აპოსტასია > ანტიმოდერნიზმი
ეკუმენიზმის მწვალებლობა მიტრ. იოანე ზიზიულასის შრომებში
ნაწილი 1: "პოსტპატრისტიკული ღვთისმეტყველება"
ავტორი: ღვთისმეტყველი პანაიოტის სიმატისი.
მოცემული ნაშრომი წარმოადგენს პროტესტს ყველა იმ საქებარი სიტყვისა, რომელიც წარმოთქმულ იქნა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე, რომელიც პერგამელი მიტროპოლიტის იოანე ზიზიულასის პატივსაცემად მოაწყო ვოლოსის საღვთისმეტყველო აკადემიამ. ეს კონფერენცია ადასტურებს მართლმადიდებელთა (სასულიერო დასისა და ერისკაცთა) კრიტიკულ დაცემას, რადგან ეკუმენიზმის გლობალური მწვალებლობის ერთ-ერთი უმთავრესი მოღვაწისა და პატრიარქ ბართლომეოსის მარჯვენა ხელის პატივისცემა დაახლოებით 10 ეპისკოპოსის თანდასწრებით აღსრულდა.
იმ მომენტიდან, როდესაც ოფიციალურად იქნა გამოცხადებული ამ კონფერენციის შესახებ, ჩვენ მიზნად დავისახეთ ერთმანეთისთვის შეგვედარებინა ბ-ნ ზიზიულასის ტიპიური მწვალებლური თეზისები პოსტპატრისტიკული ღვთისმეტყველების სხვა მომხრეთა და მათ ოპონენტთა კრიტიკულ შეხედულებებთან. შედეგად შედგენილ იქნა მოცულობითი ტექსტი, რომელსაც ვაქვეყნებთ ორ ნაწილად და, რომელშიც მოკლედ გადმოვცემთ განსახილველ პრობლემატიკას.
ვიმედოვნებთ, რომ ჩვენ მიერ მოკრებილი და სისტემატიზირებული მასალა დაეხმარება სპეციალისტებს უფრო საგნობრივად მიუდგნენ ამ აქტუალური პრობლემის შესწავლას - მართლმადიდებელ ეკლესიაში მწვალებლურ შეხედულებათა გავრცელებას "მართლმადიდებელი" ეპისკოპოსის მონდომებით. მოცემულ ვითარებაში ყველაზე დიდ გაკვირვებას იწვევს ის ფაქტი, რომ ნაცვლად იმისა მკაცრად გააკრიტიკონ და ურჩიონ უარი თქვას თავის მწვალებლურ იდეებზე, პირიქით, თანამოძმე ეპისკოპოსები ბ-ნ ზიზიულასს დითირამბებს ასხამენ და აჯილდოვებენ.
***
მოცემული ნაშრომის მიზანი მდგომარეობს იმაში, რომ მთელ საღვთისმეტყველო და ფართო საზოგადოებას მივაწოდოთ პერგამელი მიტროპოლიტის ზოგიერთი ძირითადი პრინციპი, რომელთა ერთობლიობა აჩვენებს, რომ გარეგნულად მართლმადიდებელი ეკლესიის წევრი ამ იერარქის საღვთისმეტყველო შეხედულებები წმიდა მამებისეულ სწავლებებს არ შეესაბამება. როგორც პროფ. ფარანდოსმა აჩვენა, "ბ-ნ ზიზიულასის ღვთისმეტყველების ორგანო და კრიტერიუმი არის ლოგიკა, ძირითადად სამეცნიერო ხასიათის ლოგიკა". ბ-ნი ზიზიულასი შეგნებულად ქცევს გვერდს ისეთ საღვთისმეტყველო ცნებებს და კატეგორიებს, როგორიცაა საღმრთო გამოცხადება, წმიდა წერილი და წმიდა გადმოცემა, მსოფლიო კრებათა დადგენილებები, ეკლესიის და სარწმუნოების ავტორიტეტი და სხვა. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის ამ ცნებებს იყენებს, "მათ, თავისი საღვთისმეტყველო მსჯელობისთვის, პრაქტიკულად არანაირი მნიშვნელობა არ გააჩნიათ".
პროფ. ფარანდოსის თანახმად, არსებითად, პერგამელი მიტროპოლიტი ითხოვს, რათა ღვთისმეტყველებმა თავიანთი აზრები გამოხატონ ისე, რომ "არ შექმნან ლოგიკური წინააღმდეგობები და არ შეეტაკონ ძირითად სამეცნიერო მონაცემებს" (Μ. Φαράντου, Οἰκουμενισμὸς ἢ Ὀρθοδοξία; Ἡ κρίση τῆς θεολογίας τοῦ Ἰω. Ζηζιούλα. // М. Фарандос "Экуменизм или Православие? Богословский кризис И. Зизиуласа"). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თავისი სწავლებებით პერგამელი მიტროპოლიტი სხვადასხვა ვარიაციებით იმეორებს ბარლაამის საღვთისმეტყველო მეთოდს, რომელიც, როგორც ცნობილია ებრძოდა წმიდა გრიგოლ პალამას.
იყენებს რა ამგვარ "ღვთისმეტყველებას", უმრევლო მიტროპოლიტი ზიზიულასი, თავის 4-5 სულიერ თანამოაზრესთან, მასავით ეკუმენისტურად განწყობილ მიტროპოლიტთან და ზოგიერთ ბერძენ ღვთისმეტყველთან ერთად, - რომელთა ძირითადი ფორპოსტი ვოლოსის საღვთისმეტყველო აკადემია გახლავთ, - აჩქარებს მართლმადიდებლობის ნგრევას. თანამედროვე ენით რომ ვთქვათ, მიტრ. იოანე ზიზიულასი, მართლმადიდებლური სარწმუნოების დეკონსტრუქციის მიზნით, მართლმადიდებელთა შორის "ნაბიჯ ნაბიჯ" ნერგავს ე. წ. "ფრაგმენტალურ მიდგომას" (Μ. Φαράντου, Οἰκουμενισμὸς ἢ Ὀρθοδοξία; Ἡ κρίση τῆς θεολογίας τοῦ Ἰω. Ζηζιούλα. // М. Фарандос "Экуменизм или Православие? Богословский кризис И. Зизиуласа"). ამ მეთოდს დღეს ახალი მსოფლიო წესრიგის შესაქმნელად იყენებენ გლობალიზაციის მომხრეები, რადგან მათთვის ძნელია ერთდროულად მოიცვან მსოფლიოს ყველა ხალხი. ამიტომაც, სხვადასხვა დაჯგუფებების დახმარებით, რომლებიც, ამ ბნელ ძალთა სამსახურში იმყოფებიან, წარმატებით აღწევენ მათთვის საჭირო საკანონმდებლო რეფორმებს და ამით, სანდო პირთა მეშვეობით და საკითხთა განსაზღვრული დაყენებით, გავლენას ახდენენ ორგანიზაციებზე, საუნივერსიტეტო დაწესებულებებზე, ეკონომიკურ ფონდებზე, მთავრობებზე და ა. შ. ისინი ამაში წარმატებულნი არიან და "ეტაპობრივად, თანდათანობით გადადიან კანონიდან კანონზე, დადგენილებიდან დადგენილებაზე, ორგანიზაციიდან ორგანიზაციაზე", თანაც ისე, რომ ცალკეული ასპექტების გარდა, მათი ჭეშმარიტი მიზნები არ აშკარავდება.
ამგვარად, ადამიანთა უმეტესობას არ შეუძლია შეიგნოს მათი საბოლოო მიზანი, რის შედეგადაც ისინი იწვევენ ნგრევას, მსგავსად ჟანგისა ნელ-ნელა რომ ანადგურებს მეტალს, და ამგვარი მეთოდით თავიანთი მიზნისკენ მიისლასნებიან.
რა თქმა უნდა, მართლმადიდებლურ სამყაროში ეს მეთოდი ნაწილობრივ ცნობილია, რადგან რამოდენიმე საუკუნეა მას ვატიკანი რომის პაპისადმი აღმოსავლეთის ეკლესიის დამორჩილების მიზნით იყენებს. ხოლო დღეისთვის, ეკუმენიზმის ჩარჩოებში, ეს მეთოდი უფრო სრულყოფილი გახდა, რამეთუ გამოჩნდნენ ისეთი მართლმადიდებლები, რომლებიც მას ცხოვრებაში ახორციელებენ და "ნაბიჯ ნაბიჯ", შეფარვით იყენებენ, რათა ძირი გამოუთხარონ და გაანადგურონ მართლმადიდებლური რწმენისა და გადმოცემის უმნიშვნელოვანეს ასპექტებს.
გარეშე დამკვირვებლისთვის მათი მოქმედება შეიძლება უმნიშვნელოდ და ერთმანეთთან დაუკავშირებლად მოგვეჩვენოს. მაგრამ კომპლექსური განხილვის შედეგად ნათელი ხდება, რომ ყველა ეს მოქმედება ერთი საერთო სურათის ფრაგმენტებია, რომლებიც ერთ დიდ პაზლად ერთდება და ერთი მიზანი და მიმართულება გააჩნია. კერძოდ, მართლმადიდებელ ქრისტიანებს თავს მოახვიონ ქრისტიანთშორისი და რელიგიათშორისი ეკუმენიზმი ანტიქირსტეს ბატონობის დასამტკიცებლად და მის თაყვანსაცემად.
პოსტპატრისტიკული ღვთისმეტყველება
მართლმადიდებლურ საბერძნეთში ეკუმენიზმის გავრცელების მრავალი წყარო არსებობს, კერძოდ, მიტროპოლიტთა რეზიდენციები და საღვთისმეტყველო ფაკულტეტთა სამეცნიერო ხელმძღვანელები, ასევე ნეო-პატრისტიკული ღვთისმეტყველების ცალკეული მომხრეები. მაგრამ ეკუმენიზმის ნამდვილ სანერგეს წარმოადგენს ვოლოსის საღვთისმეტყველო აკადემია, საიდანაც ეკუმენისტური იდეები და ეკუმენისტები გველის საბუდარიდან გამოჩეკილი ასპიტებივით იბადებიან, იკვებებიან და იზრდებიან. ვოლოსის ამ აკადემიას ხელს უწყობს დიმიტრიადელი მიტროპოლიტი ეგნატე.
იმის შესახებ, თუ რა როლს თამაშობს ვოლოსის საღვთისმეტყველო აკადმია ეკუმენიზმის გავრცელებაში, არაერთხელ აღუნიშნავს თვით ბ-ნ ზიზიულასსაც. ამ განყოფილებაში ჩვენ მოკლედ განვიხილავთ პოსტპატრისტიკული ღვთისმეტყველების სიმსივნეს, რომელიც, სამწუხაროდ, საკმაო "წარმატებით" ინერგება და იქადაგება ვოლოსის საღვთისმეტყველო აკადემიაში გამოზრდილი ეკუმენისტების მიერ. დასაწყისში ჩვენ დავიმოწმებთ დამახასიათებელ ნაწყვეტს ნავპაქტიელი მიტროპოლიტის იეროთეოსის (ვლახოსი) სტატიიდან იმის შესახებ, თუ რას გულისხმობენ პოსტპატრისტიკულ ღვთისმეტყველებაში მისი გამომთქმელები.
