აპოკრიფები - ენოქის წიგნის აპოლოგია - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სწავლანი > აპოკრიფები
ენოქის წიგნის აპოლოგია
მართალი ენოქის წიგნი
წიგნის ავტორი: ეპისკოპოსი მიტროფანე (ბადანინი).

წიგნის ანოტაცია: სევერომორსკის ეპარქიის მმართველი მღვდელმთავრის ეპისკოპოს მიტროფანეს (ბადანინი) წიგნი, - ეს არის საღვთისმეტყველო ნაშრომი, რომელიც თავის მიზნად ისახავს ერთ-ერთი უძველესი წმიდა ტექსტის აპოლოგიას (ბერძნ. πολογία "გამართლება", "დაცვა"), რომელიც კი შემორჩა კაცობრიობის ისტორიას. ეს ტექსტი გახლავთ "ენოქის წიგნი", რომელიც პრაქტიკულად ერთადერთი წყაროა, რომელიც მოგვითხრობს წარღვნამდელი კაცობრიობის ცხოვრებაზე, რომელმაც გადაიტანა ბუმბერაზთა საშინელი ეპოქა და, რომელიც ბოლოს მსოფლიო წარღვნით დასრულდა.

"ენოქის წიგნი" დაუმსახურებლად არის გამოდევნილი საღვთისმსახურებო გამოყენებიდან და მიკუთვნებული ძველაღთქმისეულ აპოკრიფულ ლიტერატურას. ეპისკოპოსი მიტროფანე ხაზს უსვამს მის ავტორიტეტს და აღნიშნავს, რომ მას იმოწმებდნენ როგორც მოციქულები, ასევე ქრისტიანობის პირველი საუკუნის წმიდა მამები.

ავტორი გვთავაზობს უფრო გაბედულად მოვნიშნოთ კაცობრიობის სულიერი ცხოვრების საზღვრები, მკაფიოდ განვსაზღვროთ მისი ისტორია პრინციპით "მანამ და შემდეგ". თუკი ადამიანის ცხოვრების ხარისხს ცოდვით დაცემამდე და ედემის ბაღიდან განდევნის შემდეგ ღვთისმეტყველებაში ტრადიციულად დიდი ადგილი ეთმობა, წარღვნამდელი კაცობრიობისა და ასევე მის შემდეგ დაბადებული ადამიანების სულიერ ცხოვრებაზე ცნობები აშკარად არასაკმარისია. ეპისკოპოს მიტროფანეს აზრით, არ არსებობს სრული გაგება იმისა, რომ სამყაროში ქრისტეს მოსვლით დადგა აბსოლუტურად ახალი რეალობა და კაცობრიობა ამიერიდან სულ სხვა სამყაროში ცხოვრობს, რომელიც რადიკალურად განსხვავდება ქრისტიანობამდელი ცხოვრებისგან. და ჩვენ თუ რაღაცაც ვერ ვაკვირდებით ჩვენს ამჟამინდელ სულიერ რეალობაში, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ის არც უწინ არსებობდა ადამიანის ცხოვრებაში.
ავტორის შესახებ: ეპისკოპოსი მიტროფანე (ბადანინი ალექსეი ბასილის ძე) - სევერომორსკის ეპარქიის მმართველი ეპისკოპოსი.

დაიბადა 1953 წლის 27 მაისს, ლენინგრადში. 1976 წელს დაამთავრა ლენინგრადის სამხედრო-საზღვაო სასწავლებელი. 1979 წლიდან იყო გემის მეთაურის თანამდებობაზე, შემდეგ კი მეთაურობდა სხვადასხვა კლასის ხომალდებს. 1995 წელს დაამთავრა სამხედრო-საზღვაო აკადემია. 1997 წელს სამხედრო სამსახურს თავი დაანება.

1998 წლიდან მუშაობდა მურმანსკის ეპარქიის მმართველი მღვდელმთავრის პრეს-მდივნად და ხელმძღვანელობდა ამავე ეპარქიის საგამომცემლო საქმიანობას. მან დააფუძნა გაზეთი "Православный Североморск" ("მართლმადიდებლური სევერომორსკი") და იყო მისი პირველი რედაქტორი, რომლის ბაზაზე შემდეგ მოაწყო და სათავეში ჩაუდგა მურმანსკის ეპარქიის გაზეთს "Православная миссионерская газета" ("მართლმადიდებლური მისიონერული გაზეთი").

1999 წელს ჩააბარა წმიდა-ტიხონის მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო ინსტიტუტში (დღეისთვის "წმიდა ტიხონის მართლმადიდებლური ჰუმანიტარული უნივერსიტეტი), რომელიც დაამთავრა 2005 წელს და შევიდა ასპირანტურაში. 2000 წელს აღიკვეცა ბერად სახელით მიტროფანე და მიიღო მღვდლის ხარისხი.

2013 წლის ნოემბრამდე მიტროფანე (ბადანინი) წარმოადგენდა ტერის ოლქის კეთილმოწესესა და სოფ. ვარზუგის მიძინების სამრევლოს წინამძღვარს. ის იყო მურმანსკის ეპარქიის წმინდანთა კანონიზაციის კომისიის თავმჯდომარე.

იღუმენი მიტროფანე (ბადანინი) არის მრავალი წიგნისა და უკიდურესი ჩრდილოეთის ისტორიაზე დაწერილი მრავალი პუბლიკაციის ავტორი, რუსეთის მწერალთა კავშირის წევრი.

2009 წელს იღუმენ მიტროფანეს (ბადანინი) მიენიჭა ღვთისმეტყველების კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი დისერტაციისთვის, რომელიც მან დაწერა რუსეთის ისტორიის ეკლესიის კათედრაზე წმიდა-ტიხონის მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო ინსტიტუტში.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის 2013 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილებით (ჟურნალი # 111), მურმანსკის ოლქის ტერიტორიაზე შეიქმნა სევერომორსკის ეპარქია, რომლის ეპისკოპოსადაც არჩეულ იქნა იღუმენი მიტროფანე (ბადანინი).
შინაარსი

შესავალი


თავი II. ენოქის წიგნის აპოლოგია


ენოქის წიგნი, როგორც წმიდა წერილის განუყოფელი ნაწილი

"მეშვიდე ადამითგან"

"ორი მოწმიდან" ერთ-ერთი

"ნუ ყოვლისა სულისა გწამნ საყვარელნო"

ენოქის ისტორია ბიბლიური ტრადიციის შუქზე

"ნეფილიმები" და "რეფაიმები"

ენოქის წიგნი და ახალი აღთქმა

"ძე კაცისა"

ვარსკვლავ-ანგელოზთა შესახებ

ანგელოზები: მცველები და მამხილებლები


მეორედ მოსვლის ცვლილებები

ენოქის წიგნი და "მოციქულებრიობა"

იგავი მდიდარსა და ლაზარეზე

ჯოჯოხეთის სამი დონე

ენოქი და თაობათა ათვლა

ენოქის წიგნი უფლის საუბრებში

ბოლო ჟამის ხილვა

ძველი აღთქმის წერილის ბუმბერაზები

ენოქი ძველაღთქმისეულ ტექსტებში

ენოქის კეთილი სახელი

ეპისკოპოსი დიმიტრი და ანიო ვიტერბოდან

ძმა ჯოვანის ცოდვა

წარღვნა და დამწერლობა

ენოქი და მისი შვილთაშვილი ნოე

ენოქის წიგნის საიდუმლონი

სამოციქულო საუკუნის მამათა აზრი

ანტროპომორფიზმი როგორც იარლიყი




თავი III. ღმრთისშვილები


განმარტების პრობლემა

ანგელოზური სხეულებრიობა

"ღმრთისშვილთა" ღირსება და ძალაუფლება

შეთის შთამომავალთა ცოდვა

შეთისა და ენოსის შთამომავლები

უბედურების სამოთხისეული სათავე

სულიერი თესლის განკურნება

ოჯახური კეთილდღეობის ტრადიციები

"სიშიშვლე" და "ვნება"

ანგელოზური სხეულებრიობა

მხეცური ბუნების ანგელოზები

ბუმბერაზების სხეულები

აპოლოგიის დასრულება
შესავალი

"როდესაც გიგანტები ჯერაც კაცთა შორის იყვნენ, მის შესახებ არავინ ჰყვებოდა..."
ვიქტორ ჰიუგო

როდესაც ვკითხულობდი ძველ აღთქმას და ვუკვირდებოდი დაბადების წიგნის სტროფებს, ყოველთვის ვფიქრობდი: ისეთი რა უნდა მოემოქმედნათ წარღვნამდელ ადამიანებს, რომ უფალი იძულებული გახდა მათი უსჯულოებისთვის ზღვარი დაედო და ყველანი წარღვნის წყლებით დაეხოცა? ნუთუ ხალხები, რომლებიც მოგვიანებით დაიბადნენ და დააფუძნეს მაგიურ ცივილიზაციათა დიადი სახელმწიფოები წარმართულ "ღვთაებათა" თავიანთი კულტებით, კაცთა სისხლიანი მსხვერპლშეწირვებით, სასტიკი ომებით, რიტუალური გარყვნილებით და სხვა რელიგიური სისაძაგლეებით (1) მაინც წარღვნამდელ კაცობრიობაზე უფრო "მართალნი" აღმოჩნდნენ ღმრთის თვალში და არ დაიმსახურეს მსგავსი სასჯელი?

______________________

1. ასე იყო ღმრთითრჩეულ ერშიც კი, არაფერი რომ არ ვთქვათ წარმართულ გარემოცვაზე. მაგალითად, მეფე იოსიამ "დაანგრია უფლის ტაძართან მდგარი როსკიპთა სახლები, სადაც დედაკაცები კარვებს უქსოვდნენ აშერას" (4 მეფ. 23:7).

______________________

ეს რომ ასე არ არის მოწმობს წმიდა წერილი: "როცა დაიწყეს გამრავლება მიწის მკვიდრებმა და მომრავლდნენ მათი შვილები, ერები და მრავალი ხალხი, თავიანთ წინაპრებზე უფრო მეტად დაიწყეს უკეთურების ქმნა" (3 ეზრა. 3:12).

მაშ, ისეთი განსაკუთრებული და მიუტევებელი რა მოიმოქმედეს წარღვნამდელი ცივილიზაციის ადამიანებმა, რომ ამან მათი სათითაოდ ამოწყვეტა გამოიწვია? როგორია ამ მიუტევებელი ცოდვის საიდუმლო და რაშია მათი დანაშაულის აუწონელი სიმძიმე?

სწორედ ამ საიდუმლოზე, ისევე როგორც ბევრ სხვა რამეზე, მნიშვნელოვანსა და საყურადღებოზე, მოგვითხრობს პატრიარქ ენოქის წიგნი. როდესაც ამ უნიკალური ძეგლის საჭიროებაზე ვლაპარაკობთ, კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ესოდენ ძველი, წარღვნამდელი დროების ისტორიოგრაფია პრაქტიკულად არ არსებობს. "გავიდა სამი ათას წელზე მეტი პირველი ორი ადამიანის შექმნიდან და ამ წლების თითქმის ნახევარი დაკარგულია კაცობრიობის ისტორიისთვის" (Н. А. Гоголь. Введение в древнюю»историю. Сочинения в 12-ти томах. Изд. А. Ф. Маркса. СПб., 1901. Т. XI. С. 73).

ენოქის წიგნი სამართლიანად მიიჩნევა ძველი აღთქმის ყველაზე მნიშვნელოვან აპოკრიფად და ერთ-ერთი უნიკალურ წყაროდ რომელიც მოგვითხრობს კაცობრიობის წარღვნამდელ ცივილიზაციაზე. ის შეიცავს დაცემული კაცობრიობის ცხოვრების წარღვნამდელი ყოფიერების დეტალურ აღწერას, რომელიც ყველაზე ტრაგიკულია კაცობრიობის მთელი ისტორიის განმავლობაში - ეს ხომ ბუმბერაზების ეპოქაა.



ენოქი

"დადიოდა ღმერთთან ენოქი და აღარ იყო, რადგან წაიყვანა იგი ღმერთმა" (დაბ. 5:24)

მხატვ. გერარდ ჰუტი. 1728 წ.

ენოქის წიგნისა და ასევე იუბილეთა წიგნის (მცირე შესაქმე) (2) ვერსიით წარღვნამდელი ისტორიის განმარტებას და მსგავს მოვლენათა ვრცელი გეოგრაფიის აღწერას, რომელიც დაცულია დედამიწის მრავალი ხალხის გადმოცემებში, უფრო ძველი ტრადიცია გააჩნია. მიიჩნევენ, რომ ენოქის წიგნი შედიოდა ე. წ. იუდაურ აღთქმათშორის ლიტერატურაში, ანუ "ებრაულ წერილობით წყაროთა ვრცელ პლასტში, რომელიც შედგენილი იყო ქრისტეს შობამდე III ს-დან, ანუ ძველი აღთქმის საბოლოო ფორმირებიდან ვიდრე ახალი აღთქმის ჩამოყალიბებამდე" (Небольсин А.С. Имена ваши на небесах. Новое прочтение эсхатологии святого апостола Луки // Журнал Московской Патриархии. М, 2013. № 11. С. 41. (Далее: НебольсжА.С. Имена ваши на небесах). უეჭველია ისიც, რომ ამ წიგნის პირველწყაროს უფრო მნიშნელოვანი, თუ შეიძლება ითქვას, განსაკუთრებული სიძველე გააჩნია.

______________________

2. იუბილეთა წიგნი, ანუ მცირე შესაქმე - ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძველაღთქმისეული აპოკრიფია, რომელიც შეიცავს მრავალ ისეთ დეტალს, თქმულებას და განმარტებას, რომლებიც არ არის შესული შესაქმის (დაბადების) კანონიკურ წიგნში. იხ. Ветхозаветные апокрифы. М, 2001.

______________________

ახალაღთქმისეული დროების დადგომის შემდეგ წიგნის ბედი არც ისე სახარბიელო აღმოჩნდა. სინედრიონის სხდომაზე, რომელიც ქ. იავნაში შედგა ძველაღთქმისეული წიგნები დაჰყვეს კანონიკურ და არაკანონიკურ წიგნებად. კანონიკურ წიგნთა რიცხვი ხელოვნურად დაიყვანეს ოცდა ოთხამდე, ებრაული ალფავიტის რაოდენობამდე. სინედრიონის ეს გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, არ წარმოადგენდა უცილობლივ ავტორიტეტულს ახალწარმოქმნილი ქრისტიანული თემებისთვის. იმ დროებაში ქრისტეს ეკლესიას შეუძლებელი იყო ჰქონოდა ძველაღთქმისეული მემკვიდრეობის სხვა რაიმე წერილობითი მოწმობა. გარდა ამისა, "ალექსანდრიის იუდეველთ წინაახალაღთქმისეულ პერიოდში მიღებული ჰქონდათ ძველი აღთქმის ალექსანდრიული კანონი (ბერძნულ თარგმანში - სეპტუაგინტა), რომელიც შემდეგ ძველი აღთქმის ქრისტიანული კანონის საფუძველი გახდა" (А. В. Лакирев. Канон священных книг. // Библия центр. www.bible-center.ru/book/kanon).

იუდაური კანონის კრიტიკული შეფასება, მიღებულ და უარყოფილ ტექსტთა ანალიზი რამოდენიმე ასწლეულის შემდეგ გაკეთდა. მაგრამ, კვლავაც, აანალიზებდნენ ძირითადად იმას, რაც ადრე უკვე შერჩეული იყო იუდაური ეკლესიის მიერ, და ნაკლებად სავარაუდოა მისი სწორ გადაწყვეტილებად აღიარება. იუდაურმა ეკლესიამ ჯვარს აცვა მაცხოვარი, თავს დაიტეხა ღვთის რისხვა, რის გამოც განადგურდა იერუსალიმის ტაძარი და თვით ქალაქიც კი დაჰკარგა. ძველი აღთქმის ერმა დაკარგა ყოველგვარი უფლება ღმრთის მემკვიდრეობაზე და ჭეშმარიტების ფლობაზე, რადგან "მისცა მათ ღმერთმა მთვლემარე სული; თვალი, რათა ვერ ხედავდნენ, და ყური, რათა არ ესმოდეთ დღევანდელ დღემდე" (რომ. 11:8) და "ასე რომ, დღემდე, მოსეს კითხვისას, იგივე რიდე უბურავთ გულს" (2 კორ. 3:15).

გარდა ამისა, უნდა გვესმოდეს, რომ ქრისტიანობის აღმოცენების კონტექსტში, ენოქის წიგნის პირდაპირ მესიანურ თავებს, რომლებიც დეტალურად აღწერენ "კაცის ძის" დიდებით მოსვლას, შეუძლებელი იყო იუდეველთა მმართველ წრეებში ნეგატიური დამოკიდებულება არ აღმოეცენებინა.

ასეა თუ ისე, არაკანონიკურის იარლიყითაც კი ენოქის წიგნმა ქრისტიანულ დროებამდე მოაღწია და დიდი ავტორიტეტითაც სარგებლობდა. წიგნის ციტატებითა და სახეებით სავსეა წმიდა სახარება და აქტიურად გამოიყენებოდა ძველი ქრისტიანი მამებისა და მწერლების მიერ (3).

______________________

3. იხ., მაგალითად, ათენაგორასთან (Suppl. pro Christ, с. 24), კლიმენტინებში (VI, с. 13), კლიმენტ ალექსანდრიელთან (Strom. VI, с. 1), ტერტულიანესტან (ApoL, с. 22), ლაქტანციუისთან (Instit. div. II, с. 1S) და "განათლებულ" იუდეველ ისტორიკოს იოსებ ფლავიოსთანაც კი (Antiq. bid. I, с. 4). ციტ.: Сочинения святого Иустина, Философа и Мученика. М, 1892. С. 110. (შემდეგში: Иустин Философ. Сочинения).

______________________

სამწუხაროდ, უფრო გვიანდელ პერიოდში წიგნისადმი დამოკიდებულება არსებითად შეიცვალა, მისი "გარიყული" ტექსტი პრაქტიკულად მიუწვდომელი გახდა ევროპის ქრისტიან ღვთისმეტყველთათვის. ეს წიგნი მივიწყებულ იქნა და მხოლოდ 1773 წელს მოულოდნელად აღმოაჩინეს ეთიოპიის ბიბლიის შემადგენლობაში, სადაც ის არასოდეს ამოურიცხავთ საეკლესიო კანონიდან. მისი ტექსტი სრული მოცულობით არის დაცული ეთიოპიურ (ამჰარას) ენაზე, ორმაგი თარგმანით არამეულიდან ან ძველებრაულიდან ბერძნულის მეშვეობით.

ისტორიული სამართლიანობა და მთელი რიგი ახალი ვითარება ითხოვს მიუკერძოებლად ჩავწვდეთ იმ ინფორმაციას, რომელიც პატრიარქ ენოქის წიგნშია დაცული, ჩავატაროთ მისი კრიტიკული ანალიზი და შევაფასოთ არაკანონიკურობაში მისდამი წაყენებული ბრალდება.

