აპოკალიფსისი > განმარტება
არმაგედონი - ეს ადგილია, დროა თუ მოვლენაა?
(გამოცხ. 16:16)
"და შეკრიბეს ისინი იმ ადგილას, რომელსაც ებრაულად ჰქვია ჰარმაგედონი" (გამოცხ. 16:16)
თანამედროვე მასობრივ ცნობიერებაში სიტყვა "არმაგედონი" გახდა საზოგადო სახელი, რომელიც შეიძლება გამოიყენონ ნებისმიერი გლობალური კატაკლიზმის მიმართ, - და ეს ვითარება, უეჭველად, შესაძლებლობას არ იძლევა ცნება "არმაგედონი" აღქმულ იქნას მკაცრად ბიბლიური აზრით. მაგრამ ისინი, ვისაც ქრისტიანული ეპოქის პირველ საუკუნეებსი წაუკითხავს ან მოუსმენია იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადება, ამ სიტყვას არ უკავშირებდა ბირთვულ აფეთქებებს, მეტეორიტების ცვენას, ზომბი-ეპიდემიებს, უცხოპლანეტელთა შემოსევას და ა. შ., და ამ სახელწოდებაში მხოლოდ მეგიდოს გორაკს (მთას) ხედავდნენ, რომელიც განთავსებულია იზრეელის ველის სამხრეთ ფერდობზე, რომელიც იუდეველთათვის და პირველ ქრისტიანთათვის ცნობილია, როგორც ადგილი, სადაც მთელი ბიბლიური ისტორიის განმავლობაში მიმდინარეობდა მნიშვნელოვანი და საკმაოდ სახელოვანი ბრძოლები.
(იზრეელის ველი აერთიანებს ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს და მდინარე იორდანეს ველს, თანაც ჩრდილოეთ იზრეელის ველის ჩრდილოეთ ფერდობზე, პირდაპირ მეგიდოს მთის სამხრეთეთით, იმყოფება ქალაქი ნაზარეთი და მთა თაბორი, შეად. მთების - გებალისა და გარიზიმის განლაგებას).
ამდენად, მსაჯულთა ეპოქაში სწორედ იზრეელის ველში დებორამ და ბარაკმა მოიპოვეს გამარჯვება მრავალრიცხოვან მტერზე და უკეთური მხედართმთავრის სისარას რკინის ეტლებზე (მსაჯ. 4, 5):
"შეატყობინეს სისარას, რომ ბარაკ აბინუმის ძე თაბორის მთაზე იყო ასული. არისოთ კიშონის ხევთან იხმო სისარამ მთელი თავისი ეტლიონი, ცხრაასი დარკინული ეტლი და მთელი ხალხი, რაც კი ჰყავდა. უთხრა დებორამ ბარაკს: გაემზადე, რადგან მოვიდა ის დღე, როცა უფალი ხელში ჩაგიგდებს სისარას. თვითონ გიწინამძღვრებს უფალი. ჩამოვიდა ბარაკი მთიდან და ჩამოჰყვა ათი ათასი კაცი" (მსაჯ. 4:12-14).
"მოვიდნენ მეფენი, შეიბნენ; მაშინ შეიბნენ ქანაანის მეფენი თანაქში მეგიდოს წყლებთან, მაგრამ მცირედი ვერცხლიც ვერ მოიალაფეს. ციდან ებრძოდნენ, თავიანთი გზებიდან ებრძოდნენ ვარსკვლავები სისარას" (მსაჯ. 5:19-20).
(შეად. – "ვიხილე გახსნილი ცა და,
აჰა, თეთრი ცხენი და მისი მხედარი, რომელიც იწოდება სარწმუნოდ და ჭეშმარიტად, რადგანაც
სიმართლით განიკითხავს და იბრძვის. თვალები ცეცხლის ალს მიუგავდა, მრავალი გვირგვინი
ედგა თავზე და ზედ ეწერა სახელი, რომელიც არავინ იცის მის გარდა. სისხლით ნაღები სამოსით
იყო მოსილი, და სახელი მისი - ღვთისა სიტყვა. ციური ლაშქარი მისდევდა, თეთრ ცხენებზე
ამხედრებული და სპეტაკი და წმიდა ბისონით მოსილი" (გამოცხ. 19:11-14).