"უცხოეთის ერთ-ერთი უნივერსიტეტის ბიბლიური ღვთისმეტყველების მართლმადიდებელი პროფესორი, - რომელმაც თავის დროზე პროტესტანტიზმის იდეათა მნიშვნელოვანი გავლენა განიცადა, - ამტკიცებდა, რომ, რადგან ქრისტე "სიმართლის მზეა", ხოლო ეკლესიის წმიდა მამები - მზეს აფარებული ღრუბლები არიან, აუცილებელია მათი გაყრა სრულყოფილად და პირდაპირ რომ დავტკბეთ ქრისტეს ნათლით! ამ ანტიმართლმადიდებლური (და ამოუცნობი) ლოგიკის კონტექსტში "შეიქმნა" ისეთი ტერმინები, როგორიცაა "ნეოპატრისტიკული" და "პოსტპატრისტიკული" (http://amethystosbooks.blogspot.com/2011/10/blog-post_6363.html) ღვთისმეტყველება.
თავიდან ოდნავ მორიდებით გამოჩნდა პირველი ტერმინი - ნეოპატრისტიკული ღვთისმეტყველება - იმ აზრით, რომ ასე მარტივად არ უნდა ვიმეორებდეთ მამების ტექსტებს, არამედ მათ "სულს" ჩვენი დროების პირობების კონტექსტში უნდა გადმოვცემდეთ, ანუ საგანი უნდა შეისწავლიდეს იმას, თუ როგორ შეგვასწავლიდნენ მამები თანამედროვეობის არსებით საკითხებს" (митрополит Навпактский Иерофей (Влахос) "Крещальное богословие").
სამწუხაროდ, პოსტპატრისტიკული ღვთისმეტყვლების მომხრეები თავს იკატუნებენ, თითქოსდა მათ არ იცოდნენ როგორი მოწიწებით ეპყრობოდნენ წმიდა მამები მათზე უადრეს მცხოვრებ მამათა თხზულებებს, და ერთი "იოტათიც" კი არ ცვლიდნენ მათ სწავლებასა და მართლმადიდებლურ გადმოცემებს. გვთავაზობდნენ რა წმიდა სახარების განმარტების ახალ მეთოდს, ისინი ყოველთვის შეუცვლელად ინარჩუნებდნენ მის სულს. დღეს კი პირიქით, დღევანდელი ნეოპატრისტიკული ღვთისმეტყველები, თითქოსდა სახარება უფრო გასაგები უნდა შევქმნათ თანამედროვე ადამიანებისთვისო, სრულიად შეგნებულად ცვლიან სახარებისეული სწავლების თვით სულს და მას ეკუმენიზმის კონტექსტში განმარტავენ.
მიუხედავად გამონათქვამებისა, რომლებიც მიმართული იყო პიეტიზმის (დასავლეთში გავრცელებული კონცეფცია) მომხრეთა წინააღმდეგ (http://amethystosbooks.blogspot.com/2011/10/blog-post_30.html), ისინი შეუმჩნევლად მივიდნენ იმასთან, რის წინააღმდეგაც აქტიურად გამოდიოდნენ.
ისინი, ვინც საუკუნეთა განმავლობაში მართლმადიდებლობის "ბაბილონურ ტყვეობაზე" გაჰყვიროდნენ (თავიანთ მართლმადიდებლურობაში რომ დავერწმუნებინეთ), პაპისტებისა და პროტესტანტების მიერ დაგებულ მახეებში მოექცნენ და ანტი-წმიდამამებისეული საღვთისმეტყველო დიალოგების, ერთობლივი ლოცვებისა და სემინარების ჩატარებით, წყალი ეკუმენისტების წისქვილზე დაასხეს.
ამ რამოდენიმე ხნის წინ ბერძენმა ეკუმენისტებმა (რომელთა ცენტრი ვოლოსის საღვთისმეტყველო აკადემიაა) დიმიტრიადელი მიტროპოლიტის ეგნატეს კურთხევით განაცხადეს, რომ "ეკლესიათა მსოფლიო საბჭოსთან" (ემს) თანამშრომლობით აპირებენ ცალკე კრებულის გამოცემას, რომელიც შემდგომში ეკუმენისტური ღვთისმეტყველების სწავლებისთვის იქნება განკუთვნილი მართლმადიდებლურ სასწავლო დაწესებულებებში (http://amethystosbooks.blogspot.com/2011/10/blog-post_6363.html).
ყოველივე ამის შემდეგ ნათელი ხდება, და ამას ჩვენ დიდი მწუხარებით აღვნიშნავთ, რომ პოსტპატრისტიკული ღვთისმეტყველების დახმარებით ფაქტობრივად მოხდა ეკლესიის წმიდა მამათა ნეიტრალიზება - ანუ დღეს ნეოპატრისტიკული, ნეომართლმადიდებლური, პოსტპატრისტიკული ღვთისმეტყველების წარმომადგენლები, განსაზღვრულ საკითხებში წმიდა მამების ტექსტებს "მამათა თანხმობისა" და მართლმადიდებლური გადმოცემის ჩარჩოების გათვალისწინების გარეშე იყენებენ. თანაც იმისთვის, რათა შეაცდინონ მართლმადიდებელი ქრისტიანები და მხარი დაუჭირონ ეკუმენისტურ იდეებსა და პრაქტიკას.
ამგვარად, "პოსტპატრისტიკული ღვთისმეტყველება ძალიან საშიშია მართლმადიდებელი ეკლესიისთვის და მას სინკრეტიზმთან მივყავართ არა მარტო ყოველდღიურ ცხოვრებაში, არამედ სარწმუნოებრივ საკითხებშიც. მართლაც, ამგვარი მეთოდით ეჭვ ქვეშ დგება წმიდა მამათა მიერ დაწესებული სარწმუნოებრივი საზღვრები, ანუ უქმდება მსოფლიო საეკლესიო კრებათა მთელი ღვთისმეტყველება" (Митрополит Навпактский Иерофей (Влахос) «Крещальное богословие»).
როგორც აღნიშნულია ჟურნალში "Богословие" (том 81, 2010 г.), "ადამიანი, რომელმაც პირველმა შემოიტანა ტერმინი "პოსტპატრისტიკული ღვთისმეტყველება" იყო მ. გიორგი ფლოროვსკი". ამ ჟურნალის ხსენებული ნომერი ეძღვნება ფლოროვსკის, სადაც თარგმანში პირველად იქნა დამოწმებული მ. გიორგის ქადაგება, რომლითაც იგი 1948 წელს, წმ. ვლადიმერის სახელობის ნიუ-იორკის სასულიერო აკადემიის გახსნის ცერემონიალზე გამოვიდა. ფლოროვსკი აღნიშნავს: "სავარაუდოდ ჩვენ ვიმყოფებით ახალი საღვთისმეტყველო სინთეზის - მეტიც, მე ვიტყოდი ნეოპატრისტიკული სინთეზის კარიბჭესთან. უნდა მოხდეს საღვთისმეტყველო ტრადიციის ახალი გაერთიანება" (http://amethystosbooks.blogspot.com/2011/10/blog-post_30.html).
"და, - აგრძელებს იგი, - ეს ერთობა უნდა მოხდეს არა უბრალოდ ტრადიციათა განზოგადების ან მისი მთავარი ელემენტების გამონაწევრბის სახით. ცხადია ის ფაქტი, რომ სადღეისოდ ეს უნდა გახდეს ეკლესიის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტი. აშკარაა, რომ სწორედ ასეთი ღვთისმეტყველება უნდა გახდეს ამოსავალი წერტილი ქრისტიანული განყოფის საკურნებლად. დღეისთვის მსოფლიო დონეზე თანამშრომლობა ღვთისმეტყველების სფეროში - უკვე შემდგარი ფაქტია. რომაელ-კათოლიკე და პროტესტანტი თეოლოგები მრავალი მიმართულებით და მრავალ სფეროში თანამშრომლობენ. აუცილებელია მასში მართლმადიდებელთა მონაწილეობაც" (Φλωρόφσκυ Γ., Ἡ κληρονομιὰ καὶ ὁ σκοπὸς τῆς ὀρθόδοξης Θεολογίας, περ. «Θεολογία», τ. 81, 4/2010, σελ. 29. // Флоровский Г., «Наследие и цели православного богословия», «Богословие», т. 81, 4/2010, стр. 29) (1).
______________
1. მ. გიორგი ფლოროვსკი "ამართლებდა მართლმადიდებელთა მონაწილეობას ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში და ამას მათ უშუალო მოვალეობად მიიჩნევდა, რათა მართლმადიდებლობაზე დამოწმება საყოველთაოდ გავრცელებულიყო, რამეთუ თავს სარწმუნოებისა და მართლმადიდებლური გადმოცემის დამცველად მიიჩნევდა" (Плакида Дезей «Мой пусть к Православию», издание «АКРИТАС», 1999, стр. 121-122). ფლოროვსკი წერდა: "ვითარება გადაუჭრელი იქნებოდა, ქრისტიანებს თანხმობამდე მისვლა რომ არ შეეძლოთ ცხოვრებისეულ საკითხებში, რომლებიც სულიერების თვალსაზრისით უმნიშვნელოა, მაგრამ მათ არ შეუძლიათ თანხმობა სულიერ და არსებით საკითხებში... ნუთუ არ გვმართებს ყურადღების მიქცევა იმაზე, რომ სარწმუნოების აღსარებასთან დაკავშირებულ მთელ დოგმატურ უთანხმოებას უმცირესი სასიცოცხლო მნიშვნელობაც კი არ გააჩნია?" მაგრამ, როდესაც (ფლოროვსკიმ, ბრაციოტისმა და სხვებმა) სხვაგვარად აღმსარებელთა, განსაკუთრებით კი ათენაგორას მხრიდან შეამჩნიეს გულგრილობა და უარყოფითი დამოკიდებულებაც კი მოცემული დოგმატური მტკიცებულებისადმი, განუდგნენ ამ მოძრაობას" (К. Каварнос, «Изучение экуменизма», 1997, с. 22-24, 53-54).
______________
"მიტრ. იოანე ზიზიულასის განმარტების თანახმად, მ. გიორგი ფლოროვსკის იდეიდან გამომდინარეობს რაღაც ძალზედ საზიანო, და უკვე თვით ამ მოვლენის სახელწოდებაც კი ერთგვარი მუქარის შემცველია. ნეოპატრისტიკული სინთეზი ეკლესიაში კრებითობისა და მისი გამოცდილების შესახებ არსებულ ცნებათა აღორძინების ჩარჩოებში იმყოფება, რომელიც განხეთქილებამდე არსებობდა. ორივე ეს მოვლენა ურთიერთ მჭიდრო კავშირშია. არ შეიძლება ცალ-ცალკე იქნას განხილული ნეოპატრისტიკული სინთეზი და კრებითობის ახალი მოპოვება. მთელი ქრისტიანული ისტორიის შინაგანი ლოგიკით, გაერთიანების მიზანი ორივე ეკლესიის წინაშე დგას (იგულისხმება პაპიზმი და მართლმადიდებლობა - "აპოკ." რედ.). სწორედ ამ ლოგიკიდან იღებს სათავეს ეკუმენიზმის იდეა" (http://amethystosbooks.blogspot.com/2011/10/blog-post_30.html).
