აპოკალიფსისი > განმარტება
როგორ განვასხვავოთ აპოკალიფსისის სწორი და არასწორი განმარტება?
იქიდან გამომდინარე, რომ თანამედროვე საინფორმაციო სივრცე განუწყვეტლივ ივსება გამოცხადების წიგნის ყველაზე განსხვავებული განმარტებებით, რომელთაც გვთავაზობენ არა მარტო მართლმადიდებელი ღვთისმეტყველები, არამედ ყველა ჯურის სექტანტები და თვით ოკულტისტებიც კი, - თანამედროვე ადამიანის აზრი ამა თუ იმ მიდგომასთან დაკავშირებით ეფუძნება იმას, თუ რამდენად პასუხობს ესა თუ ის განმარტება ამ ადამიანის შინაგან მოლოდინებს.
მაგრამ მსჯელობის მსგავს მეთოდს ობიექტურად თუ შევაფასებთ, ადამიანთა უმეტესობა დაგვეთანხმება, რომ წმ. წერილის ყველაზე იდუმალი წიგნის არააშკარა და საიდუმლო მნიშვნელობებთან მიმართებაში, საკუთარ შეგრძნებებზე დაყრდნობა უკიდურესად არასწორია.
გარდა ამისა, ყოველ ადამიანს ამა თუ იმ დონით შეგნებული აქვს, რომ კითხვები, რომლებიც მას აწუხებს მრავალწილ განისაზღვრება მისივე საკუთარი ინტერესებით და შინაგანი რწმენით. ამიტომაც მიუხედავად იმისა, რომ ყველა ადამიანი ელტვის ცოდნის მოპოვებას, რომელიც მათ მიერ წინდაწინვე დადებითად, საჭიროდ, მნიშვნელოვნად, ღირებულად და ა. შ. არიან შეფასებულნი, - ამა თუ იმ საგნის მათებრ კერძო გააზრების ნაკლი, მრავალ შემთხვევაში, შესაძლებლობას არ აძლევს მათ ჩამოაყალიბონ კითხვები, რომელთა პასუხები შეძლებდნენ მიეახლოვებინათ ისინი სასურველ მიზანთან.
რაც შეეხება მორწმუნე ადამიანებს, - ყოველი ქრისტიანი საკუთარ თავს ანგარიშს აძლევს იმაში, რომ ადამიანური ცოდნა და რწმენა უკეთეს შემთხვევაში არასრულყოფილია, ზოგჯერ კი ღიად და აშკარად მცდარიც. ასე რომ კითხვები, რომლებიც უჩნდებათ ადამიანებს შეიძლება იმდენად არაკორექტულნი იყონ, რომ მათზე სწორი პასუხები უბრალოდ არც არსებობენ.
ვერგაგება შეიძლება გამოვლინდეს არა მარტო აღმოცენებულ კითხვაზე პასუხების არარსებობაში, არამედ თავდაპირველი გონებრივი პოზიციის არასწორობაშიც, საიდანაც იწყებს ადამიანი მისთვის საინტერესო ინფორმაციის ძიებას. მათ, ვინც ობიექტურად აზროვნებას ცდილობს, აუცილებელია დაშვებულ იქნას, რომ ის კითხვები, რომელთა გადაწყვეტითაც ცდილობენ ისინი გამოცხადების მოწმობებში მათ მიერვე ნავარაუდევ მნიშვნელობებს
ვინც ობიექტურად აზროვნებას ცდილობს, აუცილებლად უნდა დაუშვას, რომ ის კითხვები, რომელთა გადაწყვეტის პოვნას გამოცხადების მოწმობებში ცდილობენ, მაგრამ ეს გადაწყვეტანი გამოჰყავთ მათ მიერვე ნავარაუდევი მნიშვნელობებიდან, გამოცხადების შემეცნებასთან მიალოხვებასაც კი ვერ შეძლებენ, რადგან ისინი ასახავენ უკვე მათშივე არსებულ წინასწარ აკვიატებულ შეხედულებებს (ყველაზე "მძიმე" შემთხვევებში კი მოწმობენ იმ შინაგან საფუძველთა არაჯეროვან მდგომარეობაზე, რომლებზე დაფუძნებითაც ეძლევიან ამა თუ იმ საკითხს).
