სწავლანი > ანტიერეტიკონი
იეჰოვას მოწმეები და სისხლის გადასხმა
იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაციის წევრებს გულწრფელად სჯერათ, რომ დიდი ცოდვაა სისხლის გადასხმაზე დათანხმება, რადგან ბიბლიაში ნათქვამია, რომ ჩვენ მისგან "თავი უნდა შევიკავოთ": "ეკრძალეთ ნაკერპალსა და სისხლს, დამხრჩვალს და სიძვას. თუ ამათგან მოიზღუდავთ თავს, კარგს იზამთ" (საქმე 15:29).
ამავდროულად "საგუშაგო კოშკის" ორგანიზაცია, როგორც ჩანს, სულაც არ არის წინააღმდეგი მისმა წევრებმა ზოგიერთი სისხლზე დამზადებული პრეპარატები გამოიყენონ, როგორიცაა, მაგალითად, ალბუმინი, ერითროპოეტინი, იმუნოგლობლუინის შრატი ან შედედების ფაქტორები, რომლებიც ჰემოფილიის სამკურნალოდ გამოიყენება.
ამასთან დაკავშირებით შეიძლება დავსვათ სრულიად კანონზომიერი შეკითხვა: სინამდვილეში, მართლაც გაურბიან იეჰოვას მოწმეები სისხლის გამოყენებს? რადგან თუკი მედიცინაში სისხლის გამოყენება, წმიდა წერილის თვალსაზრისით, მიუღებელია, განა შეუძლიათ იეჰოვას მოწმეებს დამოუკიდებლად გადაწყვიტონ სისხლის რომელი ნაწილის მიღება შეუძლიათ მათ და რომლისა არა?
რა არის სისხლის გადასხმა?
ძალიან ხშირად, იეჰოვას მოწმეთა ლიტერატურაში, სისხლის გადასხმა ასოცირდება პაციენტისთვის მთლიანი სისხლის პაკეტის შეერთებასთან, რომელსაც ექიმი უნიშნავს პაციენტს, როგორც მკურნალობის ფორმას. მაგრამ, იეჰოვას მოწმეთა ლიტერატურაში ფართოდ გავრცელებული ილუსტრაციებისდა მიუხედავად, ეს მთლად ზუსტი სურათი როდია.
მთელი რიგი მიზეზების გამო, დაწყებული ეეფქტურობისა და პრაქტიკულობის საკითხებით, და ელემენტარული ეკონომიის თვალსაზრისითაც, სუფთა სისხლს, დღეს, პრაქტიკულად არავის უსხამენ. დონორულ სისხლს, როგორც წესი, მისი აღებისთანავე ყოველთვის მის შემადგენელ ნაწილებად ჰყოფენ. ამგვარად, ცალკეული პაციენტები, მკურნალობის დროს იღებენ არა სუფთა სისხლს, არამედ მხოლოდ მკურნალობისთვის საჭირო კონკრეტულ კომპონენტს. ასეთმა პრაქტიკამ მედიცინაში "სისხლის კომპონენტებით მკურნალობის" სახელწოდება მიიღო.
ამიტომაც, წმიდად ტექნიკური თვალსაზრისით, "სისხლის გადასხმად", შეიძლება ჩავთვალოთ ნებისმიერი ცალკეული კომპონენტის შეყვანა, მიუხედავად იმისა, რამდენ პროცენტს შეადგენს ის სისხლის საერთო მასიდან.
პაციენტის მნიშვნელოვანი, მაგრამ პასუხგაუცემელი კითხვები
როგორც ცნობილია, სუფთა სისხლის შედგება ორი ძირითადი კომპონენტისგან: პლაზმისგან (50-60%), და ფორმული ელემენტებისგან (40-50%). იეჰოვას მოწმეები უარს ამბობენ მიიღონ, როგორც პლაზმა ასევე ერითროციტები, ლიკოციტები და თრომბოციტები, რომლებიც შედიან ფორმული ელემენტების შემადგენლობაში. მაგრამ მათ ყველა ზემოთჩამოთვლილი კომპონენტების უფრო წვრილ შემადგენლთა მიმართ არაფერი აქვთ საწინააღმდეგო.
ამიტომაც, იბადება საკმაოდ კანონზომიერი შეკითხვა: თუკი იეჰოვას მოწმე იღებს იმავე პლაზმის ცალკეულ კომპონენტს, - რატომ ამბობს უარს მთლიანად პლაზმაზე? თუკი მათ შეუძლიათ დათანხმდნენ ლეიკოციტების შემადგენელზე, - რატომ ამბობენ უარს მთლიანად ლეიკოციტებზე და ა. შ.? სად არის ის ბიბლიური საფუძვლები, რომლის მიხედვითაც იეჰოვას მოწმეები კომპონენტთა ერთ თანრიგს მიიჩნევენ სისხლად, სხვას კი არა?
