აპოკრიფები - ენოქის წიგნის აპოლოგია 3 - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სწავლანი > აპოკრიფები
ენოქის წიგნის აპოლოგია

თ. III. ღვთის შვილები
სამი ყრმა და უფლის ანგელოზი

1. განმარტებების პრობლემა

ყველაზე მტკიცედ თავისი თვალსაზრისი დაბადების წიგნში ნახსენებ "ღმრთის შვილთა" ცნების განმარტების საკითხში III ს-ში გამოთქვა ღირ. ანტონი დიდმა, ხოლო შემდეგ, მოგვიანებით, IV ს-ში იოანე ოქროპირმა. შეუძლებელი იყო ეკლესიის ესოდენ ავტორიტეტულ მამათა აზრს ამ საკითხზე გავლენა არ მოეხდინა მომდევნო საუკუნეების საღვთისმეტყველო შეხედულებებზე.
_______________
 
1. ამასთან უნდა გავითვალისწინოთ, რომ წმ. იოანე ოქროპირს თავის მრავალრიცხოვან და ვრცელ ქადაგებებში, ასევე ბიბლიის კომენტარებში აწუხებდა "არა საღვთისმეტყველო პრობლემატიკა, არამედ ეტიკურ-სამოძღვრო შეფასება. ოქროპირს არ ჰყოფნიდა მისტიკური ნიჭი და სიმბოლური რეალიზმი" (Киприан (Керн), архимандрит. Антропология св. Григория Паламы. М.: «Паломник», 1996. С. 167. (შემდეგში: Киприан (Керн). Антропология).
_______________

ენოქის წიგნი მკაფიოდ მოგვითხრობს იმის შესახებ, რომ "ღმრთის შვილები", რომლებმაც "ისურვეს ლამაზი და მშვენიერი ასულები", "ანგელოზები, ზეცის შვილები" იყვნენ (ენოქი 2:2). ამავდროულად, წმიდა იოანე ოქროპირის აზრით, ლაპარაკია არა დაცემულ ანგელოზებზე, არამედ ადამის მესამე შვილის "შეთისა და ენოსის" ღვთისმოსავ და ღვთისმოშიშ შთამომავლებზე, რომლებიც "კაენელ ქალთა" ხორციელი სილამაზით ცთუნდნენ" "ისინი ამ საქმეს ესწრაფოდნენ არა შვილიერების სურვილით, არამედ - დაუოკებელი ვნების გამო. ... სახის სიტურფე მათთვის მრუშობის და თავშეუკავებლობის მიზეზი გახდა" (Творения Святителя Иоанна Златоустого. Беседы на Книгу Бытия. (Репринт. 1898.) Т. 1. С. 205. (Далее: Иоанн Златоуст. Беседы)) (ქართულად. იხ. წმ. მღვდელმთავარი იოანე ოქროპირი. ჰომილიები. I ტომი. შესაქმის განმარტება. ნაწილი პირველი. თბილისი 2015 წ. გვ. 225).

კატეგორიულობამ, რომლითაც უარყოფს წმიდა იოანე ოქროპირი ეკლესიის ადრინდელ განმარტებას, ბუნებრივად შვა ამ ეპიზოდში ენოქის წიგნის უარყოფა. XIX ს-ში მოსკოვის მიტროპოლიტმა ფილარეტმა, რომელიც დაბადების წიგნის მისეულ განმარტებაში კვლავ დაუბრუნდა ამ საკითხს, ბუნებრივად მიმართა ეკლესიის მამათა გამოცდილებას. ის სვამს კითხვას: "სვინ არიან ღმრთის შვილები? - და იქვე აღიარებს: - ალექსანდრიული ბიბლიის მიხედვით - ესენი ღმრთის ანგელოზები არიან. ამ აზრს მიჰყვებოდა ლაქტანციუსი (L, II, с. 14) (2) და სხვა მრავალიც ძველ მამათაგან.
_______________

2. ლაქტანციუსი (გარდ. 325 წ.), ცნობილი ქრისტიანი მწერალი აპოლოგეტი და ორატორი, "ქრისტიანთა ციცერონად" წოდებული მოღვაზე. ლაქტანციუსი ფილოსოფიის მასწავლებელი გახლდათ ნიკომიდიაში.

______________

წმ. მოწამე იუსტინე (100-165 წწ) ამტკიცებდა, რომ ანგელოზებისა და კაცთა ასულების შეუღლებით წარმოიშვნენ დემონები. ათენაგორა (133 - დაახლ.190) ამ შეუღლებაში გულისხმობს ანგელოზთა დაცემას და ბუმბერაზების გაჩენას ამ შეერთების შედეგად მიიჩნევს. ტერტულიანე (155/60-220/40) ამ ანგელოზებს მიაწერს ასტროლოგიის გამოგონებას, ასევე ძვირფასი ქვებისა, ლითონების დამუშავებას, ასევე ქალთა მრავალგვარი მორთულობების გამოგონებას. ფილოსოფოსი პლატონიც (429-347 ჩვ. წ.-მდე) ამბობს, რომ გმირები ადამიანებისა და "ღმერთების" შეერთებით წარმოიშვნენ. მსოფლიო მითოლოგია ამგვარი სახის მრავალ მაგალითს წარმოგვიჩენს" (Архимандрит Филарет (Дроздов), Духовной Академии ректор. Записки, руководствующиек основательному разумению Книги Бытия. М., 1865. С. 11). მაგრამ, შემდეგ მიტრ. ფილარეტი, ნათქვამის შეჯამებისას, მორჩილად მისდევს წმ. იოანე ოქროპირის არგუმენტს: "მაგრამ ეს ყველაფერი ეწინააღმდეგება იესუ ქრისტეს მოწმობას, რომ "აღდგომისას არც ცოლს ირთავენ და არც თხოვდებიან, არამედ არიან როგორც ანგელოზები ცაში" (მათე 22:30).

ამასთან დაკავშირებით ჯეროვანია დავიმოწმოთ ეკლესიის რუსი ისტორიკოსის, აკადემკოს ვ. ვ. ბოლოტოვის გამონათქვამი: "არავის შეუძლია ამიკრძალოს ჩემი კერძო საღვთისმეტყველო აზრის სახით მივყვე თეოლოგუმენს, რომელიც თუნდაც ეკლესიის ერთი წმიდა მამის მიერ იქნებოდა გამოთქმული, თუკი დამტკიცებული არ არის, რომ კომპეტენტურმა საეკლესიო სასამართლომ ცთომილად არ აღიარა ეს შეხედულება" (Болотов В.В. К вопросу о Filioque. СПб., 1914. С. 31–32). ჩვენს შემთხვევაში ვითარება კიდევ უფრო ნათელია, რადგან, თუკი ასეთ "საღვთისმეტყველო აზრს" მისდევენ არა მარტო მოციქულები, არამედ ქრისტიანობის პირვეილ საუკუნეების მამათა უმრავლესობა, მაშინ ამგვარი პოზიცია უნდა ჩაითვალოს არა უბრალოდ თეოლოგუმენად, არამედ პრიორიტეტულად და ამისთვის არსებობს ყველანაირი საფუძველი (2). Другое дело, что отношение к святым отцам века апостольского и поныне, увы, не отличается приоритетностью.
_______________

3. წმიდა წერილის ზუსტი გულისხმევა გააჩნია მხოლოდ მათ, ვინც მოციქულებს უტლოდება შემეცნებით". Максим Исповедник. Творения. Кн. 2. С. 52.
_______________

და აქ ჩვენ ვეხებით მნიშვნელოვან პრობლემას, რომელიც ჩვენმა ღვთისმეტყველბამ დაიმკვიდრა ბიზანტიისგან. "გვიანბიზანტიური ღვთისმეტყველების მიმართულება და სტილი განისაზღვრება კავშირის არქონით პირველქრისტიანულ ლიტერატურასთან", - აღნიშნავს ცნობილი ღვთისმეტყველი და საეკლესიო ისტორიკოსი არქიმანდრიტი კვიპრიანე (კერნი) და ამტებს, რომ წმიდა წერილი, "როგორც მთელი ღვთისმეტყველების ღმრთითგამოცხადებული საფუძველი, არ შეისწავლებოდა ეპოქასთან კავშირში, რომელიც უშუალოდ მოსდევდა სახარებასა და ეპისტოლეებს". წმიდა მამების ავტორიტეტის ჯეროვანი აღქმა იწყება მხოლოდ IV ს-დან, და საღმრთო გამოცხადება "შეისწავლებოდა მხოლოდ მათი სწავლებების შუქზე. იმგვარი ინტერესი მოციქულთადროინდელი და მოციქულთა შემდგომ დროინდელი ეპოქის მიმართ, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს, ბიზანტიელებში არ არსებობდა" (Киприан (Керн). Антропология. С. 30).

მაგრამ, მოდი, კვლავ დავუბრუნდეთ მიტრ. ფილარეტის განსჯას და შევნიშნოთ, რომ, როდესაც ახსენებს ანგელოზებს, რომლებიც "ცაში არც ცოლს ირთავენ და არც თხოვდებიან", მიტროპოლიტი უშვებს არაკორექტულ არგუმენტაციას. სახარებისეული სტროფები "ცოლის შერთვაზე" და "გათხოვებაზე", განსაზღვრულად ვარაუდობს რაღაც სჯულიერს, რაც მხედველობაში ჰქონდა მაცხოვარს, როდესაც მის მოწინააღმდეგე სადუკევლებს პასუხობდა. ჩვენ კი საქმე გვაქვს სრულ უსჯულოებასთან, როდესაც კაენიტების გარყვნილმა სულმა და ცოდვილმა ხორცმა, გამოიყენა რა შემოქმედის მიერ მიცემული თავისუფლება, ჩაიდინა დანაშაული და თავის უკეთურებაში თანამოაზრედ დაცემული ანგელოზები - დარაჯები ჰპოვა.