ამ სამუშაოს რომ შევუდგეთ, მოგვიწევს მივმართოთ თვით პრობლემის საწყისებს, დაბადების წიგნის პირველ გვერდებს. ეს აუცილებელია იმიტომ, რომ სამყაროს შექმნისა და ედემში ადამიანის ცოდვით დაცემის ისტორია პირდაპირ კავშირშია ყოველივე იმასთან, რაც შემდეგ შეემთხვევა კაცთა მოდგმას, ანუ იმას, რასაც, საკუთრივ, გვიყვება კიდევაც "მართალი ენოქის წიგნი", რომელიც მეშვიდე იყო ადამითგან. და ეს სრულიად კანონზომიერია, რამეთუ "ადამიანის ბუნების შესაცნობად საჭიროა ჯერ ჩავწვდეთ სამყაროს შექმნის საიდუმლოს" (Климент Александрийский. "Строматы". СПб., 2014. Кн. 1-3. С. 114. (შემდეგში: Климент Александрийский. «Строматы». Кн. 1-3). გარდა ამისა, "ჩვენ თუ ვერ შევიმეცნებთ, როგორებად შეგვქმნა ღმერთმა, ვერც იმას ჩავწვდებით, როგორ შეგვცვალა ცოდვამ" (Преподобный Григорий Синаит. Творения. Пер. Еп. Вениамина (Милова). М, 1999. С. 23. შემდეგში: Григорий Синаит. Творения).
ენოქი და ილია
II. ენოქის წიგნის აპოლოგია

ენოქის წიგნი, როგორც წმიდა წერილის განუყოფელი ნაწილი

მეცნიერ ბიბლეისტთა შორის ჩვენს შორის განსახილველ წიგნს "ენოქის პირველი წიგნი" (ენოქი 1) ეწოდება. ასეთი დაზუსტება საჭირო გახდა 1773 წელს ეთიოპიურ ბიბლიაში მისი ტექსტის აღმოჩენის შემდეგ, რადგან უკვე არსებობდა უფრო გვიანდელი ამავე სახელწოდების თხზულება. "ენოქის მეორე წიგნში იგულისხმება ენოქის სლავური წიგნი, ენოქის მესამე წიგნში - ებრაული ენოქი" (Тантлевский И. Р. Книги Еноха / Пер. с др.-евр. и арам. М. - Иерусалим: «Мосты культуры», 2000. С. 8. (Далее: Тантлевский. Книги Еноха)). მეორე ენოქმა ჩვენამდე X-XI სს-ის სლავური თარგმანით მოაღწია და სიუჟეტური თვალსაზრისით გარკვეული მსგავსი ეპიზოდები გააჩნია, მაგრამ არავითრი ტექსტუალური ერთობა ენოქის პირველ წიგნთან მას არა აქვს. რაც შეეხება მესამე წიგნს, "ებრაული ენოქი" აღწერს "პალესტინელი სჯულის მოძღვრის რაბი იშმას ზეციურ მოგზაურობას, რომელიც ჩვ. წ.-ის I-II ს-ის პერიოდში ცხოვრობდა (Тантлевский. Книги Еноха. С. 9). მკვლევართა უმეტესობა ამ წიგნის შექმნის თარიღად ქრ. შ.-დან V-VI საუკუნეებს ვარაუდობს.

წინამდებარე ნაშრომში ჩვენ გამოვიყენეთ ენოქის წიგნის ტექსტი, რომელსაც კიდევ ენოქის ეთიოპიურ წიგნს უწოდებენ და, რომელიც XIX ს-ში ყაზანის უნივერსიტეტის პროფესორმა ალექსანდრე სმირნოვმა გამოაქვეყნა (Смирнов А.В. Книга Еноха. Историко-критическое исследование. Казань, 1888. Вып. I. 4).

როგორც ცნობილია, აბისინიაში (ეთიოპია) აღმოაჩინეს ენოქის წიგნის ტექსტის ოთხი მანუსკრიპტი, რომლებიც შემდეგ ევროპის სხვადასხვა ბიბლიოთეკებში გადანაწილდა. ამასთან ტექსტებში აღინიშნებოდა არსებითი განსხვავებანი და წაკითხვანი, კორექტული თარგმანისთვის კი საჭირო იყო მათი დეტალური შედარება. ეს სამუშაო XIX ს-ის შუაწლებში შეასრულა გერმანელმა ბიბლეისტმა დილმან ავგუსტმა. შედეგად მის მიერ გასწორებული ეთიოპიური ტექსტი გერმანულ ენაზე გამოიცა (Liber Henoch Aethiopice, ad quinque codicum (idem editus, cum variis lectionibus. Lpz., 1851. მოგვიანებით გამოიცა იმავე ავტორის კიდევ უფრო ზუსტი თარგმანი: Das Buch Henoch: Obers. und Erkl. Lpz., 1853). დილმანის კომენტარებს ძალიან დიდი ღირებულება გააჩნიათ, რადგან ის "მეცნიერული სერიოზულობით, საკმაო სისრულითა და სიზუსტით გამოირჩევა" (Смирнов А.В. Книга Еноха. Историко-критическое исследование. Казань, 1888. Вып. I.. С. 12).

მღვდელმა ალექსანდრე სმირნოვმა ისარგებლა მისთვის მიცემული შესაძლებლობით და 1888 წელს ენოქის წიგნი რუსულ ენაზე გადათარგმნა. საინტერესოა აღინიშნოს, რომ XIX ს-ის ერთ-ერთი უგანათლებულესი იერარქი, არქიეპისკოპოსი ათანასე (დროზდოვი), რომლის ცოდნას თანამედროვეები "განსწავლულობის სასწაულს თუ არა, ფენომენალურ მოვლენას" მაინც უწოდებდნენ, რომელიც თავის მხრივ ასევე გამონაკლისია, უდიდეს ინტერესს იჩენდა ენოქის წიგნის მიმართ. არქიეპ. ათანასემ თვითონ გადათარგმნა რუსულ ენაზე ამ წიგნის ოცდათორმეტი თავი.

ბიბლიის ეთიოპიური კანონის შემადგენლობაში აღმოჩენილი ენოქის წიგნი "შედგება ხუთი ნაწილისგან: 1) დარაჯთა წიგნი (თთ. 1-36); 2) სიმბოლოთა, ანუ იგავთა წიგნი (თთ. 37-71); 3) ასტრონომიული წიგნი, ანუ წიგნი ზეციურ მნათობთა მოძრაობაზე (თთ. 72-82); 4) ხილვათა წიგნი (თთ. 83-90) და 5) ენოქის ეპისტოლეთა წიგნი (თთ. 91-104) (Тантлевский И.Р. Мистическая сотерология иудейских псевдоэпиграфов. СПб., Российский Гуманитарный Научный Фонд. 2013. С. 45).

1949 წელს აღმოჩენილ ყუმრანის გრაგნილებში, ენოქისეული ტექსტების ძირითადმა მასამ ჩვენამდე არამეულ ენაზე მოაღწია, თუმცა გვხვდება მცირე ფრაგმენტები ებრაულ ენაზეც. ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ ბიბლიის წიგნთაგან ენოქის წიგნი მესამე იყო პოპულარობით მკვდარი ზღვის ყველა გრაგნილთა შორის, რომელმაც თავისი პოპულარობით დაბადების წიგნსაც კი გადაასწრო. ენოქის წიგნი ყუმრანის ხელნაწერებში წარმოდგენილია ოცდახუთი გრაგნილით. უფრო მეტი რაოდენობა აღერიცხებათ ფსალმუნებს და მეორე სჯულთა წიგნს.

ენოქის წიგნის გარდა კაცობრიობის წარღვნამდელ ისტორიას ეხებოდა ასევე ე. წ. "ბუმბერაზთა წიგნი". ის ძველი დროებიდანვე "სარგებლობდა უდიდესი პოპულარობით არა მარტო იუდეაში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც: რომისა და ბიზანტიის იმპერიებში ის სხვადასხვა ენებზეც თარგმნეს და გავრცელდა არშაკიდების პართეაში (ძველი ირანი, ჩვ. წ.-მდე II ს.), შემდეგ კი სასანიდების იმპერიაში (ირანელების (არიელთა) სახელმწიფო, ჩვ. წ.-ის III ს-დან); თავის მანიქეველურ ვარიანტში (ჩვ. წ.ის III ს.-დან) მან განსაკუთრებული პოპულარობა მოიპვა ატლანტიკის სანაპიროებიდან ვიდრე ჩინეთამდე" (იქვე გვ. 48).

დღეისთვის, სამწუხაროდ, მისი პირველდაწყებითი ტექსტი დაკარგულია. ყუმრანის ქვაბულებში კი "აღმოჩენილია ბუმბერაზთა წიგნის მხოლოდ ფრაგმენტები, ისიც არამეულ ენაზე. მისი შექმნა თარიღდება ჩვ. წ.-მდე III ს-ის მიწურულითა და ჩვ. წ.-მდე II ს-ის ბოლო მეოთხედით). არსებობს აზრი, რომლის თანახმადაც სწორედ მოცემული წიგნი შედიოდა ენოქის პირველდაწყებით არამეულ "ხუთწიგნეულში" - სიმბოლოთა წიგნის ნაცვლად" (იქვე).

უნდა აღინიშნოს, რომ "სიმბოლოთა წიგნი", მეცნიერთა უდიდესი ნაწილის აზრით, შეიქმნა ჩვ. წ.-ის I საუკუნის მიჯნაზე, რაც, ბუნებრივია, "ბუმბერაზთა წიგნზე" გვიანდელია. როგორც უკვე ვთქვით, შენარჩუნდა მხოლოდ მისი "მანიქეველური ვარიანტი", და ამ ტექსტს ჩვენ არ დავიმოწმებთ. ამავდროულად, "ბუმბერაზთა წიგნის" ის უმნიშვნელო ფრაგმენტები, რომლებიც ყუმრანის გრაგნილებში აღმოაჩინეს, ჩვენთვის შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს.



"მეშვიდე ადამითგან"

მართალი ენოქის ავტორიტეტი, რომელიც "მეშვიდე იყო ადამითგან" (იუდ. 14) და, "რომელიც წარმოადგენდა წარღვნამდელი სამყაროს ერთ-ერთ ყველაზე ღვთისმოსავ პატრიარქს" (Никифор. Библейская энциклопедия. С. 239), ძველაღთქმისეული პერიოდიდან განსაკუთრებულად დიდი იყო. მისდამი ასეთი დამოკიდებულება აისახა მის წიგნზეც. ყუმრანის ხელნაწერების ტექსტოლოგიური ანალიზი აჩვენებს, რომ ენოქის წიგნს გააჩნდა მყარი ტექსტუალური საფუძველი, ფართოდ იყო ცნობილი და იუდეველთა შორის დიდი ავტორიტეტითა და პოპულარობით სარგებლობდა, რითაც ძველი აღთქმის ყოველი კანონიკური წიგნი როდი დაიტრაბახებს.

ამავდროულად, ქრისტიანულ თეოლოგიაზე, უფრო კონკრეტულად კი ბიბლეისტიკაზე ლიბერალურ-პროტესტანტულმა გავლენამ, წმიდა წერილის წიგნებისთვის დაამკვიდრა სახელწოდება - ფსევდოეპიგრაფი ("ფსევდოეპიგრაფი - სასულიერო ლიტერატურაში ასე იწოდება მთელი რიგი თხზულებებისა, რომელთა ავტორობა ჩვეულებრივ განეკუთვნება ძველაღთქმისეულ ღვთითშთაგონებულ ადამიანებსა და წინასწარმეტყველებს, ისეთებს, მაგალითად, როგორებიც იყვნენ: ენოქი, მოსე, ისაია, იერემია, ეზეკიელი და სხვა., მაგრამ, რომლებიც მათ სინამდვილეში არ ეკუთვნით". ფ. ა. ბროკჰაუზისა და ი. ა. ეფრონის ენციკლოპედიური ლექსიკონი. "Брокгауз-Ефрон" 1899).

ამიერიდან წმიდა წერილის ყველა ტექსტი, რომელსაც მორწმუნე ადამიანი განუყრელად უკავშირებს ძველი ეპოქების დიდ მოსაგრეთა წმიდა სახელებს, ცხადდება ყალბად ან უფრო მეტი "მეცნიერულობისთვის", - ფსევდოეპიგრაფად. ჩვენ ვერ შევიწყნარებთ ამგვარ მიდგომას და დავრჩებით წმიდა წერილის ორთოდოქსალური აღქმის, ღმრთისგან მის რჩეულთათვის ზებუნებრივი გამოცხადების აღიარების პოზიციაზე. ამიტომაც, ჩვენი აზრით, ენოქის წიგნიც უნდა აღვიქვათ როგორც უძველესი წყარო წარღვნამდელ კაცობრიობაზე და განვიხილოთ იგი თვით პატრიარქ ენოქთან და კაცობრიობის ისტორიასი მის უმაღლეს ავტორიტეტთან განუყრელ კავშირში.

წმიდა წერილში ორჯერ არის ხაზგასმული, რომ "დადიოდა ღმერთთან ენოქი" (ძვ. ქართ.: "სათნო ეყო ენუქ ღმერთსა") (დაბ. 5:22, 24). "რწმენით გარდაიცვალა ენოქი, ისე, რომ არ უხილავს სიკვდილი, და ვეღარავინ დალანდა, რადგანაც ღმერთმა წაიყვანა იგი; ვინაიდან სიკვდილამდე მიიღო მოწმობა, რომ ესათნოვა ღმერთს" (ებრ. 11:5).  ისევე, როგორც წინასწარმეტყველი ილია, უფალმა ენოქი ცაში ცოცხლად აიყვანა: "გარდაიცვალა ენოქი, ისე, რომ არ უხილავს სიკვდილი, ... რადგანაც ღმერთმა წაიყვანა იგი" (ებრ. 11:5). "დედამიწაზე არავინ შექმნილა ენოქის მსგავსი, რადგან მიწიდან იქნა ატაცებული" (ზირ. 49:16).

ენოქისადმი სათნო დამოკიდებულება და მისი წიგნის ავტორიტეტის აღიარება ქრისტიანობამ პირველივე საუკუნეებიდანვე მიიღო. ასე, მაგალითად, წმ. კლიმენტი რომაელი ენოქს ყველა მართლისთვის სანიმუშო ადამიანად თვლიდა და მიიჩნევდა, რომ ის "სრულყოფილად ემსახურა ღმრთის სიდიადეს" (Климент Римский. Первое послание к Коринфянам // Писания мужей апостольских. М.: Издательский совет РПЦ 2008. С. 141). "მორჩილებამ აამაღლა ენოქი ისე, რომ დღემდე არ უგემია მას სიკვდილი", აღნიშნავს ღირ. ეფრემ ასურელი (Ефрем Сирин, преподобный. Избранные творения. М.: Изд. Сретенского монастыря, 2007. С. 519. (Далее: Ефрем Сирин. Избранные творения). ტერტულიანე თავის ტრაქტატში "სულის შესახებ" წერს, რომ ენოქს ჯერ კიდევ მოუწევს სიკვდილი წინასწარმეტყველ ილიასთან ერთად, რათა "თავისი სისხლით დააუძლუროს ანტიქრისტე" (Апологетические сочинения Тертуллиана. Киев: Тип. «Петр Барский в Киеве», 1910. С. 207).

წმ. მღვდელმოწამე კვიპრიანე კართაგენელიც ეხება ენოქის "სიბილწის სამყაროდან მის დამსახურებულ გადასახლებას, რადგან ესათნოვა ღმერთს", და ამატებს, რომ ამაში ვლინდება მასზე ღმრთის განსაკუთრებული ზრუნვა: "ის აყვანილ იქნა, რათა უკეთურებას არ შეეცვალა მისი ცნობიერება" (Cyprianis Carthaginiensis. De mortalitate / / Cyprianus. Opera. Turnhout, 1976. V 2. P. 23).

იგივეს იმეორებს წმ. მღვდელმოწამე ირინეოს ლიონელი: "ენოქი ესათნოვა ღმერთს, რადგან აღასრულებდა ღმრთის მოციქულებას ანგელოზების წინაშე და გადასახლებულ იქნა; ის დღემდე დაცულია ღმრთის სამართლიანი მსჯავრის მოწმედ; რამეთუ შემცოდე ანგელოზები დედამიწაზე დაეცნენ განსასჯელად, ღმრთითსათნო ადამიანი კი დედამიწიდა იქნა აყვანილი ზეცად, რათა ცხონდეს" (Irenaeus Lugduncnsis. Adversus haereses. Lib. IV, 16.2 // lrenec de Lyon. Contre les heresies. P., 1965-1982).

ენოქის მთავარი აზრის ფორმულირებას თუ შევეცდებით, რომლითაც არის გამსჭვალული მისი წიგნის მთელი ტექსტი და, "რომელიც არის უპირატესი, და რომელთან დაბრუნებას მას უყვარს", მდგომარეობს იმაში, რომ "სამყაროს მთელი ცხოვრება არის ღმრთის სიბრძნისა და სიმართლის გამოვლინება" (Смирнов Александр, священник. Книга Еноха. Казань, 1888. С. 142).
ენოქი და ილია
წინასწარმეტყველი ილია და პატრიარქი ენოქი. XVII ს. მეორე ნახევარი. პოლონეთი.
Biskupski R. Ikony w zbiorach polskich. Warszawa: Wydawnictwa artystyczne i filmowe, 1991.


ორიდან ერთი წინასწარმეტყველი

ქრისტიანულ ეკლესიაში დღემდეა დაცული საზოგადო რწმენა, რომ ენოქი კვლავ დაბრუნდება დედამიწაზე, რათა ბუნებას გადაუხადოს თავისი ვალი, ანუ მოკვდეს. წინასწარმეტყველ ილიასთან ერთად ის ყოველთვის მოიაზრებოდა "აპოკალიფსისის" იმ "ორ წინასწარმეტყველს" შორის (Никифор. Библейская энциклопедия. С. 239), რომლებიც "ძაძით მოსილნი... იწინასწარმეტყველებენ ათას ორას სამოცი დღე...", რათა კაცთა მოდგმას ასწავლონ სათნოება, კადნიერად უქადაგონ ყველას ღვთისმოსაობა, ასწავლონ არ ერწმუნონ მტარვალს შიშის გამო და იღაღადონ: "ო, ადამიანებო! ეს სიცრუეა!" (Ефрем Сирин. Избранные творения. С. 259).

"ხოლო როდესაც აღასრულებენ თავიანთ მოწმობას, უფსკრულიდან ამომავალი მხეცი შეებრძოლება, შემუსრავს და მოაკვდინებს მათ" (გამოცხ. 11:3, 4). აღსანიშნავია ის, რომ "დედამიწის მკვიდრნი იხარებენ და ილხენენ მათ გამო და ძღვენს უძღვნიან ერთმანეთს, რადგანაც ამ ორმა წინასწარმეტყველმა აწამა დედამიწის მკვიდრნი" (გამოცხ. 11:10). უნდა გვესმოდეს, რომ აწამებდნენ ისინი მიწის მკვიდრთ ისე, როგორც შემცოდე ადამიანს აწამებს საკუთარი სინდისი.

მაშასადამე, ილია და ენოქი, სრულად აღასრულებენ თავიან წინასწარმეტყველურ მოვალეობას, როგორც უძველესი წინასწარმეტყველები, რომლებიც არასოდეს კვდებოდნენ საკუთარი სიკვდილით, და "სამყაროს შექმნიდან დათხეული ყველა წინასწარმეტყველის სისხლი" (ლუკა 11:50) შეუერთდება მათ სისხლს.

