ანტიერეტიკონი - მწვალებლებთან საეკლესიო თანაზიარობის გაწყვეტა წმიდა მამათა გადმოცემებში - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სწავლანი > ანტიერეტიკონი
საეკლესიო თანაზიარობის გაწყვეტა წმიდა მამათა გადმოცემებში
წმ. მარკოზ ევგენიკოსი
ავტორი: ი. რიზოსი. "საღმრთოს სწავლების დამტაცებლები". ნაწილი II.

უპირველეს ყოვლისა, უნდა დავაზუსტოთ, რომ ჩვენი იერარქები მუდმივად ცვლიან წმ. ეგნატე ღმერთშემოსილის სიტყვების აზრს, რომელიც ეხება ეპისკოპოსებს, კერძოდ, ისინი ხშირად იმოწმებენ წმინდანის სიტყვებს: "... ეპისკოპოსის გარეშე ეკლესია არ არსებობს". მაგრამ წმინდანის ეს ფრაზა სულ სხვა რამეს ნიშნავს. წმიდა მამა ამბობს: "ყველამ პატივი მიაგეთ დიაკვნებს, როგორც იესუ ქრისტეს, და ეპისკოპოსს, რომელიც არის მამის ხატი, და პრესვიტერებს, როგორც ღმრთის საკრებულოს და როგორც მოციქულებს. მათ გარეშე ეკლესია არ არსებობს" (Ιγνατίου Αντιοχείας Τραλλιανοίς, 3, PG 5, 677A. // Св. Игнатий Антиохийский Трал. 3, С. 5, 677А). ეკლესია არ არსებობს არა მარტო ეპისკოპოსების, არამედ არც დიაკვნების და არც პრესვიტერების გარეშე.
 
გარდა ამისა, წმიდა ეგნატე ასწავლიდა: "ნებისმიერი, ვინც სხვაგვარად იტყვის, ვიდრე ეს ნამცნები იყო გადმოცემით, თუნდაც ნდობის ღირსი იყოს, თუნდაც მმარხველი, უბიწოდაც რომ ცხოვრობდეს და სასწაულთ იქმოდეს, ცხვრის ქურქში გახვეული მგელივითი იყოს შენთვის, რადგან ის არის სულიერი წარწყმედის მოწადინე... და ამგვარი თავის ქონებას ღარიბებსაც რომ ურიგებდეს, მთებს გადადგამდეს და საკუთარ სხეულითაც ეწამებოდეს, საძაგელი იყოს შენთვის, თუკი აკნინებს სჯულსა და წინასწარმეტყველთ... ამდაგვარს შეხედე, როგორც ანტიქრისტეს..." (Τhesaurus Linguae Graecae [TLG], Ignatius Scr. Eccl., Epistulae interpolatae etepistulae suppositiciae (recensio longior) [Sp.] Epistle 10, chapt. 2, section 1, line 1. // Словарь греческого языка [СГЯ], Игнатиус «Церковные Писания», Фальсифицированные письма, предполагаемые письма (доп. цензура) [Сп.] Послание 10, гл. 2, раздел 1, строка 1); და ეპისკოპოსები გამონაკლისი როდია, ეს მათაც ეხება.
 
მართლმადიდებლური ეკლესია ქრისტოცენტრულია, და არა ეპისკოპოცენტრული. როდესაც ცისკარზე იკითხება სახარება, ქრისტე უხილავად იმყოფება და მეტყველებს ტაძარში, ეპისკოპოსი იხსნის თავის ომოფორს, რითაც, წმიდა სიმეონ თესალონიკელის თქმით აჩვენებს, რომ ისიც ისმენს და ემორჩილება მღვდელმთავარ ქრისტეს (Καθηγ.Ι.Λίλη, Τα όρια και το περιεχόμενο της εκκλησίας κατά τον Ιγνάτιο τον Θεοφόρο σ.70 εκδ.Σταμούλη , 2013. // Проф. И. Лили. Границы и содержание Церкви согласно Игнатию Богоносцу, с. 70, изд. «Стамули», 2013).
 
წმ. ათანასე დიდი წერდა: "თუ ეპისკოპოსი ან პრესვიტერი, როგორც თვალნი ეკლესიისა, ცუდად ცხოვრობენ და ერს აცთუნებენ, მათი აღმოღება და განგდება გვმართებს. რამეთუ უმჯობესია შეიკრიბოთ მათ გარეშე სალოცავ სახლში, ვიდრე მათთან ერთად, ვითარც ანასთან და კაიაფასთან ერთად, შთაცვივდეთ ცეცხლის გეჰენაში" (Там же. С. 35, 33 // იხ. ასევე: св. Афанасий Великий. Творения. Т. IV. Москва. 1994 г., стр. 429). - ამით ის მიანიშნებდა, რომ მწვალებლობის დროს ადგილობრივ ეკლესიას ეპისკოპოსის გარეშეც შეუძლია არსებობა. სხვათა შორის, ამგვარი რამ ხშირად ხდებოდა (π.χ η ακέφαλη εκκλησία στην Κωνσταντινούπολη, όταν πήγε εκεί ο άγιος Γρηγόριος ο Θεολόγος. მაგალითად, ეპისკოპოსის გარეშე იყო კონსტანტინოპოლის ეკლესია, როდესაც მას მიაშურა წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველმა). მაშ, როგორ დასკვნამდე მივდივართ წმ. ათანასეს სიტყვებს: "განეშორე მას, ვინც თვალთმაქცობს, თითქოსდა აღიარებს ჩვენს რწმენას, სინამდვილეში კი, თანაეზიარება ბოროტმორწმუნეს. თუ დადებს პირობას, რომ შეწყვეტს ამგვარ თანაზიარობას, ძმად მიიღე; ხოლო თუ არ სწორდება - განეშორე" (Μ. Ἀθανασίου, Τοῖς τὸν μονήρι βίον ἀσκοῦσι… // Св. Афанасий Великий, Ведущим уединенную жизнь...).
 
წმიდა ათანასე დიდი წერდა, რომ I მსოფლიო კრების მამები თავიანთ ეპისტოლეებში შეგვახსენებდნენ, რათა "შემწყნარებელნი არ ვყოფილიყავით მათ მიმართ, ვინც სიახლეების დამკვიდრებას ცდილობს ჩვენს სარწმუნოებაში" (Μ. Ἀθανασίου, Ε.Π.Ε. 10, Πρὸς τοὺς Ἐπισκόπους Αἰγύπτου καὶ Λιβύης, κεφ.8. // Св. Афанасий Великий, Полн. собр. соч. 10. К епископам Египта и Ливии, гл. 8).
 
