აპოკალიფსისი > განმარტება
აპოკალიფსისის განმარტება
გამოკრებილი თანამედროვე ღვთისმეტყველთა და წმიდა მამათა თხზულებებიდან
მრავალმილიონიანი მხედრობა
(თ. 9: 13-21)
ძვ. ქართულით
1. და მეხუთემან ანგელოზმან დასცა საყჳრსა, და ვიხილე ვარსკულავი, რომელი გარდამოვარდა ზეცით ქუეყანად, და მიეცა მას კლიტე ჯურღმულისა მის უფსკრულისაჲ. 2. და აღჴდა კუამლი ჯურღმულისა მისგან, ვითარცა კუამლი ცეცხლისა მოტყინარისაჲ, და დაბნელდა მზე და ჰაერი კუამლისა მისგან ჯურღმულისა. 3. და კუამლისა მისგან გამოვიდეს მკალნი ქუეყანად. და მიეცა მათ ჴელმწიფებაჲ, ვითარცა აქუს ჴელმწიფებაჲ ღრიაკალთა ქუეყანისათა. 4. და ითქუა მათა მიმართ, რაჲთა არა ავნონ თივასა ქუეყანისასა, არცა ყოველსა მწუანვილსა, არცა ხეთა, არამედ კაცთა, რომელთა არა აქუს ბეჭედი ღმრთისაჲ შუბლთა ზედა მათთა. 5. და მიეცა მათ, რაჲთა არა მოკლნენ იგინი, არამედ რაჲთა იტანჯნენ ხუთ თუე. და ტანჯვაჲ მათი, ვითარცა ტანჯვაჲ ღრიაკალისაჲ, რაჟამს უცის კაცსა. 6. და მათ დღეთა შინა ეძიებდენ კაცნი სიკუდილსა და ვერ პოონ, და სუროდის მოკუდომად და ივლტოდის მათგან სიკუდილი. 7. და მსგავსებაჲ იგი მკალთაჲ ესევითარი იყო: მსგავს იყვნეს ცხენთა, განმზადებულთა ბრძოლად. და თავთა ზედა მათთა, ვითარცა გჳრგჳნნი ოქროჲსანი, და პირნი მათნი, ვითარცა პირნი კაცთანი. 8. და აქუნდა თმები, ვითარცა თმანი დედათანი; და კბილნი მათნი, ვითარცა ლომთანი იყვნეს. 9. და აქუნდა ჯაჭუები, ვითარცა ჯაჭუები რკინისაჲ, და ჴმაჲ ფრთეთა მათთაჲ, ვითარცა ჴმაჲ ეტლთა ცხენთა მრავალთაჲ, რომელნი რბიოდიან ბრძოლად. 10. და აქუს კუდები, მსგავსი ღრიაკალთაჲ და საწერტელები. და კუდებითა მათითა აქუს ჴელმწიფებაჲ ვნებად კაცთა ხუთ თუე. 11. და აქუს მათ ზედა მეფედ ანგელოზი იგი უფსკრულისაჲ. სახელი მისი ებრაელებრ: ავადონ, ხოლო ბერძლებრ აქუს სახელი აპოლიონ. 12. ერთი იგი ვაებაჲ წარჴდა. აჰა ესერა მოვლენ ორნიღა ვაებანი შემდგომად ამისა. 13. მეექუსემან ანგელოზმან დასცა საყჳრსა თჳსსა, და მესმა ჴმაჲ ერთი ოთხთა მათ რქათაგან საკურთხეველისა მის ოქროჲსათა, რომელ არს წინაშე ღმრთისა, 14. რომელი ეტყოდა მეექუსესა მას ანგელოზსა, ვითარმედ: რომელსა-ეგე გაქუს საყჳრი, განჴსნენ ოთხნი იგი ანგელოზნი, რომელნი შეკრულ არიან მდინარესა მას ზედა დიდსა ევფრატსა. 15. და განიჴსნნეს ოთხნი იგი ანგელოზნი, განმზადებულნი ჟამისა მისთჳს და დღისა და თჳსა და წელიწადისა, რაჲთა მოსრან მესამედი კაცთაჲ. 