ანტიერეტიკონი - სქიმონაზონი სილუანე - წმინდანი თუ ხიბლში მყოფი ერეტიკოსი? - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სწავლანი > ანტიერეტიკონი
სქიმონაზონი სილუანე - წმინდანი თუ ხიბლში მყოფი ერეტიკოსი?
პუბლიკაციის მიხედვით: ბულგარელთა კვალობაზე ჩვენც უნდა ამოვშალოთ სილუანე ათონელი წმინდანთა დასიდან
(ქვეყნდება მცირეოდენი შემოკლებით)
წმ. მთავარანგელოზი მიქაელი
შინაარსი:
 
 
თავი I
 
1. როგორ გადავწყვიტე, რათა გამოვსულიყავი კანონიზირებული წმინდანის წინააღმდეგ
   
2. ბერ სილუანეს და არქიმანდრიტ სოფრონის გაპოპულარება - შეთქმულება მართლმადიდებლობის წინააღმდეგ.
   
 
თავი II
 
1. სქიმონაზონ სილუანეს კანონიზაციის მრავლისმეტყველი ისტორია
 
2. არამანუგეშებელი დასკვნები მონათხრობიდან სქიმონაზონ სილუანეს თავისა და კანონიზაციის ისტორიის შესახებ
 
3. მონაზონ კასინიას (ვეზენკოვა) პირველი წერილი სქიმონაზონ სილუანეს შესახებ
 
4. მონაზონ კასინიას (ვეზენკოვა) მეორე წერილის ნაწყვეტი
 
5. მონაზონ კასინიას სულიერი შვილი არქიმანდრიტი კლიმენტი (ბურენკოვი) სქიმონაზონ სილუანეს შესახებ
 
6. დეკანოზ ბოჟიდარ გლავევის სტატია სქიმონაზონ სილუანეს შესახებ
 
 
თავი III
 
ჩემი აზრები სქიმონაზონ სილუანეს ნაწერების შესახებ
 
 
***

ავტორი: ჟურნალისტი ალლა ტუჩკოვა.
 
თავი I
 
დროა წმინდანთა დასიდან ამოვშალოთ ე. წ. ღირ. სილუანე ათონელი. ეს იყო ცდუნებული და ხიბლში მყოფი ადამიანი, რომელსაც საიდუმლო მასონი არქიმანდრიტი სოფრონი (სახაროვი) ტრამპლინად იყენებდა თვითგაპიარებისთვის და თავისი სატანური იდეების გასაპოპულარებლად. ამ მასონის ზურგსუკან იდგა საერთაშორისო მაფია, რომელიც დღმდე ყველას თავს ახვევს სქიმონაზონ სილუანეს და არქიმანდრიტ სოფრონის. როდესაც ბულგარელმა მონაზონმა კასინია ვეზენკოვამ ამხილა სილუანეს წერილები, ის მოკლეს. მაგრამ მართლმადიდებელთ მაინც ჰქონდათ მოკლევადიანი გამარჯვებები ამ ფრონტზე - 2015 წელს ბულგარეთის საეკლესიო კალენდრიდან სილუანეს სახელი ამოშალეს. მაგრამ საიდუმლო სატანისტებმა მის დაბრუნებას მაინც მიაღწიეს. 2020 წლის კალენდარში სილუანეს სახელი კვლავ გამოჩნდა.



ფოტოზე: სქიმონაზონი სილუანე, რომელსაც პატივს მიაგებენ, როგორც ღირ. სილუანე ათონელს
 
 
1. როგორ გადავწყვიტე გამოვსულიყავი კანონიზირებული წმინდანის წინააღმდეგ
 
არც ისე ადვილია გადაწყვიტო წმინდანთა დასში შერაცხილი ადამიანის საჯარო კრიტიკა. იმიტომ, რომ თუ ის მართლა წმინდანია, მაშინ სამოთხეში ამგვარი კრიტიკის შემდეგ ძნელად თუ მოხვდები - თუნდაც დროთა განმავლობაში შეინანო და აღსარებაში თქვა. მე უკვე აღარ ვლაპარაკობ იმაზე, რომ ღმერთი ამ ცხოვრებაშიც კი სჯის ადამიანებს მის საყვარელ შვილთა, - როგორც ცოცხალთა, ასევე გარდაცვლილთა, - სიტყვიერ თუ ფიზიკურ შეურაცხყოფაზე.
 
ამიტომ ამ ნაშრომის დაწერას ფუქსავატურად როდი შევუდექი. ერთი წლის წინ წავიკითხე ძალიან ნიჭიერი ანონიმი ავტორის ნაშრომი, სადაც მხილებული იყო არქიმანდრიტ სოფრონის (სახაროვი) საქმიანობა. მასში გაკრიტიკებული იყო მისი წიგნის "მხცოვანი სილუანეს" პირველი ნაწილი. ანონიმი ავტორი დამაჯერებლად ამტკიცებდა, რომ არქიმანდრიტმა სოფრონმა თავის მართლმადიდებლობას მიმსგავსებულ ტექსტში მოხერხებულად დამალა მასონური და სატანური თეორიები  (ხაზგასმები ყველგან ჩვენია - "აპოკ." რედ.) კერძოდ, ყოფიერების გადმოყირავებული პირამიდის თეორია. თვით სქიმონაზონ სილუანეს შენიშვნები, რომლებიც წიგნის "მხცოვანი სილუანეს" მეორე ნაწილშია, ანონიმურ ნამუშევარში კრიტიკას არ დაქვემდებარებია.
 
შემდეგ ინტერნეტში ვიპოვე საიტი (http://kasiniavezenkova.blogspot.com/2011/), რომელზეც გამოქვეყნებული იყო ბულგარელი მონაზვნის კასინიას (ვეზენკოვა) ორი წერილი წიგნის "მხცოვანი სილუანე" მხილებით და მკვეთრი გამონათქვამებით თვით სქიმონაზონ სილუანეს მიმართ. თავის წერილები მონაზონმა კასინიამ რუს მღვდელმთავრებს მიწერა იმის შემდეგ, რაც მოსკოვის საპატრიარქოს კალენდარში წაიკითხა ნაწყვეტები ამ ადამიანის თხზულებებიდან. დედაო კასინიამ ბერ სილუანეს ცდუნებული უწოდა.
 
გარკვეული დროის შემდეგ ვიპოვე ნარკვევები სქიმონაზონ სილუანეს შესახებ და დავიწყე მათი კითხვა. გამიჩნდა ცალსახა აზრი, რომ ეს ადამიანი ხიბლში იმყოფებოდა. ჩემი აზრები გავანდე ზოგიერთ მართლმადიდებელს, და ერთმა მათგანმა, რომელსაც საღვთისმეტყველო განათლება ჰქონდა მიპასუხა, რომ მისი აზრითაც, სქიმონაზონი სილუანე წმინდანი არ არის. მაგრამ ამ საკითხში საბოლოო დასკვნებისგან მას საზოგადოებრივი აზრი აკავებდა - ხალხი ხომ პატივით ეპყრობა ყველა კანონიზირებულ ადამიანს. ნახევარი წლის შემდეგ მე კვლავ აღმოვაჩინე ბერ სილუანეს ნაწერები. ამჯერად მათი კითხვა ვერ შევძელი - ეს იყო სულიერი გულისამრევობა.
 
ჩემს სიცოცხლეში იყო ორი შემთხვევა, როდესაც გამიჩნდა აზრები იმის შესახებ, რომ ორი ახალმოწამე სინამდვილეში წმინდანები არ არიან. მაგრამ ამ აზრებში იყო რაღაც უცხოც. ჩემი სული მათ არ იღებდა და, როგორც იტყვიან, დისკომფორტს გრძნობდა. იმის შემდეგ, რაც ერთხელ აღსარებაზე ვთქვი ამგვარი აზრების შესახებ, ისინი უკვალოდ გაქრა. სქიმონაზონ სილუანესთან დაკავშირებით მსგავსი არაფერი მომხდარა. მე სრულიად ნორმალურად ვმსჯელობდი იმის შესახებ, რომ ის არანაირი წმინდანი არ გახლავთ. მაგრამ შესაბამისი მამხილებელი ნაშრომის დაწერას წმიდად თეორიული მოსაზრებებიდან გამომდინარე ჯერაც ვერ ვბედავდი. კერძოდ, ვფიქრობდი: იქნებ მე რაღაც ისე არ მესმის და ის მაინც წმინდანია?
 
მაშინ გადავწყვიტე შეკითხვით მიმემართა ერთი დიდი მოღვაწისთვის (რომლის სახელსაც ვერ ვიტყვი): "სილუანე წმინდანია თუ ჯოჯოხეთშია?" ამ კითხვაზე მან მიპასუხა, რომ სილუანე ხიბლში იმყოფებოდა. აქ მე ყოველგვარი დაბრკოლება მომეხსნა და საბოლოოდ გადავწყვიტე ამ ნაშრომის დაწერა. როდესაც სქიმონაზონ სილუანეს წერილთა შესახებ საკუთარი აზრების ჩამოყალიბებას შევუდექი და უფრო დაკვირვებით განვიხილე მისი ნაწერები, ძლიერ გამიკვირდა ჩვენი საზოგადო უცოდინრობა: ეს თხზულებები ხომ აშკარად ხიბლში მყოფი ადამიანის ნაწერებია. მათი მეშვეობით შესაძლებელია დემონური ცდუნების მსხვერპლთა სულიერი სამყაროს შესწავლა. სქიმონაზონ სილუანეს სულიერი ცხოვრების ღერო სიამტკბილობის მიღება გახლდათ. დემონები მას სიამტკბილობებით აღიზიანებდნენ, და ისიც ამ სიამოვნებებს დაუოკებლად ელტვოდა. იმ მომენტებში, როდესაც დემონები არ აძლევდნენ მას ამ "საკვებს", სილუანე სიბნელესა და ჭმუნვაში იმყოფებოდა. მაშ, როგორ იყო შესაძლებელი საეკლესიო კალენდარში ცდუნებული და ხიბლში მყოფი ადამიანი ჩაეწერათ? საით მივექანებით?
 
 
2. ბერ სილუანეს და არქიმანდრიტ სოფრონის გაპოპულარება - შეთქმულება მართლმადიდებლობის წინააღმდეგ
 
ახლა მოკლედ აღვწერ ე. წ. მხცოვან სილუანეს გაპოპულარების მექანიზმს.  ჯოჯოხეთის ძალები ორი ათასი წელია ცდილობენ თავიანთი ადამიანების მეშვეობით მართლმადიდებლობის შერყვნას. მათ შორის ისინი ეკლესიაში სპეციალურად აგზავნიდნენ მისდამი მტრულად განწყობილ ადამიანებს, რათა მათ იქ ძირგამომთხრელი საქმიანობა ეწარმოებინათ. მიმდინარეობდა ეკლესიის წევრთა გადაბირება. მაგალითად, 14-ე საუკუნეში ლათინებმა აღმოსავლეთში წარაგზავნეს თავიანთი ბერი ბარლაამი, რათა მას, თავი მოეჩვენებინა მართლმადიდებლად და შეერყია მართლმადიდებლური სარწმუნოება. და შეარყია კიდეც: აღმართა ისეთი საშინელი მწვალებლობა, რომელიც დღემდე გვახსოვს. წმიდა გრიგოლ პალამამ ბევრი იღვაწა ამ მწვალებლობის წინააღმდეგ. 15-ე საუკუნეში იუდეველმა სქარიამ საშინელი იუდეველური მწვალებლობა ააგორა რუსეთში ეკლესიის წინააღმდეგ. ჯერ მან რამოდენიმე მღვდელმსახური გადაიბირა, შემდეგ კი ამ მწვალებლობამ თვითონ გაიდგა ფესვები ბერ-მონაზონთა და მღვდელმსახურთა შორის. მწვალებელი აღმოჩნდა თვით მოსკოვის მიტროპოლიტი ზოსიმეც.
 
ბოლო ათწლეულში ჩვენ განვიცდით ძალზედ დაძაბულ პერიოდს: მართლმადიდებლობაში მისი დანგრევის მსურველები შემოდიან, მეტიც ეკლესიის წიაღში მყოფთა გადაბირებასაც კი ცდილობენ და მართლმადიდებლობისთვის მებრძოლთა რიგებშიც ეწერებიან. ასე მაგალითად, მიტროპოლიტი ანტონი (მელნიკოვი) თავის ღია წერილში ბრალს დებს დეკანოზ ალექსანდრე მენს იმაში, რომ სიონისტი იყო და შეგნებულად ცდილობდა მართლმადიდებლობის შერყვნას. ხოლო ცნობილი მღვდელი-მოდერნისტი გიორგი ჩისტიაკოვი თავისი სიკვდილის შემდეგ უეცრად, მოსკოვის პიატნიცკის სასაფლაოზე მასონთა საფლავების გადმობრუნებულ სამკუთხედთა ერთ-ერთი რგოლი აღმოჩნდა. მწერალი იური ვორობიოვსკი ერთ-ერთ ვიდეოში ჰყვებოდა, რომ მასონების მიერ მღვდელთა გადაბირება საბჭოთა პერიოდშიც წარმოებდა, და შესაბამისი ფაქტებიც მოჰყავს.
 