შესაძლოა, მრავალი იეჰოვას მოწმე ფიქრობს, რომ სისხლის ე. წ. "ნებადართული" კომპონენტები საკმაოდ უმნიშვნელოვა, "აკრძალულ" კომპონენტებთან მიმართებაში, და ამი მიზეზით, ისინი შეიძლება სისხლად არ ჩავთვალოთ. მაგრამ, მსჯელობათა ეს ჯაჭვი, სრულიად უმწეოა, რადგან, მაგალითად, პოლაზმის ისეთი "ნებადართული" კომპონენტი, როგორიცაა ალბუმინი წარმოქმნის მნიშვნელოვან პროცენტს სისხლის საერთო რაოდენობიდან (2,2%), ეს კი უფრო მეტია, ვიდრე ნებისმიერი სხვა "აკრძალული" კომპონენტი, როგორებიცაა, მაგალითად, სისხლის თეთრი უჯრედები (0,1%) ან ტრომბოციტები (0,17%).
და მაინც, ყველა ეს მცირე კომპონენტი იეჰოვას მოწმეებმა უნდა უარყონ. ასევე "ნებადართული" ჰემოგლობინი სისხლის უდიდესი კომპონენტია, რადგან ის სისხლის საერთო მოცულობის 15%-ს შეადგენს. გარდა ამისა, ჰემოფილიის მკურნალობა, რომელიც უკვე მრავალი წელია იეჰოვას მოწმეთათვის ნებადართულად მიიჩნევა, ითხოვს უდიდესი რაოდენობის დონორული სისხლის შეგროვებას და შენახვას, მაშინ როდესაც, "საგუშაგო კოშკის" საზოგადოება უფლებას არ იძლევა სხვა შემთხვევებში საკუთარი სისხლი შენახულ იქნას აუტოტრანსფუზიისთვის.
ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი არგუმენტი იმის სასარგებლოდ, რომ არ არსებობს არანაირი შეზღუდვა სისხლის "ნებადართულ და აკრძალულ" კომპონენტებს შორის, - არის ის ფაქტი, რომ პრაქტიკულად სისხლის ყველა კომპონენტი, გადის პლაცეტარულ ბარიერს, და დედისგან შვილს გადაეცემა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, განა ღმერთი დაარღვევდა თავისსავე აკრძალვას, სისხლის გამოყენებაზე, თუკი ასეთი რამეს მართლაც რომ ჰქონდეს ადგილი?
რას ამბობს ბიბლია სისხლის შესახებ?
სულ მცირე დროს თუ დავუთმობთ იმას, რომ ყურადღებით განვიხილოთ სისხლის საკითხი "წმიდა წერილის" თვალსაზრისით, აღმოვაჩენთ, რომ როდესაც ბიბლია სისხლის გამოყენების აკრძალვაზე ლაპარაკობს, ყოველთვის გულისხმობს მის გამოყენებას საკვებში.
მარტივად რომ ვთქვათ, იმისთვის, რათა სისხლი საკვები გახდეს, ის ბუკვალურად უნდა შეიჭამოს. და მხოლოდ, ამის შემდეგ, კუჭში მონელების შემდგომ, ის შეიძლება შეთვისებულ იქნას ჩვენი ორგანიზმის მიერ. მაგრამ, "სისხლის გადასხმით", საქმე სულაც არ არის ისე, როგორც ამას "იეჰოვას მოწმეები" წარმოაჩენენ, რადგან ვენაში ჩასხმული სისხლი, სულარ არ შეითვისება ორგანიზმის მიერ და არ შეიძლება საკვებად გამოადგეს ჩვენს ორგანიზმს.
გარდა ამისა, იეჰოვას მოწმეებს ძალიან უყვართ იდეს გაჟღერება, თითქოსდა ვენაში ჩასხმული ალკოჰოლი ან სხვადასხვა საკვები ნარევი, მაგალითად, გლუკოზა, შეიძლება შევადაროთ სისხლის გადასხმას, რომ თითქოსდა არანაირი განსხვავება ამ ნივთიერებათა პერორალურ მიღებასა და შიდავენურ მიღებას შორის არ არსებობს. მაგრამ, ეს შედარებები სრულიად შეუთავსებელია და მცდარი, რადგან შაქარი და ალკოჰოლი, სინამდვილეში, შეიძლება ორგანიზმის მიერ გამოყენებულ იქნას როგორც საკვები, თუნდაც ის არ დაექვემდებაროს გადამუშავებას კუჭში, გადასხმული სისხლი კი - არა.
