ანგელოზები - ანგელოზთა იერარქია მართლმადიდებლობაში - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

სწავლანი > ანგელოზები

ანგელოზთა იერარქია მართლმადიდებლობაში

Angelozebi

21 (8) ნოემბერს მსოფლიო მართლმადიდებლური ეკლესია მთავარანგელოზობის დღესასწაულს აღნიშნავს და იხსენიებს „კრებას წმიდისა მთვარანგელოზისა მიქაელისა და სხვათაუხორცოთა ზეცისა ძალთა (მთავარანგელოზთა: გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელისა).

ამ დღის აღნიშვნა  ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყტდა, რომელიც IV საუკუნის დასაწყისში, ნიკეის I მსოფლიო კრებამდე რამდენიმე წლით ადრე გაიმართა. ლაოდიკიის კრებამ დაგმო და უარყო ანგელოზებისადმიღვთაებრივი პატივის მიგება და დაამტკიცა მათიმართლმადიდებლური თაყვანისცემა.

მართლმადიდებლურ სწავლებით ზეცაში, ანგელოზთა შორის ღვთივდადგენილი წესრიგი, იერარქია არსებობს. ამის შესახებ სახარებაზე დაყრდნობით ბევრი ღვთისმეტყველი წერს, მათგან გამოირჩევა წმ. დიონისე არეოპაგელის ავტორობით შექმნილი თხზულება „ზეციური იერარქიის შესახებ“, სადაც კარგადაა განმარტბეული ზეციურ დასთა იერარქია.

საკუთრივი მნიშვნელობით “ანგელოზებად” იწოდებიან მხოლოდ ზეციურ ძალთა ზემოდან მეცხრე საფეხურზე მყოფი არსნი, რადგან ადამიანებს უშუალოდ მხოლოდ ისინი უცხადებენ ზენა არსთაგან გადმოცემულ ჭეშმარიტებას. ეს იერარქია არასოდეს ირღვევა.

წმ. დიონისე ანგელოზთა სამყაროს ცხრა ხარისხად ანუ დასად ყოფს. ესენია: სერაფიმნი, ქერუბიმნი, საყდარნი, უფლებანი, ძალნი, ხელმწიფებანი, მთავრობანი, მთავარანგელოზნი, ანგელოზნი.

მათ თავის მხრივ სამ იერარქიულ ტრიადად (მწყობრად) ანაწილებს, რომელთაგან თითოეული სამი დასისგან შედგება.

I დასი-სერაფიმნი, ქერუბიმნი, საყდარნი. ეს ანგელოზები ღმერთთან ყველაზე დაახლოებულნი არიან.  ყოვლადწმიდა სამებასთან ყველაზე ახლოს დგანან სერაბიმნი (ეს. 6, 2). ისინი ადამიანებს ღვთაებრივი სიყვარულის ალით აღაგზნებენ. სერაბიმთა შემდგომ უფალთან დგანან ქერუბიმნი (შეს. 3, 24), რომელთა სახელი ნიშნავს: სიბრძნის გარდამოსვლას, განათლებას. ქერუბიმებს მოსდევენ საყდარნი (კოლ. 1, 16), რომლებიც ღვთის მართლმსაჯულებას ემსახურებიან.

II დასი-უფლებანი, ძალნი, ხელმწიფებანი- ესენი ადამინებთან ყველაზე ახლოს მდგომნი არიან. უფლებანი (კოლ. 1, 16) ანგელოზთა მომდევნო დასებზე მეუფებენ, ღვთისგან დადგენილ მიწიერ ხელისუფალთ ბრძნულ მართვა-განმგებლობაში შეეწევიან, ადამიანებს ცოდვილ გულისთქმათა დაძლევაში ეხმარებიან.  ძალნი (1 პეტ. 3, 22) ღვთის ნებით უფლის რჩეულებზე მორჩილებას, მოთმინებას, საკვირველთქმედების და განჭვრეტის მადლს გარდამოავლენენ. ხელმწიფებანი (1 პეტ. 3, 22; კოლ. 1, 16) ადამიანებს ეშმაკის საცდურთაგან განარიდებენ და ბოროტ გულისთქმებთან ბრძოლაში ეხმარებიან.

III დასი-მთავრობანი, მთავარანგელოზნი, ანგელოზნი- ესაა მესამე უმდაბლესი იერარქია. საწყისნი (კოლ. 1, 16) მთავარანგელოზებს აღძრავენ ღვთის ბრძანებათა შესრულებისათვის. საწყისებს დავალებული აქვთ სამყაროს განმგებლობა, ქვეყნების, ხალხებისა და ტომების დაცვა. ისინი ადამიანებს ასწავლიან, რომ ყველას თავისი ღირსების შესაფერი პატივი მიაგონ; მთავარანგელოზნი (1 თეს. 4, 16) უფლის ნებას გვაუწყებენ. გვიხსნიან სარწმუნოების საიდუმლოებებსა და წინასწარმეტყველებებს. ანგელოზნი (1 პეტრ. 3, 22) ყველაზე ახლოს დგანან ადამიანებთან და  ღვთის განგებულებას ამცნობენ მათ. მუდამ მზად არიან შემწეობისთვის.


