განმარტება - "მთებისა" და "მაღლობების" ბიბლიურ სიმბოლოთა მნიშვნელობა - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > განმარტება
"მთებისა" და "მაღლობების" ბიბლიურ სიმბოლოთა მნიშვნელობა
ტაძარი სინას მთაზე
მთა (მთები) - ერთ-ერთი გავრცელებული და მყარი ბიბლიური სიმბოლოა, რომლის მნიშვნელობა პირდაპირ არის დაკავშირებული წინა პუბლიკაციასთან, სადაც ვილაპარაკეთ ბაირაღთა და საყვირთა მნიშვნელობებზე.
 
მაგრამ, თუკი ბაირაღი და საყვირები საკმაოდ სპეციფიკური საგნებია, რაც იმთავითვე გკარნახობს მათ განხილვას, როგორც იმგვარ სიმბოლოებს, რომელთა მიერაც იხატება სიმბოლური მნიშვნელობა, - "მთები" და "გორაკები" თავიანთი ბუკვალური მნიშვნელობი ბუნებრივი ლანდშაფტის ბუნებრივ ნაწილს წარმოადგენენ, რომლებიც დაკავშირებული არ არიან ისრაელი ხალხის არც ტაძართან, არც მღვდლობასთან და არც კანონებთან და განწესებებთან ძველი აღთქმისა.
 
ასე რომ, ის მეტაფორული მნიშვნელობები, რომლებიც ახასიათებთ ბიბლიურ "მთებსა" და "მაღლობებს", შეიძლება შეუმჩნეველნი დარჩნენ.
 
მიუხედავად ამისა, "მთელი" ძველი აღთქმის წმიდა ტექსტებში საკმაოდ სპეციფიკურად გვხვდება. მათ შეიძლება ცვალონ თავიანთი სიმაღლე და სტატუსი (იხ. მაგალითად, მიქა 4:1), მათ შეიძლება მიმართო სიტყვით, მათ შეუძლიათ აღასრულონ გონივრული მოქმედებანი, და მეტიც, შვან ძენი და ასულნი (როგორც, ეს არის, მაგალითად, ესაია 66:8-ში). ანუ "მთებისა" და "გორაკების" ცნებებთან მიმართვებს თან ახლავს განსაზღვრული "ლოგიკური" მოწმობები, რომლებიც უთითებენ იმაზე, რომ მსგავსი სახეებით მეტაფორულად არის დახატული ესა თუ ის
 
ასე, მაგალითად, "მთების" ხატებასთან მიმართვით წმ. წერილი "უფლის სახლს" წარმოგვიდგენს მთად, რომელიც "ყველა მთის მეთაურად" დგას, - ანუ მას სამყაროში უზენაესი ხელმწიფება და ძალა უპყრია.
 
"უკანასკნელ დღეებში იქნება, რომ მთების თავში დამყარდება უფლის სახლის მთა; გორაკებზე მაღლა აღიმართება და მისკენ დაიწყებენ დენას ხალხები" (მიქა 4:1, იგივე იხ. ესაია 2:2).
 
იმავე მნიშვნელობებს მიმართავს მოციქული პავლეც ეფესელთა მიმართ მიწერილ ეპისტოლეში:
 
"რომლითაც იმოქმედა ქრისტეში, მკვდრეთით აღადგინა და მარჯვნივ დაისვა ცაში, ყველა მთავრობასა თუ ხელმწიფებაზე, ყველა ძალსა თუ უფლებაზე, ყველა იმ სახელზე მაღლა, სახელად რომ ითქმის არა მარტო ამ საწუთროში, არამედ მომავალშიც; ყველაფერი ფეხქვეშ გაუგო და დაუმორჩილა, და მისცა მას მთავრობა ყოველი ეკლესიისა" (ეფეს. 1:20-22).
 
