ანტიერეტიკონი - იდეოლოგემები, რომლებიც აყალიბებენ დესტრუქციულ პიროვნება - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სწავლანი > ანტიერეტიკონი
იდეოლოგემები, რომლებიც აყალიბებენ დესტრუქციულ პიროვნებას
მწვალებლები
რელიგიური სამყარო ძალზედ მრავალფეროვანი. ტრადიციულ რელიგიათა უმეტესობა სხვადასხვა რელიგიურ შეხედულებებთან მშვიდობიანი თანაარსებობის გზებს ეძებს. მაგრამ ფაქტი ადასტურებს, რომ არსებობენ რელიგიური ორგანიზაციები, რომლებიც დესტრუქციულნი არიან თავიანთი ნაყოფით. მაგალითად, სექტამ "აუმ სენრიკიო" მომწამვლელი აირების გამოყენებით ტოკიის მეტროში ტერორისტული აქტი მოაწყო, ვაჰაბიზმის მიმდევრები მთელი მსოფლიოს მასშტაბით აწყობენ ტერაქტებს, იეჰოვას მოწმეებმა მოკლეს ათასობით ადამიანი, როდესაც მათ აუკრძალეს სისხლის გადასხმა და ამ სიის გაგრძელება კიდევ შეიძლება.

მკვლელობები, თვითმკვლელობები, სამედიცინო დახმარებაზე აკრძალვა, შეზღუდვა განათლების მიღებაზე, სპეკულირება სექსუალურ თემატიკაზე, ფინანსური მაქინაციები და ა. შ. რატომ ჩნდება ეს პრობლემები მთელ რიგ რელიგიურ ორგანიზაციებში? იმიტომ, რომ ეს ყველაფერი გამართლებულია მათ იდეოლოგიაში.

რელიგიური მსოფლმხედველობა, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა რამ აყალიბებს ღირებულებათა სისტემას, წარმოდგენას სიკეთესა და ბოროტებაზე, ზეგავლენას ახდენს ადამიანთა ქცევაზე, მაშასადამე ის შეიძლება იყოს როგორც პოზიტიური, ასევე დესტრუქციული, მას შეუძლია ადამიანები მიიყვანოს სულიერ, ინტელექტუალურ, ფიზიკურ და ზნეობრივ დეგრადაციამდე.

ამ მოკლე პუბლიკაციაში შევეცდებით გამოვყოთ ზოგიერთი იდეოლოგემა, რომლებსაც შეუძლიათ ხელი შეუწყონ დესტრუქციული პიროვნების ჩამოყალიბებას.

გონების დისკრედიტაცია. დესტრუქციული კულტების ლიდერები თავიანთ ადეპტებს ეუბნებიან: "გონება ხელს გიშლით სულიერ განვითარებაში. თქვენი აზრები, ღრუბლების მსგავსია, რომლებიც ფარავენ მზეს, გაფანტეთ ღრუბლები, და თქვენ დაინახავთ მზეს. რაც ნაკლებს ფიქრობთ, მით ახლოს ხართ ღმერთთან". ასეთი მსოფლმხედველობრივი მიზანდასახულობის შედეგია ინტელექტის დაკნინება, ადამიანის კრიტიკული აზროვნების დაქვეითება, მაშასადამე, მას შეიძლება ჩაუნერგონ უფრო საშინელი აზრები.

ახლობელთა დისკრედიტაცია. ყალიბდება წარმოდგენა, რომ წარსულში ადამიანს ყველა საქმე ცუდად მისდიოდა, მეგობრები ეგოისტები არიან, მშობლები საკუთარ თავს იმკვიდრებდნენ მის ხარჯზე, ოჯახში მისი არავის ესმის. ცხოვრებისეული წარუმატებლობები კი მასზსე ახლობლების ზეგავლენის მიზეზია. მოკლედ, ახლობელთა დისკრედიტაციის მეშვეობით ხდება ადამიანის ინტელექტუალური და ფსიქოლოგიური იზოლაცია, რის შემდეგააც უფრო ადვილია მათი ცნობიერებით მანიპულირება და მისთვის ყველაზე მრავალფეროვანი და სულელური იდეების ჩაგონება.

