"ნეტარ არს, რომელი იკითხვიდეს და რომელნი ისმენდენ სიტყუათა ამის წინაწარმეტყუელებისათა და დაიმარხონ, რაჲ-იგი მას შინა წერილ არს, რამეთუ ჟამი ახლოს არს" (გამოცხ 1:3).


"იცი ნიშნები ანტიქრისტესი?! - დაუყოვნებლივ აუწყე ყველას!"
                                                                        წმ. კირილე იერუსალიმელი (IV ს.)

"ჰე, მოვიდოდე, უფალო იესუ!" (გამოცხ. 22:20)

ელ. ფოსტა: 
oldorthodox@gmail.com
05.01.12.
18.01.12.
20.01.12.
22.01.12.
22.01.12.
25.01.12.
01.02.12.
21.02.12.
21.02.12.
მიმართვა მკითხველისადმი

ჩვენი საიტის რედაქციამ მიიღო მკითხველის წერილი, სადაც ის გამოთქვამს თავის უკმაყოფილებას ე. წ. "ამოუცნობ მფრინავ ობიექტთა" შესახებ გამოქვეყნებული წერილების გამო. მკითხველს პასუხი გავეცით, მაგრამ დაგვრჩა ერთგვარი დაუკმაყოფილებლობის გრძნობა. გრძნობა იმისა, რომ შესაძლოა, ჩვენი საიტის მკითხველებს ჯეროვნად ვერ ვაწვდით საჭირო ინფორმაციას ამ თემაზე. ცხადია, ჩვენ, როგორც მართლმადიდებელი ქრისტეანები, შორსა ვართ იმ აზრისგან, თითქოსდა არსებობდნენ არამიწიერი ცივილიზაციები, რომლებიც კონტაქტს დაამყარებენ ცოდვებში დანთქმულ კაცობრიობასთან და მას კატასტროფისგან იხსნიან; რომ თითქოსდა დადგება ერა, როდესაც კაცობრიობა ამ ე. წ. "ჰუმანოიდებთან" ერთად ფრთებს გაშლის, უსასრულო კოსმოსში გაიჭრება და ფანტასტიკურად განვითარდება. ეს ყველაფერი გახლავთ ეშმაკის მიერ კაცთა საცთუნებლად შემოგდებული სატყუარა. ამ მიმართულებით ბევრი რამ კეთდება ანტიქრისტეანულ ძალთა მიერ. ამაოდ ხომ არ არის ნახსენები წმიდა წერილში, რომ ანტიქრისტე საკვირველ სასწაულებს იქმს ზეცაში და ცეცხლსაც კი გადმოიყვანს, რათა აცთუნოს მართალნი თუკი შესძლებს. სწორედ ანტიქრისტესთან მიმართებაში განვიხილავთ ჩვენ "ამოუცნობ მფრინავ ობიექტთა" ფენომენსაც. ჩვენის აზრით, სატანურ ძალთა მხედრობა, რომელიც გადამწყვეტი ბრძოლისთვის ემზადება ქრისტეანობის წინააღმდეგ, თავის შემაძრწუნებელ და შესაზარ ძალას სწორედ ანტიქრისტეს მოსვლის დროს გამოამჟღავნებს. მისი ცრუსასწაულები იმდენად მაცდური და იმდენად დამაჯერებელი იქნება ხორციელად მცხოვრები და მოაზროვნე კაცობრიობისთვის, რომ დაიჯერებენ ნებისმიერ ტყუილს, ყველაზე ფანტასტიკურსაც კი, რომელსაც ეს მტარვალი მათ შესთავაზებს. მხოლოდ მცირედნი იფხიზლებენ, ვინც ყურადღებით აკვირდებოდა და აკვირდება მიმდინარე მოვლენებს, ცდილობს მხედველობის არედან არ გაუშვას ცხოვრების ჰორიზონტზე გამოჩენელი უმცირესი დეტალიც კი, რომელიც შესაძლოა ხვალ დამანგრეველ ქარიშხლად გარდაიქცეს. ამ ქარიშხალს არც ერთი ქრისტეანი მოუმზადებლად არ უნდა შეხვდეს. ყოველი ჩვენთაგანი ყველაზე უარესის მოლოდინსა და მუდმივ სულიერ მზადყოფნაში უნდა იყოს და თავისი როლი შეასრულოს მოყვასის გაფრთხილებისა და გადარჩენის საქმეში. ამაოდ კი არ ამბობს წმ. კირილე იერუსალიმელი"თუ იცი ნიშნები ანტიქრისტესი, დაუყოვნებლივ აუწყე ყველას!". ამ მცნებას ვასრულებთ ჩვენც, როდესაც, თუნდაც ჩვენი საიტის მეშვეობით ვამცნებთ მკითხველს მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ. ის, რომ შესაძლოა განვითარდეს ანტიქრისტეს შემოყვანის "კოსმიური" სცენარი, მარტო ჩვენი აზრი როდია. ამ თემაზე მართლმადიდებლურ ინტერნეტ სივრცეში საკმაოდ ბევრს წერენ. დაბეჯითებით არაფერს ვამბობთ, მაგრამ უყურადღებოდ ამგვარი ფაქტების დატოვება დანაშაულად გვიჩნს. როგორ მოვა ანტიქრისტე და როგორ განვითარდება ეს პროცესი, ამას დრო გვიჩვენებს. ჩვენ მხოლოდ მოვლენებს ვაკვირდებით და ფართო საზოგადოებას ვაწვდით განსჯისთვის.

პატივისცემით: "აპოკალიფსისის" რედაქცია