გარდა ამისა, ზუსტად იგივე მნიშვნელობებია ასახული სახარებისეულ მოწმობებში იმის შესახებ, რომ უახლოესი მოვლენები სრულიად შეცვლიან იმ "სულიერ ლანდშაფტს", რომელიც დამახასიათებელი იყო სამყაროსთვის ძველ აღთქმაში:
 
"ანნასა და კაიაფას მღვდელმთავრობისას გაისმა სიტყვა ღმრთისა იოანეს, ზაქარიას ძის მიმართ, უდაბნოში. დადიოდა იგი იორდანეს მთელ შემოგარენში და ქადაგებდა ნათლის ღებას სინანულისას ცოდვათა მისატევებლად. როგორც დაწერილია ესაია წინასწარმეტყველის სიტყვათა წიგნში: ხმა უდაბნოში მღაღადებლისა: გაამზადეთ გზა უფლისა, გაასწორეთ მისი ბილიკნი. ყოველი ხევი ამოივსება და ყოველი მთა და ბორცვი დამდაბლდება; მრუდე გასწორდება და ფლატე გავაკდება. და ყოველი ხორცი იხილავს მხსნელობას ღმრთისას" (ლუკა 3:2-6).
 
მაშასადამე ნებისმიერი ხელისუფლების საზღვრები და შესაძლებლობები, ასევე ზოგადი "ძალთა შეფარდება" ადამიანთა გარემოში, და გარესამყაროში, ახალ აღთქმაში განიცდის კარდინალურ ცვლილებას, - ასე რომ განსაზღვრული მომენტიდან ვერავინ და ვერაფერი შეუშლის ხელს ადამიანს "დედამიწის ნებისმიერი წერტილიდან" იხილოს ხატი ღმრთისა, და მიმართოს მას სახსნელად, საცხოვნებლად, შეად.:
 
"და ყოველი ხორცი იხილავს მხსნელობას ღმრთისას" (ლუკა 3:6).
 
"... მთების თავში დამყარდება უფლის სახლის მთა; გორაკებზე მაღლა აღიმართება და მისკენ დაიწყებენ დენას ხალხები" (მიქა 4:1).
 
თანაც იმისთვის, რათა ეს ყველაფერი შესაძლებელი გახდეს, ზოგიერთი განსაკუთრებულად ამაყი "მთა" დაკარგავს თავის ოდითგანდელ ძლიერებას, - და ჩვეულებრივ "დაბლობად" იქცევა, შეად.:
 
"რა ხარ შენ, დიდო მთაო ზერუბაბელის წინაშე? გასწორდები, გამოიტანს მთავარ ლოდს და შესძახებენ: მადლი, მადლი მას!" (ზაქარია 4:7).
 
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, "მთებისა" და "გორაკების" მყარი სიმბოლოების მიერ წმიდა ტექსტები მოწმობენ იმას, რომ ახალაღთქმისეული სულიერმა ცვლილებებმა მიწის პირზე არ დატოვეს "დაბლობები", საიდანაც ადამიანი ვერ იხილავდა ცას და "ბაირაღს სიონის თავზე", - არც ისეთ "მთებს", რომლებიც შეინარჩუნებდნენ ხელმწიფებას და ძალას, რომელიც შემძლე იქნებოდა კაცტა მზერისგან "დაეკეტა" ქრისტე მაცხოვრის ხატება (შეად.: - "ყოველი ხევი ამოივსება და ყოველი მთა და ბორცვი დამდაბლდება; მრუდე გასწორდება და ფლატე გავაკდება" (ლუკა 3:5).
(რადგან ახალი აღთქმის დამტკიცების დროს ფიზიკური მთების მასივები არ გადაქცეულან დაბლობებად, ხოლო მათი ლოკალური ნგრევა ბუნებრივი პროცესების ჩარჩოებში მიმდინარეობდა, სრულიად ცხადია, რომ ის "ლანდშაფტური" ცვლილებები, რომელზეც წმიდა წერილი მოწმობს, ხდებოდა და ხდება არა ფიზიკურ, არამედ სულიერ სამყაროში).
მსგავსი მეტაფორული აზრი იხსნება წინასწარმეტყველ იერემიას წიგნშიც, სადაც უკვე ჩვენს პუბლიკაციებში ნახსენები "მსოფლიო ბაბილონი" "წარმწყმედელ მთად", "მთელი დედამიწის გამპარტახებლად" იწოდება, რის გამოც ეს "მთა" "გადაგდებული იქნება კლდიდან" და ცეცხლს მიეცემა:
 
