აპოკალიფსისი > განმარტება
აპოკალიფსისის განმარტება
გამოკრებილი თანამედროვე ღვთისმეტყველთა და წმიდა მამათა თხზულებებიდან
ქალწულები
(თ. 12-14)
ძვ. ქართულით
1. და დავდეგ მე ქჳშასა ზედა ზღჳსასა და ვიხილე მჴეცი ერთი აღმომავალი ზღჳთ, რომელსა აქუნდეს ათნი რქანი და შჳდნი თავნი, და რქათა ზედა მისთა ათნი გჳრგჳნნი, და თავთა ზედა მისთა სახელნი გმობისანი. 2. და მჴეცი იგი, რომელ ვიხილე, იყო მსგავსი ვეფხისაჲ, და ფერჴნი მისნი, ვითარცა დათჳსანი, და პირი მისი, ვითარცა პირი ლომისაჲ. და მისცა მას ვეშაპმან მან ძალი თჳსი და საყდარი თჳსი და ჴელმწიფებაჲ დიდი. 3. და ერთი თავთა მისთაგანი, რომელი-იგი დაკლულ იყო სიკუდილდ, და წყლულებაჲ იგი სიკუდილისა მისისაჲ განიკურნა. და დაუკჳრდა ყოველსავე ქუეყანასა მჴეცისა მისთჳს. 4. და თაყუანის-სცეს ვეშაპსა მას, რომელმანცა მისცა ჴელმწიფებაჲ იგი მჴეცსა მას; და თაყუანის-სცეს მჴეცსა და იტყოდეს: ვინ არს მსგავს მჴეცისა მის? ვინ შემძლებელ არს ბრძოლად მისა? 5. და მიეცა მას პირი დიდადმეტყუელი და მგმობარი, და მიეცა მას ჴელმწიფებაჲ ყოფად ბრძოლისა ორმეოც და ორ თთუე. 6. და აღაღო პირი თჳსი გმობად ღმრთისა მიმართ, გმობად სახელისა მისისა და სამკჳდრებელისა მისისა, და ცათა შინა დამკჳდრებულთა მათ. 7. და მიეცა მას ბრძოლისაცა ყოფად წმიდათა მიმართ და ძლევად მათდა; მიეცა მას ჴელმწიფებაჲ ყოველსა ზედა ტომსა და ერსა, და ენასა და ნათესავსა. 8. და თაყუანის-სცენ მას ყოველთა მკჳდრთა ქუეყანისათა, რომელთა სახელები არა დაწერილ არს დასაბამითგან სოფლისაჲთ წიგნსა მას ცხორებისასა კრავისა მის დაკლულისა. 9. რომელსა ჰქონან ყურნი, ისმინენ. 10. რომელსა აქუს ტყუეობაჲ, წარვალს ტყუეობად; რომელი მახჳლითა ჯერ-არს მისი მოკლვაჲ, მახჳლითა თჳსითა მოიკლას. აქა არს მოთმინებაჲ და სარწმუნოებაჲ წმიდათაჲ. 11. და ვიხილე სხუაჲ მჴეცი, აღმომავალი ქუეყანით, და აქუნდეს რქანი, მსგავსნი კრავისა, და ზრახვიდა, ვითარცა ვეშაპი. 12. და ჴელმწიფებასა პირველისა მის მჴეცისასა ყოველსა იქმნ წინაშე მისსა და ჰყოფდა ქუეყანასა და ყოველთა მკჳდრთა მისთა, რაჲთა თაყუანის-სცენ მჴეცსა მას პირველსა, რომლისა წყლულებაჲ სიკუდილისა მისისაჲ განიკურნა. 13. და იქმნ სასწაულთა დიდთა, და რაჲთა ცეცხლი გარდამოჴდეს ზეცით წინაშე კაცთა. 14. და აცთუნებს მკჳდრთა მათ, რომელნი არიან ქუეყანასა ზედა, სასწაულთა მათთჳს, რომელ მიეცნეს მას ქმნად წინაშე მჴეცისა მის, და ეტყჳს მკჳდრთა ქუეყანისათა, რაჲთა ქმნან ხატი მჴეცისაჲ მის, რომელსა-იგი აქუნდა წყლულებაჲ და ცხოვნდა მახჳლისგან. 