უნდა აღინიშნოს, რომ წმიდა წერილში არ არის ნათქვამი, თითქოსდა ენოქი აყვანილ იქნა ცაში, არამედ მხოლოდ ის, რომ "გადასახლებულ იქნა", "ატაცებულ იქნა მიწიდან". საკუთრივ, ეს ვერც მოხდებოდა, რადგან თვით მაცხოვარი გვაფრთხილებდა: "არავინ ასულა ზეცად, გარდა ზეცით ჩამოსული კაცის ძისა, რომელიც არის ცაში" (იოანე 3:13). სწორედ ქრისტემ განაღო პირველმა ზეცა კაცთა მოდგმისთვის. "უბრძანებს მათ (ანგელოზებს) განაღონ მარადიული კარიბჭენი, რომელიც არასოდეს ჯერ კაცთა მოდგმისთვის არ განღებულა. რადგან კაცთაგან ჯერ არავინ გასულა მათში" (Евфимий Зигабен. Толковая Псалтирь. Толкование на псалом 23).

რაც შეეხება ენოქსა და ილიას, აღმოსავლურ და დასავლურ ქრისტიანობაში მიჩნეულია,რომ ისინი "გადასახლებულ" იქნენ ერთგვარ საიდუმლო ადგილას, რომელშიც ისინი ელოდებიან დღეთა აღსასრულის დადგომას, რომელიც იოანე ღვთისმეტყველის "გამოცხადებაშია" აღწერილი. "ის (ენოქი) გადასახლებულ იქნა და დღესაც რომ ცოცხალია - ეს ჩვენ ვიცით, ოღონდ სად არის ის და როგორ ინარჩუნებს ღმერთი მის სიცოცხლეს -უცნობია (Феофилакт Болгарский, святитель. Толкование на Послание к евреям, https://azbyka.ru/otechnik/Feofilakt_Bolgarskij/tolkovanie-na-poslanie-k-evrejam/11).

ასევე დიდი მოწიწებით და ფრთხილად გვიყვება ენოქზე წმ. გრიგოლ პალამა: "ენოქმა აჩვენა, რომ სათნოება არ რჩება ჯილდოს გარეშე და რომ ეს ხრწნადი წუთისოფელი ღირსეული სამკვიდრო როდია ღმრთივსათნო ადამიანთათვის: ესათნოვა რა ღმერთს, ის გადაადგილებულ იქნა დედამიწიდან" (Григорий Палама, святитель. Беседы (Омилии). С. 170).

შუასაუკუნეების მოგზაურები დრო და დრო იუწყებოდნენ ამ დაფარული ადგილის აღმოჩენის შესახებ.

მაგალითად, შუასაუკუნეებში მცხოვრები ისტორიკოსი გოდფრიდ ვიტერბროსელი (XII ს) თავის ნაშრომში "პანთეონი" (Gotefndi Viterbiensis Pantheon /' Rec.J. Pis-torius // Scriptores Germanicorum. Editio 3. Tomus 2. Ratisbonae, 1726) მოწმობს, რომ ჯერ კიდევ ცნობილი იოსებ ფლავიოსი (I ს. ქრ. შ.-მდე) ამტკიცებდა: "სამოთხე იმყოფება ედემში, რომელიც არის აღმოსავლეთით, ოკეანის გაღმა". შემდეგ ავტორი აგრძელებს: "რომელიღაც წიგნში, რომელიც წმიდა მათეს ეკლესიის ბიბლიოთეკაშია დაცული, ნათქვამია, რომ იქ, სამყაროს კიდეზე, არის მიწა, სადაც ცხოვრობენ ენოქი და ილია, და რომ ეს მონათხრობი არის მოციქულთა საქმეების წიგნის დანამატი" (Плавание святого Брендана: Средневековые предания о путешествиях, вечных странниках и появлении обитателей иных миров / Пер. Н. Горелова. 2002. С. 170. С. 170. (Далее: Плавание святого Брендана).
ბრენდანის მოგზაურობა
ძველი ეპოქების დიდ წინასწარმეტყველებთან, ოქროს კუნძულზე მცხოვრებ და შორეულ მომავალში თავიანთი ჟამის მომლოდინე ენოქთან და ილიასთან შეხვედრაზე მეტყველებენ ირლანდიური გადმოცემებიც. ოცდაათი ბერი დიდი ხნის განმავლობაში მოგზაურობდნენ მაღალ განედებზე, და მთელი ამ ხნის განმავლობაში ისინი ხედავდნენ მხოლოდ "ცის კამარას ზღვის ზედაპირზე... ბოლოს მათ დაინახეს კუნძული, მის ნაპირას კი ქალაქი, რომელიც დიდი და ძლიერი კედლით იყო გარემოცული და მთლიანად ოქროსი იყო" (Плавание святого Брендана. С. 170). იქ მათ იხილეს გრძელწვერიანი და ხშირთმიანი მხცოვნები, რომლებმაც დაადასტურეს, რომ ისინი იყვნენ ილია და ენოქი. მათ უკან გამობრუნებაზე ნათქვამია, რომ მალე "ზღვის სასიამოვნო ქარმა დაუბერა. ღმერთმა თხუთმეტი დღე მისცა მოგზაურთ დასაბრუნებლად და მათაც, მალე მიაღწიეს მშობლიური ბრიტანეთის ნაპირებს" (Там же. С. 171).

XVII ს-ის რუსეთში ფართოდ იყო გავრცელებული თარგმნილი შეტყობინებები, რომლებიც მოდიოდა ევროპის ქვეყნებიდან, რომლებშიც ნათქვამი იყო "ილიასა და ენოქის მსგავს" ორ ღვთისმოსავ მოხუცზე. "მათ ეცვათ აქლემის ბეწვისგან შეკრული კვართები, ხოლო ფერი მათი ჯერ ამქვეყნად არავის უხილავს" (ОПИГИМ, ф. 450 (коллекция Е. В. Барсова), д. 83. Л. 91 - 91 а), მოხუცები ამხელდნენ ცოდვებს და ადამიანებს სინანულისკენ მოუწოდებდნენ. ამასთან მითითებული იყო ქველაზე განსხვავებული ქვეყნები და მათი გამოცხადების ადგილები, თუმცა, ინფორმაციის არსი უცვლელი რჩებოდა - ეს იყო აპოკალიპტური არსი. დროთა განმავლობაში "სამყაროს აღსასრულის მათ მიერ ნაწინასწარმეტყველევი თარიღები ტექსტის რედაქციის ცვლილებისდა შესაბამისად იცვლებოდა" (Шамин СМ. «Сказание о двух старцах»: к вопросу о бытовании европейского эсхатологического пророчества в России // Вестник церковной истории. 2008. №2(10). С. 228).

უნდა აღინიშნოს, რომ ენოქისა და მისი თხზულების ავტორიტეტს თამამად მიმართავდნენ ძველი რუსეთის წმიდა მამებიც. ასე იქცეოდა ღირ. იოსებ ვოლოკოლამელი თავისი ძირითად საღვთისმეტყველო ნაშრომში "განმანათლებელი", სადაც ხაზს უსვამდა, რომ კაცობრიობის ისტორიაში ენოქი იყო პირველი, ვისი სიტყვებიც "არაფრით განსხვავდება სხვა წინასწარმეტყველთა, მახარობელთა და მოციქულთა სიტყვებისგან". ღირ. იოსები მრავალგზის უსვამს ხაზს ამ აზრს და წერს: "უპირველეს ყოვლისა ამის შესახებ ბრძანებდა უძველესი წინასწარმეტყველი, მართალი ენოქი" (Иосиф Волоцкий, преподобный. Просветитель. Слово десятое, https://azbyka.ru/otechnik/Iosif_Volotskij/prosvetitel/10). ამასთნ დაკავშირებით იბადება კანონზომიერი კითხვა: როგორ და რომელ წყაროში შეეძლო ვოლოკოლამელი იღუმენი გაცნობოდა მართალი ენოქის "სიტყვებს"?

ჩვენ თუ გავიხსენებთ ენოქის წიგნის "სიტყვების" ბედს ეკლესიის ისტორიაში, მაშინ უნდა ვაღიაროთ, რომ დაახლოებით ახალი წელთაღრიცხვის პირველი ათასწლეულის მეორე ნახევრიდან მისი ავტორიტეტი მკვეთრად ეცემა. ბუნებრივია, ეს მისი ავტორისადმი დამოკიდებულებაშიც აისახა. ეს პროცესი მთლიანობაში ძველი აღთქმისადმი ქრისტიანული საღვთისმეტყველო აზროვნების ანალოგიური ცვლილებების კალაპოტში მიმდინარეობდა. სწორედ ამ დროს, "დაახლოებით VII ს-ისთვის ბიზანტიური ლიტურგიკული პრაქტიკიდან ქრება ძველაღთქმისეული საკითხავები" (Арсений (Соколов), игумен. Буква и Дух. Сборник докладов по библеистике. Бейрут, 2016. С. 174).

კანკელთა ძველ ნიმუშებში თუკი წინასწარმეტყველთა რიგის ზემოთ ჯერ კიდევ შეიძლებოდა გვენახა "ორი მოწმე", რომლებიც ატაცებულ იქნენ დედამიწიდან ვიდრე ბოლო ჟამის დადგომამდე, ანუ - ენოქი და ილია (4), მომდევნო პერიოდში პატრიარქი ენოქი ნელ-ნელა შეიცვალა მოსე წინასწარმეტყველით, რამაც ამ კომპოზიციას პირველდაწყებითი აზრი გამოაცალა.

_______________

4.
მაგალითად, პავლე-ობნორელის მონასტრის დიონისეს მიერ მოხატულ კანკელში. იხ.: См.: Кочетков И.А. Иконостас Дионисия из Павло-Обнорского монастыря /,/ Послужить Северу... Историко-художественный и краеведческий сборник. Вологда: «Ардвисура», 1995. С. 165.

_______________

როგორც ჩანს, არსებობს აუცილებლობა მშვიდად გამოვარკვიოთ, როდის და რითი ვერ მოიგო ჩვენი, თანამედროვე ქრისტიანების გული, "პატრიარქმა ენოქმა, მეშვიდემ ადამითგან", რომელმაც ესოდენ აშკარად მოიგო უფლის გული. და, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ქრისტიანული და ისტორიული პოზიციებიდან შევაფასოთ ის ინფორმაცია კაცობრიობის ცხოვრების უძველეს პერიოდზე, რომელზეც მოგვითხრობს "პატრიარქ ენოქის ხილვა", ესოდენი საცთურები რომ შეიტანა ქრისტიან ეგზეგეტთა გონებაში (5).

___________

5. ეგზეგეზა - ბიბლიური ტექსტების განმარტება. Христианство. Энциклопедический словарь. М, 1993. Т. 1. С. 255.

___________
ენოქის წიგნი
"ნუ ყოვლისა სულისა გრწამნ"

ჩვენს გამოკვლევაში ჩვენ, აუცილებლად, უფრო აქტიურად ვვარაუდობთ დავეყრდნოთ ციტატებს იმ წიგნებიდან, რომლებიც შედიან სამოცდაათი მთარგმნელის (სეპტუაგინტის) მიერ შესრულებული ბერძნული ბიბლიის შემადგენლობაში. როგორც ცნობილია, იმ წიგნებს, რომლებიც არ მოიპოვებიან ბიბლიის ბერძნულ ვარიანტში, მართლმადიდებლური ეკლესია უწოდებს "არაკანონიკურს", თუმცა სრულიად ენდობა მათ, "აღიარებს მათ დამრიგებლურ ხასიათს და სასარგებლოდ მიიჩნევს" (Христианство. Энциклопедичекий словарь. М. 1993 г. Т. 1. Стр. 255). თუმცა, პირდაპირ უნდა აღინიშნოს, რომ ღირებულებითი განსხვავება კანონის წიგნებსა და ამ თერთმეტ წიგნს შორის (6), რომლებიც კანონიკურობის მიღმა დარჩნენ, საკმაოდ პირობითია. მეტიც, პირდაპირ ვიტყვით, რომ ზოგჯერ, მართლმადიდებლური სარწმუნოების უმნიშვნელოვანეს სწავლებებს, ვპოულობთ სწორედ ამ "არაკანონიკური" წიგნების ტექსტებში (7).

_____________

6. ეზრას მეორე და მესამე წიგნები, ტობითი, ივდითი, სოლომონის სიბრძნე, იესუ ზირაქის ძის სიბრზნე, იერემიას ეპისტოლე, ბარუქის წინასწარმეტყველება, მაკაბელთა პირველი, მეორე და მესამე წიგნები.

7. არ გვაქვს შესაძლებლობა ჩამოვთვალოთ ეს მრავალრიცხოვანი ფაქტები. ასე, მაგალითად, სამყაროს, როგორც "არაფრისგან" შექმნის უმნიშნელოვანესი ქრისტიანული კონცეფცია, თავის დოგმატურ საფუძველს პოულობს მაკაბელთა მეორე წიგნში: "გთხოვ, შვილო, შეხედე ცასა და დედამიწას და ყოველივეს, რაც მასზეა, მიხვდები, რომ არსებულისგან არ შეუქმნია ეს ყველაფერი ღმერთს" (2 მაკაბ. 7:28).

_____________

არსებობს ასევე რელიგიური ლიტერატურის ნაწარმოებები, რომლებსაც ეკლესია არ აღიარებს და მათ აპოკრიფებს უწოდებს. მათდამი ამგვარი დამოკიდებულების მიზეზს წარმოადგენს ეჭვი მათი სინამდვილისადმი ან მათში აღწერილი მოვლენებისადმი. თუმცა, არცთუ იშვიათად ისეც ხდებოდა, რომ აპოკრიფების შედგენილობა ქრისტიანული ეკლესიის წმიდა გადმოცემა ხდებოდა: "ეკლესიამ შეძლო მათგან აეღო ის, რაც გამოსადეგი აღმოჩნდა იმ მოვლენათა ავსების ან ილუსტრირებისთვის, რომელთა შესახებაც წმიდა წერილი დუმს, მაგრამ რომლებიც ნამდვილ გადმოცემებად არიან აღიარებულნი" (В. Н. Лососий. Предание и предания // Журнал Московской патриархии / Пер. с франц. А. Г. Дунаева. М, 1970. №4).

მკვლევართა აზრით, "ენოქის წიგნი ყველაზე თვალსაჩინოა ძველი აღთქმის აპოკრიფებს შორის" (И. Д. Андреев. Апокрифы // Христианство. Словарь. Т. 1. М., 1993. С. 98). მართლმადიდებლური მიდგომა ამ წიგნისადმი, ისევე როგორც მთელი აპოკრიფული ლიტერატურისადმი, მთლიანად საეკლესიო გადმოცემისადმი ჩვენი საერთო დამოკიდებულების სიბრტყეში ძევს. მხოლოდ შემეცნება იმისა, რომ საეკლესიო ცნობიერება ფლობს "ჭეშმარიტების მადლს", შესაძლებლობას გვაძლევს ჩვენც, ღვთის წყალობით, გავბედოთ და შევაფასოთ ესა თუ ის ტექსტი ისე, რომ დავრჩეთ მართლმადიდებლური გადმოცემის ჩარჩოებში. იმის შესახებ, რომ ამ ჩარჩოებში თვით "აპოკრიფულის" ცნება მთლიანობაში არ წარმოადგენს "მწვალებლურის" სინონიმს, დამაჯერებლად მოწმობს წმიდა მამების მიერ ამგვარი წყაროებიდან ამოკრეფილი ცნობების გამოყენება.

ასე, მაგალითად, ლეონტი ბიზანტიელი, რომელიც მკაცრად მიჰყვებოდა კანონიკური წიგნების კოდექსს, "პრაქტიკულად ბიბლიური წიგნების უფრო ვრცელ შემადგენლობას ეყრდნობოდა და ციტატებს ბარუქის წინასწარმეტყველებიდანაც იმოწმებდა" (Леонтий Византийский. Сборник исследований. М.: Изд. "Империум Пресс". 2006. С. 394 (შემდეგში: Леонтий Византийский. Сборник исследований).

შემდეგ, მრავალი დეტალი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ცხოვრებიდან ჩვენთვის ცნობილია "ზოგიერთი, პირველ და მეორე საუკუნეში დაწერილი აპოკრიფული წიგნებიდან, განსაკუთრებით იაკობის პირველსახარებიდან, რომელსაც წმ. ეპიფანე ასევე "ნეტარი მარიამის ისტორიას" უწოდებს (прп. Иоанн Дамаскин. Точное изложение Православной веры. М., 1998. С. 442 (შემდეგში: Иоанн Дамаскин. Точное изложение)).

ასევე მოციქულები პეტრე და იუდა თავიანთ ეპისტოლეებში, ყოველგვარი შეცბუნების გარეშე ეყრდნობიან ფაქტებს, რომლებიც აღებულია ძველაღთქმისეული აპოკრიფიდან "მოსეს მიძინება (ამაღლება)". უფლის ოდითგანდელი მტრის - ველიარის სახელი, რომელიც მოციქულ პავლეს ცნობილ გამონათქვამშია გაჟღერებული: "რამ შეათანხმოს ქრისტე და ბელიარი?" (2 კორ. 6:15), ასევე აღებულია "ესაიას ამაღლების" აპოკრიფული წიგნიდან, რომელიც იუდაურ გარემოში გაჩნდა ქრისტეს შობიდან I ს-ში (Рассел. Сатана. С. 59).

ამ მსჯელობებში მნიშვნელობა აქვს იმ ფაქტს, რომ თვით უფალი იესუ ქრისტეც ხშირად იმოწმებდა ციტატებს არა მარტო ცნობილი აპოკრიფებიდან, არამედ დღეისთვის უკვე დაკარგული აპოკრიფული თხზულებებიდანაც (8).
_____________

8. მაცხოვარს მის მიერ გორაკზე წარმოთქმულ ქადაგებაში დამოწმებული აქვს სიტყვები ტობითის არაკანონიკური წიგნიდან. შეად.: "მთ. 7:12; ლკ. 14:13 და ტობ. 4: 15, 16); იესუ ზირაქის ძის წიგნიდან (მთ 6:14 და ზირ. 28:2), სოლომონის სიბრძნიდან (მთ. 13:45 და სიბრძნე 3:7).

_____________

ასე მაგალითად, ლუკას სახარებაში იესუ ქრისტე იმოწმებს რომელიღაც წინასწარმეტყველებას ("ღმრთის სიბრძნემ თქვა"), რომლის მოძებნა ვერ ხერხდება: "ამიტომაც თქვა სიბრძნემ ღმრთისამ: მოვუვლენ მათ წინასწარმეტყველთა და მოციქულთ, და ზოგ მათგანს მოჰკლავენ, ზოგს კი განდევნიან. რათა მოეკითხოს ამ მოდგმას სამყაროს შექმნიდან დათხეული ყველა წინასწარმეტყველის სისხლი" (ლკ. 11:49, 50).

ასევე შეიძლება გავიხსენოთ, რომ მათეს სახარებაში ნახსენებია სტროფები იერემიას წინასწარმეტყველებიდან, რომლებიც დღევანდელ ბიბლიაში შესული იერემიის წიგნში არ მოიპოვება: "მაშინ აღსრულდა თქმული იერემია წინასწარმეტყველის მიერ, რომელიც ამბობს: და აიღეს ოცდაათი ვერცხლი, საფასური შეფასებულისა, რომელიც შეფასდა ისრაელის ძეთა მიერ" (მთ. 27:9) (9).

_____________

9. არსებობს სტროფები, რომლებიც ახლოსაა აზრით, მაგრამ ზაქარიას წინასწარმეტყველებაში:
Есть строки, близкие по смыслу, но у пророка Захарии: Зах. 11,12; 13. Профет, Элизабет Клэр. Падшие ангелы и истоки зла. http:/detectivebooks.ru/book/34811678.

