აპოკალიფსისი > განმარტება
აპოკალიფსისის განმარტება
გამოკრებილი თანამედროვე ღვთისმეტყველთა და წმიდა მამათა თხზულებებიდან
კალიები, ანუ აპოლიონის არმია
(თ. 9:1-11)
ძვ. ქართულით
1. და მეხუთემან ანგელოზმან დასცა საყჳრსა, და ვიხილე ვარსკულავი, რომელი გარდამოვარდა ზეცით ქუეყანად, და მიეცა მას კლიტე ჯურღმულისა მის უფსკრულისაჲ. 2. და აღჴდა კუამლი ჯურღმულისა მისგან, ვითარცა კუამლი ცეცხლისა მოტყინარისაჲ, და დაბნელდა მზე და ჰაერი კუამლისა მისგან ჯურღმულისა. 3. და კუამლისა მისგან გამოვიდეს მკალნი ქუეყანად. და მიეცა მათ ჴელმწიფებაჲ, ვითარცა აქუს ჴელმწიფებაჲ ღრიაკალთა ქუეყანისათა. 4. და ითქუა მათა მიმართ, რაჲთა არა ავნონ თივასა ქუეყანისასა, არცა ყოველსა მწუანვილსა, არცა ხეთა, არამედ კაცთა, რომელთა არა აქუს ბეჭედი ღმრთისაჲ შუბლთა ზედა მათთა. 5. და მიეცა მათ, რაჲთა არა მოკლნენ იგინი, არამედ რაჲთა იტანჯნენ ხუთ თუე. და ტანჯვაჲ მათი, ვითარცა ტანჯვაჲ ღრიაკალისაჲ, რაჟამს უცის კაცსა. 6. და მათ დღეთა შინა ეძიებდენ კაცნი სიკუდილსა და ვერ პოონ, და სუროდის მოკუდომად და ივლტოდის მათგან სიკუდილი. 7. და მსგავსებაჲ იგი მკალთაჲ ესევითარი იყო: მსგავს იყვნეს ცხენთა, განმზადებულთა ბრძოლად. და თავთა ზედა მათთა, ვითარცა გჳრგჳნნი ოქროჲსანი, და პირნი მათნი, ვითარცა პირნი კაცთანი. 8. და აქუნდა თმები, ვითარცა თმანი დედათანი; და კბილნი მათნი, ვითარცა ლომთანი იყვნეს. 9. და აქუნდა ჯაჭუები, ვითარცა ჯაჭუები რკინისაჲ, და ჴმაჲ ფრთეთა მათთაჲ, ვითარცა ჴმაჲ ეტლთა ცხენთა მრავალთაჲ, რომელნი რბიოდიან ბრძოლად. 10. და აქუს კუდები, მსგავსი ღრიაკალთაჲ და საწერტელები. და კუდებითა მათითა აქუს ჴელმწიფებაჲ ვნებად კაცთა ხუთ თუე. 11. და აქუს მათ ზედა მეფედ ანგელოზი იგი უფსკრულისაჲ. სახელი მისი ებრაელებრ: ავადონ, ხოლო ბერძლებრ აქუს სახელი აპოლიონ. 12. ერთი იგი ვაებაჲ წარჴდა. აჰა ესერა მოვლენ ორნიღა ვაებანი შემდგომად ამისა. 13. მეექუსემან ანგელოზმან დასცა საყჳრსა თჳსსა, და მესმა ჴმაჲ ერთი ოთხთა მათ რქათაგან საკურთხეველისა მის ოქროჲსათა, რომელ არს წინაშე ღმრთისა, 14. რომელი ეტყოდა მეექუსესა მას ანგელოზსა, ვითარმედ: რომელსა-ეგე გაქუს საყჳრი, განჴსნენ ოთხნი იგი ანგელოზნი, რომელნი შეკრულ არიან მდინარესა მას ზედა დიდსა ევფრატსა. 15. და განიჴსნნეს ოთხნი იგი ანგელოზნი, განმზადებულნი ჟამისა მისთჳს და დღისა და თჳსა და წელიწადისა, რაჲთა მოსრან მესამედი კაცთაჲ. 16. და რიცხჳ მჴედრობათაჲ მათ ცხენთაჲ ბევრნი ბევრთანი, მესმა რიცხჳ მათი. 17. და ესრეთ ვიხილენ ცხენნი იგი ხილვითა; და მსხდომარეთა მათ ზედა აქუნდა ჯაჭუები ცეცხლისა და ვაკინთისა და წუმწუბის სახენი; და თავნი ცხენთანი, ვითარცა თავნი ლომთანი; და პირთა მათთაგან გამოვალს ცეცხლი და კუამლი და წუმწუბაჲ. 18. სამთა ამათ წყლულებათაგან მოსწყდა მესამედი კაცთაჲ - ცეცხლისაგან და კუამლისა და წუმწუბისა, რომელ-იგი გამოვიდოდეს პირთაგან მათთა. 19. რამეთუ ჴელმწიფებაჲ იგი ცხენთაჲ მათ პირთა შინა მათთა არს და კუდთა, რამეთუ კუდნი მათნი მსგავს არიან გუელთა, და აქუს თავები და მით ავნებენ. 20. და სხუათა მათ კაცთა, რომელნი-იგი არა მოიკლნეს ამათ წყლულებათაგან, არა შეინანეს მათ საქმეთაგან ჴელთა მათთაჲსა, რაჲთამცა არა თაყუანის-სცემდეს ეშმაკთა და კერპთა ოქროჲსა და ვეცხლისა და ქვისა და შეშისათა, რომელთა ვერცა ხედვად ძალ-უც, ვერცა სმენად, ვერცა სლვად. 21. და არა შეინანეს კაცის-მკლველობათა მათთაგან და არცა მწამლველობათა მათთაგან, არცა სიძვისა მათისაგან, არცა მპარაობათა მათთაგან.
