Перейти к контенту

განმარტება - ეზეკიელის წინასწარმეტყველებანი იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადების შუქზე - აპოკალიფსისი

Пропустить меню
Пропустить меню
აპოკალიფსისი > განმარტება
ეზეკიელის წინასწარმეტყველებანი იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადების შუქზე
იმ ბიბლიური მოწმობების გათვალისწინებით, რომელთაც მიეძღნა რამოდენიმე წინა პუბლიკაცია, საკმარისად აშკარავდება ის, რომ იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადებაში, როგორც "ერთგულთა აღბეჭდვაში" (გამოცხ. 7:2-3) და ანგელოზის ხილვაში, რომელმაც ოქროს საცეცხლური აავსო ჩაუქრობელი ზეციური ცეცხლით (გამოცხ. 8:5), იხსნება "სატაძრო" ხილვების ახალაღთქმისეული აღსრულება, რომლებიც აღწერილია ეზეკიელის წიგნში.
 
რადგან თვით "სატაძრო აღბეჭდვის" ხატებანი და მნიშვნელობები, ასევე დედამიწაზე წმიდა სამსხვერპლო ცეცხლის ჩამოსვლა შეესაბამებიან ახალაღთქმისეული დროების დაწყებას, - სწორედ ამ მომენტიდან იღებს დასაბამს "უკეთური იერიქონის ბოლო შვიდეული", რომელიც გამოცხადებაში აღნიშნულია ანგელოზებით, რომელთაც ხელთ უპყრიათ "აპოკალიფსისის შვიდი საყვირი".
(ამასთან ექვსი ანგელოზი საყვირით ასრულებენ ისრაელის იმ ექვსი ტომის მისიას, რომლებიც იდგნენ გებალის მთაზე სამსხვერპლოს გვერდით რჯულის მცნებათა სიით (მეორე რჯლ. 27:13-26), - ხოლო მოხაზულობაში 666 იხსნება "სრული" სამმაგი წყევლა, რომელიც მიმართულია უკეთურებისა და ურჯულოების სისრულეს, შეად.: "... ვაი, ვაი, ვაი მიწის მკვიდრთ..." (გამოცხ. 8:13)).
მაგრამ წინასახეობრივი "სატაძრო" მოწმობანი, რომლებიც მონიშნულია წინასწარმეტყველ ეზეკიელის წიგნში, ამით არ მთავრდება: "სახლის ზღურბლთან" ყოფნის შემდეგ ღმრთის დიდება კვლავ "სასაყდრო" ადგილს იკავებს ოთხ ქერუბიმზე (შეად.: ეზეკ. 10:1; გამოცხ. 4:6-8), - ხოლო შემდეგ, უკვე ქერუბიმებზე მჯდომი, გადაადგილდება შიდა ეზოს აღმოსავლეთი კარებისკენ და ამ კარებზე "ჩერდება":
 
"გასცილდა უფლის დიდება სახლის ზღურბლს და ზედ დაადგა ქერუბიმებს. გასვლისას გაშალეს ფრთები ჩემს თვალწინ ქერუბიმებმა და აიმართნენ მიწიდან ბორბლებითურთ მათ გვერდით; შედგნენ უფლის სახლის აღმოსავლეთ კარიბჭეში შესასვლელთან და ისრაელის ღმერთის დიდება იყო მაღლა, მათ ზემოთ" (ეზეკ. 10:18-19).
 
შემდეგ, იმასთან სრული შესატყვისობით, როგორც ძველაღთქმისეულ დროს "შურის ხატისგან" ჩრდილოების კარებთან იუწყებოდნენ ხორციელ მცნებებს, - აღმოსავლეთის კარებიდან, რომელიც ნაკურთხია მასზე დავანებული უფლის დიდებით, ისმის ურჯულოთა ახალაღთქმისეული მხილების სიტყვები, რომლებიც მიმართულია აღმოსავლეთ კარებთან შეკრებილთა მიმართ გარეთა ეზოში, შეად.:
 