არქიმანდრიტი სოფრონი (სახაროვი), ეკლესიასთან და მართლმადიდებლობასთან ერთ-ერთი შეგნებულად დაპირისპირებული მებრძოლია. ამისი მტკიცებულებების პოვნაც ძნელი არ არის. არსებობს ტაძრის ფოტოსურათი, რომელშიც არქმანდრიტმა სოფრონიმ მართლმადიდებლური შვიდსანთლიანი სასანთლის ნაცვლად ებრაული მენორა დადგა, ასევე არსებობს მოწმობები იმისა, რომ უცნაურად კითხულობდა ლოცვებს, - ისე, როგორც ამას მასონები აკეთებენ.
 
ამ ადამიანს სურდა მართლმადიდებლობის შერყევა. ცდუნებული ბერი სილუანე მან საკუთარი იდეების გასავრცელებელ პლაცდარმად აირჩია. არქიმანდრიტმა სოფრონიმ დაიწყო წიგნის "მხცოვანი სილუანეს" გავრცელება თავისი "თანამოსაქმეების" დახმარებით, რომლებიც სხვადასხვა ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიებში იმყოფებიან. ბულგარელმა მონაზონმა კასინიამ (ვეზენკოვა), რომელიც მრავალი წლის განმავლობაში მართლმადიდებლობის მცველის არქიეპ. სერაფიმე სობოლევის სულიერი შვილი გახლდათ, რუს მღვდელმთავრებს ამ წიგნის მამხილებელი წერილები დაუგზავნა. პირველი წერილი მან 1980 წელს დაწერა. ხოლო 1981 წლის ოქტომბერში ის მოკლეს, მისი სახლი კი დაწვეს. სიკვდილის ოფიციალურ მიზეზად - ცეცხლმოდებულ სახლში დაღუპვა გამოცხადდა. სხვათა შორის, გვამის გაკვეთა არ უწარმოებიათ, რადგან ექიმმა, რომელიც თითქოსდა მას ატარებდა, თქვა: "მონაზონი კასინია კიდევ ბევრ წელს იცოცხლებდა ძალიან დაავადებული გული რომ არ ჰქონოდა".
 
1987 წელს არქიმანდრიტ სოფრონის (სახაროვი) მაფიამ მიაღწია იმას, რომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ სქიმონაზონ სილუანეს კანონიზაცია მოახდინა. ეს ძალიან უცნაური საპატრიარქოა, და ამის შესახებ მთელმა მართლმადიდებლურმა სამყარომ უკვე დიდი ხანია იცის. რუსეთის საზღვარგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის (შემდგომში - რსმე - "აპოკ." რედ.) არქიეპისკოპოსი ამბერკი (ტაუშევი) იმასაც კი წერდა, რომ ამ ადგილობრივი ეკლესიის ერთ-ერთი პატრიარქი განდობის უმაღლესი ხარისხის მასონი გახლდათ. კონსტანტინოპოლის საპატრიარქოში მოხდა ასევე მოდერნისტი მონაზვნის მარიამ სკობცოვას კანონიზაციაც, რომელიც მწეველი იყო და დასცინოდა მართლმადიდებლურ ღვთისმსახურებას.
 
ჩვენს თვენში (იგულისხმება რუსეთის ადგილობრივი ეკლესიის თვენი - "აპოკ." რედ.) სქიმონაზონ სილუანეს სახელი გადმოტანილია 1992 წელს კონსტანტინოპოლის თვენიდან პატრ. ალექსი II-ის მითითებით. ანუ, ჩვენში ამ ადამიანის კანონიზაციის საკითხი არც კი განხილულა. რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში (შემდგომში რმე - "აპოკ." რედ.) უბრალოდ დააკოპირეს მოდერნისტული და ყოველგვარი წესიერების ფარგლებს გადაცილებული საპატრიარქოს გადაწყვეტილება.
 
როდესაც საერთაშორისო ვითომმართლმადიდებლური მაფია შეუდგა წიგნის "მხცოვანი სილუანეს" გამოცემას, რომელიც გატენილია სატანური, მასონური და კაბალისტური თეორიებით, და სქიმონაზონ სილუანეს პროპაგანდირებას, მართლმადიდებელ ადამიანთა თავებში დაიწყო სატანიზმის იდეების დანერგვა და მართლმადიდებლური სწავლებების დამახინჯდება. სწორედ ამას ელტვიან ეკლესიის მტრები - შერყვნან მართლმადიდებლური სწავლება, რათა ეკლესიამ ამის მეშვეობით დაკარგოს საკუთარი თავი - ქრისტე, და ცრუეკლესიად გადაიქცეს. სქიმონაზონ სილუანეს ჩვენს თვენში შეტანის შემდეგ ჩვენი ქვეყნის მართლმადიდებელი ადამიანები ღვთისმსახურებაზე შემწეობისთვის უკვე ეშმაკის მსახურს მიმართავენ. ეს არის მკრეხელობა და როგორც ეკლესიის, ასევე ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანის გამასხარავება.
 
თანაც, ამ ცდუნებული ადამიანის სახელი ჩვენს კალენდრებში გამოყოფილია დამუქებული შრიფტით. ამის წყალობით სქიმონაზონ სილუანეს მსახურებას ენიჭება პრიორიტეტი, როდესაც მღვდლები იღებენ გადაწყვეტილებას: რომელი წმინდანის მიმართ აღასრულონ საზოგადო ღმრთისმსახურება. და, საერთოდ, გამაოგნებელი ფაქტია: მრავალ ღირსეულ წმინდანს მრავალი საუკუნის განმავლობაში არ შეუდგინეს ღმრთისმსახურება, და ამ ცდუნებულ ეშმაკის მსახურს - შეუდგინეს. მეტიც, თავისი ტროპარი არა აქვს ნიკოლოზ საკვირველთმოქმედს, - მას უგალობენ მღვდელმთავართა საზოგადო ტროპარს. მაგრამ, ცდუნებული და ხიბლში მყოფი სილუანესთვის სამი ტროპარია დაწერილი.
 
იმის შემდეგ, რაც ვითომმართლმადიდებლურმა მაფიამ მიაღწია სქიმონაზონ სილუანეს კანონიზაციას, მან დაიწყო არქიმანდრიტ სოფრონის (სახაროვის) პროპაგანდირება და მისი სხვა წიგნების გამოცემა. და აი, ჩვენ მივაღწიეთ იმ დრომდე, როდესაც დაიწყო ლაპარაკი იმაზე, რომ, თითქოსდა, მოწაფემ თავის მოძღვარს აჯობა. 2019 წლის ოქტომბერში კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ მოახდინა არქიმანდრიტ სოფრონის (სახაროვი) კანონიზაცია.
 
მე ვიცი, რომ გამჭრიახი სქიიღუმენი საბა (ოსტაპენკო) ციტირებდა სქიმონაზონ სილუანეს. და მე წამიკითხავს არქიმანდრიტ რაფაელის (კარელინი) ასეთი ფრაზა: "რაც შეეხება მ. სოფრონის, ის და ღირ. სილუანე არათანაბარი სულიერი სიდიდისანი არიან. წერო სქიმონაზონ სილუანეზე - ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს ჩაწვდე მისი სულიერი გამოცდილების სიღრმეს. თუმცა, წიგნი "მხცოვანი სილუანე" - უკეთესია, რაც კი მ. სოფრონიმ დაწერა". შემდეგ არქ. რაფაელი ამატებს, რომ "მხცოვანი სილუანე" ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში წაუკითხავს: "დიდად მადლობელი ვარ მ. სოფრონისა წიგნისთვის "მხცოვანი სილუანე", რომლის წაკითხვაც ჩემს ახალგაზრდობაში მოვახერხე".
 
ამასთან დაკავშირებით ვიტყვი, რომ, ჯერ-ერთი, არ არსებობს არც ერთი ადამიანი, ვისაც არ ჰქონია ცოდვები და შეცდომები. ძველი დროების წმინდანებიც სცოდავდნენ, მათ შორის საღვთისმეტყველო საკითხებშიც.
 
და, მეორეც, წიგნი "მხცოვანი სილუანე" - საკმაოდ უცნაურია. მასზე აშკარად მუშაობდნენ ჯოჯოხეთის საუკეთესო ტვინები, რომლებიც არქიმანდრიტ სოფრონისა და სქიმონაზონ სილუანეს მეშვეობით მოქმედებდნენ. მე თავად წავიკითხე იგი ოთხი წლის უკან - იმ დროს უკვე დიდი ხნის გაეკლესიურებული ადამიანი ვიყავი, დავდიოდი ღვთისმსახურებაზე და სხვადასხვა წმიდა მამის თხზულებებს ვკითხულობდი. და მაშინ ამ წიგნში ვერაფერი საეჭვო და საძრახისი ვერ შევამჩნიე. როგორ მოხდა ეს და რატომ, თვითონაც არ ვიცი. თვალები მხოლოდ იმის შემდეგ ამეხილა, რაც წავიკითხე ანონიმური შრომა, რომელიც ადრე უკვე ვახსენე. როგორც ჩანს თვით მონაზონმა კასინიამაც (ვეზენკოვა) უცებ როდი დაინახა, რასთან ჰქონდა საქმე, რადგან მან თავიდან წიგნი "მხცოვანი სილუანე" წასაკითხად ერთ მაღალჩინოსან ადამიანს გაუგზავნა.
 
რაც შეეხება იმას, რომ ახლა მრავალი ადამიანი სქიმონაზონ სილუანეს წმინდანად მიიჩნევს და სამყაროს აღსასრულამდე უბღავლებს ყველა კრიტიკოსს: "ხელს ნუ ახებთ ღმრთის მონას!", ეს მეტყველებს არა სქიმონაზონ სილუანეს სიწმიდეზე, არამედ ჩვენი დროების უბედურებაზე და ჩვენი სულების ცხონების პრაქტიკულ შეუძლებლობაზე. დღეს ერთეულები თუ ცხონდებიან. ეს აჩვენა ჩვენი ტაძრების არცთუ დიდი ხნის წინანდელმა დახურვებმა - ამის გამო მორწმუნეთაგან მცირედმა თუ იგრძნო სულიერი ტანჯვა და ტაძართა დასაცავად დადგა. ბრბომ კი გულგრილად ზურგი აქცია ეკლესიას და ღვთისმსახურებათა ტრანსლიაციის ყურებაზე გადავიდა.
 
გარდა ამისა, სქიმონაზონ სილუანესადმი საყოველთაო პატივისცემასთან დაკავშირებით გვახსენდება, თუ რას წერდა თავის "პატერიკში" (რუს. "Отечник") ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი). მას იქ მოჰყავს ანტონი დიდის ასეთი ციტატა: "დადგება დრო და ადამიანები დასნებოვნდებიან. ხოლო როდესაც ჯანმრთელს დაინახავენ, აუმხედრდებიან მას და ეტყვიან: "შენ სნეული ხარ, რადგან ჩვენსავით არ ხარ"".
 
ამის შემდეგ ეპ. ეგნატე ასეთ განმარტებას აძლევს ამ გამონათქვამს: "ზედმეტი არ იქნება შევნიშნოთ, რომ საჭიროა ვუფრთხოდეთ მოწოდებებს ცრუ მორჩილებისკენ, რომლებსაც დემონები და მათი მსახური ადამიანები გარდაუვალად მოგვაწვდიან. ჩვეულებისამებრ ასეთ შემთხვევაში ხორციელი აზროვნება იტყვის: "ნუთუ მარტო შენ ხარ მართალი, ხოლო ადამიანთა მთელი სიმრავლე ცდება?!" ეს არის შეპასუხება - რომელსაც არანაირი მნიშვნელობა არ გააჩნია! ყოველთვის მცირედნი, უკიდურესად მცირედნი ვიდოდნენ ვიწრო გზით; სამყაროს აღსასრულის წინ ეს გზა უკიდურესობამდე გაპარტახდება".
   
იოანე კრონშტადტელი წერდა: "ბუნება მტკიცედ ნარჩუნდებოდა ყოვლისმპყრობელის მიერ და დღემდე ნარჩუნდება, თუმცა ელის დასასრულს, როდესაც კაცთა მოდგმა აყროლებულ გვამს დაემსგავსება და უკვე აღარაფრითვის იქნება საჭირო მისი არსებობა".
 