1. და მეხუთემან ანგელოზმან დასცა საყჳრსა, და ვიხილე ვარსკულავი, რომელი გარდამოვარდა ზეცით ქუეყანად, და მიეცა მას კლიტე ჯურღმულისა მის უფსკრულისაჲ. 2. და აღჴდა კუამლი ჯურღმულისა მისგან, ვითარცა კუამლი ცეცხლისა მოტყინარისაჲ, და დაბნელდა მზე და ჰაერი კუამლისა მისგან ჯურღმულისა. 3. და კუამლისა მისგან გამოვიდეს მკალნი ქუეყანად. და მიეცა მათ ჴელმწიფებაჲ, ვითარცა აქუს ჴელმწიფებაჲ ღრიაკალთა ქუეყანისათა. 4. და ითქუა მათა მიმართ, რაჲთა არა ავნონ თივასა ქუეყანისასა, არცა ყოველსა მწუანვილსა, არცა ხეთა, არამედ კაცთა, რომელთა არა აქუს ბეჭედი ღმრთისაჲ შუბლთა ზედა მათთა. 5. და მიეცა მათ, რაჲთა არა მოკლნენ იგინი, არამედ რაჲთა იტანჯნენ ხუთ თუე. და ტანჯვაჲ მათი, ვითარცა ტანჯვაჲ ღრიაკალისაჲ, რაჟამს უცის კაცსა. 6. და მათ დღეთა შინა ეძიებდენ კაცნი სიკუდილსა და ვერ პოონ, და სუროდის მოკუდომად და ივლტოდის მათგან სიკუდილი. 7. და მსგავსებაჲ იგი მკალთაჲ ესევითარი იყო: მსგავს იყვნეს ცხენთა, განმზადებულთა ბრძოლად. და თავთა ზედა მათთა, ვითარცა გჳრგჳნნი ოქროჲსანი, და პირნი მათნი, ვითარცა პირნი კაცთანი. 8. და აქუნდა თმები, ვითარცა თმანი დედათანი; და კბილნი მათნი, ვითარცა ლომთანი იყვნეს. 9. და აქუნდა ჯაჭუები, ვითარცა ჯაჭუები რკინისაჲ, და ჴმაჲ ფრთეთა მათთაჲ, ვითარცა ჴმაჲ ეტლთა ცხენთა მრავალთაჲ, რომელნი რბიოდიან ბრძოლად. 10. და აქუს კუდები, მსგავსი ღრიაკალთაჲ და საწერტელები. და კუდებითა მათითა აქუს ჴელმწიფებაჲ ვნებად კაცთა ხუთ თუე. 11. და აქუს მათ ზედა მეფედ ანგელოზი იგი უფსკრულისაჲ. სახელი მისი ებრაელებრ: ავადონ, ხოლო ბერძლებრ აქუს სახელი აპოლიონ. 12. ერთი იგი ვაებაჲ წარჴდა. აჰა ესერა მოვლენ ორნიღა ვაებანი შემდგომად ამისა. 13. მეექუსემან ანგელოზმან დასცა საყჳრსა თჳსსა, და მესმა ჴმაჲ ერთი ოთხთა მათ რქათაგან საკურთხეველისა მის ოქროჲსათა, რომელ არს წინაშე ღმრთისა, 14. რომელი ეტყოდა მეექუსესა მას ანგელოზსა, ვითარმედ: რომელსა-
ახ. ქართულით
1. მეხუთე ანგელოზმა ჩაჰბერა და ვიხილე ვარსკვლავი, რომელიც ზეცით ვარდებოდა ქვეყნად, და მიეცა მას გასაღები უფსკრულის ჭისა; 2. გააღო უფსკრულის ჭა და ამოვარდა კვამლი ჭიდან, როგორც ვეება ღუმელის კვამლი, და დაბნელდა მზე და ჰაერი ჭის კვამლისაგან. 3. გამოვიდა კვამლიდან კალიის გუნდი ქვეყნად, და მიეცა მას ხელმწიფება, მსგავსი იმისა, როგორიცა აქვთ მიწის მორიელთ. 4. და ითქვა მათ მიმართ, რომ არა ავნონ რა არც ბალახს მიწისას, არც მწვანილს რასმე და არც ხეს რასმე, არამედ მხოლოდ იმ ხალხს, რომელსაც არა აქვს ღვთის ბეჭედი შუბლზე. 5. და მიეცა მათ ნება, კი არ მოეკლათ, არამედ ხუთი თვე ეწამებინათ ისინი; ხოლო წამება მათგან, როგორც წამება მორიელისგან, როდესაც მოწყლავს კაცს. 6. იმ დღეებში სიკვდილს დაუწყებენ ძებნას კაცნი, და ვერ ჰპოვებენ; ინატრებენ, ნეტა მოვკვდეთო, მაგრამ სიკვდილი დაუსხლტება მათ. 7. ხოლო კალიები გარეგნობით ცხენებსა ჰგვანდნენ, საომრად გამზადებულთ, და თავს ედგათ გვირგვინი, როგორც ოქროსი; და სახე მათი, როგორც სახე კაცთა. 8. მათი თმები დიაცთა თმებს მოგაგონებდათ, კბილები კი მიუგავდათ ღოჯებს ლომისას. 9. ტანთ ეცვათ ჯაჭვნი, როგორც რკინისანი, და მათი ფრთების ხმა, როგორც ცხენმრავალ ეტლთა გრიალი, რომელნიც მიჰქრიან საომრად. 10. ნესტრიანი კუდები ჰქონდათ, მორიელთა კუდების მსგავსნი, ხოლო კუდებში -
IV. საღმრთო განგებულების გამოვლენის მეორე თანამიმდევრობა (თ. 7-11)
კალიები, ანუ აპოლიონის არმია (თ. 9:1-11)
1. მეხუთე ანგელოზმა ჩაჰბერა და ვიხილე ვარსკვლავი, რომელიც ზეცით ვარდებოდა ქვეყნად, და მიეცა მას გასაღები უფსკრულის ჭისა.
მეხუთე საყვირის შემდეგ იოანე ხედავს ვარსკვლავს, რომელიც "ზეცით ვარდებოდა ქვეყნად". "ციდან გადმოვარდნაში" იდუმალთმხილველი კვლავ ღმრთითდაშვებულ სასჯელზე მიანიშნებს. რა ვარსკვლავია ეს ციდან რომ გადმოვარდა? ღვთისმეტყველთაგან ზოგიერთნი მასში კეთილ ანგელოზს გულისხმობენ (მაგ. ანდრია კესარიელი), სხვები პირიქით, ამ ვარსკვლავში ბოროტ ანგელოზს, ანუ "ლუციფერს" ხედავენ, რომელიც ღმერთმა გადმოაგდო ციდან და ვინაც დედამიწაზე მრავალგვარი მწვალებლობები და განხეთქილებები გაავრცელა (პრიმაზიუსი, ავგუსტინე). არიან მესამენი, ვისი აზრითაც ციდან ვარსკვლავის გადმოვარდნაში "ეპისკოპოსები" უნდა ვიგულისხმოთ, რომლებიც ეშმაკის იარაღნი გახდნენ და ა. შ.