წმ. ათანასე დიდის დროს, როდესაც ოფიციალური "ეკლესია" დევნიდა მართლმადიდებელთ ყველა მართლმადიდებელი ეპისკოპოსი და მღვდელი გადასახლებულ იქნა. წმ. ათანასე წერდა: "უფლის ტაძრებში ახლა მწვალებლები სხედან... სატანის თანამშრომლები" (Μ. Ἀθανάσιος, ἐκδ. «ΖΩΗ», σ. 309. // Св. Афанасий Великий, изд-во «ЖИЗНЬ», с. 309). მაგრამ, იმ დროინდელ ეკლესიებში ფორმალურად მსახურებდნენ კანონიერი და სჯულიერი მღვდლები და ეპისკოპოსები; აქედან გამოდის, რომ (მწვალებლობის დროს) ეკლესია შეიძლება არსებობდეს ეპისკოპოსის გარეშეც; მას რომ არ ეარსება, მაშინ წმიდა მამა შემდეგნაირად იტყოდა: "ყველაფერში მიჰყევით თქვენს ეპისკოპოსს, რასაც კი იტყვის, არ მიატოვოთ ის მანამ, სანამ არ ჩატარდება კრება, რომელიც მას განსჯის". მაგრამ წმიდა მამას ამგვარი რამ არ უსწავლებია ჩვენთვის. პირიქით, წმ. ათანასემ თქვა: "თუ ეპისკოპოსი ან პრესვიტერი, როგორც თვალნი ეკლესიისა, ცუდად ცხოვრობენ და ერს აცთუნებენ, მათი აღმოღება და განგდება გვმართებს. რამეთუ უმჯობესია შეიკრიბოთ მათ გარეშე სალოცავ სახლში, ვიდრე მათთან ერთად, ვითარც ანასთან და კაიაფასთან ერთად, შთაცვივდეთ ცეცხლის გეჰენაში" (Μ. Ἀθανασίου, Ἐκ τοῦ κατὰ αἱρέσεων, ΒΕΠΕΣ 33, 199. // Св. Афанасий Великий. Против ересей, ВЕПЕС 33, 199 // Св. Афанасий Великий. Творения. Т. IV. Москва. 1994 г., стр. 429).
 
სხვა შემთხვევა, როდესაც წმიდა მამა ეპისკოპოსს ცხონების გზაზე მიმავალ ადამიანთა დამაბრკოლებლად მიიჩნევს, აღწერილია მის ეპისტოლეში ეპისკოპოსთადმი, რომლებიც მართლმადიდებელთ სასჯელებითა და გადასახლებებით ემუქრებოდნენ. წმიდა მამა მათ "ეშმაკისა და მისი დემონების მეგობრებს უწოდებს" (Ε.Π.Ε. 10, κεφ. 5. // Полн. собр. соч. 10, гл. 5). შეუძლიათ თუ არა მათ ატარონ "ხატი ქრისტესი" და ეკუთვნოდნენ ქრისტეს მაცხოვნებელ ეკლესიას? წმ. ათანასე დიდი, განმარტავს რა მათეს სახარების სიტყვებს: "ეკრძალეთ ცრუ წინასწარმეტყველთ, რომელნიც მოვლენ თქვენთან ცხვრის სამოსით, ხოლო შიგნით არიან მტაცებელი მგლები" (მათე 7:15), მწვალებელ-ეპისკოპოსებზე წერს: "ძმაო, თუკი იხილავ, ვინმეს, ღვთისმოშიში გარეგნობის მქონეს, იმას კი არ უყურო, ჩაცმულია თუ არა ცხვრის ქურქში, ატარებს თუ არა მღვდლის, ეპისკოპოსის, დიაკვნის ან მოსაგრის სახელს, არამედ ეცადე შეიტყო მისი საქმეები, უბიწოა თუ არა, სტუმართმოყვარეა თუ არა, რამდენად მოწყალეა, მოსიყვარულეა, ბეჯითია თუ არა ლოცვებში, მომთმენი არის თუ არა. მისი ღმერთი თუ მუცელია, ხორხი მისი იქნება - ჯოჯოხეთი; თუ ხარბია და ვერცხლისმოყვარე, ვაჭრობს ღვთისმოსაობით, დატოვე იგი - ის არის არა ბრძენი მოძღვარი, არამედ მტაცებელი მგელი. ხეს თუ ნაყოფით ცნობ, - მითუმეტეს უნდა ცნობდე ქრისტეს გამყიდველებს მათი საქმეების მიხედვით, ღვთიმოსაობის ნიღაბს რომ ატარებენ, სული კი აქვთ ეშმაკისეული. ეკალასგან ხომ არ იკრიფება ლეღვი და, თუ ასეა, რატომ გგონია, რომ დამნაშავეთაგან მოისმენ რაიმე სასიკეთოს ან გამყიდველთაგან რაიმე სასარგებლოს? მაშ, განეშორე მათ, როგორც არაბულ მგლებს, როგორც ეკლებს და მზაკვრისგან დანერგილ ნაყოფს..." (ΒΕΠΕΣ 33, 197. // ВЕПЕС 33, 197).
 
წმ. იოანე ოქროპირის თქმით ეკლესიის ერთობის ნიშანი და კრიტერიუმი არა მარტო საიდუმლოებებში თანაზიარობაა (ეპისკოპოსის წინამძღოლობით, რაზეც ვილაპარაკეთ ზემოთ), არამედ, უპირველეს ყოვლისა, საერთო რწმენა. "რწმენის ერთობა იქ არის, სადაც ერთნაირად სწამთ" (Ε.Π.Ε. 20, σελ. 696-698. // Полн. собр. соч., с. 696-698). ამიტომ, როდესაც მწვალებლობა ბობოქრობს ჯერ ირღვევა საერთო რწმენა, შემდეგ კი საიდუმლოებებში თანაზიარობა. მაგრამ რა ხდება, თუკი თვით ეპისკოპოსი გადადგება საერთო რწმენისგან? წმიდა მამა განგვიმარტავს: "არა მხოლოდ მაშინ, როდესაც ზოგიერთი ბევრს ლაპარაკობს სარწმუნოების წინააღმდეგ და ყოველივეს უარყოფს, არამედ მაშინაც კი, როდესაც უმცირესშიც კი რწმენის საწინააღმდეგოს ასწავლის, ანათემას გადაეცეს" (Ἰω. Χρυσοστόμου, Ἑρμηνεία εἰς τὴν Πρὸς Γαλάτας. // Св. Иоанн Златоуст. Толкование на Послание к Галатам). მას ჰკითხეს: "როგორ მოვიქცეთ მათ მიმართ, ვინც იგონებს მოციქულთა სწავლებათაგან განსხვავებულ სწავლებებს?" "განეშორეთ მათ, - (უპასუხა მან) - და გაექეცით" (Ε.Π.Ε. 17, 718. // Полн. собр. соч. 17, 718). "გევედრებით, განეშორეთ და გაექეცით და გაერიდეთ (1) მათ თავყრილობებს" (Χρυσοστόμου Ἰω., Κατὰ Ἰουδαίων, Λόγος πρῶτος. // Св. Иоанн Златоуст. Против Иудеев, Слово первое). "რადგან, უმჯობესია არავის მიერ ძღვანებული იყვე, ვიდრე უღირსი გიძღოდეს" (Ε.Π.Ε. 25,370 –P.G. 63,231. // Полн. собр. соч. 25, 370 – С. 63, 231).
 