16. და რიცხჳ მჴედრობათაჲ მათ ცხენთაჲ ბევრნი ბევრთანი, მესმა რიცხჳ მათი. 17. და ესრეთ ვიხილენ ცხენნი იგი ხილვითა; და მსხდომარეთა მათ ზედა აქუნდა ჯაჭუები ცეცხლისა და ვაკინთისა და წუმწუბის სახენი; და თავნი ცხენთანი, ვითარცა თავნი ლომთანი; და პირთა მათთაგან გამოვალს ცეცხლი და კუამლი და წუმწუბაჲ. 18. სამთა ამათ წყლულებათაგან მოსწყდა მესამედი კაცთაჲ - ცეცხლისაგან და კუამლისა და წუმწუბისა, რომელ-იგი გამოვიდოდეს პირთაგან მათთა. 19. რამეთუ ჴელმწიფებაჲ იგი ცხენთაჲ მათ პირთა შინა მათთა არს და კუდთა, რამეთუ კუდნი მათნი მსგავს არიან გუელთა, და აქუს თავები და მით ავნებენ. 20. და სხუათა მათ კაცთა, რომელნი-იგი არა მოიკლნეს ამათ წყლულებათაგან, არა შეინანეს მათ საქმეთაგან ჴელთა მათთაჲსა, რაჲთამცა არა თაყუანის-სცემდეს ეშმაკთა და კერპთა ოქროჲსა და ვეცხლისა და ქვისა და შეშისათა, რომელთა ვერცა ხედვად ძალ-უც, ვერცა სმენად, ვერცა სლვად. 21. და არა შეინანეს კაცის-მკლველობათა მათთაგან და არცა მწამლველობათა მათთაგან, არცა სიძვისა მათისაგან, არცა მპარაობათა მათთაგან.
ახ. ქართულით
1. მეხუთე ანგელოზმა ჩაჰბერა და ვიხილე ვარსკვლავი, რომელიც ზეცით ვარდებოდა ქვეყნად, და მიეცა მას გასაღები უფსკრულის ჭისა; 2. გააღო უფსკრულის ჭა და ამოვარდა კვამლი ჭიდან, როგორც ვეება ღუმელის კვამლი, და დაბნელდა მზე და ჰაერი ჭის კვამლისაგან. 3. გამოვიდა კვამლიდან კალიის გუნდი ქვეყნად, და მიეცა მას ხელმწიფება, მსგავსი იმისა, როგორიცა აქვთ მიწის მორიელთ. 4. და ითქვა მათ მიმართ, რომ არა ავნონ რა არც ბალახს მიწისას, არც მწვანილს რასმე და არც ხეს რასმე, არამედ მხოლოდ იმ ხალხს, რომელსაც არა აქვს ღვთის ბეჭედი შუბლზე. 5. და მიეცა მათ ნება, კი არ მოეკლათ, არამედ ხუთი თვე ეწამებინათ ისინი; ხოლო წამება მათგან, როგორც წამება მორიელისგან, როდესაც მოწყლავს კაცს. 6. იმ დღეებში სიკვდილს დაუწყებენ ძებნას კაცნი, და ვერ ჰპოვებენ; ინატრებენ, ნეტა მოვკვდეთო, მაგრამ სიკვდილი დაუსხლტება მათ. 7. ხოლო კალიები გარეგნობით ცხენებსა ჰგვანდნენ, საომრად გამზადებულთ, და თავს ედგათ გვირგვინი, როგორც ოქროსი; და სახე მათი, როგორც სახე კაცთა. 8. მათი თმები დიაცთა თმებს მოგაგონებდათ, კბილები კი მიუგავდათ ღოჯებს ლომისას. 9. ტანთ ეცვათ ჯაჭვნი, როგორც რკინისანი, და მათი ფრთების ხმა, როგორც ცხენმრავალ ეტლთა გრიალი, რომელნიც მიჰქრიან საომრად. 10. ნესტრიანი კუდები ჰქონდათ, მორიელთა კუდების მსგავსნი, ხოლო კუდებში - ხელმწიფება კაცთა წამებისა ხუთი თვის განმავლობაში. 11. მეფედ ჰყავდათ უფსკრულის ანგელოზი, და სახელი მისი ებრაულად აბადონ, ხოლო ბერძნულად აპოლიონ. 