უარი დაეჭვებას. ადამიანს შთააგონებენ უცთომელი მასწავლებლის ან ორგანიზაციის სახეს. მასწავლებელი (მოძღვარი) ან ორგანიზაცია ყოველთვის მართალია, ამაში დაეჭვება სულიერი დეგრადაციის ნიშნად ითვლება, ორგანიზაციაში დაეჭვება კი - ეშმაკით შეპყრობილობად. ადამიანები, რომლებიც არაფერს ეჭვობენ, ნებისმიერი სექტის ხელმძღვანელობისთვის შესანიშნავი ინსტრუმენტია ცხოვრებაში ყველაზე თამამი ფანტაზიების განსახორციელებლად.

ძალადობის გამართლება. ადამიანების მოკვლა ცუდია, მაგრამ ხომ იცი ადამიანის ცხოვრების მთავარი მიზანი რომ სულიერი განვითარებაა; თუ ადამიანი არ უსმენს ჩვენს მოძღვარს ან ორგანიზაციას, ან მათ საჯაროდ აკრიტიკებს, ის სულიერად დეგრადირდება, აფუჭებს თავის კარმას, ამიტომაც, ჩვენ მას უნდა დავეხმაროთ, არ მივცეთ კარმის გაფუჭების შესაძლებლობა, შევქმნათ პირობები უფრო კარგი გარდასახვისთვის, ჩვენ ის უნდა მოვკლათ.

სიცრუის გამართლება. მსოფლიო ეშმაკმა შეიპყრო, ჩვენ ერთადერთი ვართ, ვინც მას ებრძვის. მაგრამ ეშმაკმა ცილი დასწამა ჩვენს ორგანიზაციას, ის თავისი მარიონეტების მეშვეობით მიისწრაფვის ჩვენი განადგურებისკენ. ამ ცილისწამების გამო ადამიანებს ჩვენი ეშინიათ, არ სურთ შემოსვლა ჩვენს ორგანიზაციაში, მაშასადამე ისინი სულიერად იღუპებიან. ჩვენ ვაწარმოებთ ომს ეშმაკთან, ჩვენ მართლმადიდებლები არ ვართ, ჩვენ თავს პროტესტანტებს ვუწოდებთ, მაგრამ, თუ ეს საჭიროა, ჩვენს "სალოცავ სახლში" უცებ გაჩნდება მართლმადიდებლური ჯვარი; მართლმადიდებლებს ჩვენ წარმართებად მივიჩნევთ, მაგრამ, თუ ეს საჭიროა, ჩვენი მსახურები მივლენ საერო სამკურნალო დაწესებულებებში და იქ მართლმადიდებელი მღვდლების სამოსით იქადაგებენ. ეშმაკი ათას სისულელეს გვაბრალებს მასმედიის მეშვეობით, ამიტომაც პირველ შეხვედრაზე ნურავის აუწყებთ ჩვენი ორგანიზაციის დასახელებას, არამედ იწოდეთ "უბრალო ქრისტიანებად". თუ სასამართლოში გამოგიძახებენ, როგორც ღმრთის ჭეშმარიტმა მსახურმა მხოლოდ ის ილაპარაკე, რაც ორგანიზაციისთვის არის სასარგებლო. რადგან რა არის სიმართლე, ეს არის ის, რასაც ყოველთვის ცხონებასთან მივყავართ, ხოლო ცხონება - ეს არის ჩვენი გურუ, ჩვენი ორგანიზაცია, სიმართლე - ეს არის ის, რაც ხელს უწყობს ჩვენს აყვავებას.