კაცობრიობა უკვე წარმოადგენს აყროლებულ გვამს. მრავალთა კეთილსახოვნება - ეს მხოლოდ მოჩვენებითი მხარეა. ამ მოჩვენებითობის მიღმა ამაზრზენი არსებები იმყოფებიან - სულები, ცოდვის მიერ სრულიად შეჭმულები და ვნებათამიერი ლპობით აღვსილები. ჩვენს ირგვლივ მკვდართა გვამებია - და ამ მკვდართა შესახებ წერია იოანე ღვთისმეტყველის აპოკალიფსისში (თ. მე-9), სადაც ლაპარაკია აპოკალიპტურ მხედრებზე (ანუ დემონებზე), რომლებმაც ვნებების, საცთურებისა და ცოდვების მეშვეობით კაცობრიობის მესამედი ამოწყვიტეს. და ადამიანთა შორის, რომლებიც ერთი შეხედვით, ეკლესიის წევრები არიან, სინამდვილეში სულიერ მიცვალებულებს და უსიცოცხლო გვამებს წარმოადგენენ, რომლებიც ქრისტეს უხილავი მსჯავრით დიდი ხნის წინათ მოიკვეთნენ ეკლესიისგან.
 
ამგვარ ვითრებაში არ შეიძლება მიუბრუნდე მეზობლებს და მხედველობაში მიიღო მათი რეაქცია ამა თუ იმ მოვლენაზე. მართალია, ეს მკვდარი სულები საშინელ ყვირილს ატეხავენ, თუკი ინტერნეტში რაიმე იშვიათ და სამართლიან სტატიას წააწყდებიან. მაგრამ, საზოგადოდ, ესეც გასაგებია: ჯოჯოხეთშიც საშინლად კივიან მკვდართა სულები. ასეთია, როგორც ჩანს, გარდაცვლილ სულთა თვისება - გინდ ამქვეყნად და გინდაც იმქვეყნად.


თავი II
 
1. სქიმონაზონ სილუანეს კანონიზაციის მრავლისმეტყველი ისტორია
 
სქიმონაზონ სილუანეს კანონიზაციის ისტორიის შესახებ მე შევიტყვე მოდერნისტ გიორგი ველიკანოვის სტატიიდან, რომელიც განთავსებულია მოდერნისტულ პორტალზე Православие.ру. ის წერს, რომ ამ სქიმონაზონს თავის სიცოცხლეში ათონზე არავინ აფასებდა - მასში რაიმე განსაკუთრებულს ვერ ხედავდნენ, არქიმანდრიტ სოფრონის (სახაროვი) გარდა. ველიკანოვი გადმოსცემს სქიმონაზონ სილუანეს თავზე ნადირობის ლამის დეტექტიურ ისტორიას. დავიმოწმებ მის მონათხრობს:
 
"ისე მოხდა, რომ მხცოვან სილუანეს სულიერ ნიჭებზე ყველაზე უკეთ უწყოდნენ "გარეშეებმა", ვიდრე მისი საკუთარი მონასტრის ძმობამ. მხოლოდ ერთმა მათგანმა - ბერდიაკვანმა სოფრონიმ (სახაროვმა) - შენიშნა, რომ მამა სილუანე უვნებობის უმაღლეს მდგომარეობას ფლობდა; რომ ის იყო ძველ მეუდაბნოვე მამათა გამოცდილების სრულყოფილი მემკვიდრე. და - მთელ მსოფლიოსაც მოსდო მისი სახელი.
 
წიგნი "მცხოვანი სილუანე", რომელმაც მრავალი ადამიანი მართლმადიდებლურ რწმენაში მოიყვანა, ზოგიერთები კი - მონაზვნობაშიც, კაზუსიდან დაიწყო. მამა სოფრონი, იმ დროისთვის უკვე მღვდელმონაზონი, 1947 წელს ათონიდან პარიზში დაბრუნდა და ღირსი მამის ჩანაწერები რუსული ემიგრაციის სახელგანთქმულ ღვთისმეტყველს - ვლადიმირ ნიკოლოზის ძე ლოსკის აჩვენა. მან მხრები აიჩეჩა: რა არის განსაკუთრებული ამ მცირედგანათლებული, თუნდაც ღვთისმოსავი ბერის რვეულებში?
 
და მაშინ, მხცოვანის ჩანაწერების მთელი მნიშვნელობა და მათში მოაზრებული სულიერი მდგომარეობა რომ განემარტა, მამა სოფრონის ვრცელი კომენტარის დაწერა დასჭირდა, რომელიც აავსო ფილოსოფიური და საღვთისმეტყველო ლექსიკით, რადგან მიმართული იყო ისეთი ერუდიტებისადმი, როგორიც ლოსკი გახლდათ. ეს კომენტარი შემდეგ წიგნად ჩამოყალიბდა და მართლმადიდებლური ასკეტიკის ანთოლოგია იქცა.
 
მაგრამ იბადება კითხვა: სურდა თუ არა თვით ღირს მოღვაწეს ასეთი მსოფლიო პოპულარობა?
 
სქიმონაზონი სილუანე გარდაიცვალა 1938 წელს, და აი აქ იწყება მისი ნაწილების საიდუმლო თაყვანისცემის ნამდვილად დეტექტიური ისტორია, რომელიც ბოლოს ოფიციალური კანონიზაციით დასრულდა. მოვუსმინოთ რას ამბობს სქიარქიმანდრიტი სერაფიმე (ტომინი), რომელმაც 1970 წელს წმიდა მთაზე შეჰკრიბა იმათი მონათხრობი, ვისაც მხცოვანი სილუანე ჯერ კიდევ ახსოვდა. მისი მოგონებები თავისთავად მრავლისმეტყველია. ჩვენ მათ შემოკლებით დავიმოწმებთ. ფრჩხილებში ჩასმული სიტყვები, შორისდებულები და ძახილის ნიშნები ჩვენია.
 
"მხცოვან სილუანეს თავის ქალა, ისევე როგორც ყველა ქალა, საძვალეში ესვენა, და მას ყურადღებას არავინ აქცევდა ... (მაშინ როდესაც) მ. სოფრონის წიგნი წიგნი მხცოვან სილუანეზე საზღვარგარეთ სწრაფად ვრცელდებოდა. ათონზე ჩამოსვლას მოუხშირეს უცხოელმა მომლოცველებმა. მოდიან და ეძებენ: "სად არის მხცოვან სილუანეს თავი?"ს ... არავის უკითხავს: "სად არის პანტელეიმონის თავი და მისი წმიდა ნაწილები?", არამედ ყველა ჩამოსულს, რომელსაც კი წაეკითხა წიგნი ამ მხცოვანზე, სწორედ მისი თავის ადგილსამყოფელით ინტერესდებოდა.
 
ამ დროს მონასტერში ... იღუმენად იყო იუსტინე, ერთ-ერთი ბერი რევოლუციამდელი ბერებიდან, უმკაცრესი, როგორც ყველა, ათონელი მოსაგრე. როდესაც მან მხცოვან სილუანეს ასეთი თაყვანისცემის შესახებ გაიგო, ამ თავის განადგურების განკარგულება გასცა, რათა არავის ჰქონოდა უპირატესობა (!). ორმა ბერმა აიღო მცხოვან სილუანეს თავი და კი არ ჩაძირეს ზღვაში, როგორც მათ იღუმენმა უთხრა, არამედ თავიანთი სენაკის სკივრში დამალეს. იღუმენი იუსტინე დამშვიდდა - თავი აღარ არსებობს... მაგრამ ეს მონაზვნები მალულად გარკვეულ პირებს ამ თავის ამბორის უფლებას აძლევდნენ და მაშინათვე თავიანთ სკივრში მალავდნენ.
 
იღუმენი იუსტინე კვდება, და მის შემდეგ იღუმენად აწესებენ მ. ილიანეს, უხუცეს მონაზონს, ასევე რევოლუციამდელი კურთხევისა, რომელმაც ათონზე 60 წელი იცხოვრა და მაღალი სულიერი ცხოვრების მხცოვანი (sic!) გახლდათ. ის იყო მოსიყვარულე, და ძალიან უბრალო.
 
მის დროს მხცოვან სილუანეს თავი კვლავ დღის სინათლეზე გამოვიდა.
 
როდესაც მან ამის შესახებ შეიტყო, ბრძანება გასცა დაუყოვნებლივ ამოეთხარათ ღრმა ორმო და თავი იქ ჩაემარხათ, ადგილი კი მოესწორებინათ, რათა ვერავის ეპოვა. ბერებმა, რომლებიც იღუმენმა თავის ჩასამარხად გააგზავნა, თავი კვლავ გადამალეს. მრავალი წელი მალავდნენ მას, სანამ მონასტერს ილიანე ხელმძღვანელობდა... კვდება მხცოვანი ილიანე, და იღუმენი მ. გაბრიელი (ლეგაჩი) ხდება, რომელმაც ათონზე 60 წელის იცხოვრა. მ. გაბრიელი იმიერკარპატეთიდან იყო. სილუანეს თავი კვლავ იპოვეს. მაშინ იღუმენმა გამკაცრებულად დაუწყო დევნა მათ, ვინც ამ თავს მალავდა. მაგრამ თავი მასაც დაუმალეს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის საფარველის სობოროში, მარცხენა ეკვდერში... იქ არის სამსხვერპლო, და აი შეფუთეს ძველ შესამოსელებში, დააფარეს ძველმანები და თავი მათში გადამალეს.
 
იღუმენი გაბრიელი მაღალი ცხოვრების მხცოვანი (!!!) იყო, ღვთის მონა, მონასტრის ეზოს თვითონ ჰგვიდა, სახურავზე ადიოდა, იყო ასკეტი და იესუს ლოცვით ლოცულობდა... მეუფე ნიკოდიმემ დაიყოლია იგი მყუდროებაში წასულიყო. იღუმენი გახდა მ. აბელი (მაკედონოვი)... მან თვითონ შეინახა თავი იღუმენ გაბრიელისგანაც, და ჩამოსულებს მისი ამბორის შესაძლებლობას აძლევდა.
 
და როდესაც ჩვენ, ცხრა კაცი, 1976 წელს ათოზე ჩავედით, ის შემოგვეგება ... და მის მიერ დაცული სიწმიდეც გვაჩვენა.
 
მე ავიღე ობმოდებული თავი, გავრეცხე და... გავაშრე. ვიყავი რა მონასტრის მნე, საეკლესიო სამოსლის გარდერობში ვიპოვე... რვადაბოლოებიანი, კვიპაროსისგან გამოჭრილი, უჩვეულო სილამაზის (კიდობანი)... დავაფარე ჰაერი (საეკლესიო დასაფარები - "აპოკ." რედ.), დავდე მასზე თავის ქალა, და სპეციალური საფარი დავაფარე... კიდობანი მხცოვან სილუანეს თავით იდგა ერთ პარაკოსში (კანონიზირებულ წმინდანთა ნაწილებისგან განცალკევებით), მის წინაშე კანდელი ენთო.
 
როდესაც იღუმენი გაბრიელი მოვიდა ლოცვაზე პარაკოსში და ეს კიდობანი ნახა... დიდის დამწუხრებით, და მეტიც, აცახცახებით თქვა: "ეს რა არის? ეს ათონის განაწესის დარღვევაა", - მაგრამ სხვა ვერაფრის გაკეთება შეძლო, რადგან უკვე მყუდროებაში იყო გასული.
 
... მხცოვან სილუანეს თავის პატივისცემით ჩვენ გამოვხატეთ ჩვენი სიყვარული არაკანონიზირებული დიდი მხცოვანისადმი...
 
იმ დროს, როდესაც ბერძენი ღვთისმეტყველები... შეიკრიბნენ, რათა გადაეჭრათ საკითხი კანონიზაციასთან დაკავშირებით, ათონს ესტუმრა არქიეპისკოპოსი ბასილი ბიუსელელი... მან დაიწყო მტკიცება (რომ კანონიზაცია დაუშვებელია) და თქვა: "თუკი მხცოვან სილუანეს კანონიზაციას მოახდენთ, მაშინ ბარემ ყველა ბერი, ვინც კი სილუანეს თანამედროვე იყო წმინდანებად გამოაცხადეთ... აი მხცოვანი იღუმენი ნიფონტი - მის თავის ქალას მირონი სდის, და პარაკოსში დევს კიდევ მრავალი სხვა მხცოვნის მირონმდინარე თავი; ან არქიმანდრიტი კირიაკე, ძალიან მკაცრი განაწესით მცხოვრები ბერი, რომელსაც შორსმჭვრეტელობის ნიჭი ჰქონდა". არქიეპისკოპოსი ბასილი არ აკნინებდა ბერ სილუანეს ღირსებებს, არამედ პატივს სცემდა მათ. "მე, - ამბობდა მეუფე ბასილი, - თვითონ მიმაჩნია ის წმინდანად, მაგრამ სხვების შეურაცხყოფა არ შეიძლება (!), ყველანი მაღალი სულიერი ცხოვრებისანი იყვნენ, სილუანეზე მეტნიც კი"... "სანამ მე ცოცხალი ვარ, - ამბობდა მეუფე ბასილი, - ამას არ დავუშვებ!"
 
და მართლაც, არქიეპისკოპოს ბასილის გარდაცვალების შემდეგ მხცოვანი სილუანე წმინდანთა დასში შერაცხეს".
 