_______________________
 
1. ორიგინალშია ἀποπηδῶ ─ რაც ნიშნავს იგივეს, ანუ: ἀποσκιρτῶ, τρέχω πηδώντας, τινάσσομαι ἐπάνω πίσω. ─ მთარგმნ. შენიშვნა.
_______________________

წმიდა მამა ნათლად განუმარტავს ყოველ მორწმუნეს, რომ ის თვითონ არის პასუხისმგებელი თავისი არჩევანისთვის. წმ. იოანე ოქროპირი ამბობს: "თუ მას (მოძღვარს) შერყვნილი აქვს რწმენა, ანგელოზიც რომ იყოს, ნუ გაჰყვები" (Ε.Π.Ε. 23, 492-494. // Полн. собр. соч. 23, 492-494). "თუკი (მოძღვარი) ქადაგებს გარყვნილ სწავლებას, გინდ ანგელოზიც იყოს, ნუ მიიღებ". სიტყვა "ნუ მიიღებ" აქ გამოყენებულია არა მარტო იმ გაგებით, რომ "არ უნდა მიიღო სწავლება", არამედ იმ გაგებითაც, რომ "არ უნდა დაემორჩილო", "არ შეისმინო" მისი (Λεξικὸ Δ. Δημητράκου. // Словарь Д. Димитраку). გარდა ამისა, როდესაც კანონებზე ლაპარაკობს, წმ. იოანე ოქროპირი გვასწავლის, რომ არ არის სავალდებულო ეპისკოპოსმა ერთდროულად ყველა კანონის მიმართ შესცოდოს, "... თუ ისინი უმცირეს რამესაც კი იქადაგებენ გადმოცემის საწინააღმდეგოს და დაამახინჯებენ უმცირესსაც კი, შეჩვენებულ იყონ" (Χρυσοστόμου Ἰω., Ὁμιλία εἰς Γαλάτας, κεφ. 1, P.G. 61, 624. // Св. Иоанн Златоуст. Беседа на Послание к Галатам, гл. 1, с. 61, 624).
 
წმ. იოანე ოქროპირი, თავის ჰომილიაში "ცრუწინასწარმეტყველთა შესახებ" ამტკიცებს, რომ ადამიანი იბილწება მაშინაც კი, თუ ის ჭამს და სვამს მწვალებლებთან ერთად; მაშ, რაოდენ უარესია საეკლესიო თანაზიარობა მწვალებლებთან საიდუმლოებებში? (Ἁγ. Ἰωάννου τοῦ Χρυσοστόμου, Λόγος περὶ ψευδοπροφητῶν καὶ ψευδοδιδασκάλων P.G. 59.553-5, P.G. 59.555-6, P.G. 59.556-7. // Св. Иоанн Златоуст. Слово о лжепророках. С. 59, 553-5, С. 59, 555-6, С. 59, 556-7). წმინდანი აგრძელებს: "... შორს გაექეცით და მათ სიბინძურეს ნუ გაეკარებით"... მაშ, როდის ხდება ეს? "ვიღაც სხვისი ცოდვის თანამოზიარე ხდება, თუკი მისი უსჯულოების შესახებ იცის და დუმს, არ ასწორებს მას" (Ἁγ. Νικοδήμου, Περὶ διορθώσεως τῶν ἀδελφῶν, σ. 87, Ὀρθ. Κυψέλη,1991. // Св. Никодим. Об исправлении братии, с. 87, Орт. Кипсели, 1991). მაგრამ, თუკი მე არ ძალმიძს მისი გამოსწორება? "თუ შენ არ შეგიძლია მისი გამოსწორება, მაშნ არ უნდა მიიღო მონაწილეობა მის ცოდვაში მეგობრობისა და მასთან ურთიერთობის გზით" (Μ. Βασιλείου, ἐρωτ, θ΄,τοῦ β΄λόγου, Περὶ Βαπτίσματος. // Св. Василий Великий, вопр. 9-й слова 2-го, О крещении). ებრაელთა მიმართ ეპისტოლეს განმარტებაში, წმინდანი ამბობს: "... თუკი ვინმე ცბიერია სარწმუნოების საკითხებში, გაექეცი მას, თუნდაც ციდან გადმოსული ანგელოზი იყოს..." (Ε.Π.Ε. 25, 372, 2. // Полн. собр. соч. 25, 372, 2). და კიდევ: "ვინც მეფე-ქრისტეს მტრებთან მეგობრობს, ის არ შეიძლება მეფის მეგობარი იყოს, არამედ თვით ცხოვრებითაც უღირსია და მტრებთან ერთად წარწყმდება!" და კიდევ: "არა მარტო ისინი, ვინც სცოდავენ, არამედ ისინიც, ვინც შემცოდეთ აქებს, ასეთ და უარეს სასჯელსაც კი იმსახურებს" (Ἰ. Χρυσοστόμου, Ἐκλογαὶ καὶ Ἀπανθίσματα, Λόγος ΚΔ΄, 40, ἐκδ. Ματθαίου Λαγγῆ. // Св. Иоанн Златоуст. Сборники и избранное. Слово 24, 40, изд-во Матфея Лагги).
 
წმ. ბასილი დიდი ამბობს სიტყვებს, რომელიც ყველას ეხება, მათ შორის ეპისკოპოსებსაც: "თუკი ვინმე დაიჩემებს, რომ აქვს სრულიად მართლმადიდებლური რწმენა, მაგრამ ურთიერთობს მათთან, ვინც მას (რწმენას - "აპოკ." რედ.) ეწინააღმდეგება, გაფრთხილების შემდეგაც თუ არ გაწყვეტს მათთან ურთიერთობას, ძმებადაც კი არ უნდა ჩაითვალონ" (P.G.160 , с. 101). თავის ეპისტოლეში, რომლის სათაურია: "თარშიშში მყოფ ეპისკოპოსებს" წმ. ბასილი დიდი ასწავლის პრესვიტერებს, რათა საეკლესიო თანაზიარობაში არ მიიღონ ისინი, ვინც სულიწმიდას ქმნილებად მიიჩნევს. იმეორებს რა ამას კვლავ და კვლავ, ის წერს, რომ ერთობის მოსურნეს უნდა მოვთხოვოთ სარწმუნოების აღსარება მხოლოდ ორ საგანში. პირველი, ამგვარი უნდა აღიარებდეს ნიკეის კრების სარწმუნოებას, და მეორეც, აღიარებდეს, რომ სულიწმიდა ქმნილება არ არის. თუკი ისინი არ აღიარებენ არც ერთს და არც მეორეს, მაშინ მათთან საეკლესიო თანაზიარობა არ უნდა გვქონდეს (Ε.Π.Ε. 3,252. // Полн. собр. соч. 3, 252), და ეს არ გამორიცხავს ეპისკოპოსებს. იმავეს ასწავლის წმიდა მამა თავის სხვა ეპისტოლეშიც («Τοῖς ἐν Ταρσῷ περὶ Κυριακόν», Ε.Π.Ε. 3, 256. // «К Тарсянам о Кирике», Полн. собр. соч. 3, 256).
 
ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ წმ. ბასილი დიდის ეს სწავლება დაწერილია ჯერ კიდევ II მსოლიო კრებამდე, რომელმაც საბოლოოდ ამხილა სულიწმიდის მგმობელთა მწვალებლობა. წმიდა ბასილი იმათთან, ვინც მისდევდა მწვალებლურ სწავლებას, არა მარტო თანაზიარობას კრძალავდა, არამედ ანათემასაც გადასცემდა, თუმცა მათი სწავლება ჯერ კრებითად არ იყო დაგმობილი, როგორც მწვალებლობა. წმ. ბასილი დიდი საკმაოდ მკვეთრად მსჯელობს ეპისკოპოსებზე, რომლებმაც თავიანთი რწმენა იმ ძალაუფლებისა და კეთილდღეობისთვის გასცეს, რომელიც თან სდევს მათ ხარისხს. ის მათ ეპისკოპოსებადა არ მიიჩნევს და ნიკოპოლელ კლერიკოსებს ურჩევს არანაირი საეკლესიო თანაზიარობა არ ჰქონდეთ თავიანთ არიოზისმოყვარულ (და თუნდაც არაარიანელ) ეპისკოპოს ფრონტონთან. ფაქტობრივად, წმიდა ბასილი დიდი მათ დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებს.
 