როდესაც უფალი ახსენებს "ცაში მყოფ ღვთის ანგელოზებს", ის ბუნებრივად მსჯელობს ნათლის ანგელოზებზე, იმათზე, რომლებიც "უხვად ტკბებიან საღმრთო მადლით და გადასცემენ მას დანარჩენ ქმნილებათ, ამიტომაც იწოდებიან ისინი ღვთისმეტყველებაში "საღმრთო სახიერების მდინარეებად" (Алипий (Кастальский-Бороздин), архимандрит. Догматическое богословие. М., 2010). ჩვენც არ ვეჭვობთ, რომ უფლის ერთგული ანგელოზები (ისინი, რომელთა სახელები დიდი ასოებით იწერება) ადრინდელივით კვლავ "ზეცაში მკვიდრობენ" და "არც ცოლებს ირთავენ და არც თხოვდებიან". ასე რომ მოტანილ არგუმენტს ჩვენი ინტერესის საგანთან არანაირი კავშირი არა აქვს, რადგან ის შეუთავსებელ საგნებს ეხება.

მოციქულთა საუკუნის წმიდა მამათათვის სრულიად ცხადი იყო პრინციპული განსხვავება ქცევის ნორმებში დაცემულ ანგელოზთა და ნათლის ანგელოზთა შორის. მოვიტანთ II ს-ის ქრისტიანი აპოლოგეტის, ზემოთხსენებული ათენაგორა ათენელის სიტყვებს: "როგორც ადამიანებს აქვთ სიკეთისა და ბოროტების არჩევის თავისუფლება, ასევე გააჩნიათ იგი ანგელოზებს. ასე, მაგალითად, ზოგიერთმა მათგანმა ბოროტად გამოიყენა თავისი ბუნება და მისთვის ბოძებული ძალაუფლება. ... ისინი აღიძრნენ ქალთა მოსურვებით და ხორცის მიერ დამარცხებულ იქნენ. კაცთა ასულებთან შეერთებით გაჩნდნენ ბუმბერაზები. და ნუ გიკვირთ, თუკი პოეტები რაღაც მსგავსს წერდნენ ამ ბუმბერაზებზე, მიუხედავად ამისა, საღმრთო სიბრძნესა და ყოფითს შორის ისეთივე შორი მანძილია, როგორც ჭეშმარიტებასა და ვარაუდს შორის: პირველი ზეციერია, მეორე კი მიწიერი" (Преображенский. Сочинения. С. 80).

მაგრამ მომდევნო საუკუნეებში ეკლესიის მამათა აზრი იმის შესახებ, თუ ვინ არიან "ღვთის შვილები", რომლებიც "შედიოდნენ კაცთა ასულებტან", გადაჭრით გაიყო. როგორც უკვე ვთქვით, ყველაზე კატეგორიული განსხვავებული აზრი "ღვთის შვილთა" განმარტების საკითში გამოთქვა იოანე ოქროპირმა. იმთავითვე უნდა შევნიშნოთ, რომ იოანე ოქროპირის შეურიგებელი პოზიცია განმარტებაში დაფუძნებული აღმოჩნდა საკმაოდ მყიფე ფუნდამენტზე - სეპტუაგინტის უფრო გვიანდელ ვარიანტზე, ტექსტის იმ რედაქციაზე, რომელიც III საუკუნეში განახორციელა მეცნიერმა ლუკიანემ. შედეგად წმიდა იოანე ოქროპირი ეყრდნობა დაბადების წიგნის მეორე თავის იმ ადგილს, სადაც ლუკიანეს ხელნაწერის მიხედვით იკითხება: "οί ύιοί τοϋ Θεοϋ""ძენი ღმრთისანი", რომელიც ეწინააღმდეგება უძველეს ალექსანდრიულ ხელნაწერს, სადაც ნათლად ეწერა: "οί άγγελοι τοϋ Θεοϋ""ანგელოზნი ღმრთისანი" (იხ. Иоанн Златоуст. Беседы. Т. 1. С. 203. (Прим. 1)).

გადაჭრით უარყოფს რა ძველი აღთქმის სხვა კომენტატორთა საკმაოდ გავრცელებულ აზრს, წმიდა იოანეს მოჰყავს ასეთი არგუმენტი: "დაე გვიჩვენონ, სად ეწოდებათ ანგელოზებს ღვთის შვილები: ამას ვერსად იპოვიან. ადამიანები მოიხსენიებიან ხოლმე ღვთის შვილებად, ხოლო ანგელოზები - არასოდეს" (Там же. С. 203) (იხ. ასევე ქართული წყარო. იქვე. გვ. 224).

ამ არგუმენტის სამწუხარო უცნაურობა საკმაოდ ცხადია. ავიღოთ თუნდაც მაგალითები იობის წიგნიდან: "ერთ დღეს მივიდნენ ღვთისშვილები უფლის წინაშე წარსადგომად. სატანაც მივიდა მათ შორის" (იობი 1:6). სწავლული ბიბლეისტები იობის წიგნის ამ ადგილს, ისევე როგორც ზაქარიას წინასწარმეტყველებას, რომელიც ახსენებს "სატანას" "მის ხელმარჯვნივ მდგარს" (ზაქარია 3:1), იმოწმებენ იმისთვის, რათა ხაზი გაუსვან "სატანის" კუთვნილებას "ღვთისშვილთადმი". "სახელი "სატანა" (ებრ. šāān - მოწინააღმდეგე), შემდეგში "ღმრთის შვილთაგან" წარმომდგარ ამ ბრალმდებელისადმი, გამოიყენება განსაზღვრული არტიკლით - haššāān (см. Иов 1,6;2,1; Зах.3,1)» (Крэнфилд Ч. Дж. Комментарий к Евангелию от Марка // «Альфа и Омега». М., 1998, № 4 (18). С. 46).

აი კიდევ ერთი მაგალითი იობის წიგნიდან. ეს არის ადგილი, სადაც უფალი მრავალტანჯულ მართალს შეახსენებს, ვინ და როგორ დააფუძნა დედამიწა: "რაზე დგას მისი საძირკვლები ან ვინ დადო მისი ქვაკუთხედი,  როცა გალობდნენ დილის ვარსკვლავები და ყიჟინობდნენ ღვთისშვილები?" (იობი 38:6, 7). ცხადია, რომ კაცობრიობა "დედამიწის დაფუძნების" მომენტში ჯერაც არ არსებობდა, და "სიხარულისგან ყიჟინობაც" ადამიანებს არანაირად შეეძლოთ".



ასევე ფსალმუნთმგალობელი აშკარად ეხება "ზეციურ" საქმეებს, როცა ამბობს: "ვინ ღრუბელთა შინა ესწოროს უფალსა და ემსგავსოს უფალსა ძეთა შორის ღმრთისათა" (ახ. ქართ.: "ვინ შეედრება ცაში უფალს? ვინ მიემსგავსება უფალს ღვთის შვილებში?" (ფსალმ. 88:7).

გავიხსენოთ მეფე ნაბუქოდონოსორი, რომელიც გაკვირვებული დარჩა სამი ყრმის ანანიას, აზარიას და მისაელის გადარჩენით და შესძახა: "ჩვენ სამი შეკრული კაცი არ ჩავაგდეთ ღუმელში? მიუგეს მათ და უპასუხეს მეფეს: ჭეშმარიტად ასე იყო, მეფეო!  მიუგო მან და თქვა: აჰა, ოთხ ხელ-ფეხ გახსნილ კაცს ვხედავ, შუაგულ ცეცხლში მიმოდიან ისინი უვნებელად; მეოთხე შესახედაობით ღვთის შვილს ჰგავს" (ძვ. ქართ.: "და ნაბუქოდონოსორსა ესმა მგალობელთა და დაუკჳრდა. და აღდგა სწრაფისა თანა და ჰრქუა დიდ-დიდთა თჳსთა: არა მამრნი სამნი შევსთხიენითა საშუალ ცეცხლისა შებორკილებულნი? და ჰრქუეს მეფესა: ჭეშმარიტად, მეფე. და მიმგებელმან თქუა მეფემან: ხოლო ვითარმე ვხედავ მამრთა ოთხთა ჴსნილთა და მოარულთა საშუალ ცეცხლისა და განყოფილებაჲ არა არს მათ შორის? და ხილვაჲ მეოთხისაჲ მსგავს არს ძისა ღმრთისა" (დანიელი 3:91, 92).

წმიდა იოანეს შეურიგებლობა ენოქის წიგნში დამოწმებულ ისტორიასთან მრავალწილ განპირობებულ იქნ კიდევ სხვა, მის მიერ რატომღაც წინააღმდეგობად მიჩნეული მიზეზით. საყოველთაოდ ცნობილია, რომ, ეკლესიის სწავლებით, სატანის და ანგელოზთა ნაწილის დაცემა მოხდა ადამიანის შექმნამდე. ამ მოვლენის სწორედ ესოდენ ღრმა სიძველე მოციქულთათვის აშკარა მოწმობა გახდა იესუ ქრისტეს ღვთაებრივი ღირსებისა, როდესაც მან დაადასტურა, რომ "ვხედავდი სატანას, ელვასავით რომ ვარდებოდა ციდან" (ლუკა 10:18).

და აი, წმიდა იოანე რატომღაც მიიჩნევს, რომ ენოქი თავის მონათხრობში აღწერს სწორედ ამ მოვლენას, და გვთავაზობს ის უფრო ადრინდელ დროებას მივაწეროთ. წმიდა მამა წერს: "წმიდა წერილი გვასწავლის და გვეუბნება, რომ ჯერ კიდევ პირვეილ ადამიანის დაბადებამდე დაკარგეს მათ ღირსება - ეშმამკაც და იმ სულებმაც, რომლებიც მასთან ერთად ესწრაფვოდნენ უდიდეს პატივს, როგორც ამბობს ბრძენი: "ეშმაკის მოშურნეობით სამყაროში სიკვდილი შემოვიდა" (სიბრძნე. 2:24). მართლაც, მითხარი, თუ ეშმაკი ჯერ კიდევ ადამიანის შექმნამდე არ დაეცა, მაშინ მას, თვისი ღირსებით შემოსილს, როგორ გაუჩნდა ადამიანის მიმართ შური?" (Иоанн Златоуст, свт. Беседы на книгу Бытия. Беседа XXII) (http://www.magister.msk.ru/library/babilon/greek/zlatoust/zlato077.htm#b2) (ქართ. თარგმ.: იქვე. გვ. 224). კითხვა სამართლიანია, მაგრამ რა კავშირი აქვს მას ენოქის მიერ გადმოცემულ ისტორიასთან?