_____________

ამასთან ცნობილია, რომ IV ს-ის ეკლესიის მამა ნეტ. იერონიმე სტრიდონელი წერდა, რომ ნაზარეველთა სექტის ერთ-ერთ წევრს მისთვის უჩვენებია წინასწარმეტყველ იერემიას "არაკანონიკური" ტექსტი, რომელშიც მათეს სახარების ეს სიტყვები ზედმიწევნით ზუსტად იყო დაცული. ამგვარად, გამოდის, რომ "იერემიის წიგნის ვერსია, რომლითაც მათე სარგებლობდა თავისი სახარების დაწერის დროს, შეიცავდა სწავლებებს, რომლებიც IV ს-ისთვის ამოღებულ იქნა" (Профет Элизабет Клэр. падшие Ангелы и истоки зла. http:/detectivebooks.ru/book/34811678).

ამრიგად, როგორც ვხედავთ, წმიდა წერილის დღევანდელი კანონის მიღმა დარჩენილი ყველა წიგნი როდი უარყო წმიდა გადმოცემამ. ამავე დროს, აუცილებელია ვუფრთხოდეთ ყოველივე იმისადმი არაკრიტიკულ მიდგომას, რაც ერთიანდება ცნებაში "აპოკრიფული ლიტერატურა". აპოკრიფებს შორის არსებობს ნაწარმოებები, რომლებიც აშკარად წინააღმდეგობაშია ტრადიციასთან და თვით მართლმადიდებლური გადმოცემის სულისკვეთებასთან.

ასე, მაგალითად, აპოკრიფი, რომელიც ცნობილია, როგორც "სიყრმის სახარება", ანუ "ისრაელის ფილოსოფოსის თომას სახარება", ერთი შეხედვით ქმნის მაღალი დონის სანდო მასალის შთაბეჭდილებას, რომელშიც მოცემულია გასაოცარი რაოდენობის ცნობები, რაც, სავარაუდოდ აღებულია ხალხური გადმოცემებიდან, განსაკუთრებით ისინი, რომლებიც მაცხოვრის შობის პერიოდს ეხებიან. მაგრამ თუ ყურადღებით გავეცნობით სრულ ტექსტს ჩვენს სულებს პროტესტის გარდაუვალი გრძნობა დაეუფლება, რადგან ესოდენ შეუფერებელი სიყრმე ქრისტესი, რომელიც თურმე ძალიან "ცელქი და ბოროტი", უგულო და შურისმაძიებელი ბიჭი ყოფილა, შეუძლებელია მიღებულ იქნას საეკლესიო სისრულის მიერ.

ამ ფანტაზიების და იმ სასტიკ "სასწაულთა" სიცრუე, რომლებიც თითქოსდა იესუს თავის სიყრმეში აღუსრულებია, აშკარად ეწინააღმდეგება წმიდა წერილსა და წმიდა გადმოცემას. კანონიკურ სახარებებში ქრისტეს ყრმობაზე ცნობების არარსებობას, სანამ ის ამქვეყნიურ ქადაგებაზე გამოვიდოდა, ღრმა აზრი გააჩნია (10).

_____________

10. უმნიშვნელო ეპიზოდი იერუსალიმის ტაძარში შესულ ყრმა იესუზე, რომელსაც ლუკა მახარობელი ახსენებს, არ ცვლის ახალი აღთქმის საზოგადო ტენდენციას, რომელიც მოუწოდებს არავინ შეეხოს მაცხოვრის სიცოცხლის აღნიშნულ პერიოდს.

_____________

თავისი მსახურებისა და ახალი აღთქმის სახარების ქადაგების დაწყებამდე იესუ ცხოვრობდა როგორც ჩვეულებრივი ადამიანი, იუდეველი, ხუროს ძე, არ ავლენდა თავის ღვთაებრივ ბუნებას, მითუმეტეს ასეთი უგუნური და მაცთუნებელი სასწაულთმოქმედებებით.

რომ დავრწმუნდეთ "თომას სახარების" ცნობათა სიყალბეში, გავიხსენოთ წმ. იოანე ღვთისმეტყველის მოწმობა. როგორც ცნობილია, მოციქულმა იოანემ თავისი სახარება პირველ სამ მახარობლებზე ბევრად უფრო გვიან დაწერა და, სწორედ იმისთვის, რათა მიეთითებინა ყველა იმ დამახინჯებასა და ჭორებზე, რომლებიც დროთა განმავლობაში ქრისტიანთა გარემოში გავრცელდა. ამიტომაც უსვამს ხაზს ის, რომ თავისიპირველი სასწაული მაცხოვარმა გალილეას კანაში აღასრლა, და ისიც მხოლოდ მისი დედის დაჟინებული თხოვნის შედეგად, თანაც ამ დროს ამბობდა: "არღა მოწევნულ არს ჟამი ჩემი"  (ინ. 2:4). ამასთან მოციქულები ნათლად მოწმობენ იმის შესახებ, რაოდენ შეიცვალა მაცხოვრის ქცევა მისი მსახურების დაწყებიდან, როდესაც უკვე "მისი ჟამი" დადგა, რომ მისიმა ახლობლებმა ლამის გიჟადაც კი ჩათვალეს: "გაიგეს მისმა ახლობლებმა და მოვიდნენ, რათა შეეპყროთ იგი, ვინაიდან ამბობდნენ, შეიშალაო. ხოლო იერუსალიმიდან ჩამოსული მწიგნობრები ამბობდნენ: ბელზებული ჰყავს და ეშმაკთა მთავრის შეწევნით აძევებსო ეშმაკთ" (მკ. 3:21) და "ბევრი მათგანი ამბობდა: ეშმაკეულია და შმაგობს; რად უსმენთ მას?" (ინ. 10:20).

ან კიდევ სხვა აპოკრიფი, რომელიც ესოდენ პოპულარულია დღეისთვის მოდურ "განწმენდათა მოძღვრებსა" და ოკულტურ მკურნალებში, კერძოდ, "ესეელთა სახარება" (იხ.: Мистические апокрифы. М., 2001. С. 163-223). ეს ტექსტი წარმოადგენს  სახარებისეული იგავებისა და მაცხოვრის გამონათქვამების მკრეხელურ ნაზავს, ასევე "მის" ისეთ დარიგებებს, როგორიცაა, მაგალითად, თუ სწორად როგორ უნდა გაიკეთო ოყნა ან როგორ უნდა ემსახურო "მიწის დედის ანგელოზებს" თავისებური დიეტის მკაცრი განაწესებითურთ. როგორც ჩანს, მეტი "ავტორიტეტის" მისაცემად ამ თხზხულების 204-დან 214 გვერდამდე გადმოცემულია მოციქულ პავლეს კორინთელთა მიმართ პირველი ეპისტოლეს მთელი მე-13 თავი.

როგორც ჩანს, სწორედ ამ მწვალებლურ სწავლებას ამხელს საფუძვლიანად მოციქული პავლე კოლასელთა მიმართ თავის ეპისტოლეში (თ. 2:16-23). მაგალითად: "ნურავინ შეგაცდენთ მოჩვენებითი სიმდაბლით და ანგელოზთა მსახურებით, თავის ფუჭ ხილვებში დანთქმული და თავისი ხორციელი გონებით ამაოდ გალაღებული" (კოლ. 2:18) (11).

_____________

11. არ არის გამორიცხული, რომ ჰერმესისი ცნობილი თხზულება "მწყემსი" (სხვა სახელწოდება, რომელიც უფრო ააშკარავებს ამ წიგნის არსს: "დიალოგები ანგელოზებთან") გახდა სწორედ მოციქულ პავლეს მშფოთვარების მიზეზი და გამოიწვია მისი ნეგატიური შეფასება. См.: Герма. Пастырь. М, 2001.

_____________


ენოქის ისტორია ბიბლიური ტრადიციის შუქზე

კაცობრიობის წარღვნამდელი ისტორიის განმარტებაში იუდაური ბიბლიური ტრადიცია სრულიად ეთანხმება ენოქის წიგნს. ჩვენს მიერ განსახილველი ისტორია ეხება დროებას, როდესაც "დაინახა უფალმა ღმერთმა, რომ იმატა ადამიანთა უკეთურებამ ამქვეყნად, რომ უკეთური იყო მუდამჟამს მათი ყოველი გულისთქმა" (დაბ. 6:5). ამ "დიდმა უკეთურებამ", რომელმაც მოწყლა კაცობრიობა წარღვნამდელ პეერიოდში, გამოიწვია გოლიათების გაჩენა, რაზეც მეტყველებს დაბადების წიგნი: "გოლიათები (ნეფილიმები - ეპ. მ.) იყვნენ იმ ხანებში ქვეყნად" (დაბ. 6:4). ეს ისტორია კარგად იყო ცნობილი ძველაღთქმისეულ პერიოდში, ხოლო ახალაღთქმისეულ პერიოდში სრული ნდობით იქნა აღქმული სამოციქულო საუკუნის მამათა მიერ. "ენოქის წიგნი ავტორიტეტული წყარო გახდა ადრექრისტიანული ღვთისმეტყველებისთვის და თვით შუასაუკუნეების ბიზანტიური ისტორიოგრაფიისთვისაც" (Лурье В.М. Цитата из Папия в составе армянской версии... // Писания мужей апостольских. М: Издательский совет РПЦ, 2008. С. 522).

გოლიათთა ეპოქაზე ბიბლია ლაპარაკობს როგორც კარგად ცნობილ ამგავზე. მაკაბელთ მესამე წიგნში მღვდელმთავარ სიმონის ლოცვა, რომელიც მიმართულია უფლისკენ, შეიცავს სიტყვებს, რომლებიც უთითებენ კონკრეტულ ამოცანაზე, რომელიც შეასრულა მსოფლიო წარღვნამ: "შენ ხომ ადრეც შეგიმუსრავს უსამართლობის ჩამდენნი და მათ შორის გოლიათებიც იყვნენ, ძალაში და სიმამაცეში თავდაჯერებულნი, მიუღვარე მათ უზომო წყლები და დაღუპე" (3 მაკაბ. 2:4). ასევე სოლომონის სიბრძნეში იგივე არსებები ნახსენები არიან წარღვნასთან და მართალი ნოეს მისიასთან მიმართებაში: "რადგან თავიდანვე, როცა შეიმუსრნენ ქედმაღალი ბემბერაზები, სოფლის იმედმა ტივს შეაფარა თავი და, შენი ხელით წარმართულმა, საუკუნეს შეუნარჩუნა ახალი თაობის თესლი" (სოლომონის სიბრძნე 14:6).

ბევრია ისეთი მაგალითი, რომლებიც მოწმობენ, რომ ის მოვლენები ადამიანებს ჯერ კიდევ ახსოვთ. მთელი ბიბლიური ძველაღთქმისეული ტექსტი ასე თუ ისე გამსჭვალულია ისტორიებით, რომლებშიც ნახსენები არიან ოლიათები, რაც ენოქის მიერ უფრო დეტალურად გადმოცემულია თავის წიგნში. გამოკვლევის კვალდაკვალ ჩვენ დავიმოწმებთ წმიდა წერილის ამ ადგილებს.

როდესაც ვეხებით გარყვნილი სამყაროს დასჯას, რომელიც მსოფლიო წარღვნის მეშვეობით დადგა, უნდა ვაღიაროთ, რომ თავის წიგნში ენოქი წინასწარმეტყველებს გარყვნილი კაცობრიობის მომავალ დაღუპვას დაბადების წიგნთან სრული თანხმობით: "აჰა, მოვავლენ წარღვნას ქვეყანაზე, რათა გაწყდეს ცისქვეშეთში ყოველი ხორციელი, რასაც კი სიცოცხლის სული უდგას; ყოველი მიწიერი უნდა განადგურდეს" (დაბ. 617). მაგრამ შევნიშნავთ, რომ ენოქთან ის დრამატული მოვლენა გაშუქებულია უფრო დეტალურად და მნიშვნელოვნად: "და იმ დღეებში (ეს მოხდება სამყაროს შექმნიდან 1656 წელს - ეპ. მ.) მოვა სასჯელი სულთა უფლისგან, და გაიხსნება წყალთა საცავი, რომლებიც ზემოთ ცაშია, და ასევე წყარონი, რომლებიც არიან ცისქვეშეთში და მიწის ქვეშ. და მაშინ განადგურდება ყველა, ვინც დედამიწაზე ცხოვრობს და ვინც ცხოვრობს ცათა კიდეებს შორის. და ამის მეშვეობით შეიცნობენ ისინი მთელ უსასმართლობას, რომელიც მათ ჩაიდინეს დედამიწაზე და რის გამოც იღუპებიან" (ენოქი 8:65, 68).
დაცემული ანგელოზი
ნეფილიმები და რეფაიმები

როგორც უკვე ვამბობდით, დაბადების კანონიკური წიგნი თუმც მოკლედ, მაგრამ სრულიად კონკრეტულად გვიყვება კაცობრიობის ისტორიის ამ ტრაგიკულ მოვლენაზე: "ბუმბერაზები იყვნენ იმ ხანებში ქვეყნად და მას მერეც, როცა ღვთისშვილები შედიოდნენ ადამიანის ასულებთან, რომელნიც უშობდნენ მათ. ძლიერები იყვნენ ისინი, ძველთაგანვე დიადი ხალხი" (დაბ. 6:4). დედანში სიტყვა, რომელიც რუსულ ენაზე თარგმნილია, როგორც "исполины" (ქართ.: "ბუმბერაზები"; ძვ. ქართ. "გმირები" – "აპოკ." რედ.) ჟღერს ასე - ნეფილიმები (ივრითზე ნიშნავს -"დაცემულებს").

სიტყვა "დიადი", მისი თანამედროვე დადებით-ამაღლებული ჟღერადობის გათვალისწინებით, აშკარად უადგილოდ არის გამოყენებული. საეკლესიო სლავური თარგმანი "დიადის" ნაცვლად იყენებს უფრო წარმატებულ სიტყვას "именитые" (ქართ.: "სახელოვანი"), რაც თანამედროვე ენაზე ნიშნავს "სახელგანთქმულს". ბიბლიური საზოგადოების მიერ ბიბლიის ბოლო რუსულ თარგმანში ეს ადგილი უფრო გაშლილად არის მოცემული: "они прославили свое имя" ("მათ სახელი გაითქვეს") (Библия. Книги Священного Писания канонические. М.: РБО. 201 1. С. 15.). სხვა თარგმანებში ეს არსებები იწოდებიან "ლეგენდარულ გოლიათებად", "ძველი დროის ბუმბერაზებად" და "ცნობილ მეომრებად" (См.; The Holly Bible. New revised standart version. New York, Oxford, 1989. P. 6).

მოგვიანებით ჩვენ დეტალურად გავარჩევთ ცნობილი დავის არგუმენტაციას, თუ ვინ იყვნენ დაბადების წიგნში მოხსენიებული "ღვთისშვილები". მაგრამ თავიდანვე აღვნიშნავთ, რომ კაცთა ასულებთან ღვთისშვილთა, როგორც "შემცოდე ანგელოზთა", სიძვით დაცემის წარღვნამდელი ფაქტის აღიარებას გააჩნია ძალიან ძველი ტრადიცია და მდიდარი სიუჟეტური განვითარება დედამიწის პრაქტიკულად ყველა ხალხის გადმოცემებში.

როგორც ცნობილია, ის "აღიარებული იყო ძველაღთქმისეულ იუდაურ ეგზეგეტიკაში, რომელიც გააჟღერა ფილონ ალექსანდრიელმა, ხოლო მოგვიანებით, ანტიკური ქრისტიანობის პერიოდში, მშვიდად იყო შეწყნარებული ეკლესიის მამათა მიერაც. და უცნაური იქნებოდა არ გვეღიარებინა ეს ფაქტი, თუკი "ცნობილია, რომ სეპტუაგინტაში საერთოდ თავდაპირველად "ღვთისშვილების" ნაცვლად ეწერა "ანგელოზები"" (Книга Юбилеев, или Малое Бытие // Ветхозаветные апокрифы. М., 2001. С. 120).

წარღვნამდელ გიგანტებს და მათი დაღუპვის ისტორიას ახსენებს წინასწარმეტყველი ესაია: "რეფაიმები აღარ აღდგებიან, რადგან შენ დასაჯე და მოსპე ისინი" (ეს. 26:14) (12). უნდა აღვნიშნოთ, რომ როდესაც წარღვნამდელ გიგანტებზე ლაპარაკობდა, წინასწარმეტყველმა გამოიყენა სიტყვა "რეფაიმები", რომელიც ბიბლიაში ბევრად უფრო გვიან ჩნდება ქანაანის მიწის გიგანტთა აღსანიშნად, რომლებიც იყვნენ ძველი პალესტინის მცხოვრებლები წარღვნისშემდგომ პერიოდში. საქმე იმაშია, რომ სიტყვა "რეფაიმები" არ არის მიბმული კონკრეტულ ისტორიულ პრეცედენტს. ეს, უფრო, განსაკუთრებული დახასიათებაა განსაკუთრებული არსებებისა, რომლებიც რეგულარულად ჩნდებოდნენ კაცობრიობის ისტორიაში.

_____________

12. სეპტუაგინტაში არსებობს ფრაზის უმნიშნელოვანესი დასრულება "kai hras pan arsen autwn" - და გაანადგურე მთელი მათი მამრობითი სქესი" (რუს.: "и уничтожил весь их мужской пол") (ეს. 26:14). შესაძლოა იმიტომ, რომ ეს ფაქტი ეხმიანება ინფორმაციას, რომელიც გადმოცემულია ენოქის წიგნში.

_____________

ებრაულ ბიბლიაში ("თანახი"0, რომელიც პრაქტიკულად სრულიად იმეორებს ქრისტიანული ბიბლიის ძველ აღთქმას, სიტყვა "რეფაიმები" ითარგმნება, როგორც "მკვდრები" (ახალქართ. თარგმანში "აჩრდილები). ამით ხაზგასმულია, რომ ჩვენ საქმე გვაქვს არა ადამიანებთან, არამედ "უწმინდურ" სულებთან, "არაადამიანებთან", "აჩრდილებთან", რასაც, არსებითად, წარმოადგენენ კიდევაც ეს გიგანტები, რომლებიც წარმოადგენენ ადამიანური და დემონური არსებების ჰიბრიდს.

რუსული სინოდალური თარგმანის ტექსტთა უმრავლესობაში გამოიყენება ებრაული სიტყვით პირდაპირი რუსული ტრანსკრიფცია, რომელიც ივრითზე ჟღერს როგორც "რეფაიმ", მაგრამ მთელ რიგ შემთხვევებში ის ასევე გადათარგმნილია როგორც "მკვდრები" (რუს. "мертвецы"). ეს კეთდება იმ შემთხვევებში, როდესაც თარგმანის ავტორებს სურთ თავი აარიდონ იმ ისტორიის გახსენებას, რომელიც შეემთხვათ ანგელოზებს და კაცთა ასულებს, და რომელიც, როგორც ჩანს, კატეგორიულად მიუღებელია "განათლებული" სამეცნიერო საზოგადოებისთვის.

მიუხედავად ამისა, სოლომონის იგავებში, მაგალითად, მოცემულია სწავლება მოერიდო ქალებს, რომლებიც ნელი გზით დადიან; ბოროტი საქმით მოხარულობენ, და ბოროტი თვალთმაქცობით ხარობენ..." და უნდა მოერიდო უცხო ქალს, რომელმაც "რომელმაც სიყრმის მოძღვარი მიატოვა და ღვთის აღთქმა დაივიწყა" (იგავნი 2:16), რადგან "მისი სახლის წიაღ სიკვდილია, მისი ნაბიჯები აჩრდილებისკენ (დედანში "რეფაიმებისკენ") არის მიმართული" (იგავნი 2:18). ანუ ასეთი არსების ქცევამ შეიძლება კვლავ გამოიწვიოს გიგანტებთან დაკავშირებული ისტორია.