 
2. არამანუგეშებელი დასკვნები მონათხრობიდან სქიმონაზონ სილუანეს თავისა და კანონიზაციის ისტორიის შესახებ

ამრიგად, ველიკანოვის სტატიიდან ვხედავთ, რომ ბერ სილუანეს თავი ობით იყო დაფარული. ეს მეტყველი ნიშანია. ჩვენ მრავალი მაგალითიდან ვიცით, რომ, როდესაც დიდი წმინდანების შემდეგ რჩებოდა არა წმიდა ნაწილები, არამედ, მაპატიეთ უხეშობა და, ჩონჩხები. მაგრამ ეს ჩონჩხები რომ ობმოკიდებულები ყოფილიყვნენ, არაფერი ვიცით. რამდენადაც მესმის, ობი არის ჯოჯოხეთში. აი ჯოჯოხეთის ტუსაღის - სქიმონაზონ სილუანეს თავზეც გამოისახა ობი. ღმერთმა ამით აჩვენა, რომ ეს ადამიანი არ იყო მისი შვილი.
 
გარდა ამისა, ამ მონათხრობიდან ვხედავთ, რომ სამი იღუმენი - ბერულ ცხოვრებაში გამობრძმედილი სამი ადამიანი - გააფთრებული ეწინააღმდეგებოდა სქიმონაზონ სილუანეს თაყვანისცემას. ანუ, ისინი მას წმინდანად არ მიიჩნევდნენ. ამასთან არქიეპისკოპოსი ბასილიც მკვეთრად წინააღმდეგი იყო ბერ სილუანეს კანონიზირებისა. ხოლო ამ წინააღმდეგობათა რა მიზეზებს თხზავენ ხიბლში მყოფი სილუანეს თაყვანისმცემლები - ეს მეათე კატეგორიის საქმეა.
 
უკვე დიდი ხანია შემჩნეულია, რომ მრავალი ადამიანი ინფორმაციას საკუთარი თვალსაზრისი სასარგებლოდ ამახინჯებს. ამიტომაც ლაპარაკი იმის შესახებ, რომ ათონელი იღუმენები და არქიეპისკოპოსი ბასილი სქიმონაზონ სილუანეს თაყვანისცემას ებრძოდნენ იმისთვის, რათა არავისთვის უპირატესობა არ მიენიჭებინათ, შეიძლება სინამდვილის დამახინჯება იყოს.
 
ჩვენ არაფერი გვსმენია იმის შესახებ, რომ ათონიტები წინ აღდგომოდნენ პაისი მთაწმინდელის კანონიზირებას. იქნებ, თვით ამ იღუმენებს და არქიეპისკოპოს ბასილი მოჰყავდათ ის საბაბი, რომ უბრალოდ არ სურდათ მისი თაყვანისცემა. მაგრამ ამას აკეთებდნენ ყოველ შემთხვევისათვის - რათა შეურაცხყოფა არ მიეყენებინათ ადამიანისთვის, რომელსაც შეცდენილად მიიჩნევდნენ, თუმცა, რომელიც შეიძლებოდა ყოფილიყო წმინდანი. დაახლოებით ამგვარი ლოგიკით: "ვინ იცის? იქნებ ჩვენ ყველაფერი სხვანაირად გვესმის. იქნებ, ის არ იყო ხიბლში, როგორც ვფიქრობთ, არამედ წმინდანი იყო, და ამიტომ არ შეურაცხვყოფთ მას საკუთარი მკვეთრი სიტყვებით, არამედ უბრალოდ მოვსპობთ მის თაყვანისცემას. საშინელ სამსჯავროზე ვიხილავთ ვინ იყო იგი".
 
ამის გარდა მისი მონათხრობიდან ჩანს, რომ სქიმონაზონ სილუანეს თაყვანისცემა გახლდათ სარეკლამო კამპანიის შედეგი. რადგან არანორმალურია მოვლენა, როდესაც ადამიანები არ ელტვიან ეამბორონ დიდმოწამე პანტელეიმონის უხრწნელ ნაწილებს - რომელიც არის ძალიან ცნობილი წმინდანი და დღემდე გამოირჩევა მორწმუნეთადმი შეწევნით - და ელტვიან თაყვანი სცენ და ეამბორონ მაფიის მიერ დაქოქილი "წმინდან" სილუანეს თავს.


3. მონაზონ კასინიას (ვეზენკოვა) პირველი წერილი სქიმონაზონ სილუანეს შესახებ
 
1980 წლის დეკემბერში ბულგარელმა მონაზონმა კასინიამ (ვეზენკოვა) რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის არქიეპისკოპოს ვლადიმირს (სლობოდანს) პატრიარქ პიმენისთვის გადასცა წერილი, რომელშიც ამხილებდა არქიმანდრიტ სოფრონის (სახაროვი) სწავლებებს მისი წიგნის "მხცოვანი სილუანეს" პირველ ნაწილში და სქიმონაზონ სილუანეს დარიგებებში. აქ ვაქვეყნებთ მისი წერილის ტექსტს:
 
"სამამულო ღვთისმოსაობის დამცველთა სამწუხაროდ, მოსკოვის საპატრიარქოს მიერ გამოცემულ 1976 წლის კალენდარში დაბეჭდილია სქიმონაზონ სილუანეს დარიგებანი.
 
ისინი აღებულია არქიმანდრიტ სოფრონის (სახაროვი) წიგნიდან "მცხოვანი სილუანე".
 
ამ დარიგებებს თუ განვიხილავთ, და შევადარებთ მათ ღვთისმოსაობის რუს მოღვაწეთა მადლისმიერ ნაწერებს, როგორებიც იყვნენ ოპტინელი ბერები, ეპისკოპოსი თეოფანე დაყუდებული, მოსკოვის მიტროპოლიტი ფილარეტი, ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვი და სხვები, რომლებიც საკმარისად ცნობილნი და ავტორიტეტულნი იყვნენ, სქიმონაზონ სიულანეს ხიბლი უეჭველი აღმოჩნდება, მიუხედავად იმისა, რომ კალენდარში ამოკრებილია მისი ყველაზე "ხელსაყრელი" გამონათქვამები.
 
დავიწყოთ ამ დარიგებებით.
 
პირველი წინადადება:
 
"შეგივრდებით მუხლმოდრეკილი და გთხოვთ: გწამდეთ ღმერთის, გწამდეთ, რომ არსებობს სულიწმიდა, რომელიც ამის შესახებ მოწმობს ყველა ეკლესიაში და ჩემს სულში" (დედანშია: "Припадаю я на колени и молю Вас: веруйте в Бога, веруйте что есть Святой Дух, Который свидетельствует о том во всех церквах и в моей душе").
 
მაშასადამე სქიმონაზონი სილუანე მუხლმოდრეკილი გვევედრება არ გვწამდეს სარწმუნოების სიმბოლოს პირველი და მეცხრე წევრები. თუ არა და, რატომ არ გვევედრება მუხლმოდრეკილი გვწამდეს სარწმუნოების სიმბოლოს დანარჩენი 10 წევრის ან მოველოდეთ "აღდგომასა მკვდრეთით და ცხორებასა მერმისა მის საუკუნესასა"?...
 
მაგრამ, მოდი ვიკითხოთ, ვისადმი არის მიმართული სქიმონაზონ სილუანეს ეს მუხლმოყრითი ლოცვა? თუკი მართლმადიდებელი ქრისტიანებისადმი (რადგან ის გადაბეჭდილია "მართლმადიდებლურ საეკლესიო კალენდარში"), მაშინ ჩვენ ყოველდღიურად ვკითხულობთ სარწმუნოების სიმბოლოს ჩვენს საცისკრო ლოცვებში. ხოლო სერაფიმე საროველმა მიუთითა სიმბოლოს განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე და "მამაო ჩვენოსა" და "ღირს არსის" შემდეგ მესამე ლოცვად ჩართო იგი ერისკაცთათვის ბოძებულ თავის ლოცვაში, რომლის წაკითხვაც მან ერისკაცებს დღეში სამჯერ ურჩია.
 
თუკი სქიმონაზონი სილუანე მუხლს იყრის, რათა ურწმუნოებმა ირწმუნონ ღმერთი და ის, რომ "არსებობს სულიწმიდა", მაშინ მისი მუხლმოყრა სრულიად უშედეგოდ რჩება, რადგან ურწმუნოების ამასაც კი ვერ შენიშნავენ.
 
გავაგრძელოთ - რაზე მოწმობს სულიწმიდა? – "იმის შესახებ" (?!), რომ "ის არის"... საშინელი მოწმობაა თეოლოგიური თვალსაზრისით.
 
გამოთქმა "ყველა ეკლესიაში" სქიმონაზონ სილუანეს შეეძლო აეღო კორინთელთა მიმართ 1-ლი ეპისტოლედან (1 კორინთ. 14:33) - მაგრამ იქ ნათქვამია, რომ "ღმერთი აშლილობის ღმერთი კი არ არის, არამედ მშვიდობისა; ასეა წმიდათა ყველა ეკლესიაში" (კორინთ. 14:33), ან მოციქულთა საქმეებიდან: "მხოლოდ სული წმიდა ყველა ქალაქში მიმოწმებს და მეუბნება, რომ ბორკილები და ტანჯვა-ვაება მელის" (საქმე 20:23). წმ. პავლე მოციქულის ამ სიტყვებში სულიწმიდის მოწმობას სულ სხვა აზრი ეძლევა.
 
 
შემდეგი წინადადება: "სულიწმიდა არის სიყვარული" (დედანში: "Дух Святой есть любовь") და ა. შ.
 
მთელი ეს პარაგრაფი წარმოადგენს საღვთისმეტყველო აბდა-უბდას. წმ. იოანე ღვთისმეტყველმა თქვა: "ღმერთი სიყვარულია" (1 იოანე 4:8 და 16) და ეს საკმარისია.
 
 
შემდეგ: "იწყენს სული დედამიწაზე და ზეციერს სურვობს" (დედანში: "Скучает душа на земле и желает небесного").
 
მიწიერი ცხოვრება ჩვენ მოსაწყენად კი არ მოგვეცა, არამედ სინანულისთვის. ვინც აქ იწყენს - ის არ შეინანებს და ვინც სინანულშია - ის არ იწყენს.
 
სხვათა შორის, ეს გამოთქმა: "იწყენს სული ჩემი უფლისა მიმართ" - ხშირად გვხვდება სქიმონაზონ სილუანეს ჩანაწერებში, რაც მის ხიბლისმიერ მდგომარეობაზე მეტყველებს.
 
 
"იქით, - ანუ ზეცისკენ ანუ სამოთხეში - ამბობს სქიმონაზონი სილუანე - გვიხმობს უფალი, მიუხედავად ჩვენი ცოდვებისა" (დედანში: "Туда зовет нас Господь, несмотря на наши грехи").
 
კვლავ არასწორია. რადგან წმ. იოანე ღვთისმეტყველის მოწმობით: "ხოლო თუ ნათელში დავდივართ, ... მისი ძის - იესუ ქრისტეს სისხლი ყოველგვარი ცოდვისგან გაგვწმენდს. ... თუ ვაღიარებთ ჩვენს ცოდვებს, მაშინ ის, სანდო და მართალი, მოგვიტევებს ცოდვებს..." (1 იოანე 1:7-9).  
 
ღმერთი ადამიანს მოუხმობს არა "ჩვენი ცოდვებისდა მიუხედავად", არამედ ჩვენი მაცხოვრის პატიოსანი სისხლით ყოველგვარი ცოდვის განწმენდის მიერ.
 
 
"იქ, - ამბობს სქიმონაზონი სილუანე - განდიდდებიან ყველა ისინი, ვინც ... საკუთარ თავში ატარებდა მთელი მსოფლიოს ჭირვებას" (დედანში: "Там будут прославлены все, кто... нес на себе скорби всего мира"). საკმაოდ კადნიერი ხომ არ არის განზრახვა ან რჩევა: "მთელი მსოფლიოს ჭირვება საკუთარ თავში ატარო"? რადგან მხოლოდ "ღმრთის კრავმა აიღო ცოდვანი სოფლისანი". ხოლო ჩვენში არსებული ჭირვება - ჩვენივ ცოდვებისგანაა, როგორც ამას მოწმობს წმ. მარკოზ მონაზონი.
 
სქიმონაზონი სილუანე სამოთხისეულ დიდებას ჰპირდება ყველას, "ვინც ლოცულობს მთელი მსოფლიოსთვის" და ამით წინააღმდეგობაშია მაცხოვრის სიტყვებთან: "ქვეყნისთვის კი არ გევედრები, არამედ მათთვის, ვინაიდან შენი არიან" (იოანე 17:9).
 