წარმოვიდგინოთ ორი პაციენტი, რომლებიც მოთავსებულნი არიან საავადმყოფოში, და არ შეუძლიათ ჭამა. ერთ-ერთ მათგანს ექიმები უყენებენ შიდავენურ კვებას, მეორეს კი სისხლს. თქვენი აზრით რომელი მათგანი მიიღებს საკვებს და იცოცხლებს? რა თქმა უნდა, ექიმები "სისხლის გადასხმას" არ ნიშნავენ საკვების უკმარისობის შემთხვევაში, არამედ მას იყენებენ იმის ჩასანაცვლებლად, რაც პაციენტმა დაკარგა და აკლია ორგანიზმს.
ასე რომ სისხლის ჩვეულებრივი წითელი უჯრედები აუცილებელია ჟანგბადის ტრანსპორტირებისთვის, რითაც ადამიანს სიცოცხლეს უნარჩუნებს. ამიტომაც, დღეს, თანამედროვე მედიცინა, სამართლიანად მიიჩნევს სისხლის კომპონენტებით თერაპიას - ორგანოთა ტრანსპლანტირებად, - მაგრამ არანაირად არ მიიჩნევს მას კვებად, რომლის შესახებაც ლაპარაკია ბიბლიაში.
ცდომილების უაზრო მსხვერპლნი
წინა ათწლეულლებში, იეჰოვას მოწმეთა დიდ რაოდენობას, ძვირად დაუჯდა თავისი მიმდევრობა "საგუშაგო კოშკის" სწავლებისადმი სისხლის შესახებ. უამრავ იეღოველს სიცოცხლის ფასადაც კი.
როგორც დღეს ზღუდავენ იეჰოვას მოწმეები ადამიანებს სისხლის გამოყენების საკითში, ადრე ისინი ასე კატეგორიულად ზღუდავდნენ და კრძალავდნენ კიდეც აცრებს და ორგანოთა გადანერგვებს.
ჩვენ, დღეს, მხოლოდ წარმოდგენაღა შეგვიძლია, თუ რას გრძნობდნენ ის უბედური ადამიანები, ვინც "საგუშაგო კოშკის" მწარე ცდომილების გამო ახლობლები და ოჯახის წევრები დაკარგეს, მალე კი აღმოაჩინეს, რომ ეს მსხვერპლი თურმე სრულიად ამაოდ გაუღიათ, რადგან "ახალმა სამყარომ" (იეჰოველთა ორგანიზაციამ) ეს აკრძალვა შეცვალა.
ამასთან დაკავშირებით, მრავალმა გამოცდილმა იეჰოვას მოწმემ და იმათ, ვინც ადრე მათთან იყო დაკავშირებული, ნათლად შეიგნეს მთელი ის აბსურდი, რომლითაც ჰკვებავს დღემდე "საგუშაგო კოშკის" ორგანიზაცია მწარედ მოტყუებულ იეჰოველებს. მრავალთათვის, დღევანდელი აკრძალვა "სისხლის გადასხმაზე", მხოლოდ დროის საკითხია, როდესაც "ხელმძღვანელი საბჭო" გააუქმებს თავის ამ სწავლებასაც, და მას ყოველი ადამიანის პირადი არჩევანის უფლებად გამოაცხადებს.
უეჭველია, რომ თანამედროვე მედიცინა ერთ ადგილას არ გაჩერდება, და სავარაუდოდ, ამ სფეროში მკურნალობის უსისხლო მეთოდებიც თავის მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებენ. მაგრამ, როდესაც საქმე ეხება ყოველი ადამიანის პირად უფლებებს, რატომ უნდა მივცეთ სხვას არჩევანი გააკეთოს ჩვენს მაგიერ. ისტორიამ იცის რელიგიის სფეროში სპეკულირების უამრავი შემთხვევა, და იეჰოვას მოწმეთა თანამედროვე ისტორიაც, ამისი ნათელი დადასტურებაა.
ფრაქციები და სისხლის კლასიფიკაციის მეთოდები
ერითროციტებს, ლეიკოციტებს და პლაზმას, იღებენ ფრაქციონირების მეთოდით, ისევე როგორც სისხლის ყველა სხვა დანარჩენ კომპონენტებს.
იეჰოვას მოწმეები აღიარებენ, რომ მათი პოზიცია სისხლის გადასხმის საკითხში ეფუძნება არა მედიცინის ღრმა ცოდნას, არამედ მხოლოდ ბიბლიის მათეულ მიმდინარე გაგებას.