ზუსტად იმავეზე გვაფრთხილებს სხვა იგავი: "სულელი ქალი მყვირალაა, ბრიყვი და არაფრის მცოდნე" და აცთუნებს "სწორი გზით მოარულთ" (იგავნი 9:13-15). და ბრიყვებიც ხშირად ქარაფშუტულად იქცევიან, რადგან "არ კი იცის, რომ იქ აჩრდილნი არიან, რომ მისი წვეულნი შავეთის უფსკრულებში იმყოფებიან" (იგავნი 9:18). იგივე აზრს გვაწვდის ავტორი სხვა ადგილზეც: "გონიერების გზა-კვალს აცდენილი კაცი სულთა კრებულში თუ მოისვენებს" (ძვ. ქართ.: "კაცი, რომელი შეცთომილ იყოს გზათა სიმართლისათა, შესაკრებელსა გმირთასა განისუენოს") (იგავნი 21:16).

რეფაიმები ბიბლიაში განეკუთვნებიან ბნელეთის ძალებს, დემონურ არსებებს. ამიტომაც, იობის მიხედვით: "აჩრდილები ძრწიან ქვეშეთში, წყლები და მისი მკვიდრნი" (ძვ. ქართ.: "ნუ გმირთა მაჭენონ მე ქუეშე კერძო წყალთა და მოძმეთა მისთა?) (რუს. სინოდ. თარგმ.: "рефаимы трепещут под водами") (იობი 26:5).

საყოველთაოდ ცნობილია, რომ "ბიბლიური ტრადიცია, რომელიც წყალს აკუთვნებს საეჭვო ღირსებას იყოს დემონთა სამკვიდრო, გადაიქცა საზოგადო ადგილად და testimonia-ს (მოწმობებს - ეპ. მ.) პრაქტიკულად არ საჭიროებს" (Лурье В.М. Цитата из Папия в составе армянской версии ... / / Писания мужей апостольских. М.: Издательский совет РПЦ, 2008. С. 525. Прим. "м"). "შენ შეჰმუსრე თავი ვეშაპისა (ახ. ქართ.: "ლევიათანს" – "აპოკ". რედ.) მის და მიეც იგი საჭმელად ერსა მას ჰინდოეთისასა" (ფსალმ. 73:14), ან კიდევ "იქ ხომალდები დადიან, ლევიათანი - ეს შენ შეჰქმენი მასში გასართობად" (ძვ. ქართ.: "მას ზედა ნავნი ვლენან; ვეშაპი ესე, რომელ დაჰბადე სამღერელად მისა" // რუს.: " море великое и пространное... там плавают корабли, там этот левиафан") (ფსალმ. 103:26) და სხვა.


ენოქის წიგნი და ახალი აღთქმა

ჩვენ აუცილებლად უნდა გავერკვეთ, რამდენად შეესაბამება სინამდვილეს ეპითეტი: "ენოქი, მწერალი სიმართლისა", რომელიც მიეცა წიგნის ავტორს? შეიძლება თუ არა ამ უძველესი წყაროს ავტორიტეტი უდავოდ იქნას მიჩნეული? მომდინარეობს თუ არა ყველაფერი, რაც მასშია მოცემული "დიდი უფლისა და სამყაროს მეფისგან" (ენოქი. 3:3).

ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენს მსჯელობაში უნდა იყოს ის, რომ სწორედ ჩვენი უფლის იესუ ქრისტეს სწავლებაში და მისი მოციქულების თხზულებებში ვპოულობთ უხვ ცნობებს, რომელიც მხოლოდ ენოქის წიგნშია მოცემული. უნდა ვაღიაროთ, რომ სწორედ ახალმა აღთქმამ, მოულოდნელად და სრულფასოვნად, დაგვიბრუნა მისი ციტატები, ტერმინები და სახეები. და საიდუმლო როდია, რომ სწორედ ამ ვითარებამ შეაცბუნა XVIII ს-ის ევროპოელი ღვთისმეტყველები ამ ძველი წყაროს კვლავ გამოყენებაში დაბრუნების შემდეგ.

ამ ვითარებას განსაკუთრებული გააფთრებით აღუდგნენ წინ პროტესტანტები, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ წიგნის ტექსტი - გვიანდელი ქრისტიანული გარემოს ნაყალბევია, და მხოლოდ ყუმრანში, მკვდარი ზღვის გრაგნილებში ნაპოვნმა ენოქის წიგნის ასლმა დაამტკიცა მისი სიძველის სინამდვილე.

როგორც ცნობილია, ამა თუ იმ ძველი წერილის მიღების ან უარყოფის ძირითად და უდავო კრიტერიუმს წარმოადგენს მტკიცებულება, რომ "უფალი ჩვენი იესუ ქრისტე და ახალი აღთქმის ავტორები არც ერთხელ არ იმოწმებენ ციტატებს აპოკრიფებიდან, მაშინ როდესაც ასობით ციტატა მოჰყავთ ძველი აღთქმის პრაქტიკულად ყველა კანონიკური წიგნიდან" (Джош Макдауэлл. I кторические свидетельства, факты, документы христианства. Чикаго: «Соваминко», 1991. С. 48).

ენოქის წიგნის შემთხვევაში ყველაფერი სხვანაირადაა. მრავალი საკვანძო კონცეფცია, რომელიც თვით იესუ ქრისტეს მიერ არის გამოყენებული, ცხადად და უშუალოდ არის დაკავშირებული ტერმინოლოგიებთან და იდეებთან, რომლებიც ენოქის წიგნშია გაჟღერებული, რაც ჩვენს მიერ დაყენებული საკითხების დროულობასა და სამართლიანობაზე მოწმობს.

იმთავითვე ვიტყვით, რომ ახალი აღთქმის ტექსტების ნაწილი, რომელიც სამყაროს წარღვნამდელ ისტორიას ეხება, როდესაც "ღვთის შვილები შედიოდნენ კაცთა ასულებთან", ასევე სრულიად ეყრდნობიან ფაქტებს, რომლებიც აღებულია ენოქის წიგნიდან.

ასე, მაგალითად, მოციქული იუდა თავის ეპისტოლეში, ეყრდნობა რა ადამიანთა ანგელოზებთან შერევის იმ ისტორიულ პრეცედენტს, ყოველგვარ ეჭვგარეშე მიიჩნევს, რომ ეს ფაქტი ყველასთვის ცნობილია და სახსოვარია: "მინდა შეგახსენოთ, თუმცა ყველაფერი იცით" (იუდ. 1:5). შემდეგ მოციქული იხსენებს ანგელოზთა ამ "სიძვას", როგორც ისტორია, რომელიც დროით წინ უსწრებდა სოდომისა და გომორას წარღვნის შემდგომ უკეთურებას (დაბ. 18:20). წმიდა მოციქული იუდა აგრძელებს: "ხოლო ანგელოზები, რომლებმაც არ დაიცვეს თავიანთი დასაბამიერობა,არამედ დაუტევეს თავიანთი სავანე, საუკუნო ბორკილებით შეკრულნი, ქვესკნელის წყვდიადში გამოამწყვდია (უფალმა) რათა განეკითხა დიად დღეს. ისევე, როგორც სოდომი, გომორი და მათი მოსაზღვრე ქალაქები, მათსავით მემრუშენი და უცხო ხორცს ადევნებულნი, საუკუნო ცეცხლით დასჯილნი და ნიმუშად დადებულნი" (იუდ. 1:6, 7). ანგელოზთა ისტორიასი "უცხო ხორცი" - ეს არის სხვაგვარი სხეულებრიობა, რომელიც ანგელოზურისგან განსხვავებულია, - ეს ადამიანური სხეულია.

ამავე მოვლენებზე და მათ შემდგომ ანგელოზთა და ადამიანთა დასჯაზე წერს მოციქული პეტრეც: "რადგან თუ ღმერთმა არ დაინდო შემცოდე ანგელოზები, არამედ ბნელეთის ბორკილებით შეკრა და ჯოჯოხეთში ჩაყარა ისინი განკითხვის დღემდე დასამარხავად" (2 პეტრე 2:4). ღმრთის ამ სამართლიანობაზე წერს ეგნატე ბრიანჩანინოვი: "ღვთითდასგენილი წესრიგის დარღვევის ქარაფშუტული მცდელობა, და თვითნებურად იმაში შეჭრა, რაც ღმრთის მიერ დაშორებულია ჩვენგან, მისი პირისგან განაშორებს ყოველს უკუნის ბნელში, სადააც არ ანათებს ნათელი ღვთისა" (Игнатий (Брянчанинов). Аскетические опыты. Т. 3. С. 15).
ძე კაცისა იესუ ქრისტე
"ძე კაცისა"

უნდა ითქვას, რომ, უეჭველად, ყოველი ქრისტიანის განსაკუთრებულ განწყობას ამ უძველესი ტექსტისადმი იწვევს ენოქის ზეცისკენ მოწოდების აღწერა, სადაც უზენაესის გვერდით ის ხედავს "ძეს კაცისას", ვისი პირისახე მოცულია ნათლით. და ენოქის კითხვაზე: "ეს ვინ არის?" ანგელოზი პასუხობს, რომ "ეს არის ძე კაცისა, რომელიც იყო სამყაროს შექმნამდე. და უფრო ადრე, ვიდრე შეიქმნებოდა მზე და ვარსკვლავები, ის დასახელებულ იქნა სულთა უფლის წინაშე" (ენოქი 8:21, 22).

სწორედ ენოქის წიგნში იწოდა პირველად მომავალი მესია "ძედ კაცისად", და სწორედ ამ წიგნში დეტალურად არის გახნილი მისი უდიადესი მისიის მთელი არსი. შეგახსენებტ, რომ იესუ ქრისტე მთელი თავისი მსახურების პერიოდში მხოლოდ ერთხელ უწოდა საკუთარ თავს "ძე ღმრთისა" (იოანე 10:36). მისი მიწიერი მსახურების სამი წლის განმავლობაში სახარებამ შეინახა ქრისტეს ერთი სახელი - "ძე კაცისა". გამოთქმა "ძე კაცისას" ასეთი აღქმა რომელიც სიტყვა "ქრისტეს" თანაბარმნიშვნელოვანია სრულიად იქნა მიღებული იუდეველი ხალხის მიერ მაცხოვრის მიწიერი მსახურების დროს: "მიუგო ხალხმა: რჯულიდან გვსმენია, რომ ქრისტე უკუნისამდე უნდა ეგოს: მაშ, როგორღა ამბობ, კაცის ძე ამაღლდებაო? ვინ არის ეს კაცის ძე?" (იოანე 12:34).

ამავდროულად, პირველი საუკუნეების ქრისტიანული ეკლესია ძირითადად ყალიბდება რომის იმპერიის წარმართი ხალხებისგან, და იუდაური თემის გავლენა ქრისტიანებზე უმნიშვნელო იყო, რამაც გამოიწვია მთავარი სახელწოდების გაგების დაკარგვა, რომლითაც ქრისტე თავისუფლად სარგებლობდა საკუთარ თავთან მიმართებაში და რომლითაც ამჯობონებდა ეწოდებინა საკუთარი თავი - "ძე კაცისა". "ბერძნები, რომლებსაც ხელი არ მიუწვდებოდათ ისრაელის ესქატოლოგიურ ლიტერატურაზე, სიტყვებში "ძე კაცისა" მოაზრებული იყო არა ამაღლებული, არამედ უფრო დაკნინებული აზრი: უბრალოდ ადამიანი" (Кураев Андрей, диакон. Дары и анафемы. М.: Эксмо, Яуза, 2004). და ლაპარაკიც კი არ არის ეკლესიის ბერძენი მამების "მონოპოლიაზე" წმიდა წერილის განმარტების დარგში. სწორედ ამგვარ "კნინი" აზრით მეორდება და განიმარტება ეს გამოთქმა ძველი აღთქმის ყველა "კანონიკურ წიგნში", როდესაც საჭიროა აღნიშვნა იმისა, რომ ეს არის - უბრალო, მიწიერი დედისგან ნაშობი ადამიანი.

თუმცა, არსებობდა ერთი გამონაკლისი - წინასწარმეტყველ დანიელის წიგნის ერთი სტროფი. მაგრამ, საკუთრივ, რას შეეძლო შეეცვალა ერთადერთი "ამაღლებული" ხსენება "კაცის ძისა", რომელიც "ცის ღრუბლებზე მოდიოდა ... და ძველ დღეთასთან მოვიდა" (დანიელ 7:13)? ამიტომაც, რომ არა ენოქის წიგნი, ეს ერთი ციტატა ვერ გახდებოდა საკმარისი საფუძველი იმისთვის, რათა სიტყვათა წყობა "ძე კაცისა" გამხდარიყო სიტყვა "სამყაროს მაცხოვრის" სინონიმი. უფალი ჩვენი იესუ ქრისტე, როდესაც სამოცდახუთჯერ და მეტადაც (სახარების მიხედვით) ამტკიცებს თავის მესიანურ ღირსებას, საკუთარ თავს უწოდებდა "ძეს კაცისას".

სწორედ ენოქის წიგნში მესია ქრისტეს, როგორც "ძეს კაცისას, რომელის იდგა სულთა უფლის გვერდით" ეძღვნება მთელი ამაღლებული პარემიები.

"და იქ მე ვიხილე ერთი, რომელსაც ჰქონდა დღეთა თავი (ძველი თავი), და მისი თავი იყო თეთრი, ვითარც ვერძი; და მასთან იყო სხვა, რომლის პირისახე იყო კაცის მსგავსი, და სახე მისი იყო ბრწყინვალე, ერთ-ერთ ანგელოზთა მსგავსი. და ვკითხე ერთ-ერთ ანგელოზთაგანს, რომელიც მე მახლდა და მიჩვენებდა დაფარულ საგნებს, იმ კაცის ძის შესახებ, ვინ არის, საიდან არის და რატომ მიდის ის დღეთა თავთან? და მან მიპასუხა და მითხრა: "ეს არის ძე კაცისა, რომელიც არის სიმართლე, რომელთანაც ცხოვრობს სიმართლე, და რომელიც გახსნის საგანძურს იმისა, რაც დაფარულია, რადგან სულთა უფალმა აირჩია იგი, მისი წილხვდომილობა სულთა უფლის წინაშე მისი სიმართლის წყალობით ყოველივეს აღემატება" (ენოქი 8:7, 9).

შევადაროთ ეს სიტყვები ესაია წინასწარმეტყველთან ნათქვამს: "მეფენი დაინახავენ და წამოდგებიან, მთავარნი თაყვანს სცემენ უფლის გამო, რომელიც მტკიცეა, და ისრაელის წმიდის გამო, რომელმაც შენ ამოგარჩია" (ეს. 49:7).

ენოქის წიგნში "ძე კაცისა" - ეს არის ქრისტე, ბოლო ჟამის მსაჯული და მაცხოვარი, ისრაელის ესქატოლოგიური იმედი. "მის წინაშე დაეცემიან და თაყვანს სცემენ მას დედამიწის მკვიდრნი, და შეაქებენ მას და განადიდებენ, და იგალობენ სულთა უფლის სახელის სადიდებელს. ამიტომაც არჩეულ იქნა იგი და დაფარულ იქნა მის წინაშე, სანამ შეიქმნებოდა სამყარო; და ის იქნება მის წინაშე სამარადისოდ" (ენოქი 8:21, 24).

გასაოცრად გამსჭვალავს ერთიანი სული სამყროს ესქატოლოგიურ სურათს, რომელიც აღწერილია როგორც ენოქის წიგნში, ასევე ძველი და ახალი აღთქმის სტროფებში.

"ის იქნება კვერთხი მართალთა და წმიდათა, რათა დაეყრდნონ მას და არ დაეცნენ" (ენოქი 8:22). შევადაროთ ფსალმუნს: "კუერთხი ძლიერებისა გამოგივლინოს შენ უფალმან სიონით, და უფლებდე შორის მტერთა შენთა" (ფსალმ. 109:2).

"ის იქნება ხალხთა ნათელი და სასოება მათი, ვინც დამწუხრებულია თავის გულში" (ენოქი 8:22). როგორ არ დავინახოთ აქ მოგვიანებით თვით უფლისგან გაჟღერებული ნუგეშისცემა: "მოდით ჩემთან ყოველი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი, და მე მოგიფონებთ თქვენ" (მათე 11:28) და არ დავინახოთ მკაფიო ანალოგია მოციქულ იოანეს გამოცხადების აპოკალიპტურ სტროფებთან: "დაემკვიდრება მათში, და თვით ღმერთი იქნება მათთან და ისინი იქნებიან ერი მისი. შეაშრობს ღმერთი მათ თვალზე ცრემლს" (გამოცხ. 21:3, 4).

გასაოცარი და ძვირფასია ის, რომ ენოქი, როდესაც კაცის ძის გამოცხადებაზე ჰყვება, მას ამასთან "დედაკაცის ძესაც" უწოდებს, რაც ძველაღთქმისეული მენტალიტეტისთვის სრულიად მიუღებლად გამოიყურება. მაგრამ ჩვენთვის, ვინც ვიცით, ვინ არის ეს დედაკაცი, რომელმაც "მამაკაცი არ იცის" (ლუკა 1:34), ძველაღთქმისეული წინასწარმეტყველების ეს ტროფები ძალზედ ძვირფასია: "და ისინი შეძრწუნდებიან და თვალთ დაუბნელდებათ, ტკივილი მოიცავს მათ,როდესაც დაინახავენ დედაკაცის ძეს, მჯდომარეს თავისი დიდების საყდარზე და მეფენი, ძლერნი და დედამიწის მკვიდრნი შეაქებენ მას და განადიდებენ ყოვლის მბრძანებელს, რომელიც იყო დაფარული. რადგან ადრე ძე კაცისა დაფარული იყო, და უზენაესი ინახავდა მას თავისი ძლიერების წინაშე, და გაუმხილა იგი რჩეულთ" (ენოქი 10:41, 43).

პირდაპირ ვიტყვით, რომ როგორც მაცხოვრის დროს, ასევე მოგვიანებითაც ბევრნი იყვნენ ისეთნი, ვინც ცილს სწამებდა "დედაკაცის ძეს" და მის უწმიდეს დედას, რომელთაც ელის სამსჯავრო, როდესაც "ერთი ნაწილი დაუწყებს ყურებას მეორეს და შეძრწუნდებიან და თვალთ დაუბნელდებათ, და მოიცავს მათ ტკივილი" (ენოქი 10:41).

შემდეგ, წინასწარმეტყველებს რა ახალ სამყაროზე, ენოქი "კაცის ძის" ეკლესიაზე პოულობს საინტერესო ფორმულირებას: "და დაითესება წმიდათა და რჩეულთა საზოგადოება, და დადგებიან მის წინაშე იმ დღეს ყოველნი რჩეულნი" (ენოქი 10:43). მაგრამ არა მარტო "კაცის ძის" აღწერას ვპოულობთ ჩვენ ენოქის წიგნში. გასაოცარია, მაგრამ ესოდენ ძველაღთქმისეულ ტექსტში გვხვდება ღმრთის შემდეგი აღთქმაც, რომელიც მიეცა ყველა მართალს: "მე და ჩემი ძე სამარადისოდ შევერთდებით მათთან, და მარადიულად ვიქნებით მათი სიმართლის გზებზე მათ სიცოცხლეში. და სამყარო იქნება თქვენთნ" (ენოქი 19:147).