ის ასევე ყურადღებას მიაპყრობს იმ ფაქტს, რომ მათ თავი არ უნდა მოიტყუონ ზოგიერთი ეპისკოპოსის მოჩვენებითი მართლმადიდებლურობით და თავმომწონეობით, თითქოსდა ჭეშმარიტი რწმენა გააჩნდეს (Πρωτοπρεσβ. Θεοδώρου Ζήση, Ἁγία ὑπακοή …., σ. 30. // Протопресв. Феодор Зисис, Святое непослушание…, с. 30). "ჩვენ მცირე დროითაც კი არ თანავეზიარებით მათ, ვინც სარწმუნოებაში მოიკოჭლებს" (2).
 
_______________________
 
2. ორიგინალშია: «Οὐδ’ ἂν πρὸς ὥραν αὐτῶν ἐπεδεξάμεθα τὴν συνάφειαν, εἰ σκάζοντας (χωλαίνοντας) περὶ τὴν Πίστιν εὕρομεν» καὶ «Οἵτινες τὴν ὑγιᾶ ὀρθόδοξον πίστιν προσποιούμενοι ὁμολογεῖν, κοινωνοῦσι δὲ τοῖς ἑτερόφροσι, τοὺς τοιούτους, εἰ μετὰ παραγγελίαν μὴ ἀποστῶσιν, μὴ μόνον ἀκοινωνήτους ἔχειν, ἀλλὰ μηδὲ ἀδελφοὺς ὀνομάζειν». ─ მთარგმნ. შენიშვნა.
_______________________

"კეთილშობილი და მეტისმეტად დიდგვაროვანიც რომ იყოს ვინმე, მაგრამ ხელს უშლიდეს უფლის მიერ ნამცნების შესრულებას ან ღვთითაკრძალული საქმეების კეთებისკენ აქეზებდეს სხვას, ამგვარისგან საჭიროა განშორება, ის საძაგელი უნდა იყოს ყველა ღვთისმოყვარისთვის" (Μ. Βασιλείου, Κεφάλαια τῶν Ὅρων κατ’ Ἐπιτομήν, ἐρώτ. ριδ΄. // Св. Василий Великий. Главы терминов (вкратце), вопр. 114).
 
წმ. ბასილი დიდი ამბობს: "ძველი პრაქტიკის მიხედვით, არავის შეიწყნარებდნენ (ეკლესიაში), სანამ მის სარწმუნოებას არ გამოცდიდნენ, რათა დამნაშავენი არ ყოფილიყვნენ სარწმუნოების მტრებთან თანაზიარობაში" (Ἐπιστολὴ 4η , Πρὸς τοῖς Δυτικοῖς. // Послание 4-е, К Западной Церкви). "ვინც სხვა რამეს ასწავლის და არ მისდევს ჩვენი უფლის იესუ ქრისტეს საღ სიტყვებსა და საღვთისმოსაო მოძღვრებას"(1 ტიმ. 6:3) განეშორე"
 
მოციქული არ გამორიცხავს ეპისკოპოსებს ან პრესვიტერებს ამ მცნებიდან, დიდ წმიდა მამათა არც ერთ განმარტებაში არაფერია ნათქვამი იმაზე, რომ ეს სიტყვები არ ეკუთვნის ეპისკოპოსთ/პრესვიტერთ.
 
წმ. მელეტი აღმსარებელი ასწავლის: "არ ვისმინოთ მონაზვნების, არც პრესვიტერების, როდესაც მათი ქადაგება - უსჯულოა, როდესაც მათი რჩევები ბოროტისკენაა. და რას ვამბობ "პრესვიტერებზე" და "მონაზვნებზე"! თვით ეპისკოპოსსაც არ დაუთმოთ, თუკი სულისთვის უსარგებლოს იქმან, და უეცრად დაიწყებენ ცბიერად ფიქრსა და ლაპარაკს... რადგან უმჯობესია გამოვეყოთ კეთილად არამორწმუნე ან ბოროტმორწმუნეთა მიმდევარ, ღმერთსგანდგომილ და ამდაგვარებთან გაერთიანებულებს" (2: Αποσπασμα απο το ποιημα του Οσιου Μελετιου Ομολογητη ,”Αλφάβητος”. // Отрывок из поэмы св. пр. Мелетия Исповедника «Алфавит»).
 
წმ. კირილე იერუსალიმელი: "ნუ შეისმენ მათ (მწვალებელთა) მაცდურ სიტყვებს ქრისტეზე, ნურც მათ მოჩვენებით თავმდაბლობას შეიწყნარებ, რადგან ისინი არიან გველნი, იქედნეს ნაშიერნი. იუდაც ამბობდა: გიხაროდენ, მოძღვარო! და გაჰყიდა იგი. ნუ უმზერ მათ ამბორს, არამედ შხამს განერიდე. და რომ არ იფიქრონ, თითქოსდა მას ამაოდ ვამხელდე, მოკლედ გეტყვი, თუ ვინ არის ეს მანესი, ნაწილობრივ კი იმაზე, თუ რას ასწავლის იგი... რადგან სხვათა ბოროტებების მპარავია, რომლებიც მიისაკუთრა... ამგვარ ადამიანებთან ურთიერთობაში მყოფი დააკვირდეს, თუ ვის უკავშირდება იგი" ((Κυρίλλου ΙΕΡΟΣΟΛΥΜΩΝ, Κατήχησις αʹ Φωτιζομένων, ἐν Ἱεροσολύμοις σχεδιασθεῖσα, ΕΙΣΑΓΩΓΙΚΗ τοῖς τῷ βαπτίσματι προσελθοῦσι, 6.12 ΠΕΡΙ ΑΙΡΕΣΕΩΝ). // (Кирилл ИЕРУСАЛИМСКИЙ, Поучение огласительное 1-е, проведенное в Иерусалиме, вводящее приступающих ко крещению, 6.12 О ЕРЕСЯХ).
 
წმიდა იპათიმ დიპტიქებიდან ამოიღო ნესტორის სახელი (შეწყვიტა მისი ხსენება), როდესაც მან საჯაროდ გააცხადა თავისი მწვალებლობა, და თქვა: "ის უკვე ეპისკოპოსი აღარ არის, ვწყვეტ მასთან თანაზიარობას" (Μ. Θεοκλήτου Διονυσιάτου, Ἄνθη τῆς ἐρήμου, τ. ΣΤ΄, σ. 93-94. // Мон-рь Феоклиту-Дионисиату, Цвет в пустыне, т. 6, с. 93-94).
 
წმ. მაქსიმე აღმსარებელი ამბობდა, რომ ეკლესიისადმი ვინმეს კუთვნილების სავალდებულო პირობა ეპისკოპოსთან ერთობა კი არ არის, არამედ მის მიერ ჭეშმარიტების მიღება. ეპისკოპოსთან ყოველი მხოლოდ მაშინ უნდა იყოს გაერთიანებული, როდესაც ასეთი იღებს ჭეშმარიტებას (P.G. 132 AC. // С. 132 АС).
 