12. ერთმა ვაებამ გადაიარა: აჰა, მოდის ამის შემდეგ ორი ვაება. 13. მეექვსე ანგელოზმა ჩაჰბერა და მომესმა ერთი ხმა ოთხ რქათაგან ოქროს საკურთხევლისა, რომელიც არის ღვთის წინაშე; 14. და უთხრა მეექვსე ანგელოზს, საყვირის მქონეს: ახსენი ოთხი ანგელოზი, რომელნიც შეკრულნი არიან დიდ მდინარეზე ევფრატისა. 15. და ახსნილ იქნა ოთხი ანგელოზი, რომელნიც მზად არიან ყოველ საათს და დღეს, თვესა და წელს, მუსრი გაავლონ მესამედს კაცთა. 16. და რიცხვი მათი მხედრობისა - ორასი ათასჯერ ათასი; მომესმა რიცხვი მათი. 17. ასე ვიხილე ხილვით ცხენები და მათი მხედრები, რომლებსაც ეცვათ აბჯარნი ცეცხლის, ჰიაკინთისა და გოგირდის ფერნი. თავები ცხენებისა, როგორც ლომების თავნი, და მათ პირთაგან იფრქვეოდა ცეცხლი, კვამლი და გოგირდი. 18. და ამ სამი წყლულებისგან - ცეცხლის, კვამლისა და გოგირდისაგან, რასაც აფრქვევენ მათი პირები, კაცთა მესამედი ამოწყდა. 19. რადგან ცხენებისა ძალა იყო მათ თავ-პირსა და მათ კუდებში, ხოლო კუდები გველებს ჰგვანდნენ და ჰქონდათ თავები, რომლებითაც ვნებდნენ ხალხს. 20. დანარჩენებმა კი, რომლებიც არ ამოწყდნენ ამ წყლულებისგან, არ შეინანეს თავიანთ ხელთა საქმენი, რათა თაყვანი არ ეცათ ეშმაკთა და ოქროს, ვერცხლის, რვალის, ქვისა და ხის კერპთათვის, რომელთაც არც ხედვა ძალუძთ, არც სმენა და არც სიარული. 21. არ შეინანეს არც თავიანთი მკვლელობანი და არც თავიანთი გრძნეულებანი, არც თავიანთი სიძვანი და არც თავიანთი ქურდობანი.
IV. საღმრთო განგებულების გამოვლენის მეორე თანამიმდევრობა (თ. 7-11)
მრავალმილიონიანი მხედრობა (თ. 9: 13-21)
ახალი უბედურება მოსწყლავს მსოფლიოს მეექვსე ანგელოზის საყვირის შემდეგ.
13. მეექვსე ანგელოზმა ჩაჰბერა და მომესმა ერთი ხმა ოთხ რქათაგან ოქროს საკურთხევლისა, რომელიც არის ღვთის წინაშე.
ამ საყვირის ხმის შემდეგ იოანეს მოესმა "ერთი ხმა ოთხ რქათაგან ოქროს საკურთხევლისა".
"ოქროს საკურთხეველში", ისევე როგორც აპოკალიფსისის მე-
14. და უთხრა მეექვსე ანგელოზს, საყვირის მქონეს: ახსენი ოთხი ანგელოზი, რომელნიც შეკრულნი არიან დიდ მდინარეზე ევფრატისა.
განკარგულება ეძლევა ანგელოზს, რომელსაც ჰქონდა მეექვსე საყვირი, სწორედ მან უნდა გაათავისუფლოს ეს ოთხი ანგელოზი. განსაზღვრული წევრი toÚj სიტყვების tessarouj ¢ggšlouj წინ მეტყველებს არა იმაზე, რომ ეს წინა მუხლებიდან (7:1) ცნობილი ოთხი ანგელოზია, არამედ იმაზედ, რომ ეს ანგელოზები არიან განსაკუთრებული დანიშნულების ანგელოზები, რომლებიც შეკრულნი არია დიდ მდინარე ევფრატზე.