მაგრამ ეს და მათი მსგავსი განმარტებები დაშორებულია ტექსტის ბუკვალურ გამოხატულებას. იოანე ხედავს უბრალო ვარსკვლავს, მსგავსად იმისა, როგორც მან ადრე უზარმაზარი და ცეცხლით მოლაპლაპე და მთა (8:8) იხილა. როგორც მაშინ იყო ცხადი, რომ გამოცხადების მე-
და მიეცა მას გასაღები უფსკრულის ჭისა.
ციდან ჩამოვარდნილ ვარსკვლავს უფსკრულის ჭის გასაღები მიეცა. გამოთქმის ფორმა ამ მოვლენაში ზეციური განგების უშუალო მონაწილეობაზე უთითებს (შეად. 8:7, 8); ხოლო "გასაღების" ხსენება ძლიერებაზე მიანიშნებს (შეად. გამოცხ. 3:7). "გასაღები" უფსკრულის ჭისაა. "ჭა" აქ გამოყენებულია (შეად. იოანე 4:6, 11) თავისი ჩვეულებრივი მნიშვნელობით, -
"უფსკრული" უნდა განვასხვავოთ ჯოჯოხეთისგან (გამოცხ. 1:18; 6:8; ლუკა 16:23) და გეჰენიისგან (მათე 5:29; 1 პეტრე 3:19; იაკობი 3:6), სადაც იტანჯებიან ცოდვილნი. ამიტომაც უფსკრული, მოცემულ ადგილას, უნდა გავიგოთ, როგორც დემონთა ადგილსამყოფელი, სადაც ისინი ჩაკეტილნი არიან "გასაღებით", ანუ მოკლებულნი არიან თავისუფალ ქმედებას. ღმრთის განგებით დაცემული ვარსკვლავი კვლავ მიიღებს შესაძლებლობას გამოვიდეს დედამიწაზე და დატანჯოს ადამიანები.
2. გააღო უფსკრულის ჭა და ამოვარდა კვამლი ჭიდან, როგორც ვეება ღუმელის კვამლი, და დაბნელდა მზე და ჰაერი ჭის კვამლისაგან.
დედამიწაზე მის გამოსვლას იდუმალთმხილველი გამოხატავს "კვამლის" სახით, თანაც ეს "კვამლი" ისეთი სქელია, რომ "დაბნელდა მზე და ჰაერი ჭის კვამლისგან". ზოგიერთი კომენტატორი "მზეში" იესუ ქრისტეს და მის ეკლესიას გულისხმობს, ხოლო "მზისა და ჰაერის დაბნელებაში" წარმართობასა და მაჰმადიანობას, ან კიდევ ადამიანთა სულიერ დაბრმავებას, რომელიც ამა სოფლის სიამეებით ტკბობას არის მიძალებული; ზოგიერთთა შეხედულებით, ეს არის მწვალებლობები და ცოდვები, რომლებიც აბნელებენ ეკლესიის ბრწყინვალებას. მაგრამ უფრო სწორი იქნება ამ სიმბოლური ხილვის ნაკვთი, ანუ "მზისა და ჰარის დაბნელება ჭის კვამლისგან" განვიხილოთ, როგორც მომდევნო მუხლის ერთგვარი განმარტება.
3. გამოვიდა კვამლიდან კალიის გუნდი ქვეყნად, და მიეცა მას ხელმწიფება, მსგავსი იმისა, როგორიცა აქვთ მიწის მორიელთ.
იოანე ამბობს, რომ უფსკრულიდან ამოვიდა კვამლი, როგორც ვეება ღუმლიდან. მე-
1) სახელწოდება. "კალია" (ბერძნ. "აკრიდეს", "აკრის") ეს არის მწერების ერთ ერთი სახეობა, რომელიც თავისი გაუმაძღრობისა და უსწრაფესი გამრავლების წყალობით საშინლად ანადგურებს მცენარეულობას (გამ. 10:4; 14:15; ამოს. 7:1; იოველ 1:4). მაგრამ, იოანემ თუმც კი გამოიყენა კალიის სახელწოდება, იგულისხმა არა ის მწერი, რომელიც ამ სახელწოდებით არის ცნობილი. აპოკალიფსისის კალიის მსგავსება ჩვეულებრივ კალიასთან, სახელწოდებას არ სცილდება და აღნიშნულია, რომ ერთიც და მეორეც წარმოადგენს უზარმაზარ მასას, სწრაფად გადაადგილდება ერთი ადგილიდან მეორეზე და შეუძლია საშინელი ზიანის მიყენება. კალია მხოლოდ მოხერხებული სიმბოლოა, რომლითაც სარგებლობდნენ ძველი წინასწარმეტყველებიც და ახალი აღთქმის საეკლესიო მწერლებიც. მაგალითად, ჰერმესის "მწყემსში" ნათქვამია, რომ ერთ ერთ ხილვაში მან ნახა ცეცხლოვანი კალია, რომელიც მხეცის პირიდან გამოდიოდა.
2) იმის შემდეგ, რაც კალიის მსგავს განსაკუთრებულ არსებებს "კალია" უწოდა, იოანე იწყებს ამ ცნების შეზღუდვას. ის ამბობს, რომ "მიეცა მას ხელმწიფება, მსგავსი იმისა, როგორიცა აქვთ მიწის მორიელთ". მორიელი, ეს არის მავნე და შხამიანი ცხოველი, რომელსაც აქვს თვალები და რვა ფეხი, საცეცები და კუდი, კუდზე კი მოთავსებულია შხამიანი ნესტარი. ამ ბუკვალური მნიშვნელობით მორიელის სახელწოდება წმიდა წერილის მრავალ ადგილას არის გამოყენებული (გამ. 23:28; მეორე სჯლ. 8:15; იესუ ზირაქი 26:9; ლუკა 10:19; 11:22). გადატანითი მნიშვნელობით მორიელებად იწოდებიან: ბოროტმოქმედი და მავნე ადამიანები (ეზეკ. 2:6), ბოროტი ცოლი (იესუ ზირაქი 26:9), განსაკუთრებული სასჯელი (3 მეფ. 12:11, 14; 2 პარ. 10:11). როგორც ჩანს, იოანე მორიელის სახელწოდებას ღებულობს პირდაპირი მნიშვნელობით, როგორც ეს მომდევნო მუხლებიდან ჩანს, ამიტომაც, სიტყვებში "მიეცა მას ხელმწიფება" მორიელთა კაცთათვის საშიში და მომაკვდინებელი მოწყვლის უნარი იგულისხმება. სწორედ ეს ახასიათებს იოანე ღვთისმეტყველის მიერ ნანახ კალიის მსგავს არსებებს.
