Перейти к контенту

განმარტება - ხელთქმნილი ტაძრის სპილენძის ზღვა და ზეციური ტაძრის ბროლის ზღვა - აპოკალიფსისი

Пропустить меню
Пропустить меню
აპოკალიფსისი > განმარტება
"ხელთქმნილი ტაძრის სპილენძის ზღვა და ზეციური ტაძრის ბროლის ზღვა"
მოსეს კარვის საღვთისმსახურებო საგანთა შორის, რომლებიც ექვემდებარებოდნენ აუცილებელ რიტუალურ განწმენდას, შედიოდა სპილენძის განსაკუთრებული ხელსაბანი (გამ. 40:11), რომელიც მდებარეობდა კარვის შესასვლელსა და ყოვლადდასაწველის სამსხვერპლოს შორის (გამ. 30:18; 40:7, 30).
 
ხოლო სოლომონის ტაძარში იმ მღვდელმსახურთა განბანვისთვის, ვინც სატაძრო მსახურებას უნდა შედგომოდა გამოიყენებოდა სპილენძის უზარმაზარი ჭურჭელი, რომელსაც "ზღვა" ერქვა, და რომელიც იმავე ადგილზე იყო განთავსებული, სადაც საველე კარავთან სპილენძის ხელსაბანი იდგა (ანუ ტაძრის შიდა სტოას გამოსასვლელის მარჯვნივ, შიდა ეზოს სამხრეთ-აღმოსავლეთ მხარეს (3 მეფ. 7:39; 2 პარ. 4:10)). ის იტევდა დაახლოებით 20 000 ლიტრ წყალს და დადგმული იყო სპილენძისგან ჩამოსხმულ თორმეტ ხარზე (2 პარ. 4:2-5; 3 მეფ. 7:23-26).
 
გამოცხადების წიგნის ხილვებში ოქროს სასანთლეს გვერდით (ანუ უშუალოდ ზეციური საყდრის წინ (გამოცხ. 4:6; 15:2, ირიბად - გამოცხ. 10:2, 5, 8) იდუმალთმხილველი ასევე ხედავს ერთგვარ "ზღვას". მაგრამ ეს "ზეციური ზღვა" უკვე არის არა სპილენძის, როგორც ხელთქმნილ კარავში იყო, არამედ შუშისებრი და ამასთან "მსგავსი ბროლისა":
 
"ხოლო ტახტიდან გამოდიოდნენ ელვანი, გრგვინვა და გრიალი, ტახტის წინ კი ენთო შვიდი ლამპარი ვერცხლისა, რომლებიც არიან ღვთის შვიდი სული. ტახტის წინ თითქოს მინის ზღვა იყო, მსგავსი ბროლისა, ტახტის შუა და ტახტის ირგვლივ კი - ოთხი ცხოველი, წინიდანაც და უკნიდანაც თვლებით სავსენი" (გამოცხ. 4:5-6).
 
თანაც ამ ზღვის ახალაღთქმისეული "სულიერი მდგომარეობის" გათვალისწინებით (ზეციურ კარავში ის ხომ პირდაპირ ტახტზე მჯდომის წინ იმყოფება), ის კრისტალური გამჭვირვალობა, რომელმაც "ძველაღთქმისეული" სპილენძი შეცვალა, ამ ზღვის ამავსებელი წყლის მარტოდენ გასაოცარ სიწმიდეზე როდი მოწმობს.
 
იმის მსგავსად, როგორც ძვირფასი ქვის სიწმიდე მის ხარისხზე მეტყველებს (შეად.: ეზეკ. 1:22; გამოცხ. 21:11), - ზეციური ზღვის წმიდა და გამჭვირვალე "მინის კრისტალი" წარმოადგენს ამ ჭურჭლის უზენაესი სულიერი ღირებულების სიმბოლოს (ასე, მაგალითად, იობის წიგნშიც ნახსენებია ძვირფასი მინა, რომელიც ოქროს ედრება (იობი. 28:17).
 
სხვა სიტყვებით რომ ვთქვატ, ზღვამ ზეციურ კარავში შეიცვალა არა მარტო თავისი ადგილმდებარეობა (რადგან ახალაღთქმისეულ დროში ის იმყოფება არა შიდა ეზოში, არამედ უშუალოდ ზეციურ ტახტთან), არამედ თავისი სულიერი ხარისხიც (რაგან ის უკვე აღარ არის "სპილენძის", არამედ ძვირფასეულობის თვისება შეიძინა).
 
