Перейти к контенту

ანტიერეტიკონი - ნეოპროტესტანტულ მწვალებლობებში ნათლისღების შესრულების მართლმადიდებლური შეფასება - აპოკალიფსისი

Пропустить меню
Пропустить меню
სწავლანი > ანტიერეტიკონი
ნეოპროტესტანტულ მწვალებლობებში
ნათლისღების შესრულების მართლმადიდებლური შეფასება
საღვთისმეტყველო ასპექტი
(ნაწილი I)
სამყაროს შექმნა
ავტორი: რომან მიხეილის ძე კონი
 
ღვთისმეტყველების კანდიდატი, მირქმის სასულიერო აკადემიის დოცენტი.
 
 
ანოტაცია

მოცემული სტატია მეორეა პუბლიკაციათა იმ სერიაში, რომელიც ეძღვნება ნეოპროტესტანტულ სექტებში დანერგილ სწავლებასა და პრაქტიკას და მისდამი მართლმადიდებლური ეკლესიის დამოკიდებულებას, ის გაყოფილია ორ ნაწილად. მასში გაანალიზებულია ნეოპროტესტანტული წარმოდგენა ნათლობაზე ცხონების იურიდიულ გაგებასთან კავშირში, ასევე ნათლობის როლი და მნიშვნელობა მორწმუნეთა მიერ ცხონების მოპოვების პროცესში. ამ თემებთან კავშირში განიხილება ნათლისღების ფორმულისა და დანიშნულების ვარიატულობა და ნათლობის წესის სიმბოლური აზრი ნეოპროტესტანტიზმში (ბაპტიზმის, ადვენტიზმის და ორმოცდაათიანელობის მაგალითზე).

სტატიაში ნაჩვენებია განსხვავება ნათლისღების შესახებ სწავლების პრინციპულ საკითხებში მართლმადიდებლურ და ნეოპროტესტანტულ გაგებას შორის, კერძოდ, - ცოდვათა მიტევებაზე, მორწმუნის აღორძინებაზე ახალი ცხოვრებისთვის, წყლის დანიშნულებაზე ამ საიდუმლოში, ღმერთთან მორწმუნის შეერთების შესაძლებლობასა და ბუნებაზე.

ნეოპროტესტანტულ სწავლებას ნათლისღების შესახებ ეძლევა შეფასება ცხონების წმიდა მამებისეული გაგების კონტექსტში. ასევე სტატიაში კრიტიკულად არის გამოკვლეული მთელი რიგი რუსი ნეოპროტესტანტების მცდელობა ახსნან ნეოპროტესტანტული წარმოდგენის შეუსაბამობის პრობლემა ნათლისღებაზე, ბიბლიური გამოცხადებისა და ბიბლიური საკრამენტალიზმის პრიზმაში. აქვე იხსნება მოცემული მიდგომის უსაფუძვლობა.


***


შესავალი
 
 
საეკლესიო სწავლებას ნათლისღების შესახებ, რომელიც არის ახალი სიცოცხლე ქრისტეში, ახალი ცხოვრების დასაწყისი (Николай Кавасила, св. прав. Семь слов о жизни во Христе. Слово 1, 36 // Николай Кавасила, св. прав. О жизни во Христе. М., 2006. С. 12) და გზა ცხონებისკენ, მწვალებლები ეჭვ ქვეშ აყენებდნენ და ამახინჯებდნენ ჯერ კიდევ მოციქულთა დროიდან (Апостольские правила. 49. Правила Православной Церкви с толковани¬ями Никодима, епископа Далматинско-Истрийского. М., 2001. С. 122). ნეოპროტესტანტიზმიც (1) ანაბაპტისტთა, ცვინგლისა და ლუთერს შორის არსებული კამათის შედეგად გაჩნდა, ხოლო XVI ს-ის დასაწყისში საკითხმა ნათლისღების შესახებ ხელი შეუწყო ბაპტიზმის (საზოგადო და კერძო) აღმოცენებას, რამაც ასახვა ჰპოვა ამ ნეოპროტესტანტული მწვალებლობის სახელწოდებაში. ნათლისღების შესახებ სწავლების განსხვავებული გაგება იმდენად პრინციპულია, რომ მისი მიხედვით ხდება გამიჯვნა ნეოპროტესტანტებსა და პროტესტანტებს შორის (Конь Р. М. Проблематика демаркации протестантов и неопротестантов в протестантизме, российском религиоведении и церковном сектоведении. Часть II // Диакрисис. 2023. № 2 (18). С. 61-103).
 
________________________
 
1. ტერმინი "ნეოპროტესტანტიზმი" გამოიყენება ბაპტისტური მწვალებლობების, ადვენტიზმის, ორმოცდაათიანელობის, ნეოორმოცდაათიანელობის და სხვათა აღსანიშნად, რომლებიც აღმოცენდნენ ლუთერისა და ცვინგლის სწავლებათა საფუძველზე, მაგრამ მათგან პრინციპულად განსხვავდებიან ნათლისღების აღსრულების საკითხში და პროტესტით არ გამოსულან შპეიერის რაიხსტაგში 1529 წ-ს (იხ.: Конь Р. М. Проблематика демаркации протестантов и неопротестантов в протестантизме, российском религиоведении и церковном сектоведении. Часть II // Диакрисис. 2023. № 2 (18). В печати.
 
