აპოკალიფსისი > ანტიქრისტე
წერილები ბოლო ჟამის, ანტიქრისტეს, ქრისტეს მეორედ მოსვლისა და სამყაროს აღსასრულის შესახებ
4. მეცნიერებისა და ტექნიკის უჩვეულო განვითარება, როგორც ანტიქრისტეს ეპოქის მაუწყებელი
დღევანდელი კაცობრიობა საშინელ დროში ცხოვრობს და, როგორც ჩანს, ეს ის პერიოდია, როდესაც ანტიქრისტეს ეპოქა იმდენად ახლოს არის, როგორც არასდროს. მართალია, უფლის მეორედ მოსვლის დღე და საათი არავინ უწყის, მაგრამ მისი მოახლოების ის ნიშნები, რომელიც უფალმა სახარებაში მოგვცა უკვე ახლოსაა. ამიტომაც, ყველა ადამიანი მზად უნდა იყოს პირადი აღსასრულისა და საყოველთაო სამსჯავროსთვის; ყოველი ადამიანი უნდა ცხოვრობდეს სინანულსა და სათნოებებში, მაგრამ ვაი, რომ ეს ელემენტარული ჭეშმარიტება დღეს მრავალთაგან მივიწყებულია. გონებადაბნელებული და გულგაციებული ადამიანები იმ აშკარა ნიშნებსაც კი ვერ ამჩნევენ, უფალმა სახარებასა და აპოკალიფსისში რომ გვიბოძა.
თანამედროვე ადამიანები არა ღმრთისადმი, არამედ ტექნიკის პროგრესისადმი რწმენით ცხოვრობენ და თავს ფანტასტიკური იმედებით იმშვიდებენ; მეტიც, ისინი ჯიუტად განიშორებენ თვით აზრსაც კი ანტიქრისტეს მოსვლისა და სამყაროს აღსასრულის შესახებ. როგორც წერილი ამბობს: "თვალხილულნი არიან და ვერ ხედავენ; ყურნი ასხიათ და ვერ გულისხმაყოფენ".
მოდი, უფრო დეტალურად განვიხილოთ, როგორ შეიძლება გამოიყენონ ჩვენი ცივილიზაციის ზოგიერთი თანამედროვე მიღწევა ანტიქრისტეს გასამეფებლად.
თანამედროვე ადამიანები არა ღმრთისადმი, არამედ ტექნიკის პროგრესისადმი რწმენით ცხოვრობენ და თავს ფანტასტიკური იმედებით იმშვიდებენ; მეტიც, ისინი ჯიუტად განიშორებენ თვით აზრსაც კი ანტიქრისტეს მოსვლისა და სამყაროს აღსასრულის შესახებ. როგორც წერილი ამბობს: "თვალხილულნი არიან და ვერ ხედავენ; ყურნი ასხიათ და ვერ გულისხმაყოფენ".
მოდი, უფრო დეტალურად განვიხილოთ, როგორ შეიძლება გამოიყენონ ჩვენი ცივილიზაციის ზოგიერთი თანამედროვე მიღწევა ანტიქრისტეს გასამეფებლად.
მსოფლიო კონტროლი
მსოფლიო კონტროლი შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც თითოეული ადამიანი კომპიუტერების მეშვეობით დარეგისტრირდება. საერთო ბაზრის სტატისტიკური ანალიზის განყოფილების პრეზიდენტმა, რომლის ძირითადი ოფისი ბრიუსელში მდებარეობს, 1975 წლის თებერვალში განაცხადა, რომ უკვე შემუშავებულია კომპიუტერული სისტემა, რომელიც მსოფლიოს შექმნილი ქაოსისგან გამოიყვანს. 1974 წლის დასაწყისში დოქტორმა ედელმანმა ოფიციალურად გახსნა გიგანტური კომპიუტერი, რომელსაც "მხეცი" შეარქვეს და რომელსაც გადამტვრეული ჯვრის სახით აგებულ 13 სართულიან შენობაში მთელი სამი სართული უკავია.