15. და მიეცა მას სული მიცემად ხატსა მას მჴეცისასა, რაჲთა იტყოდის ხატი მჴეცისაჲ მის და ქმნას. ყოველნი, რომელთა არა თაყუანის-სცენ ხატსა მჴეცისასა, მოიკლნენ. 16. და ყვნეს ყოველნივე - მცირენი და დიდნი, და მდიდარნი და გლახაკნი, და აზნაურნი და მონანი, - რაჲთა მიიღონ ბეჭედი ჴელსა მათსა მარჯუენესა ზედა, ანუ შუბლსა ზედა მათსა. 17. და რაჲთა არავის ჴელ-ეწიფებოდის სყიდად, ანუ განსყიდად, გარნა რომელთა აქუნდეს ბეჭედი სახელისა მჴეცისა მის, ანუ რიცხჳ სახელისა მისისაჲ. 18. აქა არს სიბრძნე; რომელსა აქუს გონებაჲ, აღიპყარნ რიცხჳ იგი მჴეცისაჲ, რამეთუ რიცხჳ კაცისაჲ არს რიცხჳ მისი ექუსას სამეოც და ექუს.
ახ. ქართულით
1. დავდექი ქვიშაზე ზღვისა და ვიხილე მხეცი, ზღვიდან ამომავალი, ათრქიანი და შვიდთავიანი: და მის რქებზე - ათი გვირგვინი, თავებზე კი - გმობის სახელნი. 2. მხეცი, რომელიც მე ვიხილე, ჯიქს მიაგავდა, მისი ფეხები - დათვის ტორებს, ხახა კი - ხახას ლომისას: და მისცა მას ურჩხულმა თავისი ძალა, თავისი ტახტი და უსაზღვრო ხელმწიფება. 3. ვიხილე მისი ერთ-ერთი თავი, თითქოს სასიკვდილოდ მოწყლული, მაგრამ განიკურნა სასიკვდილო წყლულება მისი, და განცვიფრდა მთელი ქვეყანა მხეცის კვალდაკვალ. 4. და თაყვანი სცეს ურჩხულს, რომელმაც მისცა მხეცს ხელმწიფება, თაყვანი სცეს მხეცს და ამბობდნენ: ვინ შეედრება ამ მხეცს? ვის შეუძლია შეებას მას? 5. მიეცა მას პირი მზვაობრად მეტყველი და ღვთისმგმობელი, და მიეცა მას ხელმწიფება, რათა მოქმედებდეს ორმოცდაორი თვის მანძილზე. 6. და ღვთის საგმობლად განახვნა ბაგენი თვისნი, რათა ეგმო მისი სახელი, მისი სამკვიდრო და ცის მკვიდრნი. 7. და მიეცა მას ძალა წმიდათა წინააღმდეგ ბრძოლისა და მათი ძლევისა, და მიეცა მას ხელმწიფება, რათა მბრძანებლობდეს ყველა ტომსა და ხალხს, ერსა და ენას. 8. და თაყვანი სცა მას დედამიწის ყოველმა მკვიდრმა, რომელთა სახელებიც, ქვეყნიერების დასაბამიდან, ჩაწერილი არ არის სიცოცხლის წიგნში კრავისა, რომელიც დაკლულ იქნა. 9. ვისაც ყური აქვს, ისმინოს. 10. ვისაც ტყვე მიჰყავს, არც თვითონ ასცდება ტყვეობა, ვინც მახვილით კლავს, თვითონაც მახვილით მოკვდება; ესაა წმიდათა მოთმინება და რწმენა. 11. მერე ვიხილე სხვა მხეცი, მიწიდან ამომავალი, რომელსაც ჰქონდა კრავის ორი რქა, მაგრამ ლაპარაკობდა, როგორც ურჩხული. 