________________________
 
ნეოპროტესტანტები (ბაპტისტები, ადვენტისტები, ორმოცდაათიანელები, ნეოორმოცდაათიანელები, ქრისტეს საერთაშორისო ეკლესია, ახალსამოციქულო ეკლესია და სხვა) მიიჩნევენ, რომ მხოლოდ მათი სწავლება და ნათლობის პრაქტიკა შეესაბამება სამოციქულო რწმენას, და არაფრად თვლიან ნათლობას აღსრულებულს მართლმადიდებლობაში, მაგრამ, მეორე მხრივ, მათი სწავლების თანახმად, ის მადლს არ იძლევა, არ ააღორძინებს და არ აცხოვნებს, თუმცა, მიუხედავად ამ ყველაფრისა მისი შესრულება აუცილებელია. ის შემთხვევები, როდესაც ნეოპროტესტანტიზმში გადანათვლის გარეშე იღებენ ეკლესიიდან განდგომილ მართლმადიდებლებს, გამონაკლისია, რადგან მართლმადიდებლობაში არსებული ნათლობის აღიარება, ზეგარდმო შობაზე მათი სწავლების მიხედვით, გამოიწვევს მართლმადიდებლობაში ცხონების აღიარებას, ეს კი აზრს უკარგავს მათ პროზელიტურ საქმიანობას და სწავლებას ეკლესიის აღდგენის შესახებ, რომელიც თითქოსდა დაეცა რწმენისგან განდგომის შედეგად.
 
განსაკუთრებული უცნაურობით სწავლება ნათლობის უმადლობის შესახებ გამოიყურება ბაპტისტებთან მიმართებაში, რომლებმაც თავიანთი სახელწოდება ახალ წევრთა გადანათვლის მიხედვით მიიღეს და ამავდროულად, სოტერიოლოგიური თვალსაზრისით, მას არარაობად აცხადებენ. ბაპტისტები იძულებულნი არიან აღიარონ ამ წინააღმდეგობის არსებობა და ამბობენ, რომ მათი არსებობის მთელი 400 წლის განმავლობაში ის გადაუჭრელია და "თანამედროვე ევანგელურ ეკლესიათა პრაქტიკაში ნათლობის ბიბლიური ფუნდამენტი საკმაოდ ღრმად დღემდე არ არის გაცნობიერებული" (Солоха С. 1 Петра 3:21: обещание или вопрошание доброй совести? // Бо¬гословские размышления. 2013. № . 14. С. 64). ზოგიერთი მათგანი კი ამაში ერთგვარ ირონიას ხედავს (Санников С.В. Знаки присутствия: водное крещение. СПб., 2019. С. 266) (2), რომელიც წარმოშვა ამ პარადოქსმა, რადგან ბაპტისტებს, თავიანთი სახელწოდებისდა საწინააღმდეგოდ, წყლით ნათლისღებაზე გააჩნიათ სუსტი და არასაკმარისი დასაბუთება. ბაპტისტების უუნარობა მთელი 400 წლის განმავლობაში ბიბლიური ტექსტებით დაასაბუთონ ნათლობის თავიანთი გაგება მეტყველებს არა მისი შემუშავებულობის ხარისხზე, არამედ წერილში მისი დამადასტურებელი ტექსტების არარსებობაზე.
 
________________________
 
2. შევნიშნავთ, რომ ს. ვ. სანიკოვი - არის კაპელანი, სახარებისეულ ქრისტიან-ბაპტისტთა სრულიად უკრაინის ოდესის პირველი ეკლესიის პასტორი.
 
________________________
 
თანამედროვე რუსულ ბაპტიზმში შემუშავდა ორი შეხედულება ამ პრობლემაზე. ერთნი ყურადღების აქცენს ამახვილებენ ნათლობაზე, როგორც აღთქმაზე ღმერთთან (Санников С. Подготовка к крещению. Одесса, 2005. С. 163; Колесников Н. Поспешим к совершенству // Братский вестник. 1979. № 2. С. 35). ს. სანიკოვის მონოგრაფიაში "Подготовка к крещению" ("მომზადება ნათლისღებისთვის") ავტორი გვთავაზობს ტრადიციული შეხედულება ნათლობაზე, როგორც კეთილი სინდისის აღთქმა ღმრთისადმი, განვიხილოთ მორწმუნის მიერ ღმერთთან დადებული აღთქმას თვალსაზრისით (Санников С. Подготовка к крещению. С. 163). თავისი აზრის სასარგებლოდ სანიკოვი ეფუძნება წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველის სიტყვებსაც კი, სადაც ლაპარაკია ნათლობაზე, როგორც აღთქმაზე ღმერთთან (Санников С.В. Знаки присутствия: водное крещение. СПб., 2019. С. 314¬315).
 
