა აღკვეცო მისი ნების წინააღმდეგ. და, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი თურმე ხდება "ქრისტიანული ერის სასარგებლოდ".
და როგორი სიმარტივით დაარღვიეს მცნება, რომელიც სხვა შემთხვევებში დაურღვევლად ცხადდება: "ვინც ღმერთმა შეაუღლა, დაე, ნუ განაშორებს კაცი" (მთ. 19:6).
რას იზამ... ეს ხომ ბიზანტიაა...
წყარო: დიაკ. ა. კურაევის სტატიიდან "Монашество и архиерейство" ("მონაზვნობა და მღვდელმთავრობა"). https://diak-kuraev.livejournal.com/3252323.html
უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ უფრო ვრცელ პუბლიკაციას ამავე თემაზე.
პუბლიკაცია თარგმნილია და გამოსაქვეყნებლად მომზადებულია საიტ. "აპოკალიფსისის" რედ. მიერ. 2025 წ.