როდესაც კითხულობ ენოქის სტროფებს, სადაც ის აღწერს იმას, ვინც "დიადია თავის დიდებაში", უცებ ხვდები, რომ სადღაც უკვე შეხვედრიხარ მსგავს ეპითეტებს: "სამოსი მისი იყო მზეზე უბრწყინვალესი და თოვლზე უსპეტაკესი" (ენოქი 3:34). მართლაც, შეუძლებელია არ გაოცდე ამ გასაოცარი მსგავსებით მოციქულთა სიტყვებთან, რომლებმაც აღწერეს ფერიცვალების სცენა თაბორის მთაზე: "და იცვალა მათ წინაშე ფერი, და გაბრწყინდა მისი სახე, როგორც მზე, და გათეთრდა მისი სამოსი, როგორც ნათელი" (მათე 17:2) და "სამოსი მისი გახდა მოელვარე და სპეტაკი..." (მარკ. 9:2).
ლუციფერი
ვარსკვლავ-ანგელოზთა შესახებ

ჩვენ უკვე ვამბობდით, რომ ბიბლიურ ტრადიციაში სიტყვა "ვარსკვლავები" უფრო ხშირად "ანგელოზთა" სინონიმებად გამოიყენება  (13).

____________

13. "იუდაურ ტრადიციაში ვარსკვლავად შეიძლება იწოდებოდეს ნებისმიერი ასტრალური ღვთაება". იღუმენი არსენი (სოკოლოვი) (Игумен Арсений (Соколов). Буква и Дух. Сборник докладов по библеистике. Бейрут, 2016. С. 50).

____________

ამასთან ლაპარაკია განსაკუთრებულად გამოჩინებულ ანგელოზებზე - დარაჯებზე. ისინი არიან "ვარსკვლავები" ანგელოზთა სამყაროში -გავიხსენოთ ამ სიტყვის დღევანდელი საერო მნიშვნელობა. "ვარსკვლავები" არიან როგორც ბნელი, ასევე ნათელიც. ძველაღთქმისეული ტექსტები ამ ანალოგიას იღებს, როგორც რაღაც კარგად ნაცნობ სინამდვილეს. ასე, მაგალითად, უფალი "დაიანგარიშებს ვარსკვლავთა რიცხვს, ყველას თავის სახელს უწოდებს" (ძვ. ქართ.: "რომელმან აღრაცხის სიმრავლე ვარსკულავთა და ყოველთავე მათ სახელით უწესნ") (ფსალმ. 146:4). სახელები, შესაბამისად, შეიძლება მიეცეს სულიერ არსებებს - მოცემულ შემთხვევაში ანგელოზებს.

სახელწოდებათა ეს სინონიმურობა ყველაზე მკაფიოდ შეიძლება შევნიშნოთ უფლის სიტყვებში, რომელიც აღწეს "როცა გალობდნენ დილის ვარსკვლავები და ყიჟინობდნენ ღვთისშვილები?" (იობი 38:7). გასაოცარია, რაოდენ უფრო ახლოს გადმოსცემს ძველი საეკლესიო სლავური (და ასევე ქართულიც - "აპოკ". რედ.) ტექსტი წმიდა წერილში ნათქვამის აზრს: "ოდეს იქმნნეს ვარსკულავნი, მიქებდეს მე ჴმითა დიდითა ყოველნიანგელოზნი ჩემნი" (იობი 38:7).

ვარსკვლავ-ანგელოზები შეიძლება ჩაერიონ ღმრთითრჩეული ერის საქმეებში და გამოავლინონ ღმრთის ნება ისრაელის ბრძოლებში. ქანანეველებთან შებრძოლებისას სამხედრო ხელოვნების თვალსაზრისით უიმედო შეტაკება ამ უკანასკნელთა სასტიკი მარცხით მთავრდება, რადგან "ციდან ებრძოდნენ, თავიანთი გზებიდან ებრძოდნენ ვარსკვლავები სისარას" (ქანანეველთა მხედართმთავარი - ავტ. შენიშვნა) (ძვ. ქართ.: "ზეცით შეეწყვნეს მათ ვარსკულავნი, წესთაგან მათთა შეეწყვნეს სისარაჲს თანა" (მსაჯ. 5:20) (საეკლესიო სლავურით: "От небесе ополчишася звезды, от чина своего ополчишася с Сисарою").

ასევე ღმრთის სიტყვიდან ცნობილია, რომ "ცის მშვენება ვარსკვლავთა დიდებაა, სხივოსანი სამკაული უფლის ზესკნელში. წმიდის სიტყვით დგანან მწყობრად და არ იღლებიან თავიანთ სადარაჯოზე" (ზირ. 43:11). ის, რომ არსებობს ეს განსხვავება ზეციურ ანგელოზთა "მწყობრსა" და ვარსკვლავ-დაჯარებს შორის, ნათქვამია წინასწარმეტყველ დანიელის ხილვაში: "იგი ცის მხედრობამდე გაიზარდა, მიწაზე დასცა მხედრობისა და ვარსკვლავების ნაწილი და გათელა ისინი" (დანიელი 8:10).

მაგრამ ყველაზე მკაფიოდ ვარსკვლავ-დარაჯთა შესახებ გვამცნობს სწორედ ენოქის წიგნი, რომელიც სიძვის ცოდვისთვის მათი დასჯის ადგილს "უდაბურ, დიად და საშინელ" ადგილს უწოდებს: "აქ არიან ის ვარსკვლავები, რომლებმაც გადაუხვიეს უზენაესი ღმერთის განკარგულებას, და აქ არიან შეკრულნი მანამ, სანამ არ დამთავრდება სამყაროთა უკუნი, და სანამ არ აღირაცხება მათი დანაშაულის დღეები" (ენოქი 4:30). იმავდროულად, შემდეგ ის ხედავს სხვა ადგილს, "რომელიც კიდევ უფრო საშინელი იყო", და განკუთვნილი იყო "ზეციური მხედრობისთვის": "ეს არის ანგელოზთა საპყრობილე, და აქ ისინი მარადიულად არიან ჩამწყვდეულნი" (ენოქი 4:37).

სრულიად ენდობა რა ენოქის წიგნის ინფორმაციას ამგვარ დაცემულ ვარსკვლავ-დარაჯებზე, უკვე ახალ აღთქმაში მოციქული იუდა წერს: "ანგელოზები, რომლებმაც არ დაიცვეს თავიანთი დასაბამიერობა, არამედ დაუტევეს თავიანთი სავანე, საუკუნო ბორკილებით შეკრულნი,ქვესკნელის წყვდიადში გამოამწყვდია რათა განეკითხა დიად დღეს. ისევე, როგორც სოდომი, გომორი და მათი მოსაზღვრე ქალაქები,მათსავით მემრუშენი და უცხო ხორცს ადევნებულნი, საუკუნო ცეცხლით დასჯილნი და ნიმუშად დადებულნი. ... უწყლო ღრუბელნი, ქარის მიერ მიმოფანტულნი, შემოდგომის უნაყოფო ხენი, ორგზის გამხმარნი, ფესვებითურთ ამოძირკვულნი; ზღვის მძვინვარე ტალღები, თავიანთივე სირცხვილით აქაფებულნი, ცთომილი ვარსკვლავნი, რომელთათვისაც საუკუნოდ გამზადებულია ბნელეთის უკუნი. მათთვის იწინასწარმეტყველა ენოქმა, მეშვიდემ ადამის შემდეგ..." (იუდა 6, 7; 12, 13).).

ნათლის ვარსკვლავ-ანგელოზებზე ვკითხულობთ მოციქულ პავლესთანაც: "ვარსკვლავიც ვარსკვლავისაგან განსხვავდება დიდებით" (1 კორ. 15:41). როდესაც მთიებისა და მისი მიმდევარი ანგელოზების დაცემის ტრაგედიაზე მსჯელობს, მოციქული იოანეც მათ ვარსკვლავებს უწოდებს: "სხვა ნიშანიც გამოჩნდა ცაში: აჰა, წითელი ურჩხული დიდი, რომელსაც ჰქონდა შვიდი თავი და ათი რქა, და თავს ედგა შვიდი გვირგვინი. კუდით მოითრევდა ცის ვარსკვლავთა მესამედს, გადმოყარა ისინი ქვეყნად..." (გამოცხ. 12:4).

კიდევ ერთი ესქატოლოგიური სახე ახალი აღთქმისა, რომელიც პირველად ჩნდება მხოლოდ ენოქის წიგნში, გახლავთ "შვიდი ვარსკვლავი". ენოქი აღწერს ადგილს, საითკენაც წაიყვანეს იგი ანგელოზებმა, "სადაც იყვნენ ცეცხლივით მოელვარე ფიგურები (ლაპარაკია დარაჯებზე), და როდესაც მათ სურდათ, ადამიანებად გარდაისახებოდნენ" (ენოქ. 4:1). "და საშინელი იყო ის, რაც მე იქ ვნახე: შვიდი ვარსკვლავი, როგორც დიადი ანთებული მთები და როგორც სულნი" (ენოქი 4:20).

ბევრად უფრო გვიან შვიდი ვარსკვლავის ეს იდუმალი სახე გამოჩნდება იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადებაში: "საიდუმლო შვიდი ვარსკვლავისა, ჩემს მარჯვენაში რომ იხილე, ... შვიდი ვარსკვლავი შვიდი ეკლესიის ანგელოზებია ..."  (გამოცხ. 1:20).

მაშასადამე, "ვარსკვლავები ანგელოზები არიან", და ეს ბევრ რამეს ცვლის. რადგან, როდესაც ღამეულ და ცას უყურებ, მილიონობით ვარსკვლავით რომ არის მოფენილი, უნებურად გიჩნდება ფიქრი, რა განზრახვა ჰქონდა ღმერთს ზეციურ სხეულთა ასეთი რაოდენობის შექმნისას? თუკი მათ ჩავთვლით მატერიის უსიცოცხლო ნაჭრებად, რომლებიც განფენილნი არიან მთელ სამყაროში, მაშინ მათი არსებობის უაზრობა ცხადი ხდება და უნებურად ითრგუნები. ხოლო თუ ისინი ამასთანავე არიან "ანგელოზებიც" და ენოქმა ისინი იხილა "როგორც დიადი ალმოდებული მთები დაროგორც სულები", მაშინ მათ უდიდესი საღმრთო დანიშნულება და განსაკუთრებული საკრალური მსახურება გააჩნიათ, რომლის არსი შეიძლება გავიგოთ ღირ. მაქსიმე აღმსარებლის სწავლებიდან გამომდინარე "ლოგოსების" შესახებ, სადაც ის ბრძანებს: "წმიდა ძალნი (ანგელოზები)  ქმნილ საგანთა საცნაური არსის წვდომის უნარს ფლობენ, რომელიც არის მათი "ლოგოსები" ანუ "მათი გონისმიერი ჭვრების ობიექტი". ისინი წარმოადგენენ ღვთაებრივ განზრახულებას სამყაროზე და წარმოადგენენ მარადიულ ღვთაებრივ ჩანაფიქრს ("გეგმას"), რომელიც რეალობა ხდება და ხორციელდება დროში ღვთის ნების წყალობით" (Максим Исповедник. Творения. Кн. 1. С. 285. Прим. 134).
მიქაელ მთავარანგელოზი
ანგელოზები: მფარველები და მამხილებლები

ანგელოზთა, როგორც "დარაჯთა" შესახებ მსჯელობას გავაგრძელებთ კიდევ ერთი ასპექტით. საიდან ვიცით, რომ ყველა მართალ ქრისტიანს ეძლევა მფარველი ანგელოზი? ამ სწავლების საფუძველს წარმოადგენს რამოდენიმე ციტატა წმიდა წერილიდან, როგორიცაა, მაგალითად, უფლის სიტყვები: "ეკრძალეთ, ნუ შეურაცხყოფთ ნურცერთ ამ მცირეთაგანს, რადგანაც გეუბნებით თქვენ, რომ მათი ანგელოზები ცაში თვალს არ აშორებენ ჩემი ზეციერი მამის სახეს" (მათე 18:10). შეიძლება დავიმოწმოთ ფსალმუნის სიტყვებიც: "დაიბანაკებს ანგელოზი უფლისა გარემოს მოშიშთა მისთა და იჴსნნეს იგინი" (ფსალმ. 33:8), ისევე როგორც ოთხმოცდამეათე ფსალმუნშია ლაპარაკი ანგელოზთა ფუნქციებზე: "რამეთუ ანგელოზთა მისთადა უბრძანებიეს შენთჳს დაცვად შენდა ყოველთა გზათა შენთა" (ფსალმ. 90:11).
 
გარდა ამისა იერემიას ეპისტოლეში, რომელიც განეკუთვნება ძველი აღთქმის  წიგნებს, არის შესაბამისი სტროფები: "რადგან თქვენთან არის ჩემი ანგელოზი და ის იფარავს თქვენს სულებს" (იერემიას ეპისტოლე 1:6). იგივეა ნათქვამი ამბავში ისააკის დაქორწინების შესახებ, როდესაც აბრაამმა თავისი მონა გააგზავნა სიტყვებით: "უფალი, ცის ღმერთი ... წაგიმძღვარებს თავის ანგელოზს და წამოიყვან იქიდან ქალს ჩემი ძისათვის" (დაბ. 24:7).

მაგრამ, მაინც, ყველაზე მკაფიო სიტყვები წმიდა ანგელოზთა მცველი ფუნქციების შესახებ მოცემულია ენოქის წიგნში: "ყველა მართალსა და წმიდას მცველებად დაუყენებს ის წმიდა ანგელოზებს, რათა თვალის ჩინივით დაიცვან ისინი, სანამ ბოლო არ მოეღება ყოველგვარ ბოროტებას და ცოდვას; და მაშინაც კი, როდესაც მართალთ ხანგრძლივი ძილით სძინავთ, არაფრის უნდა ეშინოდეთ" (ენოქი 19:93).

საინტერესო დეტალს შეიცავს მოციქულთა საქმეების წიგნი ცნობილ ეპიზოდზე, როდესაც მოციქული პეტრე მოულოდნელად მოვიდა ლოცვით შეკრებაზე. "როდესაც პეტრემ ჭიშკარზე დააკაკუნა, მისაყურადებლად გამოვიდა ერთი მხევალი, სახელად როდე. პეტრეს ხმა რომ შეიცნო, სიხარულისაგან ჭიშკარიც კი არ გაუღია, არამედ შინ შევარდა და შეკრებილთ შეატყობინა, ჭიშკართან პეტრე დგასო. მათ უთხრეს, ხომ არ შეიშალეო, ის კი თავისას გაიძახოდა. მაშინ თქვეს: მისი ანგელოზი იქნებაო" (საქმე. 12:13-15). ანუ იმ დროს არსებობდა ნათელი შეგნება იმისა, რომ მფარველი ანგელოზი იღებდა თავისი მსახურების (დასაცავი) ობიექტის მსგავს სახეს.

ქრისტიანული სწავლება ცალსახად აღიარებს, რომ ნათლისღების დღიდან ყოველ ქრისტიანს ენიჭება მფარველი ანგელოზი, რომელიც იცავს სამართლიანობას და არ აძლევს ბოროტ ძალებს გადააჭარბონ თავიანთ უფლებამოსილებებს. "სულის განათლება მოდის ანგელოზისგან, რომელიც მან ნათლისრების დროს მიიღო და რომელიც იცავს და მოძღვრავს მას, და განანათლებს ღმრთივსათნოდ. ხოლო მოუნათლავ სულს არ მიუღია ასეთი ანგელოზი" (Иоанн Лествичник, преподобный. Лествица. Новогреческий перевод с толкованиями иеромонаха Афанасия Критянина. Венеция, 1693. С. 419. Цит. по: Лествица. М: Изд. Моск. подв. Троице-Сергиевой Лавры. 2004. С. 353).
 
ამავდროულად, წმიდა მამები ამტკიცებენ, რომ "წმიდა წერილის თანახმად, ყოველ ჩვენგანს თან დაჰყვება ორი ანგელოზი, ანუ კეთილი და ბოროტი" (Иоанн Кассиан Римлянин, преподобный. Собеседование египетских отцов. М.: "Правило веры", 2016. С. 283. (შემდეგში: Иоанн Кассиан Римлянин. Собеседование). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ანგელოზების მსახურება ადამიანისადმი ატარებს ორმაგ ხასიათს: "ორი ანგელოზია ადამიანთან: ერთი კეთილი, მეორე კი ბოროტი" ("Пастырь" Ерма // Писания мужей апостольских. М.: Издательский совет РПЦ, 2008. С. 250).
 
ქრისტიანობის ადრინდელ საუკუნეებში, როდესაცის წარმართულ დროებასთან უფრო ახლოს იყო, შეხვდებოდით მტკიცებულებას, რომლის მიხედვითაც ორივე ანგელოზის ფუნქციები ერთმანეთს უტოლდებოდა: "უწყოდე, რომ თან დაგყვება ღმრთისგან ყოველი კაცისთვის ბოძებული ანგელოზი, რომელსაც ელინები ოჯახის სულს უწოდებენ (dii Penates). მას არ სძინავს და, ყოველთვის შენთან არის, ყოველივეს ხედავს" (Антоний Великий, преподобный // Добротолюбие. М: Сретенский монастырь. 2004. Т. 1. С. 70).

მაშასადამე, ბოროტების ძალთა ზემოქმედებას ადამიანზე, ისევე როგორც მასზე კონტროლს, გააჩნია ისეთივე დაკანონებული წესი და რიგი, რაც ნათლის ანგელოზისთვის არის დაკანონებული. ამიტომაც, სრულიად კანონიერ საფუძველზე "ბნელეთის თავადი, რომელსაც მთელი კაცობრიობის წარწყმედა სურს, ადამიანს მიუჩენს ერთ-ერთ მზაკვარ სულს, რომელიც, ყველგან დაჰყვება რა ადამიანს, ცდილობს შთააგდოს იგი ცოდვის ნებისმიერ სახეობაში" (Игнатий Брянчанинов, сет. Приношение современному монашеству. http://www.biblioteka3. ru/biblioteka/ignatiy_br/tom_5/index.html). თვალყური ადევნოს იმას, რომ მოჩენილმა დემონმა არ გადააჭარბოს თავის უფლებამოსილებას - მფარველი ანგელოზის ერთ-ერთი მოვალეობაა, რაზეც, საკუთრივ, ყოველდღე ლოცულობს ყოველი ქრისტიანი თავის საცისკრო ლოცებში. და მთავარ ლოცვაშიც, რომელიც ჩვენ ქრისტემ დაგვიტოვა, ბნელეთის ძალთა მუდმივი ზემოქმედება ადამიანზე განსაკუთრებულად არის ხაზგასმული: "არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან" (მათე 6:11).

წმიდა წერილი მოწმობს, რომ ადამიანები ყოველთვის მოიქცევიან ქარაფშუტულად და დაივიწყებენ, რომ მათზე დაწესებულია თვალმოუხუჭავი ყოველდღიური კონტროლი: "აგერ, წარმოანთხევენ თავიანთი პირით, მახვილი აქვთ ბაგეებში, აქაოდა, ვინ ისმენსო" (ფსალმ. 58:8). იგივე აზრს ვკითხულობთ ენოქის წიგნშიც: "მართალნი მიიცვალებიან, როგორც ჩვენ, - ამბობენ ცოდვილნი, - და რა სარგებელი მოაქვს მათთვის მათ საქმეებს?" (ენოქი 19:118).
 