3) გარდა ამისა, ჩვეულებრივი კალიისგან ამ არსებებს კიდევ განასხვავებს ის, რომ მან ზიანი უნდა მიაყენოს არა მცენარეებს, არამედ ადამიანებს:
(4) და ითქვა მათ მიმართ, რომ არა ავნონ რა არც ბალახს მიწისას, არც მწვანილს რასმე და არც ხეს რასმე, არამედ მხოლოდ იმ ხალხს, რომელსაც არა აქვს ღვთის ბეჭედი შუბლზე.
აპოკალიფსური კალიის ასეთი თავისებურება გამომდინარეობს არა მისი ბუნებრივი თვისებიდან და მიდრეკილებიდან, არამედ ღმრთის განკარგულებიდან. "და ითქვა მისა მიმართ". დედამიწაზე მისი ქმედება შეზღუდულია ღმრთის ნებით, და მას პირდაპირ ეკრძალება რაიმე ზიანის მიყენება მცენარეულობისადმი. ეს უნდა უთითებდეს აპოკალიფსური კალიის განსაკუთრებულ და ბოროტ საქმიანობაზე, ასევე მის სპეციალურ დანიშნულებაზე, -
სავარაუდოდ, აქ იგულისხმება ის 144 000 აღბეჭდილი, რომლებიც ნახსენებნი იყვნენ გამოცხადების მე-
4) იმისთვის, რათა კალია განასხვავოს ჩვეულებრივი მორიელებისგან, რომლებიც თავიანთი ნესტრით სასიკვდილო ზიანს აყენებენ დამიანებს, მე-
(5) მიეცა მათ ნება, კი არ მოეკლათ, არამედ ხუთი თვე ეწამებინათ ისინი; ხოლო წამება მათგან, როგორც წამება მორიელისგან, როდესაც მოწყლავს კაცს.
რას უნდა ნიშნავდეს ეს? იმას, რომ კალიას თავისთავად არ გააჩნია საკმარისი ძალა მომაკვდინებელი ჭრილობების მისაყენებლად, თუ იმას, რომ მისი ძალა შეკავებულია ღმრთის ყოვლისშემძლეობით? ამას იოანე არ განგვიმარტავს, მაგრამ შეიძლება დავუშვათ უკანასკნელი, გამომდინარე იმ აქცენტირებიდან, რაც კეთდება სიტყვებზე "მიეცა მათ ნება". კალიას შეეძლება ადამიანთა დაზიანება და წამება მხოლოდ ხუთი თვის განმავლობაში. ეს ხუთი თვე არ უნდა გავიგოთ ზუსტად განსაზღვრული კალენდრული მნიშვნელობით. მხედველობაში თუ მივიღებთ იმ გარემოებას, რომ კალია ზაფხულის ხუთ თვეზე მეტ ხანს ნამდვილად ვერ ცოცხლობს (აპრილიდან აგვისტომდე ან მაისიდან სექტემბრამდე), უკეთესია ეს ხუთთვიანი პერიოდი მივიჩნიოთ მინიშნებად იმ დროზე, რომელიც კაცთათვის უცნობია, მაგრამ ცნობილია საღმრთო განგებულებისთვის. ეს არის ის პერიოდი, რაც საჭიროა ცოდვილთა დასაშინებლად და მათ გონს მოსაყვანად. ღმრთის სიმართლის წარმოსაჩენად მართალთა წინაშე.
შემდეგ, გვამცნობს რა ცოდვილთა ხუთთვიანი წამების შესახებ, იოანე მათ ტანჯვას მორიელის ნაკბენს ადარებს, თუმც ზუსტ შესატყვისობასაც არ აკეთებს: "ხოლო წამება მათგან, როგორც წამება მორიელისგან, როდესაც მოწყლავს კაცს". ეს ნიშნავს არა მარტო ტკივილის ხარისხს, არამედ მის ხანგრძლივობას და სირთულესაც. და თვით იოანე, რომელიც ადასტურებს "კალიის" მოქმედების მავნე ხასიათს, 6-
(6) იმ დღეებში სიკვდილს დაუწყებენ ძებნას კაცნი, და ვერ ჰპოვებენ; ინატრებენ, ნეტა მოვკვდეთო, მაგრამ სიკვდილი დაუსხლტება მათ.
იმდენად აუტანელი იქნება მათი ტანჯვა, რომ ადამიანები სიკვდილს ინატრებენ, მაგრამ ვერ ჰპოვებენ და "სიკვდილი დაუსხლტება მათ". ეს არის ახალი მინიშნება იმაზედ, რომ როგორც კალიის შემოსევა, ასევე მის მიერ მიყენებული უბედურებები არის ცოდვილთა დასასჯელი მათრახი უფლის ხელში; ეს არის მათრახი, რომელიც გამოყენებულია ცოდვილთა გონს მოსაყვანად და შესაგონებლად, და ამ სასჯელს ადამიანები ვერსად გაექცევიან.
5) აღწერა რა კალიის დანიშნულება 7-
7-
ამრიგად, "კალიები გარეგნობით ცხენებსა ჰგვანდნენ", მაგრამ არა ჩვეულებრივ ცხენებს, არამედ "საომრად გამზადებულთ". თუმცა, ეს მზადყოფნა შემოიფარგლება მხოლოდ მათი საომარი გარეგნობის აღწერით და არაფერია ნათქვამი მათ მხედრებზე, რომელთაც შეეძლოთ ემართათ ისინი მათი მოქმედების დროს (შეად. 9:17).