12. ის მოქმედებს მხეცის წინაშე მთელი მისი ხელმწიფებით, და აიძულებს დედამიწას და მიწის მკვიდრთ, თაყვანი სცენ პირველ მხეცს, ვისი სასიკვდილო წყლულებაც განიკურნა. 13. და ახდენს დიად სასწაულთ, ისე, რომ ზეციდან ქვეყნად ჩამოაქვს ცეცხლი კაცთა წინაშე. 14. და აცდუნებს მიწის მკვიდრთ სასწაულებით, რომელთა ქმნის ძალაც მიეცა მხეცის წინაშე, და აქეზებს მიწის მკვიდრთ, შექმნან ხატება მხეცისა, მახვილით რომ მოიწყლა და ცოცხალი დარჩა. 15. და მიეცა იმისი ნება, რომ სული ჩაედგა მხეცის ხატისთვის, რათა ხატს ემეტყველა და იმდენი ექნა, რომ მოეკლათ ყველა, ვინც თაყვანს არა სცემს მხეცის ხატებას. 16. და აიძულებს ყველას, დიდსა თუ მცირეს, მდიდარსა თუ ღარიბს, მონასა თუ თავისუფალს, ნიშანი დაისვან მარჯვენა ხელსა თუ შუბლზე. 17. ასე რომ, ვერავინ იყიდის ან გაყიდის რამეს, მათ გარდა, ვისაც აქვს ნიშანი - მხეცის სახელი, ან მისი სახელის რიცხვი. 18. აქაა სიბრძნე; ვისაც გაგების თავი აქვს, გამოითვალოს მხეცის რიცხვი, რადგანაც ესაა რიცხვი კაცისა, და მისი რიცხვი - ექვსას სამოცდაექვსი.
V. საღმრთო განგებულების გამოვლენის მესამე თანამიმდევრობა (თ. 12-14)
ქალწულები (თ. 14)
სიტყვებით: "და ვიხილე აჰა, კრავი იდგა სიონის მთაზე და მასთან ას ორმოცდაოთხი ათასი, რომლებსაც ჰქონდათ შუბლზე მისი სახელი და სახელი მისი მამისა" იოანე იწყებს თავისი მომდევნო ხილვის აღწერას. წინა, 13-
1. "და ვიხილე აჰა, კრავი იდგა სიონის მთაზე და მასთან ას ორმოცდაოთხი ათასი, რომლებსაც ჰქონდათ შუბლზე მისი სახელი და სახელი მისი მამისა".
იოანე ხედავს სიონის მთაზე მდგომ კრავსა და მასთან ერთად 144 000-
კრავი "იდგა სიონის მთაზე", რაზე მიანიშნებს აქ "სიონი"? იერუსალიმის იმ მაღლობს ხომ არა, სადაც იერუსალიმის ტაძარი იდგა, ან იქნებ, ეს "საცნაური სიონია", როგორც სიმბოლო ბოლო ჟამის მორწმუნეთა შესაკრებელისა? ხილვა მოგვაგონებს ებრაელთა მიმართ პავლეს მოციქულის ეპისტოლეს, სადაც ნათქვამია: "არამედ მიადექით სიონის მთას და ცოცხალი ღმერთის ქალაქს -
მხოლოდ ზეციური სიონის, ღმრთის ყოვლადძლიერი ქალაქის ხილვას შეუძლია სრულიად განამტკიცოს დევნილი მორწმუნენი ანტიქრისტეს დევნულების დროს: ანტიქრისტეს სამეფოს (თ. 13) აქ (თ. 14) უპირისპირდება ღმრთის ყოვლადძლიერი სასუფეველი, რადგან სწორედ ღმერთია მთელს სამყაროში ყოველივეს ჭეშმარიტი მფლობელი და მეუფე.
იდუმალთმხილველი სიონის მთაზე კრავთან ერთად ხედავს 144 000-
წარმოადგენს თუ არა ეს ას ორმოცდაოთხი ათასი მათ, ვისზეც უწინ იყო ლაპარაკი (7:9-
სხვა კომენტატორების აზრით, ეს 144000 მხოლოდ მოგვაგონებენ ადრე ნახსენებთ; ისინი, საერთოდ, გაბრწყინვებულ ქრისტეანთა სახეა, რომლებიც ანტიქრისტეს მძიმე ჟამის გამოვლის შემდეგ ცათა სასუფეველი დაიმკვიდრეს; ან კიდევ ისინი, ვინც 7-
ყველა ეს განმარტება ეფუძნება წინასწარაკვიატებულ აზრს ამ 144000-
უპირველეს ყოვლისა ესენი არიან განდიდებული ქრისტეანები, რადგან მიწაზე კი არ იმყოფებიან, არამედ ცაში, კრავთან ერთად და მათ შუბლებზე წარწერილია როგორც კრავის, ასევე მისი მამის სახელები. ეს კი 2:17 და 3:12 მუხლებთან მიმართებაში უნდა გავიგოთ როგორც ჯილდო მიწიერ ცხოვრებაში განვლილი ღვაწლისთვის. მათი მიწიერი ცხოვრება, მათი ქრისტეანული მოსაგრეობა, თითქოსდა აღიბეჭდებოდაო მათ შუბლებზე და მეტყველებდნენ ღმრთისა და კრავისადმი მათ კუთვნილებაზე და მათ დამსახურებულ ნეტარებაზე.
მათ შუბლზე ეწერათ არა მარტო მამა-
2-
გალობა იოანეს ზეციდან ესმა. ეს არ ნიშნავს, რომ გალობის 144000-
"ხმა ზეცით, როგორც მრავალი წყლის ზათქი (შეად. 1:15) და როგორც ქუხილის ხმა" (4:5). ეს ხმები ერთ საოცარ ჰარმონიად ეწყმოდა ერთურთს, რომელიც "მექნარეთა ხმასა ჰგავდა, რომელნიც უკრავენ ქნარზე". ამ ჰარმონიის ხმაზე იგალობებოდა ახალი საგალობელი ღმრთის "ტახტის წინაშე და ოთხი ცხოველისა და უხუცესთა წინაშე".
"ზათქი მრავალი წყლისა" და "მექნარეთა ხმა" წმინდანთა გალობის ხმატკბილობაზე, ჰარმონიაზე, სიწმიდესა და ბრწყინვალებაზე მიანიშნებს, რომელიც მთელ ეკლესიასა და ზეცაში ჩაწერილ პირველშობილთ კრებულს აღავსებს; ისინი ერთსულოვანნი არიან წმინდანებთან მათ ღვაწლში ხორციელ ვნებებთან ბრძოლისა და საკუთარ ქნარებს მათ უთანაწყობენ" (ანდრია კესარიელი).
შინაარსის მიხედვით გალობას "ახალი" ეწოდა, მაგრამ ახალია ის იმ აზრით, რომ შეიცავს ქებასა და დიდებას იმ ღვთაებრივი მოწყალებისთვის, რომელიც ებოძათ ღვთივრჩეულ და სრულყოფილ ქრისტეანებს, რომლებიც ამჯერად იდგნენ ღმრთის ტახტის წინაშე. ეს ქება ღმერთს აღევლინება არა სამყაროს შემოქმედების ღვთაებრივი ყოვლადძლიერებისთვის (5:11), ან კაცთა ცხოვნებისთვის საერთოდ (5:9), არამედ იმ საკვირველი საქმეებისთვის, რომელიც ღმრთის ყოვლადძლიერებამ და ყოვლადმოწყალებამ აღასრულა ქრისტეანობის ისტორიის განმავლობაში, განსაკუთრებით კი ანტიქრისტეს მეფობის ბოლო წლებში. სწორედ ამიტომაც "არავის შეეძლო ესწავლა ეს საგალობელი, ას ორმოცდაოთხი ათასის გარდა, რომელნიც გამოსყიდულ იქნენ ქვეყნით" და, რომლებიც მოწმენი იყვნენ ყოველივე ამისა (1 კორინთ. 2:9).
"ამ საგალობლის აჟღერება მათ გარდა არავის ძალუძს, რამეთუ ჩვენი საღმრთო საიდუმლოთა წვდომა იმგვარ შესატყვისობაშია ცხოვრების წესთან და ხარისხთან, როგორც, მაგალითად, კაცთა შორის, როცა მსახურებს ძალუძთ ბატონთა საიდუმლოებებში წვდომა იმ ზომით, რა ზომითაც იმსახურებენ ისინი კეთილგანწყობასა და სიყვარულს ბატონთა მხრიდან" (ანდრია კესარიელი).
და ამ გალობაში მონაწილეობას არ ღებულობდნენ არც ანგელოზნი და არც ადრე განდიდებული ქრისტეანები, არამედ მხოლოდ ეს 144000, როგორც ქვეყნისგან გამოსყიდულები. ეს უკანასკნელი გამოთქმა "ქვეყნისგან გამოსყიდულები" ბერძნული ტექსტის მიხედვით უთითებს არა საზოგადო გამოსყიდვაზე კაცთა მოდგმისა ცოდვის წყევისგან და სიკვდილისგან, არამედ გამოსყიდვის კერძო საქმეზე, აღებაზე დედამიწის მცხოვრებთაგან. შედეგად, "ქვეყნისგან გამოსყიდულებში" აქ იგულისხმებიან ისინი, ვინც მიწიერი ცხოვრების უკეთურებებისგან და ტანჯვისგან გათავისუფლდნენ ანტიქრისტეს მეფობის ჟამს და ღმრთისა და კრავის წინაშე დგანან, როგორც ზეციური სასუფევლის მოქალაქენი.
მაშ ვინ არიან ეს 144000, "ქვეყნისგან გამოსყიდულნი" და რაშია მათი დამსახურება უფლის წინაშე? ამაზე პასუხობს 14-
"4-
"ჩვენი აზრით, მათ (144000-
"იხილე, რამდენად დიდია ღმრთის წინაშე ქალწულთა ღირსება... ამით ის ნათლად შთაგვაგონებს, რომ ამ რიცხვით, ანუ "ას ორმოცდაოთხი ათასით" ძველთაგანვე განსაზღვრულ იქნა ქალწულთა რიცხვი მაშინ, როდესაც აურაცხელია სხვა წმინდანთა რაოდენობა" (ღირ. მეთოდე პატრელი).
"... ზეციურ სასუფეველშიც უპირატესობა და პირველობა ენიჭება ქალწულებას, ამიტომაც წერია იოანეს აპოკალიფსისში: "ესენი არიან, რომლებიც არ შეიბილწნენ ქალებთან რადგან ქალწულნი არიან; ესენი არიან, რომლებიც "მისდევენ კრავს, სადაც უნდა ვიდოდეს იგი" (გამოცხ. 14:4). აი, უპირატესობა, რომლის ღირს იქმნება ქალწულება, ანუ მარადის ყოფნა კრავთან ერთად" (ღირ. თევდორე სტოდიელი).
"არამარტო მამრობით სქესს ანიჭებს უფალი უბიწოების მადლს, -
გარდა ამისა, აქ არ შეიძლება "დიაცებთან შებილწვა", ანუ სიძვა-
ამ ქალწულთათვის დამახასიათებელი იქნება არა მარტო სრული ქალწულების სათნოება, არამედ ქალწულება ამ სიტყვის ვრცელი მნიშვნელობით, როგორც უმაღლესი ქრისტეანული სათნოება ან კიდევ როგორც ერთობლიობა ყველა ქრისტეანული სათნოებისა, როგორიცაა სრულყოფილი სიწმიდე და უბრალოება (2 კორ. 16:2; ეფეს. 5:25-
ამრიგად, ეს 144000, რომელიც კრავთან ერთად დგას სიონზე წარმოადგენენ ანტიქრისტეს ჟამის სრულყოფილ და რჩეულ ქრისტეაეაბს. ამგვარი ქრისტეანები ამჟამადაც ცხოვრობენ და მოსაგრეობენ ქრისტეს ეკლესიაში, და ესენი არიან ის "ძე, წული", რომელიც ნახსენები იყო გამოცხადების 12-
იქ, "ძე, წული" მხოლობითშია ნახსენები, მაგრამ წარმოადგენს სიმბოლოს; აქ კი მათი რიცხვი 144000-
ანტიქრისტეს დროს, იმდროინდელ განსაკუთრებულ და უმძიმეს პირობებში, სრულყოფილ ქრისტეანთა რიცხვი ფრიად გამრავლდება და შეედრება იმ 144000-