აპოკალიფსისი > განმარტება
"უკეთურ ქალაქთა" ბიბლიური სიმბოლოს წინასწარმეტყველური მნიშვნელობა
რადგან მოვლენათა მსოფლიო
"წაკითხვა", რაც იერუსალიმის დანგრევას უკავშირდება,
აყალიბებს ბიბლიურ წინასწარმეტყველურ მნიშვნელობას, რომელიც მსგავსია სოდომისა, ეგვიპტისა,
იერიქონისა, ბაბილონისა, ტვიროსისა, ნინევიისა, მაგოგისა და სხვა, - ამგვარ მნიშვნელობათა
რიგში მოიაზრება განსაზღვრული "უკეთური ერთიანობა". ეს კი ნიშნავს, რომ მოვლენები,
რომლებიც ბიბლიურ ქალაქებთან და სამეფოებთან არის დაკავშირებული, და ისტორიული (ბუკვალური)
აზრით მთელი ასწლეულებით არიან დაშორებულნი ერთურთს, განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან
მონაწილეთა შემადგენლობითაც და "როლებითაც", მათი შინაგანი მდგომარეობებითაც
და მოტივებითაც, ასევე მათი თანმდევი დეტალებითაც და ვითარებებითაც, და ა. შ. კრებითი
აზრით ისინი შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც ერთი და იგივე მნიშვნელობა, რომელიც წარმოადგენს
მთელი ძველი სამყაროს საბოლოო ხვედრს და აგრეთვე ყველა მათისას, ვინც უარყოფს ცხონებას,
რომელიც კაცობრიობას უფალ იესუ ქრისტეში მოევლინა.
დეტალებსა და წვრილმანებში, რომლებიც დაკავშირებულია ყოველ ასეთ ხატებასთან, მოცემულია სიმბოლოთა პრაქტიკულად ამოუწურავი სიღრმე, - ამიტომაც ეს ყოველივე ჩვენს პუბლიკაციებში წარმოდგენილია სქემატურად, შეზღუდულად ისე, რომ ნახსენებია მხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვანი პარალელები და ანალოგიები.
მიუხედავად ამისა, ამ მნიშვნელობების თვით გამარტივებული მომოხილვაც, რომლებიც აღწერილია "უკეთურ ქალაქთა" სახეებში, შესაძლებლობას გვაძლევს ვამტკიცოთ, რომ ყველა მათგანი გამოცხადების წიგნის ახალაღთქმისეული მოწმობების განუყოფელი ნაწილია).
ამასთან უეჭველია, რომ ძველაღთქმისეულ დროში მსგავსი კრებითი მნიშვნელობები დაფარული რჩებოდა, ხოლო ბიბლიური მოწმობის ძალა მოიპოვეს მხოლოდ მაშინ, როდესაც "ქვეყანაზე" და "ზეციურ სამყაროში" აისახა ახალი აღთქმის სულიერი რეალობა. მაგრამ განსაზღვრული ერთობა სამყაროსა და კაცობრიობის სხვადასხვა სახეებს შორის უკვე ძველაღთქმისეულ პერიოდში იქმნებოდა, - და, უკვე მაშინ, ამ სახეებში გამოსჭვიოდა მრავალი წინასწარმეტყველური ასპექტი.
მაგალითად, სამყაროსა და კაცობრიობის ყველა ძველაღთქმისეულ სახეში არსებობს ორი ბიბლიური მოწმე. სოდომის განადგურების წინ ეს იყო ორი ანგელოზი (დაბ. 19:1); ეგვიპტიდან გამოსვლის წინ ესენი იყვნენ - მოსე და
გარდა ამისა, უკეთურებისა და ურწმუნოების დასჯის ყველა წინასახოებრივ მოვლენებში ჯერ (რწმენის მეშვეობით) აუცილებელი თანმიმდევრობით ხდება გადასარჩენთა გამოყოფა წარსაწყმედთაგან.
