აპოკალიფსისი > განმარტება
სამსჯავრო დიდი მეძავისა, რომელიც "ზედ აზის მრავალ წყალს"
(გამოცხ. 17:1-2)
"მოვიდა ერთი ანგელოზი იმ შვიდთაგან, რომელთაც აქვთ შვიდი თასი, და მითხრა: მოდი და გიჩვენებ სამსჯავროს დიდი მეძავისას, რომელიც ზედ აზის მრავალ წყალს; რომელთანაც ისიძვეს ქვეყნიერების მეფეებმა და ქვეყნის ყოველი მკვიდრი დაითრო ღვინით მისი სიძვისა" (გამოცხ. 17:1-2).
რადგან შვიდი ანგელოზის ზეციური თასები, რომლებიც აღწერილია 15-ე და 16-ე თავებში, აღვსილი იყო ღვთის უკანასკნელი რისხვით, სრულიად ცხადია, რომ მოვლენები ხილულ ქვეყნიერებაზე ხილვათა თანმიმდევრულად რომ განვითარებულიყო, 17-ე თავის დასაწყისისთვის ღვთის რისხვა უკვე აღსრულებულიც უნდა ყოფილიყო, "დარწყულებულიც" და "დამთავრებულიც" (გამოცხ. 15:1; 16:17). მაგრამ 17-ე თავის დასაწყისში "ერთი ანგელოზი იმ შვიდთაგან, რომელთაც ჰქონდათ შვიდი თასი" იდუმალთმხილველს აჩვენებს, რომ "დიდი მეძავი" დაისჯება რისხვით, - ამიტომაც მიმდინარე მოვლენის აღქმა "ახალ" მოვლენად და "ახალ" სამსჯავროდ, რომელიც უკვე იმის შემდეგ აღესრულება, რაც მსოფლიოზე გადმოღვრილ იქნა უკანასკნელი რისხვის შვიდი თასი, არასწორი იქნებოდა.
მეტიც, ის ვითარება, რომ ბაბილონის მეძავის საბოლოო დაცემის პანორამებს მოც. იოანეს უჩვენებს ერთ-ერთი ანგელოზი იმ შვიდთაგან, რომელთაც "აქვთ" (და არა "ჰქონდათ") შვიდი ზეციური თასი, გვკარნახობს, რომ მეძავის სამსჯავრო (თთ. 17 და 18) და შვიდი ანგელოზის ხილვა (თთ. 15 და 16) აღვიქვათ, როგორც ერთი და ერთიანი მოვლენა.
კიდევ ერთი მოწმობა ყველა "უკანასკნელ სამსჯავროთა" და ყველა გლობალურ რყევათა, აზრობრივ და წინასწარმეტყველურ ერთობაზე, რომლითაც მთავრდება ძველი სამყაროს ისტორია, მდგომარეობს იმაში, რომ ანგელოზი არ მიმართავს მეძავს მხილებებითა და დარიგებებით, და არ იყენებს სხვა ღონისძიებებს, მიმართულს მის სახსნელად, არამედ მაშინათვე აცხადებს მეძავს "დიდ მეძავად", - ხოლო ყველაფერი შემდგომ თქმული გამოიყურება, როგორც საბოლოო და საბრალდებო განაჩენი, რომელიც არ გადაიდება, არ გადაიტანება, არამედ დაუყოვნებლივ აღსრულდება.
(რადგან ანგელოზის სიტყვები ისე ჟღერს, თითქოსდა "დიდი მეძავის" მთელი ურჯულოება და დანაშაულობანი უკვე ცნობილია მათთვის, ვისაც მოუწევს გამოცხადების წიგნის წაკითხვა, ასე რომ მისი დანაშაული გასაგებია და ცხადი, - ამ მეძავის სამსჯავროც წარმოგვიდგება იოლად წარმოსადგენ და მოსალოდნელ მოვლენად.
მიუხედავად ამისა, ზოგიერთი კომენტატორი ვერ პოულობს ბაბილონის მეძავის "წინაისტორიას" ვერც ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებებში, ვერცგამოცხადების წიგნის ხილვებსა და მოწმობებში).