მოკვლევაზე, რომელსაც იმპერატორის წარგზავნილები ატარებდნენ, რათა გადაერწმუნებინათ წმ. მაქსიმე, მას მისცეს ეპარქისგან დასმული შემდეგი შეკითხვა: "გაერთიანდები თუ არა რომელიმე ეკლესიასთან? - წმ. მაქსიმემ უპასუხა: "არ გავერთიანდები". "თქვი, რა მიზეზით?" - წმ. მაქსიმემ თქვა: "კრებათა მიუღებლობის გამო" (Φιλοκαλία 15Γ, 102. // Добротолюбие 15Г, 102). ანუ, მას არ ჰქონდა საეკლესიო თანაზიარობა, რადგან იმპერატორი და პატრიარქი არად აგდებდნენ კრებათა დადგენილებებს. ეს ყველაფერი ხდებოდა მეხუთე-მეექვსე მსოფლიო კრების მოწვევამდე ოცი წლით ადრე (680 წ.), რომელმაც დაგმო მწვალებლობა და ანათემას გადასცა აღმოსავლეთის ყველა იმდროინდელი პატრიარქი, წმ. მაქსიმე აღმსარებელი და მისი ორი მოწაფე ბერი კი გაამართლა! წმ. მაქსიმე აღმსარებლისთვის საყოველთაო ეკლესია - ეს ეპისკოპოსი კი არ არის, არამედ "უფლისადმი მართალი და მაცხოვნებელი სარწმუნოება..." (Τοῦ ἐν ἁγίοις Πατρός ἠμῶν Μαξίμου τοῦ Ὁμολογητοῦ , Πρός Ἀναστάσιον Μονάζοντα, P.G. 131-133. // Из писаний преподобного отца нашего Максима Исповедника, К Анастасию Монашествующему, С. 131-133).
 
წმ. გრიგოლ პალამა "ეგნატე ანტიოქიელის ეპისტოლის უარყოფაში" (3) პირდაპირ უარყოფს ეპისკოპოსის ღირსებას, თუკი ის არ მისდევს ჭეშმარიტებას, რადგან ქრისტეს ეკლესიას მიეკუთვნებიან მხოლოდ ისინი, ვინც იღებს ეკლესიის ჭეშმარიტებას; ხოლო მას, ვინც ამ ჭეშმარიტებას არ ემორჩილება, შეუძლებელია ეწოდოს ეკლესია, და მასთან არავითარი კავშირი არ გააჩნია. ამგვარი ადამიანები თავს იტყუებენ, თუნდაც თავი მოჰქონდეთ მღვდლებად და მღვდელმთავრებად. ქრისტიანობა, ჭეშმარიტი და ნამდვილი, განისაზღვრება და ხასიათდება არა პიროვნებებით, არამედ გარდაუვალი ჭეშმარიტებით და სარწმუნოებრივი განუხრელობით. "ისინი, ვინც ქრისტეს ეკლესიისგან არიან, ჭეშმარიტებისგან არიან, ხოლო ისინი, ვინც არ არიან ჭეშმარიტებისგან, არც ქრისტეს ეკლესიისგან იქნებიან, რამდენიც გინდ შეუთხზონ საკუთარ თავს სიცრუე, როდესაც თავს წმიდა მოძღვრებსა და მწყემსმთავრებს უწოდებენ, და სხვებისგანაც იწოდებიან. ჩვენ კი გვახსოვს, რომ ქრისტიანობა განისაზღვრება არა გარეგნული სახით, არამედ ჭეშმარიტებითა და რწმენის სიზუსტით" (Ἀναίρεσις γράμματος Ἰγνατίου Ἀντιοχείας, Ε.Π.Ε. 3, 606 -Γρηγορίου τοῦ Παλαμᾶ Συγγράμματα 2, 627, 10. // Письмо об отзыве Игнатия Антиохийского. Полн. собр. соч. 3, 606 ─ св. Григорий Палама. Сочинения 2, 627, 10).
 
_______________________
 
3. "ეგნატე ანტიოქიელის ეპისტოლის უარყოფა" (ΓΠΣ. Τ. 2. Σ. 625-647). აქ იგულისხმება წმ. გრიგოლ პალამას თანამედროვე და ანტიოქიის იმდროინდელი პატრიარქი ეგნატე. წმ. პალამას ეპისტოლეს სრული დასათაურება ამ ეგნატე ანტიოქიელის წინააღმდეგ ასე ჟღერს: "(იმის შესახებ) რომ ანტიოქიელი ეგნატეს პალამას საწინააღმდეგო ეპისტოლე - სრული სიცრუეა და ყოველივეში ეწინააღმდეგება წმიდა მთის ტომოსსა და კრებით ტომოსს, შედეგად, მიმართულია ყველა ღვთისმოსავისა და მათი იმპერატორის, ასევე თვით ღვთიმოსაობის წინააღმდეგ, ხოლო უმეტესად იმის წინააღმდეგ, ვინც ბარლაამიტების სიცრუით იქნა წაქეზებული ეს დაეწერა" (῞Οτι καὶ τὸ τοῦ ᾿Αντιοχείας κατὰ τοῦ Παλαμᾶ γράμμα ψεῦδός ἐστιν αὐτόχρημα καὶ τῷ συνοδικῷ τε καὶ ἁγιορειτικῷ τόμῳ διὰ πάντων ἀντίθετον, διὸ καὶ κατὰ τῶν εὐσεβῶν ἐστι πάντων καὶ τοῦ τῶν εὐσεβῶν βασιλέως καὶ τῆς εὐσεβείας αὐτῆς, κατ᾿ αὐτοῦ δὲ μᾶλλον ὡς ἀληθῶς τοῦ γράψαι τοῦτο παρὰ τῶν Βαρλααμιτῶν ἐξηπατημένου). Православная энциклопедия (Под редакцией Патриарха Московского и Всея Руси Кирилла. Ст. Григорий Палама. https://www.pravenc.ru/text/168057.html) – "აპოკ." რედ. შენიშვნა.
 
_______________________
 
ამრიგად, წმიდა გრიგოლი იკვლევს ეპისკოპოსის მართლმადიდებლურ რწმენას და შეხედულებებს, რათა განსაზღვროს, ეკლესიაში იმყოფება ამგვარი თუ არა, და არა კრების გადაწყვეტილებას. როდესაც პატრიარქმა კალეკასმა პატივიდან დაამხო და ეკლესიიდან განკვეთა პალამას თანამოაზრეები, წმიდა იოსები წერდა: "რომელმა ეკლესიამ გვდევნა ჩვენ? მოციქულთა ეკლესიამ? ჩვენ თქვენთან ერთად - მისი დამცველები და თანხმიერნი ვართ... შედეგად, ჩვენ უარგვყო არა სამოციქულომ... არამედ ახალგამოჩეკილმა ეკლესიამ და კალეკასის უცნაურმა სწავლებამ, რომელმაც შემდეგ "ხელი დაასხა" საკუთარ "სამღვდელოებას"... რატომ უწოდებთ საკუთარ თავს ეკლესიას? ... იმიტომ ხომ არა, რომ სიწმიდისგან შორს მდგომთ არ ასხვავებთ წმიდისგან? იმიტომ, ხომ არა, რომ ყველა ბინძურს და შებილწულს წმიდათა წმიდაში შესვლის ნებას აძლევთ?" ყველა ამ განცხადებასთან ერთად წმ. იოსები რეკომენდაციას იძლევა: "შევწყვიტოთ ჩვენი თანაზიარობა მათთან" (Ἀρχ. Βασ. Παπαδάκη ὅ.ἀ., σελ. 274-275. // Арх. Вас. Пападаки и др., с. 274-275).
 