შემდეგ ფლოროვსკი წერს: "ძალიან მნიშვნელოვანია ფილოსოფოსთა დაბრუნება ეკლესიის მამათა სწავლებასთან, ასევე მათი მცდელობა ახლებურად, თანამედროვე ტერმინოლოგიის დახმარებით, ზუსტად განმარტონ წმიდა მამათა გადმოცემა, მოახდინონ ეკლესიის სწავლების, როგორც სიცოცხლის ერთიანი ფილოსოფიის ხელახალი ფორმულირება... ამ სკოლის (რუსი ფილოსოფოსების) ერთადერთ მემკვიდრეობას წარმოადგენს არა მისი თავისებური შეხედულება, არამედ, უმთავრესად, მათი მიზანი: დაამტკიცონ, რომ თანამედროვე ადამიანს შეუძლია და ვალდებულია ნდობით იცხოვროს ტრადიციულ სარწმუნოებასა და წმიდა მამათა ეკლესიაში, თანაც არ წავიდეს რაიმე კომპრომისზე აზროვნების თავისუფლებასთან დაკავშირებით, და ასევე არ მიეცეს თანამედროვე სამყაროს მოთხოვნილებას" (Флоровский Г. «Наследие и цель православного богословия», Богословие, т. 81, 4/2010, стр. 27). ფლოროვსკისთვის მთელი ჩვენი წმიდა მამებისეული ტრადიცია დაკავშირებულია განყოფასთან. ეკლესიის ძველ მამათა ტრადიცია მისთვის განხეთქილების მიზეზს წარმოადგენს. ნეოპატრისტიკული ღვთისმეტყველება ეკლესიათა გაერთიანებას ნიშნავს (http://amethystosbooks.blogspot.com/2011/10/blog-post_30.html).
ბ-ნმა ზიზიულასმა თავისი საღვთისმეტყველო-ფილოსოფიური შეხედულებების განვითარება ფლოროვსკის "ღვთისმეტყველების" უარყოფით დაიწყო. წმიდა მამათა ღვთისმეტყველება სუფთა სახით - წმიდა მამათა სიტყვებისა და თვით წმიდა მამათა სულისკვეთების თვალსაზრისით, - ხელს უშლის ეკუმენიზმს, და შეუძლებელია ადვილად გამოსაყენებელი იარაღი იყოს ეკუმენისტებისთვის, რადგან ისინი, წმიდა ბასილი დიდის თანამად, "უფრო მზაკვარმეტყველებენ, ვიდრე ღვთისმეტყველებენ" (τεχνολογοῦσι) და "პირველობას იხვეჭს საწუთროს სიბრძნე, ჯვრის დიდების განმაძევებელი" (Св. Василий Великий, Послания, Послание "К Святейшим братиям и епископам на Западе" // ქართულად იხ. ეპისტოლე 90. დასავლეთის უწმიდეს ძმებსა და ეპისკოპოსებს. თბილისი 2019 წ. გვ. 185).
სწორედ ამ მიზეზით ბ-ნი ზიზიულასი ფლოროვსკისთან ერთად, ერთი მხრივ, დაბეჯითებით ითხოვს ფილოსოფოსთა დაბრუნებას ეკლესიის მამათა სწავლებასთან, ხოლო მეორე მხრივ, არც ერთხელ არ ახსენებს მწვალებელთა დაბრუნებას ჭეშმარიტებასთან, რომლის საცავი მხოლოდ მართლმადიდებლური ეკლესიაა და, რომლისგანაც ეს მწვალებლები განიდრიკნენ. მის თხზულებებში საერთოდ არ არის ნახსენები სინანულის პრაქტიკა, რომელიც ეკლესიისკენ მწვალებელთა მოქცევის ერთადერთი გზაა. მეტიც, შეიმჩნევა, რომ მიტრ. ზიზიულასი უარს ამბობს სიტყვებზე "მწვალებელი" (ერეტიკოსი) და "მწვალებლობა" (ერესი). სწორედ ასე ესმის ბ-ნ ზიზიულასს "ეკლესიის სწავლების გადაფორმულირება", ანუ ამ ცნებათა ამოღების გზით, რადგან ისინი ხელს უშლიან "ეკლესიათა" გაერთიანებას.
მოდი განვიხილოთ ბ-ნ ზიზიულასისა და მის მომხრეთა პოსტპატრისტიკული ღვთისმეტყველების რამოდენიმე პოზიცია.
ბ-ნი ზიზიულასი წერს: ""ნეოპატრისტიკული სინთეზი", რომელსაც ფლოროვსკი გვთავაზობს, არსებითად წარმოადგენს სამყაროს წმიდა მამებისეული ხედვის რეორგანიზაციას, რომლის ამოსავალი და ცენტრალური წერტილი ქრისტეა, ყველა იმ გამოწვევის გათვალისწინებით, რომელსაც კონკრეტულ ეპოქაში აწყდება ღვთისმეტყველება... ფლოროვსკი დაჟინებით ადგას იმ აზრს, რომ აღმოსავლეთი და დასავლეთი, როგორც ის ამბობს, "სიამის ორი ტყუპი დაა". არც ერთ ქირურგს არ შეუძლია მათი განყოფა ისე, რომ რომელიმე არ დაღუპოს. ის აანალიზებს აღმოსავლეთისა და დასავლეთის ჩასახვასა და საერთო წარმომავლობას, ასევე იმას, რომ არც ერთ მათგანს თავისთავად არ შეუძლია უზრუნველყოს ეკლესიის კრებითობა. ... დასავლეთის პოზიციისა და შესაბამისი ქცევის მიზეზით, "სიამელი ტყუპი-დები", აღმოსავლეთი და დასავლეთი, თავიანთი ავტონომიური გზით გაემართნენ, რამაც ისინი თვითკმარობის შეგნების ჩამოყალიბებამდე მიიყვანა" (Ζηζιούλα Ἰω., π. Γεώργιος Φλωρόφσκυ: Ὁ Οἰκουμενικὸς Διδάσκαλος, περ. «Θεολογία», τ. 81, 4/2010, σελ. 42, 44). // И. Зизиулас «О. Георгий Флоровский: учитель экуменизма», Богословие, т. 81, 4/2010, стр. 42, 44).
ზიზიულასის თანახმად, არსებობს მართლმადიდებლობის ე. წ. "აღმსარებლობითი" ხედვაც და ცარიელი "ანტიდასავლეთურობაც", რომელიც უგულებელყოფს იმას, რომ ცხრა საუკუნის განმავლობაში აღმოსავლეთი და დასავლეთი ერთი ეკლესია იყვნენ და, რომ დღეს უკიდურესად აუცილებელია მათი ხელმეორედ გაერთიანება. მართლმადიდებლობის გამოსვლა თვითკმარობიდან, რომელიც განხეთქილების შემდეგ ჩამოყალიბდა, - აი ფლოროვსკის მთავარი გზავნილი.
ეკლესიის უნივერსალურობა (2) ვარაუდობს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ახალი ერთობის მოპოვებას, ერთობისა, რომელიც ახალი წელთაღრიცხვის პირველ ათასწლეულში არსებობდა" (Ζηζιούλα Ἰω., π. Γεώργιος Φλωρόφσκυ: Ὁ Οἰκουμενικὸς Διδάσκαλος, περ. «Θεολογία», τ. 81, 4/2010, σελ. 46. // И. Зизиулас «О. Георгий Флоровский: учитель экуменизма», Богословие, т. 81, 4/2010, стр. 46).
_________________
2. პოსტპატრისტიკული ღვთისმეტყველების სხვა წარმომადგენელიც წერს: "ფლოროვსკის ნეოპატრისტიკული სინთეზი განუყოფელია ეკლესიის კრებითობის განახლებული გამოცდილებისგან. ვინც პირველი ათასწლეულის ეკლესიის გადმოცემის ცოცხალი შეგნებითა და ისტორიული გაგებით არის დაჯილდოვებული, მისთვის ეკლესიის კრებითობა თვითკმარობის საწინააღმდეგოა - კერძოდ, ეს ნიშნავს ქრისტიანულ აღმოსავლეთსა და ქრისტიანულ დასავლეთს შორის დამოკიდებულების განსაკუთრებული სახეობის არსებობას" (Μ. Stavrov, Kριτήρια τῆς Νεοπατερικῆς Σύνθεσης τοῦ π. Γεωργίου Φλωρόφσκυ, περ. «Θεολογία», τ. 81, 4/2010, σελ. 51. // М. Ставров «Критерии неопатристического синтеза о. Георгия Флоровского», Богословие, т. 81, 4/2010, стр. 51).
_________________
მაშასადამე, ბ-ნი ზიზიულასი მიიჩნევს, რომ მართლმადიდებლური ეკლესია კრებითობას მოიპოვებს მხოლოდ განსაზღვრული პირობის შემთხვევაში: თუ მოხდება მართლმადიდებელთა და მწვალებელთა გაერთიანება კომპრომისებისა და ურთიერთდათმობების გზით ისე, რომ აუცილებელი არ იქნება ამ უკანასკნელთა (ანუ მწვალებელთა - "აპოკ". რედ.) ერთადერთ და ჭეშმარიტ ეკლესიასთან დაბრუნება.
ბ-ნ ზიზიულასის აზრით, მართლმადიდებლურმა აღმოსავლეთმა, იმყოფება რა მართლმადიდებლურ ტრადიციაში, თავისი "ავტონომიური გზა" და "გააზრებული თვითკმარობა" აირჩია, რის გამოც მოაკლდა "კრებითობას". მხოლოდ მაშინ, თუ აღმოსავლეთი უარს იტყვის თავის თვითკმარობაზე (ანუ მართლმადიდებლური სარწმუნოებაზე) და გამოავლენს ტოლერანტულობას, ანუ დაეთანხმება იმას, რომ რომი კანონიერად მიჰყვება სხვა ქრისტიანულ ტრადიციას ე. წ. "მრავალფეროვნების" ფარგლებში, ის კვლავ შეძლებს "კრებითობის" მოპოვებას. სხვა სიტყვებით, ბ-ნი ზიზიულასს იმის თქმა სურს, რომ პაპისტებთან გაერთიანებისა და რომის პაპის მეთაურობის გარეშე ჩვენ კრებითობა არ გვქონია!
ყოველივე ზემოთთქმულის შემდეგ იქნება თუ არა ვინმე, ვისაც არ გაუჩნდება კითხვა: "რომელ "საეკლესიო გამოცდილებას" ეფუძნება და რომელ საეკლესიო გამოცდილებას გამოხატავენ ეს თეზისები?" პროფ. კორნარაკისი ამასთან დაკავშირებით წერს: "რას ნიშნავს სინამდვილეში "საეკლესიო გამოცდილების" ცნება? თუკი "საეკლესიო გამოცდილება" არ ნიშნავს წმიდა მამათა ტექსტების გაზიარებას, ასევე მსოფლიო საეკლესიო კრებათა დადგენილებების მიღებას და ეკლესიის საღვთისმეტყველო-საგანმანათლებლო გამოცდილებას, მაშინ რას უნდა ნიშნავდეს "თანამედროვე" ღვთისმეტყველების ეს პოსტმოდერნისტული ტერმინი? შეიძლება თუ არა მართლმადიდებლად მივიჩნიოთ ღვთისმეტყველი, რომელიც მართლმადიდებლური გადმოცემის ჩარჩოებს სცილდება და, სარგებლობს რა თავისუფალი აზროვნების უფლებით, წმიდა მამათა სწავლებას უარყოფს? ან იქნებ "ეკლესიის გამოცდილება" პოსტმოდერნულ ენაზე ნებისმიერი ღვთისმეტყველის თავისუფალ, ინდივიდუალურ თვითგამოხატულებას ნიშნავს? როგორც გინდ იყოს, როგორც სულით, ასევე ასოთი, პერგამელი მიტროპოლიტის ბ-ნ ზიზიულასის "მართლმადიდებლური" ღვთისმეტყველების ახალ რედაქციას შეფასება უკვე მიეცა. როგორც ჩანს, ეს რედაქცია მიჰყვება იმავე ხაზს, რასაც "ნეომართლმადიდებელთა" პოსტმოდერნისტული ტექსტები, რომლებშიც ხშირად გვხვდება ტერმინები: "მამები", "წმიდა მამებისეული ღვთისმეტყველება", "მართლმადიდებლური ტრადიცია", მაგრამ ამასთან ყოველივე ის, რასაც მათში "წმიდა მამებისეული" ეწოდება, სინამდვილეში წმიდა მამებისეულ ტექსტებს არ ეფუძნება და, რომლებთან შედარება იმწამსვე გამოააშკარავებდა სინამდვილეში, თუ რამდენად შეესაბამება ავტორის თვითშეგნება ჭეშმარიტ წმიდა მამებისეულ გადმოცემას" (Κορναράκη Ἰω., «Κριτικὴ στὶς θέσεις «περὶ προσώπου» τοῦ Περγάμου κ. Ἰωάννου Ζηζιούλα. // И. Корнаракис «Критика тезисов «о личности» митрополита Пергамского о. Иоанна Зизиуласа»).
