განმარტება - იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადების სიმბოლოთა ბუკვალური აღქმის შესახებ - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > განმარტება
იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადების სიმბოლოთა ბუკვალური აღქმის შესახებ
უკანასკნელი ჟამის აპოკალიპტური მოვლენები
ვაგრძელებთ რა საუბრებს ზოგადად წმიდა ტექსტების, კერძოდ კი იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადების გააზრებისადმი მიდგომის შესახებ, აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ ბიბლიურ წინასწარმეტყველებათა ტექსტების მკაცრად ბუკვალური აღქმა "შეზღუდულ" გაგებას ვარაუდობს. ამგვარი მიდგომის მიხედვით ორ განსახილველ საგანში უმცირესი შეუსაბამობაც კი გამორიცხავს მათში ერთი მთლიანობის განჭვრეტას.
 
ხოლო სიმბოლური აღქმა, პირიქით, ვარაუდობს "შეკრებით" გააზრებას, რომლის თანახმადაც ზოგიერთი ბუკვალური განსხვავება ორ აღწერილ საგანს შორის, მათი აზრობრივი მსგავსების პირობებშიც, არა ურთიერთ საწინააღმდეგოა, პირიქით, ისინი ერთ, "განმავრცობელ" აზრში ერთიანდებიან; ანუ სიმბოლური მიდგომა, ბუკვალურისგან განსხვავებით, რთული ცნებების გააზრებისკენ მოძრაობას ვარაუდობს არა გამორიცხვის, არამედ განზოგადების, დამატებისა და შევსების გზით.
 
ამგვარად, მიუხედავად იმისა, რომ წმიდა წერილის ტექსტებისა და მნიშვნელობებისადმი ბუკვალური მიდგომა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ცთომილად იწოდოს, - სიმბოლურ წინასწარმეტყველურ სახეებთან მიმართებასი, რომლებიც აპოკალიფსისის მოწმობათა საფუძველში ძევს, ბუკვალური გაგებისადმი უგუნური მიდევნება ხშირად ის შინაგანი მახე ხდება, რომლის მეშვეობითაც ადამიანი, რომელსაც ესმის, რომ რთული ფრაგმენტის გაგების არანაირი სხვა მისაღები ვარიანტი არ გააჩნია, თავს იზღუდავს ამ ფაქტის აღიარების აუცილებლობისგან. ანუ, არსებითად ის სარგებლობს იმ არაკეთილსახოვენი მიზეზით, რომ მისთვის, ლოგიკისა და საღი აზროვნების თვალსაზრისით მისაწვდომი წაკითხვა სადავოდ ან აშკარად მიუღებლად გამოიყურება, - არასწორობაში საყვედურს ის თითქოსდა არ იმსახურებს თუნდაც იმ მიზეზით, რომ "ყველაფერში ბუკვალურობასთან არის შესაბამისობაში".
 
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, "მხოლოდ-ბუკვალური" მიდგომა ახასიათებთ მათ, ვინც ცდილობს იმ მნიშვნელობათა განმარტებას, თვითონაც რომ არ ესმის.

ამავდროულად ჭეშმარიტად ქრისტიანული მიდგომა ეფუძნება იმ გააზრებას, რომ წმიდა წერილის განმარტება არასწორია არა მაშინ, როდესაც ის აღარ არის ბუკვალური, არამედ მაშინ, როდესაც ის ამახინჯებს ნათქვამის ჭეშმარიტ აზრს. ასე რომ ბუკვალური მიდგომა იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადების ხატებათადმი უნდა მთავრდებოდეს ხილვათა სიტყვიერი აღწერის დონეზე, და არ შობდეს ფიზიკურ სამყაროში ყოველივე იმის ბუკვალურ გამოვლინებას, რაც წიგნის სიმბოლოებშია ასახული, თანაც სწორედ იმგვარი სახით, როგორი სახითაც ეს გამოეცხადა მას წინასწარმეტყველურ ხილვებში. მითუმეტეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ გამოცხადების ტექსტები საიმედოდ იცავენ მის მნიშვნელობებს უგუნურ-ბუკვალური განმარტებებისგან: შეუძლებელია წიგნის რომელიმე ფრაგმენტი ბუკვალურად იქნას "გადატანილ" ხილულ და შეგრძნებით რეალობაში ისე, რომ ჯანსაღი აზრისა და ქმნილი სამყაროს ფორმალური ლოგიკის ჩარჩოებში დარჩე.
(ხოლო თუ ყველა შესაძლო წესი და აზრი უგულებელყოფილი იქნება, - გონივრული და საფუძვლიანი ვარიანტების ნაცვლად მკითხველი მივა სრულიად ფანტასტიკური დასკვნების ქაოტურ კრებულამდე, რომელთა არსებობა შესაძლებელია მხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანური წარმოსახვა, რომელიც არ იზღუდება გონებით, საერთოდ შეუზღუდავი ხდება).
ასე, მაგალითად, მტკიცება, რომ "კალიაში" (გამოცხ. 9:1-11: "მეხუთე ანგელოზმა ჩაჰბერა და ვიხილე ვარსკვლავი, რომელიც ზეცით ვარდებოდა ქვეყნად, და მიეცა მას გასაღები უფსკრულის ჭისა; გააღო უფსკრულის ჭა და ამოვარდა კვამლი ჭიდან, როგორც ვეება ღუმელის კვამლი, და დაბნელდა მზე და ჰაერი ჭის კვამლისაგან. გამოვიდა კვამლიდან კალიის გუნდი ქვეყნად, და მიეცა მას ხელმწიფება, მსგავსი იმისა, როგორიცა აქვთ მიწის მორიელთ. ... Откр.9:7 ხოლო კალიები გარეგნობით ცხენებსა ჰგვანდნენ, საომრად გამზადებულთ, და თავს ედგათ გვირგვინი, როგორც ოქროსი; და სახე მათი, როგორც სახე კაცთა..." და ა. შ.) უნდა ვიგულისხმოთ თანამედროვე ვერტმფრენები ან ტანკები (გვხვდება ასეთი განმარტებებიც), - და ეს ერთ-ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ იცვლება ბიბლიური მეტაფორები ადამიანური ფანტაზიებით (ამასთან წმიდა წერილის განმარტების განუყოფელი ნაწილი ხდება სამხედრო ტექნიკის ფოტოსურათებიც, - ხოლო მხედველობის როლში, რომლის მეშვეობითაც ადამიანი უმზერს გამოცხადების სულიერ მნიშვნელობებს, გამოდის არა გონების მხედველობა, არამედ ის ორი თვალი, ადამიანის ცხვირის სიახლოვეს რომ არის განლაგებული).
 