სრულიად ცხადია, რომ ენოქი აღწერს მსოფლიო კატასტროფის არა იმ მოვლენებს, როდესაც ზეციურ ანგელოზთა ნათელ ანგელოზებად და ბნელ ეშმაკებად დაყოფა მოხდა. მაშინ დაცემულ ქმნილებათა კატეგორიაში ანგელოზთა მრავალი "ლეგიონი" აღმოჩნდა, რომლებიც გაამპარტავნებუილ მთიების - სატანის მიერ აღმოჩნდნენ ცთუნებულნი. ენოქთან კი ლაპარაკია უფრო გვიანდელ და კერძო შემთხვევაზე, დარაჯთა ("ვარსკვლავთა"), ანუ უმაღლეს ანგელოზთა ამ დასის სიძვით დაცემაზე. მათი რაოდენობა საკმაოდ შეზღუდული იყო - სულ ორასი ანგელოზი. მათ მეთაურს კი სემიაზა ერქვა. ამ მაგალითის დამოწმებისას, უნდა აღვნიშნოთ, საერთოდ ღვთისმეტყვეელბის ამ სფეროში ჩამოყალიბდა გასაოცრად არასერიოზული ზედაპირული დამოკიდებულება. და ასეთი აბდა-უბდა, რომელიც იწვევს დროში განსხვავებული ორი მოვლენის აღრევას, შეიძლება შევამჩნიოთ ყველაზე ადრეულ პერიოდშიც. ასე, მაგალითად, კლიმენტი ალექსანდრიელის აზრით ანგელოზთა ნაწილის დედამიწაზე დაცემა იყო არა ამპარტავნების, არამედ მრუში ვნებების შედეგი: "ჩვენ ვიცით, რომ ზოგიერთი ანგელოზი კარგავდა კონტროლს თავის ვნებიან მოსურვებებზე, რამაც დედამიწაზე მათი გადმოყრა გამოიწვია" (Климент Александрийский. «Строматы». Кн. 1-3. С. 321). დარაჯთა "ვნებიანმა მოსურვებებმა" გააჩინეს ბუმბერაზები, მაგრამ დედამიწაზე ისინი არ ჩამოყრილან.
სამი ყრმა და უფლის ანგელოზი
აჰა, ოთხ ხელ-ფეხ გახსნილ კაცს ვხედავ, შუაგულ ცეცხლში მიმოდიან ისინი უვნებელად; მეოთხე შესახედაობით ღვთის შვილს ჰგავს" (დანიელი 3,92). ტრადიციული ბიბლიური გაგებით "ღვთის შვილი" (ძვ. ქართ. "ძე ღმრთისა") - არის ანგელოზი. ნახატი ბასილი II-ის მინოლოგიონიდან. XI ს-ის ბიზანტიური მანუსკრიპტი. ვატიკანის ბიბლიოთეკა.

 
2. ანგელოზური სხეულებრივობა

არსებულ დავაში, შესაძლებელია თუ არა "სახარებისეული რეალიზმი" და "ბიბლიური ანტროპომორფიზმი", ენოქის წიგნის არგუმენტები, უდავოდ, ძველთაგანვე გამოიყენებოდა. მაგრამ ყველაზე დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ენოქის მიერ გადმოცემულ ფაქტებს, რომლებიც პირდაპირ ეხებოდა დისკუსიას ანგელოზთა ბუნების შესახებ. საზოგადოდ ცნობილია, რომ "როდესაც ღმრთის ნებით ანგელოზები ევლინებიან ადამიანებს, ისინი იღებენ სხვადასხვა სახეს, საჭიროებისდა მიხედვით. ზუსტად ასევე ამ დროს ისინი იღებენ მათ მიერ გამოსახულ არსებათა გარეგნობასა და ყველა თვისებას" (Варнава (Беляев), епископ Васильсурский. Опыт православной аскетики. www.biblioteka3.ru/biblioteka/varnava-beljaev). მსგავს მოვლენათა ბიბლიური გამოცდილება ყველაზე დეტალურად შეისწავლა ეპისკოპოსმა ეგნატე ბრიანჩანინოვმა, რომელიც "ანგელოზურ სხეულებრივობაზე" საღვთისმეტყველო შეხედულების ჩამოყალიბებაში აქტიურად ჩაერთო. ამასთან უნდა ითქვას, რომ ამ საკითხის შესწავლის დასაბამში იდგა წმ. იოანე ოქროპირი, მაგრამ ყველაზე გააფთრებული დავა, რომელმაც შვა, როგორც მრავალრიცხოვანი მომხრე, ასევე მოწინააღმდეგეც, გაჩაღდა XIX ს-ის მეორე ნახევარში.

ბუნებრივია, ეს დავა ეხებოდა დაბადების წიგნის მეექვსე თავში მოცემულ ცნობილ ინფორმაციას. თუკი ხსენებული "ღვთისშვილები" დაცემული ანგელოზები არიან, რომლებიც "შედიოდნენ კაცთა ასულებთან", მაშინ მათ ერთგვარი, თუნდაც ნატიფი, მაგრამ მაინც სხეულებრივობა უნდა ჰქონოდათ. წმიდა მამათა გარკვეული ნაწილი არ ეჭვობს, რომ ასეთი ერთგვარი "სხეულებრივობა", ნატიფი მატერიალურობა ანგელოზებს უდავოდ გააჩნიათ. სხვა წმიდა მამები კი კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ამგვარ დაშვებას.
ანტიკური მითოლოგია
დაცემული ანგელოზი, რომელმაც მიიღო გედის სახე, აცთუნებს მეფე ტინდარეის ცოლ ლედას. ფლამანდიელი კორნელის ბოსის გრავიურა მიქელანჯელო ბუონაროტის ტილოდან, 1537 წ. ჰერბერტ ფ. ჯონსონის მუზეუმი, ნიუ-იორკი, აშშ.

ამ პრობლემას ეხებოდა მიტროპოლიტი ფილარეტიც: "აღნიშვნის ღირსია, რომ პლატონის მიხედვით გმირები ღმერთებისა და ადამიანების შერევის შედეგად გაჩნდნენ, ისევე როგორც სიტყვა "გმირი" ბერძნულში წარმომდგარია სიტყვისგან ερως - ეროსი. მითოლოგია ასეთ მრავალ მაგალითს გვაძლევს. მაგრამ აზრი ადამიანთა შეერთებაზე უმაღლეს არსებებთან შეიძლებოდა არსებულიყო მხოლოდ მაშინ, როდესაც ამ უკანასკნელთ ჩვეულებისამებრ ანიჭებდნენ სხეულებრივობას" (Архимандрит Филарет (Дроздов), Духовной Академии ректор. Записки, руководствующиек основательному разумению Книги Бытия. М., 1865. Прим. 11). სამართლიანი შენიშვნაა. მაგრამ, გაუგებარია, როდიდან გახდა ბიბლიურ ანგელოზთა სხეულებრივობა საეჭვო? ზოგიერთისთვის კარტეზიანელობის ფილოსოფიური ძიებები თავისი "ყოფიერების დუალისტური გაყოფით" უფრო მიმზიდველია, ვიდრე ბიბლიაში გადმოცემული ღვთითშთაგონებული ფაქტები.

ორი ანგელოზი, რომელიც ეწვია სოდომს, იძულებული გახდნენ ჩაკეტილიყვნენ ლოტის სახლში, რადგან მათ სექსუალური ძალადობის აშკარა საფრთხე ემუქრებოდათ, რომელიც ბოროტმა ადგილობრივმა მოქალაქეებმა ჩაიფიქრეს. წმიდა წერილის სტროფები მოწმობენ, რომ ეს საშიშროება რეალური იყო, რადგან ის ორი სულიერი არსება არაფრით განსხვავდებოდა ადამიანებისგან: "სად არიან ის კაცები, წუხელ რომ გესტუმრნენ? გამოიყვანე ჩვენთან, უნდა შევიცნოთ" (დაბ. 19:5). გავიხსენოთ ისიც, რომ იგივე ანგელოზური "კაცები", თავიანთი ანგელოზობის მოიმედენი, უდარდელად როდი "ლივლივებდნენ" გახელებული ბრბოს თავზე, არამედ ლოტი სახლში შეიყვანეს და სოდომელთა ბრბო ძლივს მოიგერიეს, რომლებიც კარების შემტვრევას ცდილობდა.

გავიხსენოთ პატრიარქ იაკობის იდუმალი "ბრძოლა ღმერთთან". ის "შეერკინა ანგელოზს და სძლია" (ოსია 12:4), ამასთან ისე ძლიერ შეკრა ანგელოზი, რომ გათავისუფლების პირობაც კი დაუყენა: "არ გაგიშვებ, სანამ არ მაკურთხებ" (დაბ. 32:24). ასევე ტობითის წიგნის გმირს, ვინმე ტობიას, დიდი ხნის განმავლობაში მეგზურად დაჰყვებოდა მთავარანგელოზი რაფაელი, თანაც ტობია არც კი ეჭვობდა, რომ მის გვერდით იყო უბრალო მოკვდავი. მთელი ამ ხნის განმავლობაში მთავარანგელოზი იქცეოდა როგორც კაცი, მათ შორის რეგულარულად იღებდა საკვებსაც. გამომშვიდობებისას მთავარანგელოზმა განუმარტა ტობიას, რომ "ჩემი წყალობით კი არა, ჩვენი ღვთის ნებით ვარ მოვლენილი, ამიტომ აკურთხევდეთ მას უკუნისამდე.  ყოველდღე გეცხადებოდით, მაგრამ არც მიჭამია, არც მისვამს. მხოლოდ ხილვით მხედავდით" (ტობ. 12:19). ანუ "მზერისთვის" ცხადი იყო საკვების მიღებისა, ღეჭვისა და გადაყლაპვის ფაქტი, მაგრამ ამ დროს დამკვირვებლისთვის პროდუქტები უბრალოდ ქრებოდა მთავარანგელოზის პირში, რადგან "მხოლოდ ხილვით ხედავდნენ" ამას.