ამდენად, ეს ოთხი ანგელოზი დაკავშირებული არ არის მე-
15. და ახსნილ იქნა ოთხი ანგელოზი, რომელნიც მზად არიან ყოველ საათს და დღეს, თვესა და წელს, მუსრი გაავლონ მესამედს კაცთა.
ანდრია კესარიელის განმარტებით: "ზოგიერთთა აზრით, "ოთხნი ანგელოზნი" არიან მიქაელი, გაბრიელი, ურიელი და რაფაელი, რომლებსაც, ღმრთის ჭვრეტის სიხარულით შეკრულთ, სხვა ანგელოზებთან ერთად, განკითხვის დღეს უკეთურთა დასჯისა და მათი მესამედის მოწყლვის უფლება მიეცემათ. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს ოთხი ანგელოზიც მზაკვარი დემონებია, რომლებიც ქრისტეს განკაცებიდან შეკრულნი არიან. მათი განხსნის ბრძანება გამოდის ზეციური საკურთხევლიდან, რომლის წინასახე მოსესეული კარავია. მათ გაათავისუფლეს ანგელოზი აღსაძვრელად წარმართთა არა მხოლოდ წინააღმდეგ ღმრთის მონათა, არამედ ურთიერთისაც, რათა ამით წარმოჩინდნენ მართალნი, გამოწრთობილნი განსაცდელთ შინა და ღირსქმნილნი უზენაეს სიკეთეთა, რომლებიც -
მოუნანიებელი ცოდვილნი და უკეთურნი, სამართლიანად დასჯილნი ამქვეყნად, განკითხვის დღეს ცეცხლში ჩაგდებულ ბზასავით იქნებიან. უმეტესად დაიტანჯებიან ისინი, ვინც შეკრულნი იყვნენ "დიდ მდინარეზე ევფრატისა" და ამაში საკვირველი არაფერია, რამეთუ, საღმრთო განგებით, (დემონთაგან) ერთნი ჟამამდე შეკრულ იქნენ უფრსკულში, მეორენი კოლტში ღორთასა, (მათე 8:31; მარკ. 5:12; ლუკა 8:32,33), ხოლო სხვები კიდევ სხვადასხვა ადგილას, რათა კაცთა მიმართ ბრძოლის დასრულების შემდეგ დაექვემდებარონ საუკუნო ტანჯვას. ისიც შესაძლოა, რომ ამ მდინარის ხსენება დაკავშირებული იყოს მის, მიმდებარე ქვეყნებიდან ანტიქრისტეს წარმოშობასთან. ისიც, უეჭველია, რომ, როგორც წმინდანნი ამბობენ, საჰაერო სივრცე სავსეა ეშმაკებით. ხოლო, თუ რას ნიშნავს მესამედი მოწყვეტილთა, ადრეც აღინიშნა".
ბოროტი ანგელოზები-
ამგვარად, არ შეიძლება იმის ვარაუდი, თითქოსდა მდინარე ევფრატი აღებული იყოს, საერთოდ, აღმოსავლეთის მისანიშნებლად, რომელიც მრავალი მსოფლიო სახელმწიფოსა და ხალხის აკვანი გახლდათ; მაგალითად, ბაბილონისა, სპარსეთისა და ასურეთისა.
არსებობს ვარაუდი, რომლის მიხედვითაც "ევფრატი" აქ აღმოსავლეთიდან მოსულ იმ ხალხებს მიანიშნებს, რომლებიც მსოფლიო ისტორიის დასასრულს გამანადგურებლად მოაოხრებენ კაცობრიობას. არც ამ აზრის მიღება შეიძლება, რადგან აპოკალიფსისი აქცენტირებას რომელიმე ხალხის ბუნებრივ სისასტიკეზე კი არა, სხვა რაღაცაზე აკეთებს. აქცენტირება გაკეთებულია ბოროტ სულთა შეკვრასა და გათავისუფლებაზე და ამ კუთხის განხილული "ევფრატის" სახელწოდება, შეიძლება იყოს მოგონება ბაბილონზე, წარმართობის, უკეთურებისა და ძალადობის ქალაქზე (16:19; 17:5: 18:10) ან კიდევ მის მსგავს ქალაქსა და ადგილმდებარეობაზე, რომელიც თავისი უკეთურებით ბაბილონის მსგავსია.
