გნოსტიციზმი - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

უსჯულოება > გნოსტიციზმი

არქივი

2015-2016 წწ.

გნოზისი ცნობილი იყო მოციქულთა დროიდანვე. წმ. მოციქული პავლე გვაფრთხილებს: "ფრთხილად იყავით, რათა არავინ გაცთუნოთ სიბრძნისმეტყველებითა და ფუჭი საცთურით, კაცთა გადმოცემებისა თუ ქვეყნის საწყისთა თანახმად, და არა ქრისტეს მიხედვით" (კოლ. 2:8). იგივეს ვკითხულობთ იოანესთანაც: "საყვარელნო, ყველა სულს ნუკი ენდობით, არამედ გამოსცადეთ, ღვთისაგან არიან თუ არა, რადგანაც მომრავლდნენ ცრუწინასწარმეტყველნი ქვეყნად" (1 იოანე 4:1). გნოსტიციზმის გავრცელების საშიშროება მაშინ ძლიერდებოდა, როდესაც ეკლესიაში ჭარბობდა წარმართობიდან მოქცეულთა რაოდენობა. მრავალს როდი ძალუძს ჩაწვდეს ქრისტეანობის ძირფესვიან განსხვავებას აღმოსავლურ-ელინისტურ "მისტერიალური" რელიგიებისგან და სრულყოფილად აღიქვას სახარების მთელი ჭეშმარიტება. სწორედ ამ თემას ეძღვნება წინამდებარე გვერდი "გნოსტიციზმი".

გნოსტიკოსთა ცრუსწავლებები, რომლებიც ეფუძნებოდა იუდაურ კაბალას, იუდეველთა ღვაწლით, გამოვლინდა მრავალ საიდუმლო საზოგადოებასა და მწვალებლობაში და, სხვათა შორის, მარტინიზმსა და ხლისტების საძაგელ და უზნეო სექტებშიც. პირველი საუკუნეების ქრისტეანული ეკლესიის მამები, მხურვალე სარწმუნოებით ანთებულნი და ღვთიური სიბრძნით განათლებულნი, დაუღალავად იბრძოდნენ ამ მწვალებელთა ცრუსწავლებების წინააღმდეგ, რომლებიც გარს შემოერტყნენ ქრისტეს ეკლესიას. გნოსტიკოსთა მწვალებლობის მამხილებელთა შორის განსაკუთრებით გამორჩეულია წმ. ირინეოს ლიონელი, რომელიც იმპერატორ სეპტიმიუს სევერის დროს დაწყებული დევნულების დროს (დაახლ. 202 წ.) აწამეს ქრისტეანული სარწმუნოების ქადაგებისთვის.

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню