აპოკალიფსისი > ანტიქრისტე
ვინ იქნება ანტიქრისტე?
ავტორი: Eugen Evan Announ
დღეს ბევრს მსჯელობენ იმაზე, თუ ვინ იქნება ანტიქრისტე. ვიღაც ფიქრობს, რომ ეს ერთ-ერთი თანამედროვე პოლიტიკური ლიდერია. როგორ წარმოგიდგენიათ? ცხოვრობდა ვიღაც ტრამპი და უეცრად ანტიქრისტედ გადაიქცა? - ასეთი რამ არ მოხდება!
საერთოდ წმიდა წერილი ამბობს, რომ ანტიქრისტეს მოსვლას წინ მრავალი გლობალური პროცედურა უძღვის. ამიტომაც, ჩვენ ამ აპოკალიპტურ მოვლენათა აღსრულებამდე მის მოსვლას ვერ გავიგებთ. დანიელის წინასწარმეტყველება (7:19-27 და 11:21) მეტყველებენ იმაზე, რომ ჯერ უნდა გამოჩნდეს 10 მეფე, რომლებიც ჩამოაყალიბებენ "მხეცის მეოთხე სამეფოს". გამოცხადების 13-ე და 17:3-თან შედარება ნათელს ჰფენს იმ ჭეშმარიტებას, რომ მათთან ერთად მოვა ბაბილონის მეძავი, რომელიც წარმოადგენს ძველი ჯადოქრული სულის, მამონას, პოლიტიკის, პროპაგანდის, ნიუ-ეიჯის და საერთოდ ფრაზის "თქვენ იქნებით როგორც ღმერთების" სინთეზს.
ბაბილონის მეძავი ეს არის საიდუმლო, რომელიც უკანასკნელ ჟამს გამოცხადდება და, რომელიც თავს "მარადიულ დედოფლად" შერაცხავს. ის თითქოსდა პატარძალია, მაგრამ არა ქრისტესი, არამედ ქვესკნელისა. ის მოვა 10 მეფესთან ერთად და სიძვისა და გარყვნილების ღვინოს შეასმევს ყველა ხალხებს. უშუალოდ მას უკავშირდება ცრუწინასწარმეტყველი (შუამავალი მეძავ ბაბილონსა და ანტიქრისტეს შორის), რომელიც ფაქტიურად ნიშებითა და ცრუსასწაულებით, დიადი და გამაოგნებელი საოცრებებით გზას მოამზადებს სამყაროს მომავალი დაპყრობისთვის და მხეცის ხატის თაყვანისცემისთვის, რომელიც იქნება კიდეც "მოოხრების სისაძაგლე" (იხ. დანიელი 9:27; მათე 24:15-16; მარკოზი 13:14, ასევე მაკაბელთა პირველი წიგნი).
მაშასადამე, როგორც გინდ წარიმართოს მოვლენები, თუკი ეს უკვე ფინალური ეტაპია, მაშინ მალე უნდა გამოჩნდეს მეძავი ბაბილონი, ცრუწინასწარმეტყველი და ამ ბაბილონის 10 მმართველი (ძალიან საეჭვოა ისინი თანამედროვე პოლიტიკური ლიდერები იყონ, უფრო სავარაუდოდ ისინი (თანამედროვე პოლიტიკოსები) ძალაუფლებას გადასცემენ ახალ მეფეებს, როგორც გადასცეს თავის დროზე ძალაუფლება გერმანიის კანცლერ ადოლფ ჰიტლერს. ჰიტლერი გამოჩნდა არსაიდან, მას თითქმის არავინ იცნობდა, სანამ ხელისუფლებაში არ მოვიდა.
ამის შემდეგ ამ ათიდან სამი მეფე თავის ძალაუფლებას და ლიოალობას სხვას გადასცემს, რომელიც არ იქნება ამ ათეულში - წმიდა წერილი ამბობს, რომ ის გამოჩნდება, როგორც მცირე რქა, დაიმორჩილებს სამ მეფეს, შემდეგ დანარჩენ შვიდსაც და სათავეში ჩაუდგება დანიელის წინასწარმეტყველების მე-4 სამეფოს. "ათი რქა კი ის არის, რომ ამ სამეფოდან ათი მეფე აღდგება; მათ შემდეგ სხვა გამოვა; იგი განსხვავებული იქნება პირვანდელთაგან და სამ მეფეს დაამხობს" (დანიელი 7:24). მხოლოდ მაშინ შევძლებთ 100 პროცენტიანი სინამდვილით ვთქვათ, -დიახ, ეს არის ანტიქრისტე.
მაგრამ არსებობს ერთი ნიუანსი. დანიელის წინასწარმეტყველების მე-7 თავში მკაფიოდ არის ნათქვამი, რომ მე-4 სამეფო მანამდე არსებულ არც ერთი სამეფოს მსგავსი არ იქნება. "მეოთხე მხეცი მეოთხე სამეფო იქნება ქვეყნად; გამორჩეული იქნება ყველა სამეფოსგან და გადაჭამს მთელ ქვეყანას, დათრგუნავს და შემუსრავს მას" (დანიელი 7:23).
მეძავი ბაბილონის იდეოლოგიაც უ ნიკალური იქნება. 10 მეფეც უჩვეულო და უნიკალურები იქნებიან. ცრუწინასწარმეტყველიც უნიკალურია. ყველა ისინი დაცემული კაცობრიობის ფინალში გამოჩნდებიან და არანაირად არ ი ქნებიან რომელიმე მორიგი ქვეყნის პრეზიდენტები ან რომელიმე იდეოლოგიის წარმომადგენლები. ისინი უსჯულოების საიდუმლოს კულმინაციური მწვერვალია.
მეტიც, 10 მეფე მცირე ანტიქრისტეები და ღმრთისმოძულეები იქნებიან. ისინი გაილაშქრებენ ქრისტეს და მის წმინდანთა წინააღმდეგ. ყველა მათგანი ღმრთისმგმობელი და მკრეხელი იქნება - მეძავი ბაბილონიც. ანუ ესენი იქნებიან მმართველები, რომელთაც ერთი მიზანი და სატანისადმი ერთგულება გააერთიანებს.
სხვათა შორის, არ დაგავიწყდეთ, რომ ანტიქრისტე, ანუ ცოდვის კაცი, წარწყმედის ძე და უსჯულო, უბრალოდ მორიგი პრეზიდენტი როდია, რომელიც არჩევნებზე გაიმარჯვებს. არსებითად ეს იქნება სატანის ჭურჭელი. ანტიქრისტე ქრისტეს პარიოდიაა. როგორც ქრისტე და მამა ღმერთი ერთ არიან, ასევე ერთნი იქნებიან ანტიქრისტე და სატანა.
სხვათა შორის მე არ მჯერა (არ მეშინია) არც ჩიპიზაციის და არც ვაქცინაციის? იცით რატომ? - იმიტომ, რომ მხეცის ბეჭედი იძულებითი არ იქნება, არამედ ნებაყოფლობითი. იძულებას გამოიჩენენ მხეცის ხატის თაყვანისცემაში, უარის თქმა სიკვდილის ტოლფასი იქნება. ხოლო მხეცის ბეჭედი მიეცემა მათ, ვინც თაყვანს სცემს მხეცს - და ისინიც სიხარულით მიიღებენ მას, რითაც დაადასტურებენ იმ ფაქტს, რომ ჩაწერილნი არ არიან სიცოცხლის წიგნში. ეს მოხდება ანტიქრისტეს გამოჩენიდან, ანუ ანტიქრისტესა და მსოფლიოს ხალხებს შორის 7 წლიანი სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერიდან 3,5 წლის შემდეგ. ამ დროისთვის ანტიქრისტე უკვე უზარმაზარი მე-4 სამეფოს ერთპიროვნული მმართველი იქნება.
ამიტომაც, ანტიქრისტეს ბეჭედი ჩიპიც რომ იყოს (რისიც პირადად მე არ მჯერა), და ხვალაც რომ გამოჩნდეს მეძავი ბაბილონი, კაცობრიობას კიდევ 5 წელი დარჩება (სავარაუდოდ 2 წელი ხელშეკრულებამდე და 3,5 წელი მხეცის ხატის თაყვანისცემამდე), რათა გადაწყვიტოს, თუ ვის მხარეს დადგება. იმ დროს ანტიქრისტე მოახდენს იერუსალიმის ოკუპირებას, წერია, რომ მიწის მკვიდრნი ცრუწინასწარმეტყველის ბრძანებით დაიდგამენ მხეცის ხატს, ანუ კაცობრიობის უმეტესობა თავისთვის გადაწყვეტს, ღმრთის მხარეს დადგება იგი თუ ანტიქრისტესი. ამიტომაც არავითარი ჩიპიზაცია არ იქნება, და ხვალ ანტიქრისტე არ მოვა. ჯერ უნდა მოვიდეს მე-4 სამეფო, ცრუწინასწარმეტყველი, 10 მმართველი და მეძავი ბაბილონი.
როდესაც მეძავი ბაბილონი მოვა, გააქტიურდება ქრისტეს მიმდევართა გლობალური დევნულების პირველი ტალღა და სამყარო სრულიად ანტიქრისტიანული გახდება. აი როგორია ბოლო დღეების ნიშნები, მათზე გააკეთეთ ორიენტაცია, და არა იუთუბ-არხებზე გაუგებარი "კომენტატორებით", რომლებიც რაღაცეებს მიედ-მოედებიან.
სხვათა შორის, ეკლესია ამ მოვლენებს აუცილებლად გაივლის, რადგან მისი უპირველესი ფუნქცია - მორწმუნეთა გადარჩენა და ქრისტეს მოწმობაა. ის ასწავლის მრავალთ და ცხოვნების გზას მიანიშნებს, სწორედ ის დაუპირისპირდება ანტიქრისტეს ბოლო შვიდეულში, რის გამოც მრავალი ქრისტიანი ქრისტეს სახელისთვის თავს გაწირავს. ასე, ქრისტიანთა თავდადებაში დამარცხდება სატანა.
P. S. მე არ მწამს, რომ ტრამპი, პუტინი, მაკრონი, კუშნირი და კიდევ ვიღაც თანამედროვე ლიდერთაგან ანტიქრისტეა ან მომავალი მეძავი ბაბილონის 10 მეფეა. მე არ მწამს, რომ ვატიკანი თავისი რომის პაპით ცრუწინასწარმეტყველია. წმიდა წერილი ამბობს, რომ მე-4 მეფე არ იქნება ადრინდელ სამეფოთა მსგავსი, მაშასადამე არ იქნება ვატიკანის, გაერო-ს, ევროკავშირის და ნატოს ტიპის არანაირი ძველი ფორმაცია.
სწორედ ამიტომ გაუკვირდება მთელ მსოფლიოს, რამეთუ ახლოვდება რაღაც უპრეცედენტო, ზებუნებრივი, ისეთი, რაც გააოგნებს მთელ კაცობრიობას.
წყარო: Facebook. Последнее Время