შემდეგ მოდის სქიმონაზონ სილუანეს სრულიად არასაჭირო განცხადება: "მრავალი მდიდარი და ამა ქვეყნის ძლიერი ყველაფერს გაიღებდა, რათა ენახა უფალი ან მისი უწმიდესი მშობელი დედა, მაგრამ სიმდიდრეს როდი ეცხადება ღმერთი, არამედ თავმდაბალ სულს" (დედანში: "Богатые и сильные дали бы дорого за то, что бы увидеть Господа или Его Пречистую Матерь, но не богатству являет Себя Бог, а смиренной душе"). ეს იგივეა თქვა - ბალახი მწვანეა ან კურდღელს გრძელი ყურები აქვს, ან კიდევ მგელს აქვს კბილები. მსგავს განცხადებას გააკეთებდა წარსულში ვინმე წარუმატებელი და ნახევრადგანათლებული გლეხი, და არამც და არამც ათონელი სქიმონაზონი.
 
სქიმონაზონ სილუანეს ყველა გამონათქვამი უკიდურესად აღარიბებს და ამახინჯებს მთელ სახარებისეულ და წმიდა მამებისეულ სწავლებას, რომელსაც მართლმადიდებლური ეკლესია თვალის ჩინივით უფრთხილდება. მაგალითად: "სიყვარული ვერ დაითმენს, რათა წარიწყმიდოს თუნდაც ერთი სული" (დედანში: "любовь не терпит, что бы погибла хотя бы одна душа"). ეს უკვე სუფთა და მავნებელი ორიგენიზმია. ნუთუ, სქიმონაზონი სილუანე უფალზე უფრო კეთილია, რომელიც საშინელ სამსჯავროზე მარცხნივ მდგომთ ეტყვის: "მაშინ ეტყვის მარცხნივ მდგომთაც: წადით ჩემგან, წყეულნო, საუკუნო ცეცხლში, რომელიც ეშმაკისა და მისი ანგელოზებისთვისაა გამზადებული" (მათე 25:41).
 
რა თქმა უნდა, ამ ხიბლში ჩამგდები ვაი-დარიგებების სათითაოდ განხილვას აზრი არა აქვს. არსებობს მათ შორის შეფარული მამათა დარიგებანი. ნახსენებია საოცარი "კიბე", რომელსაც ზეცაში ავყავართ. შეუძლებელია, ათონზე ცხოვრობდე, და ოდნავ მაინც ვერ მოიხვეჭო წმიდა მამებისეული სიბრძნე.
 
ამიტომ შევჩერდეთ სქიმონაზონ სილუანეს მხოლოდ ერთ-ერთ უმთავრეს სულიერ აღმოჩენაზე, კერძოდ - მის რჩევაზე გააჩერო გონება ჯოჯოხეთში, რომელიც მრავალჯერ, სხვადასხვა ვარიაციებით მეორდება მის ჩანაწერებში. მითუმეტს, რომ ის ამ გამონათქვამს მიაწერს თვით უფალს: "უფალმა მასწავლა გონების დაცვა ჯოჯოხეთში" ("Господь научил меня держать ум во аде") (გვ. 72) და "დაიცავი შენი გონება გულში და ჯოჯოხეთში" (დედანში: "держи ум свой в сердце и во аде") (გვ. 77).
 
ჩვენ ვიცით, რომ წმიდა მამათა ყველა დარიგება ეფუძნება სახარებას. ჯოჯოხეთის შესახებ იქ ნათქვამია მხოლოდ ის, რომ ჯოჯოხეთში არის ტირილი და კბილთა ღრჭენა, მარადიული ცეცხლი და, რომ ჯოჯოხეთში მიდიან მხოლოდ უფლის მიერ "წყეულნი". ხოლო როგორი იყო სქიმონაზონ სილუანეს ჯოჯოხეთში ღვაწელი და როგორ მოხვდა იქ მისი გონება, როდესაც წმ. მამები "მამაო ჩვენოს" განმარტებაში გვასწავლიან, რომ სიტყვები "მოვედინ სუფევა შენი" - ეხება ადამიანის გულსაც, - და ეს ყოველივე არის სქიმონაზონ სილუანეს საიდუმლო.
 
მის ჩანაწერებში მეტია ნათქვამი - ერთხელ ის კურთხევის მისაღებად წასულა მამაო იოანე კრონშტადტელთან, რომელსაც მომავალმა სქიმონაზონმა სილუანემ სახლში ვერ მიუსწრო, და ამისთვის მიიღო, არც მეტი არც ნაკლები "ჯოჯოხეთური" ცეცხლი, რომელიც მის გარშემო დიდი ხნის განმავლობაში "გუგუნებდა" (გვ. 11. წიგნი "Старец Силуан", изд. 1952 г.). წმინდანთა და მოღვაწეთა ყველა ცხოვრებაში, არსად არის მაგალითი, რომ კურთხევის მიუღებლობით აბუყბუყებულიყო ჯოჯოხეთური ცეცხლი. მისი ბობოქრობა მომავალი სქიმონაზონის სილუანეს ირგვლივ შეიძლება აიხსნას მარტოდენ ამ უკანასკნელის დემონური სიამაყით. ამ სილუანური ამპარტავნების დაფარვა შეუძლებელი გახდა რჩეულ ამონაწერებშიც, რომლებიც კალენდარში იქნა გამოქვეყნებული.
 
 
"მაგრამ მე შენ გეტყვი, ან უმჯობესია თვით უფალი გეტყვის: "დამდაბლდი" (დედანშია: "Но я тебе скажу, или лучше Сам Господь говорит: "смирись"") და ა. შ. "ასეთი გულისხმისყოფა მომანიჭა უფალმა" (დედანშია: "Так мне дал разуметь Господь"), "მაგრამ ჩვენ ვიცით უფალი. მან თავი გვიჩვენა სულიწმიდით, და სულმაც იცის იგი, და ხარობს, მშვიდდება და განისვენებს, და ამაშია ჩვენი წმიდა ცხოვრება" (დედანშია: "Но мы знаем Господа. Он Себя показал нам Духом Святым, и душа знает Его, и рада, и весела, и покойна, и в этом наша святая жизнь").
 
საინტერესოა როგორ შეიძლება "სული ხარობდეს და მშვიდად იყოს", თუკი ის გონებით ჯოჯოხეთშია? ან როგორ ჰპოვა მან სიხარულ და შვება ტარტაროზში?
 
 
სქიმონაზონ სილუანეს მსჯელობათა უმსგავსობისა და უმადლო შაბლონურობის ნიმუშს წარმოადგენს მისი უსასრულოდ განმეორებადი "რომ ...": "მეფეებსა და დედამიწის ხალხებს ღმრთის სიყვარული რომ ცოდნოდათ, არასოდეს იომებდნენ. ომი გვეგზავნება ცოდვებისთვის, და არა სიყვარულისთვის" ("Если бы цари и правители народов знали любовь Божию, то никогда бы не воевали. Война посылается за грехи, а не за любовь"); "რომ ვამბობდეთ: ესე მონა ღვთისა..., მაშინ ღმრთის სიყვარული მთელ მსოფლიოში იქნებოდა, და რაოდენ გამშვენიერდებოდა სიცოცხლე დედამიწაზე!" ("Если бы мы говорили: Се раб Господа..., тогда любовь Божия была бы во всем мире, и какая прекрасная жизнь была бы по всей земле!"); "ანგელოზებს რომ დაეცვათ მორჩილება, ზეცაში იქნებოდნენ და უფლის სადიდებელს იგალობებდნენ. ხოლო ადამს რომ დაეცვა მორჩილება, ისიც და მისი მოდგმაც სამოთხეში იქნებოდა" ("Если бы ангелы (падшие) сохранили послушание, то пребыли бы на небесах и пели бы славу Господню. А если бы Адам сохранил послушание, то и он, и род его пребыли бы в раю") (გვ. 77).
 
მართლმადიდებლობა "რომ არა"-ზე კი არ დგას, არამედ, როგორც უფალი ამბობს: "თქვენი სიტყვა იყოს: ჰო, ჰო; და - არა, არა" (მათე 5":37).
 
სქიმონაზონ სილუანეს დარიგებები სახარებისეული სწავლებიდან და მაცხოვრის სიტყვების წმიდა მამებისეული განმარტებებიდან გამომდინარე რომ გავარჩიოთ, წიგნის "მხცოვანი სილუანე" თითოეულ გვერდზე ვიპოვით როგორც სახარების, ასევე მთელი მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო სწავლებებს.
 
1. არასწორია თვით წიგნის დასათაურება "მხცოვანი სილუანე" ("Старец Силуан"). რუსულ სასულიერო ლიტერატურაში სიტყვა "მხცოვანი" ("старец") გამოიყენება მხოლოდ გამოცდილ სულიერ მოძღვართან და მრავალ მოწაფეთა დამრიგებლებთან მიმართებაში. მაგალითად, ოპტინელი სტარცები, სტარეცი ზოსიმა დოსტოევსკი, სტარცები იერონიმე და მაკარი ათონელები და სხვა.
 
2. მორწმუნე გაოგნდება კითხვით, რომელსაც წიგნის პირველივე გვერდზე იძლევა მისი შემდგენელი მღვდელმონაზონი სოფრონი (სახაროვი): "სად არის მამობრივი სიყვარულის ეს ნათელი? ... სად არის ეს უკანასკნელ დეტალებამდე ყურადღებიანი საღმრთო განგებულება? ... მაშ, რისთვის მოგვეცა ეს უაზრო ცხოვრება? ... რატომ მომეცი ღმერთო ეს სიცოცხლე? ... რატომ ხარ ასე სასტიკი და ულმობელი ჩემ მიმართ? ... მე არ შემიძლია შენ გაგიგო".
 
3. ამ აბსურდული შეკითხვების დამატებას წარმოადგენენ, 88-ე გვერდზე მოცემული სიტყვები: "ღმერთთან ადამიანს ყოველთვის როდი ულხინს... ის უსასრულია, მიუწვდომლად შორია, ვარსკვლავურ სამყაროზე მიღმაა, მისი ყველა მოწოდება უმწეოდ იღუპება კოსმოსურ სივრცეებში... თვით ღმერთის ყოფიერება სულს წარმოუდგება, როგორც უიმედო უაზრობა".
 
4. უამრავ მოულოდნელობებს ვხვდებით სქიმონაზონ სილუანეს "ცხოვრებაში" (გვ. 5), რომელსაც წიგნის ავტორი დიდ წმიდა მოსაგრეების გვერდით აყენებს - მაგალითად, მოთხრობილია, თუ როგორ უჭამია სილუანეს ერთბაშად 50 კვერცხი, ან დაულევია 3 ლიტრი წყალი. ერთხელ ჩხუბში კინაღამ მოკლა ადამიანი ან "ბიწიერად ატარებდა დროს" (გვ. 9), ხოლო სქიმონაზონ სილუანეს ყოველგვარი ქება და განდიდება მოცემულია დიდი ძალდატანებით და აშკარა არცთუ თავმდაბლური გადაჭარბებებით.
 
5. "მხცოვანი სილუანე ათწლეულების განმავლობაში ტიროდა "დიდი ცრემლით" იმაზე, რათა მსოფლიოს შეეცნო ღმერთი". მაცხოვრის სიტყვების საწინააღმდეგოდ, რომელიც ბრძანებს: "ქვეყნისთვის კი არ გევედრები, არამედ მათთვის, ვინაიდან შენი არიან" (იოანე 17:9).
 
იმავე პარაგრაფში თითქმის ყოველ სტროფში მოცემულია: "რომ არა"; "რომ იყოს"... და ა. შ. (გვ. 91).
 
6. "მოსაგრე განსაკუთრებული შინაგანი მოძრაობით სულიერად ჯოჯოხეთში ჩადის" (დედანშია: "Подвижник особым внутренним движением сходит душою во ад") - ეს არის სქიმონაზონ სილუანეს ახალი სულიერი მოსაგრეობა" (გვ. 92).
 
მხცოვან სილუანეს "შეეძლო სულის შეგნებული შინაგანი მოძრაობით საკუთარ თავში განეახლებინა - ჯოჯოხეთური ტანჯვის ჭეშმარიტი განცდა - ... ჯოჯოხეთური ტანჯვის ცეცხლს აჩენდა საძიებელი ქმედება"... მხცოვანი ამბობს: "როდესაც გონებით ცეცხლიდან გამოვდივარ აზრები კვლავ იძენენ ძალას" (გვ. 93).
 
7. "ქრისტეს სიტყვები, სიცოცხლეში ღმრთის მიერ აღქმული, ქმნის ადამიანს" ("Слово Христа, воспринятое в жизнь Богом творит человека") – (დოსტოევსკის კაცთმოყვარეობა). "საღმრთო ყოფიერებაში შესვლა, ყოფიერებისადმი ზიარებაა" (დედანში: "Вхождение в божественное бытие, причастие бытию") (გვ. 95) - ეს არის ადამიანის ღმერთთან შერწყმის თეოსოფიური იდეალი.
 
8. "ლოცვა მთელი მსოფლიოსთვის, მთლიანი ადამისთვის... მთლიანი ადამი არ არის აბსტრაქცია, არამედ ადამიანური ყოფიერების ყველაზე კონკრეტული სისრულე" (დედანში: "Молитва за весь мир, за всего Адама... Весь Адам не есть абстракция, а самая конкретная полнота человеческого бытия") (стр. 97) - ეს არის კაბალის "ადამ კადმონი".
 
9. "როდესაც ადამიანი... იღებს მადლის ნიჭს, მაშინ ის, როგორც საღმრთო ცხოვრების თანამოზიარე, არა მარტო უკვდავი ხდება მისი სიცოცხლის უსასრულო გაგრძელების აზრით (გვ. 60), არამედ, დაუსაბამოც..." (???) (დედანში: "Когда человек... получает дар благодати, то он, как причастник Божественной жизни, становится не только бессмертным в смысле бесконечного продолжения (стр. 60) его жизни, но и безначальным..." (???) - ეშმაკის საცთური: "შეიქნებით ღმერთივით" (დაბ. 3:5).
 
10. "ნეტარ მხცოვანს ... საფუძველი ჰქონდა ეთქვა: "მორწმუნეები ბევრია ქვეყანაზე, მაგრამ ისეთები, ვინც იციან ღმერთი, ძალიან ცოტაა" (დედანში: "Верующих на земле много, но таких, которые знают Бога, очень мало"). ცოდნაში ის გულისხმობდა არა გნოსტიკურ საღვთისმეტყველო აგებულებას, არამედ ცოცხალი ურთიერთობის გამოცდილებას, საღმრთო ნათელთან ზიარებას. "ცოდნა - თანა-ყოფიერებაა" (დედანში: "СО-БЫТИЕ") (გვ. 59) - ეს СО-БЫТИЕ (თანა-ყოფიერება) - სატანური სიამაყეა. და კიდევ: "ღმრთის მოყვარულები ჩაეწერებიან ღვთაების ცხოვრებაში" (დედანშია: "Любящие Бога включаются в жизнь Божества" (გვ. 53).
 
11. "საღმრთო ჭვრეტა ეძლევა ადამიანს... მაშინ, როდესაც სული სინანულისთვის ჯოჯოხეთში ჩავა" (დედანშია: "Божественные созерцания даются человеку ... тогда, когда душа сойдет во ад покаяния") (გვ. 71) - სინანული ჯოჯოხეთი კი არ არის, არამედ ღმრთის წყალობის თხოვნა, როგორც ამას ბრძანებს წმ. მარკოზ მონაზონი.
 
12. "გულში ყოფნისას, გონება მის ირგვლივ ხედავს კოსმიური ყოფიერების სფეროდან წარმომავალ სახეებსა და აზრებს" (დედანში: "Пребывая внутрь сердца, ум усматривает в окружении его появляющиеся образы и мысли исходящие из сферы космического бытия") (გვ. 57). – ეს არის თეოსოფია და ოკულტიზმი.
 
13. "... ქრისტეს საქმე დედამიწაზე - მთელი სამყაროს ცხონებაა" (დედანში: "... Дело Христа на земле – спасение всего мира") (стр. 51) – არასწორია.
 
14. "მხცოვან სილუანეს მოწაფეები არ ჰყავდა და თვითონაც არ იყო რომელიმე კონკრეტული მხცოვნის მოწაფე" (დედანშია: "Старец Силуан учеников не имел и сам не был учеником какого-либо определенного старца") (გვ. 3) - მაშ სადაა მისი მხცოვნობა (სტარცობა) და ბერ-მონაზვნური მორჩილების ღვაწლი?
 
15. აი როგორია ათონელ მონაზონთა მოწმობები სქიმონაზონ სილუანეზე: "ბევრს არ უყვარდა იგი... ზოგიერთი მას "ცდუნებულს" უწოდებდა... "ზოგიერთები ამბობდნენ: "უჰ, წყეული წმინდანი" (გვ. 53).
 
16. "მაგრამ გკითხავ: თუ ღმერთი გაძლევს კარგ ადგილს სამოთხეში, შენ კი ცეცხლში დაინახავ მას, ვისაც მტანჯველ ცეცხლს უსურვებდი, ნუთუ მაშინაც არ შეგებრალება იგი, ვინც გინდ იყოს, იყოს თუნდ ეკლესიის მტერი? ნუთუ რკინის გული გაქვს? მაგრამ სამოთხეში არ არის საჭირო რკინა. იქ საჭიროა მორჩილება და ქრისტეს სიყვარული, რომელიც ყველას იბრალებს" (გვ. 119) - აქ არის წმიდა ორიგენიზმი და მაცხოვრის სიტყვებისადმი წინააღმდეგობა: მაშინ ეტყვის მარცხნივ მდგომთაც: "წადით ჩემგან, წყეულნო, საუკუნო ცეცხლში, რომელიც ეშმაკისა და მისი ანგელოზებისთვისაა გამზადებული. ... და წავლენ ესენი საუკუნო სატანჯველში, ხოლო მართალნი - საუკუნო სიცოცხლეში" (მათე 25:41-46).
 
17. "ო, უფალო, გვაღირსე სულიწმიდის ნიჭი, რათა გულისხმავყოთ შენი დიდება და ვიცხოვროთ მიწაზე მშვიდობასა და სიყვარულში, რათა არ იყოს ბოროტება, ომები, მტრები, არამედ ოდენ სიყვარული მეფობდეს; არ არსებობდნენ ჯარები, საპატიმროები, რათა ყველას იოლად შეეძლოს ცხოვრება დედამიწაზე" (დედანში: "О, Господи, сподоби нас дара Духа Святаго, да разумеем славу Твою и будем жить на земле в мире и любви, да не будет ни злобы, ни войн, ни врагов, но одна любовь да царствует, и не нужны будут ни армии, ни тюрьмы, и легко будет жить всем на земле") (გვ. 119) – ეს არის რაღაც გაუკუღმართებული ქილიაზმი, რომელიც აუქმებს უფალ იესუ ქრისტეს მეორედ მოსვლის საჭიროებას.
 
18. დასასრულ ავიღოთ სქიმონაზონ სილუანეს შემზარავი თეორემა "ყოფიერების გადმოყირავებულ პირამიდაზე", სადაც მან უფალი ჩასვა ჯოჯოხეთში, მის მიერ შექმნილი სამყაროს ქვესკნელში. – "ის (ქრისტე) - გადმოყირავებული პირამიდის წვერია, რომელსაც აწვება ყოფიერების მთელი პირამიდის სიმძიმე... ქრისტიანი მიდის ქვემოთ, იქ - გადაყირავებული პირამიდის სიღრმეში, სადაც თავს იყრის საშინელი ზეწოლა, სადაც არის ქვეყნიერების ცოდვების ამღები - ქრისტე... გადაყირავებული პირამიდის ქვემოთ უღრმესი ფსკერია, - რომლის მწვერვალი არის სიყვარულით მთელი ქვეყნიერების ცოდვების ამღები და წუთისოფლისთვის ჯვარცმული ქრისტე" (დედანშია: "Он (Христос) – вершина опрокинутой пирамиды, вершина на которую давит тягота всей пирамиды бытия...Христианин идет ВНИЗ, туда – в глубину опрокинутой пирамиды, где сосредоточивается страшное давление, где взявший на Себя грех мира – Христос... На дне опрокинутой пирамиды, глубочайшее дно, – вершина которой взявший на Себя грех и тяготу всего мира, по любви к миру распятый Христос" (ეს არის არქიმანდრიტ სოფრონის (სახაროვი) თეორია, აქ ნაწერის სტილიც სოფრონისეულია, ანუ ეს არის განათლებული ადამიანის სტილი - ა. ტ.). არადა ეს გადმოყირავებული პირამიდა არსებითად არის გადმოყირავებული სამკუთხედი, რაც სატანისტური ნიშანია კაბალასა და შავ მაგიაში - საკმარისია ვნახოთ ფოტოსურათები და დასავლეთში სატანისადმი მსახურების ყოველგვარი სცენები, რომ ამაში ადვილად დავრწმუნდებით.
 
19. რა თქმა უნდა, შეუძლებელია ყურადღება არ მივაპყროთ იმას, რომ წიგნის "მხცოვანი სილუანე" 205-სავე გვერდზე არც ერთხელ არის დამოწმებული ახალი აღთქმის და მთელი ბიბლიის სიტყვები. როდესაც მთელი წმიდა მამებისეული და ბერ-მონაზვნური დარიგებები, ისევე როგორც მთელი მართლმადიდებლური ღვთისმეტყველება უცვალებლად მომდინარეობს უფლისა და წმიდა მოციქულთა სიტყვებიდან.
 
20. ყველა საცდური, მწვალებლობა, წმ. მართლმადიდებლური ეკლესიის სწავლებისგან გადახრა და წინააღმდეგობა სახარებისა და მოციქულებისადმი სქიმონაზონ სილუანეს ჩანაწერებში მოწოდებულია უკიდურესი მზაკვარებითა და სიფრთხილით. ისინი შენიღბულია წმიდა მამებისეული ფრაზეოლოგიით, მაგრამ აქა-იქ ეს საიდუმლო მზაკვრობა მაინც აშკარავდება და მკაფიოდ ჩანს განსხვავება გარეგნულ მაჩვენებლობასა და ნამდვილ არსს შორის. რადგან თუკი თვით "მხცოვანი სილუანეს" ჩანაწერთა არსს ჩავწვდებით, დავინახავთ ცნებათა საშინელ და უმადლო აღრევას.
 
ამის ნიმუშს ადვილად ვპოვებთ ამ წიგნის ყოველ გვერდზე.
 
21. "იწყენს სული ჩემი უფლისა მიმართ, და ცრემლებით ვეძებ მას. როგორ გეძებო უფალო? შენ უფრო ადრე მომიკითხე მე, და მომეცი დავმტკბარიყავი შენი სული წმიდით, და ჩემმა სულმა შეგიყვარა შენ. შენ ხედავ, უფალო, ჩემს წუხილს და ცრემლებს... შენი სიყვარულით რომ არ მოგეწოდა ჩემთვის და, რომ არ გეძებნე, მე ვერასოდეს გიპოვიდი, ამიტომაც ხარობს სული ჩემი, რომ შენ ჩემი ღმერთი და უფალი ხარ, ცრემლებამდე იწყენს შენდამი სული ჩემი" (დედანში: "Скучает душа моя о Господе, и слезно ищу Его. Как мне Тебя не искать? Ты прежде взыскал меня, и дал мне насладиться Духом Твоим Святым, и душа моя возлюбила Тебя. Ты видишь, Господи, печаль мою и слезы... Если бы Ты не привлек меня Своею любовью, то не искал бы я Тебя, и радуется душа моя, что Ты мой Бог и Господь, и до слез скучаю я по Тебе").
 
ამ სიტყვებთან დაკავშირებით ჯეროვანი იქნება ჩვენი სიტყვა "დარიგებათა" მავნე და ხიბლისმიერ ზემოქმედებაზე დავასრულოთ მიტრ. ფილარეტ მოსკოველის სიტყვებით: "როდესაც სულიერ ნუგეშისცემას ველტვით, საკუთარი თავი უფრო გვიყვარს, ვიდრე ღმერთი".


4. ნაწყვეტი მონაზონ კასინიას (ვეზენკოვა) მეორე წერილიდან
 
მონაზონ კასინიას მეორე წერილი სქიმონაზონ სილუანესთან დაკავშირებით გამიზნული იყო არქიეპისკოპოს ვლადიმირ სობოდანისთვის. ის ეძღვნება ყოფიერების გადმობრუნებული პირამიდის კაბალისტური თეორიის მხილებას, რომელიც მოცემულია წიგნში "მხცოვანი სიულანე". თვით სქიმონაზონ სილუანესთან ამას შესაძლოა არ გააჩნდეს უშუალო კავშირი, რადგან ის უწიგნური ადამიანი იყო, და არ იცნობდა კაბალისტურ თეორიებს, მისი ნაწერები ძალიან პრიმიტიულია, როგორც ინტელექტუალურ, ასევე სულიერ პლანში. ეს თეორია წიგნში შეიტანა არქიმანდრიტმა სოფრონიმ (სახაროვი) - პირველ ნაწილში განვითარებული ეს სწავლებაც, სწორედ არქიმანდრიტმა სოფრონიმ დაწერა. ამ მიზეზით აქ ამ წერილს სრულად არ გამოვაქვეყნებთ. განვათავსებთ მხოლოდ ნაწყვეტებს, რომელთაც უშუალო კავშირი აქვთ მონაზონ კასინიასთან და სქიმონაზონ სილუანესთან (სრულიად წერილი შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ).
 
"წილად მხვდა ბედნიერება 18 წლის განმავლობაში ღირსსახსოვარ არქიეპისკოპოს სერაფიმეს (სობოლევი) სულიერი შვილი ვყოფილიყავი. 12 წლის განმავლობაში საფარვლის მონასტრის გამოცდილი სულიერი მოძღვრის იღუმენია სერაფიმას (ლივენი) წინამძღვრობის ქვეშ ვცხოვრობდი. გულის მძიმე დაავადები გამო, რათა მუდმივი ტვირთი არ ვყოფილიყავი სულიერი დებისთვის და განმარტებისკენ მიდრეკილების გამოც, გადამიყვანეს პატარა სოფლის წმმ. იოაკიმეს და ანას სავანეში (III საუკუნის ქრისტიანული კატაკომბით), სადაც მარტოკა ვცხოვრობ უკვე 18 წელია.
 
72 წლის ვარ და გულის ტკივილები მაწუხებს. საფარველის მონასტერში ყოფნისას, 50-იან წლებში პარიზიდან გამომიგზავნეს სქიმონაზონ სილუანესთან დაკავშირებული ის წიგნი, რომელიც მე გადმოგეცით. მას კითხულობდნენ იღუმენია სერაფიმაც და მონასტრის მოძღვარი, აწ უკვე გარდაცვლილი - არქიმანდრიტი პანტელეიმონიც - მეუფე სერაფიმეს (სობოლევი) გამოცდილი სულიერი შვილი. იმ დროს ჩემმა სულიერმა ხელმძღვანელებმა მომცეს მორჩილება - გავრკვეულიყავი სქიმ. სილუანეს საშიშ ხიბლში, მისი დარიგებების მზაკვრობასა და დემონურ ხასიათში. მთელი წელი ვმუშაობდი ამ წიგნზე და რისი დაწერაც მოვასწარი - გადავეცი იღუმენია სერაფიმას (ლივენი). მამა პანტელეიმონიც წერდა სქიმონაზონ სილუანეზე, მის მთავარ "სახელღმერთობაზე". როდესაც 1976 წელს "მოსკოვის საპატრიარქოს კალენდარში" დაიბეჭდა "სქიმონაზონ სილუანეს დარიგებანი" (მისი მხცოვნად სახელდება ხომ დაუშვებელია!), მე შეწუხებულმა უცებ დავწერე მისი არასწორობებისა და აბსურდების მოკლე მიმოხილვა. როდესაც დავინახე, რომ თითქმის ვერაფრის თქმას ვასწრებდი, ყველაფერი თქვენ გადმოგეცით და თვით წიგნიც, რომელიც სავსეა შენიშვნებებითა და შეპასუხებებით".
 
"ერთი ბულგარელი მონაზონი არც ისე დიდი ხნის წინ ათონზე იყო. მან გიორგი ბ-ს მოუთხრო, რომ პანტელეიმონის სახელობის მონასტერში დაცულია სქიმონაზონ სილუანეს პატივდებული თავის ქალა. აქ უეჭველად იმოქმედა რუსულმა აკაფისტოებმა, მოსკოვის საპატრიარქოს ჟურნალმა და კალენდარმა. რადგან, მეორე მსოფლიო ომის დროს ათონიდან ბულგარეთში პურის საშოვნელად ჩამოდიოდნენ რუსი ბერები. საბერძნეთში დიდი შიმშილობა იყო. მეუფე სერაფიმეს (სობოლევი) სულიერმა შვილებმა, მისი კურთხევით, მიმართეს ათონის მხცოვან ბერებს. იქ უკვე ახალგაზრდები აღარ იყვნენ. ჩვენ ვერ ვძღებოდით მოთხრობებით ათონსა და ათონელ მოსაგრეებზე, რომელსაც ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხარების რუსულ სკიტეში მცხოვრები ღვთისმოსავი მღვდელმონაზონი გაბრიელი (რომელმაც შემდეგ სქემა შეიმოსა) გვიყვებოდა. მრავალი რამ მოგვითხრეს ათონის ბერ-მონაზვნური ცხოვრების აწმყოდან და წარსულიდან. მაგრამ არასოდეს, არც ერთი სიტყვით არაფერი უთქვამთ სქიმონაზონ სილუანეზე. ის მაშინ მათთვის უბრალოდ არ არსებობდა, როგორც სულიერი "მხცოვანი", მოსაგრე ან დამრიგებელი.
 
საინტერესო იქნებოდა რაიმე ცნობის მოპოვება თვით არქიმანდრიტ სოფრონიზე, რომელმაც შექმნა მითი "მხცოვან" სილუანეზე. ვინ არის ის? და საიდან არის? რომელი მოდგმისაა?
 
შეგვიძლია ჩავიხედოთ მის წიგნში, მოვისმინოთ, რას გვეტყვის თავის "მცხოვანზე". სხვათა შორის - ის მისი ერთადერთი მოწაფეა:
 
"ჭეშმარიტად ის (სქიმ. სილუანე) სულით იოანე ღვთისმეტყველს წააგავს" (!!?? - საშინელი მკრეხელობა!);
 
"ჭეშმარიტად სულიწმიდამ ის ქრისტეს დაამსგავსა (!!!???) – "აღდეგინ ღმერთი და განიბნინედ მტერნი მისნი"!
 
"ეს იყო მსოფლიო მნიშვნელობისა და დიდების გიგანტი" (გვ. 116);
 
"ერთადერთი უშიშარი ადამიანი, სულის განსაკუთრებული გიგანტი" (5);
 
"ეს იყო იმდენად უშუალო აღქმის (???) ადამიანი, რომელსაც ჩვენ მხოლოდ მახარობლებში ვხედავთ" (???) (116);
 
"ეს იყო უზენაესი სრულყოფილების კაცი" (116);
 
"ნამდვილი სიდიადე" (5);
 
"შეიმეცნეთ ამ კაცის უზენაესი სიწმიდე" (5);
 
"არავინ და არაფერი" (ისეთივე გამონათქვამები, როგორც მაცხოვარზე) (4) (მივემსგავსები უზენაესს) etc., etc., etc…
 
ეს უკვე თითქმის აკაფისტოა! საჭიროა მხოლოდ "გიხაროდენის" დამატება. სილუანეზე დაწერილი ამ წიგნიდან შეიძლება ასი აკაფისტო შეადგინოს კაცმა. ლამის ყოველ გვერდზეა თითო აკაფისტო. გარდა ამისა, მიიჩნევა, რომ ეს წიგნი ჩვენ ცოდვილებს მოგვეცა პირდაპირ ათონის წმიდა მთიდან - ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვედრილი მიწიდან. ათონიდან, რომელიც ესოდენ საყვარელი და პატივდებულია რუსი ერის მიერ".
 
"რილის მონასტერში ცხოვრობს არქიმანდრიტი კლიმენტ რილეელი (კუჩეროვი), რუსი, ღვთისმეტყველების დოქტორი, მაჰმადიანობასთან და ძველკათოლიციზმთან და ა. შ. დაკავშირებული მრავალი მონოგრაფიისა და საღვთისმეტყველო შრომის ავტორი. მკაცრი ბერი და ბეჯითი მლოცველი, მაღალი სულიერი ცხოვრების მქონე მონასტრული მოძღვარი - აღმსარებელი. ის 80 წლისაა. როდესაც საფრანგეთიდან მიიღო წიგნი სქიმონაზონ სილუანეზე, ჯერ კიდევ ისე, რომ კარგად არ იყო გარკვეული მასში, მე, მ. კლიმენტის ღრმად პატივმცემელმა, თავის დროს თვითონ გავუგზავნე ეს წიგნი. და რა? მამა კლიმენტმა მალევე დამიბრუნა და მითხრა, რომ წაიკითხა რამოდენიმე გვერდი, და დანარჩენი წიგნის წაკითხვა ვერ შეძლო... მისმა წმიდა სულმა ვერ გაუძლო დემონურ სიბინძურეს, ბნელეთს და აბდაუბდას, რომლითაც სავსეა "წმიდა მხცოვანის" ცხოვრების აღწერა.
 
ამ წიგნში უამრავი სიბინძურეა. მაგალითად, სქიმონაზონი სილუანე ჯერ კიდევ ჯარისკაცი იყო - მას სიმეონი ერქვა. და სხვა ჯარისკაცმა, რომელმაც ცნობა მიიღო თავისი ცოლის ღალატის შესხებ, რჩევისთვის მომავალ "მხცოვან" სილუანეს მიმართა. რა უთხრა მას ამ "უმაღლესი სიწმიდისა და მაღალი სრულყოფილების მქონე კაცმა... სულიერმა გიგანტმა", როგორც მასზე მსჯელობს არქიმანდრიტი სოფრონი?
 
მან მოტყუებულ კაცს ჰკითხა: "შენ, ჯარისკაცობის დროს, დაგიცავს მეუღლეობრივი ერთგულება? – "არა", - უპასუხა ჯარისკაცმა. "და მას რა უნდა ექნა?", მიუგო "ბრძენმა მხცოვანმა". მაშინ ჯარისკაცი დამშვიდდა და ცოლს ღალატი მიუტევა.
 
"მას რა უნდა ექნა" - ნახეთ, როგორი მზაკვრული, დემონური და ამაზრზენი კითხვაა. ეს შეუძლებელი, უწმინდური, დამაცირებელი სიტყვებია ქალზე - მეუღლეს და დედაზე დაბეჭდილია ვითომცდა სულიერ მონაზვნურ წიგნში. ეს უკვე სრულიად ღია ცინიზმია, რომელსაც ათონის წმიდა მთიდან გვაწვდიან.
 
მაშ, რა - ჯარისკაცის ცოლი კატაა, თუ ვინ? რატომ არ შეუძლია მას დაიცვას მეუღლეობრივი ერთგულება, რომელიც ღმერთმა ჯერ კიდევ ძველი აღთქმიდან გვამცნო?
 
უნებლიედ მახსენდება ერთი კეთილი მოსკოველი ქალის მონათხრობი. ახალგაზრდობაში როიალზე კარგად უკრავდა, ძალიან უყვარდა დიდ, მცირ და მხატვრული თეატრებში სპექტაკლების ყურება. პირველი მსოფლიო ომის დროს მისი ქმარი - პოლკოვნიკი ფრონტზე იყო. და აი, მთელი ომის განმავლობაში, მან არა თუ ფეხი არ შეადგა თავის საყვარელ თეატრებში, არამედ როიალზეც კი ერთი ნოტი არ დაუკრავს. "როგორ, - ამბობდა ის, - როგორ უნდა დავუკრა როიალზე, თუკი ამ დროს შესაძლოა ჩემი ქმარი სასიკვდილო საფრთხეში იმყოფება?!"
 
ეს არის პასუხი "წმიდა მხცოვანის" სიტყვებზე, რომელიც ცინიკურად არღვევს ღმრთის მე-7 მცნებას მეუღლეობრივი ერთგულების შესახებ, და შემოაქვს რაღაც პირუტყვული საწყისი ქორწინების წმიდა საიდუმლოში. თვით ეს მცნება წარმოდგენილია, როგორც აუტანელი ტანჯვა".
 
"შეუძლებელია არ განიცადო უდიდესი ჭირვება, როდესაც სქიმონაზონ სილუანეს წიგნში ხედავ არა მარტო ხიბლს, არამედ დემონურ საცდურებს, რომლებიც ჩვენთვის ცნობილი ბერ-მონაზვნური და საღვთისმეტყველო ტერმინოლოგიით მზაკვრულად იფარება".


5. მონაზონ კასინიას სულიერი შვილი არქიმანდრიტი კლიმენტი (ბურენკოვი) სქიმონაზონ სილუანეს შესახებ
 
მონაზონ კასინიას სულიერმა შვილმა არქიმანდრიტმა კლიმენტიმ (ბურენკოვი) 2015 წელს სლივენის მიტროპოლიტ იოანიკეს (ბულგარეთის მართლმადიდებლური ეკლესია) გაუგზავნა სქიმონაზონ სილუანეს და არქიმანდრიტ სოფრონის მამხილებელი წერილი. მასში მან წიგნ "მხცოვან სილუანეს" სატანიზმის პროფესიონალური ცნობარი უ წოდა, არქიმანდრიტ სოფრონის - თეოსოფი, ხოლო სქიმონაზონ სილუანეს - ხიბლში მყოფი. ეს წერილი რომ მიიღო, მიტროპოლიტმა იოანიკემ სილუანე ბულგარეთის მართლმადიდებლური ეკლესიის 2016 წლის საეკლესიო კალენდტრიდან ამოიღო.
 
"ცოცხალი ჟურნალის" (ЖЖ - Живой Журнал, ბლოგ პლატფორმა - "აპოკ." რედ.) ერთ-ერთ ბლოგში მიტროპოლიტის ამ მოქმედებასთან დაკავშირებით წერენ: "ბულგარული საიტი "Двери.БГ" უთითებს, რომ ამის შესახებ გადაწყვტილება მიიღო სლივენელმა მიტროპოლიტმა იოანიკემ, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში პასუხისმგებელი პირი იყო ბულგარეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში საეკლესიო კალენდრების მომზადების საქმეში. ამასთან, უთითებს გამოცემა, ბულგარეთში უკვე მოასწრეს სილუანეს სახელობის ტაძრების ასენება - კერძოდ, ასეთი ტაძარი არის გიგინის მონასტერში".
 