მაგრამ ყველაზე მკაფიოდ იმის შესახებ, თუ როგორ ითვალისწინებენ ყველაფერს ადამიანთა უჩინარი მეთვალყურენი და როგორ დაუღალავ კონტროლს ეწევიან ადამიანებზე, ნათქვამია მხოლოდ ენოქის წიგნში: "თქვენ ცოდვილნი ამბობთ: "არ შეგიძლიათ იცოდეთ ეს და არ არის გათვალისწინებული ჩვენი ცოდვები", მაგრამუწყოდეთ, ანგელოზები ყოველდღიურად იწერენ თქვენს ცოდვებს" (ენოქი 19:141).

ეს მოწმობა სრულიად თანხმიერია ეკლესიის სწავლებასთან ანგელოზთა როგორც ღმრთი ნების აღმასრულებელ არსებებზე, თანაც დამოუკიდებლად იმისა, ნათელ ანგელოზზეა ლაპარაკი თუ დაცემულზე: "განა ყველანი მომსახურე სულები არ არიან, მათდა სამსახურად მოვლინებულნი, რომელთაც უნდა დაიმკვიდრონ საუკუნო სიცოცხლე?" (ებრ. 1:14). რომ გავიგოთ ვინ "დაიმკვიდრებს ცხონებას" და ვის ეგზავნება ეს სულები, გავიხსენოთ, რომ ღმერთს "ნებავს, რომ ყველა კაცი გადარჩეს" (1 ტიმ. 2:4).
 
ანგელოზთა დაუღალავი მსახურების მარადხსომება ქრისტიანული სულის განწყობის ძალიან მნიშვნელოვანი შემადგენელია: "მომიტევეთ მე, მრცხვენია წმიდა ანგელოზების, რადგან, როგორც ჩვენი მცველები, ხედავენ ყველაფერს, რაც ჩვენში ხდება" (Феодор Студит. Добротолюбие. Т. 4. С. 156).

და კიდევ, როდესაც ამ სამყაროში ანგელოზთა ადგილზე ვმსჯელობთ გასათვალისწინებელია ის, რომ ანგელოზები: "მომსახურე სულები არიან, ხოლო ადამიანთა სულები, რომლებიც ღირს იქმნენ იცხოვრონ ღმრთის ხატად, თავისუფალნი და მეპატრონენი. ხორცისგან გათავისუფლების შემდეგ ღმრთითპატივდებული სული ისე როდი წარიგზავნება სამსახურებალდ, როგორც იგზავნებიან ყოველნი ანგელოზნი" (Анастасий Синаит, преподобный. Три слова об устроении человека по образу и по подобию Божиему // Альфа и Омега, М., №4 (18). С. 118. (Далее: Анастасий Синаит. Три слова).
ეზეკიელ წინასწარმეტყველი
მეორედ მოსვლის ცვლილებები

სულის მადლმოსილი ერთობის მაგალითბი, რომლითაც იწერებოდა ენოქის წიგნი და ახალი აღთქმა, შეიძლება კვლავ გავაგრძელოთ და ერთმანეთს შევადაროთ მომავალი ესქატოლოგიური პერსპექტივები ენოქთან: "იმედოვნებთ თქვენ, მართალნო, რადგან ადრე თქვენ შერცხვენილნი იყავით, უბედურნი და ჭირვებასა შინა მყოფნი, ახლა კი განათდებით, ვითარც ზეციური მნათობნი" (ენოქი 19:137), და მოციქულ პავლესთან: "რათა იყოთ უბიწონი და უმანკონი, ღვთის უმწიკვლო შვილნი უკუღმართ და გახრწნილ მოდგმაში, რომელშიც ნათობთ, როგორც მნათობნი სამყაროში" (ფლპ. 2:15).

უნდა ვაღიაროთ, რომ შთაბეჭდილების ძალის მიხედვით ამ წიგნის სტროფები თავისუფლად შეგვიძლია შევადაროთ ბიბლიურ წინასწარმეტყველებს. ხოლო მესიანისტური სულისა და წინასწარმეტყველების ესქატოლოგიური სიღრმის მიხედვით ეს წიგნი, უდავოდ, ყველა ცნობილ ძველაღთქმისეულ ტექსტს აღემატება. კიდევ სად არის ნათქვამი ესოდენ მკაფიოდ ღმრთის ერის ფერიცვალებაზე (შეცვლაზე) ქრისტეს მეორედ მოსვლის მომენტში: "და იმ დღეებში აღესრულება ცვლილება წმიდათა და რჩეულთა: ნათელი დღეთა დაივანებს მათზე, და დიდება და პატივი მიენიჭება წმიდათ..." (ენოქი 8:34). მხოლოდ ბევრად უფრო გვიან "მოციქული პავლე, სული წმიდის საყვირი" (Григорий Палама, святитель. Беседы (Омилии). С. 77) შეძლებს ასე მკაფიოდ გადმოგვცეს ეს საიდუმლო: "აჰა, გეტყვით თქვენ საიდუმლოს: ყველანი როდი მოვკვდებით, მაგრამ ყველანი შევიცვლებით" (1 კორ. 15:51).

როგორც ვიცით, მიცვალებულთა საყოველთაო აღდგომის შესახებ წმიდა წერილში ყველაზე თვალსაჩინოდ მეტყველებდა წინასწარმეტყველი ეზეკიელი, როდესაც, უფლისგან შთაგონებულმა თქვა, რომ "გამხმარი ძვლები" შეიმოსავენ ხორცს და გაცოცხლდებიან (ეზეკ. 37:1-14). ასევე წინასწარმეტყველ ესაიასთან არის ასეთი სიტყვები: "გაცოცხლდებიან შენი მკვდრები, აღდგებიან გვამები; გაიღვიძეთ და იყიჟინეთ, მტვერში დავანებულნო! რადგან ნათლის ცვარია შენი ცვარი და აჩრდილთა ქვეყანაზე მოაფენ მას. ... რადგან, აჰა, უფალი გამოდის თავისი ადგილიდან ქვეყნის მკვიდრთა დასასჯელად მათი ცოდვისთვის; მიწა გამოაჩენს თავის სისხლს და აღარ დაფარავს თავის დახოცილებს" (ეს. 26:19, 21).

 
მაგრამ ესოდენ "სახარებისეულად" მნიშვნელოვან სიტყვებს, როგორიც ენოქის წიგნშია, ძველაღთქმისეულ ტექსტებში უკვე ვეღარ ვიპოვით: "და იმ დღეს მიწა დააბრუნებს მისთვის მიბარებულებს, და მკვდართა სამეფო დააბრუნებს მისთვის მიბარებულებს, და ყველაფერს რაც კი მიიღო; და ქვესკნელი უკან დააბრუნებს იმას, რაც ვალდებულია დააბრუნოს; და ის (ღმერთი - "აპოკ." რედ.) აირჩევს მათ შორის, მკვდრეთით აღმდგართა შორის, წმიდათა და მართალთა შორის, რამეთუ მოვიდა დღე, რათა ცხონდნენ... და ყველა მათგანი (მართალნი) ანგელოზებივით იქნებიან ცაში..." (ენოქი 8:40, 42) (Тантлевский. Книги Еноха. С. 339); და კვლავ მხოლოდ ახალი აღთქმა იმეორებს სრულად ენოქის სიტყვებს: "შემდეგ კი ჩვენც, ცოცხლად შთენილთაც, აგვიტაცებენ ღრუბლებს ზემოთ, რათა ჰაერში შევეგებოთ უფალს და, ამრიგად, სამუდამოდ უფალთან ერთად ვიქნებით" (1 თესალონიკ. 4:17).

ენოქის მიერ აღწერილი ქრისტეს მეორედ მოსვლისა და საშინელი სამსჯავროს სახეები და ეპითეტები, გასაოცრად "ახალაღთქმისეულია": "მოგიზგიზე ცეცხლის ალი იყო მის (ქრისტეს - "აპოკ." რედ.) გარშემო, და დიდი ცეცხლი იყო მის წინაშე, და არავის შეეძლო მასთან მიახლება იმათგან, ვინც მის ირგვლივ იყო" (ენოქი 3:36). "განცალკევებულნი არიან მათი სულები ამ დიდ ტანჯვაში, სანამ არ დადგება სამსჯავროსა და სამარადისო სასჯელის დიადი დღე მგმობართათვის, როდესაც უფალი შურს იძიებს მათზე; და დამსჯელი ანგელოზი შეკრავს მათ აქ სამარადისოდ" (ენოქი 5:12).

დამოწმებული სიტყვების სულიერი ერთობა აღწერილობებთან, რომლებიც მოციქულებმა დაგვიტოვეს, ეჭვსაც კი არ იწვევს: "ხოლო თქვენ, შეჭირვებულთ, - განსვენება ჩვენთან ერთად, როცა უფალი ჩვენი იესო თავისი ძალის ანგელოზებითურთ გამოგვეცხადება ზეცით, რათა ცეცხლის ალით იძიოს შური მათზე, ვინც არ სცნობს ღმერთს და ეურჩება ჩვენი უფლის იესუს სახარებას, ვინც სასჯელად მიიზღავს საუკუნო წარწყმედას უფლის სახისა და მისი ძალმოსილების დიდებისაგან" (2 თესალონიკ. 1:7-9).

გავიხსენოთ სამყაროს იდუმალებით მოცული მოწყობა, რომელიც ენოქმა თავისი მოგზაურობის დროს იხილა: "და ვიხილე მე დედამიწის ქვაკუთხედი ლოდი, და ოთხი ქარი, რომლებიც ატარებენ დედამიწას და ცის მყარს" (ენოქი 4:10), რაც გასაოცრად ემთხვევა იმას, მოგვიანებით მოციქულ იოანე ღვთისმეტყველს რომ გამოეცხადება: "შემდგომ ამისა, ვიხილე ოთხი ანგელოზი, ქვეყნის ოთხსავ კიდეზე მდგარი, და ეპყრათ ოთხი ქარი მიწისა, რათა არ ექროლა ქარს არც ხმელზე, არც ზღვაზე და არც რომელიმე ხის მიმართ" (გამოცხ. 7:1).

შევეხოთ კიდევ ერთ გასაოცარ გამოცხადებას, რომლის წაკითხვა შესაძლებელია მხოლოდ ენოქტან. როგორც გვახსოვს, დაბადების წიგნი, როდესაც ედემიდან ადამიანების განდევნაზე მოგვითხრობს, ახსენებს უფლის მიერ ადამიანებისთვის ნაბოძებ "ტყავის შესამოსელს" - ამ უხეშ და მოკვდავ ხორცს, რომელსაც იმ დღიდან მოყოლებული ატარებს ადამისა და ევას ყოველი შთამომავალი. არსად წმიდა წერილში ისეთი სიცხადით, როგოც ენოქის წიგნში, არ არის მითითებული, როდის შეიცვლება ეს "ტყავის შესამოსელი" სხვა, "სიცოცხლის შესამოსელით", ამ ნამდვილი, პირველქმნილი ადამიანის ხორცით, რომლის შესახებაც, როგორც "სულიერ სხეულზე", ლაპარაკობს პავლე მოციქული, და გვამცნობს, რომ "როგორც ვატარეთ მიწიერის ხატი, ასევე ვატარებთ ზეციერის ხატსაც" (1 კორ. 15:44, 49).

ღირ. ანტონი დიდი ადამიანთა ამ პირველდაწყებით სხეულს "საღმრთო სამოსელს" უწოდებდა: "სამოთხისეული სიტკბოების მიღმა, საღმრთო შესამოსელის გარეშე დარჩენილი ადამიანები ამიერიდან იტვირთავენ კაცობრივი ცხოვრების ტანჯვით აღსავსე ღვაწლს" (При. Антоний Великий. Творения. Вопрос 172. http://predanie.ru/antoniy-velikiy-prepodob-nyy/book/68614-antoniy-velikiy-tvoreniya).

მაგრამ აი, რას გვაუწყებს ამ "საღმრთო შესამოსელის" კვლავ დაბრუნებას ენოქი, "მეშვიდე ადამითგან": "და მართალნი და რჩეულნი ატაცებულ იქნებიან მიწიდან, და უკვე აღარ დახრიან თავიანთ მზერას, და შეიმოსებიან სიცოცხლის სამოსელით; და ეს იქნება სიცოცხლის სამოსელი სულთა უფალთან; და თქვენი სამოსელი აღარ დაძველდება, და თქვენი სიტყვა აღარ გაუქმდება სულთა უფლის წინაშე" (ენოქი 10:62) (1 1    Тантлевский. Книги Еноха. Приложение. С. 344).

კაცობრიობის ისტორიის დასრულების კიდევ ერთი საინტერესო ნიუანსი შეიძლება ვნახოთ ენოქის გადმოცემაში. ლაპარაკია დროზე, როდესაც "გაიგებთ ომებისა და აშლილობების ამბავს, ... აღდგება ხალხი ხალხის წინააღმდეგ და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ" (ლუკა 21:9, 10). როგორც ენოქი წერს, მეორედ მოსვლის დროისთვის დადგება მომენტი, როდესაც "ბრძოლისთვის აღარ იქნება არც რკინა და არც აბჯარი; რკინის მადანი გამოუსადეგარი გახდება, და სიტყვა გამოუსადეგარი გახდება და ვერ მოიტანს ვერავითარ სარგებელს, და შეწყდება ტყვიის მოპოვებაც. ეს საგნები გაქრება და აღიხოცება პირისაგან მიწისა, როდესაც გამოჩნდება რჩეული სულთა უფლის პირისახის წინაშე" (ენოქი 8:50, 51).
დაცემული ანგელოზები
ენოქის წიგნის "სამოციქულობა"
 
მართლმადიდებლური ეკლესია, სარწმუნოების სიმბოლოს მეცხრე წევრის თანახმად, - სამოციქულოა. "ის არის სამოციქულო იმიტომ, რომ დაფუძნებულია მოციქულთა მიერ და იმიტომ, რომ ის ერთგულად იცავს მაცხოვრის ხარებას გადმოცემულს მოციქულების მიერ. "სამოციქულობა" ამ აზრით გახლავთ "ნამდვილის", "ჭეშმარიტის" სინონიმი, ამიტომაც "სამოციქულობა", ამ სიტყვის სრული აზრით, შეიძლება განეკუთვნოს მხოლოდ მართლმადიდებლურ ეკლესიას (Лосский В.Н. Толкование на Символ веры. Тюмень: «Русская неделя», 2012. С. 42).

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სამოციქულო ავტორიტეტი - ეს არის ქრისტიანული სარწმუნოების სინამდვილის ფუნდამენტი. ღირ. მაქსიმე აღმსარებელი ნათლად ბრძანებს იმის შესახებ, რომ მხოლოდ მოციქულებს ან მათ თანასწორ პირებს მიეცა სულიწმიდის გამოცხადების სისრულე წმიდა წერილის განსამარტად: "წმიდა წერილის ზუსტი გააზრება დაცულია მხოლოდ მათ მიერ, ვინც მოციქულთა თანასწორია ცნობიერებით, ვინც ღვთის შემეცნებას უშუალოდ ღმრთის სიტყვის მიერ ეზიარა და მისგანვე ისწავლა საღმრთო განგებულების მართებული გზის წვდომა, რადგან თვიანთ გონებაში მათ არ გააჩნიათ არანაირი წინაღობა"  (Максим Исповедник. Творения. Кн. 2. С. 52).

სამართლიანად შენიშნავს ლეონტი ბიზანტიელი: "ყველაფერი, რასაც წმიდა წერილი არ ადასტურებს, ყურადღების ღირსიც კი არ არის" (Леонтий Византийский. Сборник исследований. С. 392). და თავის მხრივ, პირიქით, ყველაფერი, რაც ეფუძნება წმიდა წერილს არის ჭეშმარიტება.

ამიტომაც საკმაოდ უცნაურად გვეჩვენება ამჟამინდელი დაუდევარი დამოკიდებულება ენოქის წიგნის, ამ უძველესი წყაროს მიმართ, რომლის ავტორიტეტი აღიარებულია მოციქულთა მიერ და პირდაპირ არის კიდევაც ტრანსლირებული. ენოქის წიგნი ძველი აღთქმის პრაქტიკულად ერთადერთი წყაროა, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ ციტირებულია ახალ აღთქმაში, სარგებლობს "უარყოფილი" წიგნის სტატუსით (გამონაკლისად შეიძლება ჩავთვალოთ ძველაღთქმისეულ აპოკრიფი "მოსეს მიძინება (ამაღლება)". იხ. 2 პეტრე. 2:11 და იუდა 9).

მაშ, შესაძლებელია თუ არა ამგვარი რამ პრინციპში?
 
ზემოთ ჩვენ უკვე მოვიტანეთ ენოქის წიგნის პირდაპირი დამოწმება მოციქულ იუდას ტექსტიდან. მოციქული ახსენებს კაცობრიობის ისტორიის სწორედ იმ "მაცთურ" გვერდს, რომლის აღიარებაც არანაირად არ სურს რაციონალიზმით დაზიანებული ადამიანის გონებას. ეს არის ისტორია ანგელოზთა შესახებ, "რომლებმაც არ დაიცვეს თავიანთი დასაბამიერობა, არამედ დაუტევეს თავიანთი სავანე, საუკუნო ბორკილებით შეკრულნი, ქვესკნელის წყვდიადში გამოამწყვდია რათა განეკითხა დიად დღეს. ისევე, როგორც სოდომი, გომორი და მათი მოსაზღვრე ქალაქები, მათსავით მემრუშენი და უცხო ხორცს ადევნებულნი, საუკუნო ცეცხლით დასჯილნი და ნიმუშად დადებულნი" (ძვ. ქართ.: "ანგელოზნი იგი, რომელთა-იგი არა დაიმარხეს თჳსი იგი სამთავროჲ, არამედ დაუტევეს სამკჳდრებელი მათი სასჯელად დიდისა მის დღისა საკრველებითა მით სამარადისოჲთა, წყუდიადსა ქუეშე დაჰმარხნა. ვითარცა სოდომოჲ და გომოროჲ და გარემოჲს მათსა ქალაქები იგი, რომელნი მათდავე სახედ ისიძვიდეს და მიდევნებულ იყვნეს შედგომად ჴორცსა უცხოსა, წინა სხენან სახედ, ცეცხლისა საუკუნოჲსა სასჯელი მიუღებიეს" (იუდა 1:6, 7).

აქ ლაპარაკია "კაცთა ასულების" მომხიბლავ "ხორცზე", რომელსაც ანგელოზთა სხეულებრიობისგან განსხვავებით "უცხო" ეწოდება. მოციქული, მოციქული, როდესაც მრუშობაში შთავარდნილ "დარაჯთა" დასჯას ახსენებს, წერს, რომ უფალმა ისინი "საუკუნო ბორკილებით შეკრა, ქვესკნელის წყვდიადში გამოამწყვდია რათა განიკითხოს დიად დღეს" (შეად. იუდ. 1:7). სწორედ ისე, როგორც წერდა ამის შესახებ ენოქი: "იმ დღეს შთაყრიან მათ ბორკილდადებულთ ცეცხლოვან უფსკრულში სატანჯველად და გამომწყვდეულნი იქნებიან სამარადისოდ" (ენოქი 2:43).