ასე, მაგალითად, სოდომის განადგურების მოვლენებში მართალი ლოტი თავის ოჯახთან ერთად "წინასწარ" გამოიყოფა სოდომის უკეთურ მცხოვრებთაგან მით, რომ მას პირადად აუწყებენ ქალაქის მომავალ განადგურებაზე (ისევე, როგორც ქრისტიანებიც წინასწარ უწყებულნი არიან ქვეყნიერების მომავალი დაღუპვის შესახებ), - შემდეგ კი საერთოდ სასწაულებრივად განერიდებიან ქალაქს, თითქოსდა ფრთებზე ატაცებულნი. შეად.:
"თქვენ ნახეთ, რა დავმართე ეგვიპტეს, როგორ აგიტაცეთ არწივის ფრთებით და ჩემთან მოგიყვანეთ" (გამ. 19:4).
"მიეცა ქალს ორი ფრთა ვეება არწივისა, რათა გარიდებოდა ურჩხულს და გაფრენილიყო უდაბნოში, თავის ადგილას" (გამოცხ. 12:14).
ეგვიპტიდან გამოსვლის მოვლენებში ისრაელი ხალხი ერთი მეორის მიყოლებით განცალკევდება ყველა გარშემომყოფთაგან, - ის ხომ, ეგვიპტელთაგან განსხვავებით, თავიდანვე უწყებულია მოსეს მიერ, თუ რა და რატომ უნდა მოხდეს; და, სანამ ფარაონი ხალხს მონობაში აჩერებს, ისრაელიტელთაგან არავინ ევნება "ეგვიპტური სასჯელებისგან"; შემდეგ კი "ყრმათა მომსვრელი" გვერდს აუქცევს ებრაელთა სახლებს (შეად. - ებრ. 11:28).
(ამასთან თვით ეგვიტპიდან გამოსვლა, ანუ ძველაღთქმისეული პასექი, არის რჩეული ერის პირდაპირი და არაორაზროვანი გადარჩენა ფარაონის მონობისგან, და ყოველივე იმისგან, რაც მასთან იყო დაკავშირებული. მეტიც, მონობას გამოქცეულ ისრაელს დადევნებული ეგვიპტის ჯარი უკანასკნელ ადამიანამდე შემთხვევით როდი იღუპება სწორედ "ზღვის სიღრმეში").
იერიქონის დანგრევის
დროსაც მხოლოდ რაჰაბმა იცის, თუ რა ელოდება მიუდგომელი ზღუდის მიღმა მდებარე ქალაქს.
ამიტომაც, საიდუმლოდ გაუშვებს რა ღმრთის ხალხს, ის გამოცალკევდება იერიქონის დანარჩენი
მცხოვრებლებისგან, და თავის სარკმელს გამოაბა და გამოჰფინა მეწამული თოკი (იესუ ნავე
2:18), - რის შედეგადაც განადგურებას გადაარჩინა საკუთარი თავიც, და მისი ოჯახის ყველა
წევრიც.
(აქ შეიძლება შევნიშნოთ, რომ "მეწამული თოკი", რომელიც რააბმა თავის სარკმელზე გამოჰფინა, აზრით შეესაბამება ებრაელთა სახლების წირთხლებისა და კარისთავების ცხებას პასქალური მსხვერპლის სისხლით, რაც გამოსვლის მოვლენებში "პირმშოთა ამოწყვეტისგან" იცავდა ისრაელის სახლებს (გამ. 12:7-30; ებრ. 11:28).
ბაბილონის ტყვეობის დაწყებამდე ყველა ისინი, ვინც მორჩილად მიდის ბაბილონს, გაფრთხილებულია ტყვეობაში მათი ხანგრძლივი, მაგრამ საკმაოდ მშვიდობიანი ცხოვრების შესახებ, - მათ ხომ თან მიჰყვება აღთქმა, რომლის თანახმადაც 70 წლის შემდეგ ეს ტყვეობა დასრულდება. ამასთან 70 წელი სიმბოლურად წარმოადგენს ადამიანის მიწიერი ცხოვრების ვადას. შეად.:
"ჩვენს წელთა რიცხვი სამოცდაათი წელიწადია, ხოლო ჯანმაგრობის დროს - ოთხმოცი წელიწადი; და ამათგან უმეტესი ჯაფა და უსამართლობაა, რადგანაც სწრაფად გაივლიან და ჩვენ მივფრინავთ" (ფსალმ. 89:10).
