კითხვა-პასუხი - როგორ არ დავკარგოთ მადლი? - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სწავლანი > კითხვა-პასუხი
როგორ არ დავკარგოთ მადლი?
მაცხოვრის თავმდაბლობა
კითხვა: ვიღაცამ მითხრა, რომ მოწყალების გაცემა შეიძლება მხოლოდ ტაძარში შესვლის წინ, უკან გამოსვლისას კი, თითქოსდა მთელ მადლს კარგავ. სიმართლეა თუ არა ეს? და, როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ არ დავკარგოთ მადლი?
 
ეს კითხვა ერთი შეხდვით მიამიტური ჩანს, მაგრამ სინამდვილეში ძალიან ფაქიზი და მნიშვნელოვანია ყოველი ქრისტიანისთვის.
 
თავიდანვე ვიტყვით: აზრი, რომელიც მოუსმენია მავან პიროვნებას და შეკითხვად ჩამოყალიბდა, არა თუ ცთომილია, არამედ გახლავთ ცრურწმენის ნიმუში, რომელიც უკვე "გაეკლესიურებულ" ადამიანთა შორისაც გვხვდება. ამ კითხვას რომ გავეცანით, უცებ ერთი დიდი ხნის წინანდელი შემთხვევა გაგვახსენდა. ბრწყინვალე შვიდეულია, გაზაფხულია, მზე თბილად ანათებს, ირგვლივ სააღდგომო სიხარული სუფევს - ტაძრის ტერიტორიაზე განლაგებულ სახლში ფანჯრებს აღებენ, რომ გაანიავონ. მაგრამ უცებ მოდის ვიღაც პირქუში დედაბერი, უხეშად კეტავს ფანჯრებს და ლუღლუღებს: "ეს რა უქნიათ! აქ ნალოცები სულია, ისინი კი გარეთ დევნიან!" მაშინ შეგვაძრწუნა კონტრასტმა ღმრთის ბრწყინვალე დღესასწაულსა და ღმრთის მადლის "დაკონსერვების" პირქუშ, თუ არ ვიტყვით ბოროტ, მცდელობას შორის.
 
საერთოდ, საიდან ჩნდება ასეთი მოსურვება? აი, მოდის ადამიანი ტაძარში, ლოცულობს, განიცდის ღმერთთან ურთიერთობის ძალიან ნათელ, სასიხარულო გრძნობას, ასევე გრძნობს, რომ ქრისტე შეეხო მის გულს. სწორედ ეს გვესმის ჩვენ ღმრთის მადლში. შემდეგ გადის მცირე დრო, და ეს გრძნობა უფერულოდება, უძლურდება. რა თქმა უნდა, ადამიანი ღიზიანდება, მას სურს რაც შეიძლება დიდხანს შეინახოს საკუთარ თავში მიღებული სიხარული. და ის იწყებს ფიქრს იმაზე, თუ როგორ უნდა ქნას ეს.
 
მაშასადამე, თუკი ადამიანს არასწორად ესმის რა არის მადლი, ის გამოიგონებს მისი "დაკონსერვების" სხვადასხვა ეშმაკურ მეთოდებს. ფანჯრების დახურვა, ტაძრიდან გამოსვლის შემდეგ მოწყალების შეკავება (არგაცემა) და ვინ იცის კიდევ რამდენი რამ, და მისთვისვე შეუმჩნევლად, უგუნურ ცრუმორწმუნეობაში შთაეფლობა.
 
მაშ, რა არის მადლი? ეს ღმრთის ენერგიაა, მაგრამ არა იმგვარი, როგორც ეს ფიზიკაში გვესმის. მადლი ჯოულებსა და კილოვატებში არ იზომება. ეს არც ნივთიერებაა, არც ელექტრომაგნიტური ველი, საერთოდ ეს არ არის იმგვარი რამ, რისი გაზომვა შესაძლებელია სახაზავით, აწონვა სასწორით, ნაწილის ჩამოჭრა და ა. შ.
 
რომ არ მივეცეთ ღვთისმეტყველების სიღრმეებს, მოკლედ ვიტყვით: ჩვენ განვიცდით მადლს, როდესაც ღმრთის მყოფობას ვგრძნობთ ჩვენში. სინამდვილეში ის ყოველთვის ჩვენს გვერდითაა - მაგრამ, ჩვენ ყოველთვის როდი ვარ მასთან.
 