უფრო გაშლილი სახით სანიკოვის წარმოდგენა მოცემულ საკითხზე შემდეგნაირად გამოიყურება: მორწმუნე იღებს ცხონებას სინანულის მომენტში, და მხოლოდ ამის შემდეგ, გარკვეული დროის განმავლობაში, აღსრულდება წყლით ნათლობა, რომელშიც ამ ცხონებულსა და მამა ღმერთის მრისხანებისგან გათავისუფლებულს უყენებს კიდევ ერთ მოთხოვნას - მისცეს პირობა, რომ ექნება კეთილი სინდისი, და მხოლოდ მაშინ ხდება აღთქმის დადება ღმერთთან. ღმერთთან დადებული აღთქმის ამგვარი გამოგონილი ინტერპრეტაციის შემთხვევაშიც, სანიკოვი გამოთქვამს გაკვირვებას ნათლობის, როგორც აღთქმის იდეის არარსებობის გამო სარწმუნოების ბაპტისტურ გადმოცემებში, თუმცა მათ ლიტერატურასა და ღვთისმსახურებაში ის გვხვდება. ამგვარი "უჩვეულო კოლიზიის" მიზეზს სანიკოვი ხედავს ბაპტისტების მიერ ევქარისტიაზე, როგორც ახალ აღთქმაზე ქრისტეს სიტყვების მნიშვნელობის უგულებელყოფაში, რომლებიც "ერთგვარ შტამპად" იქცნენ, დაკარგეს თავიანთი მნიშვნელობა და ამიტომაც ის ბაპტისტებს სთავაზობს განაახლონ და გაიაზრონ ახალი აღთქმის მნიშვნელობა.
 
როგორც ჩანს, ამ "უგულებელყოფის" მიზეზი სხვა რამეშია - კერძოდ, იმაში, რომ ნათლისღება, და ევქარისტია ბაპტისტურ სოტერიოლოგიაში თავიდანვე იყვნენ მოკლებულნი თავიანთ პირდაპირ ფუნქციას - მორწმუნეთა ცხონების საშუალებას და მათთვის მაცხოვნებელი მადლის მინიჭებას. რადგან სიტყვები ნათლისღების შესახებ, როგორც სამოთხისეული ცხოვრების დამკვიდრებისა და ევქარისტიის, როგორც ღმერთთან შეერთების შეასხებ არ ასახავენ ღმერთთან ურთიერთობის რეალურ გამოცდილებას, ისინი დაემსგავსნენ "დამტკნარებულ მარილს" (მთ. 5:13) და შტამპებად იქცნენ. სანიკოვის მიერ წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველის დამოწმება პრობლემას ვერ წყვეტს, "რადგანაც ღვთის სასუფეველი სიტყვით კი არ არის, არამედ ძალით" (1 კორ. 4:20) - ანუ მართლმადიდებლობაში. ნათლობა ადამიანს ანიჭებს ცხონების მადლს, და იგივე საიდუმლო აერთებს მას ღმერთთან, ხოლო ბაპტიზმი ოდენ ვერბალურად აღნიშნავს პრობლემას, თუმცა მისი გადაწყვეტის საშუალება არ გააჩნია და, მეტიც, კატეგორიულად უარყოფს და გადაჭრით გმობს მართლმადიდებლურ სწავლებას ნათლისღების, როგორც მაცხოვნებელი მადლის წყაროს შესახებ.
 
ბაპტიზმში, ისევე როგორც ყოველ მწვალებლობაში, რომელიც ატარებს სხვა უამრავ ცრუსწავლებას (Ларше Ж.-К. Лицо и природа. Православная критика персоналистских теорий Христоса Яннараса и Иоанна Зизиуласа. М., 2021. С. 7), სწავლება ნათლისღების შესახებ დაკავშირებულია ცდომილებებთან სწავლებებში წმიდა სამების, მადლის, ცხონების და ეკლესიის შესახებ (См.: Конь Р. М. Представление баптистов о благодати // Сретенский сбор¬ник. Научные труды преподавателей СДС. 2012. № 3. С. 81-94). ნეოპროტესტანტიზმი რუსეთში მიმდევართა რაოდენობით მეორე ადგილზეა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის შემდეგ. 1990-იან წლებში მიღწეული წარმატების შემდეგ, 2000-იანი წლებიდან მასში შეიმჩნევა ზრდის დინამიკის დაცემა, ხოლო მთელ რიგ სექტებში მიმდევართა შემცირებაც, თუმცა მთლიანობაში პროტესტანტთა რაოდენობა რუსეთში არ კლებულობს. მიუხედავად ამისა ნეოპროტესტანტთაგან მრავალი პირი დაუბრუნდა ეკლესიას, მასთან შემოერთების ერთ-ერთი პრობლემათაგანი კი გახლდათ ნათლისღებისადმი დამოკიდებულება, რომელიც აღსრულებული იყო ნეოპროტესტანტიზმში წმიდა სამების ან იესუ ქრისტეს სახელით, მაგრამ ერთგზისი შთაფლვით; ასევე ნეოპროტესტანტიზმისადმი დამოკიდებულება გამომდინარე მოციქულთა მცნებიდან "ერთი ნათლისღების" შესახებ (ეფეს. 4:5).
 