და ის კვლავ შეგვახსენებს, რომ კალეკასი ჯერაც არ იყო დამხობილი, არამედ მოქმედი პატრიარქი გახლდათ (P.G. 150, 880D καὶ Θ.Η.Ε., τόμ. Ζ΄, σελ. 28. // С. 150, 880Д и Энциклопедия по религии и этике, том. 7, с. 28). აუცილებელია განსაკუთრებულად ხაზი გაესვას იმას, რომ წმ. გრიგოლ პალამას აზრით, არავინ შეიძლება ჩაითვალოს მართლმადიდებლად, თუკი ის ამტკიცებს, რომ აღიარებს მართლმადიდებლურ რწმენას, და ამ დროს ემსახურება და ემორჩილება რომელიმე მწვალებელ მოძღვარს: "... შეუძლებელია ღვთისმოსავად იწოდებოდეს ის, ვინც არ განეშორა მას (კალეკასს)..."; "ის, ვინც განეშორა კალეკასს, ჭეშმარიტად შედის ქრისტიანთა სიაში და ერთობაშია ღმერთთან..." (Ε.Π.Ε. 3, σ. 692. // Полн. собр. соч. с. 692).
 
წმინდანისთვის, როგორც მისი თანამებრძოლი იოსებ კალოფეტი აღწერს (Ἰωσὴφ Καλοθέτου Συγγράμματα, παρὰ Δημητρίου Τσάμη, τόμος 1, σελ. 294-296. // Иосиф Калофет. Сочинения, ред. Димитрия Цами, том 1, с. 294-296), ქრისტეს ეკლესია და "ეკლესია", რომელსაც პატრიარქი იოანე კალეკასი მეთაურობს, სხვადასხვა რამეა. ამრიგად, როდესაც არსებობს მწვალებლობა, მისი მიმდევრები: სასულიერო დასი და ერისკაცები, ქმნიან სხვა "ეკლესიას". ამიტომაც ის, ვინც მწვალებლობას შეიწყნარებს, განუდგება საუკუნო სამოციქულო ეკლესიას და ახალშექმნილი "ეკლესიის" ნაწილი ხდება. ამგვარი შემთხვევებთან დაკავშირებით ის ასწავლის: "შევწყვიტოთ ჩვენი თანაზიარობა მათთან" (Παρὰ Δ. Τσάμη, Ἰωσὴφ Καλόθετου συγγράμματα, Ἐπιστ. 2,κεφ. 9, σ. 374. // Ред. Димитрия Цами. Иосиф Калофет. Сочинения. Посл. 2, гл. 9, с.374) და "რადგან კალეკასი ამდაგვარად და არაერთხელ განდგომია მართლმადიდებელ ქრისტიანთა მთელ სისავსეს, შეუძლებელია ღვთისმოსავად იწოდოს ის, ვინც მას არ განცალკევებია. პირიქით, ის, ვინც ამ მიზეზებით განუდგა კალეკასს, ჭეშმარიტად შედის ქრისტიანთა სიაში და თავისი ღვთისმოსავი რწმენით ერთობაშია ღმერთთან (Ε.Π.Ε. 3, 692, Ἀναίρεσις ἐξηγήσεως τόμου Καλέκα. // Полн. собр. соч. 3, 692. Опровержение и разъяснение сочинений Калекаса). სხვა ადგილზეც ის ამბობს: "გავექცეთ მათ, ვინც არ შეიწყნარებს წმიდა მამათა განმარტებებს და საწინააღმდეგოს ასწავლის. მიუხედავად იმისა, რომ პირმოთნედ წარმოთქვამენ იმავე სიტყვებს, ისინი განუდგებიან მათ ღვთისმოსავ შინაარსს. მაშ, გავექცეთ ამდაგვართ ისე, თითქოსდა გველებს გადავეყარეთ" (P.G. 151,421. // С. 151, 421).
 
წმიდა მარკოზი (ეფესელი), რომელზეც ზეწოლას ახორციელებდნენ, რათა მოეხსენიებინა ლათონობისკენ მიდრეკილი კონსტანტინოპოლის პატრიარქი მიტროფანე, ამბობდა: "ნებისმიერი მეთოდით ავარიდოთ თავი ამ (პატრიარქთან) თანაზიარობას, არც ვიმსახუროთ მასთან ერთად და საერთოდ, არ მოვიხსენიოთ და მღვდელმთავრადაც არ ჩავთვალოთ, არამედ მივიჩნიოთ მგლად და დამქირავებლად". შემდეგ კი ამატებს: "გაექეცით მათ, ძმანო, და მათთან ურთიერთობასაც, რადგან ისინი ცრუ-მოციქულები არიან, მზაკვარი მომუშაკენი, რომლებიც ქრისტეს მოციქულთა სახეს იღებენ. და არც არის გასაკვირი, რადგან თვით სატანაც იღებს ნათლის ანგელოზის სახეს, ამიტომ რაღა გასაკვირია მისმა მსახურებმაც მიიღო სიმართლის მსახურთა სახე; მაგრამ მადი დასასრული მათი საქმეებისამებრ იქნება... თქვენ კი მყარად იდექით, მტკიცეთ გეპყრათ გადმოცემები, რომლებიც მიიღეთ, როგორც დაწერილად ასევე სიტყვიერად, რათა არ დაკარგოთ თქვენი სიმტკიცე" (Ἰ. Καρμίρη, ΔΣΜ. Α΄, σ. 361, 362. // И. Кармирис, ΔΣΜ., том. 1, с. 361, 362). "რადგან საჭიროა ნებისმიერი ფორმით განვაცალკევოთ ჩვენგან ისინი (ლათინთა თანამოაზრენი)" - თქვა მან (P.G. 160, 537A. // С. 160, 537А).
 
"ხოლო ღმრთის მღვდელმსახურებს ურჩიე ნებისმიერი საშუალებით გაწყვიტონ თანაზიარობა მასთან (პატრიარქთან), ნურც იმსახურებენ და, საერთოდ, არც კი მოიხსენიონ იგი, არ ჩათვალონ მღვდელმთავრად, არამედ მგლად და დამქირავებლად! ამრიგად, გაექეცით, ძმანო, იმათთან თანაზიარობას, ვისთანაც არ უნდა გქონდეთ იგი, და ნუ მოიხსენიებთ მათ, ვინც (ლიტურგიკული) მოხსენიების ღირსი არ არის. აი, მე, ცოდვილი მარკოზი, გეუბნებით, რომ ის, ვინც პაპს მართლმადიდებელ მღვდელმთავრად მოიხსენიებს, ვალდებული იქნება ყველაფერი ლათინურად შეასრულოს, თვით წვერის მოპარსვამდეც კი, და გალათინებული ლათინებთან ერთად იქნება განკითხული, როგორც სარწმუნოების დამღრვევი" (TLG,Theodorus Studites Scr.Eccl.,Theol.,Epistulae, Epistle 39,line51-80. P.G. 99, 1048C-D. // Св. пр. Феодор Студит. Церковные писания, Богословские послания, Послание 39, строки 51-80, с. 99, 1048 C-D).
 