ამასთან, წინა პუბლიკაციებში დამოწმებული იყო მრავალი არგუმენტი იმ მტკიცებულების სასარგებლოდ, რომ მოვლენები, რომლებიც წარმოდგენილია გამოცხადების წიგნში, თავისთავად ვერ განიმარტებიან, თუკი არ იქნებიან განხილულნი იმ სტატუსსა და კონტექსტში, რომლებიც ახალაღთქმისეულ წინასწარმეტყველურ მნიშვნელობათა ერთან გლობალურ პანორამაში ამ მოვლენებისთვის არის განსაზღვრული.
ამიტომაც ყოველი, ვინც აპირებს შეაფასოს მისთვის შეთავაზებული განმარტების საფუძვლიანობა ამ განმარტებათა შედარებითა და შესაბამისობით საკუთარ შინაგან მოლოდინებთან, შეიძლება აბსოლუტურად დარწმუნებული იყოს, სწორი წარმოდგენა გააჩნია გამოცხადების წიგნის ძირითად მნიშვნელობებზე.
ასეა თუ ისე, იმ იდუმალი დეტალებისა და წვრილმანების როლი, რომლითაც ინტერესდება უპირველესად გამოცხადების წიგნის მკითხველთა უმრავლესობა, განმსაზღვრელი ფაქტორი არ გახლავთ. ასეთი დეტალები თან ახლავს მოვლენათა ძირითად ხაზს, აზუსტებს ზოგიერთი არსებით ვითარებას, აღნიშნავს დამატებით მნიშვნელობებსა და მოწმობებს, და სხვა. მაგრამ, წიგნის საერთო კომპოზიცია, ასევე ყოველი ცალკეული სიუჟეტის შინაგანი ლოგიკა, არ არის დამოკიდებული ცალკეულ არააშკარა დეტალზე, არამედ მონიშნავს ყველაზე გლობალურ და ყველაზე ამაღლებულ ახალაღთქმისეულ მნიშვნელობებს. მათ განეკუთვნება:
1. მრავალრიცხოვანი და უდავო მოწმობანი უფლისა და მაცხოვრის პიროვნებასა და მისიაზე;2. ძველი აღთქმის დროინდელ უამრავ სიმბოლოთა და წინასწარმეტყველებათა ახალაღთქმისეული მნიშვნელობების გახსნა;3. უდიადეს მაცხოვნებელ ჭეშმარიტებათა დამყარება და განდიდება;4. ახალაღთქმისეულ სულიერ რეალობათა ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტების უწყება და ა. შ.
ამიტომ იმის გათვალისწინებით, რომ ნებისმიერი ტექსტის არსი, მითუმეტეს მთელი წიგნისა, მდგომარეობას არა ცალკეულ დეტალებში ან ფრაგმენტებში, არამედ მის ზოგად, მთავარ, ფუძემდებლურ მნიშვნელობებში (რაც მითუმეტეს სამართლიანია მოც. იოანეს წერილობითი სიტყვისთვის),- იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადებაში მოცემული სიმბოლოებისა და მოვლენების ჭეშმარიტ მნიშვნელობათა გააზრებისთვის, საჭიროა მივმართოთ არა ვარაუდებსა და ფანტაზიებს, არამედ იმ ერთ და საყოველთაო ახალაღთქმისეულ მოწმობებს, რომელთაც წმიდა წერილის ყველა დანარჩენი წიგნი ეძღვნება.
მასალა მომზადებულია საიტ "აპოკალიფსისის" რედაქციის მიერ მართლმადიდებლური .წყაროების. მიხედვით. 2025 წ.
თემატურად მსგავსი პუბლიკაციები: იხ. სარჩევში.