ღმერთს ყოველთვის სურს ადამიანის გვერდით ყოფნა, ყოველთვის სურს მისთვის სიკეთე, და ეს უხილავ მოვლენებსა (მისი მზრუნველობის, მყოფობის, სულიერი სიმშვიდის შეგრძნებები), და ასევე ხილულ მოქმედებებში ვლინდება, როგორიცაა - ეკლესიის საიდუმლოებები, რომლებიც თვითონვე დააფუძნა და რომელთა მიერაც ჩვენ ყველანაირი აზრით შესაძლებლობა გვაქვს უშუალოდ შევუერთდეთ უფალს. ღმრთის მადლი ასევე ვლინდება სამყაროს სილამაზეში, ჩვენს შესაძლებლობაში გვიყვარდეს ერთმანეთი და ვიყოთ სხვისთვისაც საყვარელნი, და არა პირუტყვულ, მხეცურ ცხოვრებასა და ცრუმორწმუნეობაში.
 
თუკი ჩვენ რაღაც მომენტში გადავწყვეტთ, რომ ჩვენი ცხოველური ინტერესები სულიერ ინტერესებზე უფრო მნიშვნელოვანია, თუკი თვითონ ვეტყვით უფალს "მე უკეთ ვიცი რა არის კარგი და რა ცუდი", თუკი არ მივყვებით მის მიერ ჩვენთვის ბოძებულ წესებს, თუკი თვითონ განვეშორებით მას - რატომ უნდა გვიკვირდეს, რომ მის მადლს ვერ მივიღებთ; მაგრამ უფალი, როგორც მამა უძღებ შვილს (ლუკა 15:11-32), ისე ელოდება ყოველი ჩვენგანის მოქცევას. ძალდატანებით უფალი არავის მოახვევს თავს საკუთარ მადლს. მადლის მიღება თითოეული ჩვენგანის უფლისადმი ნებაყოფლობით მსახურებაზეა დამოკიდებული. ჩვენ უნდა შევიგრძნოთ მადლის არქონა, მოვიძიოთ მიზეზი საკუთარ თავში, რომელსაც უკვე ვერ ვგრძნობთ და დავბრუნდეთ მასთან.
 
აი რაზე უნდა ვიფიქროთ, როდესაც მადლს დავკარგავთ (რაც ყოველთვის ცოდვის ჩადენას მოსდევს), - რომ ღმერთი მუდმივად ჩვენს გვერდითაა, რომ მიზეზები ყოველთვის საკუთარ თავში უნდა ვეძებოთ, და არა სხვებში: უძლურებში, ღარიბებში, ფანჯრის გაღებებში, გზაზე შავი კატის გადარბენებში, და ა. შ.
 
მადლის შენახვის მხოლოდ ერთადერთი საიმედო მეთოდი არსებობს - ეს არის იმგვარი ცხოვრება, რომლისკენაც ღმერთი მოგვიწოდებს. ანუ არ უნდა ვაკეთოთ ბოროტი, არ ვხარჯოთ ჩვენთვის ბოძებული ძვირფასი დრო ყოველგვარ ამაოებაზე, არამედ - ვქმნათ კეთილი საქმეები, მოწყალება მივაწოდოთ იმ ადამიანებს, ვინც რეალურად საჭიროებენ მას. კეთილი საქმეებისგან და გაღებული მოწყალებისგან - მადლი არ მცირდება, პირიქით, ის მატულობს ადამიანში. ის ხომ სწორედ იმიტომაც გვეძლევა, რომ მოგვეცეს საღმრთო შეწევნა სიყვარულის კეთილი საქმეების აღსასრულებლად.
 
სხვათა შორის, წყალობის გაცემის დროსაც ასე ხდება: როდესაც ადამიანს ტაძარში ეჩქარება, ის ჩაუქროლებს ხოლმე ღარიბ-ღატაკ ადამიანებს, ვერ ამჩნევს მათ, თავი მისი ათასგვარი საზრუნავით არის გამოტენილი. მაგრამ აი, მან ილოცა ეკლესიაში, მისი გული მოლბა, და, მსახურების შემდეგ რომ გამოვიდა მიეცა მოიმოქმედოს მოწყალების მართლაც მადლმოსილი საქციელი.
 
საერთოდ, ღმრთის მადლი ასე მიიღება: რაც უფრო უნაწილებ მას სხვა ადამიანებს, მით უფრო მეტი გრჩება შენ. როგორც ბრძენი შოთა რუსთაველი იტყოდა: "რასაცა გასცემ შენია, რაც არა - დაკარგულია". და ეს მადლზეა ნათქვამი.
 
მომზადდა მართლმადიდებლური წყაროების მიხედვით.
 
საიტი "აპოკალიფსისი", 2 მარტი. 2021 წ.
Назад к содержимому