დღეისთვის ვოლოსის საღვთისმეტყველო აკადემია პატივს მიაგებს ბ-ნ ზიზიულასს ყოველივე იმის საპასუხოდ, რაც მან 2008 წელს განაცხადა ამ აკადემიის შესახებ მოხსენებაში: "სამყარო და ევქარისტია". ბ-ნი ზიზიულასი აღნიშნავდა: "... ვრწმუნდები იმაში, რომ ღმრთის შეწევნით და მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობის სულიერი ხელმძღვანელობით, მოცემული აკადემია არა მარტო მყარად ფესვგადგმულია, არამედ მთელი ჩვენი რეგიონის ერთადერთი ნამდვილი იმედიცაა. ჩვენ საღვთისმეტყველო აღრევის, ზოგჯერ კი საღვთისმეტყველო სიტყვის დაკარგვის ეპოქაში ვცხოვრობთ. განსაკუთრებით შეიმჩნევა ეს საბერძნეთში, თუმცა ის მთელი მსოფლიოს მასშტაბითაც შეიმჩნევა. სწორედ ამიტომ ვიტყოდი - ეს აკადემია ცოცხალი საღვთისმეტყველო სიტყვის წყაროა, რომელიც წარმოადგენს არა წარსულის ჩვეულ და უსულგულო "ხის" ენას (Φλωρόφσκυ Γ., Ἡ κληρονομιὰ καὶ ὁ σκοπὸς τῆς ὀρθόδοξης Θεολογίας, περ. «Θεολογία», τ. 81, 4/2010, σελ. 29. // Флоровский Г., «Наследие и цели православного богословия», «Богословие», т. 81, 4/2010), - რამეთუ, სამწუხაროდ, თვით ღვთისმეტყველებაც მრავალ საკითხში "გახევდა" და სტერეოტიპული გახდა, - არამედ ცოცხალ სიტყვას, რომელიც თანამედროვე ადამიანის პრობლემებზე მსჯელობს. სწორედ ამიტომ, როგორც ეკლესიისა და ღვთისმეტყველების ერთგულ მსახურს, მსურს ჩემი მადლიერება გამოვთქვა დიმიტრიადელი ყოვლადუსამღვდელოესი მიტროპოლიტისა და მისი კოლეგების მიმართ იმისთვის, რომ არსებობს ასეთი აკადემია" !
ნაწილი 2: "ნათლისღებითი ღვთისმეტყველება"
მოდი ახლა გადავიდეთ საკითხზე, რომელსაც ფუძემდებლური მნიშვნელობა აქვს ეკუმენისტებისთვის. ეს არის სახელგანთქმული "ნათლისღებითი ღვთისმეტყველება", რომელიც მწვალებლობაა მართლმადიდებლური ეკლესიისთვის. რას წარმოადგენს ეს "ნათლისღებითი ღვთისმეტყველება", რაშია მისი მიზანი და როგორია პერგამელი მიტროპოლიტის იოანე ზიზიულასის როლი ამ კონტექსტში?
ყველასთვის ცნობილია წმ. მოციქულ პავლეს ფრაზა, რომ ერთ და ერთადერთ ეკლესიაში - "ერთია უფალი, ერთია რწმენა, ერთია ნათლისღება" (ეფეს. 4:5). ე. წ. "ნათლისღებითი ღვთისმეტყველება" (ბ-ნ იოანე ზიზიულასის ჩათვლით) სრულიად უარყოფს ამ სახარებისეულ სწავლებას, რადგან ამტკიცებს, რომ ნამდვილია არა მარტო ის ნათლობა, რომელსაც აღასრულებს მართლმადიდებელი მღვდელი, არამედ ის ცრუ-ნათლობაც, რომელის შესრულებულია მწვალებელთა მიერ (3).
______________
3. სამწუხაროდ ავტორის გადმოცემა აქ არაზუსტია, რადგან მწვალებელთა მიერ აღსრულებულ ნათლობას ეკლესია სრულიად როდი უარყოფს, თუ ის შესრულებულია სწორად, ანუ დარღვეული არ არის ნათლისღების საიდუმლოს ფორმა (სამგზის შთაფლვას წყალში) და ნათლისღების ფორმულა: "ინათლება მონა ღვთისა (სახელი) სახელითა მამისათა, და ძისათა და სულისა წმიდისათა". ავტორს უნდა ცოდნოდა, რომ მართლმადიდებლურ ეკლესიაში არსებობს მწვალებელთა მიღების სამი წესი - 1) ნათლისღებით (ასე იღებენ სრულიად მოუნათლავთ); 2) მირონცხებით (ანუ მათ, ვინც არ არღვევს ნათლისღების ხსენებულ წესს) და 3) ლოცვით (კიდეშესაკრებელთ, რომლებიც არაფრით განსხვავდებიან მართლმადიდებელთაგან). სამივე კატეგორია აუცილებლად გმობს, როგორც საკუთარ ცთომილებას, ასევე ყველა მწვალებლობას. ის, რომ ეკლესია ასე შეიწყნარებდა მართლმადიდებლობისკენ მოქცეულ მწვალებელთ დასტურდება მსოფლიო კრებათა ისტორიით და საეკლესიო დადგენილებებით. ავტორს უნდა ეთქვა, რომ "ნათლისღებით ღვთისმეტყველებაში" ეკუმენისტები გულისხმობენ ეკლესიის საზღვრებს. ისინი მიიჩნევენ, რომ სადაც სრულდება ნათლობა იქვეა ეკლესიაც. ეს კარგად არის ნაჩვენები ავტორისვე მიერ დამოწმებულ იოანე ზიზიულასის სიტყვებში, რომელიც მოცემულია ქვემოთ. – "აპოკალიფსისის" რედაქცია.
______________
ერთადერთ პირობად, რომელსაც აყენებენ ეკუმენისტები, გახლავთ ის, რომ ნათლისღება უნდა შესრულდეს წმიდა სამების სახელით. მოცემულ კონტექსტში პერგამელი მიტროპოლიტი წერს: "ნათლისღება ეკლესიაში ქმნის გარკვეულ საზღვრებს. ნათლისღება, იქნება ის მართლმადიდებლური თუ არა, განსაზღვრავს ეკლესიის საზღვრებს, რომელიც მოიცავს როგორც მართლმადიდებელთ, ასევე არამართლმადიდებელთ. ერთი მხრივ, არსებობს ეკლესიის ნათლისღებითი საზღვრები, და ეს ნიშნავს, რომ "ნათლისღების გარეშე ეკლესია არ არსებობს". მეორე მხრივ, ჩვენ შეგვიძლია ვილაპარაკოთ იმაზე, რომ "იქ, სადაც არსებობს ნათლისღება, განხეთქილებისდა მიუხედავად, მაინც შეგვიძლია ვილაპარაკოთ ეკლესიაზე"" (4).
ამგვარად, ეკლესიის ე. წ. "ნათლისღებით საზღვრებში" ბ-მა ზიზიულასმა მართლმადიდებლებთან და მწვალებლებთან ერთად მოაქცია მრავალი "ნათლობებიც" (რომლებიც იმდენივეა, რამდენიც მწვალებელთა "ეკლესიები"), მრავალი სარწმუნოება და მრავალი ღმერთი, რადგან დასავლეთის მწვალებლურ კონფესიებს სულ სხვა წარმოდგენა აქვთ წმიდა სამებაზე, ეკლესიასა და მის საიდუმლოებებზე, ვიდრე მართლმადიდებელთ! და შესაბამისად, ამგვარი თეორიის ძალით, მიუტევებლად ირღვევა მრავალი წმიდა კანონი.
______________
4. რუსულ თარგმანში მიტრ. იოანე ზიზიულასის სიტყვები ჟღერს ასე: "Крещение создает определенные границы в Церкви. Крещение, будь то православное либо нет, определяет пределы, рубежи Церкви, которая включает как православных, так и инославных. С одной стороны, существуют крещальные границы Церкви, и это означает, что "вне крещения Церкви не существует". С другой стороны, мы можем говорить о том, что "там, где имеется крещение, даже несмотря на какой-то разрыв, разделение, схизму, мы все же можем говорить о Церкви"" (https://allexell.livejournal.com/65001.html)
______________
სინამდვილეში, მოცემული ფორმულირება (იგულისხმება მიტრ. ი. ზიზიულასის ზემოთხსენებული გამონათქვამი - "აპოკ." რედ.) შეიძლებოდა ეთქვა მხოლოდ აბსოლუტურად უმეცარ ან საღვთისმეტყველო მეცნიერებისადმი სრულიად გულგრილ თეოლოგს, ან კიდევ იმას, ვინც ცდილობს გუნდრუკი უკმიოს პაპისტებსა და პროტესტანტებს, "გაუადვილოს" მართლმადიდებლობის საზღვრებში შემოჭრა და შემდეგში ეკუმენისტური იდეოლოგია მართლმადიდებლურ სამყაროში დაამკვიდროს. ვატიკანი კი თავის მხრივ, იმის გამო, რომ რამოდენიმე წლის განმავლობაში "ნათლისღებითი ღვთისმეტყველების" ეს დამანგრეველი იდეოლოგია ვრცელდებოდა მართლმადიდებელთა მხრიდან განსაკუთრებული წინააღმდეგობის გარეშე, გააგრძელა შემდგომი წინსვლა საკუთარი გეგმების განხორციელების საქმეში.
"2002 წლის მაისში პაპის საბჭოს მდივანმა ქრისტიანთა ერთობის საკითხში, კარდინალმა ვალტერ კასპერმა, წამოაყენა ინიციატივა, რომლის თანახმადაც მათ საეპისკოპოსო საბჭოებში უნდა განეხილათ ნათლისღებისა და ორივე მხარის (მართლმადიდებელთა და პაპისტთა - "აპოკ". რედ.) მიერ მისი ურთიერთცნობის საკითხი, რასაც უდიდესი მნიშნელობა აქვს მსოფლიო დონეზე. მომავალში ხელი უნდა მოეწეროს ეკლესიათა შორის შეთანხმებას. გერმანიის ეპისკოპოსთა საბჭომ მიიღო რომის ეს ინიციატივა" და მრავალ მართლმადიდებელ ეკლესიათა და გერმანიის მართლმადიდებელ ეკლესიათა კავშირის (KOKiD) წარმომადგენელთა მონაწილეობით ხელი მოეწერა დოკუმენტს ნათლისღების ურთიერთცნობის შესახებ.