ამგვარად, კომპიუტერის სახელი "მხეცი" ემთხვევა იმ სახელს, რომლის შესახებაც მოციქული იოანე თავის გამოცხადებაში გვაუწყებს. საინტერესოა აღინიშნოს, რომ საერთაშორისო კომპიუტერული კოდის რიცხვი 666-
მაგრამ, "მშვიდობის დამყარების ეს გარანტი" სხვა არაფერია, თუ არა სათითაო დოსიე დედამიწის ყოველ მცხოვრებზე, მოხერხებული კართოთეკა, რომელიც მსოფლიო მბრძანებელს უნდა გადაეცეს.
მსოფლიოს მომცველი კომპიუტერული ქსელის იდეა დიდი ხანია ხორციელდება და თავის აპოგეას უახლოეს მომავალში მიაღწევს. სხვა საქონელთან შედარებით კომპიუტერი სულ უფრო და უფრო იაფფასიანი ხდება და ადამიანის საქმიანობის ყველა სფეროში აღწევს. იშვიათად თუ ნახავთ დეტექტიური ჟანრის თანამედროვე ნაწარმოებს, სადაც ამა თუ იმ ფორმით პროპაგანდა არ ეწეოდეს "ყველგანმძრომ" კომპიუტერსა და კომპიუტერულ ბაზებს, რომლებიც აადვილებენ დამნაშავის პოვნას; მაგრამ, ჩვენ ვიცით, რომ ასეთი "დამნაშავე" მომავალში შესაძლოა აღმოჩნდეს ნებისმიერი ადამიანი, ვინც ანტიქრისტესადმი მორჩილებას არ ისურვებს.
თითების ანაბეჭდებს უკვე ბიომეტრიული მონაცემები ცვლიან. პასპორტებსა და ვიზებში უკვე ბიოჩიპებს აკერებენ. აშშ-
საქმე იმაშია, რომ ყოველი ადამიანის თავის ქალის ფორმა იმდენად უნიკალურია, რომ პიროვნების ამოსაცნობად მისი გამოყენება შესაძლებელია ჩვეულებრივი ფოტოსურათების ან თითების ანაბეჭდების ნაცვლად. 2002 წელს მსოფლიოს 188 ქვეყანამ მოაწერა ხელი ახალორლეანურ ხელშეკრულებას, რომელიც სახის ბიომეტრიკას ადამიანის იდენტიფიკაციის ძირითად ტექნოლოგიად მიიჩნევს და რომელიც მომდევნო თაობის პასპორტებსა და ვიზებში უნდა დაინერგოს.
ელექტრონული ფული
ანტიქრისტეს მოსვლისთვის მზადება დაკავშირებულია ფულის, უფრო სწორედ, ნაღდი ანგარიშსწორების გაუქმებასთან, რომელიც ჯერ კიდევ მოქმედებს მთელს მსოფლიოში და რომელიც "ელექტრონული ფულით" შეიცვლება. ანტიქრისტეს დროისთვის გადახდის ერთადერთი წყარო გახდება ადამიანის მარჯვენა ხელზე ან შუბლზე მიცემული ელექტრონული დაღი, იგივე ანტიქრისტეს ბეჭედი.
ამ საბოლოო ეტაპისკენ კაცობრიობა ნაბიჯ-
ბუნებრივია, რომ ამგვარი ელექტრონული საბარათო სისტემა ნელ-
ამგვარი ნიშნულების გარეშე, ბუნებრივია, ადამიანები ვერაფრის ვერც ყიდვას შესძლებენ და ვერც გაყიდვას, რაც ეთანხმება წმიდა მოციქულ იოანეს წინასწარმეტყველებას ანტიქრისტეს ბეჭდის შესახებ: "და აიძულებს ყველას, დიდსა თუ მცირეს, მდიდარსა თუ ღარიბს, მონასა თუ თავისუფალს, ნიშანი დაისვან მარჯვენა ხელსა თუ შუბლზე. ასე რომ, ვერავინ იყიდის ან გაყიდის რამეს, მათ გარდა, ვისაც აქვს ნიშანი -
ევროპის სხვადასხვა ქვეყნის სუპერმარკეტებში მყიდველები უკვე იხდიან საქონლის საფასურს თითების ანაბეჭდებისა და მარჯვენა ხელზე დადებული ნიშნულების მიხედვით. გასული წლის ნოემბერში მსგავსმა სისტემამ უკვე გაიარა ტესტირება გერმანიისა და ჰოლანდიის მთელ რიგ ქალაქებში. ექსპერიმენტი წარმატებულად აღიარეს: ახლა მისი საყოველთაოდ დანერგვაღა დარჩა. ამ ახალი სისტემის ავტორების თქმით საკმარისია მყიდველმა ერთხელ გაიაროს რეგისტრაცია და მიუთითოს თავისი პასპორტისა თუ ანგარიშის რეკვიზიტები, რის შემდეგაც მას დაუყოვნებლივ შეეძლება განახორციელოს ვაჭრობა ახალი სქემის მიხედვით.
ზემოქმედების მეთოდები
ყველა ქრისტეანს, ვინც წინააღმდეგობას გაუწევს ანტიქრისტეს, ამ მოჩვენებითსა და თვითმარქვია ღმერთს, სიკვდილის წინ საშინლად აწამებენ. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ახალი ტექნიკა ამ საქმეშიც იქნება გამოყენებული. სხვათა დასაშინებლად ქრისტეანთა ცოცხლად დაწვა თუ ადუღებულ კუპრში ჩაგდება, რასაც ძველი იმპერატორები და ჯალათები მიმართავდნენ, თამაშობად მოგვეჩვენება იმ საშინელ ტექნოლოგიებთან შედარებით, რასაც ანტიქრისტე გამოიყენებს ქრისტეანთა წინააღმდეგ და რომელსაც უკვე ამუშავებენ უსჯულოების საიდუმლოს მეცენატები. მათი საყოველთაო გამოყენება ანტიქრისტეს შესაძლებლობას მისცემს შიშსა და ტერორში ამყოფოს მთელი დედამიწა, ის მოითხოვს რათა მას თაყვანი სცენ როგორც ღმერთს, როგორც მესიას -
დღეისთვის ცნობილია, რომ ადამიანებზე ზემოქმედების მრავალი მეთოდი არსებობს, მაგალითად, ფსიქოლოგიური ზემოქმედების მეთოდები მასობრივი საინფორმაციო საშუალებების დახმარებით, უმთავრესად კი ტელევიზიის მეშვეობით. ეს არის ფარული 25-
ადამიანის ნების საწინააღმდეგოდ ადამიანის ფსიქიკის ნეირო-
ამგვარი საზოგადოების გემოთმოყვრული ვნება და მომხმარებლური ფსიქიკა ასოცირდება სარეკლამო სურათებთან, რომლებიც სავსეა პატარა ბავშვების ბედნიერი სახეებით, ყვავილებითა და შეყვარებულთა კოცნაობით. მაშინ როდესაც, მართლმადიდებლური სულიერი მოსაგრეობა მათში გაიგივებულია ბრიყვ და გაუმაძღარ მღვდლებთან, ცრურწმენებთან, ვურდალაკებთან, დაკრძალვის რიტუალებთან, სასაფლაოებთან და მოსაწყენ მოთხრობებთან ბედნიერ წარსულზე. ისტორიაში ჯერ არ შექმნილა ადამიანის სულებზე ზემოქმედების იმაზე უფრო მძლავრი იარაღი, ვიდრე ტელევიზიაა და ანტიქრისტეანული ძალებიც მოხერხებულად გამოიყენებენ ამ შესაძლებლობას.
