გნოსტიციზმი - გნოსტიკური პოლიტიკა - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
უსჯულოება > გნოსტიციზმი
გნოსტიკური პოლიტიკა
გნოსტიკოცები
გნოსტიკური პოლიტიკა - ეს არის რევოლუციური, ანუ რეფორმისტული საქმიანობა თვითცხონების საქმეში, ძალადობისა და ხელისუფლებისკენ სწრაფვის ხელოვნება სულიერად ავადმყოფ საზოგადოებაში.

ასეთი პოლიტიკის პირობებში, ერთი მხრივ უწესივრობა მმართველთა და ქვეშევრდომთა სულებში და. მეორე მხრივ, უწესივრობა საზოგადოებაში, გართობისა და ბრძოლის რთულ ურთიერთობაში შედიან.

ჭეშმარიტი ერთსულოვნების დარღვევითა და ყალბი ერთობის დაფუძნებით, გნოსტიკური პოლიტიკა ცვლის ნამდვილ ადამიანურ ცხვორებას, ეუფლება საზოგადოებრივი და კერძო ცხოვრების ყველა სფეროს.

პოლიტიკა არარსებობისკენ უბიძგებს ყოველივე არაპოლიტიკურს. ღმრთის წინაშე წარდგომის ნაცვლად პოლიტიკა მასობრივ ადამიანს ამქვეყნიური "ღმერთისკენ" უთითებს და ჩააგონებს, რომ ის არის სწორედ ყოფიერების ცენტრი.

გნოსტიკური პოლიტიკის შინაარსია მასობრივი ადამიანის გაუცნობიერებელი დაქვემდებარება ხელისუფლების იდეოლოგიისადმი. იდეოლოგიური მითებისა და შტამპების მიღება მისტიკურად აზიარებს ადამიანს რელიგიურ-პოლიტიკურ სხეულს, ხოლო უარყოფა - განაგდებს ამ სხეულისგან.

გნოსტიკურ პოლიტიკაში მოქმედებს სიკეთესა და ბოროტებაზე, ჭეშმარიტებასა და სიცრუეზე, სამართლიანობასა და არასამართლიანობაზე იდეალური განსჯის აკრძალვა.  ცნებათა სინამდვილის კრიტერიუმებად გნოსტიკური პოლიტიკა სახავს სინამდვილეს, რომელიც წარმოქმნილია პოლიტიკური გამოცდილებით, ანუ იმით, რასაც აღასრულებს თვით ადამიანი.

გნოსტიკური პოლიტიკა ნებას აძლევს გნოსტიკოსს საკუთარ ფანტაზიებში თავისუფლად ცვალოს თავისი ბუნება და შვას შემთხვევითი და მისთვის არასავალდებულო აზრები პოლიტიკურ საგნებთან დაკავშირებით. გნოსტიკოსი უარყოფს თვით ხელისუფლების პრინციპს, როგორც მისთვის იძულებითს, ხოლო პოლიტიკურ წყობას და ხელისუფლების წარმომადგენელთა მოქმედებას აფასებს საკუთარი და მისი მიმდევრების კეთილმოწყობის თვალსაზრისით.

წყარო: dvagrada.ru
Назад к содержимому