ნათლისღების საკითხს უკავშირდება დისკუსია ჯვრისწერის საიდუმლოს მეშვეობით მართლმადიდებელთა დაქორწინების შესაძლებლობის შესახებ სექტანტებზე (Анализ проблематики браков православных с сектантами см.: Конь Р. М. Браки с инославными и сектантами в России по документам подготовки Поместного Собора 1917-1918 годов // БВ. 2017. Т. 24-25. № 1-2. С. 305-348). მართლმადიდებლურ ანტისექტანტურ ლიტერატურაში ამ პრობლემატიკას ეძღვნება რამოდენიმე პუბლიკაცია (Обзор публикаций см.: Конь Р. М. Крещение в неопротестантских сектах // Диакрисис. 2021. № 1 (9). С. 125, сн. 5) (3), მაგრამ არ გვაქვს ნეოპროტესტანტიზმში ერთგზისი შთაფლვით შესრულებული ნათლისღებისადმი დამოკიდებულების განზოგადებული ანალიზი, არადა ხშირად გვხვდება ნეოპროტესტანტიზმიდან მართლმადიდებლობაში მათი, როგორც პროტესტანტების მირონცხებით მიღების მოწმობანი.
 
________________________
 
3. მას უნდა დავამატოთ ახლახან გამოქვეყნებული სტატია: Юдин В. В. Вопросы чиноприема в Православную Церковь // Труды Перервинской духовной семинарии. 2023. Вып. 25. С. 63-86
 
________________________
 
ნეოპროტესტანტიზმში ნათლობის შესრულების საკითხი დეტალურად არის გახსნილი ჩემს პუბლიკაციაში "ნათლისღება ნეოპროტესტანტულ სექტებში" (Конь Р.М. Крещение в неопротестантских сектах // Диакрисис. 2021. № 1 (9). С. 125-160), ამიტომაც მოცემულ სტატიაში მოცემული იქნება ზოგადი შეხედულება ნეოპროტესტანტიზმში არსებულ ნათლობაზე და ძირითადი ყურადღება დაეთმობა ნეოპროტესტანტიზმში ნათლისღების მართლმადიდებლურ-საღვთისმეტყველო გააზრებას.
 
მოცემულ სტატიაში დეტალურად არ იქნება განხილული ციტატები, რომლებსაც იმოწმებენ სექტანტები ნათლისღების შესახებ მართლმადიდებლური სწავლების წინააღმდეგ, მაგრამ აქცენტი გადატანილი იქნება ნათლისღების შესახებ სექტანტურ წარმოდგენებზე, და იმაზეც, თუ როგორ წარმოუდგენიათ მათ ცხონება. ასევე მოცემული იქნება ნათლისღების შესახებ მათი სწავლების კრიტიკა წმიდა მამათა სოტერიოლოგიის კონტექსტში.

ეს დაეხმარება მართლმადიდებლებს, ასევე მერყევ ადამიანებს უკეთ გაიგონ ბაპტისტების ცდომილებათა თავისებურებანი და ცდომილების სიღრმე ნათლისღების საკითხთან დაკავშირებით, ხოლო მეორე მხრივ, შესაძლებლობას მისცემს ნეოპროტესტანტებს გაეცნონ მართლმადიდებლურ სწავლებას მოცემულ საკითხში. გარდა ამისა, აქ ღრმად არ იქნება განხილული მთელი რიგი საკითხებისა, რომლებიც ყრმათა ნათლობასთან არის დაკავშირებული, რაც სტატიის მოცულობის უსაშველო გაზრდასთან არის დაკავშირებული.


1. ნათლობის მნიშვნელობა და როლი ნეოპროტესტანტულ სოტერიოლოგიაში.
 
ნეოპროტესტანტული წარმოდგენა ნათლობაზე დაკავშირებულია სწავლებასთან გამოსყიდვის შესახებ, რომელიც აღასრულა იესუ ქრისტემ, და მორწმუნის მიერ ცხონების მოპოვებასთან, ამიტომაც დასაწყისში ზოგადად იქნება განხილული ნეოპროტესტანტული სოტერიოლოგია და მისი გავლენა ნათლობის გაგებაზე.
 
 
1.1. ცხონება ნეოპროტესტანტიზმში,
 
როგორც გამოხსნა ღმრთის რისხვისა და ღვთიური სასჯელებისგან
 
ცხონება ნეოპროტესტანტიზმში გაიგება, როგორც ცოდვილის გამოხსნა მამა ღმერთის მრისხანებისგან ადამიანთა ცოდვების გამო. ის ეფუძნება ნეოპროტესტანტთა სწავლებისადმი რწმენას, რომ ქრისტემ გოლგოთაზე თავისი ტანჯვით დააკმაყოფილა (Эриксон М. Христианское богословие. СПб., 1999. С. 617) მამა ღმერთის მრისხანება ცოდვისთვის და ადამის დანაშაულისთვის, რომელიც მოეთხოვება ყველა ადამიანს (Форлайнс Ф. Л. Библейская систематика. СПб., 1996. С. 145), და "ყველა ცოდვისთვის, რომელიც ჩვენ ჩავიდინეთ სინანულამდე, და ისინიც, რომლებსაც ჩავდივართ მის შემდეგ" (Иванов М. В. Основы систематического богословия // Библиотека сайта Московской Центральной Церкви ЕХБ. 19.5. Б. м., б.г. Электронное издание. С. 38), და მით ამ მრისხანებისგან (ღმრთის სასჯელებისგან) გაათავისუფლა (აცხოვნა) მონანული ცოდვილები.
 