ანგელოზთა დასის მთავრად დადგენილია მთავარანგელოზი მიქაელი. მისი სახელი ებრაულად ნიშნავს: „რომელი ვითარცა ღმერთი“- ღვთის ერთგული მსახური, რომელმაც გაიმარჯვა სატანის ძალებზე.

დიონისე არეოპაგელის ანგელოზთა რიგს  მცირედი კორექცია გაუკეთა წმინდა მაქსიმე აღმსარებელმა (თანამედროვე მკვლევართა აზრით, იოანე სკვითოპოლელმა), რომლის მიხედვითაც უზენაესია არა “სერაფიმთა”, არამედ “საყდართა” მწკრივი.

საყდარნი,

ქერუბიმნი,

სერაფიმნი.


მომდევნო და ბოლო ეტაპი ანგელოზური იერარქიის კომენტირების გზაზე უკავშირდება წმინდა სვიმეონ ახალი ღმრთისმეტყველის  მოწაფის, ნიკიტა სტითატის სახელს, რომელმაც სცადა კონკრეტულადგანემარტა წმინდა დიონისეს სწავლება იმის შესახებ, რომ ამქვეყნიური საეკლესიო იერარქია გამოსახავსზეციურს. ნიკიტამ თავის ნაშრომში, “იერარქიის შესახებ”, მოგვცა ანგელოზური და საეკლესიო იერარქიების შემდეგი შესატყვისობა:

პირველი სამეული

საყდარნი-პატრიარქები, ქერუბიმნი-მიტროპოლიტები,
სერაფიმნი- მთავარეპისკოპოსები.

მეორე სამეული


უფლებანი
ეპისკოპოსები, ძალნი მღვდლები, ხელმწიფებანი დიაკვნები.

მესამე სამეული


მთავრობანი
იპოდიაკვნები (კერძოდიაკვნები), მთავარანგელოზნი მკითხველნი (მედავითნენი), ანგელოზნი მონაზვნები.


ეკლესიის ბევრი მასწავლებელი ფიქრობს, რომ ღმერთმა ანგელოზები ხილულ სამყაროზე ადრე შექმნა (წმ. ამბროსი მედიოლანელი, ნეტარი იერონიმე, გრიგოლ დიდი, ანასტასი სინელი). სამყაროს შექმნის დროს ისინი უკვე უფალთან იყვნენ და ემსახურებოდნენ მას. ღირსი იოანე დამასკელი წერს: „თუმცა ანგელოზს ჩვენთან შედარებით უსხეულო და უნივთო ეწოდება, ერთიანი, უდარებელი ღმერთის მიმართ ყოველივე ტლანქია და ნივთიერი. მხოლოდ ღმერთია სავსებით უნივთო და უსხეულო“.  ამდენად ანგელოზები უაღრესად სრულყოფილი სულები არიან, ადამიანზე მაღლა დგანან, მაგრამ, როგორც ქმნილ არსებებს, ისინიც  შეზღუდულები არიან. უსხეულონი არიან და ადამიანებთან შედარებით ნაკლებ ექვემდებარებიან ადგილსა და სივრცეს, მაგრამ მათ არ შეუძლიათ ერთდროულად ყოფნა ცაშიც და დედამიწაზეც. წმიდა წერილი მიუთითებს, რომ ანგელოზები ვერ სწვდებიან საღვთო არსების სიღრმეებს.  მათ არ უწყიან, რა იქნება სამომავლოდ. აგრეთვე, სურვილის მიუხედავად, ისინი ბოლომდე ვერ აცნობიერებენ გამოსყიდვის საიდუმლოს,  ვერ ხვდებიან ყველა ადამიანურ განზრახვას (3 მეფ. 8,39); და ბოლოს, არ შეუძლიათ ღვთის ნების გარეშე, დამოუკიდებლად აღასრულონ სასწაულები.

ანგელოზთა სამყარო უზარმაზარია, ყველა მათგანს სხვადასხვა კურთხევა აქვთ მიცემული ღვთისაგან და შესაბამისად ისინიც, განსხვავებულად ემსახურებიან უფალსა და შეეწევიან  ადამინებს.

მასალა მომზადებულია ინტერნეტ რესურსების გამოყენებით.

წყარო: http://www.ttimes.ge/archives/72612

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню