ანტიმოდერნიზმი - არაძალადობა და საზოგადოებრივი მშვიდობა როგორც გნოსტიკური ფანტაზია - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოსტასია > ანტიმოდერნიზმი
არაძალადობა და საზოგადოებრივი მშვიდობა როგორც გნოსტიკური ფანტაზია
არაძალადობა
ავტორი: რომან ვერშილო.

2011 წლის გახურებული პოლიტიკური ბატალიების დროს გაიხსენეს მოჰანდასე განდი და მარტინ ლუთერ კინგი. ყოველ შემთხვევაში, მოდერნისტული საიტი "Православие и мир" ("მართლმადიდებლობა და სამყარო")  ამ საკულტო ფიგურებს წარმოგვიდგენს როგორც ქრისტიანულ ალტერნატივას მმართველი რეჟიმისა და რადიკალური ოპოზიციის სანაცვლოდ.

რა თქმა უნდა, ჩვენს წინაშეა აბსურდი, ნაწილობრივ კომიკურიც, მაგრამ მასში არის თავისი სისტემა. მოდერნისტების აზრი აგრძელებს განვითარებას მაღალი საზოგადოების მისტიციზმის კალაპოტში და მორიგი "პოლიტიკური რელიგიის" მიმართულებით. არაძალადობის, საზოგადოებრივი მშვიდობის და სხვა მსგავსი არაპრაქტიკული სისულელეების იდეები აქ შემთხვევით როდი ჩნდება, რის გამოც სასარგებლოდ მიგვაჩნია დავიმოწმოთ განდიზმის ანალიზი, რომელიც მოგვცა ამერიკელმა ფილოსოფოსმა ერიხ ფოგელენმა:

"აუცილებელია კიდევ ორიოდ სიტყვით ითქვას მოვლენის შესახებ, რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული ანარქიზმთან: ეს არის არაძალადობის მოძრაობა ინგლისურ პოლიტიკაში. XIX ს-ის მიწურულს დასავლეთზე საკმაოდ ძლიერი გავლენა მოახდინა რუსულმა ანარქისტულმა ლიტერატურამ, განსაკუთრებით კი ტოლსტოის ნაშრომებმა. შედეგად აღმოჩენდა სამოქალაქო დაუმორჩილებლობის იდეა,როგორც პოლიტიკური იარაღი სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაში. XX ს-ის დასაწყისში ინგლისში დაიწყო ინციდენტები სუფრაჟისტებთან, რომლებიც ატარებდნენ დაუმორჩილებლობისა და შიმშილობის კამპანიას, სანამ საბოლოოდ განდიმ (1869-1948) ეს მეთოდები არ ჩართო თავის პოლიტიკურ არსენალში. ამ უკანასკნელმა სერიოზული პოლიტიკური შედეგები გამოიწვია. დაუმორჩილებლობის მეთოდი პირველად განდიმ 1907 წელს ტრანსვაალში ანტიინდური კანონმდებლობის პროტესტის ნიშნად გამოიყენა.

პირველი მსოფლიო ომის შემდეგ განდიმ თავისი ბრძოლა უკვე ინდოეთში გააგრძელა სამოქალაქო არათანამშრომლობის კამპანიის სახით და იმავე პრობლემებს წააწყდა, რომელიც ტოლსტოიმაც წინასწარ განჭვრიტა. განდი ითხოვდა არაძალადობრივ მეთოდებს, შედეგად კი მიიღო ტერაქტები და 1921 წლის გლეხთა აჯანყება. უწესივრობათა წინაშე, რომლებიც მისი არაძალადობის პროპაგანდის შედეგად დაიწყო, განდიმ უკიდურესად მკაცრად გააკრიტიკა ყოველგვარი ძალადობა, რამაც 1922 წ-ს ჩაური-ჩაურიში საშინელი მოვლენები გამოიწვია, როდესაც გლეხებმა შეუტიეს პოლიციის განყოფილებას და იქ 23 პოლიციელი ცოცხლად დაწვეს. ამან განდი აიძულა დაუყოვნებლივ შეეწყვიტა სამოქალაქო დაუმორჩილებლობა და არათანამშრომლობა. იგივე სურათი განმეორდა 1930 წ-ს სამოქალაქო დაუმორჩილებობის მეორე კამპანიის დროსაც.

არსებითად, განდი მიჰყვებოდა იმავე შეხედულებებს, რასაც ტოლსტოი: ესქატოლოგიური ეთიკა გაიგებოდა როგორც პოლიტიკური იარაღი მშვიდობიან ბრძოლაში. დიდი მნიშვნელობა არა აქვს იმას, რომ ტოლსტოისთან ანარქიზმი "ეფუძნებოდა" სახარებას, ხოლო განდიმ წარმოატებით მოიპოვა აღმოსავლეთის "წმინდანის" ორეოლი
(From Enlightenment to Revolution. Duke University Press, 1975. PP. 221-222).

მართლაც, ჩვენთვის უფრო ცნობილი ანარქიზმი გვთავაზობს რეალურ სამყაროში ვიმოქმედოთ ისე, თითქოსდა ის გამოგონილი იყოს.გამოგონილ სამყაროში არავითარი პრობლემა არ არსებობს, რომელიც აწუხებს რეალურ სამყაროს, და საერთოდ, არ არსებობს არავითარი მორალური და ინტელექტუალური ხასიათის არანაირი პრობლემა.

უმოქმედობა ტოლსტოისთან, განდისთან, მარტინ ლუთერ კინგთან ატარებს არა პასიურ მშვიდობისუარმყოფელ აზრს, როგორც ეს ბუდიზმშია, არამედ ემსახურება საზოგადოების, სახელმწიფოსა და ოჯახის გარდაქმნის მიზანს. ეს არის უგუნური ოცნება, მაგრამ ოცნება არა საკუთარ პირად ხვედრზე, არამედ სოციალური ოცნება, ანუ ეს იდეოლოგიაა. ადამიანმა უნდა შეცვალოს თავისი გარემომცველი სამყარო და ამ საქმისთვის გამოიყენოს თავისი მსოფლმხედველობა, მიიჩნევს გნოსტიკოსი.

როგორც ე. ფოგელენი წერს: "გნოსტიკური ოცნების სამყაროში რეალობის არაღიარება უპირველესი კანონია. შედეგად, ქცევები, რომლებიც რეალურ სამყაროში მორალურად უგუნურ ქცევად მიიჩნევა მათი რეალურად დამღუპველი შედეგების გამო, ოცნების სამყაროში ზნეობრივია,რადგან გამოგონილ სამყაროში მათ ადამიანი უნდა მიიყვანონ სულ სხვა შედეგებთან. წყვეტა ოცნებით განზრახვასა და რეალურ ეფექტს შორის გნოსტიციზმი მიაწერს არა რეალობის ამორალურ იგნორირებას, არამედ პიროვნების ან საზოგადოების ამორალურობას, რომლებიც ისე არ იქცევიან, როგორც უნდა იქცეოდნენ გამოგონილ გნოსტიკურ სამყაროში" (The New Science of Politics. The University of Chicago Press, 1952. PP. 169-170).

ამრიგად, მოწოდებები სამოქალაქო მშვიდობისაკენ, არაძალადობრივი ბრძოლისკენ არსებული რეჟიმის წინააღმდეგ, ასევე მტკიცებულებები თითქოსდა ქრისტიანებისთვის თანაბრად ნებადართულია ნებისმიერი პოლიტიკური რწმენა - ეს ყველაფერი წარმოადგენს გნოსტიკურ ციებ-ცხელებას, რომელიც იპყრობს ჩვენს საზოგადოებას.

ეს ყველაფერი გვაიძულებს უფრო სერიოზულად შევხედოთ თანამედროვე მოვლენებს. თუკი ლაპარაკი წავიდა შეუთანხმებელთა თანხმობაზე, ჭეშმარიტების გარეშე შერიგებაზე და ხელისუფლების არაძალადობრივ დამხობაზე, ელოდეთ უბედურებას. დიდ უბედურებას.

წყარო: https://antimodern.wordpress.com/2011/12/15/gandhi
Назад к содержимому