ქრისტეს დამსახურებები მორწმუნეებს ჩაეთვლება პირადი მაცხოვნებელი რწმენის მეშვეობით, რომელიც ვარაუდობს, რომ ქრისტე წარდგა რა ღმრთის სამსჯავროზე და ცოდვილთა ნაცვლად მიიღო რა საკუთარ თავზე მამა ღმერთის მრისხანება, მით იხსნა ღმრთის სასჯელებისგან ადამიანები, როგორც ადამის ასევე საკუთარ ცოდვათა გამო. პირადი მაცხოვნებელი რწმენა ვარაუდობს ქრისტეს, როგორც პირადი მაცხოვრის მიღებას.
 
 
 
1.2. მომზადება ცოხნების მოსაპოვებლად ნეოპროტესტანტიზმში
 
ნეოპროტესტანტიზმში მზადება ცხონებისთვის შეიძლება მოიცავდეს არა ერთ წელიწადს და ვარაუდობს ორ მომენტს: პირველი - ნეოპროტესტანტულ თეორიულ სწავლებათა ("მაცხოვნებელ ჭეშმარიტებათა") შესწავლას, მათ შორის ქრისტეს შესახებ სწავლებას, როგორც ქვეყნიერების მაცხოვარზე, რაც შეადგენს "წინასწარ რწმენას", რომელიც წინ უსწრებს მოქცევას ან სინანულს, მაგრამ ის ჯერ კიდევ არ წარმოადგენს მაცხოვნებელ რწმენას, რომელიც იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანმა "ქრისტე უნდა მიიღოს, როგორც საკუთარი პირადი მაცხოვარი" (Прикосновение веры. Сайт «Церковь Христиан Адвентистов Седьмого Дня». URL: https://esd.adventist.org/2020/09/17/prikosnovenie-very). მეორე მომენტი შედგება მორწმუნეში ცოდვილი ცხოვრების გამო სინანულის გაჩენაში.
 
ამ მოსამზადებელი პროცესის დროს რომელიღაც მომენტში სპონტანურად სრულდება მოქცევა - ის ვარაუდობს, რომ ერთ აქტში ხდება სინანული, მაცხოვნებელი რწმენის მოპოვება, ცოდვათა მიტევება, ცხონება, გამართლება და ზეგარდმო შობა.
 
 
1.3. ცხონების მოპოვება
 
1.3.1. სინანული როგორც ცხონება
 
სინანული ვარაუდობს "გადაწყვეტილებას მთლიანად ზურგი აქციო ცოდვას", რომელსაც "მუდმივად ახლავს ჭეშმარიტი (პირადი) მაცხოვნებელი რწმენის მოპოვება" (Настольная книга пресвитера. М., 2010. С. 102). რწმენის მოპოვება ვარაუდობს პირადი მაცხოვნებელი რწმენის შესახებ თეორიული ცოდნის აქტუალიზაციას, და ამ მომენტში მონანული სუბიექტურად შეიმეცნებს და გრძნობს, რომ ქრისტე - ეს მისი პირადი მაცხოვარია, ამიტომაც ბაპტისტები დარწმუნებულნი არიან, რომ "ცხონება ადამიანთან მოდის სინანულის მომენტში" (Музычко И. В. Крещение по вере. URL: // https://slavicbaptists.com/2013/04/16).
 
 
1.3.2. სინანული, როგორც ცოდვათა მიტევება და გამართლება
 
თუკი მორწმუნემ ქრისტე მიიღო, როგორც პირადი მაცხოვარი, მაშინ, ნეოპროტესტანტების აზრით, მას ყველა ცოდვა მიეტევება (როგორც ადამის მიერ ჩადენილი, ასევე პირადიც). ასეთი რწმენის არსებობა საფუძველია ცოდვილის გამართლებისთვის. გამართლებაში ხდება ცვლილება თვით ღმერთში: ქრისტესადმი, როგორც პირადი მაცხოვრისადმი რწმენის მოპოვებამდე მამა ღმერთი აღიქვამდა მას, როგორც იურიდიული სტატუსის მქონე ცოდვილს, ხოლო გამართლების შემდეგ მამა ღმერთი ჩაუთვლის მას "ქრისტეს სიმართლეს" (შეად. რომ. 4:5) (Следуя за Христом: Пособие для подготовки к святому водному крещению. Изд. 2-е. М., 2014. С. 25), ანუ მონანულს მიანიჭებს ისეთ იურიდიულ მდგომარეობას, როგორიც აქვს უცოდველ ქრისტეს, თუმცა პირველმშობელთა ცოდვის შედეგები მაინც რჩება ადამიანის ბუნებაში.
 
 
1.3.3. მონანული თავისუფლდება სიკვდილის შემდგომი სამსჯავროსგან
და დაიმკვიდრებს ცათა სასუფეველს.
 
მოქცევის იმავე აქტში მონანული ხდება ზეციური სასუფევლის წევრი (Храпов Н. П. Дом Божий и служение в нем. URL: http://www.blagovestnik.org/books/00280.htm ), ის ჰპოვებს მარადიულ ცხოვრებას "ნეტარ სამოთხეში ქრისტესთან ერთად" (ინ. 3:16; რომ. 8:7), ხოლო ბიოლოგიური სიკვდილი ნეოპროტესტანტიზმში აღიქმება, როგორც გადასვლა "უკეთეს მდგომარეობაში" (ფლპ. 1:21), რადგან სიკვდილის შემდგომი სამსჯავრო მოწოდებულია მხოლოდ სამართლიანი შეფასება მისცეს ნეოპროტესტანტის მიერ შესრულებულ კეთილ საქმეებს (1 კორ. 3:12-15), თუმცა მის ამოცანებში არ შედის ბრალდების გამოტანა მარადიული განსჯისთვის (Следуя за Христом. С. 25), რადგან ქრისტემ სრულად დააკმაყოფილა მამა ღმერთის მრისხანება.
 