მემრუშე ანგელოზთა დასჯის ისტორიას ენოქის წიგნიდან იხსენებს მთავარმოციქული პეტრეც თავის მეორე ეპისტოლეში და წერს: "რადგან თუ ღმერთმა არ დაინდო შემცოდე ანგელოზები, არამედ ბნელეთის ბორკილებით შეკრა და ჯოჯოხეთში ჩაყარა ისინი განკითხვის დღემდე დასამარხავად; მაშასადამე, იცის ღმერთმა, როგორ დაიხსნას ღვთისმოსავნი განსაცდლისაგან, უკეთურნი კი განკითხვის დღისათვის შემოინახოს განსასჯელად; უპირატესად კი ბილწ ხორციელ ვნებებს აყოლილნი" (2 პეტრე 2:4, 9-10).

ამიტომაც, თუკი ჩვენ აქ კვლავ შევეწინააღმდეგებით ამ მოწმობას, რომელიც ენოქმა დაგვიტოვა, და "შემცოდე ანგელოზთა" ისტორიის ქვეშ მთიები-სატანას დაცემას ვიგულისხმებთ მის მომხრე ლეგიონებთან ერთად, გამოვა შეუთავსებლობა. ცნობილია, რომ "დიდი წითელი ურჩხული" "კუდით მოითრევდა ცის ვარსკვლავთა მესამედს, გადმოყარა ისინი ქვეყნად" (გამოცხ. 12:4), სადაც ისინი არიან "ჰაერის მთავარნი" (ეფეს. 2:2), და იმ დღიდან "ეშმაკს განსაკუთრებული ძალა აქვს ჰაერის სფეროში" (Афанасий Великий. Творения. Т. 3. С. 516).

ასე რომ, როგორც ვხედავთ, "ჯოჯოხეთის უკუნის საკვრელებით" ისინი არავის შეუკრავს, და აქტიურად "შრომობენ თავიანთი სპეციალობის მიხედვით", შედეგად მოციქული პეტრე ახსენებს სულ სხვა მოვლენას.

თავის სხვა ეპისტოლეში მოციქული პეტრე კვლავ იხსენებს ამ "დაუმორჩილებელ" ანგელოზებს ("სულებს") ენოქის წიგნიდან, როდესაც მოგვითხრობს მაცხოვრის ქადაგებაზე ჯოჯოხეთში, როდესაც: "მივიდა საპყრობილეში მყოფ სულებთან და უქადაგა მათაც, გაკერპებულნი რომ ურჩობდნენ ჯერ კიდევ მაშინ, როცა ნოეს დროს მოელოდნენ ღვთის სულგრძელობას, ვიდრე იგებოდა კიდობანი..." (1 პეტრე 3:19, 20).

და კვლავაც, არსებობს განმარტებები, რომლებიც კატეგორიულად არ იღებენ დაცემულ ანგელოზთა წარღვნამდელ ისტორიას, დაბეჯითებით ამტკიცებენ, რომ აქ ლაპარაკია არა "დაუმორჩებელ ანგელოზებზე", არამედ ცოდვილ ადამიანთა სულებზე. მაგრამ, ჯერ-ერთი, სეპტუაგინტაში ბერძნული სიტყვა pneumasin ნიშნავს სწორედ სულებს (რუს. духи) და არა სამშვინველს, მშვინვას. მეორეც, სეპტუაგინტაში მოციქულ პეტრეს ამ ფრაზაში პირდაპირ არის ნახსენები ენოქი, რომლის სახელი უბრალოდ ამოიღეს სინოდალური თარგმანიდან: "ἐν ᾧ καὶ (Enoc) ... ἐκήρυξεν" – "რომლითაც მივიდა საპყრობილეში მყოფ სულებთან და უქადაგა მათაც, რაზეც ენოქიც ... იუწყებოდა" (1 პეტრე 3:19).

____________

"აპოკ." რედ. შენიშვნა: მკითხველს ამაში შეუძლია უშუალოდ დარწმუნდეს. იხ. სეპტუაგინტა ინტერნეტში, შესაბამისი ადგილი ენოქის წიგნში (https://manuscript-bible.ru). აქ კი განვათავსებთ სკრინშოტს ამ საიტიდან.

 
____________

არსებითადაც ზემოთ მოტანილი სინოდალური თარგმანი კრიტიკას ვერ უძლებს, რადგან ჩნდება კანონზომიერიკითხვა: საკუთრივ, რით იყო გამოწვეული ასეთი არჩევითობა? რატომ ვერ ეღირსა მაცხოვრის ქადაგება ჯოჯოხეთში მყოფ ყველა ცოდვილს, არამედ მხოლოდ "ნოეს დროინდელთ"?

ამავე ეპისტოლეში მოციქული პეტრე გამოთქვამს აზრს, რომელიც გასაგები ვერ იქნება, თუ წყაროდ ენოქის წიგნს არ ვიგულისხმებთ: "ის, რაც ამჟამად გეუწყათ მახარებელთაგან, ცით მოვლენილი სული წმიდის მიერ, და რისი წვდომაც სურთ ანგელოზებს" (1 პეტრე 1:12). სწორედ ენოქი გადმოგვცემს ესოდენ ნათლად იმ ცოდნის შესახებ, რომელიც დაცემულ ანგელოზთა დაჟინებული ყურადღების ობიექტია: "უთხარი დარაჯთ: "თქვენ იყავით ცაში, და თუმც დაფარული საგნები ჯერ კიდევ არ გამოგცხადებიათ, უკვე შეიტყვეთ მცირედი საიდუმლონი და გადაეცით ის თქვენს გაგულქვავებულ ცოლებს, და ამ საიდუმლოს მიერ ქალები და კაცები ახლა მრავალ ბოროტებას მაყენებენ" (ენოქი 3:54). და ცხადია, რომ სიტყვა ანგელოზები აქ პატარა ასოთი უნდა დაიწეროს (ევროპულ ენებში კერძო სახელები დიდი ასოთი იწერება - "აპოკ". რედ.), რადგან უსჯულო და ავადმყოფური ცნობისმოყვარეობა ვერანაირად უთავსდება ნათლის ანგელოზთა სიწმიდეს.

ჩვენს მიერ მოციქულთა ეპისტოლეებიდან დამოწმებული ციტატების გარდა, რომლებიც მკითხველს ინფორმაციას აწვდიან ენოქის წიგნიდან, მოციქულ იუდას კათოლიკე ეპისტოლეში საერთოდ პირდაპირ ჟღერს ციტატა ამ წიგნიდან. მოციქული იმოწმებს ტექსტს, რომელიც დედანში ასე ჟღერს: "სიტყვა ენოქის კურთხევისა, რომლითაც მან აკურთხა რჩეულნი და მართალნი, რომლებიც იცოცხლებენ ჭირვების დღეს, როდესაც ყველა ბოროტი და უკეთური უარყოფილი იქნება", და შემდეგ მოდის თვით კურთხევის ტექსტი: "ის (ქრისტე - "აპოკ". რედ.) მოდის უთვალავ წმინდანთან ერთად, რათა აღასრულოს სამსჯავრო ჩვენზე, და გაანადგურებს ყველა უკეთურს და განსჯის ყოველ ხორციელს იმის გამო, რაც ცოდვილებმა და უკეთურებმა აღასრულეს მის წინააღმდეგ" (ენოქი 1:9).

"ენოქის კურთხევის სიტყვები", რომელიც ციტირებულია იუდას მიერ მის ეპისტოლეში, ენოქის წიგნისა და ახალი აღთქმის მრავალრიცხოვანი თარგმნის შემდეგ, ასე ჟღერს: "მათთვის იწინასწარმეტყველა ენოქმა, მეშვიდემ ადამის შემდეგ, რომელმაც თქვა: აჰა, მოვიდა უფალი მისივე წმიდათა სიმრავლით, რათა განსაჯოს ყველანი და ამხილოს უღმერთონი მათივე უღვთო საქმეთა და ღვთისმგმობლურ სიტყვათა გამო, მის მიმართ რომ იტყოდნენ უღვთო ცოდვილნი" (იუდა 1:14-15).

ჩვენ ვხედავთ, რომ ენოქის წიგნის ციტრება მოციქულთა მიერ და ტრადიციულად ქრისტიანთა მოწიწებითი დამოკიდებულება ენოქისადმი (14) წინასწარმეტყველ ილიასთან ერთად, გვავალდებულებს ყურადღებით მოვეპყრათ ამ წიგნს. "ჩვენი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეებში ენოქის წიგნი კარგად იყო ცნობილი და დიდი ავტორიტეტითაც სარგებლობდა, რაზეც მეტყველებს ენოქის წიგნიდან აღებული მრავალრიცხოვანი ციტატები ადრექრისტიანულ თხზულებებში" (Навтанович A.M. О славянском переводе Книги Еноха // Труды Отдела древнерусской литературы. СПб., 2003. Т. 53. С. 3).
 
__________

14. "ენოქმა, რომელმაც მოიხვეჭა ჭეშმარიტი და გულწრფელი სიყვარულიღმრთის მიმართ, კარგად დასთესა და კიდევ უკეთესად მოიმკა, რადგან ღმრთისადმი ერთგული მსახურების ჯილდოდ ცოცხლად იქნა აყვანილ ცაში, მიიღო უკვდავი სიცოცხლე და პატივტებული ხსოვნა წუთისოფლის ადამიანთა გულებში" (Блаженный Феодорит Кирский, История боголюбцев. М, 1996. С. 297).

__________
 
ცნობილია, რომ ენოქის წიგნი ბერძნულ ეკლესიაში იკითხებოდა VIII ს-მდე, მაგრამ მოგვიანებით ის გაქრა საეკლესიო მიმოქცევიდან. უკვე "IV ს-ის მიწურულიდან ენოქისეული ლიტერატურის ციტირება მართლმადიდებლობიდან გადახრის ნიშნად აღიქმება, რადგან ენოქისეული ტექსტებს აქტიურად იყენებდნენ მანიქეველები (იხილეთ, მაგალითად, კელნის მანიქეველური კოდექსი (Colon. 4780) (Ткаченко А.А., Агеева Е.А. Енох // Православная энциклопедия. М., 2012. Т. 18. С. 464).

ამავდროულად, ენოქის წიგნის ისტორიულ გამოკვლევებში ის მაინც ავტორიტეტულ წიგნად რჩება. ასე მაგალითად, მისი მთელი ფრაგმენტებია შესული ბიზანტიელი ისტორიკოსის გიორგი სვინკელოსის (IX ს) ქრონიკებში (Black М. Apocalypsis Henochi Graece. Leiden, 1970. P. 10,12, 19-37).

უნდა ითქვას, რომ ამ ბერძნული "ქრონიკების" (В сборниках РНБ, Соф. собр., № 1474 и Солов, собр., № 829/939) კაცობრიობის წარღვნამდელი ისტორია, როგორც ჩანს, ზემოთხსენებული მიზეზი გამო, უკვე ამოიღეს: "ბიბლიური ისტორია გადმოცემულია ძალზედ მოკლედ... სვინკელოსის გადმოცემისგან განსხვავებით, რომელთანაც დასაწყისში ვპოულობთ ვრცელ ამონაწერებს ენოქის წიგნიდან და მცირე შესაქმიდან (Истрин В.М. Хроника Георгия Синкелла. Исследования в области древнерусской литературы // ЖМНП, СПб., 1903. Ч. 348. С. 395).

"ბიზანტიურ და სირიულ ტრადიციებში უკანასკნელნი, ვისაც მოჰყავდა ციტატები ენოქის წიგნიდან, იყვნენ გიორგი სვინკელოსი (IX ს. დასაწყისი), სირიის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი მიქაელ დიდი (XII ს) და ბიზანტიელი ისტორიკოსი გიორგი კედრენე (XI ს. მიწურული) (Ткаченко А.А., Агеева Е.А. Енох // Православная энциклопедия. М, 2012. Т. 18. С. 464).

მოგვიანებით ჩვენ კიდევ დამატებით შევეხებით მიზეზებს, რომლის გამოც ენოქის წიგნი საბოლოოდ იქნა ამოღებული ძველაღთქმისეული წერილის კრებულიდან, თანაც ისე, რომ "არაკანონიკურ" წიგნთა კატეგორიაშიც კი ვერ მოხვდა. მაგრამ გვაქვს თუ არა უფლება ასე იოლად წარვხოცოთ წარღვნამდელი კაცობრიობის ისტორიის მოვლენათა ფაქტობრივი მხარე, რომელიც დეტალურად არის აღწერილი ამ წიგნში? მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ პრაქტიკულად ყველაფერი, რაზეც ენოქი მოგვითხრობს, ამა თუ იმ ზომით ნახსენებია დაბადების წიგნში, მცირე შესაქმეში (იუბილეთა წიგნი), ასევე პრაქტიკულად დედამიწის ყველა ხალხთა ისტორიულ გადმოცემებში.

ენოქის წიგნი ჩვენ გვაძლევს ისეთ აუცილებელ დამატებით მასალას დაბადების წიგნის იმ "ბნელი" ადგილების გასარკვევად, რომლებიც ყველაზე ხშირად იწვევდნენ წინააღმდეგობრივ განმარტებებს ეკლესიის მოძღვართა ნაწერებში, რაც, თავის მხრივ, ბადებდა ფსევდომეცნიერულ სპეკულაციებს ოკულტურ და თეოსოფიურ წრეებში.
აბრაამის წიაღი
იგავი მდიდარსა და ლაზარეზე

პირდაპირ უნდა ითქვას, რომ ბიბლიურ ტექსტებს შორის არც ისე ხშირად შეიძლება შევხვდეთ გარდაცვლილთა სულების საიქიო ხვედრის აღწერას. ამ აზრით ინფორმაცია, რომელსაც შეიცავს იგავი "მდიდარსა და ლაზარეზე" (ლკ. 16:19-31), შეიძლება უნიკალური იყოს. მაგრამ ზოგიერთი ვითარება, რომელიც ამ იგავშია აღწერილი, უნებლიედ ხდება გაუგებრობის წყარო: "მოკვდა გლახაკი და აბრაამის წიაღში აიტაცეს ანგელოზებმა. მოკვდა მდიდარიც და დამარხეს. ჯოჯოხეთში, წამებულმა, აღაპყრო თვალნი და იხილა შორს აბრაამი და ლაზარე მის წიაღში" (ლუკა 16:22, 23). რას წარმოადგენს იდუმალი "წიაღი", საითკენაც მიჰყავდათ ანგელოზებს ძველაღთქმისეულნი მართალნი? და, რომელიც, მართალია, "შორს" არის, მაგრამ მაინც საშინელ სატანჯველთა ხილვადობის არეალში იმყოფება და, რომელშიც აღმოჩნდა გარდაცვლილი მდიდარი.

როგორც ცნობილია, უფლის ჯოჯოხეთში შთასვლამდე გარდაცვლილთა სულები ჩადიოდნენ ქვესკნელს. "ადამის შეცოდების შემდეგ მტერმა შეიპყრო კაცთა მოდგმა და ადამიანთა გარდაცვალების შემდეგ, სხეულებიდან გამოსული მათი სულები ჩადიოდნენ შავეთს, რადგან სამოთხის კარიბჭე დახშული იყო" (Авва Аорофей. Душеполезные поучения. Киев: Изд. Киево-Печерской Лавры, 2010. С. 182).

დედამიწის ყველა ხალხებში ეს იყო უდავო მტკიცება. სულები ჩადიოდნენ შავეთს, რომელსც იუდაურად ეწოდება "შეოლ", ბერძნულად "აიდ", რომაულად "ტარტაროზი", ეგვიპტურად "ამენტეს" და ა. შ. ამავდროულად, უფლის სათნო ლაზარე მიდის "აბრაამის წიაღში", ადგილას,რომელიც, ტექსტიდან გამომდინარე, საკმაოდ მშვიდობიანი და ნათელი ადგილია. გამოდის, რომ "აბრაამის წიაღი" - ეს არის ძველაღთქმისეული საიქიო სამყაროს განსაკუთრებული ნაწილი, რომელიც იმყოფებოდა ამაღლებულ ადგილას, რადგან, ლაზარე რომ დაენახა "მდიდარმა აღაპყრნო თვალნი".

შეიძლებოდა გვეფიქრა, რომ ეს არის მართლის სამოთხისეული სავანე, მაგრამ იმ მაღალ ადგილებს მაცხოვარი მხოლოდ ჯოჯოხეთში მისი შთასვლის შემდეგ გახდის მისაწვდომს. ჩვენ ვხედავთ, რომ იგავში ნაჩვენები "შურისგების სურათი ეწინააღმდეგება ძველაღთქმისეულ წარმოდგენებს იამზე, რომ სამოთხე მართალთა სულებს მხოლოდ მაცხოვრის აღდგომის შემდეგ გაეხსნა" (Небольсин А.С. Имена ваши на небесах. С. 41). მხოლოდ მაცხოვრის განკაცების შემდეგ გაჩნდებიან ზეციურ სავანეთა პირველი ბინადრები, რომლებიც ჯოჯოხეთიდან აღმოიყვანა თვით ქრისტემ.

იმის შესახებ, რომ ღმრთის სამართლიანობა ჯოჯოხეთის სიღრმის გრადაციაშიც ვლინდება, მსჯელობდნენ წმიდა მამები: "საღ აზრზე მყოფთაგან ვინ იქნება ისეთი, რომელიც გადაწყვეტს, რომ მართალთა და ცოდვილთა სულები ექვემდებარებიან ერთსა და იმავე ხვედრს და მით განგებას უსამართლობაში დაადანაშაულებს?" (Климент Александрийский. «Строматы». Кн. 4-7. С. 244).

საინტერესოა აღინიშნოს, რომ ღირ. მაქსიმე ბერძენი, როდესაც ლაპარაკობდა ამ გრადაციის ძველ ცოდნაზე, ბერძენი პოეტის ჰომეროსის ავტორიტეტს ეყრდნობა: "დაე დაგაჯეროს გონებამახვილმა ოდისევსმა, რომელიც შთახდა ჯოჯოხეთშ და ელისეს მინდვრებში იხილა კეთილშობილი ადამიანები ("Часть загробного мира, где царит вечная весна и где избранные герои проводят дни без печали и забот". Щукарев А.Н. Елизиум, Елисейские поля // Энциклопедический словарь Брокгауза и Ефрона, СПб., 1890-1907), რომელთაც ბრწყინვალე ნათელი ეფინებათ, ხოლო სხვები, უკეთურნი, მიცემულნი არიან მწარე სატანჯველს" (Максим Грек, преподобный. Избранные творения. М.: «Благовест», 2014. С. 20).

სხვათა შორის ჯოჯოხეთისეული შრეების გრადაციებზე და ძველაღთქმისეული მართლების სულთა სამყოფელზე წერს ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვიც: "ძველაღთქმისეული მართლები ქრისტეს მოსვლამდე იმყოფებოდნენ ჯოჯოხეთში ეშმაკის ძალაუფლების ქვეშ, თუმცა არა იმ ზომით, როგორც უკეთურები და უღვთოები" (Игнатий (Брянчанинов). Аскетические опыты. Т. 3. С. 21. Прим. 1).

პირველად საიდან იქნა აღებული ცოდნა ადრე უცნობი "აბრაამის წიაღის" შესახებ, რომელიც ჯოჯოხეთის სიღრმეში ერთგვარ გრადაციულობას ადასტურებს? ეს ინფორმაცია აღებულია ენოქის წიგნიდან. თუ უფრო ზუსტად ვიტყვით, ეს ინფორმაცია მიეკუთვნება იმ აბსოლუტურ სულიწმიდისეულ ჭეშმარიტებას, რომელსაც შეიცავენ ქრისტეს მიერ მოთხრობილი იგავის სიტყვები და სიტყვები გამოცხადებისა, რომელიც მისცა ღმერთმა ენოქ წინასწარმეტყველს.

TOP. GE
Назад к содержимому