ხოლო ისინი, ვინც ეწინააღმდეგება ღმრთის პირდაპირ განსაზღვრებას, და ცდილობს ეგვიპტეში დამალვით გაექცეს ტყვეობას (უფრო ზუსტად, ეგვიპტეში დაბრუნებას, სადაც ისრაელი უკვე იყო, თანაც მონურ მდგომარეობაში), - ასეთ გაქცევაში თავს კი არ უშველეს, არამედ სიკვდილი მოიპოვეს:
"ყველა, ვინც კი ეგვიპტეში დასარჩენად წასვლას გადაწყვეტს, გაწყდება მახვილით, შიმშილით და შავი ჭირით; ვერავინ გადარჩება მათგან და ვერავინ გაექცევა უბედურებას, რასაც მათ დავათევ" (იერ. 42:17).
იერუსალიმის დანგრევის დროსაც ქრისტეს მორწმუნე ებრაელებმა დროულად დატოვეს რომაელი ლეგიონერების მიერ ალყაშემორტყმული ქალაქი, - და ამგვარად გამოეყვნენ იმათ, ვინც დარჩა განწირული იერუსალიმის კედლებში და იქ დაიღუპნენ.
გარდა ამისა, გამონაკლისის გარეშე ყველა ძველაღთქმისეულ "ისტორიულ" სახეებს, რომლებიც ახალაღთმისეულ რეალიებს, ცოდვისა და ურწმუნოების საბოლოო განადგურებას გვიხატავენ, წინ უსწრებდა წყალობა (ცხონების ქადაგება), - მაგრამ ეს მაცხოვნებელი ქადაგება უარყოფილ იქნა.
ასე, მაგალითად, ცოდვებში დანთქმული სოდომი არ განადგურდებოდა, მასში არა თუ ათი მართალი კაცი (შეად.: დაბ. 18:32), არამედ თუნდაც ერთი არამართალი მაინც აღმოჩენილიყო, ვინც შეისმენდა მართალი ლოტის ქადაგებას (დაბ. 19:6-7).
ბაბილონი დაინგრა მხოლოდ "გაფრთხილების შემდეგ": შემაგონებელი წინასწარმეტყველური ქადაგება მიმართული იყო მისდამი ბევრად ადრე, სანამ მასზე აღსრულდებოდა უკანასკნელი და საბოლოო სამსჯავრო (შეად.: "ვმკურნალობდით ბაბილონს და არ განიკურნა; მოეშვით და წავიდეთ ჩვენ-ჩვენ ქვეყანაში, რადგან ცას მისწვდა მისი სასჯელი და ღრუბლებამდე აიწია" (იერ. 51:9)).
მაგრამ დაჟინებითი და ხანგრძლივი შეგონების ყველაზე მკაფიო მაგალითი, რომელიც მიმართული იყო ყველაზე გამოუსწორებელ უსჯულოთადმი, გახლავთ ძველაღთქმისეული გამოსვლის სიმბოლოები და მოვლენები. აკი "ეგვიპტური" მოვლენების დასაწყისშივე მოსე და აარონი არაერთხელ სთხოვენ ფარაონს გამოიჩინოს კეთილი ნება, და გაუშვას ღმრთის ერი "შეთანხმებისამებრ".
შემდეგ ფარაონის სამეფოს თავს ატყდება მრავალჯერადი და საკმაოდ მტკივნეული, თუმცა არამომაკვდინებელი სასჯელები, - რომელთა მიუხედავად ფარაონი მაინც არ ეშვება ბოროტებას, და მანამდე არ მოეგო გონს, სანამ არ მოვიდა წარმწყმედელი, და ეგვიპტემ დაკარგა ყველა თავისი პირველშობილი.