როგორც ძველაღთქმისეულ პერიოდში იყო ევფრატი საზღვარი ისრაელისა ან სხვაგვარად რომ ვთქვათ, ჭეშმარიტი ღვთისმოსაობისა (დაბ. 15:18; რჯლ. 1:7; ოსია 1:4) და ქრისტეანული სარწმუნოების გამარჯვებამდე ბოროტ სულებს სრული თავისუფლება იქ, ევფრატს მიღმა, ენიჭებოდათ; ზუსტად ასევე, ბოლო ჟამს, ღვთისმოსაობის მხარის მიღმა, არა ღვთისმოსავთა, არამედ უკეთურთა შორის, ქრისტეანული სარწმუნოებისა და მისი მაცხოვნებელი ძალისგან განდგომილთა შორის, ბოროტი სულები კვლავ გამოავლენენ თავიანთ სრულ ძალაუფლებას. უკეთურთა შორის და უკეთურთა მიერ ბოლო ჟამის ზნეობრივი და ფიზიკური უბედურებანი დაიწყება.
როდის მოხდება ეს ყოველივე? პასუხი ამ კითხვაზე შეიძლება ვპოვოთ იდუმალთმხილველის მინიშნებაში, რომ ოთხნი ანგელოზნი "მზად არიან ყოველ საათს და დღეს, თვესა და წელს, მუსრი გაავლონ მესამედს კაცთა". მომდევნო სიტყვები: "რათა მუსრი გაავლონ", კომენტატორთა საერთო აზრით განეკუთვნება არა სიტყვებს "ახსნილ იქნა", არამედ "მზად არიან"-
სწორედ მაშინ, ბოროტ სულთა მოქმედებით, დაიწყება საშინელი უბედურებანი, რომლებიც შეიწირავენ უამრავ ადამიანს, -
16. და რიცხვი მათი მხედრობისა -
რა კავშირია კაცობრიობის მესამედის ამომწყვეტელ ოთხ ანგელოზსა და იმ მრავალრიცხოვან მხედრობას შორის, რომლის შესახებაც არის ლაპარაკი მომდევნო მუხლში, წმ. იოანე არ განმარტავს. ცალკეულ ხილვათა სწრაფი მონაცვლეობით გაოცებულ იოანეს, იმის შემდეგ, რაც ანგელოზთა გათავისუფლება ნახა, უცებ თვალწინ უთვალავი მხედრობა წარმოუდგა. რადგან თვითონ არ შეეძლო ამ მხედრობის დათვლა, ესმა ხმა, რომელმაც ამცნო ამ მხედრობის რაოდენობა ("მომესმა რიცხვი მათი") – "ორასი ათასჯერ ათასი", ანუ ორასი მილიონი, რაც ამ შემთხვევაში უნდა გავიგოთ, მხედრობის განუსაზღვრელ რაოდენობად, უთვალავობად.
ზოგიერთი კომენტატორი ოთხ ანგელოზში ამ მრავალმილიონიანი მხედრობის წინამძღვრებსა და ბელადებს ხედავს, მაგრამ ამას ეწინააღმდეგება შეუსაბამობა უხორცო ანგელოზთა მიერ ჩვეულებრივი მხედრობის წინამძღოლობისა. უკეთესია შევჩერდეთ სხვა აზრზე, რომლის მიხედვითაც ოთხი ანგელოზი მხოლოდ საიდუმლო შთამაგონებლები არიან კაცთა უთვალავი ჯარისა, რომელთაც ჩვეულებრივი ადამიანები წარუძღვებიან.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იოანე მხოლოდ იმას აღწერს, რაც ნახა, და როგორც ნახა; ის მხოლოდ გადმოსცემს მის მიერ ნანახ ფაქტს, ხოლო როგორ შეიძლება გავიგოთ ეს ფაქტი, -
17. ასე ვიხილე ხილვით ცხენები და მათი მხედრები, რომლებსაც ეცვათ აბჯარნი ცეცხლის, ჰიაკინთისა და გოგირდის ფერნი. თავები ცხენებისა, როგორც ლომების თავნი, და მათ პირთაგან იფრქვეოდა ცეცხლი, კვამლი და გოგირდი.