თავის მართლება. ორგანიზაცია ყოველთვის მართალია, რადგან მის ზურგს უკან ღმერთი დგას. მისი ლიდერები ბევრ დაპირებებს იძლევიან, ხოლო დაპირებები ვერ სრულდება, ეს იმიტომ, რომ შენ არასაკმარისად გწამს; იმიტომ, არასწორად იყენებ ჩვენს ტექნიკას; იმიტომ, რომ შენში ჯერაც მოქმედებს კრიტიკის სული.

ორგანიზაციის მტრები. ორგანიზაციამ პირობა დადო, რომ ორიოდ ათეული წლის შემდეგ დაიპყრობდა მთელ მსოფლიოს, ეს კი არ მოხდა. ორგანიზაციის შიგნით არის პრობლემები, მაგრამ მათი გაქრობის ტენდენციები არ ჩანს. ყოველივე ამაში დამნაშავენი არიან "ორგანიზაციის მტრები". ორგანიზაცია რომ გადარჩეს, უნდა გამოვლინდნენ მისი მტრები; მტერი ჩვენს გვერდითაა, ის შეიძლება თითოეულ ადამიანში იყოს, ჭეშმარიტი არიელი, დაუნდობელია რეიხის მტრების მიმართ. მტრებს შეიძლება მივაწეროთ ნებისმიერი "უცთომელი" გურუს შეცდომა, ამ იდეის დახმარებით ადვილია ადამიანთა განშორება, დაუმორჩილებელთა მოშორება; და, საერთოდ, იმ ადამიანთაგან, ვინც დაკავებულნი არიან "ხალხის მტრების" ძებნით და მათთან ომით, საღ აზროვნებას არც უნდა ველოდოთ.

შიში. დესტრუქციული ორგანიზაციის ლიდერები თავიანთ ადეპტებს ჩააგონებენ: "შენ თუ ჩვენი ორგანიზაციიდან გახვალ შიდს-ით დაავადდები, შენ მოგკლავს ეშმაკი, ღმერთი ვერ დაგიცავს ბნელეთის ძალთა შემოტევისგან, შენ გადაიქცევი ტარაკნად" და ა. შ. შიში ხელს არ უწყობს საღ აზროვნებას.

სიკეთე და ბოროტება შეფარდებითი მცნებებია. თუ არ არსებობს სიკეთისა და ბოროტების მყარი საზომი, არ არსებობს ღმრთის ურყევი მცნებები, მალე ამ მცნებებს დაგვიწესებენ როგორც მოეპრიანებათ, და ეს სასარგებლო იქნება მათთვის, ვინც მათ დაგვიწესებს. მაშასადამე, მათ შეეძლებათ სიკეთედ და ბოროტებად გამოგვიცხადონ ნებისმიერი რამ.

დასკვნა. თქვენ თუ გსურთ გამოარკვიოთ ამა თუ იმ რელიგიური ორგანიზაციის დესტრუქციული პოტენციალი უნდა შეისწავლოთ მისი იდეოლგია, დააკვირდეთ ღირებულებათა მის სისტემას და თუკი მასში არსებობს ჩვენ მიერ ზემოთ მითითებულ იდოლოგემებიდან რომელიმე, ეს უკვე არის მიზეზი ფრთხილად ყოფნისა. დესტრუქციულობას ხელს უწყობს ასევე მართვის ერთპიროვნული ფორმა, თანაც იქ, სადაც არ არსებობს ორგანიზაციის მკაფიოდ გამოხატული სწავლება. ასეთ ორგანიზაციებს ახალგაზრდებიც ფრთხილად უნდა ეკიდებოდნენ, რადგან მათში შესაძლებელია სწრაფი იდეოლოგიური ტრანსფორმაცია.

ღირებულებათა ტრადიციულ სისტემაში ადამიანის განმტკიცებას უპირველეს ყოვლისა ემსახურება მართლმადიდებლობა, რადგან ის ამცირებს დესტრუქციულ ორგანიზაციებში ადამიანის მოხვედრის შესაძლებლობას.

წყარო: https://stavroskrest.ru
Назад к содержимому