თუმცა, ამ უმძიმეს სასჯელსაც კი ვერ ვუწოდებთ საბოლოო სამსჯავროს: ზღვის უფსკრულში ფარაონის და მისი მხედრობის დაღუპვა მოხდა მხოლოდ იმის შემდეგ, რაც ისინი დადევნენ მათგან გასულ ისრაელს, რადგან ცდილობდნენ კვლავ მოექციათ ისინი მონობისკენ. ასე რომ, გამოსვლის მოვლენათა სრულ პანორამაში "ათი სასჯელი" იმდენად სასჯელად არ გამოიყურება, როგორც შეგონებად, რომლის ჩარჩოებში ეგვიპტეს ევლინებოდა "მაცხოვნებელი სნეულებანი" (შეად.: "ხოლო ყოველივე ეს სალმობათა დასაბამია" (მათე 24:8), რომელიც მას აძლევს დროს და შესაძლებლობას გაუშვას ისრაელი (რომელიც, სხვათა შორის, მთელი ამ დროის განმავლობაში იტანჯებოდა უსასტიკეს და არაადამიანურ მონობაში), - და მით თავი აარიდოს საკუთარ სამწუხარო აღსასრულს.
ასე რომ, გამოსვლის მოვლენათა სრულ პანორამაში "ათი სასჯელი" გამოიყურება არა იმდენად, როგორც სასჯელი, რამდენადაც შეგონება, რომლის ჩარჩოებში ეგვპტეს მოევლინა "მაცხოვნებელი სნეულებანი" (შეად. "ყოველივე ეს სალმობათა დასაბამია" (მათე 24:8)), რომელიც მას დროს აძლევს გაუშვას ისრაელი (რომელიც, სიტყვამ მოიტანა და, მთელი ამ დროის განმავლობაში სასტიკ და არაადამიანურ მონობაში იტანჯებოდა), - და მით თავიდან აიცილოს სამწუხარო ხვედრი.
მაგრამ ყველაფერი ამაო გამოდგა: ფარაონის "გასასტიკებული გულის" გამო მაცხოვნებელი შეგონებანი ჯერ უგულებელყოფილ იქნა, შემდეგ კი სრულიად და საბოლოოდ უარყოფილ. შეად.:
"ადი გალაადს და ბალზამი მოიტანე, ეგვიპტელო ქალწულო! ამაოდ ახვავებ წამლებს, არ განიკურნები! (იერ. 46:11).
(ამასთან სრულიად ცხადია, რომ ყოვლისმპყრობელს ოდენ ისრაელისთვის რომ ეზრუნა, - ეგვიპტის "გასანეიტრალებლად" საკმარისი იყო თუნდაც ერთი "ულმობელი" სასჯელი).
რაც შეეხება ბუკვალურ იერუსალიმს, - იქ თვით უფლისა და მისი მოციქულების ქადაგების შესახებ მოწმობს ახალი აღთქმის წმიდა წერილის უდიდესი ნაწილი. მეტიც, როგორც ყველა ადრე მოხსენიებულ მოვლენებში, რომლებიც დაკავშირებულნი იყვნენ "დიდ ქალაქებთან" და "დიდ სამეფოებთან", სინანულის ქადაგებით იერუსალიმის მიმართავდა კაცობრიობის ორი უდიადესი მოწმე: იოანე ნათლისმცემელი და თვით უფალი იესუ ქრისტე (შეად.: მათე 11:20-24; ლუკა 10:12-16).
მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ისრაელს არც ძალის და არც სრულყოფილების მიხედვით მსგავსი არაფერი სმენოდა და ენახა, - ხალხის უმეტესმა ნაწილმა ზურგი შეაქცია ამ უნიკალურ ქადაგებას:
"იერუსალიმ, იერუსალიმ, წინასწარმეტყველთა მკვლელო და შენდამი მოვლინებულთა ქვებით ჩამქოლველო! რამდენჯერ ვცადე შემეკრიბა შენი შვილები, როგორც ფრინველი კრებს ბარტყებს თავის ფრთებქვეშ, და არ ისურვე" (მათე 23:37, იგივე იხ.: ლუკა 13:34).
ამიტომაც, როგორც ეს მოხდა მსოფლიოსა და კაცობრიობის ყველა სხვა წინასწარმეტყველურ სახეში, განსაზღვრული დროის გასვლის შემდეგ (შეად. დანიელი 9:26-27), და მხოლოდ იმის შემდეგ, რაც იუდველებმა ეკლესიასთან მიმართებაში ირჩიეს ღია დევნულების გზა, ურწმუნო ქალაქი იერუსალიმი სრულიად დაინგრა. თანაც დაინგრა არა "საფუძვლამდე" - არამედ "საფუძვლიანად". შეად.:
"... ქვა ქვაზე არ დარჩება აქ, არამედ ყველაფერი დაინგრევა" (მათე 24:2).