მეტიც, ამ ბრძოლის მსვლელობისას გაქცეული მხედართმთავარი სისარა დაეცა ჩვეულებრივი ქალის, ქაბერ კინეველის ცოლის, იაელის ხელით, - ხოლო ის მოკლულ იქნა ზუსტად ისევე, როგორც "ზღვიდან ამომავალი" მხეცი, ანუ "ჭრილობით თავში":
"მარცხენა ხელით პალოს დასწვდა, მარჯვენით უროს. მოუქნია სისარას, თავში დაჰკრა, გაუპო, საფეთქელი შეულეწა. მის ფეხებთან ჩაიკეცა, დაეცა, ვეღარ ადგა; მის ფეხებთან ჩაიკეცა, დაეცა; სადაც ჩაიკეცა, იქვე დაეცა განგმირული" (მსაჯ. 5:26-27).
(შეად.: გაიხსენეთ რა უთხრეს გველს ადამიანის
დაცემის შემდეგ: "... მტრობას ჩამოვაგდებ შენსა და დედაკაცს შორის, შენს თესლსა
და დედაკაცის თესლს შორის: ის თავს გიჭეჭყავდეს, შენ კი ქუსლს უგესლავდე!" (დაბ.
3:15); ასევე წინასწარმეტყველება კაცის ძეზე, ანუ "დედაკაცის თესლზე":
"რათა იესოს სახელის წინაშე მოიდრიკოს ყოველი მუხლი, ზეცისაც, ქვეყნისაც და ქვესკნელისაც"
(ფილ. 2:10)).
იქვე, იზრეელის ველზე, მდინარე ხაროდზე, გედეონმა მოიპოვა "საყვირის" გამარჯვება მადიამელთა და ამალიკელთა ჯარზე (მსაჯ. 6, 7), თანაც ამისთვის გედეონს ეყო სულ სამასი ჯარისკაცი, რომლებიც ისრაელის მზადყოფნასი მყოფ ათი ათასამდე მოლაშრეთაგან განსხვავებით სვამდნენ წყალს, ისიც პეშვიდან სვლიპავდნენ, ჩაუმუხლავად, და არა ჩამუხლულად წყალს დაწაფებულები (მსაჯ. 7:5-7):
"დაჰყო სამასი კაცი სამ რაზმად. ხელთ ყველას ბუკები და ცარიელი დოქები მისცა, დოქებში ანთებული კვარები ჩააწყობინა. უთხრა: მიყურეთ და თქვენც იგივე აკეთეთ. აჰა, დავიძრები ბანაკისაკენ და რასაც მე ვიზამ, თქვენც იგივე ჰქენით. როცა ბუკებს დავკრავთ მე და ჩემთან მყოფნი, თქვენც ბუკებს დაჰკარით მთელი ბანაკის ირგვლივ და იყვირეთ. (მახვილები) უფლისა და გედეონისა! მივიდა ბანაკთან გედეონი და მასთან მყოფი ასი კაცი, როცა შუა სახმილავი იწყებოდა და გუშაგები იცვლებოდნენ. ასტეხეს ბუკისცემა და დაამსხვრიეს დოქები, ხელში რომ ეჭირათ. ბუკსა ჰკრა სამივე რაზმმა და დაამსხვრია დოქები. მარცხენა ხელში კვარები ეჭირათ, მარჯვენაში - ბუკები. ახმიანებდნენ და გაჰყვიროდნენ: მახვილები უფლისა და გედეონისა!" (მსაჯ. 7:16-20).
რადგან ღამის ამ ბრძოლის დროს გედეონის სამასმა მეომარმა არა თუ საყვირებს დასცა, არამედ გატეხა მათ ხელთ არსებული დოქები შიგნით ანთებული კვარებით, - ეჭვი არ შეიძლება არსებობდეს, რომ ეს გასაოცარი და მნიშვნელოვანი გამარჯვება წინასწარმეტყველური აზრით აღწერდა ძველი სამყაროს უკანასკნელი დღის მოვლენას:
(შეად.: "იმ დღეს, როდესაც მოვა,
რათა განდიდებულ იქნეს თავის წმიდათა შორის და მიეგოს პატივი ყოველი მორწმუნისაგან..."
(2 თესალონიკ. 1:10; "რადგანაც ვფიქრობ, რომ აწინდელი ვნებანი არაფერია იმ დიდებასთან
შედარებით, რომელიც გამოვლინდება ჩვენში" (რომ. 8:18; მთ. 25:1-13; ლკ.
12:35)).