ამ ინფორმაციაზე განსჯისას, გვახსენდება, როგორ განუმარტავს ეზრას წიგნში უფალი ისრაელის ხალხს, თუ რას წარმოადგენდა ცნობილი "ზეციური მანანა": "მოგეცით მანანა საჭმელად, ანგელოზთა პურით გკვებავდით" (3 ეზრა. 1:19). იგივეს მოწმობს ფსალმუნიც: "და პური ანგელოზთა ჭამა კაცმან; საზრდელი მოუვლინა მათ განსაძღებელად" (ფსალმ. 77:25).

ცნობილმა ეგზეგეტმა, ნეტ. თეოდორიტე კვირელმა, პურის ამგვარ "დამაბრკოლებელ" ჭამაზე თქვა, რომ ის უბრალოდ "ეძლევაო ანგელოზებს". არადა, თუკი საკუთარი თავის აბსტრაგირებას მოვახდენთ საჭმლის მიღების დღევანდელი ცხოველური აღქმისგან და კუჭში მისი მონელების ნაკლებადმიმზიდველი ვითარებებისგან, ვერაფერ დამაბრკოლებელს "ანგელოზთა პურში" ვერ დავინახავთ. ჩვენ უკვე ვწერდით იმაზე, რომ პირველქმნილი ადამიანი, რომელიც ჯერ კიდევ იმყოფებოდა ტავის ნატიფ, ანგელოზივით სხეულში, ჭამდა "ხის ყოველ ნაყოფს" და არა სასიცოცხლო ფუნქციების მხარდასაჭერად, არამედ მხოლოდ სიტკბოების განსაცდელად, სიამოვნებისთვის. მაშ, რატომ არის დაუშვებელი აზრი ანგელოზთა ცხოვრებაშიც არსებობდეს სიამოვნებისა და სიხარულის ამგვარი წყარო? ასე რომ, როდესაც ვკითხულობთ ანგელოზთა ფორმისა და მატერიალური მოქმედების ურიცხვ ბიბლიურ მოწმობას, შეუძლებელი ხდება დავეთანხმოთ ღვთისმეტყველთა იმ არგუმენტებს, რომლებიც საერთოდ უარყოფენ ანგელოზთა რაიმე სხეულებრივობას. აი, ამგვარი არგუმენტაციის ერთ-ერთი ნიმუში: "ისინი არსებობენ, მაგრამ არ იკავებენ სივრცეს (? - მ. მ.) ისე, როგორც როგორც იკავებს ან ავსებს მას სხეული, არამედ მხოლოდ ავლენენ მასში თავის არსებობას მათთვის დამახასიათებელი სულიერი ან გონებრივი მოქმედებით, რადგან  ისინი უფორმო (?- მ. მ.) და გარეშემოუწერელნი (? - მ. მ.) არიან (Феофан Затворник, свт. Душа и ангел – не тело, а дух. М.: Талан, 1997. http://www.wco.ru/biblio/books/feofanz5/Main.htm). უნებლიედ იბადება კითხვა, როგორ არის შესაძლებელი იარსებო სივრცეში ისე, რომ "არ დაიკავო სივრცე"? და თუ არსებობს რომელიმე ქმნილი არსება, რომელსაც არ გააჩნია "გარეშემოწერილობა და ფორმა"?
იაკობი და ანგელოზი
პატრიარქ იაკობის შერკინება ანგელოზთან. "შეერკინა ანგელოზს და სძლია" (ოსია 12:4). გუსტავ დორეს გრავიურა, 1855 წ.

ჩვენი აზრით, არსებითად, საკმარისი იყო რწმენით მიღება წმიდა მოციქულ პავლეს მოწმობისა, რომელმაც თითქოსდა წინდაწინ გაგვაფრთხილა ამგვარი დავის შესახებ და თქვა: "ყოველი ხორცი ერთი და იგივე ხორცი როდია, არამედ სხვაა კაცთა ხორცი და სხვა - პიურტყვთა ხორცი, სხვა - თევზებისა, სხვა - ფრინველების.  არიან სხეულნი ზეციურნი და სხეულნი მიწიერნი, მაგრამ სხვაა ზეციერთა დიდება და სხვა - მიწიერთა" (1 კორინთ. 15:40). ასე, რომ მოციქული ნათლად ამბობს - "არიან სხეულნი ზეციერნი", და მორჩა.
სამოთხე
3. "ღვთისშვილთა" ხელმწიფება და ღირსება

დაბადების წიგნის განმარტებაში წმ. იოანე ოქროპირი კატეგორიულად ირწმუნება, რომ "ღმრთის შვილები" - შეთის შთამომავლები არიან: "რადგანაც ისინი, (იგულისხმებიან, ვინც ღვთის შვილებად არიან მოხსენიებულნი) შეთისა და მისი ძის, ენოსად წოდებულის შთამომავლები იყვნენ, ამიტომ მის მომდევნო ჩამომავლებსაც საღვთო წერილში ღვთის შვილები ეწოდათ" (წმ. იოანე ოქროპირი. 22-ე ჰომილია დაბადების წიგნზე. ხს. შრ. გვ. 225). მაგრამ ეს ასე არ არის. როგორც ზემოთ დეტალურად განვიხილეთ, წმიდა წერილში სწორედ ანგელოზები იწოდებიან "ღვთის შვილებად", მაშინ როდესაც ძველ აღთქმაში ისეთი ადგილის პოვნა, სადაც "ადამიანები იწოდებოდნენ ღვთის შვილებად", საკმაოდ ძნელია (4).
________________

4. ძველი აღთქმის ტექსტებში არის ორი გამონათქვამი, რომელიც დაახლოებით წააგავს ტერმინს "ღვთის შვილი". პირველი გამოყენებული იყო ისრაელის ღმრთითრჩეულობასთან დაკავშირებით: "უფლის, თქვენი ღმერთის შვილები ხართ თქვენ. ... შენ აგირჩია უფალმა, რომ ჰყოლოდი საკუთარ ერად ყველა ხალხს შორის დედამიწის ზურგზე" (2 რჯლ. 14:1, 2). მეორე შემთხვევაში იწინასწარმეტყველება წარმართ ერებში მოსახდენ ცვლილებებზე, რომელშიც იგულისხმებიან ქრისტიანნი: "ნაცვლად იმისა, რომ უთხრან ლოყამი ხართო, ეტყვიან ცოცხალი ღმერთის შვილები ხართო" (ოსია 2:1).

________________

მაგრამ ეს, როგორც ჩანს, შეუძლებელიც არის, რადგან მაცხოვრის მოსვლამ სამყაროში გახსნა გზა ამ შვილობისკენ, რომელიც ცოდვით დაცემით იყო დაკარგული: "ჩვენ მიშვილებისა და ღმრთის მადლით, ღმრთის ძის მეშვეობით ვხდებით შვილნი და ვეზიარებით მის სულს" (Афанасий Великий. Творения. Т. 2. С. 394).

აუცილებელია გავითვალისწინოთ, რომ ბიბლიური ცნება "ძე ღმრთისა" წარმოადგენს ჰებრაიზმს, ანუ მყარ სიტყვათშეხამებას, რომელიც ძველებრაული ენიდან არის ნასესხები. "ბიბლიაში (ისევე, როგორც საერთოდ აღმოსავლურ ენებში) სიტყვა ძე ნიშნავს "თანაზიარს", უშუალოდ თანაზიარს. ძის ეს ცნება აღნიშნავდა არა უბრალოდ ხორციელ დაბადებას, არამედ შინაგან სულიერ თანაზიარობასაც" (Мень Александр, протоиерей. Верую… Беседы о Символе веры. М.: Храм Косьмы и Дамиана, 2002. С. 111).

როგორც "ღმრთის ძე", უშუალოდ ღმრთისადმი თანაზიარი იყო ადამი, რადგან "როცა გააჩინა ღმერთმა ადამი, ღვთის მსგავსად შექმნა იგი" (დაბ. 5:1). მაგრამ მოხდა ცოდვით დაცემის დრამა და თავისი შთამომავლობა ადამმა უკვე გააჩინა, როგორც "თავისი მსგავსი და თავისი ხატი" (დაბ. 5:3). შემთხვევით როდია ხაზგასმული, რომ ღმერთი კი არა "ევა გახდა ყოველი ცოცხალის დედა" (დაბ. 3:20). ასე რომ, ცოდვით დაცემიდან ვიდრე მაცხოვრის განკაცებამდე ადამიანები "ღმრთის შვილებად" კი არ იწოდებოდნენ, არამედ ადამისა და ევას შვილებად.

"მიშვილება ადამიანებს თვით ღმრთის ძე აძლევს, მიანიჭა რა მათ სულიწმიდის მიერ მადლისმიერი და ზებუნებრივი შობა" (Максим Исповедник. Творения. Кн. 1. С. 196), და არავითარი "შვილობა" არ იყო და არც შეიძლებოდა ყოფილიყო, რადგან "ცოდვით დაცემიდან ვიდრე სულთმოფენობამდე, საღმრთო ენერგია, არაქმნილი და განმაღმრთობელი მადლი, უცხო ხდება ადამიანური ბუნებისთვის და მასზე მხოლოდ გარედან მოქმედებს..." (Лосский. Очерк мистического богословия. С. 102). სულიწმიდის გარეშე კი არც ძეობა (შვილობა) არსებობს. ამის შესახებ ნათლად გვასწავლის თვით უფალი, როდესაც შეგვახსენებს "ესა თქვა სულზე, მის მორწმუნეებს რომ უნდა მიეღოთ, ვინაიდან ჯერ კიდევ არ იყო მათზე სული, რადგან ჯერ კიდევ არ განდიდებულიყო იესუ" (იოანე 7:39).

ამას გულისხმობს მოციქულ პავლეს სიტყვებიც: "რადგან ყველანი ღვთის შვილები ხართ იესუ ქრისტეს რწმენით" (გალატ. 3:26). საკუთრივ, სწორედ "იმისთვის განკაცდა სიტყვა-ღმერთი და იქცა ძედ კაცისა, რათა კაცნი ექმნა ღმერთებად და ღმრთის შვილებად" (Максим Исповедник, преподобный // Добротолюбие. М.: Сретенский монастырь, 2004. Т. 3. С. 235). ამაში ყველა წმიდა მამა ერთსულოვანია: უფალი "ადამიანებს ღმრთის შვილებად შეჰქმნის, ჩვენს მოდგმას მადლით აიყვანს იქამდე, რაც თვითონ არის ბუნებით" (Симеон Новый Богослов, преподобный. Аскетические сочинения в новых переводах. СПб.: Изд. Олега Абышко. 2013. С. 72. Об этом см.: Свт. Ириней Лионский. Против ересей; Свт. Афанасий Александрийский. Слово о воплощении Бога-Слова. 54, 2) ან კიდევ "ძე ღმრთისა იმისთვის გახდა ძე კაცისა, რათა ჩვენ, ადამიანები, ღმრთის შვილები გავმხდარიყვით" (Симеон Новый Богослов, преподобный. Никита Стифат. Аскетические произведения в новых переводах. СПб., 2007. С. 71–72).