(ანუ, ყველა წინასწარმეტყველური სახედან, რომლებიც "დიდ ქალაქებთან" არის დაკავშირებული, ცხონების ქადაგება ნახსენებია მხოლოდ იმ მოვლენებში, რომლებიც დაკავშირებულია იერიქონის დანგრევასთან. მაგრამ ეს მოვლენები ხდებოდა იმის შემდეგ, რაც ისრაელის მხედრობამ გადალახა იორდანე, - ხოლო "იორდანის გადალახვის" სახე მნიშვნელობათა სახეებში მოასწავებს ჟამის აღსასრულს, რომელიც სინანულისთვის არის განკუთვნილი, ანუ წინასწარ გვიხატავს იმ "ზღვრამდე" მისულ რეალობას, საითკენაც წყალობის დროება უკვე აღარ ვრცელდება.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სწორედ იმის შემდეგ, რაც უფლის მხედრობა გადავა "მსოფლიო იორდანეს", მთელი ძველი სამყარო დაინგრევა ისე, რომ მასში "ქვა ქვაზე აღარ დარჩება", შეად.:
"ციური ლაშქარი მისდევდა, თეთრ ცხენებზე ამხედრებული და სპეტაკი და წმიდა ბისონით მოსილი" (გამოცხ. 19:14).
"ახლანდელ ცასა და მიწას კი ცეცხლისათვის ინახავს იგივე სიტყვა, რათა განკითხვის დღეს მოსრას უღვთონი" (2 პეტრე 3:7).
მიუხედავად ამისა, უკვე "დიდ იერიქონთან", რომელიც დგას "იორდანეს მიღმა", კიდევ იყო ექვსი დღე, რომლებშიც ქალაქს ჯერაც შეეძლო გაეღო კარები და ეთხოვა მოწყალება. მაგრამ უკეთურმა იერიქონმა ამჯობინა არ დაყრდნობოდა უფლისა და მისი მხედრობის მოწყალებას, - არამედ დაენდო საკუთარი კედლების სიმტკიცეს და დაინგრა).
ამრიგად, საკმაოდ ნათლად ჩანს, რომ ყველა მოვლენა, რომლებიც ბიბლიურ "დიდ ქალაქებთან" არის დაკავშირებული, სიმბოლურად გვიხატავენ ახალაღთქმისეულ დროებას და ძველი სამყაროს ბოლო დღეებს. თანაც საუბარში ნახსენები "ქალაქები" და "სამეფოები" - მსოფლიოსა და კაცობრიობის ბიბლიურ სახეთა სრული ჩამონათვალი როდია. ამგვარ სახეებს შეიძლება განვაკუთვნოთ ნინევიის დანგრევაც (იონას წიგნი, ნაუმი, სოფონია 2), და წინასწარმეტყველება ტვიროსსა და სიდონის შესახებ (ესაია 23; ეზეკიელი 27; იოველი 3; სოფონია 2; ზაქარია 9), და ასევე გოგის ისტორია მაგოგის ქვეყნიდან (ეზეკიელი 38 – 39) და ა. შ.
ის ეპიზოდებიც კი, რომლებიც მოტანილი იყო ნიმუშად, შესაძლებლობას გვაძლევენ ვამტკიცოთ, რომ ყველა ეს გარეგანი სრულიად სხვადასხვა ისტორიული მოწმობანი გვიხატავენ მოვლენათა სისრულეს, რომლებიც განკუთვნილია მსოფლიოსა და კაცობრიობისათვის, - ასევე იმ გარდაუვალ არჩევანს სიკეთესა და ბოროტებას შორის, რომელიც უნდა გააკეთოს თითოეულმა ადამიანმა, და რომელიც განსაზღვრავს მის საბოლოო მარადიულ ხვედრს.
