კითხვა-პასუხი - შეიძლება თუ არა აღსარება ვთქვათ სახლში, ხატის წინ, მღვდლის გარეშე? - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სწავლანი > კითხვა-პასუხი
შეიძლება თუ არა აღსარება ვთქვათ სახლში, ხატის წინ, მღვდლის გარეშე?
სინანულის საიდუმლო
ძალიან ხშირად გვხვდება აზრი, რომ აღსარებისთვის არ არის საჭირო ტაძარშიმისვლა და ვიღაც მღვდლისთვის "საკუთარი საიდუმლოებების" მოყოლა. ღმერთი ხომ ყველგანაა, მათ შორის ჩვენთან, სახლშიც, და თუკი ასეა, მაშინ გამოდის, რომ სახლშიც შეგვიძლია ვთქვათ აღსარება ხატის წინაშე... მოდი გავერკვეთ, შეიძლება თუ არა ეს და თუ შეიძლება, როგორ ვითარებაში.

რა თქმა უნდა, სახლში, საშინაო ლოცვების შესრულების დროს შესაძლებელია და საჭიროც კი არის ღმრთის წინაშე ჩადენილი ცოდვების აღიარება. ჩვენ საშინაო საღამოს ლოცვებში ვითხოვთ მიტევებას, ასევე ძალებს ვებრძოლოთ საცთურებსა და ვნებებს, მაგრამ ეს არ გახლავთ სრულყოფილი სინანული და აღსარება იმ სახით, რომელიც ჩვენ უფალმა დაგვიწესა.

საშინაო აღსარება - არასრული, ნაწილობრივი აღსარებაა. არსებითად, როდესაც ჩვენ ტაძარში მისასვლელად და სინანულის საიდუმლოში მონაწილეობის მისაღებად ვემზადებით, ასევე ნაწილობრივ ვაღიარებთ ჩვენს ცოდვებს სახლში, ხატის წინაშე და ვიხსენებთ საკუთარ შეცოდებებს. მაგრამ აღსარების საიდუმლოში წერტილის დასმა მხოლოდ მღვდელს ხელეწიფება - ის არის ჩვენი სინანულის მოწმე, რომელსაც უფლის წინაშე შეუძლია დაადასტუროს, თუ რაოდენ ულმობელი იყავით თქვენ საკუთარი ცოდვების მიმართ და რაოდენ გულწრფელად ინანიებდით.

ქრისტეს საიდუმლოს აღსრულების ძალი ანგელოზებისთვის ან ხატებისთვის რომ მიენიჭებინა, მაშინ ჩვენც შევძლებდით იმის თქმას, რომ ღმერთმა ცოდვები ხატის წინაშე აღსარების დროს მოგანიჭათ. მაგრამ უფალს მსგავსი რამ არ დაუწესებია. ყველა საიდუმლოს აღსრულების უფლება მან თავის მოწაფეებს მისცა (იხ. მთ. 18:18; ინ. 20:22-23), მათ კი, თავის მხრივ, ეს უფლება გადასცეს ღვთისმსახურებს (მღვდლებსა და ეპისკოპოსებს). აღსარება ხომ მართლმადიდებლური ეკლესიის ერთ-ერთი საიდუმლოა, მაშასადამე, მისი აღსრულება მხოლოდ მღვდლის წინაშეა საჭირო და მხოლოდ მის მიერ მოგვეცემა ღმრთისგან ცოდვათა მიტევება. ამგვარი სამოციქულო მემკვიდრეობა ეკლესიაში დღემდე ნარჩუნდება.

ამიტომაც თუ შენ მორწმუნე ქრისტიანი ხარ, არანაირ საშინაო აღსარებაზე, რომელიც თითქოსდა ცვლის საეკლესიო საიდუმლოს, არ უნდა მსჯელობდე. ამგვარ ჩანაცვლებაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია.

გამონაკლისად კი შეიძლება დავასახელოთ იმგვარი ვითარება, რომელმაც შეიძლება დროებით ჩაანაცვლოს სინანულის საიდუმლო, ეს სამხედრო მოქმედებებია, როდესაც სასიკვდილო საფრთხე ძალზედ დიდია და, ისეთი შემთხვევები, როდესაც ქრისტიანები ექტრემალურ ვითარებაში იმყოფებიან ახლო-მახლო კი მართლმადიდებელი მღვდელი არ არის, ანუ როდესაც არ გვაქვს შესაძლებლობა თავი შევუშვიროთ მღვდლის ეპიტრაქილს.

მსგავს სიტუაციებში მართლმადიდებელი ეკლესიისგან გვაქვს უფლება აღსარება ვთქვათ არა დაწესებული წეს-განგების მიხედვით, რათა საერთოდ დავრჩეთ აღსარების გარეშე. იყო შემთხვევა, როდესაც ადამიანი კვდებოდა გზაზე, ტაძრისგან მოშორებით, და ის ნებისმიერ გამვლელს ეუბნებოდა საკუთარ ცოდვას. ხოლო, როდესაც ტაძრამდე მიაღწია, მივიდა მღვდელთან, ხელახლა მოუთხრო თავისი ცოდვები ღვთისმსახურს - და ეს სინანული შეწყნარებულ იქნა.

დაგიცვათ ღმერთმა ყოველგვარი განსაცდელისგან!

"აპოკალიფსისის" რედაქცია: მომზადებულია მართლმადიდებლური მასალების მიხედვით.
Назад к содержимому