"მახვილის გეშინიათ და მახვილს მოგივლენთ! ამბობს ღმერთი. გაგიყვანთ იქიდან და უცხოთესლის ხელში ჩაგაგდებთ; და განვსჯი თქვენს სამართალს. მახვილით დაეცემით, ისრაელის საზღვარზე განგსჯით თქვენ და მიხვდებით, რომ უფალი ვარ. ქალაქი არ იქნება თქვენთვის ქვაბი და თქვენც არ იქნებით მასში ხორცად; ისრაელის საზღვარზე განგსჯით თქვენ, და მიხვდებით, რომ მე ვარ უფალი, ვის წესებზეც არ გივლიათ და ვის რჯულზეც არ მოქცეულხართ; იმ ხალხების რჯულზე იქცეოდით, თქვენს გარშემო რომ არიან!" (ეზეკ. 11:8-12).
(აშკარაა, რომ ამ მიმართვის დროს ტაძარი და შიდა ეზო მოლაპარაკის "ზურგს უკანაა", - ასე რომ ახალაღთქმისეული მხილება გაისმის ტაძარში და ყოვლადდასაწველის სამსხვერპლოსთან ყველა მყოფის სახელით (გამოცხ. 11:1-6), და ზუსტად შეესაბამება მოსეს მდგომარეობას, რომელიც ოქროს ხბოს განადგურების შემდეგ ჩადგა ბანაკის კარებში და შესძახა "ვინც უფლისაა - ჩემთან მოდით!" (გამ. 32:26)).
ხოლო ახალაღთქმისეული მამხილებელი ქადაგების გაგრძელებაში, რომელიც გამოდის "საყდრის მსგავსებისგან", რომელიც შედგა "უფლის სახლის აღმოსავლეთ კარიბჭეში შესასვლელთან" (ეზეკ. 10:19),  და ყოველთაგან, ვინც აღავსო ტაძარი და შიდა ეზო, - უფლის სახლის აღმოსავლეთი კარებიდან ისმის "გარიზიმის კურთხევა", ანუ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ახალაღთქმისეული დაპირება, რომლის შესაბამისადაც ამ მომენტიდან ღმრთის რჯული დაიწერება არა ქვის ფიქალებზე, და არა კირისგან შეთეთრებულ ქვებზე ხელთქმნილი სამსხვერპლოსი, რომელიც ჩრდილოეთის კარებთან იდგა, არამედ ცოცხალ ქვებზე, ანუ ყოველი მორწმუნის გულის ხორციელ ფიქალებზე (მეორე რჯლ. 27:8; ის. ნავ. 8:32; ებრ. 8:8-10; 2 კორ. 3:3).
 
მაგრამ ამ გასაოცარი აღთმისადმი მოზიარეობა დაკავშირებულია არა მარტო განსაკუთრებულ პატივთან, არამედ განსაკუთრებულ ბუნებრივობასთან, - ამიტომაც ახალაღთქმისეულ დაპირებათა უწყებით წინასწარმეტყველი ეზეკიელი მოწმობს "ზეციურ წყლულებზეც", რომლებიც თავს დაატყდებათ მათ, ვინც, მიუხედავად გულზე დაწერილი სრულყოფილი რჯულისა, მიატოვებს ზეგარდმო ღმრთითბოძებულ მადლს და მიწიერ სისაძაგლეებსა და სიბილწეებს მიჰყვება (შეად.: ეზეკ. 9:10; გამოცხ. 16:8-11, 21).
 
"ამიტომ უთხარი, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: შეგკრებთ ყველას ხალხებიდან და შეგაგროვებთ ქვეყნებიდან, სადაც მიმოფანტული მყავხართ, ... მივცემ მათ ერთ გულს და ახალ სულს ჩაგიდგამთ თქვენ; ამოვართმევ მათ ქვის გულს სხეულიდან და ხორცის გულს მივცემ, რათა ჩემს წესებზე იარონ, ჩემი რჯული დაიცვან და შეასრულონ. მაშინ ჩემი ხალხი იქნება ისინი და მე მათი ღმერთი ვიქნები. ხოლო ვისაც თავის სიბილწეებისკენ და სისაძაგლეებისკენ მიუდის გული, მათსავე საქმეებს დავატეხ თავზე, ამბობს უფალი ღმერთი" (ეზეკ. 11:17-21).

ამრიგად, იმ მომენტში, როდესაც "ეზეკიელის ტაძრის" აღმოსავლეთის კარებტან გაისმის ახალაღთქმისეული ქადაგება, რომელიც გარეთა ეზოში მდგომთადმია მიმართული (ხოლო ძველაღთქმისეული წეს-განგებების მიხედვით გარეთა ეზო "მიეცემა" წარმართებს, შეად.: გამოცხ. 11:2), - ურჯულოთა წყევლა და ერთგულთა კურთხევა უკვე არ არის დაყოფილი ჩრდილოეთ (მარცხენა) მხარედ, რომელიც შეესაბამება მთა გებალს, და სამხრეთ (მარჯვენა) მხარედ, რომელიც შეესაბამება გარიზიმის მთას, ხოლო ერთიანი სახარებისული ქადაგების საფუძვლად გამოდის ზეციური ტახტი, რომელზეც ამაღლებულია უფლის დიდება (შეად.: ეზეკ. 10:12-14 და გამოცხ. 4:6-8).
 