ეს არჩევანი სრულდება დროში, როდესაც სიკეთე და ბოროტება უკვე განყოფილია თვით უფლის მიერ ისე, რომ მათი შერევა შეუძლებელია, - ხოლო ნებისმიერი ბოროტება მხილებულია და დაგმობილი. მაგრამ რადგან ადამიანებს მინიჭებული აქვთ ინდივიდუალური თავისუფალი ნება, ყოველ მათგანს აქვს უფლება და შესაძლებლობა აირჩიოს ან სიკეთე და რწმენის მიუერთდეს ქრისტესა და მის ეკლესიას, რომ დადგეს ცხონების გზაზე, - ან კიდევ დარჩეს ურწმუნოთა შორის და დაიღუპოს გულგაქვავებული ფარაონის მსგავსად, ქრისტეს ეკლესიის წინააღმდეგ აწარმოოს სულიერი და ფიზიკური ომი (შეად.: იოანე 3:19; იოანე 7:7).
(მიუხედავად იმისა, რომ ეს ომი გაგრძელდება ბოლო დღემდე, - ქრისტეს მორწმუნეებმა უკვე იციან, რომ ეს სამყარო გარდაუვალად დაიღუპება, ხოლო ღმრთის ნება იზეიმებს, როგორც "ცათა შინა, ეგრეთვე ქვეყანასა ზედა". ასე რომ ქრისტიანებს არ აშინებთ ფიზიკური სიკვდილი, და ისინი, როგორც სულიერად გამარჯვებულნი შეებმებიან ბრძოლაში წუთისოფელს. შეად.: გამოცხ. 6:2).
ხოლო როდესაც ძველი ქმნილება დაიწვება უკანასკნელი დღის ცეცხლში, და ღმრთისა და ქრისტეს ყველა მოწინააღმდეგე წარსდგება უკანასკნელ სამსჯავროზე (2 პეტრე 3:7-12; გამოცხ. 21:1), - მათთვის, ვინც მყარად იდგა უფალში და გაიმარჯვა, მაცხოვრის მიერ განახლებულ სამყაროში გაიხსნება მომავალი სრულყოფილი საუკუნე (ებრ. 9:28, მათე. 25:46, გამოცხ. 20:11-15; 21:24-27). თანაც, სწორედ ამ უკანასკნელ "მიწიერ" მოვლენებში ყოველივე ზემოთაღწერილი წინასწარმეტყველური სახე (ისევე, როგორც ყველაფერი სხვა დანარჩენი) მიაღწევს თავისი საყოველთაო აზრის სისრულეს, - და ამით, როგორც ითქვა, "ყოველივე აღსრულდება" (მათე 5:18).
გარდა ამისა, შეიძლება აღინიშნოს, რომ ერთიანი საყოველთაო მნიშვნელობები, რომლებიც "დიდი ქალაქების" ბიბლიური სახეებისთვის არის დამახასიათებელი, სრულიად არ იყო დაფარული თვით ძველი აღთქმის პერიოდშიც.
ასე, მაგალითად, წინასწარმეტყველი ესაია, რომელიც თავის ხილვაში ჭვრეტდა იუდეველთა მომავალ განდგომილებას, მიმართავს მათ, როგორც სოდომისა და გომორას თავადებს:
"ისმინეთ უფლის სიტყვა, თქვე სოდომის მთავრებო! ყურადიღეთ ჩვენი ღვთის რჯული, თქვე გომორელებო! რას ვაქნევ თქვენს უზომო საკლავებს, ამბობს უფალი. გამძღარი ვარ თქვენი აღსავლენი ვერძებით და კურატების ქონით. აღარ მსურს მოზვრების, კრავებისა და ვაცების სისხლი! რომ მოდიხართ და პირისპირ მეცხადებით, ვინ დაგავალათ ჩემი ეზოების თელვა? ... განიბანეთ, განიწმიდეთ, ავი საქმეები თვალთაგან განმარიდეთ, შეწყვიტეთ ბოროტის ქმნა. სიკეთის ქმნა ისწავლეთ, ეძიეთ სამართალი, შეეწიეთ ჩაგრულს, განიკითხეთ ობოლი, ქვრივს გამოესარჩლეთ" (ესაია 1:10-12, 16-17).
