პოლიტიკა - რატომ იწვიან ევროპაში ქრისტიანული ტაძრები? - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოსტასია > პოლიტიკა
რატომ იწვიან ევროპაში ქრისტიანული ტაძრები?
ნანტის პეტრე-პავლეს ტაძარი
ქალაქ ნანტში ხანძარი გაუჩნდა წმმ. პეტრესა და პავლეს საკატედრო ტაძარს. ეს გახლავთ ყველაზე დიდი კათოლიკური ტაძარი ბრეტანში, რომლის მშენებლობა XV ს-ში დაიწყო. მასშტაბური განადგურებისგან ის სულ რაღაც სამი წლის წინ დასრულებული რესტავრაციით გადაარჩინეს - გუმბათები ბეტონით გაამაგრეს. ეს რომ არ ექნათ, ტაძარი პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ბედს გაიზიარებდა, რომელიც პრაქტიკულად 2019 წელს სრულიად დაიფერფლა.

შეუძლებელია ვერ შევამჩნიოთ საფრანგეთის ძირითადი ქრისტიანული ტაძრების უცნაური ხანძარსაშიშროება. თუკი პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის შემთხვევაში საფრანგეთის ხელისუფლება პირველივე დღიდან მალავდა ხანძრის ხელოვნურად გაჩენის ვერსიას, რომელიც მუშა ვერსიადაც კი არ განიხილებოდა, ნანტის შემთხვევაში ეს ვერ მოხერხდა. მეხანძრეებმა იმთავითვე განაცხადეს, რომ არსებობდა ცეცხლის სამი კერა, რაც ტაძრის ბოროტგანზრახვით დაწვაზე მეტყველებს.

საფრანგეთისთვის - ეს შეიძლება არნახული პოლიტიკური კრიზისის დასაწყისი გახდეს.

საფრანგეთის დიდი ქალაქები სავსეა მუსლიმური მაღრიბიდან გამოსული მიგრანტებით. საფრანგეთში ცხოვრობს ჩრდილოეთ აფრიკიდან და ახლო აღმოსავლეთიდან მიგრირებული 6 მილიონი მუსლიმი. დღეს ეს ქვეყნის მოსახლეობის 9%-ს შეადგენს.

ეს მაჩვენებელი უმნიშვნელო იქნებოდა, რომ არა ერთი გარემოება - ეს ადამიანები სულაც არ კარგავენ თავიანთ ეთნიკურ და რელიგიურ იდენტობას თვით მეორე და მესამე თაობებშიც კი. სხვათა შორის, არც არავინ ისახავს ამგვარ ამოცანას. საფრანგეთის რესპუბლიკა ხომ საერო სახელმწიფოა, რომელიც უარყოფს ნებისმიერ კავშირს ქრისტიანობასთან, აქ სახელმწიფო დაწესებულებებში სამკერდე ჯვრის ტარებაც კი აკრძალულია.

თუმცა, ის ადამიანები, ვინც შუასაუკუნეების კათოლიკურ ტაძრებს ცეცხლს უკიდებენ, ამ ნიუანსს ვერ ხვდებიან. ისინი ფრანგებში დღესაც ხედავენ ჯვაროსნებს - ჰერცოგ გოტფრიდ ბულონელის, უფლის საფლავის მცველის შთამომავლებს, მიუხედავად იმისა, რომ ეს შთამომავლები სრულიად უმწეო, უსუსურები და დაუდევრები არიან, რომლებმაც უკვე თითქმის უარყვეს წინაპართა ქრისტიანული რწმენა და ტრადიციები.

მულტიკულტურალიზმის მემარცხენე დიქტატურისა და პოლიტკორექტულობისგან ბებერი ევროპა უკვე დისკომფორტს განიცდის, უფრო ხშირად კი - შიშსა და ძრწოლას.

ფრანგების, გერმანელების, ჰოლანდიელების და ბელგიელებისთვის უკვე ცხადი ხდება, რომ მილიონობით მიგრანტი - უდიდესი საფრთხეა ევროპული კულტურისთვის. ევროპული ჰუმანიზმი კი სულ უფრო წააგავს გონებრივ სიჩლუნგეს.

რუსეთი ამ აზრით სრულიად ევროპულ ტრენდშია. ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებები ეჭვს არ ტოვებენ იმაში, რომ ქვეყნის მიგრაციული პოლიტიკა სულაც არ მოიაზრება შიდა სტაბილურობისა და "სახელმწიფოს წარმომქმნელი ერის" ინტერესების თვალსაზრისით. შრომითი მიგრაცია სრულიად ექვემდებარება მსხვილ საქმისმწარმოებელთა ინტერესს, რომელთა მიზანი მხოლოდ მატერიალური მოგებაა. მათ სხვა არაფერი აინტერესებთ და მნიშვნელობა არა აქვს კერძო კომპანიებზე ვილაპარაკებთ თუ სახელმწიფო ორგანიზაციებზე, ლოგიკა ყველას ერთნაირი აქვს.

ევროპის მიგრაციულ პოლიტიკას - 60 წელი უსრულდება. რუსულს ჯერ კიდევ - 30. მცირედი დრო კიდევ არსებობს ვითარების გამოსასწორებლად.



ნანტის (საფრანგეთი) წმმ. პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძარი

წყარო: kp.ru

________________

"აპოკალიფსისის" რედაქციისგან: ეს სამწუხარო ფაქტი ჩვენთვის, ქართველებისთვისაც საყურადღებოა. საქართველო დღეს განიცდის არა მარტო სოციალურ-ეკონომიკურ და პოლიტიკურ კრიზისს, არამედ ეროვნულსაც - მოსახლეობის ნახევარი გასულია უცხოეთში, შემოსულია მიგრანტთა დიდი ნაკადი. შემოსული მიგრანტების ნაწილი აქტიურად ყიდულობს ქართულ მიწას და აქ ფუძნდება. მიგრაციული პოლიტიკა, თუ ჩვენი ქვეყნის პირობების შესაბამისად არ დარეგულირდება, გამოუსწორებელ და შეუქცევად კატასტროფას გამოიწვევს. იქნებ გაითვალისწინონ ეს ქართველმა პოლიტიკოსებმა...

Назад к содержимому