აპოსტასია > რელიგია
აპოსტასია (ბერძნ.αποστασία - განდგომა, ღალატი, განვარდნა) - სარწმუნოებისგან განდგომა, მართლმადიდებლური სარწმუნოების ღალატი და მისგან განვარდნა. ძველი აღთქმის ბერძნულ ტექსტში (სეპტუაგინტა) სიტყვა აპოსტასია გვხვდება ღმრთისგან განდგომის მნიშვნელობით (მაგ.: იერ. 2:19; ნავ. 22:22) და გააჩნია მკვეთრად რელიგიური ხასიათი. ახალ აღთქმაში, სიტყვა აპოსტასია ასევე ქრისტეანული სარწმუნოებიდან განდგომას ნიშნავს (მაგ.: ლკ. 8:13; 1 ტიმ. 4:1-3; ებრ. 3:12; 2 პეტრ. 2:20; 3:17). წმიდა კვიპრიანე კართაგენელის დროიდან ეკლესიაში გვხვდება ტერმინი "აპოსტატი" (ბერძნ.αποστατης - განდგომილი), რომლითაც აღინიშნება ქრისტეანი, რომელიც ქრისტეანულ რწმენას განუდგა დევნულების დროს. აპოსტასია, როგორც მსოფლიო მოვლენა იწინასწარმეტყველა მოციქულმა პავლემ, რომელიც მას ესქატოლოგიურ მოვლენათა ერთ ერთ ძირითად ნიშნად მიიჩნევდა, რომელიც წინ უსწრებენ უფლის მეორედ მოსვლასა და საშინელ სამსჯავროს ("არ მოიწევა ის დღე, ვიდრე უმალ არ მოაწევს განდგომილება" - ή αποστασία. 2 თესალონიკ. 2:3).
ინტერნეტ მასალების მიხედვით:
სხვადასხვა ავტორები:
არქიეპ. სერაფიმე (სობოლევი)
ვ. პ. ფილიმონოვი
მღვდელი კონსტანტინე კამიშანოვი
არქიმანდრიტი ბარნაბა (სატიროვი)
ოლგა ჩეტვერიკოვა
მღვდელსქიმონაზონი დიმიტრი ზოგრაფელი
ალექსანდრე ბუზდალოვი
ალა ტუჩკოვა, ჟურნალისტი