 
1.3.4. მოქცევა (სინანული), როგორც მიშვილება
 
მოქცევის მომენტში გამართლებული ცოდვილი ამყარებს ღმერთთან კავშირს, ანუ "სანდო პირად ურთიერთობას", რომელიც მას შესაძლებლობას აძლევს იწოდოს "მორწმუნედ", იმად, ვინც "ქრისტე მიიღო თავის პირად მაცხოვრად და უფლად სინანულისეულ ცხოვრებაში" (მკ. 1:15)" (Настольная книга пресвитера. М., 2010. С. 102).
 
გამართლების შედეგი არის მიშვილება (ძეობის მიღება) (გალატ. 4:5).
 
 
1.3.5. ზეგარდმო შობა
 
მოქცევის პროცესი მთავრდება ხელახლა შობით, ან ზეგარდმო შობით (ინ. 3:3). ადრე მიიჩნეოდა, რომ ზეგარდმო შობა დაკავშირებული იყო სულის სუბსტანციის ცვლილებასთან, დღეს კი დასავლელი ნეოპროტესტანტები ამჯობინებენ ზეგარდმო შობაში დაინახონ "ადამიანის მიდრეკილებათა და სურვილთა ცვლილებები მიმართულნი სიკეთის საქმნელად" (Эриксон М. Христианское богословие. СПб., 1999. С. 802).
 
რუსი ნეოპროტესტანტები მიიჩნევენ, რომ სინანულის მომენტში "ადამიანში იბადება რაღაც ახალი - მართალი სულიერი ბუნება (2 კორ. 5:17)" (Иванов М. В. Основы систематического богословия. 19.4. С. 37). "ბუნებაში" ისინი გულისხმობენ ცხონებული ადამიანის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, რომელიც ხასიათდება მით, რომ ცოდვა, მის ნებისმიერ გამოვლინებაში შესაზიზღი ხდება აღორძინებული ადამიანისთვის, თუმცა ჩვენი ბუნების ცოდვილიანობა მაინც რჩება (რომ. 7:22-23).
 
ცოდვის არმიღების ეს გრძნობა იმდენად ძლიერია, რომ ამ მომენტიდან მონანულს არა მარტო არ სურს სცოდოს, არამედ თითქოსდა იძენს ცოდვის ძლევის შესაძლებლობას (რომ. 6:17-19) (Настольная книга пресвитера. С. 102).
 
ზეგარდმო შობა აღესრულება სულიწმიდის მეშვეობით, მაგრამ როგორია ადამიანში აღსრულებულ ცვლილებათა ბუნება, ნეოპროტესტანტიზმმა არ იცის და გვთავაზობს არ მოვახდინოთ ამ საკითხის თეორეტიზირება, არამედ ის განვიხილოთ, როგორც "ადამიანის მიდრეკილებათა და სურვილთა ცვლილებანი" (Эриксон М. Христианское богословие. СПб., 1999. С. 715).


1.3.6. სუბიექტივიზმი ნეოპროტესტანტულ სოტერიოლოგიაში, როგორც მისი არსებითი ნაკლი
 
გამართლებისა და ცხონების მომენტი ობიექტურად არანაირად ფიქსირდება ნეოპროტესტანტულ სწავლა-მოძღვრებაში: ეს შეიძლება იყოს საჯარო სინანული თემის წინაშე, ან შეიძლება მოხდეს ერთი-ერთზე, ან კიდევ ოჯახისა და მეგობრების წრეში, მაგრამ ცხონების მოპოვების შესახებ რომ აუცილებელია განაცხადო ნეოპროტესტანტულ შეკრებაზე ან კიდევ აცნობო ამის შესახებ პასტორებს (Морозов А., диак. Вероучительный и практический подход к установлениям русских баптистов на примере Крещения // БВ. 2023. № 3 (50). С. 364). ხოლო ისინი ინდივიდუალურ გასაბურებაში გამოარკვევენ მოქცეულთაგან, "მართლაც განიცადეს სულებმა აღორძინება თუ არა" (Гнида И. С. Церковные установления // Братский вестник. 1988. № 4. С. 74).
 
ნებისმიერ შემთხვევაში ცხონებაში დარწმუნებულობა - ეს არის მორწმუნის სუბიექტური ემოციურ-ზნეობრივი განცდა, რომელიც მოწმდება ადამიანების მიერ, რომლებმაც ადრე ასევე განიცადეს თავიანთი ცხონებულობის სუბიექტური შეგრძნებები. და აქ იკვრება ლოგიკური წრე: ერთი მორწმუნის სუბიექტური გამოცდილების სინამდვილე მოწმდება სხვა მორწმუნის სუბიექტური გამოცდილებით.
 
