კითხვა-პასუხი - არის თუ არა სიძვა-მრუშობა განქორწინების კანონიკური მიზეზი? - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სწავლანი > კითხვა-პასუხი
არის თუ არა სიძვა-მრუშობა განქორწინების კანონიკური მიზეზი?
ქორწინება
საეკლესიო ქორწინებაში ღმერთი ერთ ხორცად აერთიანებს შეუღლებულებს, ამიტომაც ოჯახური კავშირი წმიდა და დაურღვეველია. განქორწინება არ შედის ღმრთის გეგმაში: "რაც ღმერთმა შეაერთა კაცი ნუ განაშორებს". სამოქალაქო ქორწინებები კი ხშირად ირღვევა. სტატისტიკურად ყოველი მესამე ქორწინება ირღვევა. ცნობილია თუ არა ქრისტიანობაში ქორწინების დარღვევა?
 
 
ქორწინების ბიბლიური საფუძველი
 
მათე მახარობელი გვიყვება, როგორ მივიდნენ ფარისევლები ქრისტესთან და ჰკითხეს "აქვს თუ არა ნება კაცს, ყოველგვარი მიზეზით გაუშვას ცოლი?" (მათე 19:3-9). შეკითხვა შემთხვევითი არ ყოფილა. ცალკეული ფარისევლური სკოლები ცოლებთან გაყრის საფუძვლად საკმაოდ უაზრო მიზეზებს საკმარისად მიიჩნევდნენ.
 
დღესაც კი იუდეველური კანონებით ცოლის მიტოვება (გაშვება) დასაშვებია, თუ ის უცხო კაცის წინ დაამთქნარებს ან საჭმელს შეჭამს, ან კიდევ უდიერად მოიხსენიებს ქმრის ნათესავებს, ძილში ხვრინავს და მაგიდასთან ჭამის დროს პირს აწკლაპუნებს. სხვა იუდეველები კი ცოლის გაშვების მიზეზად მხოლოდ მრუშობას ასახელებდნენ.
 
ქრისტემ ფარისევლებს მიუგო: "მიატოვებს კაცი თავის დედ-მამას, შეერთვის თავის ცოლს, და იქნებაან ორივენი ერთ ხორც" (მათე 19:5).
 
უფალს ახალი არაფერი უთქვამს, მან მხოლოდ ძველი აღთქმა შეახსენა იუდეველთ, დაბადების წიგნი, რომლის მიხედვითაც ისინი ცხოვრობდნენ. მამაკაცის შექმნა მიწის მტვრისგან და, რომ ქალი "შეიქმნა კაცის ნეკნისგან". ამ ადგილშივეა პასუხიც, ღმერთმა ადამისთვის შექმნა ერთი ცოლი და არა ხუთი ან თხუთმეტი; ასევე ცოლს მხოლოდ ერთი ქმარი მისცა! ქორწინება, რომელსაც ღმერთი აკურთხებს მხოლოდ მონოგამიური შეიძლება იყოს. ერთი ცოლისთვის ერთი ქმარი, და არა ათი.
 
ქრისტე ხაზს უსვამს ქორწინების უნიკალურობას, რომელშიც: "თქვა ადამმა: ეს კი მართლაც ძვალია ჩემი ძვალთაგანი და ხორცი ჩემი ხორცთაგანი. დედაკაცი ერქვას მას, რაკი კაცისგან არის გამოღებული" (დაბ. 2:23).
 
"არ არსებობს ცხოვრებაში ჩემთვის სხვა ქალი, გარდა ჩემი ცოლისა", - კვერს უკრავს ადამს ღმრთისმოშიში ქრისტიანი. "არ არსებობს ჩემთვის სხვა ქმარი, გარდა ჩემი ქმრისა", - პასუხობს მართლმადიდებელი ცოლი.
 
 
ქორწინების დარღვევის მიზეზი
 
ქორწინების დარღვევის ერთადერთ მიზეზად ქრისტე მიიჩნევს სიყვარულის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს - სიძვა-მრუშობას, სიწმიდისა და ერთგულების დაკარგვას.
 
წმიდა მოციქული პავლე გვასწავლის: "სიძვა, ყოველგვარი უწმინდურება და ანგარება საერთოდ აღარ იხსენებოდეს თქვენში, როგორც შეშვენის წმიდათ" (ეფეს. 5:3). მხოლოდ "უკეთური ურთიერთობანი ხრწნიან კეთილ ზნე-ჩვევებს" (1 კორინთ. 15:33).
 
დღეს მსოფლიოში იწონებენ ქორწინებამდელ სქესობრივ ძიებას და "განზე" სიყვარულს, რომელიც ვერასოდეს გააძლიერებს ქორწინებას.
 
როგორც წმ. იოანე ოქროპირი ბრძანებს: "თუკი ისჯება ის, ვინც ქორწინებამდე ეძლევა სიძვა-მრუშობას, მითუმეტეს დაისჯება ის, ვინც ამას აკეთებს ქორწინების შემდეგ. რადგან აქ ორმაგი და სამმაგი დანაშაული მოიაზრება და ეს ყოველგვარ ცოდვაზე უმძიმესია".
 
სიძვა-მრუშობის ჩამდენი ერთდრულად არღვევს ოთხ მცნებას: მრუშობს, საკუთარ ცოლს თავის სხეულ პარავს: "ცოლი როდია თავისი სხეულის უფალი, არამედ - ქმარი, და არც ქმარია თავისი სხეულის უფალი, არამედ - ცოლი" (1 კორინთ (7:4), ცრუობს თავის მართლებისას და სხვის საკუთრებას ეპოტინება. ამრიგად ეს ოთხი ცოდვა აღიმართება კედლად ადამიანსა და ღმერთს შორის, ადამიანსა და მის მეორე ნახევარს შორის.
 
ქორწინება ღმერთმა ჩაიფიქრა, როგორც მცირე ეკლესია, რომელიც ქრისტიანულ მცნებებს ეფუძნება და ის ჩადენილი სიძვა-მრუშობის შემთხვევაში ირღვევა.
 
საგულისხმოა, რომ საეკლესიო განაწესში დაკანონებულია მხოლოდ ქორწინების საიდუმლო, განქორწინებისა ან ე. წ. "გვირგვინის აყრისა" - არა. გვიან, როდესაც ღალატისგან დაზარალებული მეუღლე თავის თანამეცხედრეს გაეყრება და მეორედ დაქორწინებას ისურვებს, ნებართვისთვის მიმართავს მოძღვარს.

მომზადებულია მართლმადიდებლური წყაროების მიხედვით.
 
საიტი "აპოკალიფსისი". 7 მაისი. 2021 წ.
Назад к содержимому