ამ დოკუმენტში სხვათა შორის ნათქვამია: "წარმოადგენს რა ყველა ქრისტიანის ერთობის სიმბოლოს, ნათლისღება ყველა ჩვენთაგანს იესუ ქრისტესთან გვაკავშირებს... და მიუხედავად ეკლესიის რაობის ხედვაში არსებული ყველა განსხვავებისა, ჩვენს შორის დადებულია ფუძემდებლური შეთანხმება ნათლისღებასთან დაკავშირებით. სწორედ ამის გამო ჩვენც ვაღიარებთ ნებისმიერი ნათლობას, რომელიც აღსრულებული იყო იესუს მცნებისამებრ, სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა, წყალში სიმბოლური შთაფლვის ან წყლის სხურების (ხაზგასმა ავტორისაა - "აპოკ." რედ.) გზით. ჩვენ მოხარული ვართ თითოეული ადამიანის გამო, ვინც ინათლება. ნათლობის ასეთი ურთიერთცნობა გამოხატავს ჩვენს კავშირსა და ერთობას იესუ ქრისტეში" (Νικολαΐδη Σταύρου, Τὸ Ὑποκείμενο Ἐκκλησιάζεται. // Ставрос Николаидис. "Субъект воцерковляется").
ამგვარად, ნაცვლად იმისა, - როგორც წმ. ნიკოდიმე მთაწმინდელი წერს თავის პიდალიონში, - ეპისკოპოსებს "ემხილებინათ და დაერიგებინათ მწვალებლები, იმის იმედით, რომ შეინანებდნენ და მოექცეოდნენ თავიანთი ცდომილებებისგან" (გვ. 51), ნაცვლად იმისა, განშორებოდნენ არა მარტო ერთობლივ ლოცვას მწვალებლებთან, არამედ ერთობლივ გამოჩენას საზოგადოებაში და ერთად ტრაპეზობას, როგორც ეს დაწესებული იყო წმიდა მამათა და მსოფლიო კრებათა მიერ, ბ-ნი ზიზიულასი (თითქოსდა ის მცირე მასშტაბის "პაპი" იყოს) ბედავს და პროფესორის კათედრიდან "ამართლებს" მწვალებელთა ნათლობას, როგორც კანონიერ მოქმედებას და ამგვარად ახდენს ამ მწვალებლურ საზოგადოებათა "ეკლესიად" გადაკვალიფიცირებას!
რა თქმა უნდა, ამგვარი მტკიცებულებები, სხვა დანარჩენთან ერთად, შეურაცხმყოფელია წმიდა მოციქულ პავლესთან მიმართებაშიც, რომელიც ლაპარაკობს "ერთ ნათლისღებაზე", რომელიც ერთი და ერთადერთი ეკლესიის საზღვრებში აღსრულდება. ხოლო წმიდა ათანასე დიდის თანახმად, ჭეშმარიტი ნათლისღების შესრულების უმნიშვნელოვანეს პირობას წარმოადგენს ჭეშმარიტი რწმენა. მისი შემდგომი გამონათქვამები სრულიად მკაფიოდ გამოხატავენ წმიდა მამათა თანხმიერებას: "ამიტომ მაცხოვარმაც არა მარტო გვამცნო ნათლობა, არამედ ჯერ თქვა: "დაიმოწაფეთ", და შემდეგ თქვა "სახელითა მამისათა, და ძისათა, და წმიდისა სულისათა" (მათე 28:19), რათა სწავლებისგან მომდინარეობდეს მართალი რწმენა, ხოლო რწმენა უერთდებოდეს ნათლისღების საიდუმლო ქმედებას. სხვა მრავალი მწვალებლობა, მხოლოდ სახელებს წარმოთვამს, სწავლებით კი არასწორად ასწავლის, ამიტომაც, როგორც ნათქვამია, თუკი არა აქვთ ჯანსაღი რწმენა, უსარგებლოდ ხდიან მათ მიერ შეთავაზებულ წყალს, როგორც განძარცულს მადლმოსილებისგან, რის გამოც მათგან სხურებულნი უფრო იბილწებიან უკეთურებით, ვიდრე განიბანებიან".
"ამიტომაც მაცხოვარმა უბრალოდ ნათლობა კი არ დაავალა მოციქულებს, არამედ უთხრა, ჯერ "ასწავლეთო", და შემდეგ უკვე მონათლეთო მამის, ძის და სულიწმიდის სახელით (მათე 28:19), რათა სწავლებისგან აღმოცენდეს მართალი რწმენა, ხოლო რწმენა შეერწყას ნათლისღების საიდუმლოს. და სხვა მწვალებლობებიც, რომლებიც მხოლოდ სახელსღა წარმოსთქვამენ, მაგრამ არასწორად ბრძნობენ, რადგან მართალი სარწმუნოება არ გააჩნიათ, უსარგებლოს ხდიან მათ მიერ მოწოდებულ წყალს, რომელიც მოკლებულია მადლს, რის გამოც მათგან სხურებულნი უფრო უკეთურებით იბილწებიან, ვიდრე განიბანებიან" (Св. Афанасий Великий, Послание на Ариан, Слово второе, 42-43, PG 26, 237B).
დღეს ადვილია იმის დადგენა, თუ ვინ ალაპარაკდა პირველად "ნათლისღებით ღვთისმეტყველებაზე", რომელსაც ანგლიკანური ფესვები გააჩნია; ეს იდეა წამოწეულია რომაელ-კათოლიკეთა მიერ, როგორც "ნათლისღებითი ერთობის" თეორია. ამგვარად, ანგლიკანები და ვატიკანი ხელს უწყობდნენ ამ თეორიის ჩასახვას და მათვე ქმედითი როლი ითამაშეს მის დაფუძნებაშიი, რომლითაც უკვე შემდგომ ისარგებლეს (უფრო ზუსტი იქნებოდა გვეთქვა "დასნებოვნდნენ") "მართლმადიდებელი" ეკუმენისტებიც, რომლებიც დიალოგებს აწარმოებენ ერეტიკოსებთან, რათა მოხერხებულად და მართლმადიდებლურად შეფუთონ "ნათლისღებითი ღვთისმეტყველება". შედეგად, მიდიელთა მსგავსად (http://amethystosbooks.blogspot.com/2011/10/blog-post_30.html), მათ დაიწყეს მართლმადიდებლური სარწმუნოების მზაკვრული შეცვლა, რათა მას შეძლებოდა ეკუმენისტების მიზნების უკეთ "მომსახურება", უმთავრესად კი - ვატიკანისა, რომელიც ყოველთვის მიელტვოდა მართლმადიდებლობის გადასანსვლას.
პრაქტიკულად მნიშვნელობა არა აქვს, ეს პაპის მითითებით მოხდა თუ შედეგი იყო მართლმადიდებლებზე პაპისტებისა და პროტესტანტების გავლენისა. შედეგი უცვალებელია: მწვალებელთა "ნათლობის" de facto-დ და მათი საზოგადოებების "ეკლესიებად" აღიარება. ასე რომ, ეკუმენისტების აზრით, ერთი და წმიდა ეკლესია, მართლმადიდებელთა გარდა მოიცავს ასევე სხვა, მწვალებელ "ხეთა" ყოველგვარ "ნაყოფს". არსებითად, "ნათლისღებითი ღვთისმეტყველება" ძირს უთხრის მართლმადიდებლურ ეკლესიოლოგიას და ლაფში სვრის იმ ბრძოლას, რომელსაც თავის დროს აწარმოებდნენ წმიდა მამები, რომლებიც საკუთარი სისხლის ფასად იცავდნენ ჭეშმარიტ მართლმადიდებლურ რწმენას.
ამგვარად, "ნათლისღებითი ღვთისმეტყველება" "ქმნის მცდარ შთაბეჭდილებას და მკრეხელურად უარყოფს იმას, რაც ნათქვამია თვით ქრისტეს მიერ, რომელიც ამტკიცებდა, რომ ვაზისგან მოჭრილ ტოტებს არ შეუძლიათ ნაყოფის გამოღება" (Флоровский Г. «Наследие и цель православного богословия», Богословие, т. 81, 4/2010, стр. 27), რადგან ბ-ნი ზიზიულასი და ეკუმენიზმის სხვა მიმდევრები მიიჩნევენ, რომ "მწვალებლური გადახრებისდა მიუხედავად, რომაული-კათოლიციზმი ეკლესიაა და მას ჭეშმარიტი საიდუმლოებები გააჩნია". თუმცა, ღვთისმეტყველებისა და ჩვეულებრივი ლოგიკის პოზიციიდან, გაკვირვებას იწვევს, რატომ არ სწავლობენ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენლები რომაელ-კათოლიკეთა უდიდეს დოგმატურ ცთომილებას მათ საიდუმლოებათა ხელოვნურ წარმომავლობასთან დაკავშირებით (Τσελεγγίδη Δημ., Αἱ ἐσφαλμέναι θεολογικαὶ προϋποθέσεις διὰ τὸ Πρωτεῖον τοῦ Πάπα. // Д. Целенгидис. "Неверные богословские предпосылки о примате Папы").
რა თქმა უნდა, ბ-ნ ზიზიულასისა და მისი მომხრეების ძალისხმევას ამაოდ არ ჩაუვლია, მან გამოიღო საკმაოდ მწარე ნაყოფი (5).
______________
5. უფალიც ამბობს: "თავიანთი ნაყოფით იცნობთ მათ; განა ეკალზე კრეფენ ყურძენს, ან ნარზე ლეღვს? ასე, ყველა ვარგის ხეს ვარგისი ნაყოფი გამოაქვს, და ყველა უვარგის ხეს უვარგისი ნაყოფი გამოაქვს. არ შეუძლია ვარგის ხეს უვარგისი ნაყოფის გამოღება და უვარგის ხეს ვარგისი ნაყოფის გამოღება. ყოველი ხე, რომელიც არ გამოიღებს ვარგის ნაყოფს, მოიჭრება და ცეცხლს მიეცემა. ასე რომ, თავიანთი ნაყოფით იცნობთ მათ" (მთ. 7:16-20).
______________
"ნათლისღებითი ღვთისმეტყველების" ერეტიკულმა კონცეფციამ ხორცი შეისხა, რადგან ის ჩართულ იქნა "ბალამანდის ხელშეკრულებაში", რომლებიც ადგილობრივმა მართლმადიდებელმა ეკლესიებმაც მიიღეს. მოცემული შეთანხმების ტექსტში ჩვენ "საერთო ნათლისღებაზე" ვკითხულობთ: "ორივე მხარეს (რომაელ-კათოლიკეებსა და მართლმადიდებლებს) შეგნებული აქვტ, რომ სიმდიდრე, რომელიც ქრისტემ დაუტოვა თავის ეკლესიას, - სამოციქულო რწმენის აღსარება, იმავე საიდუმლოებებში მონაწილეობა, ... არ შეიძლება განხილულ იქნას მხოლოდ ერთი რომელიმე ეკლესიის კუთვნილებად. აქედან სრული სიცხადით გამომდინარეობს ის, რომ ყოველგვარი გადანათვლა სრულიად დაუშვებელია". პატრიარქმა ბართლომეოსმაც პრაქტიკულად აღიარა ეს მწვალებლობა პაპ იოანე-პავლე II-სთან ერთად დამტკიცებულ "ერთობლივ დეკლარაციაში" (29.06.1995), რომელშიც ნათქვამია: "მოვუწოდებთ ჩვენს მორწმუნეებს, კათოლიკეებსა და მართლმადიდებლებს, განამტკიცონ ძმური სული, რომელიც ერთი ნათლისღებიდან მომდინარეობს". "ნათლისღებითი ღვთისმეტყველების" პრაქტიკის მიღება გაგრძელდა სხვა "მართლმადიდებელ" თემებში, მას მხარი დაუჭირეს სხვა მართლმადიდებელმა ეპისკოპოსებმაც.