რაც შეეხება წყალს, რომელიც ავსებს ახალაღთქმისეულ "ზეციურ ზღვას", - ეზეკიელის ხილვებში, რომლებიც, როგორც უკვე ადრე აღინიშნებოდა, მონიშნავენ, მათ შორის, ახალი აღთქმის მომავალი კარვის მოწყობას, წინასწარმეტყველი მოწმობს სრულიად განსაკუთრებულ "სატაძრო" წყალზე, რომელიც ჩნდება "ტაძრის მარჯვენა გვერდიდან" და ყოვლადდასაწველის სამსხვერპლოს "სამხრეთ მხარეს" მოედინება.
 
"დამაბრუნა ტაძრის შესასვლელთან და, აჰა, წყალი მიედინება ტაძრის ზღურბლის ქვეშიდან აღძოსავლეთისკენ, რადგან აღმოსავლეთისკენ იყო მიქცეული ტაძარი; წყალი გამოდის ქვეშიდან, ტაძრის მარჯვენა მხრიდან, სამსხვერპლოს სამხრეთით" (ეზეკ. 47:1).
 
ხოლო როდესაც ზეციური სატაძრო წყალი მდინარედ იქცევა და მიაღწევს ერთგვარ ზღვას, რომელშიც აქამდე სიცოცხლე არ არსებობდა, - ეს "მკვდარი ზღვა" საკვირველად გაცოცხლდება:
 
"გამიყვანა ჩრდილოეთის კარიბჭის გზით და გამატარა გარეთა გზით გარეთა კარიბჭისკენ, გარეთა გზით, აღმოსავლეთისკენ რომ მიემართება, და აჰა, მოედინება წყალი მარჯვენა მხრიდან. როცა ეს კაცი აღმოსავლეთისკენ წავიდა ... გაზომა ათასი წყრთა და გამიყვანა წყალში; კოჭებამდე იყო წყალი. ... გაზომა ათასი და გამატარა; წელამდე იყო. გაზომა ათასი და უკვე მდინარე იყო, რომელიც ვეღარ გადავლახე, რადგან ამაღლდა წყალი, გადასაცურავი გახდა; ფეხით გადასვლა არ იქნებოდა მდინარეზე. მითხრა: ხომ დაინახე, ადამის ძევ! წამიყვანა და დამაბრუნა მდინარის ნაპირას. დავბრუნდი და, აჰა, ბევრი ხე იყო მდინარის ნაპირზე, ორივე მხარეს. მითხრა: ეს წყალი მიედინება აღმოსავლეთის მხარეს და ჩადის ველზე, შეერთვის ზღვას და, როცა აღმოჩნდება ზღვაში, განიკურნება წყლები. ყოველი სულდგმული, რომელიც ფუთფუთებს ყველგან, სადაც ეს მდინარე ჩაივლის, გაცოცხლდება; დიდად გამრავლდება თევზი, რადგან სადაც ეს წყლები ჩაივლის, ყველაფერი განიკურნება და გაცოცხლდება, სადაც კი ეს წყალი ჩაივლის. იდგებიან იქ მეთევზეები და ენღადიდან მოყოლებული აღალიმამდე იქნება დაგებული ბადეები; იმგვარივე თევზი ექნებათ მათ, როგორიც დიდ ზღვაშია, დიდზე დიდძალი" (ეზეკ. 47:2-10).
(ეს წინასწარმეტყველური ხილვა ეფუძნება ისრაელის მიწის "ხატობრივ რუქას", რადგან ჩრდილოეთი დაბოლოება "მიწიერი" მკვდარი ზღვისა მართლაც იმყოფება "ფიზიკური" ქალაქის, იერუსალიმის აღმოსავლეთით. და ამ ზღვაში, რომელიც ზეციური ცეცხლით სოდომის განადგურების შედეგად გაჩნდა, მართლაც არაფერი ცოცხლობს. ხოლო ენღადი და აღალიმი, რომლებიც წინასწარმეტყველებაში მოიხსენიებიან, იმყოფებიან მკვდარი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაპირებზე, - ანუ ზღვის იმ ნაწილზე, სადაც შევიდოდა მდინარე, რომლის წყლები გამოვიდნენ "იერუსალიმის აღმოსავლეთიდან" და საითკენაც დღემდე ჩრდილოეთიდან უერთდება მას მდინარე იორდანე).
ხოლო რადგან ზეციური მდინარე, რომელიც ჩაედინება "მკვდარ ზღვაში", ჩნდება "ეზეკიელის ტაძრის" მარჯვენა მხრიდან, - ეს ნაკადი გარდაუვალად გაივლის იმ ადგილს, სადაც ხელთქმნილ კარავში იმყოფებოდა სპილენძის ზღვა (მხოლოდ ასე მიაღწევს ტაძრის მარჯვენ მხრიდან გამოსული წყალი შიდა ეზოს აღმოსავლეთ კარებს და მათგან გავა მდინარის სახით, რომელსაც წინასწარმეტყველი ეზეკიელი აღწერს (ეზეკ. 47:2)).
 