იოანე ხედავს, რომ კალიებს თავს ედგათ "გვირგვინნი, როგორც ოქროსი". აქ აქცენტი გაკეთებულია "გვირგვინზე" (და არა ოქროზე), ამიტომაც, უნდა ითქვას, რომ ეს გვირგვინები არ ჰგვანდნენ ჩვეულებრივ გვირგვინებს, რომელთაც იდგამდნენ ომსა და სპორტულ შერკინებებში გამარჯვებულნი. ამის საფუძველზე შეიძლება დავეთანხმოთ ზოგიერთ კომენტატორს იმაში, რომ "გვირგვინები" ეს ის ოთხი საცეცია, თავზე რომ ადგას ჩვეულებრივ კალიას. საგანთა მსგავსებაზე მითითება მიანიშნებს, რომ კალია მხოლოდ ემზადება ძლევამოსილი შებრძოლებისთვის და, რომ მისი გამარჯვება, როგორც წარსულში, ასევე მომავალში -
გვირგვინთა ასეთ წარმოდგენას შეესაბამება კალიის ფიზიონომიის აღწერაც. იოანეს გამოთქმა: "და სახე მათი, როგორც სახე კაცთა" უფლებას გვაძლევს ვიფიქროთ, რომ კალიის თავში "ადამიანური", უფრო სწორედ მსგავსი ადამიანურისა, იყო მხოლოდ ფიზიონომია; მაგრამ თვით თავის მოწყობილობა კალიასებური რჩება, თავზევე რჩება საცეცებიც. ყოველ შემთხვევაში, ადამიანის სახისადმი მიმსგავსება კალიის მსგავს არსებათა გონიერებაზე მიანიშნებს.
კალიის თმები, ალბათ მათი სისქისა და სიგრძის გამო, "დიაცთა თმებს მოგაგონებდათ", რაც კალიის ხასიათის ქალურობაზე მიანიშნებს. მაგრამ გარეგანი მოჩვენებითი სახე სრულიად საპირისპიროა მისი სასტიკი და სისხლისმსმელი ხასიათისა, რომელიც განისაზღვრება მინიშნებით: "კბილები კი მიუგავდათ ღოჯებს ლომისას".
ჯაჭვნი, რომელიც კალიას ემოსა, რკინის ჯავშანს ჰგავდა, რაც ახალი მოულოდნელობაა კალიის გარეგნობის აღწერაში. მისი გადაადგილება, რომელიც ფრთების საშუალებით ხდება, წააგავდა არა ცხენების ფლოქვების თქარუნს, არამედ ცხენმრავალ ეტლთა გრიალს.
10. ნესტრიანი კუდები ჰქონდათ, მორიელთა კუდების მსგავსნი, ხოლო კუდებში -
10-
6) კალიიის დახასიათების დამამთავრებელი მონახაზი, რომელიც განსაკუთრებულად აშუქებს მთელს ხილვას, მოცემულია მე-
11. მეფედ ჰყავდათ უფსკრულის ანგელოზი, და სახელი მისი ებრაულად აბადონ, ხოლო ბერძნულად აპოლიონ (ძვ. ქართ.: და აქუს მათ ზედა მეფედ ანგელოზი იგი უფსკრულისაჲ. სახელი მისი ებრაელებრ: ავადონ, ხოლო ბერძლებრ აქუს სახელი აპოლიონ).
იგავთა წიგნის 30-
თანაც, 11-
გამოცხადების 9:1 მუხლის განმარტებაში ითქვა, რომ უფსკრული არის დემონთა სამკვიდრო, შედეგად, კალიის მეფე უეჭველად უფსკრულიდან მოვლინებული, უფსკრულიდან წარმოგზავნილი უნდა იყოს. იქნება თუ არა ეს უფსკრულის რიგითი ანგელოზი ან თვით სატანა, როგორც უფსკრულის თავადი, ან კიდევ უფსკრულის დემონური ძალის გამომხატველი და მისი უფლებამოსილი ანგელოზი, მე-
ებრაულად მას "აბადონი", ბერძნულად კი -
ასეთია "კალია". ღმრთის განგებითა და დაშვებით, თვით ეშმაკის, ანუ სატანის უშუალო ხელმძღვანელობით, ის ამოდის უფსკრულიდან. მისი მიზანი და ამოცანაა აწამოს ყველა ადამიანი, ვინც აღბეჭდილი არ არის უფლის ბეჭდით. ერთსა და იმავე დროს, ის არის საომრად განწყობილი, მაგრამ ლაჩარი, სასტიკი, თუმც ქალური; მას აქვს უნარი თავისი კუდის ნესტარში მოთავსებული შხამით მოსწყლას ადამიანები. მისი საქმიანობის ხანგრძლივობა განისაზღვრება ხუთი თვით და ეს მოვლენა უეჭველად განეკუთვნება შორეულ მომავალს (მ. 6) (ანტიქრისტეს პერიოდს -
აქედან გამომდინარე, კალიაში, როგორც ღმრთის სასჯელში არ შეიძლება ვიგულისხმოთ იერუსალიმის დანგრევის დროინდელი იუდეველი ზილოტები, რადგან ეს ყოველივე უკვე წარსული იყო აპოკალიფსისის დამწერისთვის. ასევე არ შეიძლება მიღებულ იქნას ის შეხედულებები, რომლის მიხედვითაც კალიაში მოიაზრებენ ხალხთა გადასახლების პერიოდის წარმართობასა და ისლამის სისასტიკეს, ან ბარბაროსებს, რომელთაც დაანგრიეს რომის იმპერია, ან კიდევ სამხედრო ძალის გამანადგურებელი ძლიერებას. კალიის გამოჩენა არ არის კაცობრიობის უბედურების უბრალო, პოეტური სურათი.