ის ფაქტი, რომ შემოწმება წარმოებს კოლექტიურად, ამისთვის სპეციალურად უფლებამოსილი პრესვიტერების მიერ, არაფერს ცვლის, რადგან მათი კოლექტიური გამოცდილება ისეთივე სუბიექტურია, არაეკლესიური და ცრუა, რადგან მათ არ იციან რწმენა, "ერთხელ რომ მიეცა წმიდათ" (იუდ. 1:3) მოციქულთაგან, ხოლო მოციქულთა რწმენა ეფუძნება უშუალო ურთიერთობას ღმერთთან (1 ინ. 1:1-3). ამიტომაც მოც. პავლე წერს, რომ ეკლესია "მოციქულთა და წინასწარმეტყველთა საძირკველზეა დაფუძნებული" (ეფეს. 2:20).
 
გარდა ამისა, მათ არა აქვთ ცხოვრებაში მაცხოვნებელი რწმენის განხორციელების საეკლესიო-კრებითი გამოცდილება, რომელიც წმიდა მამებმა გადმოგვცეს (Серафим (Роуз), иером. Православие и религия будущего. М., 2005. С. 88 - 89). რწმენის ჭეშმარიტება და ცხონების გამოცდილება, მიღებული ეკლესიის გარეთ არსებული გადმოცემიდან, შეუძლებელია ვინმემ რაიმეთი დაასაბუთოს, თვით წერილითაც კი, რადგან მისი სინამდვილე ეკლესიის მოწმობაზეა დაფუძნებული.
 
ამრიგად, ცხონებას, ცოდვათა მიტევებას, გამართლებას, "ახალ სულიერ ბუნებას", "ზეგარდმო შობას", სულიწმიდის შესახლებას მორწმუნეში და მარადიული ცხოვრების მოპოვებას პროტესტანტები იღებენ ნათლისღებამდე. მხოლოდ ამის შემდეგ უშვებენ ისინი ცხონებულ მორწმუნეს და ეკლესიის წევრს ცათა სასუფეველამდე და ნათლობამდე (4). შედეგად, ნათლობას ცხონებასთან არანაირი კავშირი არ გააჩნია.
 
________________________
 
4. Вероучение евангельских христиан-баптистов. Сайт российского союза евангельских христиан-баптистов в России. URL: https://baptist.org.ru/faith/ verouchenie?ysclid=lwg2kyggiz673783659; Основы вероучения и соответствующая ему практика Централизованной религиозной организации Российский объединенный союз христиан веры евангельской (пятидесятников). Сайт Российского объединенного союза христиан веры евангельской (пятидесятников). URL: https://www.cef.ru/pentacostal/faith?ysclid=lwg2 qi6lat457920328.
 
________________________
 
 
1.3.7. ნეოპროტესტანტული წარმოდგენა ნათლისღებაზე ნეოპროტესტანტული სოტერიოლოგიის კონტექსტში: ნათლობა არ აცხოვნებს, არ ააღორძინებს, მადლს არ ანიჭებს, ცოდვებს არ მიუტევებს.
 
ნეოპროტესტანტები ნათლობის აზრს სოტერიოლოგიურ კონტექსტში აღწერენ მხოლოდ უარყოფით ტერმინებში - მასში ცოდვების მიტევება არ ხდება, ის არ აცხოვნებს, მადლს არ ანიჭებს, აღორძინების ძალას არ იძლევა.
 
ისინი კატეგორიულად უარყოფენ "ზეგარდმო შობის" შესაძლებლობას საიდუმლოებებში. ბაპტისტი გრუდემი ამბობს, რომ "ახალი აღთქმა არასოდეს განიხილავს ნათლობას, როგორც შესაძლო მომავალი მეორედშობის სიმბოლოს" (Грудем У. Систематическое богословие: введение в библейское учение. СПб., 2010. С. 761).
 
ნათლობის ამგვარი გაგება ასახულია მათ სარწმუნოებრივ გადმოცემებში, პასტორთა სახელმძღვანელოებში და საღვთისმეტყველო თხზულებებში. სახარებისეულ ქრისტიან-ბაპტისტთა (სქბ) სწავლებაში, რომელიც მიღებულ იქნა სქბ=ს 43-ე ყრილობაზე 1985 წელს, ნათქვამია: წყლით ნათლობა შესაძლებელია მხოლოდ მათთვის, ვინც ირწმუნა და მიიღო "იესუ, როგორც თავისი პირადი მაცხოვარი და განიცადა ზეგარდმო შობა" (О водном крещении: Вероучение евангельских христиан-баптистов 1985 года // Братский вестник. 1992. С. 70).
 
რუსეთის ახლანდელი სახარებისეულ ქრისტიან-ბაპტისტთა კავშირის საიტზე კონსტატირებულია ის, რომ "ცხონება ხდება სინანულის მომენტში", ხოლო ნათლობაში მონაწილეობს წინასწარ ცხონებული მორწმუნე. წყლის ნათლობას ენიჭება აღსრულებული ცხონების მხოლოდ ხილული სიმბოლური ნიშანი, და ის "ეხმარება ადამიანს კიდევ ერთხელ შეიგნოს, რომ მან მთელი თავისი ცხოვრება მიუძღვნა ქრისტეს" (Святое водное крещение. URL: https://baptist.org.ru/read/article/97953?ysclid= lwgeu4ebw9544851750).
 