"უნდა გავექცეთ მათ (ლათინებს) ისე, როგორც გაურბიან გველებს, და შესაძლოა უფრო უარესებსაც, ვიდრე ისინი არიან, - როგორც ქრისტეს გამყიდველებს და ქრისტეთი მოვაჭრეებს. გაექეცით მათ, ძმებო, მათთან თანაზიარობას. რადგან ისინი არიან ცრუ-მოციქულები, მზაკვრები, რომლებიც ქრისტეს მოციქულთა სახეს იღებენ" (Τοῖς Ἁπανταχοῦ τῆς γῆς Ὀρθοδόξοις Χριστιανοῖς, §6, ἐν Ἰω. Καρμίρη, Τὰ δογματικὰ καὶ συμβολικὰ μνημεῖα τῆς Ὀρθοδόξου καὶ Καθολικῆς Ἐκκλησίας, ἐν Ἀθήναις 1960, τομ. Α΄, σ. 427. // Всем Православным христианам, § 6, см.: И. Кармирис, Догматические и символические памятники Православной и Католической Церквей, Афины, 1960 г., т. 1, с. 427).
 
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ წმიდანი არ აყენებს ისეთ საკითხებს, როგორიცაა კრებითი განსჯის აუცილებლობა, განხეთქილების საშიშროება ან თითქოსდა ეკლესიისგან განდგომა ან კიდევ იკონომიის გამოყენება მშვიდობისა და სახარების ქადაგების მომიზეზებით. პატრიარქი მიტროფანე იმ დროს არც განკითხული იყო და არც დამხობილი რომელიმე კრების მიერ!
 
წმიდა ნიკიფორე, კონსტანტინოპოლის არქიეპისკოპოსი, ევედრებოდა მორწმუნეთ თანაზიარობაში არ შესულიყვნენ მწვალებლებთან, რადგან მათი სწავლება არისო "იქედნეს წარმონაშობი" (Βίος Ἁγίου Νικηφόρου, ὑπὸ Ἰγνατίου, p.166, l. 27-p167, l. 7. // Житие св. Никифора, ред. Игнатия, с. 166, 1. 27 – с. 167, 1.7).
 
წმინდანები თევდორე და თეოფანე დაკაწრულები (ბერძნ.: Θεόδωρος καὶ Θεοφανής τῷ Γραπτώ – "აპოკ." რედ.) ამბობდნენ: "... ჩვენ პრინციპულად უარვყავით მისი წინადადება და ვთქვით, მზად ვართ გადავიტანოთ ათი ათასი სიკვდილი. ასევე ვთქვით, რომ არასოდეს შევიბილწებით ეკლესიური თანაზიარობით ან უბრალო თანხმობითაც კი მათთან, ვინც არღვევს რწმენას და ქრისტიანთა აღმსარებლობას, თუნდაც ამოგვთხარონ თვალები ან ცოცხლად დაწვან ჩვენი სხეულები..." (Β. Παπαδάκη, Ἀρχιμ., Οἱ ἀγῶνες τῶν μοναχῶν ὑπὲρ τῆς Ὀρθοδοξίας, σελ. 200. // В. Пападаки, архим. Борьба монахов за Православие, с. 200).
 
წმიდა მელეტი, სანამ აწამებდნენ, თავის თხზულებებში წერდა, რომ ლათინები არიან მწვალებლები, ხოლო ისინი, ვისაც მათთან აქვს საეკლესიო თანაზიარობა, დაიმსახურებენ საუკუნო ტანჯვას (Ὅ.ἀ., σ, 240. // Там же, с. 240).
 
წმიდა სიმეონი: "ყოველ მღვდელმსახურს, რომლის რწმენა, სიტყვა და საქმე თანხმიერი არ იქნება წმიდა მამათა სწავლებებისა, არ შევიწყნარებთ ჩვენს სახლებში. არამედ განვეშორებით მას და შევიძულებთ როგორც დემონს, თუნდაც მკვდრებს აცოცხლებდეს და სხვა ურიცხვ სასწაულებს იქმოდეს" (Ἁγ. Συμεὼν τοῦ Νέου θεολόγου, Λόγος 6ος. // Св. Симеона Нового Богослова, Слово 6-е).
 
წმ. თევდორე სტოდიელის თანახმად: "ზოგიერთმა (მწვალებელმა) სარწმუნოებაში სრული კატასტროფა განიცადა; სხვები, თუმც სრულად არ ჩაძირულან აზროვნებით, მიუხედავად ამისა მაინც იღუპებიან მწვალებლობასთან თანაზიარობით" (P.G.99, 1164A. // С. 99, 1164А). ის "მართლმადიდებლური აღმსარებლობის გამყიდველობად" მიიჩნევს, როდესაც ვინმე თანაზიარობაშია თავის მწვალებელ ეპისკოპოსთან. წმიდა თევდორე შეგვახსენებს წმ. ათანასე დიდის განკარგულებას: "... არავითარი თანაზიარობა არ უნდა გვქონდეს მწვალებლებთან და არავითარი იმათთან, ვინც თანაეზიარება უკეთურთ" (TLG,Theodorus Studites Scr. Eccl., Theol., Epistulae, Epistle 466, line15-28. // Св. пр. Феодор Студит. Церковные писания, Богословские послания, Послание 466, строки 15-28).
 
თავის სხვა ეპისტოლეში ის ასწავლის: "ჩვენ იმავე მოციქულ პავლესგან გვაქვს მცნება, რომ თუკი ვინმე გვასწავლის ან გვარწმუნებს იმის წინააღმდეგ, რაც გადმოცემით მიგვიღია, იმის წინააღმდეგ, რასაც განსაზღვრავენ მსოფლიო და ადგილობრივი საეკლესიო კანონები, რომლებიც სხვადასხვა დროს იყვნენ მოწვეულნი, არ მივიღოთ ამგვარი და არ მივიჩნიოთ იგი წმიდა კლირის წევრად" (4). "ის, ვისაც თანაზიარობა აქვს მწვალებელთან, ჭეშმარიტად განუდგება ეკლესიას" (იხ. ზემოთ, - მთარგმნ. შენიშვნა).
 
________________
 
4. ორიგინალშია: "Παραγγελίαν γὰρ ἔχομεν ἐξ αὐτοῦ τοῦ Ἀποστόλου, ἐάν τις δογματίζῃ ἢ προστάσσῃ ποιεῖν ἡμᾶς, παρ’ ὃ παρελάβομεν, παρ’ ὃ οἱ Κανόνες τῶν κατὰ καιροὺς Συνόδων καθολικῶν τε καὶ τοπικῶν ὁρίζουσιν, ἀπαράδεκτον αὐτὸν ἔχειν, μηδὲ λογίζεσθαι αὐτὸν ἐν κλήρῳ Ἁγίων" (С. 99, 988). ─ მთარგმნელის შენიშვნა.
 