ეს არის ნამდვილი, ოღონდ მომავლის მხედრობა და უჩვეულოა ის იმდენად, რამდენადაც უჩვეულოა ის ატრიბუტები, რომელთაც იოანე ხედავს. ეს ატრიბუტებია: აბჯარი "ცეცხლის, ჰიაკინთისა და გოგირდის ფერნი". ცეცხლისა და გოგირდის ფერები გასაგებია და ადვილად წარმოსადგენი; მაგრამ ძნელი სათქმელია რა იგულისხმება "ჰიაკინთის". ამ საკითხში კომენტატორთა შორის არ არის ერთსულოვნება. სხვადასხვა კომენტატორი სხვადასხვა აზრს გამოთქვამს, საერთო ჯამში ისინი ასახელებენ იისფერ, მუქი-
მიუხედავად იმისა, რომ წმ. წერილში ზუსტად ასეთი შეხამება არსად გვხვდება, მაინც შეიძლება ვიპოვოთ რაღაც მსგავსი ეზეკიელის წინასწარმეტყველებაში (38:22), ლუკა მახარობელთან (17:29) და გამოცხადებაშივე (14:10; 19:20). განსაკუთრებულად ახლოსაა ჩვენს ადგილთან სოდომისა და გომორას განადგურების ისტორიული შემთხვევა, როდესაც ციდან ცეცხლმა და გოგირდმა იწვიმა (დაბ. 19:24). ამ მაგალითების შესაბამისად, აპოკალიფსისის მოცემულ ადგილას ცეცხლი, კვამლი და გოგირდი, ცხენების პირთაგან რომ ამოდიოდა, უნდა გამოხატავდეს აღწერილი მხედრობის საშინელ და გამანადგურებელ ძლიერებას, რომელსაც წინ ვერაფერი ეღობება.
ეს არის ისეთი სასტიკი და გამანადგურებელი ძალა, თანაც იმდენად საშინელი, რომ მისი შედარება შესაძლებელია მხოლოდ დემონთა სისასტიკესთან, რომლებიც მთელი მძვინვარებითა და სისასტიკით დაატყდებიან თავს კაცობრიობას.
აქ შეიძლება ისევ მივმართოთ თანამედროვე კომენტარებს და ვახსენოთ ისიც, რომ ზოგიერთი მათგანი უცნაურ, მრავალმილიონიან მხედრობაში სატანკო ბატალიონებს ხედავს.
მათი აზრით, ის, რომ "მათ პირთაგან იფრქვეოდა ცეცხლი, კვამლი და გოგირდი" მიანიშნებს ტანკის ლულაზე, საიდანაც ის ჭურვებს ისვრის და გამოდის ცეცხლი და კვამლი. ხოლო სიტყვებში "მათი კუდები გველებს ჰგვანდნენ და ჰქონდათ თავები, რომლებითაც ვნებდნენ ხალხს" (გამოცხ. 9:18) ტანკების უკანა ნაწილში დამაგრებული სარაკეტო დანადგარებია. მაგრამ ამგვარი განმარტება, მაინც ძნელი მისაღებია. თანაც იოანე ხედავს მრავალმილიონიან მხედრობას, ამდენი რაოდენობის ტექნიკა კი არა თუ არც ერთ სახელმწიფოს არ ჰყავს, არამედ ყველა ერთად შეკრებილიც კი ვერ მიუახლოვდება აპოკალიფსისის მიერ დასახელებულ რაოდენობას. რუსეთს, მაგალითად, 25 ათასამდე ტანკი ჰყავს, დაახლ. ამდენივე აშშ-
ამრიგად, ზემოთმოცემულ ჩვენს განმარტებას თუ მივიღებთ, სრულიად გასაგები გახდება ისიც, როგორ არის შესაძლებელი კაცობრიობის ერთი მესამედის განადგურება.