"აჰა, შენზე მოვდივარ, დამღუპველო მთაო, ამბობს უფალი, მთელი ქვეყნის დამღუპველო; ხელს მოგიღერებ და კლდეზე გადმოგაქცევ და გადაბუგულ მთად გაგხდი" (იერემია 51:25).
 
ხოლო სტროფი ესაიას წინასწარმეტყველებიდან, სადაც ერთდროულად ნახსენებია "ბაირაღი მთებზე" და "საყვირთა დაცემა"ს, "მთების" სიმბოლური გაგების გათვალისწინებით წარმოადგენს მოწმობას ახალი აღთქმის ყველაზე არსებითი ნიშნებისა:
 
"ქვეყნიერების მკვიდრნო და მიწის ბინადარნო, თვალი გეჭიროთ, როცა დროშა აღიმართება მთებზე და ყური უგდეთ, როცა ბუკს დაჰკრავენ!" (ესაია 18:3).
 
რაც შეეხება იოანე ღვთისმეტყველის წიგნს, - ისიც მიმართავს "მთების" ბიბლიურ ცნებას, და ამ ხატებას სრულიად სიმბოლური აზრით წარმოგვიჩენს. ასე, მაგალითად, "მეძავისა და მხეცის" აღწერისას იოანე ასახელებს "შვიდ მთას", რომლებზეც, როგორც ნათქვამია, "ზის" მეძავი (გამოცხ. 17:9). თანაც იმის გათვალისწინებით, რომ თვით "მეძავი" წარმოადგენს "დიდ ბაბილონს" (გამოცხ. 17:18; 18:2-3), ხოლო რიცხვ "შვიდს" გააჩნია სიმბოლური მნიშვნელობა, რომელიც სისრულესა და აღრიცხვის სრულყოფილებაზე მიანიშნებს, - "შვიდ მთის სისრულე" იმაზე უთითებს, რომ იდუმალთმხილველი ხედავს "მხეცზე ამხედრებულ" არა რომელიმე ბუკვალურ მიწიერ დასახლებას, არამედ "უკეთურების მსოფლიო ქალაქს" (ანუ მსოფლიო ბაბილონის სისავსეს).
 
გარდა ამისა, ყველაზე ზოგადი აზრით შეიძლება აღვნიშნოთ, რომ ძველი აღთქმის წერილისგან განსხვავებით, იოანე ღვთისმეტყველის ზეციურ ხილვებში არ არის ორი განყოფილი მნიშვნელობა, რომლისგან პირველი უთითებდეს რომელიმე ბუკვალურ მოვლენაზე, რომელიც შეზღუდული მასშტაბით მიმდინარეობდა ან მიმდინარეობს ხილულ სამყაროში, - მეორე კი წარმოადგენდეს სიმბოლოს, რომლითაც მსგავსი მოვლენები მთელი სამყაროს მასშტაბით იხატება.
 
წმ. წერილის ბოლო წიგნი მოწმობს ერთადერთ რეალობაზე, მოიცავს ყველა შესაძლო მოვლენას და პროცესს, - ანუ ახალი აღთქმის დროების მთელ გლობალურ სულიერ რეალობას.
 

მასალა მომზდებულია მართლმადიდებლური .წყაროს. მიხედვით.

თემატურად მსგავსი პუბლიკაციები: იხ. სარჩევში
Назад к содержимому