აპოკალიფსისი > განმარტება
რას ირეკლავს აპოკალიფსისის ჩვენეული გააზრება?
ისე მოხდა, რომ ადამიანის სუბიექტური შეხედულება იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადების მნიშვნელობათა გაგების საფუძვლიანობასთან აიგება იმის შეფასებით, თუ რამდენად პასუხობენ შეთავაზებული განმარტებები ადამიანში უკვე არსებულ შინაგან კითხვებს.
მაგრამ თუ მსგავს შეფასებებზე ობიექტურად ვიმსჯელებთ, ადამიანთა უმრავლესობა დაგვეთანხმება იმაში, რომ გამოცხადების იდუმალ წინასწარმეტყველურ მნიშვნელობებთან მიმართებაში მარტო საკუთარ შეგრძნებებსა და მოლოდინზე დაყრდნობა არასწორია.
გარდა ამისა, ყოველი ადამიანი, ამა თუ იმ დონით შეიგნებს, რომ მისთვის არსებული კითხვები პირდაპირი გაგრძელებაა მისი საკუთარი გულისხმისყოფისა და შეხედულებებისა.
ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ადამიანს სურს და ყველა ეძიებს იმ ცოდნას, რომლებიც "წინდაწინვე" შეფასებულია მათ მიერ, როგორც სასარგებლონი, საჭირონი და მნიშვნელოვანნი, - ზოგიერთ შემთხვევაში ამა თუ იმ საგნის მათი კერძო გააზრება უბრალოდ შესაძლებლობას არ აძლევს მათ ჩამოაყალიბონ ის კითხვები, რომელთა აპსუხებიც მიაახლებდნენ მათ სასურველ მიზანს.
რაც შეეხება მორწმუნე ადამიანებს, - ქრისტიანებს ესმით, რომ ადამიანში არსებული ცოდნა და შეხედულება ყველაზე ხშირად არასრულყოფილია, ზოგჯერ კი აშკარად მცდარიც. აქედან კი გამოდის, რომ ზოგიერთი საკითხი, რომლებზე პასუხებსაც ვეძებთ, შეიძლება იმდენად არაკორექტული იყოს, რომ მათზე სწორი პასუხები უბრალოდ არც არსებობდეს.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რადგან გაურკვევლობა ვლინდება არა მარტო გაჩენილ კითხვებზე პასუხთა არარსებობაში, არამედ თვით საკითხთა უზუსტობასა და მცდარობაში - ადამიანმა, რომელიც ობიექტური აზროვნებისკენ ილტვის, აუცილებელია დაუშვას შესაძლებლობა იმისა, რომ ის კითხვები გამოცხადების წიგნში, რომელთა მიერაც ეძებს იგი მასში არსებულ სავარაუდო მნიშვნელობებს, არ წარმართავენ მას შემეცნებისკენ, არამედ ირეკლავენ უკვე მასში არსებულ არასწორ გააზრებასა და შეხედულებებს.
(ხოლო ყველაზე
"მძიმე" შემთხვევები მოწმობენ იმ შინაგან საძირკველთა არაჯეროვან მდგომარეობაზე,
ომლებზე დაყრდნობითაც ეძიებს ადამიანი ამა თუ იმ კითხვას).
ამასთან წინა პუბლიკაციებში მოტანილი იყო უამრავი არგუმენტი იმ მტკიცებულების სასარგებლოდ, რომ გამოცხადების ცალკეული მოვლენები თავისთავად ვერ განიმარტებიან, თუკი არ იქნებიან განხილულნი სწორედ იმ სტატუსსა და როლში, რომელიც ამ მოვლენებისთვის ახალაღთქმისეულ წინასწარმეტყველურ მნიშვნელობათა ზოგად პანორამაშია გამოყოფილი. ეს კი ნიშნავს, რომ ყოველი, ვინც აპირებს მისთვის წარდგენილი განმარტების სისწორის დადგენას ამ განმარტებათა საკუთარ შინაგან მოლოდინებთან შეფარდებით, აბსოლუტურად დარწმუნებული უნდა იყოს, რომ სწორად ესმის იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადების ყველა მნიშვნელობა.
ასეა თუ ისე, არ არის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გამოცხადების ყველაზე იდუმალი დეტალებისა და წვრილმანების როლი, რომლითაც პირველ რიგში ინტერესდება მის მკითხველთა უმრავლესობა. ეს ცალკეული ფრაგმენტები და დეტალები "დამხმარე" როლს ასრულებენ, და მოწოდებულნი არიან თან ეახლონ ძირითად აზრობივ მონახაზებს, დააზუსტონ დამატებითი ასპექტები, მიუთითონ არსებითი ვითარებები და ა. შ.
მაგრამ წიგნის საზოგადო კომპოზიცია, ასევე მის სიმბოლოთა და სიუჟეტთა შინაგანი ლოგიკა, უფრო მასშტაბური მნიშვნელობების ნაწილია, რომელთაც განეკუთვნებიან:
- მოწმობა უფლის პიროვნებასა და მისიაზე;
- ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებათა მრავალრიცხოვანი სიმბოლოსა და წინასწარმეტყველების ახალაღთქმისეული მნიშვნელობების გახსნა;
- ახალაღთქმისეული ჭეშმარიტებების მაცხოვნებლობის დამტკიცება;
- ახალაღთქმისეული სულიერი რეალობის სხვადასხვა ასპექტების უწყება და ა. შ.;
რადგან ნებისმიერი ტექსტის არსი, მითუმეტეს მთელი წიგნისა, მდგომარეობს არა მის ცალკეულ დეტალებსა ან ფრაგმენტებში, არამედ მის ზოგად, მთვარ, ფუძემდებლურ მნიშვნელობებში, - ცალკეულ სიმბოლოთა და მოვლენათა ჭეშმარიტი აზრი, რომლებიც იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადებაშია მონიშნული, უნდა ვეძებოთ ძირითად ახალაღთქმისეულ მნიშვნელობათა სფეროში, რომელიც არა მარტო გამოცხადებისთვის, არამედ მთელი წმიდა წერილისთვის არის დამახასიათებელი.