"იეჰოვას მოწმეთა პოზიცია არ ეფუძნება მედიცინისა და მისი მოწინავე მეთოდების ღრმა ცოდნას - ისინი დარწმუნებულნი არიან იმაში, რომ იეჰოვა მართალია და, რომ " სიკეთეს არ მოაკლებს უბიწოდ მოარულთ" (ფსალმ. 83:12). იეჰოვას მოწმე რომც მოკვდეს სისხლის დაკარგვის გამო - და ასეც მომხდარა, - იეჰოვას მოწმენი იოტისოდენადაც არ არიან დაეჭვებულნი იმაში, რომ ღმერთი არ დაივიწყებს თავის ერთგულ მსახურთ და კვლავ მიანიჭებს სიცოცხლეს აღდგომის მეშვეობით" ("Свидетели Иеговы - Возвещатели Царства Бога" 2005г. стр. 186).
ამ მცირედი ნაწყვეტიდან შეიძლება გამოვყოთ ორი საინტერესო აზრი. პირველი (და ძნელია ეს არ შევამჩნიოთ), იეჰოვას მოწმეები ფაქტობრივად მოუწოდებენ თვითმკვლელობისკენ მონის სწავლებისადმი ერთგულებისთვის. და მეორე, მოწმეები აღიარებენ, რომ ისინი უარს ამბობენ სისხლზე წმიდად რელიგიური მოსაზრებით და მათი პოზიცია არ ეფუძნება ღრმა ცოდნას მედიცინის დარგში.
სანიმუშოდ განვიხილოთ მათი თანამედროვე გაგება, რომლის თანახმადაც ისინი სისხლს ჰყოფენ ნებადართულ და ნებადაურთველ კომპონენტებად. ცნობილია, რომ იეჰოვას მოწმეები უარს ამბობენ მთლიან სისხლზე და მის რამოდენიმე კომპონენტზე, როგორებიცაა: პლაზმა, ერითროციტები, ლეიკოციტები და ტრომბოციტები. მაგრამ, რატომ მაინცდა მაინც ეს ოთხი? გასაგებია, რომ ორგანიზაციის პოზიცია სისხლის ამ ოთხი კომპონენტის მიმართ შეუძლებელია ეფუძნებოდეს წმიდა წერილს. ბიბლიაში არაფერია ნათქვამი ამის შესახებ. ამაზე მსჯელობს მედიცინა, ჩვენ კი გვახსოვს, რომ "იეჰოვას მოწმეთა პოზიცია (სისხლის გადასხმის საკითხში) არ ეფუძნება მედიცინისა და მისი მოწინავე მეთოდების ღრმა ცოდნას".
მაშ, როგორ კლასიფიკაციებს ანიჭებს მედიცინა სისხლს? ამას ის სხვადასხვანაირად აკეთებს. მაგალითად მედიცინა სისხლს ყოფს სხვადასხვა ნაწილებად. კერძოდ, ესენია:
- პლაზმა (55-60%), და ფორმობრივი ელემენტები (40-55%).
- ერითროციტები (45%) და პლაზმა (55%).
- წყალი (80%), ჰემოგლობინი (15%), ალბუმინი (2-3%) და გლობულინი (1-2%).
- პლაზმა (55%), ერითროციტები (45%), ლეიკოციტები (0,1%) და ტრომბოციტები (0,17%).
ეს იგივეა, მაგალითად, საკვები რომ დავყოთ (1) ცილებად, ცხიმებად, ნახშირწყლებად და მინერალებად და (2) მარცვლოვნებად, ხორცად, ბოსტნეულად და თევზეულად. ეს ყველაფერი თანაბრად სწორი იქნება, მაგრამ არჩეული მეთოდიდან გამომდინარე შეიცვლება მისი ძირითადი კომპონენტები. იგივე ითქმის სისხლის შესახებაც.
დიახ, ექიმები ტრადიციულად სისხლს ჰყოფენ პლაზმად, ერითროციტებად, ლეიკოციტებად და ტრომბოციტებად. მაგრამ, ისინი ამავდროულად მის კლასიფიკაციას ახდენენ სხვა სქემების მიხედვითაც, მაგალითად სისხლს ჰყოფენ მისი ქიმიური შემადგენლობის მიხედვით: წყალი (80%), ჰემოგლობინჯი (15%), ალბუმინი (2-3%) და გლობულინი (1-2%). გამოდის, რომ იეჰოვას მოწმეებს თავის დროზე კლასიფიკაციის სხვა მეთოდი რომ აერჩიათ (რომელიც ასევე დაფუძნებული იქნებოდა სამედიცინო ფაქტებზე), ვიდრე ის, რასაც დღეს ეყრდნობიან, აკრძალული ლეიკოციტების და ტრომბოციტების ნაცვლად, რომელიც სისხლში სულ 0,1 და 0,17%-ია, დღეს აკრძალავდნენ "ნებადართულ" ჰემოგლობინს (15%), ალბუმინს (2-3%) და გლობულინს (1-2%).