თანამედროვე ღვთისმეტყველები ასევე ცდილობენ "კალიაში" (და აპოკალიფსისის სხვა მუხლებში) დაინახონ თანამედროვე სამხედრო-
ისინი მიიჩნევენ, რომ იოანე ღვთისმეტყველმა თავის ხილვაში ნახა სამხედრო ავიაცია და ტანკები. "ჩვენთვის ეს ტექნიკა ცხოვრების ჩვეულებრივი და განუყოფელი ნაწილი გახდა, ამიტომაც, ძნელი არ არის დავინახოთ ის გამოცხადების მიერ აღწერილ მოვლენებში. მაგრამ, დროზე ადრე, გასულ საუკუნეებში, როდესაც ეს ტექნიკა არ არსებობდა, თვით წმინდანებიც კი, ეს მადლმოსილი და ნათელი გონებანი, ვერ გვაძლევდნენ დანახულის სწორ განმარტებას. ჩვენ არ ვართ წმინდანები და ძველ მამებს ვერ აღვემატებით, მაგრამ ჩვენი უპირატესობა იმაშია, რომ ვცხოვრობთ იმ დროს, როდესაც უბრალოდ თვალწინ გვიდგას ეს ტექნიკა. აი, რატომ შეგვიძლია ჩვენ ყოველგვარი დაძაბულობის გარეშ დავინახოთ აპოკალიფსისში აღწერილ კალიასა და მხედრობაში ავიაცია და ტანკები. მოდი, დეტალურად განვიხილოთ, გამოცხადების 9-
1-
"ციდან ჩამოვარდნილი ვარსკვლავი", -
"ამოვარდა კვამლი ჭიდან, როგორც ვეება ღუმელის კვამლი", -
"და დაბნელდა მზე და ჰაერი ჭის კვამლისაგან" -
ამის შემდეგ იწყება ომისა და თანამედროვე ავიაციის აღწერა, კერძოდ ზებგერითი სამხედრო თვითმფრინავებისა, რომელსაც წმ. იოანემ "კალია" უწოდა.
3. გამოვიდა კვამლიდან კალიის გუნდი ქვეყნად, და მიეცა მას ხელმწიფება, მსგავსი იმისა, როგორიცა აქვთ მიწის მორიელთ.
"ხელმწიფებაში", მსგავსი იმისა, "როგორიცა აქვთ მიწის მორიელთ" იგულისხმება ქიმიური იარაღის ნერვულ-
4-
ამ ნერვულ-
7. ხოლო კალიები გარეგნობით ცხენებსა ჰგვანდნენ, საომრად გამზადებულთ.
ერთი წუთით თუ წარმოვიდგენთ სამხედრო აეროდრომს, სადაც რამოდენიმე რიგად ჩამწკრივებული თვითმფრინავები დგანან, ნამდვილად შეიქმნება საომრად გამზადებულ ცხენთა შთაბეჭდილება. "გამზადებულიო", ბრძანებს, რადგან თვითმფრინავები ჯერაც დგანან აეროდრომზე და ადგილიდან არ აფრენილან, თუმცა პილოტემბა უკვე დაიკავეს თავიანთი ადგილები.
და თავს ედგათ გვირგვინი, როგორც ოქროსი;
თვითმფრინავის კაბინა დამზადებულია გამჭვირვალე პლატიკისგან, რომელშიც კარგად ჩანს პილოტის თავი, რომელსაც შლემი ახურავს. აპოკალიფსისის მიღების დროს ამის არც წარმოდგენა იყო შესაძლებელი და არც აღწერა. აი, რატომ არის კაბინის შუშის ანარეკლი და შლემოფონი აღიქმება, "გვირგვინებად, როგორც ოქროსი".
და სახე მათი, როგორც სახე კაცთა.
დღეს ჩვენთვის ძნელი არ არის იმის გარკვევა, რომ თანამედროვე პილოტს თავზე ახურავს სკაფანდრი ან სპეციალური საფრენი კოსტიუმი, ხოლო შლემოფონის შუშის მიღმა ზის ცოცხალი ადამიანი. მაგრამ როგორი იქნებოდ ამის დანახვა 2000 წლის წინათ? იდუმალთმხილველი იოანე ხედავს ადამიანის სახეს რაღაც ძალზედ უცნაურ და მისთვის უჩვეულო საგანში, აი, რატომ ამბობს ის, რომ "კალიებს" ჰქონდათ სახე "როგორც კაცთა".
8. მათი თმები დიაცთა თმებს მოგაგონებდათ,
"დიაცის თმები", რომელიც "კალიას" ჰგონდა გაზის შლეიფია, რომელსაც თვითმფრინავები გამოჰყოფენ (ან ქიმტრეილები, რომელთაც ისინი აფრქვევენ -
კბილები კი მიუგავდათ ღოჯებს ლომისას.
აქ ლაპარაკია ბომბებსა და რაკეტებზე, რომლებსაც თვითმფრინავის ფრთებქვეშ ამაგრებენ და რაც თავისუფლად შეიძლებოდა აღქმულიყო "კალიის" "კბილებად". ხოლო იმის საჩვენებლად, რომ ეს იყო საკმაოდ დიდი კბილები, რაც საჭიროა თავდასხმისთვის, და არა პატარა, ითქვა კიდევაც: "კბილები კი მიუგავდათ ღოჯებს ლომისას" (ძვ. ქართ.: "კბილნი მათნი, ვითარცა ლომთანი იყვნეს").
9. ტანთ ეცვათ ჯაჭვნი, როგორც რკინისანი,
დღესაც კი მრავალ განათლებულ ადამიანს არ შეუძლია მოგვცეს ლითონების იმ ზუსტი შენადნობის შემადგენლობა, რომლისგანაც თვითმფრინთა კორპუსებს ამზადებენ. მაგრამ ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ ეს შენადგნობი არის ვერცხლისფერ-
და მათი ფრთების ხმა, როგორც ცხენმრავალ ეტლთა გრიალი, რომელნიც მიჰქრიან საომრად.
"კალიის" ფრთები -
ამრიგად, ეს ავტორები ფიქრობენ, რომ "კალია", ანუ სამხედრო ავიაცია თავისი მიწისქვეშა ბაზებიდან კაცობრიობას ბირთვული აფეთქების შემდეგ შეესევა. ამიტომაც, ბირთვული დაზიანების ადგილების ვერტმფრენებით გადალახვა მეტად საშიშია პილოტებისთვის, მაშინ როდესაც მაღლივმფრენი, ზებგერითი თვითმფრინავებისთვის ის სრულიად უსაფრთხოა.
10. ნესტრიანი კუდები ჰქონდათ, მორიელთა კუდების მსგავსნი,
თვითმფრინავებსაც აქვთ კუდები. ვერტმფენებსაც, თუმცა მათი კუდები უფრო მოკლეა.