მაგრამ "კალიის" ასეთი "გამიწიერებული" განმარტებაც კი არ შეიძლება მივიჩნიოთ ბუკვალურად. მკაცრად ბუკვალური გაგება, რომლის მიხედვითაც "აპოკალიფსური კალია" წარმოგვიდგება რკინის აბჯარასხმულ გიგანტურ კალიათა მხედრიონად, რომელთაც აქვთ, მორიელის კუდები, ადამიანის სახეები, ქალის თმები და ლომის კბილები, უფრო რადიკალურად გამოიყურება და საღი აზრისგან ძალიან შორს მდებარეობს.
(ცხადია, რომ უკანასკნელ ვერსიაში საერთოდ არ არსებობს რამენაირი განმარტება, რადგან სულიერი მნიშვნელობა შეცვლილია ადამიანური წარმოსახვით. შედეგად, თუკი ასეთი განმარტება რაიმეს გვიხსნის, მხოლოდ იმას, რომ "უფსკრულის კალია" წააგავს არა მწერებს, არამედ ცხენებს... რადგან ბუკვალურად ადამიანური სახეები და ლომის ნამდვილი კბილები ჩვეულებრივი ზომის კალიას უბრალოდ ვერ შეუთავსდება).
მეტიც, პირველ მაგალითში ("კალია-ვერტმფრენები") თვით "კომენტატორი" ჯერ კიდევ იაზრებს იმას, რომ ასეთი გაგება მისი საკუთარი ვერსიაა (ანუ დასაშვებად მიიჩნევს, რომ კალიის სიმბოლოში ასახულია სხვა რამ).
 
მაგრამ მეორე შემთხვევაში ადამიანი შეიძლება მთლიანად მიეცეს ილუზიას, რომ ერთი ასოთიც კი არ დასცილებია გამოცხადების ტექსტს და აბსოლუტურად დარწმუნებული შეიძლება იყოს, რომ მის ბუკვალურ განმარტებას მცდარს უწოდებენ მხოლოდ უმეცრები, ერეტიკოსები და ურწმუნოები (რის შესახებაც, სიტყვამ მოიტანა და, მრავალი ე. წ. "თვითშემოქმედი კომენტატორი" უცხადებს ყველა იმათ, ვინც გაბედავს და მათ ამგვარ "გააზრებაში" ეჭვს შეიტანს).
(გასაგებია, რომ ზემოთმოტანილი "განმარტებანი" სპეციალურად არის შერჩეული, იმის მისანიშნებლად, თუ როგორი პრობლემები შეიძლება წარმოქმნას ბუკვალურმა მიდგომამ, - და რომ რეალობაში "მკაცრად ბუკვალური" ვერსია შემოთავაზებულია იქ, სადაც ის, საღი აზრის თვალსაზრისით, მეტ-ნაკლებ მისაღებად გამოიყურება. მაგრამ ეს შენიშვნა არ ცვლის იმ ფაქტს, რომ თვით ყველაზე "გონივრული" ბუკვალური ვერსიებიც შეიძლება შორს იყონ ბიბლიური რეალობებისგან).
მთლიანობაში შეიძლება ვამტკიცოთ, რომ იოანე ღვთისმეტყველის მთელი წიგნის განხილვებში, ისევე როგორც მისი ცალკეული სიუჟეტის მნიშვნელობებზე საუბრებში, ბუკვალური მიდგომის ჩარჩოებში ვერც ერთი კომენტატორი ვერ გაძლებს და რომელიღაც ფრაგმენტების აბსოლუტურ-ბუკვალური წაკითხვიდან (შეგნებულად იქნება ეს თუ შეუგნებლად) მაინც სიმბოლურ გაგებამდე მიდის, რომელიც გამოცხადებაში განზოგადებულ და მეტაფორულ მნიშვნელობებს გულისხმობს.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადების "მკაცრად ბუკვალური" გაგება უბრალოდ არ არსებობს: მისი ამგვარი გააზრების ყველა შესაძლო ვარიანტი ამა თუ იმ დოზით სიმბოლურია, - და ერთმანეთისგან მხოლოდ შემოთავაზებულ სიმბოლურ განმარტებათა აბსტრაქციების დონით განსხვავდება.

მასალა მომზდებულია მართლმადიდებლური .წყაროს. მიხედვით.
Назад к содержимому