(ამასთან, თავის სხვა მტკიცებულებებში ესაია სოდომს ადარებს არა ისრაელს, არამედ ბაბილონს, შეად.: "ბაბილონი - სამეფოთა მშვენება, ქალდეველთა დიდების სამკაული, დაემსგავსება უფლისგან დაქცეულ სოდომს და გომორას" (ესაია 13:19).
რაც შეეხება ახალაღთქმისეულ წერილს, - მათში სოდომის, ეგვიპტის, იერიქონის, ბაბილონის და იერუსალიმის სახეთა წინასწარმეტყველური ერთობის მოწმობა აშკარაა და ცხადი. მაგალითად, მოციქული იუდა ზოგიერთ მათგანს ახსენებს არა უბრალოდ ჩამონათვალში, არამედ ერთიანი გლობალური აზრით:
"მინდა შეგახსენოთ, თუმცა ყველაფერი იცით, რომ ღმერთმა ეგვიპტის ქვეყნიდან იხსნა თავისი ხალხი, შემდეგ კი შემუსრა ურწმუნონი. ... ისევე, როგორც სოდომი, გომორი და მათი მოსაზღვრე ქალაქები, მათსავით მემრუშენი და უცხო ხორცს ადევნებულნი, საუკუნო ცეცხლით დასჯილნი და ნიმუშად დადებულნი. იგივე ელით ამ მეოცნებეთაც, რომელნიც ბილწავენ ხორცს, მთავრობათა უარმყოფლებსა და დიდებათა მგმობელთ" (იუდა 5-8).
მაგრამ ყველაზე მკაფიო მოწმობა ყველა "დიდი ქალაქის" და "ყველა სამეფოს" სრული აზრობრივი ერთობისა მოცემულია იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადებაში, სადაც იერუსალიმი, სოდომი და ეგვიპტე წარმოდგენილია ერთიან და ზოგად წინასწარმეტყველურ ხატში:
"მათი გვამები (ორი წინასწარმეტყველის - "აპოკ". რედ.) ეყრება დიდი ქალაქის მოედანზე, რომელსაც სულიერად ჰქვია სოდომი და ეგვიპტე, სადაც ჯვარს აცვეს მათი უფალიც" (გამოცხ. 11:8).
თანაც განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ის არსებითი ვითარება, რომ გამოცხადების 11:8-ში არ არის არც "შედარებითობა", არც აზრთა გადატანა (როდესაც ბაბილონზე ნათქვამი იქნებოდა "იქნება როგორც სოდომი", ხოლო იერუსალიმზე - "იქნება როგორც ბაბილონი"), - არამედ პირდაპირ იძლევა მტკიცებულებას, რომ "იერუსალიმი" და "სოდომი", ასევე "ეგვიპტე" ერთსა და იმავე ცნებას აღნიშნავენ.
(იმ სიტყვიერი ფორმულირების პირობებში, რომელიც გამოიყენება გამოცხადების 11:8-ში, ზემოთხსენებული სახელწოდებების იდენტურობაში არ უნდა შევეჭვდეთ, რადგან სულიერ სახელწოდებებში შეუძლებელია არსებობდეს პირობითი და შედარებითი მნიშვნელობები: რასაც სულიერად რაიმე ეწოდება, - იგივეს წარმოადგენს ის არსებითობაშიც, ანუ სრული არსებით.
ხოლო რადგან სრულიად ცხადია, რომ "დიდ ქალაქში", რომელშიც "ჩვენი უფალი ჯვარს აცვეს", იგულისხმება იერუსალიმი, - სახელწოდება "იერუსალიმი" მოცემულ შემთხვევაში იმავე ცნებაზე უთითებს, რაზეც "სოდომი" და "ეგვიპტე").
მეტიც, ორი "დარჩენილი" სახე სანიმუშოდ აღებული ხუთი სახიდან (ანუ "იერიქონი" და "ბაბილონი"), გამოცხადების წიგნში იძენენ მნიშვნელოვან აზრს, და განსაზღვრავენ "სიმბოლურ ენას" არა მარტო ცალკეული მინიშნებებისთვის, არამედ მთელი წინასწარმეტყველური სიუჟეტებისთვისაც.