ხოლო კუდებში -
ესეც პირდაპირ თვითმფრინავებზე მიუთითებს, რომელთაც კუდებში აქვთ კვამლი, რომლბიც თვითმფრინავების საკვამურებიდან გამოდის და ძალზედ წააგავს "ნესტარს". ეს მომენტიც უარყოფს "კალიაში" ვერტმფრენების მოაზრების შესაძლებლობას, რადგან მათ "ნესტარი" კუდებში არა აქვთ.
რადგან აქ აღწერილია კონკრეტული, ამქვეყნიური ომი, დროც ამქვეყნიურია -
11. მეფედ ჰყავდათ უფსკრულის ანგელოზი, და სახელი მისი ებრაულად აბადონ, ხოლო ბერძნულად აპოლიონ.
ეს არის მინიშნება იმაზე, რომ "კალიის" მთელი მხედრობა ექვემდებარება დემონთა თავადს, უფსკრულის ანგელოლზს და სატანის მთავარ თანაშემწეს, რომლის სახელი ებრაულადაც და ბერძნულადაც "წარმწყმედელს" ნიშნავს". არ არის შემთხვევითი, რომ "წარმწყმედელის" სახელი მოცემულია ორ ენაზე. ამით მინიშნებულია ის, რომ მიუხედავად იმისა, მეომარი მხარეები დაყოფილნი არიან ორ ბანაკად, ორივე მათგანის ხელმწიფე დემონთა მთავარია, რომელსაც დაავალებს სატანა ამ ომის წარმოებას".
ასეთია ზოგიერთი კომენტატორის შეხედულება. მიუხედავად მრავალი მსგავსებისა, ჩვენ მაინც ზემოთ უკვე ნათქვამ განმარტებას ვემხრობით, რომლის მიხედვითაც "კალია" უფსკრულიდან ამომავალი დემონური არმიაა, რომელსაც თვით სატანა მეთაურობს.
უნდა აღინიშნოს იოანეს გამოცხადების (აპოკალიფსისის) მე-
ანდრია კესარიელის, ეკლესიის სხვა მამებისა და თანამედროვე ღვთისმეტყველთა ნაწილი ასეთ განმარტებას აძლევენ ზემოთდამოწმებულ მუხლებს:
"ზოგიერთის აზრით, ციდან მიწაზე და სამსჯავროსათვის განკუთვნილ იოასაფის ველზე ჩამოვარდნილ ვარსკვლავში უნდა ვიგულისხმოთ კაცთა დასასჯელად გამოგზავნილი ღმრთის ანგელოზი; "უფრსკულის ჯურღმული" ნიშნავს გეჰენას; "მისგან გამოსული კვამლი" იმაზე მიანიშნებს, რომ ტანჯულნი ვერ იხილავენ მზეს და ჰაერს; "კალიები"მატლებია, რომელთა შესახებაც ბრძანებს წინასწარმეტყველი: " მატლი მათი არა დაესრულოს და ცეცხლი მათი არა დაშრტეს" (ესაია. 66:24), რათა "არა ავნონ თივასა ქუეყანისასა, არცა მწუანვილსა, ...არამედ კაცთა", რამეთუ ყოველი ქმნილება გათავისუფლდება ხრწნილებისგან, რომლის ტყვეობაშიც იყო ჩვენს გამო. "არამედ, რაითა იტანჯნენ ხუთ თთუე" ნიშნავს, რომ ცოდვილნი უმკაცრესად დაიტანჯებიან მხოლოდ გარკვეული პერიოდის განმავლობაში, შემდეგ კი უფრო მსუბუქად, მაგრამ დაუსრულებლად.
"ვარსკვლავი", ჩემი აზრით, ეს ღმრთის ანგელოზია, რომელიც ღმრთის მიშვებით გაათავისუფლებს ბოროტ დემონებს უფრსკულის ჯურღმულიდან, რამეთუ განკაცებულმა ქრისტემ მათ უთხრა, უწინარეს აღსასრულისა ქმნან თავიანთი საქმე, რომ შემდეგ სამარადისოდ დაიტანჯონ. "კვამლი" სიბნელეა, რომელიც თან ახლავს იმ ბოროტ საქმეებს, ეშმაკთა შთაგონებით რომ აღასრულებენ და ადამიანთა ტანჯვის უფლება მიეცემათ.
"მზისა და ჰაერის დაბნელება" ნიშნავს ადამიანთა სულიერ დაბნელებას, რომლებიც მათი ნათებით ტკბებიან, ან კიდევ სატანჯველებით აღძრულ სასოებას, რამეთუ ჭირსა და განსაცდელში მყოფთ ნათელიც ბნელად ეჩვენებათ. ფიქრში ჩადენილი ცოდვები მორიელივით კბენენ ადამიანს, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ბოროტ საქმეთა დასასრული სულიერი სიკვდილია, რომელსაც დაექვემდებარებიან ყველანი, რომელთა შუბლები არ არის აღბეჭდილი ღვთის ბეჭდით და განუნათლებელნი არიან წმიდა სულის მიერ, არ მიუღიათ წმიდა სულისა და ცხოველმყოფელი ჯვრის ნათელი, რათა, "ბრწყინევდიან", უფლის თქმით, "ნათელი მათი წინაშე კაცთა" (მათე 5:16).
"ხუთთვიანი ტანჯვა", ჩვენი აზრით, მის ხანმოკლეობაზე მიუთითებს, რადგან, როგორც უფალი ბრძანებს: "რომ არ შემოკლებულიყვნენ ის დღენი, ვერ გადარჩებოდა ვერც ერთი ძეხორციელი" (მათე 24:22). ან კიდევ, ერთგვარი ხუთეული დრო შეესაბამება ხუთ გარეგან გრძნობას, რომელთა ძალითაც მკვიდრდება ცოდვა ადამიანში, ან საერთოდ მიანიშნებს იმ განსაზღვრულ დროზე, რომელიც მარტო უფალმა უწყის" (წმ. ანდრია კესარიელი).
6. "იმ დღეებში სიკვდილს დაუწყებენ ძებნას კაცნი, და ვერ ჰპოვებენ; ინატრებენ, ნეტა მოვკვდეთო, მაგრამ სიკვდილი დაუსხლტება მათ". ეს სიტყვები ტანჯვის სიმძემეზე მიანიშნებს, რამეთუ სიკვდილს უკიდურესად გაწამებული ინარებს ხოლმე. მიუხედავად მათი სურვილისა, "სიკვდილი" მათ "დაუსხლტება", რაც მოწმობს იმას, რომ ის ღვთის ნებაზეა დამოკიდებული, რომელიც საჭიროდ მიიჩნევს, რომ ადამიანებმა, თავსდატეხილ ჭირთა სიმწარით თვით ამ უბედურებათა მიზეზი, ცოდვა შეიძულონ" (ანდრია კესარიელი).