"ღვთის შვილების" ცნება მოიცავს არა უბრალოდ ქმნილების რომელიღაც ახალ სტატუსს, არამედ ახალ მძლავრ უფლებამოსილებებსაც, რასაც ადასტურებს მოციქული იოანე: "ხოლო ყველას, ვინც შეიწყნარა იგი, მისცა ხელმწიფება ღმრთის შვილებად წოდებულიყვნენ; ყველას, ვისაც სწამს მისი სახელი" (იოან 1:12). ამ ხელმწიფებას ედემიდან ადამიანების განდევნისა და ქვეყნად მაცხოვრის მოსვლამდე ყველა ქმნილებათა შორის ფლობდნენ მხოლოდ არა დაცემული ანგელოზები, რომელთაც "ღმრთის შვილთა" სტატუსი ჰქონდათ.
სამოთხე
კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ "ღმრთის შვილთა" ეს ხელმწიფება თავიდან პირველ ადამიანებს, "ადამსა და მის ცოლს" ებოძა. თუმცა, მოკლე დროით, მათი შექმნიდან ცოდვით დაცემამდე პერიოდში (იუბილეთა წიგნი ამტკიცებს: "შვიდი წლის შემდეგ, მისი (ანუ ადამის) მეორე თვის მეჩვიდმეტე დღეს, მოვიდა გველი და მიუახლოვდა დედაკაცს"). თავისი სულიერი მდგომარეობით იმ დროს ადამიანები, ისევე როგორც ყველა "ღვთის შვილი", ანგელოზთასწორ ღირსებაში იმყოფებოდნენ, როდესაც "შიშველნი იყვნენ ორივენი, ადამი და მისი დედაკაცი, და არ რცხვენოდათ" (დაბ. 2:25).

წმიდა წერილი, როდესაც ასრულებს თხრობას სამყაროს გაჩენაზე, მათ შორის ადამიანის შექმნაზეც, პირველქმნილ ადამიანებს ანგელოზებს უთანაბრებს, რადგან მათ ერთი სიტყვით "ლაშქრად" მოიხსენიებს. "გასრულდა ცა და მიწა და მთელი მათი ციური ლაშქარი" (დაბ. 2:1) (ქართ. იხ.: http://holybible.ge/bible/georgian/book-1-100-2-0-1-geo-m-geo--1). ანუ ღმერთმა ჩაიფიქრა და შექმნა, როგორც "ზეციური", ასევე "მიწიერი ლაშქარი".

ამ მიწიერი ლაშქრის ხელმწიფების ღირსება გამოვლინდა საღმრთო განკარგულებებში: "ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, აავსეთ დედამიწა, დაეუფლეთ მას, ეპატრონეთ ზღვაში თევზს, ცაში ფრინველს, ყოველ ცხოველს, რაც კი დედამიწაზე დახოხავს" (დაბ. 1:28). დედამიწასა და ყველა მის მკვიდრზე უფლების დამტკიცების უშუალო აქტი გახდა მომენტი, როდესაც "გამოსახა უფალმა ღმერთმა მიწისაგან ველის ყველა ცხოველი და ცის ყველა ფრინველი და მიჰგვარა ადამს, რომ ენახა, რას დაარქმევდა. რომელ სულდგმულს რას დაარქმევდა ადამი, მისი სახელიც ის იქნებოდა. დაარქვა ადამმა სახელი ყველა პირუტყვს, ცის ფრინველს და ველის ყველა ცხოველს" (დაბ. 2:19, 20) და იმ დროიდან "მათი სახელიც ის არის".
 
ადამიანი ქმნილებებს არქმევდა ერთადერთ ჭეშმარიტ, "აბსოლუტურ" სახელებს, ანუ იმათ, რომელიც საკუთარ თავში გამოხატავდნენ ადამიანის მიერ ამა თუ იმ ქმნილებაში შეცნობილ არსს. ადამიანის ეს სიღრმისეული წვდომა ქმნილებათა არსში, ღმრთის ჩანაფიქრში განსაზღვრავდა მის ხელმწიფებრივ ღირსებას, როგორც სამყაროს სახლიკაცისა.

მაგრამ ძალიან მალე ადამიანმა დაკარგა "ღმრთის შვილთა" ხელმწიფებაც და ღირსებაც, როგორც სულიერ, ასევე ხორციელ პლანში. პირველწინაპართა მიერ აღსრულებულმა ცოდვამ გამოიწვია მათი სულების ანგელოზური, სიყრმისეული მდგომარეობის დეგრადაცია. ადამიანები გახდნენ "სიკეთისა და ბოროტების" მცოდნენი. მათ შეიგრძნეს საკუთარი სხეულის ხელმწიფება "აეხილათ თვალი ორივეს და მიხვდნენ, რომ შიშველნი იყვნენ" (დაბ. 3:7). სხეულმა დაჰკარგა სიმსუბუქე, სინატიფე და ადამიანებისთვის "ტყავის შესამოსელად" იქცა. ამასთან შევნიშნავთ, რომ, რა თქმა უნდა, "ამაო, პრიმიტიულ აზრში როდია ჩვენი სხეულები - ტყავი; აკრძალული ხილის შეცნობის შემდეგ ჩვენი სული ტყავით შეიმოსა" (Прп. Антоний Великий. Творения. Вопрос 174. http://predanie.ru/antoniy-velikiy-prepodobnyy/book/68614-antoniy-velikiy-tvoreniya). ღმრთის მცნების აღსრულება "დაემუშავებინათ და დაეცვათ" სამოთხე, ადამიანებს უკვე აღარ შეეძლოთ და ამიტომაც "გაუშვა იგი უფალმა ღმერთმა ედემის ბაღიდან, რომ დაემუშავებინა მიწა, საიდანაც იყო აღებული". მაგრამ, აღივსო ღმრთის სასჯელის საწყაო და სამყაროს მოევლინა მაცხოვარი. სწორედ ქვეყნად მოსულმა ქრისტემ მოგვანიჭა დიდი ხნის ნანატრი "მიშვილების სული", ვინაიდან "ღვთის ძეა ყველა, ვისაც ღვთის სული წარმართავს" (რომ. 8:14).
 
ღვთისშვილობის ეს ნიშანი შეიძლება აღსრულდეს მხოლოდ ქრისტიანებზე, რაც უფლებას გვაძლევს "ღვთის შვილებად ვიწოდებოდეთ" (1 იოანე 3:1). ამასთან თვით ქრისტიანებს ამ მიშვილების ნეტარი სისრულე მხოლოდ "მომავალი საუკუნის ცხოვრებაში" მიეცემათ: "ჩვენც, სულის პირველნაყოფის მქონენი, ასევე ვგმინავთ შინაგანად ღვთის ძეობისა და ჩვენი სხეულის ხსნის მოლოდინში" (რომ. 8:19). და არა მარტო სხეულებრივად, არამედ გონებრივადაც, როდესაც "ანგელოზთა თანასწორად გვექნება გონება, რომელიც სრულიად არათანამოზიარე იქნება იმისა, რაც ღმერთზე კნინია" (Максим Исповедник. Творения. Кн. 1. С. 187).
 
სადუკეველთა გამომცდელ კითხვებზე უფლის პასუხში, რომელიც ადრე განვიხილეთ, არის ქრისტეს ნათელი მითითება ამ ნეტარ პერსპექტივაზე, რომლის მიხედვითაც ადამიანები მოიპოვებენ ანგელოზთა თანასწორ სტატუსს. "მომავალ საუკუნო ცხოვრებაში", როგორც ჭეშმარიტად ღმრთის შვილნი, ადამიანები ანგელოზთა თანასწორნი იქნებიან. ვკითხულობთ: "ხოლო საუკუნო ცხოვრებისა და მკვდრეთით აღდგომის ღირსად შერაცხილნი არც ცოლს ირთავენ და არც თხოვდებიან;  თვით სიკვდილსაც კი ხელი არა აქვს მათთან, ვინაიდან ანგელოზთა სწორნი და ღმრთის ძენი, აღდგომის ძენი არიან" (ლუკა 20:35, 36).
 
ამგვარად თვით უფალი ნათლად გვეუბნება, რომ "ღმრთის შვილთა" ანგელოზთასწორი ბუნება ჯერ კიდევ ელოდება მართალთ და განმზადებულია მათთვის "მომავალ საუკუნეში". სრულყოფილად ადამიანები მას მხოლოდ მკვდრეთით აღდგომისა და მარადიული საუკუნის დადგომისას მიიღებენ. მაგრამ თუკი ასეა და ადამიანები "მომავალ საუკუნეში" კვლავ ანგელოზთასწორნი გახდებიან, და კვლავ მიეცემათ პატივი წოდონ"ღმრთის შვილებად", თვით ანგელოზები შექმნიდანვე ფლობდნენ ამ პატივს და იყვნენ კიდევაც "ღვთის შვილები".
ბუმბერაზები
4. შეთის მოდგმის ცოდვა

ამავდროულად, უნდა შევნიშნოთ იოანე ოქროპირის სიმართლეც, რომელიც დაბეჯითებით ადგას იმ აზრს, რომ დაეცა "შეთისა და ენოსის" ღვთისმოსავი მოდგმა, რომელიც კაენისა და ლამექის შთამომავალ ქალთა მშვენიერებით მოხიბლვასა და მათთან "შესვლაში" გამოიხატა. როგორც ადრე განვიხილეთ, "განსაკუთრებული ბუმბერაზების", გიგანტების ("ნეფილიმების") გამოჩენა წინ უსწრებდა ადამიანთა მოდგმას, რომლებიც ასევე იწოდებიან "ბუმბერაზებად" ან "ძლიერებად" ("გიბორიმ"). ეს "ძლიერები" გაჩნდნენ მანამ, სანამ "ღვთის შვილებს" - დაცემულ ანგელოზებს - "მოეწონებოდათ ადამიანთა ასულები და მოჰყავდათ ცოლად, ვისაც ვინ მოეწონებოდა" (დაბ. 6:2). ეს შეიძლება დავასვკნათ შემდეგი მუხილდან: "ბუმბერაზები იყვნენ იმ ხანებში ქვეყნად და მას მერეც, როცა ღვთისშვილები შედიოდნენ ადამიანის ასულებთან, რომელნიც უშობდნენ მათ. ძლიერები იყვნენ ისინი, ძველთაგანვე სახელოვანი ხალხი" (დაბ. 6:4).