პატრიარქი ბართლომეოსი და მისი სულიერი ძმა რომის პაპი
ამ ქმედებათა "ღირსეული" მიმდევარია პერგამელი მიტროპოლიტი იოანე (ზიზიულასი). სწორედ ამ და ამავე სახის ქმედებებისთვის ვოლოსის საღვთისმეტყველო აკადემია და დიმიტრიადის მიტროპოლია პატივს მიაგებს "ეკუმენიზმის ვეტერანს, ბ-ნ იოანე ზიზიულასს, რომელიც მართლმადიდებლური ეკლესიოლოგიის დეგრადაციის კლასიკური ნიმუშია ე. წ. ეკუმენისტურ მოძრაობაში მონაწილეობის გამო" (პროფ. ი. კორნარაკისი). წმიდა მამები, რომლებიც იბრძოდნენ და თავს სწირავდნენ რწმენის შენარჩუნების გამო, ძალიან დამწუხრდებოდნენ რომ დაენახათ, როგორ პატივს მიაგებენ მწვალებლობათა დამცველს ღმრთის ტაძარში.
ამგვარად, "ნათლისღებითი ღვთისმეტყველება" წარმოადგენს სხვა, უფრო ვრცელ მწვალებლურ თეზისებს: "განშტოებათა თეორიას" და "და-ეკლესიათა" თეორიას.
გამოჩნდნენ ისეთი მართლმადიდებელი ღვთისმეტყველები და იერარქები, რომელთა შორისაც პერგამელი მიტროპოლიტი იოანე ზიზიულასიც შედის, რომლებიც - არღვევენ რა "მამათა მიერ დაწესებულ საზღვრებს" - სინდისის ყოველგვარი ქენჯნის გარეშე დაეთანხმნენ აზრს, რომ ორ "და-ეკლესიას" (http://amethystosbooks.blogspot.com/2011/10/blog-post_30.html) "გააჩნია ერთი და იგივე გადმოცემა, ერთი და იგივე რწმენა, ერთი და იგივე ნათლობა, მათ შორის არსებულ განსხვავებათა შემთხვევაშიც კი" !!! სწორედ ამიტომ ბალამანდის შეთანხმების ტექსტში არაერთხელ არის ხაზგასმული ეს კონცეფცია: "ჩვენ მივიჩნევთ, რომ ნათლობის ეკლესიოლოგიური არსის ურთიერთ აღიარება, ჩვენი გაყოფისდა მიუხედავად, სრულიად ეთანხმება ორივე ეკლესიის მრავალსაუკუნოვან სწავლებას" (ციტ. ნავპაქტელი მიტროპოლიტის იეროთეოსის (ვლახოსი) "ნათლისღებითი ღვთისმეტყველების" მიხედვით).
მაგრამ ყველაფერი რაც კი დაიწერა "ნათლისღებით ღვთისმეტყველებაზე" – "წინადადებები და დასკვნები, ასევე ბალამანდის შეთანხმების სრული ტექსტი, წარმოადგენს დასავლური სკეპტიციზმის ნიმუშს. მართლმადიდებელ ღვთისმეტყველთა მიერ მისი მიღება ნიშნავს მართლმადიდებლური რწმენისა და პოზიციების შეგნებულ ღალატს, ასევე დასავლეთის ეკუმენისტური პერსპექტივებისადმი დაქვემდებარებას!", - ასკვნის ღვთისმეტყველების პროფესორი მ. გიორგი დრაგასი (ციტ. ნავპაქტელი მიტროპოლიტის იეროთეოსის (ვლახოსი) "ნათლისღებითი ღვთისმეტყველების" მიხედვით).
მაგრამ ბ-ნ ზიზიულასის ერეტიკული თეზისები ამით როდი მთავრდება. პერგამელი მიტროპოლიტი ასევე მიიჩნევს, რომ "ეკლესია, რომელიც აღმოსავლელ და დასავლელ ქრისტიანებს მოიცავს, "უხილავად შეერთებულია" (მწვალებლებს), და სწამს "ორი ფილტვის" საღვთისმეტყველო თეორიისა, რომელიც ვატიკანმა წამოაყენა, რათა მართლმადიდებლობის დაცემის პროვოცირება მოეხდინა.
მიმართავს რა "პაპ იოანე პავლე II-ს" (1998 წ.), ბ-ნი ზიზიულასი ხაზს უსვამს "(მართლმადიდებელთა და პაპისტთა) სრული ერთობის აღმდგენი პროცესის დაჩქარებას".
"როგორც აბსოლუტურად სწორად გამოთქვა თქვენმა უწმიდესობამ, - აგრძელებს პერგამელი მიტროპოლიტი, - დასავლეთი და აღმოსავლეთი ორი ფილტვია, რომლითაც სუნთქავს ეკლესია. მათი ერთობა აუცილებელია ერთი, წმიდა, საყოველთაო და სამოციქულო ეკლესიის ჯანსაღი არსებობისთვის" (Περ. «᾿Επίσκεψις», ἀριθ. 559/31.7.1998. // Журнал «Эпискепси», номер 559/31.7.1998). ორი ფილტვი, ორი გული... თავის მოვალეობას ვინღა შეასრულებს? შეთანხმებები ღაღადებენ: რომის პაპი!
განა რთულია იმის გაგება, რომ ამ თავისი სიტყვებით ბ-ნი ზიზიულასი არსებითად აღიარებს "სხვა სახარებას"? ნუთუ არსებობენ ისეთები, ვინც არ განიცდის და არ დამწუხრდება იმის შეგნებით, რომ "ნათლისღებითი ღვთისმეტყველების", "განშტოებათა თეორიისა" და "ორი ფილტვის თეორიის" შეწყნარებით, აბსოლუტურად უვარგისი და პრაქტიკულად ხაზგადასმული ხდება წმიდა მამათა ტექსტების მრავალ ათას გვერდიანი ტექსტები, რომელთა მეშვეობითაც წმიდა მამები წინ აღუდგებოდნენ მწვალებლებსა და მათ ცრუ სწავლებებს? ნუთუ ვინმესთვის გაუგებარია, რომ პერგამოსის მიტროპოლიტი დაუფარავად ეთანხმება იმას, რომ მისი დედა - მართლმადიდებელი ეკლესია ავადაა, და ულმობლად ცილს სწამებს მას, რადგან განკურნებას პაპისტთა "ეკლესიასთან" გაერთიანებაში ხედავს?
ბერძენი ეპისკოპოსები (და არა მარტო) ხედავენ, თუ როგორ ანგრევენ ეკლესიას დიპლომირებული ეკუმენისტები, და ამასთან სრულიად გულგრილნი ხდებიან, თითქოსდა არასოდეს სმენოდეთ იმის შესახებ, რომ ეპისკოპოსის უპირველესი მოვალეობა სწორედ მწვალებელთა მხილება და განდევნაა. როგორ ჩანს, დღევანდელი გულგრილი ეპისკოპოსები მხოლოდ მოვალეობის მოხდის მიზნით მსახურობენ, და არა ღმრთისა და ადამიანებისადმი სიყვარულის გამო.
მეტიც, ისინი არა თუ არ ამხელენ და დევნიან მწვალებელთ, არამედ მათთან ერთობასაც კი დასაშვებად მიიჩნევენ, ეკუმენიზმის უზენაესი მოგვის პატრიარქ ბართლომეოსისა და თეორეტიკოსის, ბ-ნ იოანე ზიზიულასის კურთხევით. მათ შეცვალეს ის, რასაც მართლმადიდებლური გადმოცემა ბრძანებს ეპისკოპოსებთან დაკავშირებით, რამეთი საკუთარ თავზე სხვა მოვალეობანი აიღეს, რომელიც კარგად ჩამოაყალიბა ვოლოსის აკადემიის მიტროპოლიტმა ეგნატემ: "ყოველი ეპისკოპოსის ძირითადი მოვალეობა და საქმეა არა გაუცხოება მწვალებელთაგან, არამედ ქრისტეს სხეულის ერთობის საიდუმლოსადმი მსახურება, სასულიერო დასისა და ერის გაერთიანება" (Περ. Ἱ. Μητροπόλεως Δημητριάδος “Πληροφόρηση”, Δεκ. 2006. // Журнал Димитриадской митрополии “Плирофориси”, декабрь, 2006).
მაგრამ, მოდი, ვიკითხოთ, როგორ ემსახურება მიტრ. ეგნატე სასულიერო დასისა და ერის გაერთიანებას? კლერიკალიზმის შემდგომი ზრდითა და რომის პაპთან გაერთიანების ხელშეწყობით! წმიდა მამათა ენაზე ამას ეწოდება არა "ერთობის ღვაწლის მიღწევის მონდომება", არამედ ღვარძლის წინასწარგანზრახული დათესვა მართლმადიდებლობის ნიადაგზე, მცდელობა ერთი შეიყვანონ შეცდომაში და მიიყვანონ ის განხეთქილებასთან.
და ბოლოს, საჭიროა გავაკეთოთ მცირედი შენიშვნა: კერძოდ - ნავპაქტიელი მიტროპოლიტი, რომელიც, ერთი მხრივ, თავის შრომებში ეკუმენიზმის მხარდამჭერ მწვალებელ-ღვთისმეტყველთა წინააღმდეგ გამოდის, და ამგვარად, ვოლოსის საღვთისმეტყველო აკადემიის წინააღმდეგაც, მეორე მხრივ, ყველას გული რომ მოიგოს, ამავე აკადემიაში ორი მოხსენება წაიკითხა.
ნაწილი 3: "ევქარისტული ღვთისმეტყველება"
დღევანდლამდე პერგამოსის მიტროპოლიტი ისედაც ცნობილი იყო, როგორც მწვალებლური "ნათლისღებითი ღვთისმეტყველებისა" და "განშტოებათა თეორიის" მომხრე. მაგრამ, მთელი რიგი პროფესორებისა, მაგალითად, ა. თეოდორუ, მ. ფარანდოსი, ი. კორნარაკისი, მ. დიმიტრი ბართელოსი, ხ. სტამულისი და სხვები, მის ნაწარმოებებში ამჩნევენ სხვა "გადახრებსაც", ასევე ახალ მწვალებლობას, რომელიც თავისი არსით "ნათლისღებით ღვთისმეტყველებას" წააგავს, - ეს არის "ევქარისტული ღვთისმეტყვეელების" მწვალებლობა. მისი წყალობით ბ-ნ ზიზიულასს შეიძლება მივანიჭოთ ეკუმენიზმის სრულიად მწვალებლობის თეორეტიკოს-ფუძემდებლისა და "არქიტექტორის" საპატიო წოდება. დღევანდელ მოვლენათა კულმინაცია (როგორც ეს მომავალში გახდება ცნობილი) იქნება პაპის პირველობის აღიარება მსოფლიო დონეზე! ამ თემასთან დაკავშირებული უმნიშვნელოვანეს მონაცემებს გვაძლევს სტავროს ნიკოლაიდისი, წიგნის "სუბიექტი ეკლესიურდება"-ს ავტორი (Νικολαΐδη Σταύρου, Τὸ Ὑποκείμενο Ἐκκλησιάζεται // Ставрос Николаидис. "Субъект воцерковляется").