7-
10-
არ ვეწინააღმდეგებით რა ამ სულიერ განმარტებას, აღვნიშნავთ, რომ არ გვაქვს საფუძველი, აპოკალიფსისის ზემოთხსენებული მუხლები გავიგოთ მხოლოდ სულიერი, სიმბოლური მნიშვნელობით და არ გავითვალისწინოთ ის, რაც ზემოთ ითქვა (ზოგიერთი კომენტატორის განმარტების გამოკლებით, რომლებიც მთელ ამ მოვლენებში თანამედროვე ტექნიკის მოქმედებას ჭვრეტენ. ამგვარი ეგზეგეტური ორიგინალურობისა და მსგავსების მიუხედავად, ეს მაინც ნაკლებად სავარაუდოდ მიგვაჩნია).
თუკი "კალიას", რომელიც უფსკრულიდან ამოდის, სატანა მეთაურობს, მაშინ ცხადია, რომ თვით "კალიაც", როგორც ამას ანდრია კესარიელიც წერს, უფსკრულის ბინადარი ბოროტი სულებია და დემონები არიან. წმ. იოანე გვამცნობს, რომ ღმრთის განგებით, სამყაროს აღსასრულის წინ ქვესკნელის საპყრობილიდან (გამოცხ. 20:7), ანუ იმ ბორკილებიდან გათავისუფლებულნი, უფალმა რომ დაადო მათ ბოროტებას, ბოლო ჟამს დედამიწაზე ამოვლენ კაცთა საცთუნებლად და სატანჯველად. მაგრამ ეს ტანჯვა შეეხება მხოლოდ მათ, ვისაც არ ექნება ძალა დემონთ განდევნისა. ხოლო ჭეშმარიტი და სრულყოფილი ქრისტეანების წინაშე, ვისაც მტკიცე აქვს ქრისტესადმი და მისი ჯვრისადმი რწმენა (მარკ. 16:17) და ღვთისმოსაობა, დემონები, ანუ "კალია" ვერაფერს დააკლებს.
ასევე უნდა ითქვას, რომ ბოროტ სულთა (აპოკალიპტური კალიის) თავისუფალი და განსაკუთრებული მოქმედება შესაძლოა დაშვებულ იქნას მხოლოდ სამყაროს აღსასრულის წინ, როდესაც ადამიანები თავიანთი უსჯულოებით ღირსნი იქნებიან ამგვარი სასტიკი სასჯელისა. ეშმაკი, უფსკრულის ეს ანგელოზი, მეფე კალიისა, მაშინ ანტიქრისტეს სახით პჰოვებს თავისი ბოროტების ღირსეულ გამომხატველს, რომელსაც, მოციქულის სიტყვისამებრ, ქმნის ძედ წარწყმედისა (დან. 9:27; 2 თესალონიკ. 2:3).
დაუშვებელია ანტიქრისტე გავაიგივოთ უფსკრულის ანგელოზთან, ხოლო ანტიქრისტეს მსახურნი -
12. ერთმა ვაებამ გადაიარა: აჰა, მოდის ამის შემდეგ ორი ვაება.
ეს არის "პირველი ვაება" (გამოცხ. 9:12), ის უბედურება, რომელიც თავს უნდა დაატყდეს მსოფლიოს და ქრისტეანულ საზოგადოებას. უკეთურებისთვის ეს ჭირი აუტანელ ტანჯვაში იქნება გამოხატული, რომელსაც თავს დაატეხავს მათ ყოვლად დაუკმაყოფილებელი და გაუმაძღარი სული, რომელიც ყოველთვის ეძებს მეტსა და მეტს, რადგან სასურველის მიღწევის ყოველგვარი სასოება დაუკარგავს; ხოლო ღვთისმოსავი ადამიანები, ვინც ღმრთის ბეჭდით არიან აღბეჭდილნი და ეშმაკის საცთურთა და მახეთათვის მიუწვდომელნი არიან, სულის სიმხნევესა და რწმენის სიმტკიცეს ინარჩუნებენ, მსოფლიოზე თავს დატეხილი საერთო ფიზიკური უბედურებებით, მსოფლიო მწუხარებითა და ცოდვილთა გარდაუვალი წარწყმედის შეგნებით დაიტანჯებიან; და ეს უბედურებები ქრისტეს მეორედ მოსვლამდე არ დამთავრდება.
რას ნიშნავს იოანეს გამოთქმა: "ერთმა ვაებამ გადაიარა"? ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ ხუთი თვის გასვლის შემდეგ ეშმაკისა და მისი დემონების გამხრწნელი და წარმწყმედელი მოქმედება შეწყდება? მაგრამ ამას ეწინააღმდეგება წმ. წერილი, რომელიც მოწმებს, რომ უკანასკნელი ჟამის ჭირვება, რომელიც სამყაროს აღსასრულის წინ დაიწყება, არა თუ არ შეწყდება, არამედ უფრო და უფრო გაძლიერდება... ის მხოლოდ ჩვენი ამქვეყნიური ცხოვრების დამთავრებისას შეჩერდება, როდესაც კაცობრიობა ახალ ცხოვრებაში გადავა.
ეს ჭირი არ იქნებ მხოლოდ ახალ მიწაზე (რომ. 8:21). და თუკი იოანემ არაფერი თქვა პირველი ოთხი საყვირის ჭირვებათა ხანგრძლივობაზე და მეხუთე საყვირის შემდეგ მოწევნული უბედურების დამთავრებაზე გვამცნო, მას მხედველობაში მხოლოდ საკუთარი თავი ჰყავდა, რადგან ღმრთის განგებულების იდუმალთმხილველი გახლდათ. პირველი ვაების დამთავრებაზე ის მის მიერ მიღებულ ხილვასთნ მიმართებაში ლაპარაკობს (და არა საერთოდ მის დამთავრებაზე). მას ასე უნდა ეთქვა, რადგან აღსაწერი აქვს მომდევნო ხილვა.