შემდეგ წინასწარმეტყველი ეზეკიელი აღწერს კიდევ ერთ ხილვას, რომელიც პირდაპირ აგრძელებს "პირველი ტაძრის" ხატებებს და მოწმობს იმაზე, რომ "უფლის დიდება" მიემართება აღმოსავლეთიდან და აკურთხებს მთელ დედამიწას, შემდეგ კი შედის ტაძარში აღმოსავლეთის კარებიდან. თანაც ამჯერად ის არ ჩერდება ზღურბლზე, როგორც არის ეს ეზეკიელის 10:4-ში, არამედ ავსებს მთელ ტაძარს, - ხოლო "ხმა ტაძრიდან" წინასწარმეტყველ ეზეკიელს უთითებს ადგილს, სადაც ამ ტაძრის შიგნით დამყარებული იქნება მარადიული საღმრთო ტახტი:
 
"მიმიყვანა კარიბჭესთან, იმ კარიბჭესთან, რომელიც აღმოსავლეთისკენ იყურება. და, აჰა, ისრაელის ღვთის დიდება მოდიოდა აღმოსავლეთის გზით, მისი ხმა დიდი ნიაღვრის ხმასავით იყო და ქვეყანა განათდა მისი დიდებით. ეს ხილვა იმ ხილვას ჰგავდა, რომელიც ვიხილე ამასწინათ, იმ ხილვას ჰგავდა, რომელიც ვიხილე, როცა მოვიდა ქალაქის გასანადგურებლად; იმ ხილვებს ჰგავდა, რომლებიც ვიხილე მდინარე ქებარის პირას. და პირქვე დავემხე. უფლის დიდება შევიდა ტაძარში იმ კარიბჭით, აღმოსავლეთისკენ რომ არის მიქცეული. ამწია სულმა და შემიყვანა შიდა ეზოში და, აჰა, უფლის დიდებით იყო ტაძარი ავსებული. გავიგონე, რომ მელაპარაკებოდა ტაძრიდან; ის კაცი კი ჩემს გვერდით იდგა. მითხრა: ადამის ძევ! ეს არის ადგილი ჩემი ტახტისა და ადგილი ჩემს ფეხთა ტერფებისა, სადაც საუკუნოდ ვიქნები ისრაელიანთა შორის..." (ეზეკ. 43:1-7).
 
ამასთან საკმაოდ ნიშანდობლივია, რომ უფლის ჭეშმარიტი დიდების მომავალი ტაძარი, რომელიც აღწერილია ეზეკ. 43 - ეზეკ. 48 თავებში, არც ზომებში, არც მისთვის დაწესებულ "სატაძრო" განწესებებში არ იმეორებს ძველაღთქმისეული ხელთქმნილი კარვის მოწყობას, ანუ "პირველი" ტაძრისას, რომელიც ეზეკიელის 1-11 თავებშია აღწერილი.
 
მეტიც, მისთვის ბოლოს გამოცხადებულ ტაძარში წინასწარმეტყველი ეზეკიელი ხედავს სამყაროს ღვთაებრივ ტახტს (ეზეკ. 43:7), რაც პირდაპირ მოწმობს ამ ტაძარზე, როგორც ხელთუქმნელზე (რადგან ხელთქმნილ ტაძარსი არასოდეს არ ყოფილა და არც შეიძლებოდა ყოფილიყო მსგავსი ტახტი, შეად.: "ასე ამბობს უფალი: ცა ტახტია ჩემი და ქვეყანა კვარცხლბეკი ჩემი. სად არის სახლი, რომელსაც მიშენებთ მე და სად არის ადგილი, ჩემი დასავანებელი?" (ეს. 66:1), იგივე იხ. საქმე 7:49), - და სწორედ ამ ახალაღთქმისეულ ხელთუქმნელ ტაძარში "აღმოსავლეთის კარიბჭეთა გზით" შემოდის კრავი, თითქოსდა დაკლული", ანუ თვით უ ფალი და მაცხოვარი (რის შემდეგაც ამ ტაძრის აღმოსავლეთის კარები სამუდამოდ დაიხურება), შეად.:
 
