კითხვა-პასუხი - რატომ ვცხოვრობთ? რაშია ჩვენი სიცოცხლის აზრი? - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სწავლანი > კითხვა-პასუხი
რატომ ვცხოვრობთ? რაშია ჩვენი სიცოცხლის აზრი?
სამყარო და ადამიანი
ყოველ ჩვენთაგანს, გამონაკლისის გარეშე, ცხოვრებაში ერთხელ მაინც უკითხავს საკუთარი თავისთვის: რატომ ვცხოვრობთ? რაშია ცხოვრების აზრი?
 
უამრავი ფაქტის წყალობით, ქრისტიანობა გვიცხადებს, თუ რაშია ამ ცხოვრების აზრი. ადამიანური ცხოვრების აზრი მდგომარეობს იმაში, რათა მცირდით მაინც, რამდენადაც ეს შესაძლებელია, ვეცადოთ საკუთარი სულისა და სინდისის განწმენდას.
 
ჩვენი უმთავრესი ამოცანა მდგომარეობს არა იმაში, რომ რაიმე მოვიპოვოთ, ვიყიდოთ ან რაიმეს მივაღწიოთ. როგორც მოციქული პავლე ამბობს: "არ გაგვაჩნია აქ მუდმივი ქალაქი, მომავალს ვეძებთ" (ებრ. 13:14). მაგრამ, მოციქული იმასაც ამბობს, რომ "ღმრთის სასუფეველი თვითონ თქვენშია" (ლუკა 17:21).
 
როგორც ირკვევა, ადამიანს აქედანვე შეუძლია მოიპოვოს სიხარული, სულისა და სინდისის სიმშვიდე... ღმერთი ანიჭებს სიხარულს დედამიწაზე მცხოვრებ ყოველ ადამიანს. ის აქვე იწყებს, აქვე ახარებს, და არა ოდესღაც მომავალში... მომავალი დაუსრულებელი და ნეტარი სიხარულის საფუძველი აქ იყრება, დედამიწაზე.
 
რა არის ჩვენი სხეული? ... ყველას გვინახავს მუხლულო (ზოოლ.). რა ემართება მას? რაღაც დროით ის ჭუპრად იქცევა. რას წარმოადგენს ეს ჭუპრი? ნამდვილ კუბოს ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. მაგრამ ნახეთ, რა ხდება შემდგომ: ჭუპრისგან იბადება უმშვენიერესი პეპელა. ეს გახლავთ უბრწყინვალესი მაგალითი იმისა, თუ რა მოელის ადამიანს ამ ცხოვრების შემდგომ.
 
ქრისტიანობა ამბობს, რომ ჩვენი დაავადებული და ხრწნადი სხეული, რომელიც მუდმივად ექვემდებარება წუთისოფლის გასაჭირს - სწორედ ის ჭუპრია, რომელიც შემდეგ მოცილებული იქნება. და მივიღებთ ახალ სხეულს.
 
ქრისტიანული ცხოვრების აზრი - მომავალი ცხოვრების რწმენაა. ამაოდ როდი გვიქადაგებდა ამას მრავალი უდიდესი მოაზროვნე.
 
დოსტოევსკი წერდა: "... მხოლოდ საკუთარი უკვდავებისადმი რწმენით წვდება ადამიანი დედამიწაზე თავისი ცხოვრების გონივრულ მიზანს".
 
თუკი პიროვნება, მართლაც უკვდავია, მაშინ მე მესმის, რატომ უნდა ვისწრაფო სიწმიდისკენ, ან უფრო მარტივად ვიტყვი, რატომ უნდა ვიყო კარგი და კეთილი.
 
წარმოიდგინეთ არ არის ღმერთი, არც სული, და მე მოვკვდები, ყველანი მოკვდებიან... მაშინ ვის რაში დასჭირდება ეს ზნეობრიობა? რა საჭირო იქნება ბოროტისა და კეთილის შეცნობა?
 
რელიგიას მოჰყავს საიქიო ცხოვრების, სულიერი სამყაროს არსებობის უამრავი ფაქტი. მეცნიერთა უამრავი რაოდენობა მივიდა ღმრთის რწმენამდე, თან საკუთარი სამეცნიერო აღმოჩენების წყალობით.
 
ცნობილი რუსი აკადემიკოსი, ტვინის ინსტიტუტის დირექტორი ნატალია ბეხტერევა წარმოშობით ათეისტური ოჯახიდან იყო. მან დაიწყო ტვინის შესწავლა და მივიდა იმის შეგნებამდე, რომ ამგვარი სასწაული, როგორიც ადამიანის ტვინია შეუძლებელია აიხსნას უმაღლესი ინტელექტის, უზენაესი გონის არსებობის გარეშე.
 
ასე რომ დედამიწაზე ჩვენს ზნეობრივ ცხოვრებას აზრს აძლევს მარადისობა, მომავალი მარადიული ცხოვრება, დაუსრულებელი ნეტარება ღმრთის სასუფეველში. და პირიქით, რწმენა მომავალი დაუსრულებელი ნეტარი ცხოვრებისადმი გვავალდებულებს და გვამხნევებს ვიცხოვროთ ქრისტეს მცნებებით, ვიყოთ ღმრთისა და მოყვასის მოყვარულნი, უფლის ერთგულნი, მისი სხეულის (ეკლესიის) წევრნი ... ამრიგად, მომავალ დაუსრულებელ ცხოვრებაშია ჩვენი ამქვეყნიური, ავ-კარგიანი, მრავალჭირნახული და ხრწნადი ცხოვრების აზრი.

საიტი "აპოკალიფსისი". მომზადებულია. პროფ. ა. ოსიპოვის პასუხების მიხედვით. 4 აგვისტო. 2021 წ.
Назад к содержимому