ანტიქრისტე - "თხევად ჩიპებსა" და ანტიქრისტეს ბეჭედზე - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > ანტიქრისტე
"თხევად ჩიპებსა" და ანტიქრისტეს ბეჭედზე
ანტიქრისტეს ნიშანი
როგორც მღვდელი გიორგი მაქსიმოვი ამბობს, "ყურადღების მისაპყრობად ფეიკების გამავრცელებლები ყოველ ორ წელიწადში ერთხელ რაიმე სიახლეს ანტიქრისტეს ბეჭდად აცხადებენ".
 
ბოლო დროს მასმედიაში გავრცელებული ინფორმაცია ე. წ. "თხევად ჩიპზე" და ანტიქრისტეს ბეჭედზე, რომელსაც ადამიანებს კანქვეშ თურმე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სახით შეუყვანენ, ყალბი ფანტაზიაა. ამგვარ ზღაპრებს მართლმადიდებელი ქრისტიანი არ უნდა იჯერებდეს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "Днесь"-ს მოუთხრო რმე-ს მღვდელმსახურმა, ღვთისმეტყველების კანდიდატმა გიორგი მაქსიმოვმა.
 
"ეს უაზრო ფანტაზიები, როგორც წესი, სქიზმატური ან მწვალებლური სტრუქტურებიდან ვრცელდება. მსგავსი განცხადებებით მათ სურთ მიიპყრონ მორწმუნე საზოგადოების ყურადღება, სურთ გულუბრყვილო ადამიანებით შეავსონ თავიანთი რიგები, შემდეგ კი აკონტროლონ ისინი".
 
მღვდელმსახურმა ყველას შეახსენა, რომ ანტიქრისტეს ბეჭდად უკვე გამოცხადებული იყო უხილავი შტრიხ-კოდი, პირადი საგადასახადო ნომერი, ბიომეტრიული პასპორტი და სხვა ტექნიკური სიახლეები, "შემდეგ ამბობდნენ, რომ ანტიქრისტეს ბეჭედი ეს არის კანქვეშა ჩიპი, ახლა კი - თხევადი ჩიპი, რომელსაც თურმე ადამიანები ვაქცინაციით იღებენ".
 
"არავითარი თხევადი ჩიპი არ არსებობს, რომელიც განთავსდებოდა ვაქცინაში. არსებობს მიკროთხიერი ჩიპები. ეს მყარი ჩიპებია, რომელთაც აქვთ მიკრორეზერვუარები სითხეებისთვის, რომელთაც ისინი ამუშავებენ. ყველა ეს ცრუ ფანტაზია უბრალოდ მართლმადიდებელი ადამიანის ცნობიერების შეურაცხყოფაა. მართლმადიდებელი ქრისტიანი ამ სისულელეს არ უნდა იჯერებდეს", - ხაზი გაუსვა მ. გიორგიმ.
 
მისი თქმით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ადრე თუ გვიან გამოჩნდება (წინამდებარე წერილი დაწერილია 2020 წ. 6 აპრილს - "აპოკ." რედ.), მაგრამ ფეიკების გამავრცელებლები ადრიდანვე განაწყობენ ადამიანებს ვაქცინაციის წინააღმდეგ, "რათა მათდამი მინდობილი მართლმადიდებლები დაავადდნენ და მოკვდნენ, ეს კი უკვე დანაშაულია".
 
შეგახსენებთ ანტიქრისტეს ბეჭდის აღწერას, რომელიც მოცემულია აპოკალიფსისის 13-ე თავში, რომ ის იქნება ხილული და ადამიანს მიეცემა მარჯვენა ხელსა და შუბლზე (აპოკ. 13:16). მაშ, როგორ არის შესაძლებელი მარჯვენა ხელზე დაისვან თხევადი ჩიპი?! თუკი მას ვენაში შეუსხამენ, მაშასადამე, ის სისხლში გაიწოვება, ეს კი არც შუბლია და არც მარჯვენა ხელი.
 
"ანტიქრისტეს ბეჭედი - ეს არის დაღი, რომელიც ყველასთვის შესამჩნევი იქნება, მისი დახმარებით მომავალში მოახდენენ ადამიანის იდენტიფიცირებას, განასხვავებენ ანტიქრისტეს თაყვანისმცემლებს ანტიქრისტეს დაღის უარმყოფელთაგან, და ამ უკანასკნელთ არ მისცემენ არც ყიდვის და არც გაყიდვის უფლებას. ვინც ამ ბეჭედს არ მიიღებს, გარიყულები გახდებიან.
 
მაშ, რა აზრი აქვს უხილავ ბეჭედს? სპეციალური მოწყობილობის გარეშე უხილავ ტატუირებებს, ისევე როგორც კანქვეშა ჩიპებს ვერავინ დაინახავს. ხოლო აშკარა დაღი შუბლზე და ხელზე ადვილად იკითხება, როგორც სპეციალური მოწყობილობის დახმარებით, ასევე შეუიარაღებელი თვალითაც. მიუხედავად ამისა თანამედროვე ცრუმოძღვრები ყურადღების მისაპყრობად მზად არიან ნებისმიერი ტექნიკური სიახლე ანტიქრისტეს ბეჭდად გამოაცხადონ, და ასეთი პოლიტიკა უკვე გრძელდება არა ერთი წელია. მათ აბსოლუტურად არ ადარდებთ ის, რომ ეწინააღმდეგებიან საკუთარ სიტყვებსაც კი, რასაც ადრე ამბობდნენ", - დაამატა მოძღვარმა.
 
მღვდელმსახურმა ასევე აღნიშნა, რომ მსგავსი "საფრთხობელები" მრავალ ადამიანში იწვევს სასოწარკვეთას, რაც შემაშფოთებელია, რადგან "ცნობილია ამგვარი მასალებით დაშინებულ ადამიანთა თვითმკვლელობის ფაქტები".
 
"ისინი (ფეიკების ავტორები - "აპოკ." რედ.) მუდმივად იმოწმებენ ვიღაც "მხცოვნებს" ("სტარცებს"), რომლებიც გაურკვეველია "სტარცებად" ვინ გამოაცხადა, ჰყვებიან წინასწარმეტყველებებს, რომლებიც მერე არ სრულდებიან, მაგრამ ეს ცრუმოძღვრები იხტიბარს მაინც არ იტეხენ და, თითქოსდა არაფერი ყოფილაო, მიმდობ საზოგადოებაზე ალხალი წინასწარმეტყველების ტალღას აფრქვევენ.
 
ძალიან საწყალობელნი არიან ის ადამიანები, რომლებიც მიუსხდნენ ამ სიცრუეს და თანაც ფიქრობენ, თითქოსდა სიცრუისა და სიყალბის ეს შადრევანი მართლმადიდებლობაა", - დაასრულა ღვთისმეტყველმა.
 
წყარო: spzh.news/ru
Назад к содержимому