რაც შეეხება თვით "მეძავს", - ის იდუმალთმხილველს წარმოუდგება, როგორც "მრავალ წყალზე მჯდომი", თანაც უეჭველია, რომ ეს "მრავალი წყალი" უთითებს არა დედამიწის რომელიმე "გეოგრაფიულ" ადგილზე, არამედ მის სულიერ საფუძველზე და მისი არსებობის ფორმაზე (მეთოდზე) (რადგან ეს ხომ ის ქალი-უკეთურებაა, რომელსაც "სახლი აქვს ბაბილონში" და იქ "თავის საფუძველზე დგას" (ზაქ. 5:8-11)). და შემდეგ გამოცხ. 17:3-ში, ასევე გამოცხ. 17:9-სა და 17:15-ში ეს არსებითი დეტალი (ანუ მეძავის ყოფნა სწორედ "მრავალ წყალზე") იღებს წინასწარმეტყველურ გაგრძელებას, - ხოლო მოწმობებში მისი დაცემის შესახებ, იხსნება მნიშვნელობები, რომლებიც აერთებს "ძველ" (ანუ იმათ, რომელთაც გამოცხადების წიგნმა უკვე მიმართა) და "ახალ" (ანუ ისეთს, რომლებიც პირველად ჩნდება სწორედ 17-ე და 18-ე თავებში) ძველაღთქმისეულ სიმბოლოებს დაკავშირებულთ ქვეყნიერებასთან და კაცობრიობასთან, რომელთაგან ყველაზე აშკარაა წინასწარმეტყველ ეზეკიელის წიგნში ნახსენები "დიდი ქალაქის ტვიროსის" "სულიერი მდგომარეობა" და საბოლოო ხვედრი (ეზეკ. 26 - ეზეკ. 27).
(ფინიკიელთა ქალაქი ტვიროსი იდგა კუნძულზე აღმოსავლეთ შუამდინარეთში, და ბუკვალური ბაბილონი მდებარეობდა ევფრატის შენაკადებში, მდინარე ტიგროსიდან მცირე დაშორებით, - ასე რომ ორივე ეს ქალაქი შეიძლება მივიჩნიოთ "მრავალ წყალზე მჯდომებად", შეად. – "აღმართეთ ბაირაღი ბაბილონის ზღუდეთა წინააღმდეგ; ... დიდი წყლების პირას დამკვიდრებულო, განძმრავალო, მოვიდა შენი აღსასრული, ბოლო მოეღო შენს სიხარბეს!" (იერ. 51:12-13).
მაგრამ, როგორც შემდეგში გამოჩნდება, "მეძავი ბაბილონის" მსგავსება უკეთურ ტვიროსთან ამ ვითარებით არ შემოიფარგლება).
გარდა ამისა, საკმაოდ ნიშანდობლივია, რომ მეძავის სიმბოლო, რომელიც ზის "მრავალ წყლებზე", პირდაპირ საწინააღმდეგოა ქალის სიმბოლოსი, რომელიც "შემოსილი იყო მზით", და რომელიც არის "კრავის პატარძალი" (გამოცხ. 21:9), რადგან ოდნავ ადრე ციდან მიწაზე გადმოგდებულმა გველ-დრაკონმა "თავისი პირიდან მდინარესავით ამოუშვა წყალი ქალის კვალდაკვალ, რათა წაეღო იგი მდინარეს" (გამოცხ. 12:15), ანუ იმის იმედით, რომ ეს მდინარე "წარიტაცებდა" ქალს და "წაიღებდა მას ზღვისკენ". მაგრამ ქალს, რომელმაც შვა ყრმა, გამოესხა "დიდი არწივის ფრთები" და "მიწის" შეწევნით თავის იხსნა არა მარტო ურჩხულისგან, არამედ მის მიერ პირიდან ამონთხეული "უკეთური წყლებისგანაც" (გამოცხ. 12:13-16), - ხოლო "წყლებზე მჯდომი" მეძავი იმყოფება სწორედ იმავე მდგომარეობაში, რომელიც კაცობრიობისთვის განიზრახა გველ-ურჩხულმა (თანაც შემდეგში ეს "უკეთური წყლები" იძენენ "წითელი მხეცის" ფორმას (გამოცხ. 17:3, 7), ხოლო ყველაფერი, რაც გარშემო ხდება, ისე გამოიყურება, რომ ურჩხულის პირიდან ამონთხეული წყალი თითქოსდა ქალს ატარებს არა მარტო სიმბოლურად, არამედ ბუკვალური გაგებით).