იზრეელის იმავე ველზე, კიშონის შენაკადთან, ღმრთის წინასწარმეტყველმა ილიამ სიცრუესა და ცრუმოწმობაში ამხილა, შემდეგ კი დაკლა ოთხას ორმოცდაათი "ბაალის წინასწარმეყველი":
"ჩამოვარდა უფლის ცეცხლი და შთანთქა აღსავლენი მსხვერპლი, შეშა, ქვები და მტვერი; ამოლოკა წყალიც, არხში რომ ესხა. დაინახა ეს მთელმა ხალხმა, პირქვე დაემხო და შეჰყვირა: ღმერთია უფალი! ღმერთია უფალი! უთხრა მათ ელიამ: შეიპყარით ბაალის წინასწარმეტყველნი! არავინ გაგექცეთ! მათაც შეიპყრეს და ჩაიყვანა ისინი ელიამ კიშონის ხევში და იქ დახოცა" (3 მეფ. 18:38-40).
ამასთან წყალთა საკვირველი ამოშრობა, რომლითაც იყო მორწყული ილიას სამსხვერპლო, წინასწარმეტყველური აზრით პირდაპირ შეესაბამება "ევფრატის წყლების დაშრობას", რომელიც გამოცხადების მოწმობათა თანახმად მოხდება მსოფლიოზე უკანასკნელი რისხვის მეექვსე თასის გადმოღვრისას, უშუალოდ არმაგედონის ბრძოლის წინ (ანუ, მთელი მსოფლიო უკეთურების საობლოო დამარცხების წინ (გამოცხ. 16:12)).
მეტიც, იდუმალი "გოგისა და მაგოგის" მხედრობა, რომელიც ნახსენებია გამოცხ. 20:4-ში, უნდა შეიკრიბოს არა რომელიღაც შემთხვევით ადგილას, არამედ ველზე, რომელსაც წინასწარმეტყველები "გოგის ურდოსხევს" უწოდებდნენ (ეზეკ. 39:11), - ანუ ამ მოწმობებშიც ლაპარაკია სწორედ იზრეელის ველზე, რომელიც არის მეგიდოს მთის გასწვრივ.
სხვა სიტყვებით, მთელი ბიბლიური ბრძოლები, რომლებიც მეგიდოს მთის შემოგარენში ხდება, გახლავთ ერთი და იმავე მოვლენის, ანუ უკანასკნელი დღის დიადი მსოფლიო ბრძოლის წინასახენი. ამიტომაც, მიუხედავად იმისა, რომ მოც. იოანე არმაგედონს ახსენებს, როგორც ბუკვალურ ადგილს, სადაც განადგურდება უკეთურების მსოფლიო მხედრობა, - ამ ადგილთან დაკავშირებულ ბიბლიურ მოვლენებში აღწერილია მრავალი არსებითი და საკმაოდ მნიშნელოვანი დეტალები, რომლებიც შესაძლებლობას არ გვაძლევენ ეს ცნება აღვიქვათ ლოკალური და ბუკვალური აზრით, არამედ მოწმობენ იმაზე, რომ მთელი მსოფლიო უკეთურების გლობალური და საბოლოო დამარცხება მოხდება აბსოლუტურად მოულოდნელად და უეცრად, მთელი დედამიწის მასშტაბით (ლკ. 21:34-35).
(აქ შეიძლება აღვნიშნოთ, რომ გამოცხადების წიგნის წინა თავებში უკანასკნელი ბრძოლის მოვლენებს შეესაბამებოდა "დიდი მიწისძვრის" ხატება, რომელიც მოხდება მეშვიდე საყვირის წინ და, რომელიც მოსწყლავს "გამძვინვარებულ წარმართებს", ასევე მოწმობა "აღთქმის კიდობნის" გამოჩენაზე, რომელიც წინ წაუძღვება ზეციურ მხედრობას, რომელიც "მსოფლიო იორდანეს" გადადის (გამოცხ. 11:13-19).
შემდეგში იგივე მოვლენები "გაიხსნება" გამოცხადების წიგნში ათი რქა-მეფის დამარცხების ხატებაში, რომლებიც ღვთაებრივ კრავთან საბრძოლველად გამოდიან (გამოცხ. 17:12-14); და მსოფლიო უკეთური მხედრობის განადგურების ხატებაშიც, რომელიც მოისპობა ღმრთის სიტყვის "პირის მახვილით", რომელიც აღსრულდება ""საქორწილო ნადიმის წინ" (გამოცხ. 19:11-21), და ასევე "გოგისა და მაგოგის" ლაშქრის განადგურების ხატებაში, რომელიც მოისპობა "ციდან გადმომავალი ცეცხლით" (გამოცხ. 20:7-9) და ა. შ.).
მასალა მომზადებულია საიტ "აპოკალიფსისის" რედაქციის მიერ მართლმადიდებლური .წყაროების.მიხედვით. 2025 წ.