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ცოდვით დაცემულ "ღვთის შვილთა" ("ღმრთის ძეთა") შეერთებამ ამქვეყნად გამეფებულ "ადამიანთა უკეთურებასთან", ღმრთის სასჯელი, სამყაროში ერთგვარი გიგანტური არსებების - "ნეფილიმების" გამოჩენით, მხოლოდ დაამძიმა. თავიდანვე ბუმბერაზები ("ძლიერები" ანუ "გიბორიმ") წარღვნამდელი თაობის ბუნებრივი გოლიათური შთამომავლები იყვნენ, რომელთა სიცოცხლის ხანგრძლივობა ათასი წლის ფარგლებში მერყეობდა. მათი თანდაყოლილი გოლიათურობა არანაირად არ იყო დამოკიდებული სიძვასა და შერევაზე, რომელშიც შთავარდა კაცობრიობის ორი პოლარულად განსხვავებული განშტოება - "შეთელები" და "კაენიტები". ამიტომაც, ენოქის წიგნის მოვლენების მომენტისთვის ბუმბერაზები უკვე "იყვნენ იმ ხანებში ქვეყნად".

ეკლესიის წმიდა მამები და მოძღვრები (5), რომლებმაც გაიზიარეს წმ. იოანე ოქროპირის შეხედულება, მართლები არიან ერთ რამეში: შეთის შთამომავალთა "უკანონო შეერთების" ფაქტის არსებობაში კაენის უკეთური მოდგმის წარმომადგენლებთან. მაგრამ "ნეფილიმების" გაჩენასთან ამ ვითარებას არავითარი კავშირი არ გააჩნია. თანაც ძალიან უცნაურია ელოდო გოლიათების გაჩენას ადამიანთა ვნებებისა და ბუნებრივი-ცხოვრებისეული ძალების დაუოკებლობისგან. კაცობრიობის ისტორია საპირისპიროს გვიდასტურებს. საეჭვოა ვინმემ მოიტანოს მაგალითი ისტორიიდან, როდესაც ღვთისმოსავი, წმიდა ცხოვრების ადამიანი დაქორწინდა უკეთურ ქალზე და ბუმბერაზი გააჩინა.

____________

5. "შეთის მოდგმა განცალკევებით იყო და არ ერეოდა კაენის მოდგმის წარმომადგენლებს იმ კრულვის გამო, რომელიც მას ღმერთმა დაადო. მაგრამ დროთა განმავლობაში, იხილეს რა კაენის მოდგმის ქალწულთა მშვენიერება ცთუნდნენ... შეერივნენ მათ და გარყვნეს საკუთარი კეთილშობილება" (Блаженный Феодорит Кирский. Изъяснение трудных мест Божественного Писания. М., 2003. С. 42).

____________

გარდა ამისა, არსებითად თუ ვიტყვით, ჩნდება კითხვა, რომელიც დაზუსტებას საჭიროებს: საკუთრივ რაში უნდა მდგომარეობდეს "შეთელების" დანაშაული და რომელი კანონი დაარღვიეს მათ? ვინ და როდის აიყვანა კაენისა და შეთის მოდგმის წარმომადგენელთა შორის ინტიმური კავშირი უსჯულოების რანგში? ეგვიპტის უდაბნოს მამები ცდილობდნენ პასუხი გაეცათ ამ კითხვაზე: "სჯულის ყოველგვარი ცოდნა ადამიანს ღმერთმა ქმნილების დასაბამიდანვე შთააგონა" (Иоанн Кассиан Римлянин. Собеседование. С. 289) (6). მაგრამ, ჩვენი აზრით, სამყაროსთვის, რომელიც მთლიანად "ბოროტებაშია დანთქმული" (1 იოანე 5:19), ქცევის ასეთი რეგულატორი არცთუ საიმედოა და მითუმეტეს შეუძლებელია იყოს დასჯის საფუძველი.

_____________

6. ღირ. იოანე კასიანე რომაელის შესახებ ბიოგრაფიული ცნობები ძალზედ მწირია. არ არის ცნობილი მისი არც დაბადების ადგილი და არც დაბადების თარიღი. ყველაზე გავრცელებული აზრით, იოანე კასიანეს სამშობლოდ მიიჩნევა მცირე სკითია (რომის პროვინცია; დღეს - რუმინეთი). მისი დაბადების დაახლოებით თარიღად მიაჩნიათ 360-365 წლების პერიოდი. დაახლოებით 380 წელს იოანე კასიანე რომაელი მოსალოცად პალესტინაში გაეშურა. მომლოცველობის დროს მას თან ახლდა დიდი ხნის მეგობარი, გერმანე. აქ, წმიდა მიწაზე, მეგობრებმა გადაწყვიტეს განშორებოდნენ წუთისოფლის ამაოებას, მიეღოთ საჭირო კურთხევა და შესულიყვნენ ბეთლემის სავანეში. მონასტერში მეგობრები ბეჯითად ლოცულობდნენ, უსმენდნენ ქადაგებებს, ასრულებდნენ მორჩილების ღვაწლს, იცავდნენ მარხვებს. დადეს რა შესაბამისი აღთქმები, მეგობრები ბერად აღიკვეცნენ. მრავალი წლის შემდეგ, მიიღეს რა ასკეტური გამოცდილება, მათ ისურვეს მეტი გაეგოთ მოსაგრე ცხოვრების შესახებ, გაეძლიერებინათ მოსაგრეობა და ბერ-მონაზვნობის სავანეში, ეგვიპტეში გადასახლებულიყვნენ.

_____________

ასე რომ, მცდელობა საყოველთაო წარღვნის მიზეზად დასახელდეს შეთელებისა და კაენიტების ინტიმური კონტაქტი უკიდურესად არადამაჯერებელია. განვიხილოთ, მაგალითად, წმ. კირილე ალექსანდრიელის აზრი, რომელიც მიიჩნევს, რომ "შეთელების" ვნებითი თავშეუკავებლობა "კაენელთა" მიმართ საკმარისი მიზეზია საშინელი გიგანტების წარმოსაშობად: "ქალებმა დაიწყეს ურჩხულების გაჩენა, რადგან ღმერთი იმდროინდელი ადამიანების ვნებითი მიდრეკილებებისა და თავშეუკავებლობისთვის ამახინჯებდა კაცთა სხეულებრივ სილამაზეს". მაგრამ ეს მტკიცება ეწინააღმდეგება ბიბლიაში გადმოცემულ ფაქტებს: კაენელთა მოდგმის უკიდურსმა გარყვნილებამ ხელი არ შეუშალა მათში "ლამაზი და მომხიბლავი ასულების გაჩენას".
ბუმბერაზები
ანტონიო პოლაიოლო (1433-1498). ბუმბერაზთა შეტაკება. ჰერკულესი და ანთეოსი. ჩვენ ვხედავთ დამახასიათებელ ილეთს, რომელიც გამოიყენებოდა ბუმბერაზთა შეტაკებისას - სასიკვდილო შებოჭვა


შემდეგ წმიდა მამა სამართლიანად აღიარებს, რომ ზოგიერთი მონსტრი მართლაც ცხოვრობდა დედამიწაზე: "ქალთაგან შობილნი ბუმბერაზები იყვნენ, ანუ ველურები და ფრიად ძლიერნი, დიდად უსახურნი და სხვებისგან სხეულებრივი სიდიდით გამორჩეულნი" (Кирилл Александрийский, святитель. Творения. М., 2001. Т. 2. С. 33). მაგრამ, ასეთ შემთხვევაში, მივაქციოთ ყურადღება: კაცობრიობის მთელი ისტორია მოწმობს იმაზე, რომ მსგავსი არნახული გიგანტების დაბადება სრულიად უნიკალური და კატასტროფული მოვლენაა თავისი შედეგებიდან გამომდინარე. შედეგად, მსგავსი მონსტრების გაჩენას თავისი მიზეზი უნდა ჰქონდეს და ეს მიზეზი სრულიად განსხვავებული და არაორდინალური უნდა იყოს, ვიდრე "ადამიანთა ვნებითი თავშეუკავებლობაა". თუკი სიძვის ვნების გამო კაცთა მოდგმა ასე უნდა დასჯილიყო, მაშინ დედამიწაზე მარტო საშინელ მონსტრებსა და გიგანტურ ურჩხულებს უნდა ეცხოვრათ.

რატომ განვიხილავთ ასე დეტალურად წარღვნამდელი კაცობრიობის ისტორიის ამ ტრაგიკული ფურცლების წმიდა იოანე ოქროპირისეულ და მის თანამოაზრე მამათა შეხედულებების აშკარა ცალმხრივობას? საქმე იმაშია, რომ საკმაოდ დიდია იოანე ოქროპირის ავტორიტეტი აღმოსავლურ ღვთისმეტყველებაში და, შეიძლება ითქვას, უდავოც. ამიტომ სრულიად შესაძლებელია, რომ სწორედ მისმა განმარტებამ დაბადების წიგნის მეექვსე თავზე, განსაზღვრა საბოლოოდ ენოქის წიგნის ესოდენ სავალალო ბედი - VIII ს-ისთვის საეკლესიო კანონთა კრებულებიდან ის სრულიად გაქრა (VI ს-დან ბიზანტიის ღვთისმეტყველებასა და ლიტერატურაში ჩნდება ჩავარდნა, საღვთისმეტყველო აზრი შესამჩნევად გამეჩხერებულია და თანდათანობით კვდება". Епифанович. Максим Исповедник. С. 46). ამასთან ერთად, იმავე მიზეზით, ანალოგიურ ოსტრაკიზმს დაუქვემდებარეს "იუბილეთა წიგნი", ანუ "მცირე დაბადება".