რადგან 17-ე და 18-ე თავებში არაერთხელ არის ნახსენები დიდი მეძავისთვის დამახასიათებელი "სიძვის ღვინო", რომლითაც მან დაათრო მიწიერი ხელისუფალნი და საერთოდ ყველა, ვინც კი დედამიწაზე ცხოვრობს (გამოცხ. 17:2; 188:2, 6), - ეს სიმბოლო გამოცადების ხილვას აკავშირებს ძველაღთქმისეულ წინასწარმეტყველებებთან, რომლებიც მიმართულია "მსოფლიო ამპარტავანი კაცისადმი" (ამბაკ. 2), ასევე "სიტყვისადმი ბაბილონის შესახებ" იერემიას წიგნიდან (შეად.: "ოქროს თასი იყო ბაბილონი უფლის ხელში მთელი ქვეყნის დამათრობელი; მის ღვინოს სვამდნენ ხალხები, რის გამოც აღიძრნენ წარმართნი" (იერ. 51:7).
მეტიც, წინასწარმეტყველი ესაია მოწმობს იმის შესახებ, რომ არამატერიალური "უკეთურების ღვინისადმი" დამღუპველ მიდრეკილებასთან არის დაკავშირებული სრულიად განსაკუთრებული თრობა, რომლის შედეგადაც ყველა "ეროვნული ღირებულებები" არა თუ იგმობა, არამედ ბუკვალური აზრით ჩადიან "პირდაღებულ" ქვესკნელში:
"ვაი მათ, დილაადრიანვე დასალევს რომ ეძებენ და გვიანობამდე ღვინით ხურდებიან! ებანი, ქნარი, დოლი, სტვირი და ღვინო მათი ლხინია; არ უყურებენ ღვთის საქმეს და მისი ხელის ნამოქმედარს ვერ ხედავენ. ამიტომ დატყვევდება ჩემი ერი უგუნურებისთვის; მისი დიდებულები შიმშილით გაწყდებიან და მის მდაბიორებს წყურვილი გაახმობს. ამიტომაც გაფართოვდა შავეთი და ხახა უსაზომოდ დააფჩინა. ჩახდება იქ მისი დიდება და უხვება, მისი შვება და ლხენა; მოდრკება ადამის ძე და კაცი დამცირდება, ამპარტავანთა თვალი დაიხრება" (ეს. 5:11-15).
არსებითად გამოცხადების წიგნში აღწერილია ის სიმბოლური სურათი, სადაც უკეთურებისადმი საყოველთაო მორჩილების შედეგად მეძავის მატარებელი მხეცი ჰპოვებს საყოველთაო აღიარებას და თაყვანისცემას (შეად.: "და თაყვანი სცა მას დედამიწის ყოველმა მკვიდრმა, რომელთა სახელებიც, ქვეყნიერების დასაბამიდან, ჩაწერილი არ არის სიცოცხლის წიგნში კრავისა, რომელიც დაკლულ იქნა" (გამოცხ. 13:8), - ხოლო საბოლოო ხვედრი "მხეცის წყლებისა", რომელზეც ზის "დიდი მეძავი", შეესაბამება უკეთური მდინარის საბოლოო ხვედრს, რომელიც გამოდის ურჩხულის პირიდან (გამოცხ. "მიწა შეეწია ქალს: განახვნა ბაგენი და შთანთქა მდინარე, რომელიც ურჩხულმა ამოუშვა პირიდან..." (გამოცხ. 12:15-16, შეად.: "... გაფართოვდა შავეთი და ხახა უსაზომოდ დააფჩინა. ჩახდება იქ მისი დიდება და უხვება, მისი შვება და ლხენა" (ეს. 5:14).
(ამასთან, როგორც ეს ზემოთ აღინიშნა, მრავალ წყალზე მჯდომი დიდი მეძავის სიმბოლო ყველა აზრით შეესაბამება "დიდ ქალაქ ტვიროსს", რომელიც "ზღვის კუნძულებზე" იდგა, "ზღვის გულში" იყო მისი საზღვრები და უკეთურ ვაჭრობას აწარმოებდა მთელ ქვეყნიერებასთან (ეზეკ. 27)).
მასალა მომზადებულია საიტ "აპოკალიფსისის" რედაქციის მიერ მართლმადიდებლური .წყაროების.მიხედვით. 2025 წ.