"დამაბრუნა საწმიდარის გარეთა კარიბჭის გზით, ჩრდილოეთისკენ რომ არის მიქცეული; ჩაკეტილი იყო იგი. მითხრა უფალმა: ეს კარიბჭე ჩაკეტილი იქნება, არ გაიღება; კაციშვილი ვერ შევა იქ, რადგან უფალი, ისრაელის ღმერთი შედის იქ, ამიტომაც დაკეტილი იქნება" (ეზეკ. 44:1-2).
(აშკარაა, რომ ამგვარი ტაძრის მოწყობა ხდება ახალაღთქმისეული, რადგან აწ უკვე, ძველაღთქმისეული კარვისგან განსხვავებით, მიწიერ ტაძრებში შედიან დასავლეთიდან, ხოლო აღმოსავლეთის მხარეს განთავსებულია საკურთხეველი საყდრითურთ, ამაღლებული ადგილითურთ, სადაც უხილავად მყოფობს თვით მაცხოვარი).
რა თქმა უნდა, ზემოთ მოტანილი შენიშვნები ვერ მოიცავენ ახალაღთქმისეულ მნიშვნელობათა მთელ სისრულეს, რომლებიც წინასწარმეტყველ ეზეკიელის "სატაძრო" ხილვებშია აღწერილი. მაგრამ წინასწარმეტყველურ მოწმობათა შეზღუდული გულისხმისყოფის შემთხვევაშიც კი, რომლებიც დაკავშირებულია "ორ ტაძართან" და მათში მიმდინარე მოვლენებთან, შეიძლება ვამტკიცოთ, რომ ეზეკიელის წიგნის 43-48 თავებში ლაპარაკია "დიდ და სრულყოფილ კარავზე" (შეად.: ებრ. 9:11-15, 24-28), ანუ ახალი აღთქმის ზეციურ კარავზე, რომელშიც განხორციელდა და აღსრულდა ყველა (გამონაკლისის გარეშე) ძველაღთქმისეული "სატაძრო" წინასწარმეტყველება, შეად.:
 
"რადგან ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: კიდევ ცოტაც და შევარყევ ცას და მიწას, ზღვასა და ხმელეთს. შევარყევ ყველა ხალხს, და ასრულდება ყოველი ხალხის საწადელი: დიდებით ავავსებ ამ სახლს, ამბობს ცაბაოთ უფალი. ჩემია ვერცხლი და ჩემია ოქრო, ამბობს ცაბაოთ უფალი. პირვანდელზე უფრო დიდი იქნება ამ უკანასკნელი სახლის დიდება, ამბობს ცაბაოთ უფალი. ამ ადგილზე მოვაფენ მშვიდობას, ამბობს ცაბაოთ უფალი" (ანგ. 2:6-9).
 
და თუმცა უფლის დიდების ახალაღთქმისეული მდგომარეობანი, რომლებიც ეზეკიელს ჯერ ხელთქმნილი ტაძრის ხატებებში წარუდგა (ეზეკ. 8 - ეზეკ. 11), შემდეგ კი ახალაღთქმისეული ზეციური კარვის რეალიებში (ეზეკ. 43 - ეზეკ. 48), ბუკვალური აზრით ისინი სხვადასხვანაირად გამოიყურებიან, და ხატებათა, როგორც ერთი, ასევე მეორე ხაზი აღწერენ ხარების სულიერ გზებს ძველაღთქმისეული დროიდან (როდესაც მოქმედებდა მოსეს რჯული, ხოლო "უფლის დიდების მსგავსება" იმყოფებოდა "შურის ხატთან" ყოვლადდასაწველის ხელთქმნილი სამსხვერპლოს გვერდით) ვიდრე ზეციური მღვდლის დიდებით შესვლამდე თავის ხელთუქმნელ ტაძარში, რომელიც იქმნება
 
"ვინ აღვიდეს მთასა უფლისასა, ანუ ვინ დადგეს ადგილსა წმიდასა მისსა? უბრალო ჴელითა და წმიდაჲ გულითა, რომელმან არა აიღო ამაოებასა ზედა სული თჳსი და არცა ეფუცა ზაკვით მოყუასსა თჳსსა. ამან მოიღოს კურთხევაჲ უფლისაგან და წყალობაჲ ღმრთისაგან მაცხოვრისა მისისა. ესე არს ნათესავი, რომელი ეძიებს უფალსა, ეძიებს ხილვად პირსა ღმრთისა იაკობისსა. აღახუენით ბჭენი თქუენნი, მთავარნო, და აღეხუენით ბჭენი საუკუნენი და შევიდეს მეუფჱ დიდებისა. ვინ არს ესე, მეუფჱ დიდებისა, უფალი ძლიერი ღა მტკიცე, უფალი, ძლიერი ბრძოლასა შინა? აღახუენით ბჭენი თქუენნი, მთავარნო, და აღეხუენით ბჭენი საუკუნენი და შევიდეს მეუფჱ დიდებისა" (ფსალმ. 23:3-9).
მასალა მომზადებულია საიტ "აპოკალიფსისის" რედაქციის მიერ მართლმადიდებლური .წყაროების. მიხედვით. 2025 წ.

თემატურად მსგავსი პუბლიკაციები: იხ. სარჩევში
Назад к содержимому