ამრიგად, არ არის საქები იმ ქრისტეანთა მოშურნეობა, რომლებიც ნატრობენ ბოლო დღეების დადგომას და ანტიქრისტეს პერიოდში ცხოვრებას... ამაოდ როდი უწოდებს ამ ჟამს წმიდა წერილი სიბნელის პერიოდს. რატომ? იმიტომ, რომ როგორც ყველა მხრიდან ხაფანგებითა და მახეებით გარშემორტყმულ ადამიანს არ ძალუძს დაუზიანებლად მათგან თავის დაღწევა, ასევე უკუნ სიბნელესა და სულიერ გაპარტახებაში მცხოვრებს არ ძალუძს -
ამიტომ ბნელეთის სამეფოს უნდა ვეწინააღმდეგოდ დღესვე, როდესაც ბრძოლის შესაძლებლობები ჯერაც არ წაურთმევიათ. "ჩვენ გვმართებს, სანამდის დღეა, ვაკეთოთ ჩემი მომავლინებლის საქმე; მოდის ღამე, როცა ვეღარავინ შესძლებს კეთებას" (იოანე 9:4).
"ღამე" -
არავინ იცის როდის მოვა ანტიქრისტე, მაგრამ კაცობრიობა უკვე დგას უფსკრულის წინაშე. არ უნდა გვიკვირდეს აპოკალიფსისის წინასწარმეტყვლება, რომ "მხეცის ხატი იმეტყველებს", რადგან ბოლო ჟამის ტექნიკა წარმოუდგენელ და ფანტასტიკურ დონეს მიაღწევს. ტექნიკური სრულყოფილების სასწაულებს უკვე ვაკვირდებით. გასული ასწლეულის მეცნიერული აღმოჩენების მიხედვით ადვილი მისახვედრია, რომ კაცობრიობა ტექნიკური პროგრესის იმ ზღვარს მიუახლოვდა, რომლის იქით უკვე არსადღაა წასასვლელი. ეს ტექნიკურ-
ცრუ და მტყუვარი ანტიქრისტე, რომელიც თავს ღმერთად გამოაცხადებს და კაცობრიობის მკურნალად მოაჩვენებს თავს ყველას, ღმერთსგანდგომილ კაცობრიობას ნამდვილ წყლულებებსა და სიკვდილს დაუმკვიდრებს, რომლებიც თავისი სიმწვავით იმ ძველეგვიპტურ წყლულებზე უმძიმესი აღმოჩნდება, როდესაც მოსეს აღთქმული ქვეყნისკენ მიჰყავდა ისრაელი.
როგორც მაშინ არ განუცდია ისრაელ ერს ვნება ეგვიპტურ წყლულებათაგან, ღმრთის ერთგული ქრისტეანებიც გადაურჩებიან მსოფლიო წყლულებს; უფალი მათ დაიცავს უდაბნოებში, ხევებსა და გამოქვაბულებში. ყველა დროის ქრისტეანთ სახარებით ემცნო მოემზადონ დაჩქარებული აღსასრულისთვის და არ დაემსგავსონ საზრუნავით დამძიმებულ ლოთის ცოლს; არ მიიხედონ უკან მატერიალური კეთილდღეობისკენ და ქრისტეს სახელის აღსარებისთვის თამამად და უშიშრად დატოვონ, როგორც ამქვეყნიური კეთილდღეობა, ასევე წუთისოფელიც.
ზედმეტია წინასწარმეტყველებათა ზუსტი მნიშვნელობების დადგენა, რადგან ისინი დრომდე დაფარულია და დაბეჭდილი (დან. 12:9). როდის დადგება მათი აღსრულების ჟამი არავინ უწყის, თუმცა, მოვალენი ვართ ვიცნოთ მოახლოებული აღსასრული ქრისტეს მიერ აღწერილი იმ ნიშნის მიხედვით, რომელმაც ბრძანა: "ლეღვის ხისაგან ისწავლეთ იგავი: როცა მისი ტოტები რბილდება და ფოთლები გამოაქვს, იცით, რომ ახლოა ზაფხული. ასევე თქვენც, როცა იხილავთ ყოველივე ამას, იცოდეთ, რომ უკვე ახლოა, კარზეა მომდგარი" უფლის მოსვლა (მათე 24:32-