ამრიგად, თუკი ეზეკიელის წიგნის წინასწარმეტყველურ პანორამას ზეციური კარვის ახალაღთქმისეული ხატებების შუქზე შევხედავთ, - ის "მკვდარი ზღვა", რომელშიც ბოლოს და ბოლოს ჩაედინება ცოცხალი წყალი ზეციური წყაროდან, წარმოგვიდგენს სახარებით გაცოცხლებულ ქმნილ სამყაროს.
(სწორედ ამ მიზეზის გამო სოლომონის ტაძრის სპილენძის ზღვის კიდეები შესრულებული იყო გაფურჩქვნილი შროშანის სახით, რაც წარმოადგენდა საღმრთო ქმნილების სილამაზესა და სრულყოფილებას, შეად.: 3 მეფ. 7:26; 2 პარ. 4:5; ლკ. 12:27 და სხვა).
ხოლო ის დიადი ზეციური ზღვა, რომელიც იმყოფება არა ტაძრის გარეთ, არამედ მის შიგნით და "ბროლის მსგავსად" გამოიყურება, წარმოგვიდგება, როგორც ცოცხალი წყლის ახალაღთქმისეული წყაროს განუყოფელ ნაწილად, რომელიც "ტაძრის მარჯვენა მხრიდან მოედინება, სამსხვერპლოს სამხრეთით" (ეზეკ. 47:1).
(ზუსტად ასევე, მდინარე იორდანეზე, მის ზედა ნაკადში იმყოფება გალილეის "ცოცხალი" ზღვა, რომელიც ტიბერიადის ზღვად და გენისარეთის ტბადაც იწოდება, - და მხოლოდ იმის შემდეგ, რაც გაივლის ამ მტკნარ ზღვას მდინარე იორდანე აღწევს მკვდარი ზღვის ჩრდილოეთ ნაწილს, რომელსაც წინასწარმეტყველები "მარილიანს" უწოდებენ.
 
და მიუხედავად იმისა, რომ არცთუ აშკარაა სიმბოლური კავშირი "სიცოცხლის ზღვისა", რომელიც "ველზე" სიონზე მდგომი ეზეკიელის ტაძრიდან გამოედინება, და მდინარე იორდანესი, რომელიც ბუკვალური აზრით მთა ერმონიდან (ხერმონიდან) ჩნდება, - სინამდვილეში იორდანეზე იესუ ნავეს ძის გადასვლა იმ ადგილთან ახლოს მოხდა, სადაც მდინარე იორდანე მკვდარ ზღვაში ჩაედინება; იორდანეზე იოანე ნათლისმცემლის მსახურებაც და იესუ ქრისტეს ნათლობაც იმ ადგილას იყო, სადაც აღთქმულ მიწაზე შესვლის დროს იესუ ნავეს ძემ და ისრაელის მთელმა ერმა იორდანე გადალახა; თვით მაცხოვრის მიერ გალილეის ზღვაზე ფეხით გავლა დაკავშირებულია ზეციური ტაძრის ცოცხალ წყალთან, რომელიც გამოედინება "ტაძრის შესასვლელიდან", ხოლო "აღმოსავლეთის კარიბჭესთან" ღრმა მდინარედ გადაიქცევა (ეზეკ. 47:1-10)).
მასალა მომზადებულია საიტ "აპოკალიფსისის" რედაქციის მიერ მართლმადიდებლური .წყაროების. მიხედვით. 2025 წ.

თემატურად მსგავსი პუბლიკაციები: იხ. სარჩევში
Назад к содержимому