"პასტორის სამაგიდო წიგნში" კატეგორიულად განცხადებულია, რომ ნათლობას არ შეუძლია მიანიჭოს ცხონება, "რადგან ჩვენ ვცხონდებით არა წეს-ჩვეულებით, არამედ რწმენით (ეფეს. 2:8)", ამიტომაც შეუძლებელია ნათლობაზე გადმოტანილ იქნას ის, რაც მხოლოდ ზეგარდმო შობისას ხდება (Настольная книга пресвитера. С. 119).
 
მ. ერიკსონის თანახმად, ნათლობა - ეს არის ადამიანის ცხონების ფაქტის დადასტურება "თვით მისთვის და გარშემო მყოფთათვის" (Эриксон М. Христианское богословие. СПб., 1999. С. 925) და ის "არ გადასცემს რაიმე პირდაპირ სულიერ კურთხევებს" (Там же. С. 825).
 
გ. ტისენი წერს, რომ "არც ნათლობაში, არც უფლის ტრაპეზობაზე (ევქარისტიაში - "აპოკ." რედ.) არ შეიმჩნევა მადლის რაიმე განსაკუთრებული გამოვლინებები", მის ნაცვლად შემოთავაზებულია მორწმუნემ აღასრულოს ქრისტეს განკარგულებები და გაიხსენოს მისმიერ შეწირული მსხვერპლი ადამიანთა საცხოვნებლად, და, ამ საგნებით შთაგონებულმა, "იზარდოს უფალ იესუ ქრისტეს მადლში" (Тиссен Г. К. Лекции по систематическому богословию. СПб., 1994. С. 351).
 
ასე მიიჩნევს მ. ივანოვიც: "... თვით ნათლობის აქტში არ მოიცემა არანაირი განსაკუთრებული მაცხოვნებელი ღმრთის მადლი (რადგან სულიერი შობა აშკარად არ არის ნათლობის იდენტური (1 კორ. 4:15; 1:17))" (Иванов М. В. Основы систематического богословия. 24.1. Б. м., б. г. Электронное издание. С. 50; Тиссен Г. К. Лекции по систематическому богословию. С. 351), ხოლო სწავლება იმის შესახებ, რომ ნათლობა გვანიჭებს მადლს და აცხოვნებს, მ. ივანოვის აზრით, ცდომილებას წარმოადგენს (Иванов М. В. Основы систематического богословия. 24.11. С. 52). ნეოპროტესტანტები იზიარებენ აზრს, რომ ეკლესიის წევრები ხდებიან ადამიანები, რომლებმაც აღორძინება წერილისა და სულიწმიდისგან განიცადეს, მაგრამ "თვით ეკლესია სულების აღორძინებას არ ახორციელებს. აცხოვნებს მხოლოდ ქრისტე, და არა ეკლესია" (Пушков Е. Н. Еще о православии. СПб., 2011. С. 247).
 
ნათლობამდე სულიწმიდის მიღების საკითხში ნეოპროტესტანტები ტიპოლოგიურად მსგავსნი არიან ისეთი ძველი მწვალებლებისა, როგორებიც იყვნენ მესალიანელები, რომლებიც ასწავლიდნენ, რომ "ნათლობა არ აქცევს ადამიანს სრულყოფილად", ხოლო "ნათელღბულნი სრულიად არც იღებენ სულიწმიდას", ისინი მას ნათლობის გარეშეც იღებენ (Иоанн Дамаскин, прп. О ста ересях. 80 // Иоанн Дамаскин, прп. Источник знания. М., 2002. С. 136-137).მოცემულ შემთხვევაში ნათლობა გამოიყურება, როგორც ფსიქოლოგიური საშუალება, თვითშთაგონება შემდგარ ცხონებაში საკუთარი თავის დასარწმუნებლად.
 
მსჯელობა ნათლობაში მადლის მონიჭების ობიექტურ ხასიათზე ჯეროვანი იქნებოდა მაშინ, თუკი აღიარებულ იქნებოდა, რომ: 1) მადლი მოიცემა წყლის მიერ და 2) იერარქიული სამღვდელოების, როგორც საიდუმლოს აღმასრულებელის აღიარების შემთხვევაში.
 
ამრიგად, ნეოპროტესტანტიზმში წყლით ნათლობა მადლს არ ანიჭებს, მაშასადამე, ის, მათივე მოწმობით, უმადლოა და არამაცხოვნებელი (5).
 
________________________
 
5. ასეთივე შეხედულება ჩამოყალიბდა ბაპტისტურ ნათლობაზე მართლმადიდებლურ პოლემიკურ ლიტერატურაში. იხ.: Рубский В., свящ. Православие — протестантизм: Штрихи полемики. Глава 6: Крещение. http://pravbeseda.ru/library/index. php?page=book&id=654.
 
________________________


გაგრძელება იქნება.
 
 
წყარო: Конь Р. М. Православная оценка крещения в неопротестантских ересях: богословский аспект (Часть I) // Диакрисис. 2024. № 1 (21).

მასალა ითარგმნა და გამოსაქვეყნებლად მომზადდა საიტ "აპოკალიფსისის" რედ. მიერ. 2025 წ.
Назад к содержимому