რა დასკვნა შეიძლება გაკეთდეს აქედან?
ჯერ-ერთი ცხადია, რომ იეჰოვას მოწმეთა პოზიცია სისხლის "აკრძალულ" კომპონენტებთან დაკავშირებით არ ეფუძნება ბიბლიას. ის დამოკიდებულია მხოლოდ იმაზე, თუ დღეისთვის სისხლის სამედიცინო კლასიფიკაციის რომელ მეთოდს აძლევს უპირატესობას იეჰოველთა ორგანიზაცია.
და მეორეც, იეჰოველთა ორგანიზაციის მიერ ამა თუ იმ კლასიფიკაციის არჩევაში გადამწყვეტი როლი ენიჭება იმას, თუ რომელი კომპონენტები ეჩვენებათ იეჰოვას მოწმეებს მისაღები, და რომელი არა, და როგორც შედეგი ეს არსებით გავლენას ახდენს სამკურნალო პრეპარატების არჩევაშიც, ან სისხლის დიდი დანაკარგის დროს, როდესაც მას შეიძლება ჰქონდეს გადარჩენის შანსი ან შეიძლება დაიღუპოს.
ამასთან, სისხლის აბსოლუტურად ყველა (მ. შ. "აკრძალული") კომპონენტი, როგორიცაა, მაგალითად, პლაზმა, მიიღება მისი ფრაქციონირების გზით. მართალია იეჰოვას მოწმეთა ლიტერატურაში ამაზე დუმან. ასე, მაგალითად, გამოცემაში Наше царственное служение (ჩვენი სამეფო მსახურება) (შემოკლებით: НЦС - ჩსმ), 2006 წლის ნოემბრის ნომერში (გვ. 3), ჩანართში "როგორი დამოკიდებულება მაქვს სისხლის ფრაქციებთან?" შეიძლება წავიკითხოთ შემდეგი:
"სისხლის ფრაქცია - ეს არის ნივთიერებანი, რომლებიც სისხლიდან მიიღება სპეციალური მეთოდით, ფრაქციონირებით. მაგალითად, პლაზმა - სისხლის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტი - შეიძლება დაყოფილ იქნას შემდეგ შემადგენელ ნაწილებად: წყალი (დაახლ 91 %); ცილები, როგორებიცაა, ალბუმინი, გლობულინი და ფაბრინოგენი (დაახლ. 7 %); მკვებავი ნივთიერებები, ჰორმონები, აირები, ვიტამინები, ნივთიერებათა ცვლის პროდუქტები და ელექტროლიტები (დაახლ. 1,5 %).
მაგრამ, აქ შეიძლება დავსვათ კითხვა: როგორ მიიღება თვით პლაზმა, თუ არა იმავე ფრაქციონირების მეთოდით? როგორ მიიღება ერითროციტები, ან ლეიკოციტები და ტრომბოციტები? ყველა მათგანი სისხლის იგივე ფრაქციებია. მაგრამ, რას წერს ფრაქციათა შესახებ ჩსმ?
"გულისხმობს თუ არა სისხლისგან თავშეკავების მცნება, რომ საჭიროა მისი ფრაქციებისგან თავშეკავებაც? ამ საკითხზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს. ბიბლიაში მოცემული არ არის რაიმე მითითება სისხლის ფრაქციებთან დაკავშირებით".
შესანიშნავია! მაშასადამე ფრაქციონირების გზით მიღებული პლაზმა ან ლეიკოციტები შეიძლება მივაკუთვნოთ ფრაქციებს, რომელთა შესახებაც "ბიბლიაში ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არის". ამიტომაც იეჰოვას მოწმეებს დიდი ხანია მართებთ გაარკვიონ: ან საერთოდ უარყონ სისხლის ყოველგვარი კომპონენტები, რომლებიც ფრაქციონირებით არის მიღებული, ან ყველა ამ კომპონენტის მიღების უფლება მისცენ თავად მორწმუნეებს, როგორც ეს არის დაშვებული სხვა რელიგიებში.
გაგრძელება იქნება.
წყარო: jw-org.info.
მასალა ითარგმნა და მომზადდა საიტ "აპოკალიფსისის" რედ. მიერ. თბილისი 2023 წ.