ჩვენი აზრით, "ენოქის წიგნი", ანუ "პატრიარქ ენოქის ხილვა", სწორედაც რომ ხსნის და აუცილებლად ავსებს დაბადების წიგნის მეექვსე თავს, დეტალურად გადმოსცემს "ზეცის დარაჯთა" დაცემის სურათს - დრამატულ ისტორიას იმის შესახებ, თუ როგორ "შედიოდნენ ღვთისშვილები ადამიანთა ასულებთან" (დაბ. 6:4). და დედამიწაზე წარღვნის სახით მოსულ ღვთის სასჯელს.
მამამთავარი შეთი
მართალი შეთი. ფრესკა.


5. შეთისა და ენოსის შთამომავლები

ზემოთთქმულის შუქზე, სრულიად უსაფუძვლოა დაბეჯითებითი მტკიცება თითქოსდა "შეთისა და ენოსის" შთამომავლები "ღვთის შვილთა" წოდებას ეკუთვნოდნენ. რა თქმა უნდა, შეიძლება მოვიტანოთ მოციქულ პავლეს სიტყვები იმის შესახებ, რომ "ღვთის ძეა ყველა, ვისაც ღვთის სული წარმართავს" (რომ. 8:14), მაგრამ ბიბლიის პირდაპირ მოწმობას თითქოსდა შეთისა და ენოსის შთამომავლებს "სულიწმიდა წარმართავდა", ვერ ვპოულობთ. თანაც მოციქული ლაპარაკობს ახალაღთქმისეულ დროებაზე, როდესაც "ნუგეშინისმცემელი სული ჭეშმარიტებისა" გარდამოხდა ზეცით და გამოუჩნდა "რჩეულ მოდგმას, სამეფო სამღვდელოებას, წილხვედრ ხალხს" (1 პეტრე 2:9).

წარღვნამდელ ხალხზე ჩვენ ვიცით მხოლოდ ის, რომ კაცობრიობამ, სწორედ ენოსიდან, შეთის შვილიდან "დაიწყო უფლის სახელის ხსენება" (დაბ. 4:26). ხოლო ის, თუ რას ნიშნავს ეს "ხსენება" და იყო თუ არა იგი დადებითი მოვლენა, დანამდვილებით არც კი ვიცით (7). ჩვენთვის კარგად არის ცნობილი ის, რომ ძალიან მალე მოხდა "შესვლა კაცთა ასულებთან". წარღვნამ ბოლო მოუღო "ყოველ ქმნილებას", და ამ მომენტისთვის მთელ დედამიწაზე მხოლოდ ნოეღა იყო მართალი თავის ოჯახთან ერთად, რადგან "ღმერთთან დადიოდა ნოე" (დაბ. 6:3).
 
______________

7. როგორც დაბადების წიგნის ტექსტიდან ჩანს, ადამიანებს, მათ შორის კაენსაც და აბელსაც, ამ მომენტამდე ღმერთთან უშუალო ურთიერთობა ჰქონდათ. შეთის დროიდან სხვა რაღაც იწყება. "იუბილეთა წიგნში" ("მცირე დაბადება") ვხვდებით მეტად დამაფიქრებელ სტროფებს: "შეთმა ცოლად შეირთო თავისი და აზურა, რომელმაც მეოთხე წელს ენოსი უშვა. და მან პირველმა დაიწყო უფლის სახელის ხსენება დედამიწაზე" (იუბილ. 4:89). იუდაურ ტრადიციაში ეს მითითება განიმარტება ნეგატიური აზრით და აღიქმება, როგორც მოწმობა იმისა, რომ მოუხმობდნენ არა ზეციური უფლის სახელს, არამედ სხვა, მიწიერი "ღმერთისას". თალმუდისტების აზრით, ეს კერპთაყვანისმცემლობის დაწყებაზე მიანიშნებს. არსებობს თარგმანის სხვა ვარიანტებიც, მაგრამ ისინი არადამაჯერებელია: "მაშინ დაიწყეს იეჰოვას სახელით ხსენება". Макарий, архимандрит. Пятикнижие Моисея. (Репринт. 1863) СПб., 2000.
______________

შეიძლება თქვან, რომ ეს სტროფები, მიუხედავად უფლის მიერ კაცობრიობის მხილებისა, ადამიანთა ცხოვრებაში "ღმრთის სულის" მყოფობასაც ადასტურებს. ამიტომაც კიდევ ერთხელ მოვიტანთ შესანიშნავი ღვთისმეტყველის ვ. ნ. ლოსკის განმარტებას: "განმაღმრთობელი მადლი უცხო ხდება ადამიანური ბუნებისთვის და მოქმედებს მასზე მხოლოდ გარედან, წარმოქმნის რა სულში ქმნილ შედეგებს" ("Обожающая благодать становится чуждой человеческой природе и действует на нее только извне, производя тварные следствия в душе") (Лосский. Очерк мистического богословия. С. 102).
ბორეასი და ორითია
დაცემული ანგელოზი ბორეასი (ბერძნ. Βορέας) იტაცებს მეფის ქალიშვილ ორითიას (Oreithyia). პიტერ პაულ რუბენსი 1608 წ.


კაცობრიობის შემდგომ ისტორიაში, მაცხოვრის განკაცებამდე, სულიწმიდის გამოცხადება განსაკუთრებულად უნიკალურ მოვლენას წარმოადგენდა და მხოლოდ წინასწარმეტყველური მსახურების ფენომენში აღინიშნებოდა: "რადგანაც წინასწარმეტყველება არასოდეს კაცის ნებით არ წარმოთქმულა, არამედ სული წმიდის კარნახით წარმოსთქვამდნენ მას ღვთის წმიდა კაცნი" (2 პეტრე 1:21).

ასე რომ, წარღვნამდე, ისევე, როგორც მის შემდეგ, ადამიანები "ადამისა და ევას შვილთა" სტატუსში იმყოფებოდნენ, რადგან "ღმრთის შვილობის" ღირსება ცოდვით დაცემის შედეგად დაკარგული ჰქონდათ. ამიტომაც, "ღმრთის შვილობის" პატივი მხოლოდ ანგელოზებს შერჩათ. არ გვაქვს არანაირი საფუძველი ვივარაუდოთ თითქოსდა წარღვნამდე ცხოვრობდნენ "ანგელოზთა თანასწორი" ადამიანები. ასე რომ, შეგვიძლია პრინციპულად ვამტკიცოთ, რომ დაბადების წიგნში ნახსენები "ღმრთის შვილები" ("ძენი ღმრთისანი"), რომლებიც "კაცთა ასულებით" ცთუნდნენ, სხვა არავინ არიან, თუ არა უმაღლესი წოდების ანგელოზები - დარაჯები, რომლებიც ტრაგიკულად დაეცნენ.
ბორეასი და ორითია
"დაინახეს ღვთისშვილებმა, რომ მშვენიერნი იყვნენ ადამიანთა ასულები და მოჰყავდათ ცოლად, ვისაც ვინ მოეწონებოდა" (დაბ. 6:2). მხატვ. უილიამ ჩარლზ მიტჩელი (ბორეასი და ორითია. ფრაგმენტი) 1893 წ.


გარდა ამისა, "თავი რომ არ ვიმტვრიოთ", იქნებ, ღირდეს ყურადღების მიქცევა თვით ფრაზის აგებულებაზე მეექვსე თავის პირველი მუხლის ტექსტში, რომელიც აშკარად მიგვანიშნებს, რომ "ღვთის შვილები" და "ადამიანები" - სხვადასხვა არსებები არიან: "დაინახეს ღვთისშვილებმა, რომ მშვენიერნი იყვნენ ადამიანთა ასულები და მოჰყავდათ ცოლად, ვისაც ვინ მოეწონებოდა" (დაბ. 6:2).

ახლა კიდევ ერთხელ შევჩერდეთ წმ. იოანე ოქროპირის არგუმენტზე, რომელიც ეფუძნება მაცხოვრის სიტყვებს: "ვინაიდან აღდგომისას არც ცოლს ირთავენ და არც თხოვდებიან, არამედ არიან როგორც ანგელოზები ცაში" (მათე 22:30). წმინდანის აზრით, ეს სიტყვები ადასტურებენ, რომ ანგელოზური ბუნების არსებებს არ შეუძლიათ ადამიანებთან ფიზიკური კონტაქტის დამყარება. მაგრამ ზემოთ დაწვრილებით ვისაუბრეთ, რომ კაცობრიობის ისტორია სულაც არ განიცდის ანგელოზებთან პირდაპირი ფიზიკური კონტაქტის მოწმობათა ნაკლებობას. მათ შორის მრუში ხასიათის კონტაქტებისაც, რაზეც ცოტა ქვემოთ ვისაუბრებთ.

თავის შეპასუხებებში წმიდა მამა სვამს კითხვას: "განა უგუნურება არაა, ვთქვათ, თითქოსდა ანგელოზები დაეცნენ დედაკაცებთან თანაცხოვრობით და უხორცო არსი ხორცთან შეყოფით დამდაბლდა?" (იხ. ქართ.: 22-ე ჰომილია დაბადების წიგნზე. ხს. გამოცემა. გვ. 224). ეს შეკითხვა აბსოლუტურად სამართლიანი იქნებოდა ნათლის ანგელოზებზე რომ ვსაუბრობდეთ, რომლებიც "არც ცოლს ირთავენ და არც თხოვდებიან, არამედ არიან... ცაში" (შეად. მათე 22:30). ჩვენ კი ვსაუბრობთ დაცემულ ქმნილებებზე, რომლებიც "ცაში" სულაც არ იმყოფებიან, რადგან "ამ ბნელი საწუთროს მპყრობელთა და ცისქვეშეთის უკეთურ სულებად" იქცნენ (იხ. ეფეს. 6:12). მხოლოდ უფლის ერთგულ "ანგელოზებს გააჩნიათ ვალდებულება იდგნენ ხორციელ შერევაზე მაღლა" (Соколов И. Святитель Григорий Палама. Критика и  библиография // Журнал Министерства народного просвещения. СПб., 1913. Ч. 46. С. 117).
კაენი და ადამი
6. უბედურების სამოთხისეული საწყისები

როდესაც წარღვნამდელი კაცობრიობის ამ ტრაგიკულ ფურცლებზე ვფიქრობთ, უნდა აღვნიშნოტ, რომ მისი სინამდვილის აღიარება სერიოზულ საღვთისმეტყველო-ანთროპოლოგიურ ანალიზს ითხოვს.