ასე, მაგალითად, "იერიქონისეული" სახე იხატება ხილვის შინაგან ლოგიკაში, რომლის ჩარცოებში შვიდი ანგელოზი (გამოცხ. 8-9) იყენებენ შვიდ საყვირს, საიუბილეო საყვირთა მსგავსად, რომლებიც ჟღერდნენ შვიდდღიანი შემოვლის დროს იერიქონის კედლების ირგვლივ, რომელი კედლებიც აუღებელი იყო ჩვეულებრივი იარაღისთვის. ხოლო "სიმბოლური ბაბილონის" აზრი საფუძველში უძევს ხილვას "მრისხანების შვიდ თასთან" დაკავშირებით (გამოცხ. 15-16), სადაც მოვლენები ვითარდება ბიბლიური მოწმობების კალაპოტში, რომლებიც ბუკვალურად არის დაკავშირებული ბაბილონთან.
ამასთან საკმაოდ ნიშანდობლივია, რომ ძველაღთქმისეულ წინასწარმეტყველებებში, რომლებიც იუწყებოდნენ "ბუკვალური" ბაბილონის დაცემას ასევე ჟღერდა განსაკუთრებული საყვირი. შეად.:
"აღმართეთ ბაირაღი ქვეყანაში, ჩაჰბერეთ ბუკს ხალხთა შორის, დაულოცეთ ხალხები მასთან საბრძოლველად..." (იერემია 51:27).
ხოლო იმის შემდეგ, რაც ბაბილონის კედლები დაეცა იერიქონის მსგავსად, ეს ქალაქი, ისევე, როგორც სოდომი, როგორც "ძველი" იერუსალიმი, საფუძვლიანად იქნა დანგრეული და მიეცა დავიწყებას (იერემია 51:26, 44 და სხვა).
იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადებაშიც, "დიდ ქალაქზე" მოწმობისას, სადაც "ჩვენი უფალი ჯვარს აცვეს", და სადაც მოჰკლავენ "ორ ზეთისხილსა და ორ სასანთლეს" (გამოცხ. 11:7-8), ასევე ვხედავთ "დიდი ბაბილონის" სახეს. ცოტა მოგვიანებით სწორედ ბაბილონში იქნება ნაპოვნი "წინასწარმეტყველთა, წმიდათა და ამ ქვეყნად ყველა მოკლულის სისხლი" (გამოცხ. 18:24), - ეს კი ნიშნავს, რომ "დიდი ქალაქი", რომელშიც "უფსკრულიდან ამომავალი მხეცი" დაღვრის "ორი მოწამის" სისხლს, არის არა მხოლოდ იერუსალიმი, სოდომი ან ეგვიპტე (შეად. გამოცხ. 11:8), არამედ ბაბილონიც.
ამგვარად, არსებობს ყოველგვარი საფუძველი ვამტკიცოთ, რომ სხვადასხვა "დიდი ქალაქისა" და "დიდი სამეფოს" ხსენებას წმიდა წერილში გააჩნია კრებითი აზრი, - ხოლო ის უკეთური "ქალაქები" და "სამეფოები", რომლებიც ან მოიხსენიებიან ან იგულისხმებიან იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადებაში, იქ არსებობენ არა, როგორც ლოკალური წინასწარმეტყველებანი, რომლებიც ცალკეულ ქალაქებსა და ქვეყნებზე უთითებენ ვიწრო-ისტორიულ მოვლენებში, არამედ, როგორც ძველი სამყაროს და უკეთური კაცობრიობის წინასწარმეტყველური სახეები, რომლებიც წარმოდგენილია დროის გლობალური პანორამის პერსპექტივაში.
თანაც სწორედ იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადება აერთიანებს უკეთურ ქალაქთა და სამეფოთა ყველა ბიბლიურ სახეს ერთ მოწმობად, - და ძველაღთქმისეული ბუკვალური (ანუ ფიზიკურ-ისტორიული) გაგების ნაცვლად მათ კრებით და სიმბოლურ-წინასწარმეტყველურ აზრს წარმოგვიჩენს.