18. და ამ სამი წყლულებისგან -
განსაზღვრული რიცხვი აღებულია განუსაზღვრელის ნაცვლად, ჯერ ერთი გამოცხადების 8:7-
მომდევნო მე-
19. რადგან ცხენებისა ძალა იყო მათ თავ-
მთელი ეს გამოთქმა ასე უნდა გავიგოთ: ადამიანთა 1/3 ამოწყვეტა გამოიწვია იმან, რომ "ცხენებს" ჰქონდათ ძალა მოეწყლათ ადამიანები (ანუ პირდაპირ მოეკლათ ისინი) არა მარტო თავიანთი პირის მეშვეობით, საიდანაც ცეცხლს, კვამლსა და გოგირდს აფრქვევდნენ, არამედ თავიანთი კუდების მეშვეობითაც.
პირთა მეშვეობით "ცხენები" ჰკლავდნენ ადამიანებს, მაგრამ თავიანთი კუდებით, რომლებიც "გველებს ჰგვანდნენ და ჰქონდათ თავები" მხოლოდ "ვნებდნენ ხალხს". ეს ნიუანსი გვახსენებს 9:10-
როგორ უნდა გავიგოთ მეექვსე საყვირის ეს სასჯელი? მხედრობის ატრიბუტიკა, საშინელი გამანადგურებელი ძალის მქონე და წარმოსადგენად შეუძლებელი, იმაზე მეტყველებს, რომ თუ აქ ლაპარაკია მიწიერ მხედრობაზე და მიწიერ ომებზე, ეს მხედრობა მომავალი დროებისაა. ეს ომი დემონთა განსაკუთრებული მოქმედების შედეგია.
ამრიგად, ეს მხედრობა, ისევე როგორც აპოკალიფსური კალია, უკანასკნელი ჟამის მხედრობაა, როდესაც კაცობრიობაზე ანტიქრისტე, ჯოჯოხეთისა და დემონების ეს წარგზავნილი გაბატონდება. არსებობს ვარაუდი, რომ ეს ის საერთაშორისო ომებია, მაცხოვარი რომ გულისხმობდა (მათე 24:7) და რომელსაც ღმერთი სამყაროს გამოსაცდელად დაუშვებს საბოლოო სამსჯავროს წინ. ამგვარ გაგებას ხელს უწყობენ ბოლო, 20-
20-
ამ სასჯელის მიზანი ადამიანთა სინანულისკენ მოწოდება იყო, რაც უკანასკნელი ჟამის სასჯელთა საერთო მიზანია. გამოცხადება მხოლოდ უსჯულოებზე ლაპარაკობს და მართლებზე დუმს. მაგრამ დუმს მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი არც საჭიროებენ სინანულისკენ მოწოდებას; მიუხედავად ამისა, შესაძლოა ისინიც დაქვემდებარონ სასჯელთა მიერ გამოწვეულ უბედურებას, მსგავსად იმისა, როგორც ებრაელებიც იტანჯებოდნენ ხოლმე ეგვიპტელთა სასჯელებით. მიზანი, რომლის მიხედვითაც მართალნიც დაექვემდებარებიან ბოლო ჟამის სასჯელთ, მათი რწმენის გამოცდა და უმეტესი განდიდებაა.
ამ საშინელ სასჯელთა და წყლულებათა მიუხედავად, ცოდვილები მაინც არ შეინანებენ "არც თავიანთი კერპთაყვანისმცემლობასა და მკვლელობებს და არც თავიანთი გრძნეულებას, არც თავიანთ სიძვასა და არც თავიანთი ქურდობას". აქ შეიძლება დაიბადოს შეკითხვა: შესაძლოა კი კერპთაყვანისცემა ბოლო ჟამს, როდესაც სახარება მთელს მსოფლიოში გავრცელდება (მარკ. 16:15)? უეჭველად, შესაძლებელია. იმ დროს მოხდება განდგომა სარწმუნოებისგან, იმ დროს ბოროტი სულების შთაგონებით კვლავ დაიწყება კერპთაყვანისცემა, ახალი კერპთმსახურება, როდესაც გამოიგონებენ ახალ ღვთაებებს და ახალ საკერპეებს ააშენებენ თაყვანსაცემად; მაშინ პირველი და ყველაზე გავრცელებული კერპი ანტიქრისტეს გამოსახულება იქნება (13:14).