________________
 
წმ. ფოტიოს დიდი წერდა: "როდესაც მოძღვარი არის მწვალებელი, მაშინ ის, მშვიდიც რომ იყოს, ხდება მგელი, და უნდა გავექცეთ და გავშორდეთ მას, რათა არ გვაცდუნოს. მაშ, გაექეცი მასთან ურთიერთობას და საუბრებს, როგორც გველის შხამს" (Ε.Π.Ε. 12, 400, 31. // Полн. Собр. соч. 12, 400, 31).
 
არ არსებობს ორგზისი კრების 15-ე კანონის უკეთესი კომენტატორი, ვიდრე თვით კრების თავმჯდომარე, რომელმაც ის გამოსცა. მოდი ვნახოთ, რაც ბრძანებს წმ. ფოტიოს დიდი: "ჩვენ უნდა გავექცეთ მათ, როგორც გავურბივართ გველებს, და უნდა გავწყვიტოთ მათთან და თავი ავარიდოთ მათ როგორც შესაძლებელია, თუნდაც პარტივისცემის ღირსად და მორჩილ ადამიანებად გვეჩვენებოდნენ ისინი" (იქვე).
 
ღირ. მელეტი აღმსარებელი, გალისიოტისი: "ლათინები არიან მწვალებლები, და ვინც მათთან თანაზიარობაში შედის წარწყმდება" (V.Laurent–J.Darrouzes, Dossier Grec de l’union de Lion, p.554,558,559. // В. Лоран – Ж. Дарруз, Греческое дело о Лионской унии, с. 554, 558, 559).
 
ხოლო ღირ. ნეოფიტეს, კვიპრელი დაყუდებულის თქმით: "საეკლესიო თანაზიარობა პაპისტებთან თანამოზიარეს უქვემდებარებს კრებათა ანათემას და ჩაჰყავს იგი ჯოჯოხეთის ფსკერში" (Νεοφύτου τοῦ Ἐγκλείστου, Συγγράμματα, τόμος β΄, Κατήχησις 31, 1, σ. 332. // Св. пр. Неофит Затворник, Сочинения, том 2, Катехизис 31, 1, с. 332).
 
წმიდა გერმანე ერისკაც კვიპრიოტთადმი მიწერილ თავის ეპისტოლეში, რომლებიც დაემორჩილნენ დამპყრობელ ლათინებს 12-ე და 13-ე საუკუნეებში, წერს: "ღმრთის ერს კვიპროსზე მცხოვრებს, როგორც კათოლიკე (იგულისხმე საყოველთაო - "აპოკ." რედ.) ეკლესიის ჭეშმარიტ შვილებს, ვუბრძანებ გაექცნენ მღვდლებს, რომლებიც დანებდნენ ლათინურ ტყუილს, არ შეხვიდეთ მათ ეკლესიებში, არ მიეახლოთ მათ კურთხევის ასაღებად. რადგან უმჯობესია სახლში ილოცო ღმრთის მიმართ, ვიდრე ლათინებთან ერთად იარო ეკლესიაში, შემდეგ კი მათთან ერთადვე გაემგზავრო ჯოჯოხეთში" (Ἰωσὴφ Βρυεννίου, Τὰ Εὑρεθέντα,  τόμ. Β΄, σελ. 26. // Иосиф Вриенниу. Находки, том 2, стр. 26).
 


წმიდა კანონები:
 
 
წმიდა მამათა სწავლება იმის შესახებ, რომ ღმრთის ერი უნდა ჩამოცილდეს მწვალებელ მოძღვრებს განხორციელებულია მრავალ წმინდა კანონში. აღვნიშნავთ მხოლოდ რამოდენიმე მათგანს.
 
 
III მსოფლიო კრების მე-3 კანონი ითხოვს: "... ვბრძანებთ, რომ მართლმადიდებელთა მსოფლიო კრების თანამოაზრე სასულიერო პირები არ დაემორჩილონ განდგომილ და მართლმადიდებლობის უარმყოფელ ეპისკოპოსებს".
 
აქ, რა თქმა უნდა, იგულისხმება არა კრებითად განსჯილი ეპისკოპოსები, რადგან, ისინი კრებითად რომ ყოფილიყვნენ განსჯილნი, მაშინ დამხობილნიც იქნებოდნენ, და მათდამი მორჩილებაზე ლაპარაკიც კი არ იქნებოდა საჭირო, რამეთუ იქნებოდნენ პატივაყრილები და ეკლესიის ადმინისტრაციული სტრუქტურის მიღმა მყოფნი.
 
 
"ვინც რამე შემატოს ან მოაკლოს საყოველთაო ეკლესიის გადმოცემებს - ანათემა".
 
"მათ, ვინც არღვევს ნებისმიერ საეკლესიო გადმოცემას ბოძებულს წერილობით ან სიტყვიერად, ანათემას გადაეცეს", - აცხადებს მეშვიდე მსოფლიო კრება და, რა თქმა უნდა, ეპისკოპოსები არ არიან გამონაკლისები (Πρακτικὰ Σπ. Μήλια, σ.805, 825, 878, 879 // Протоколы. Сп. Милья, с. 805, 825, 878, 879).
 
 
ორგზისი კრების 15-ე და მოციქულთა 31-ე კანონები ქებისა და პატივის ღირსად მიიჩნევენ მათ, ვინც გამოეყოფა მწვალებელ ეპისკოპოსს, რადგან ამგვარნი ხელს უშლიან მწვალებლობების გავრცელებას და განხეთქილებისგან იცავენ ეკლესიას.
 
ანტიოქიის კრების მე-2 კანონი: "... თუ ეპისკოპოსთა, მღვდელთა, დიაკონთა, ან სხვა სამღვდელოთაგან აღმოჩნდება ვინმე უზიარებელთა მაზიარებელი, ისიც უზიარებელი უნდა იყოს, როგორც საეკლესიო კანონებში არევ-დარევის შემტანი". მოციქულთა კანონები სრულიად უჭერენ მხარს ამ პოზიციას: "ვინც საეკლესიო თანაზიარებიდან განყენებლთან ერთად ილოცებს, თუნდაც სახლში, თვითონაც განყენებით დაისაჯოს" (Κανὼν Ι’ Ἀποστόλων, Πηδάλιον, Ἀθήνα 1886, σ. 13. // Правила Св. Апостолов, «Пидалион», Афины 1886, с. 13).
 
1351 წლის კრების გადაწყვეტილების თანახმად, რომელმაც ანათემას გადასცა ბარლაამი და აკინდინე, ჩვენ უნდა გავწყვიტოთ თანაზიარობა არა მარტო მწვალებლებთან, არამედ იმათთანაც, ვინც მათთან თანაზიარობაშია, რომლებიც "თუ კლერიკოსები არიან, დაემხონ პატივისგან", ხოლო "თუ ერისკაცები, - განიკვეთონ" (π. Ἰωάννου Ρωμανίδη, Δογματικὴ καὶ Συμβολικὴ θεολογία, τ. Β΄, σ. 271. // О. Иоанн Романидис. Догматическое и символическое богословие, т. 2, с. 271).
 
მე-7 მსოფლიო კრების საქმეები: "ვისაც შეგნებული თანაზიარობა აქვს მწვალებელთან - ანათემა".
 
 
წყარო: aparatorul.md
Назад к содержимому