"ევქარისტულ ღვთისმეტყველებასთან" დაკავშირებულ მრავალ ნაშრომთაგან ის ირჩევს პროფ. ქრიზოსტომოს სტამულისის სტატიიდან ("ასკეტიკა და ევქარისტია") (Χρυσόστομου Σταμούλη, Ἄσκηση καὶ Εὐχαριστία. // Стамулис Хризостомос «Аскетика и Евхаристия») ვრცელ ამონაწერს, რომელშიც გადმოცემულია სრული განმარტებები მოცემულ საკითხზე. ბ-ნი სტამულისი წერს: ""ევქარისტული ღვთისმეტყველების" თანახმად, ყოველი ადგილობრივი ეკლესია წარმოადგენს ეკლესიის კრებითობის გამოხატულებას. ეკლესიის გამაერთიანებელ და მისი ერთობის უმთავრეს ფაქტორს წარმოადგენს ევქარისტია… ევქარისტული ღვთისმეტყვლების თეორეტიკოსები ავლენდნენ მცდელობას დაეცვათ ეკლესია აბსოლუტიზაციისგან, გადახრებისგან და დამახინჯებებისგან, რომლებსაც მისი სტრუქტურის შეცვლა შეუძლიათ... მაგრამ, აშკარაა ის ფაქტი, რომ ამით გამოწვეულმა ვითარებამ და იმ ცვლილებებმა თუ კორექტირებებმა, რომლებიც მას მოჰყვა წარმოშვეს სხვა გადახრები და სხვა სახის აბსოლუტიზაციები".
პერგამელი მიტროპოლიტის იოანე ზიზიულასისა და ყველა მისი მომხრის "შესწორებათა" დახმარებით, ჩვენ მივდივართ ღვთისმეტყველებამდე, სადაც ადგილი არა აქვთ არც ღვთისმსახურებს და არც ერისკაცებს. ევქარისტული ღვთისმეტყველება ეპისკოპოსს აიგივებს ევქარისტიასტან რომელიღაც ექსტატიურ სივრცეში, სადაც უარიყოფა, როგორც საეკლესიო თემი, ასევე მთლიანი ერთობაც, მიუხედავად იმისა, რომ თითქოსდა მათზე კეთდება სიტყვიერი აქცენტი, და უარიყოფა ეკლესიის ისტორია და ბუნება.
ექსტატიურობის თემა მოცემულია იოანე ზიზიულასის პრაქტიკულად ყველა თხზულებაში. ის ასევე აკეთებს ძლიერ აქცენტს ტრიადოლოგიაზე (მამის ონტოლოგიური უპირატესობის მითითებით), ქრისტოლოგიაზე და ანთროპოლოგიაზე (ბუნების და ადამიანის დიალექტიკა). ყველაფერ ზემოთჩამოთვლილის პირდაპირ შედეგს წარმოადგენს რწმენის იდეოლოგიზაცია და ცხოვრების ჭეშმარიტი აზრის გაუქმება.
აბსოლუტიზაციისა და გადახრების კლასიკურ მაგალითებს რომლებსაც მართლმადიდებლური ეკლესიის შიგნით ეპისკოპოსთა გადაჭარბებულ პატივისცემასთან მივყავართ, წარმოადგენს მიტროპოლიტ იოანე ზიზიულასის თეორია ანტიმინსის (ოდიკის) და ევქარისტული შეწირვის შესახებ.
პირველი თეორიის თანახმად, "ანტიმინსი, - იმის შემდეგ, რაც მასზე აღბეჭდილი იქნება ადგილობრივი ეპისკოპოსის ხელმოწერა, - გამოხატავს ევქარისტიის ეპისკოპოცენტრულ ხასიათს, რომელიც მოცემულ სამრევლოში აღესრულება". ი. ფუნდულისი განმარტავს ანტიმისთან დაკავშირებულ სიტუაციას და კრიტიკულად აფასებს ბ-ნ ზიზიულასის საღვთისმეტყველო ძიებებს: "ახლახან გაჩნდა უცნაური თეორია ანტიმინსებთან დაკავშირებით. მათ აღიქვამენ, როგორც მღვდელმთავრის მიერ მღვდლებისთვის გაცემულ უფლებას ლიტურგიის შესრულებაზე; ლაპარაკი იყო იმაზე, რომ ყოველი მღვდელმთვარი გასცემს თავის საკუთარ ანტიმინსებს თავის ეპარქიაში; რომ მღვდელი ემთხვევა მმართველი მღვდელმთავრის ხელმოწერას საეკლესიო თანაზიარობისა და მისდამი მორჩილების ნიშნად... მაგრამ ყველა ეს მტკიცებულება, როგორც მინიმუმი, მოკლებულია მტკიცებულებას, რადგან თვით მღვდელმთავრებიც იყენებენ ანტიმინსებს, ემთხვევიან მათ, როგორც წმიდა საყდარს და, რა თქმა უნდა, არ ემთხვევიან ანტიმინსებზე არსებულ ხელმოწერებს".
მეორე თეორიის თანახმად, "ევქარისტულ შეკრებაზე, ერთი მხრივ, იმყოფებიან უფროსი პრესვიტერები და ევქარისტიის აღმასრულებლები, მეორე მხრივ კი - ისინი, ვინც "ამინით" პასუხობენ მღვდლების მიერ წარმოთქმულ ასამაღლებელთ. მაგრამ "ევქარისტიის" ცნება არ გულისხმობს ეპისკოპატისა და კლერიკოსების უფროსობას ერისკაცებზე... ეკლესიის მთელ ცხოვრებაში ერისკაცები წარმოადგენენ "მრევლს", რომელიც ნებაყოფლობით მისდევს თავის მწყემსს. მიუხედავად იმისა, რომ მორწმუნეები წმიდა მამათა ლიტერატურაში იწოდებიან "სიტყვიერ ცხვრებად", ისინი ყოველთვის ინარჩუნებენ საკუთარი აზრის გამოთქმის უფლებას ყველა იმ საკითხზე, რომელიც კი ეხება ეკლესიას. ამასთან, საბოლოო პასუხისმგებლობა რჩებათ მწყემსებს, რომლებიც თავიანთი გადაწყვეტილებებისთვის პასუხს აგებენ ღმერთის წინაშე" (И. Зизиулас, «Божественная Евхаристия и Церковь…»).
ეჭვიც კი არ შეიძლება არსებობოდეს, რომ ასეთი პოზიცია უარყოფს იმ ფაქტს, რომ ევქარისტული წირვა აღსრულდება ეკლესიის მთელი სხეულის, და არა მარტო პრესვიტერების მიერ. ამასთან, არავინ აუქმებს ეკლესიის სხეულის უბრალო წევრთა პასუხისმგებლობას (რომელსაც ი. ზიზიულასი მხოლოდ მოძღვრებს აკისრებს), და ისინიც, უდავოდ, პასუხს მისცემენ ღმერთს იმ ქმედებებისთვის, რომლებსაც მოძღვართა კურთხევით აღასრულებდნენ. ასეთი ვითარება წარმოადგენს ეკლესიის დეკონსტრუქციის აქტს, მთლიანი სხეულის გაყოფის აქტს, რომლის წევრებიც სწირავენ საერთო მსხვერპლს, საერთო შესაწირავს, საერთო სამადლობელს, და ამასთან თავისუფლებასა და პასუხისმგებლობას ავლენენ.
ამას უნდა დავუმატოთ ისიც, რომ პერგამელი მიტროპოლიტი სამრევლოს უფლებებში კრებითობას საერთოდ არ აღიარებს. ერთ-ერთ თავის ნაშრომში ის წერს: "ყველაფერ ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ეკლესიოლოგიისთვის. ევქარისტია, რომელსაც სამრევლოები აღასრულებენ, არ წარმოადგენს თვითკმარსა და ავტონომიურს, არამედ ეპისკოპოსის ევქარისტიის პროექციას წარმოადგენს. შედეგად, არ შეიძლება ვილაპარაკოთ სამრევლოს კრებითობის არსებობაზე, რომელსაც ყოველი ადგილობრივი ეკლესია ფლობს და, რომელიც ერთდება თავისი ეპისკოპოსის გარშემო. საწინააღმდეგო თვალსაზრისს ადგნენ ისეთი ღვთისმეტყველები, როგორებიც იყვნენ აფანასიევი და შმემანი, რომლებიც სრულიად უარყოფენ ეკლესიის ეპისკოპოცენტრულ ხასიათს და ეპისკოპოსის არსებობას აუცილებელ პირობად არ მიიჩნევენ ადგილობრივი ეკლესიის კრებითობის აღიარებისთვის, თუმცა, რა თქმა უნდა, სწორედ ევქარისტია წარმოადგენს ეკლესიის უმაღლეს გამოხატულებას (რადგან სამრევლოში შეიძლება ევქარისტია ეპისკოპოსის გარეშეც შესრულდეს, მაშასადამე მის გარეშე შეიძლება სრულფასოვანი ეკლესია არსებობდეს)" (ი. ზიზიულასი. "საღმრთო ევქარისტია და ეკლესია". გვ. 44-45) (Χρυσόστομου Σταμούλη, Ἄσκηση καὶ Εὐχαριστία. // Стамулис Хризостомос «Аскетика и Евхаристия»).
რა თქმა უნდა, ამ შორს მიმავალი გეგმის შედგენა, რომელიც მიმართულია მსოფლიოში ეკუმენიზმის გავრცელებისკენ, ეკუთვნის ვატიკანს და მასთან თანამშრომელ ორგანიზაციებს. თუმცა, ცხადია ისიც, რომ ბ-ნი ზიზიულასმა გამოთქვა სურვილი იმუშაოს ეკუმენისტური მოძრაობის საკეთილდღეოდ და დაეხმაროს მწვალებელთ თავიანთი, მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო მიზნების მიღწევაში. ის სრულიად, მთელი "სულითა და სხეულით" მიეცა ამ გეგმის რეალიზაციას, რათა განხორციელდეს უფრო დიდი გეგმა - ქრისტიანობის გლობალიზაცია, რომელიც მხოლოდ სახელწოდებითღა იქნება ასეთი, სინამდვილეში კი შორს იდგება მართლმადიდებლობისგან, როგორც სულით, ასევე ცხოვრებით.
სამწუხაროდ, "ნათლისღებითი ღვთისმეტყველება", "ევქარისტული ეკლესიოლოგია", ასევე რომის პაპის "გამართლმადიდებლებური" მიღება (რომელსაც ბ-ნი ზიზიულასი სახეს უცვლის მართლმადიდებლური ატრიბუტიკის გამოყენებით, რათა შეცდომაში შეიყვანოს მართლმადიდებლები), ფლობს გარკვეულ "უპირატესობებს", რომლებიც მნიშვნელოვანი და სასურველია ეკუმენისტებისთვის. ეს მწვალებლური კონცეფციები ფლობენ მოქნილობას და უნივერსალურობას, რომლებიც მათ შესაძლებლობას აძლევენ მიღებულ იქნენ ქრისტიანული "ეკლესიების", ანუ მწვალებლური საზოგადოებებისა და დასავლეთის კონფესიების, განსაკუთრებით კი ვატიკანის მიერ. მეტიც, ისინი გამოდგებიან ნებისმიერი რელიგიისთვისაც კი.
