ანტიერეტიკონი - სიყალბეები სერაფიმე საროველის "ცხოვრებაში" - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სწავლანი > ანტიერეტიკონი
სიყალბეები სერაფიმე საროველის "ცხოვრებაში"
სერაფიმე საროველი და დათვი
ავტორი: იღუმენი პეტრე მეშჩერინოვი.
 
რამოდენიმე წლის წინ გამოვიდა ვალენტინ სტეპაშკინის წიგნი "სერაფიმე საროველი"...



ჩემი აზრით არც ისე გამართულად არის დაწერილი; მაგრამ ავტორი არ არის ლიტერატორი, და მის წიგნში მთავარი ეს როდია. მთავარი არის ის, რომ ავტორი არის მეცნიერი, მკვლევარი, და თავისი გმირის ცხოვრებას და მისი მემკვიდრეობის გარჩევას ის აგებს საარქივო დოკუმენტების საფუძველზე, რომლებზეც მუშაობდა (დასანანია, რომ ვალენტინ სტეპაშკინი მხოლოდ სერაფიმ საროველთან დაკავშირებულ დოკუმენტებზე მუშაობდა. უფრო "ვრცლად" რომ განეხილა თემა, არ დაუშვებდა უხეშ "ლაპსუსს" თავის წიგნში - ის ახსენებს ღირ. ალექსანდრე სვირელის დღევანდელ "უხრწნელ ნაწილებზეც", როგორც ღმრთის ჭეშმარიტ სასწაულზე, მაშინ როდესაც ეს "ნაწილები" - ფალსიფიკაციაა).
 
ავტორი ძალიან დიდ პატივს სცემს სერაფიმეს, ამიტომ იშვიათად აკეთებს რაიმე განსაზღვრულ დასკვნებს, არამედ უბრალოდ იმოწმებს იმას, რაც შეესაბამება დოკუმენტებს (სხვათა შორის, - რაც წიგნის ნაკლოვანებად უნდა ჩაითვალოს, - უხვად აზავებს მათ მეორეხარისხოვან საგნებთან დაკავშირებულ ვრცელ ექსკურსებში). მაგრამ დასკვნებს ვერსად გავექცევით, რამეთუ ამ დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ:

1. სამრეკლო არ ყოფილა (ლეგენდის მიხედვით სერაფიმე საროველი გადმოვარდა სამრეკლოდან და ცოცხალი დარჩა)
 
2. ქვაზე დგომა არ ყოფილა (ლეგენდის მიხედვით თურმე სერაფიმე საროველი ათასი დღისა და ათასი ღამის განმავლობაში იდგა ქვაზე და ლოცულობდა).
 
3. დათვის დაპურება საკუთარი ხელით არ ყოფილა (ლეგენდის მიხედვით, როდესაც სერაფიმე ათასი დღე-ღამის განმავლობაში ქვაზე იდგა, მასთან მხოლოდ ფრინველები და ველური ცხოველები მოდიოდნენ. მასთან სულიერი რჩევისთვის მისულებს უნახავთ, თუ როგორ აპურებდა საკუთარი ხელით დათვს ქვაზე მდგომი სერაფიმე).
 
4. არ ყოფილან ყაჩაღებიც (ლეგენდის მიხედვით ერთხელ სერაფიმეს თავს ყაჩაღები დაესხნენ და სასტიკად სცემეს, ნაჯახით ყუით კი თავი გაუტეხეს. სერაფიმემ სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს).
 
5. არ შემდგარა საუბარი მოტოვილოვთან... (ლეგენდის მიხედვით საუბარი სერაფიმესა და ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე მოტოვილოვს (1809-1879) შორის შედგა 1831 წლის ნოემბერს. საუბარი შეეხო ქრისტიანული ცხოვრების ასპექტებს, რაც შემდეგ ჩაწერა მოტოვილოვმა. ეს ხელნაწერი, 70 წლის შემდეგ, ნ. მოტოვილოვის არქივში აღმოუჩენია მის მეუღლეს ელენე ივანეს ასულ მოტოვილოვას).
 
და ასე შემდეგ...
 
ვფქირობ, ნათქვამიც საკმარისია. მოტოვილოვი დეტალურად არის განხილული. ეს იყო ფსიქიურად შერყეული ადამიანი. ყველაფერი, რაც მას უკავშირდება არ იმსახურებს ნდობას.
 
შედეგად, სერაფიმე წარმოგვიდგება, როგორც ადამიანი-გამოცანა. რეალური და ნამდვილი მასზე ძალზედ მცირე რამ შეიძლება ითქვას, ყველა დანარჩენი - სხვადასხვა დონის ფანტაზიაა.
 
ამის შესახებ ერთხელ ერთ ჩემს კეთილ ნაცნობთან ვისაუბრე. მან მითხრა: "რა თქმა უნდა, მაგრამ უბრალო ხალხს ყოველივე ამისი სჯერა... რას იზამ. დაიჯერონ, ზიანი ხომ არ ადგებათ". და ბევრი ფიქრობს ასე, რასაც კატეგორიულად არ ვეთანხმები. ზიანი არსებობს - ის მდგომარეობს იმაში, რომ საეკლესიო ცხოვრებაში შემოაქვთ სიცრუე, რის საფუძველზეც ყალიბდება "მართლმადიდებლური სუბკულტურა", რომელიც ზოგჯერ ჭეშმარიტი ქრისტიანობის საწინააღმდეგოა. ეს ხუმრობა როდია, არც კერძო საქმეა - კურსკში არსებობს სამახსოვრო დაფა: "ამ ადგილას სამრეკლოდან ჩამოვარდა...", ქვის ნატეხებს დებენ ხატებში და ქალაქებში დაატარებენ დიდი სიწმიდის ნიშნად... რა არის ეს, თუ არა დეზორიენტაცია და ქრისტეს სახარების შეცვლა "დედაბერთა ზღაპრებით" (1 ტიმ. 4:7)?
 
საეკლესიო მოძღვრობის ერთ-ერთი უპირველესი მოვალეობა - სიმართლის დაცვაა, და არა ნახევრადგაწარმართებული ხალხის ბნედიანობის წაქეზება; მაგრამ, ვაი რომ თანამედროვე "მღვდლებს" ეს არ ესმით, ამისი შეგნება ალბათ - მომავლის საქმეა, და როგორც ჩანს, არც ისე ახლო მომავლისა...
 
Назад к содержимому