აქ დავიმოწმებთ ნაწყვეტებს მამა კლიმენტის წერილიდან:
 
"შეგნებული მაქვს რა, რომ მონაზონ კასინიას პასუხების საღვთისმეტყველო არგუმენტები წიგნზე "მხცოვანი სილუანე" მისი სიკვდილის რეალური მიზეზი გახდა, მთელი ორი ათეული წლის განმავლობაში ვერ ვპოულობდი სულიერ მხნეობას შევხებოდი ამ მომაკვდინებლად საშიშ თემას.
 
ახლა, რადგან უკვე მაქვს მისი წერილები და ნამდვილი ხელნაწერები, ჩემს მოვალეობად ჩავთვალე წამეკითხა წიგნი და მისი წერილებიც გამევრცელებინა იმიტომ, რომ ისინი მოცემულ მომენტში ერთადერთი უდავო მხილებაა მართლმადიდებელთა მხრიდან. თუმცა არის მცირედი შეპასუხებები, მაგალითად, ბრიუსელისა და ბელგიის არქიეპისკოპოს ბასილისა (კრივოშეინი) სილუანეს კანონიზაციის საკითხში, რომელიც არასაეკლესიო თვალსაზრისით აწარმოვა კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ.
 
მოხარული ვიქნებოდი გამეგო თქვენი დამოკიდებულება სილუანე ათონელის არავისთვის საჭირო კულტის შექმნასთან და ეკლესიის სწავლების სატანიზმით შეცვლასთან დაკავშირებით, რომელიც არქიმანდრიტმა სოფრონი სახაროვმა ჩადო თავისი ლიტერატურული გმირის - სილუანე ათონელის ბაგეში.
 
შესაძლოა, ჩემი უძლური ინტელექტისა და სუსტი საღვთისმეტყველო მომზადების გამო მე არასწორად გავიგე არქიმანდრიტ სოფრონის თეზისები, რომლებსაც ზოგიერთების დახმარებით გამალებით თავს გვახვევენ. ამით არა მარტო მართლმადიდებლობას აყირავებენ პირდაღმა, არამედ დე-ფაქტო ანადგურებენ ეკლესიის მთელ სწავლებას და თვით ქრისტიანობასაც".
 
იმის შემდეგ, რაც მ. კლიმენტი თავის წერილში ჰყვება ყოფიერების გადმოყირავებული პირამიდის მასონურ-სატანური თეორიის შესახებ, რომელიც მოცემულია წიგნში "მხცოვანი სილუანე", ის წერს:
 
"ყველა ზემოთჩამოთვლილი საიდუმლო ერთობლიობაში შეადგენენ მასონობის, როგორც ღია სატანიზმის საიდუმლო, რომელსაც შეუძლია ეკლესიის შერყევა და ზიანის მიყენება მისი სწავლებისა და სულისმაცხოვნებელი მისიისთვის. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ის, რაც ეკლესიის მტრებმა საუკუნეთა განმავლობაში ვერ შეძლეს, წიგნმა "მხცოვანი სილუანე" წარმატებით განახორციელა ბულგარეთში, რომელიც გამოიცა ბულგარეთის პატრიარქის ნეოფიტეს კურთხევით, ბულგარეთში "მარილის განქარვებისა" (მთ. 5:13) და ჩვენი ღვთისმეტყველების ნელთბილობის (შეად. გამოცხ. 3:15-16), ასევე ეპისკოპატში სარწმუნოებრივი სიფხიზლის არქონის გამო, რომელიც სარგებლობს პრომასონურად განწყობილი გამომცემლობებით. თავისი ამაღლების დროს მაცხოვარი ამაღლდა მამასთან, და არ ჩასულა სოფრონისა, სილუანესა და კომპანიის კომფორტულ ჯოჯოხეთურ ცეცხლში.
 
სოფრონ-სილუანესეული სწავლების ხელოვნური დანერგვა დემონური გამოგონების უბადლო ნიმუშია. ის დიამეტრალურად ეწინააღმდეგება წმიდა წერილს. ის ცვლის მართლმადიდებლურ დოგმატებს, რომლებიც სულიწმიდამ ეკლესიას შვიდ მსოფლიო კრებაზე შთააგონა. მაგრამ ჰპოვებთ თუ არა თქვენ თუნდაც ერთ კეთილსინდისიერ მღვდელმთავარს ან საღვთისმეტყველო სინდისს ბულგარეთში, რომელიც ხმას აღიმაღლებდა, ფართო მასების გასაფრთხილებლად, რომ სოფრონ სახაროვის ყველა ეს მოდერნისტული პროპაგანდისტი და პრომასონური "მართლმადიდებლური" გამომცემლობები უარყოფენ მართლმადიდებლურ სწავლებებს, თუმცა თავს იქებენ ბულგარეთის პატრიარქის კურთხევით.
 
იმ პირობებში, როდესაც ნებსითი თუ უნებლიე საპატრიარქო კურთხევით სილუანეს დემონური ციებ-ცხელება თავშეუკავებლად იქოქება და "ჯოჯოხეთის ბჭეთაგან" (შეად. მთ. 16:18) ძალებს იკრებს, ხომ არ არის ეს არის კარგად მოფიქრებული სცენარის მიზანი - მართლმადიდებლური დოგმატიკა შეიცვალოს ანტიქრისტესეული ღვთისმეტყველებით, როდესაც სულიერად და თეოლოგიურად უწიგნური ფართო მასა, შედის რა ნარკოტიკულ ექსტაზში, უფლის მეორედ მოსვლის მოლოდინს შეუდგება არა ციდან, არამედ სილუანისთვის ესოდენ საყვარელი ჯოჯოხეთიდან?
 
მე ვფიქრობ, რომ, როგორი მოხიბლულიც გინდ ყოფილიყო სილუანე, მ. სოფრონმა დაამუშავა მისი სახე და მიაწერა მას თავისი ერეტიკული შეხედულებები. რომ არა წიგნი "მხცოვანი სილუანე" და მის გარშემო ხელოვნურად შექმნილი აშკარა სატანური კულტი, რომელიმე სხვა "მართლმადიდებელი" თეოსოფი შექმნიდა სხვა ლიტერატურულ გმირს გამოგონილი ცხოვრებით და კვლავ შეეცდებოდა ეკლესიის გალავნის დარღვევას.
 
მითხარით რას უნდა ნიშნავდეს სიტყვები "შეაკავე შენი გონება ჯოჯოხეთში და სასოს ნუ წარიკვეთ"? თქვენი წმიდა, საღვთისმეტყველო და ადამიანური ქრისტიანული აზრით, როგორია ამ კოშმარული რეკომენდაციის ზუსტი მნიშვნელობა ქრისტიანობაში? თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ, თუკი არ ეთანხმებით ჩემ მიერ ამ წიგნში აღნიშნულ ცდომილებათა მავნებლობას მისი ახალი თეზისებითურთ, მაშინ, იქნებ თქვენ გააჟღეროთ სილუანეს ამ მოწოდების თქვენეული ინტერპრეტაცია?
 
სულიერი პრაქტიკის რეკომენდაცია გულისხმობს პირად გამოცდილებას. ამიტომ მე თავს მივცემ უფლებას გკითხოთ, დღეში რამდენჯერ ავარჯიშებთ გონებას ჩაუშვათ ჯოჯოხეთში და ნეტარება განიცადოთ მასში შიშისა და სასოწარკვეთის განუცდელად? ჩემთვის ეს არის ფსიქოდელიური მოწოდება - ეს არის ჯოჯოხეთის აპოლოგია და ქრისტეს გაფრთხილების უგულებელყოფა "ტირილსა და კბილების ღრჭენაზე", რომელიც ცოდვილებს ჯოჯოხეთში მოელით.
 
წიგნ "მხცოვან სილუანეს" ყურადღებით წაკითხვას მივყავართ სევდიან დასკვნამდე: მართლმადიდებლური ასკეტიკის საფუძვლებისა და სულიერების დარღვევის გამო სილუანე გახდა დემონური ხიბლის მსხვერპლი, რაც იშვიათი არ არის ადამიანებისთვის, რომლებიც ეწევიან ასკეტურ ცხოვრებას. თუკი წავიკითხავთ არქიმანდრიტ სოფრონის წიგნს, რომელიც წარმოადგენს ერთადერთ მოწმობასა და თავისებურ ცხოვრებას სილუანეს კანონიზაციისთვის, მართლმადიდებლური ასკეტიკის შუქზე, რომელიც ჩვენთვის ცნობილია "ლავსაიკონის", აბბა დოროთეს, ღირ. იოანე კასიანე რომაელის, ღირ. იოანე კიბისაღმწერელის ან სათნოთმოყვარეობის სწავლებებით, შეგვიძლია მხოლოდ დავასკვნათ, რომ სქიმონაზონი სილუანე გაება დემონურ ბადეში. ამას ადასტურებს თვით წიგნი, და მხოლოდ მისი მეშვეობით შეგვიძლია ვიმსჯელოთ სოფრონისეული ლიტერატურული გმირის სულიერებაზე. სილუანეს შესაძლო ღვაწლის სხვა თვითმხილველები არ არსებობენ. იმის შესახებ, რომ სილუანე გახვეული იყო ეშმაკის ბადეში, მოწმობენ მისთვის მიწერილი სულიერი შეხედულებები, და ექსტრავაგანტური სატანური სავარჯისოები, როგორიცაა, მაგალითად, საკუთარი გონების შეკავება ჯოჯოხეთში, ნაცვლად იმისა, მისდევდეს უფლის ევქარისტულ მოწოდებას: "ზე გვაქუნდენ გულნი!"
 
მართალია, თვით სქიმონაზონი სილუანე წერდა, რომ ის ორჯერ იყო ხიბლში, სამწუხაროდ, თავისი ცხოვრების ბოლომდე ვერ შეძლო გამოსულიყო ამ მდგომარეობიდან, რომელის მასში დადგა იმის შემდეგ, რაც ეშმაკი თავის ღმერთად შერაცხა. მისი დამახინჯებული სულიერება აიხსნება სწორედ ამ ხილვით, მისი ტრაგედია იწყება სწორედ იმ მომენტიდან, როდესაც დემონი ღმერთად მიიღო.
 
თუკი გავეცნობით კიევო-პეჩორის ან ათონურ პატერიკს, დავრწმუნდებით, რომ მსგავსი უბედურება იშვიათობა არ ყოფილა და ხიბლში ხშირად ვარდებოდნენ წმიდა ადამიანებიც. მაგრამ თუკი იმ დროს, როდესაც ღირ. ისააკ პეჩორელს ეშმაკი ქრისტე ეგონა, ან ნიკიტა დაყუდებულმა, რომელიც მოგვიანებით ნოვგოროდელი ეპისკოპოსი გახდა, ეშმაკი ანგელოზად შეიწყნარა, ჯერ კიდევ არსებობდნენ ღვთითგაბრძნობილი და დიდი სულიერების მქონე მოსაგრეები, რომლებსაც შეეძლოთ იმათი შველა, ვინც შთავარდებოდა ასეთ სულიერ სნეულებაში, სილუანე ათონელის დროს ამგვარი დიდი სულიერების მქონე აღარავინ იყო.
 
სილუანესა და სოფრონის მიერ ნაქადაგები სიყვარული არ არის სახარებისეული. ეს არის დემონური გავლენის მორიგი შედეგი, ეს არის ეშმაკის ხრიკი ხიბლში მყოფ ადამიანზე, რომელიც ელტვის ჰქონდეს ღმერთზე უმეტესი სიყვარული.
 
სწორედ ეს ახალი დემონური "სახარება" გქონდეს ღმერთზე უფრო მეტი სიყვარული, დიდად მოეწონა მრავალ თანამედროვე ქრისტიანს, რომლებიც დაუფიქრებლად და ქარაფშუტულად ატკბობენ თავიანთ სმენას ეშმაკის ზღაპრებით, რომელსაც არ გააჩნია სახარებისეული ფესვები.
 
სილუანესეული ცრუსულიერება აშკარა მკრეხელობებში გადადის. წიგნის "მხცოვანი სილუანეს" პირველ რუსულ გამოცემაში ვკითხულობთ: "გამოცხადება ღმრთის შესახებ ამბობს: "ღმერთი სიყვარულს არს", "ღმერთი არის ნათელი და არ არის მასში არავითარი ბნელი" (1 იოანე 4:8; 1:5). რაოდენ ძნელია ჩვენთვის, ადამიანებისთვის, დავეთანხმოთ ამას. ძნელია იმიტომ, რომ ჩვენი პირადი ცხოვრება, და ჩვენს გარშემო მთელი მსოფლიოს ყოფიერება საწინააღმდეგოს ადასტურებენ". არადა, წმ. იოანე ღვთისმეტყველის თქმით "მთელი ქვეყანა ბოროტებაშია დანთქმული" (1 იოანე 5:19). მოღვაწეები, რომელთა შრომები შევიდა კრებულში "სათნოთმოყვარეობა", თავიანთ სულიერ დარიგებებს არ იწყებდნენ ასეთი სიტყვებით".

გაგრძელება იქნება.

წყარო: https://avt1975.livejournal.com/111855.html?utm_source=3userpost
Назад к содержимому