დოგმატიკის პროფესორის მ. ფარანდოსის აზრით, "ბ-ნი ზიზიულასი იშვიათად ლაპარაკობს ე. წ. "განსხვავებებზე" ქრისტიანობის შიგნით, მაგალითად, იმაზე, თუ რა განსხვავებაა ერთი მხრივ მართლმადიდებლურ ეკლესიას, მართლმადიდებლურ ღვთისმეტყველებასა და, მეორე მხრივ, ლათინებსა და პროტესტანტებს შორის. როგორც წესი, ის ლაპარაკობს "ქრისტიანულ" ეკლესიებზე, (6) ღვთისმეტყველებაზე, ტრადიციებზე და ა. შ."
_________________
6. "წმ. გრიგოლ პალამა, უდიდესი ღვთისმეტყველი, რომელიც ხელთუქმნელ ნათელზე წერდა, რომაელ-კათოლიკეებს "არიანელებს" ან "სულისმბრძოლთ" უწოდებდა, რადგან ისინი საღმრთო მადლის არაქმნილ ბუნებას უარყოფდნენ. არაქმნილი საღმრთო მადლი, არის რა სულიწმიდის განმაღმრთობელი ენერგია, წარმოადგენს იმ ძალას, რომელიც ეკლესიას, როგორც ღმერთკაცის სხეულს მაცხოვნებლად განაცხოველებს. სწორედ მადლი ანიჭებს სოტერიოლოგიურ ხასიათს ეკლესიის ყველა საიდუმლოს და შესაძლებლობას იძლევა გავიგოთ მღვდლობის ეკლესიოლოგიური ხასიათი. რადგან რომის-კათოლიკური ეკლესია დოგმატურ დონეზე უარყოფს მღვდლებისთვის გადაცემული მადლის არაქმნილ ხასიათს, ისინი პირდაპირი გაგებით ამტკიცებენ აზრს, რომ ეკლესია არ შეიძლება იყოს იესუ ქრისტეს საღმრთო ბუნების თანაზიარი და არსებითად უარს ამბობენ სამოციქულო მემკვდრეობაზე, ინარჩუნებენ რა მხოლოდ გარეგან, ფორმალურ კავშირს მოციქულებთან. ამგვარად, როდესაც მართლმადიდებლები აღიარებენ დასავლეთის მღვდლობას და "საიდუმლოებებს", რომელთაც ქმნილი ხასიათი გააჩნიათ, სინამდვილეში ისინი ქმნილსა და არაქმნილს ერთმანეთში ურევენ. არაქმნილი განმაღმრთობელი მადლის გარეშე უქმდება ეკლესიის ჭეშმარიტი დანიშნულება, რომელიც მოწოდებულია გახდეს ხიდი ქმნილსა და არაქმნილს შორის და უქმდება უდიადესი მიზანი - ადამიანის განღმრთობა" (Τσελεγγίδη Δημ., Ἡ Σημασία τοῦ Δόγματος στοὺς Διαλόγους μὲ τοὺς ἑτεροδόξους γιὰ τὴν ἐν Χριστῷ ἑνότητα // Проф. Димитрий Целенгидис «Значение догмата в диалогах с инославными на тему единства во Христе»).
_________________
აღსანიშნავია ერთი მცირე, თითქმის შეუმჩნეველი დეტალი, რომელსაც პერგამელი მიტროპოლიტი გარკვეულ უპირატესობას ანიჭებს: მისი წიგნის ბერძნული გამოცემის 57-ე გვერდზე ლაპარაკია "დასავლეთის ეკლესიაზე", თუმცა ინგლისურ ვერსიაში გამოიყენება მხოლოდ ერთი ტერმინი "ეკლესია", ანუ სიტყვა "დასავლეთის" ამოღებულია. ტერმინი "მართლმადიდებლობა" გამოიყენება უპირატესად მის პირველ ნაშრომში, რომელიც ყველაზე ადრეულია (1967 წ.). როდესაც მისი კალმიდან გამოსულ კრიტიკას კითხულობ, უეჭველად გესმის, ვის ეხება ეს კრიტიკა და ვის სთავაზობს "ცნობიერების სერიოზულ ცვლილებას": ლაპარაკია არა რომელიმე ცალკეულ ღვთისმეტყველზე, არამედ თვით მართლმადიდებლურ ეკლესიაზე, იმაზე, რომელსაც მრწამსში ეწოდება - ერთი, წმიდა და სამოციქულო ეკლესია" (7).
_________________
7. Φαράντου Μ., Οἰκουμενισμὸς ἢ ὀρθοδοξία; Ἡ κρίση τῆς θεολογίας τοῦ Ἰωάννη Ζηζιούλα. // М. Фарандос «Экуменизм или Православие? Богословский кризис И. Зизиуласа». – შემდეგ პროფ. ფარანდოსს მოჰყავს ბ-ნ ზიზიულასის კრიტიკული გამონათქვამები "ეკლესიისა და მისი ღვთისმეტყველების" წინააღმდეგ: "ქრისტიანული ეკლესია და მისი ღვთისმეტყველება მნიშვნელოვანწილად არიან პასუხისმგებელნი ჩვენს ეპოქაში ეკოლოგიური პრობლემების წარმოშობაზე", და "გარკვეული ხარისხით მიიყვანეს მსოფლიო კრიზის წარმოშობამდე" (გვ. 67, 69). "ღვთისმეტყველებამ და ეკლესიამ გადამწყვეტი გავლენა მოახდინა სამყაროს ანთროპოცენტრული და რაციონალისტური გაგების ჩამოყალიბებაში" (გვ. 46, 56). "ჩვენს დროში ქრისტიანული ღვთისმეტყველება უარყოფით შეფასებას აძლევს კულტურას, მეცნიერებას და ა. შ." (68), და მიუხედავად ამისა, "ის, მეცნიერებასთან და ტექნოლოგიურ პროგრესთან ერთად, საზოგადო პასუხისმგებლობას ატარებს ეკოლოგიური პრობლემებისთვის" (114). [ზიზიულასი დარვინის დასაცავად: "დარვინის სამეცნიერო პოზიციები სწორია და დადებითი, რადგან ადამიანებს ეხმარება გაიგონ და შეიყვარონ ბუნების სამეფოს ყველა სახეობა, და ამგვარად, ავითარებს ეკოლოგიურ შეგნებას" (გაზეთი Ἐλευθεροτυπία, 1.6.09, стр. 49). ასევე: "ჩვენი თანამშრომლის ბ-ნი ათანასე ავრამიდისის ცნობით, ათენის სამედიცინო კავშირის ერთ-ერთ სხდომაზე, ბ-ნმა ზიზიულასმა ხაზი გაუსვა: "ცხოველებსაც ისევე აქვთ სული, როგორც ადამიანებს"]. "მოცემულ ვითარებაში, მართლმადიდებლობამ თავი გამოავლინა, როგორც საღვთისმეტყველო თვალსაზრისით წარუმატებელმა მოწმობამ, ... მართლმადიდებლობა თუ ამას შეიგნებს, შესაძლოა მან დროულად მიაღწიოს საღვთისმეტყველო გააზრებას, და პრაქტიკაში მიიღოს ზომები, საკუთარი თავის გადასარჩენად..." (გვ. 36, 37). "მართლმადიდებლობის რომელი ტექსტია "ცუდი და არასწორი"? - უპირველესად ისინი, რომლებიც გადმოსცემენ მორალს. "მისი მორალური ღირებულებები ადამიანისთვის "საპყრობილე" გახდა... მის მორალურ საფუძვლებს გააჩნია მახრჩობელა ხასიათი" (გვ. 30-31, 33, 36, 121). ის ასევე წერს იმის შესახებ, რომ ეკლესიის დოგმატური სწავლება ხელახალ გააზრებას საჭიროებს: სწავლებამ ღმერთის შესახებ "ჩვენ მიერ შექმნილ საღვთისმეტყველო ტრადიციაში", დამღუპველი გავლენა მოახდინა თანამედროვე ადამიანზე, "ბუნებრივსა და ზებუნებრივს შორის" განყოფის გამო "შიზოფრენიკად გადააქცია". "ქრისტიანული ღვთისმეტყველება შეიძლება გაიგონ მხოლოდ მათ, ვინც იცნობს მსგავს დოგმატურ შეხედულებებს" (18, 25, 27, 33, 36, 43, 112). "თანამედროვე ადამიანს სხეულისა და სულის, მატერიისა და სულის, წმიდისა და ყოფითის, ბუნებრივისა და არაბუნებრივის, წმინდისა და საეროს განყოფის გამო სტრესები ახასიათებს. რადგან თანამედროვე ადამიანი უკვე ვეღარ აღიქვამს ზებუნებრივს, შესაბამისად, ეკლესიაც, უფრო თანამედროვე რომ გახდეს, უნდა აღიარებდეს მონიზმს თვით ზეციური დამიწიერი სინამდვილის გაიგივებით" (გვ. 25), სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ: უნდა აღიაროს არარელიგიური და გაამსოფლიურებული ქრისტიანობა, პროტესტანტ ღვთისმეტყველთა: Κ. ΒARTH-ის, FR. GOGARDE-ის და D. BONHOEFFER-ის სულისკვეთებით, რომლებმაც შეიმუშავეს დიალექტიკური ღვთისმეტყველება".
_________________
პროფესორი ფარანდოსი აგრძელებს: "ბ-ნ ზიზიულასის მიერ "ერთიანი სინამდვილის" მიღება, ვიდრე ბუნებრივისა და არაბუნებრივის გაიგივებამდე, აშკარად, მომდინარეობს ტერმინოლოგიათა აღრევიდან, რომელსაც ის იყენებს იმისთვის, რათა გადმოსცეს საღმრთო ევქარისტიის საიდუმლო. ის წერს: "ევქარისტია - ეს თვით ქრისტეა, მთელი ქრისტეა", "ქრისტეს მთელი საიდუმლო" (20, 21) და ა. შ. ამ ტერმინებს იყენებს ყველა ე. წ. "ქრისტიანული ეკლესია" ევქარისტიის აღსრულების პროცესში, რათა განაცხადოს ქრისტეს "მყოფობაზე" მათი თემის შიგნით. მე არ დავიწყებ ამ გამონათქვამების გამოყენების კორექტულობაზე, მაგრამ აღვნიშნავდი, რომ მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების დოგმატურ ენაზე ქრისტეს მყოფობა საღმრთო ევქარისტიის საიდუმლოში განისაზღვრება მხოლოდ ასეთი ფრაზით: "ქრისტეს ხორცი და სისხლი" და არც ერთი სხვა სიტყვით. ამ ტერმინოლოგიას გააჩნია უდიდესი მნიშვნელობა მართლმადიდებლური ღვთისმეტყველებისთვის, რომელიც (ევქარისტიის აღწერის კონტექსტში) იყენებს ტერმინებს "ერთობა" და "განსხვავება", და არ იცის "გაიგივებები" და "სიმბოლიზმები", რომელიც პროტესტანტიზმისთვის არის დამახასიათებელი (Φαράντου Μ., Οἰκουμενισμὸς ἢ ὀρθοδοξία; Ἡ κρίση τῆς θεολογίας τοῦ Ἰωάννη Ζηζιούλα. // М. Фарандос, "Экуменизм или Православие? Богословский кризис И. Зизиуласа").
წყარო: apologet.spb.ru