ჩვენი თხრობის დასაწყისში (იგულისხმება მიტრ. მ. ბადანინის წინამდებარე ნაშრომის პირველი ნაწილი - "აპოკ". რედ.) ჩვენ შევეხეთ საკმაოდ რთულ საკითხს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა აღსრულებულიყო ადამიანებზე გამოვლენილი ღმრთის ნება და განკარგულება "ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, აავსეთ დედამიწა" (დაბ. 1:28).

შესაძლოა, ამ დაფარულ ცოდნას ოდნავ გვიმჟღავნებს ორი ათასი წლის წინ სამყაროსადმი მოვლენილი ღმრთის განკაცების საიდუმლო. როგორც ცნობილია, ეკლესიის სწავლებით, როგორც ქრისტე გახდა ახალი ადამი, ასევე წმიდა მარიამიც გახდა ახალი ევა. "ადამმა და ევამ თავიანთი ცოდვით დაცემით სამყაროში შემოიტანეს სიკვდილი, ხოლო უფალმა მარიამისგან ახალი ცხოვრება გვაჩუქა" (Ефрем Сирин. Избранные творения. С. 582).

ღმრთისადმი სრულმა მორჩილებამ, რომელიც ყოვლადწმიდა ქალწულმა მარიამმა გამოავლინა, წმ. ირინეოს ლიონელის თქმით, შესაძლებელი გახადა "ევას დაუმორჩილებლობის გამოსწორება და მკურნალობა, და კაცობრიობას ცხონებისკენ მიმავალი გზა გაუხსნა, რათა ქალწული მარიამი ქალქულ ევას შუამდგომელი ყოფილიყო". ევას ცოდვა მარიამმა იმით განკურნა, რომ ცოდვით დაცემის შედეგად შვილთა ჩასახვის თავდაპირველი, ცოდვით დაცემამდელი უნარი აღადგინა. ღირ. იოანე დამასკელის თქმით, "არა თესლოვნებითად, არამედ შემქმნელობითად წმინდა სულის მიერ" (преподобный Иоанн Дамаскин. Точное изложение православной веры. Книга третья. Глава 2 (46). Об образе зачатия Слова и о Божественном Его воплощении) (ქართულად: წმინდა იოანე დამასკელი. მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა. წიგნი მესამე. თავი ორმოცდამეექვსე. ღვთის სიტყვის ჩასახვის რაგვარობისა და მისი საღვთო განხორციელების შესახებ. თბილისი. 2019. გვ. 314).

დღეისთვის ადამიანის გაჩენამ "დაბადების (γέννησις) გზით შეცვალა პირველდაწყებითი გენეზისი (γένεσις) ("წარმოშობა" - მ. მ.)" (Епифанович. Максим Исповедник. С. 81). სწორედ ღირ. მაქსიმე აღმსარებელთან ჟღერს ეს ანტითეზა ყველაზე მკაფიოდ: "ქალწულისგან შობილმა ქრისტემ, აღადგინა კაცთა მოდგმის გამრავლების ჭეშმარიტი უნარი" ("Христос, родившись от Девы, восстановил истинный способ размножения человеческого рода") (Максим Исповедник, преподобный. Ambigua, 31. PG 91. Цит. по: Новиков Д.В. Основы христианской антропологии. М.: ПСТБИ, 2003. С. 10). სრულიად შევხარით რა ღირ. მაქსიმეს გონიერების გენიალურ გამონათებას, მაინც შევნიშნავთ, რომ ქრისტემ, უფრო "გაიმეორა" ადამიანების მიერ დაკარგული შვილთა დაბადების ჭეშმარიტი უნარი, ვიდრე "აღადგინა", რითაც კაცობრიობის გამრავლების ღვთაებრივი ჩანაფიქრის თავდაპირველი საიდუმლო გაგვიმხილა.

მაშასადამე, ღმრთის თავდაპირველი ჩანაფიქრით ნავარაუდები იყო სულიწმიდის უცილობელი მონაწილეობა ახალი ცხოვრების ჩასახვაში. "სიცოცხლე არის ღმრთისგან ზეგარდმო შობა. რადგან ამ შობის გარეშე სული ვერ იცოცხლებს" (Макарий Великий // Добротолюбие. С. 165), – წერს ღირ. მაკარი, და მას ეთანხმება წმ. ათანასე: "სწორედ ღმერთი გმაოსახავს ადამიანს დედის წიაღში" (Афанасий Великий. Творения. Т. 2. С. 289). ეს რაც შეეხება ნაყოფის ჩასახვას.

მაგრამ, გარდა ამისა, თვით შობის მომენტიც თავიდანვე არ ვარაუდობდა დღეს მშობიარე ქალისთვის აუცილებელ უმძიმეს ფიზიკურ ტკივილებს. და კვლავ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა გაგვიცხადა ნაყოფის თავდაპირველი, უმტკივნეულო შობის საიდუმლო, რომელიც ღმერთმა ადამიანებს ბედნიერ ცხოვრებაში მოუმზადა. "ღმერთი გამოსახავს ადამიანს დედის საშოში", შემდეგ ნაყოფი საშვილოსნოში მწიფდება და ყველაფერი "წარმოშობით", გენეზისით (γένεσις) მთავრდება ისე, რომ ქალის ქალწულობა არ ირღვევა. ამაშიც ვლინდება "კაცთა მოდგმის გამრავლების ჭეშმარიტი უნარის" საიდუმლო.

ყველაფერი ასე ბრძნულად იყო ჩაფიქრებული. მაგრამ, ვაი, რომ მოხდა ცოდვით დაცემის დრამა: სულიწმიდა გაშორდა ჩვენს მამამთავრებს. ღმრთისგან დაწყევლილი მატერია ("მიწა") ჩვენს პირველწინაპრებში გამკვრივდა, გაუხეშდა და დამძიმდა. ამიერიდან ამ უხეშმა "ტყავის სამოსმა" განსაზღვრა კაცთა მოდგმის შობისა და გამრავლების ცხოველური და დაზიანებული ფორმა. ღმერთი თავისი სულით უკვე აღარ მონაწილეობს ნაყოფის ჩასახვაში, რადგან ადამიანის თავისუფალი არჩევანი ბნელეთის სულის - გველ-სატანის სასარგებლოდ მიიდრიკა. რაღაც პერიოდი ჯერ კიდევ არსებობდა სინანულის გამოთქმისა და ცოდვის განკურნების შესაძლებლობა, მაგრამ ღირსშესანიშნავმა დიალოგმა დაბადების წიგნიდან (დაბ. 3:12, 13) ეს იმედიც გაანადგურა. ადამმა ყოველივე მომხდარი ღმერთს გადააბრალა: "შენ რომ დედაკაცი მომიყვანე, მან მომცა იმ ხის ნაყოფი და მეც შევჭამე" (დაბ. 3:12), ხოლო ქალმა ყველაფერი გველს გადააბრალა: "გველმა შემაცდინა და მეც შევჭამე" (დაბ. 3:13). სინანულის ეს შესაძლებლობა ხელმეორედ ათასწლეულების შემდეგ, დედამიწაზე ქრისტე მაცხოვრის მოსვლის შედეგად გაჩნდა: "მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოვდა ცათა სასუფეველი" (მათე 4:17).

ამრიგად, ცოდვით დაცემის შემდეგ უფალი თავისი სულიწმიდით უკვე აღარ მონაწილეობდა ადამიანთა გამრავლების პროცესში. მიუხედავად ამისა, ნაყოფის ჩასახვის პროცესში თვით შესაძლებლობა და სულიერი ზემოქმედების თავდაპირველად ჩადებული მექანიზმი ადამიანებში უნდა შენარჩუნებულიყო. სხვა საქმეა, რომელ სულს შეეძლო ამიერიდან მისით სარგებლობა? ჩვენ გვახსოვს, რომ ამ ედემისეულ ისტორიასი სატანა - ბნელეთის სული - ჩვენი პირველწინაპრების გვერდით იმყოფებოდა. ისინი მას ენდნენ, მას მიანიჭეს უპირატესობა, მის სასარგებლოდ გააკეთეს თავისუფალი არჩევანი, რითაც განსაზღვრეს დაცემული კაცობრიობის შემდგომი ისტორია, როგორც დაცემულ ანგელოზებთან მჭიდრო ურთიერთობის განუწყვეტელი პროცესი.

ამასთან დაკავშირებით საკმაოდ თვალსაჩინოა პირველი ნაყოფიც, რომელიც შეეძინა ღმეღთის გარეშე მცხოვრებ პირველ კაცობრიობას და, რომელიც "ცისქვეშეთის ბოროტ სულებთან" (ეფეს. 6:12) აგრძელებდა ურთიერთობას. როდესაც "შეიცნო ადამმა ევა, თავისი დედაკაცი. დაორსულდა ევა და შვა კაენი და თქვა: კაცი შემეძინა უფლისაგან" (დაბ. 4:1). ბუკვალური თარგმანი ასე ჟღერს: "უფლის დახმარებით" (ძვ. ქართ.: "მოვიგეთ კაცი ღმრთისა მიერ") (Библия. Книги Священного Писания. Современный русский перевод. М.: РБО. 2012. С. 14). რა თქმა უნდა, ევას სიტყვებში შეუძლებელია იგულისხმებოდეს სულიწმიდის შეწევნა. მას სულ სხვა რამე აქვს მხედველობაში: ადამიანებმა პირველად "იგემეს" გამრავლების "ღმრთისგან" ბოძებული ახალი უნარი. ევას სიტყვები მოწმობენ საღმრთო განაჩენის სავალალო შედეგზე და ამგვარი სხეულის მიერ განცდილ პირველ მძიმე უღელზე: "ტანჯვით შობ შვილებს. ქმრისკენ გექნება ლტოლვა, ის კი იბატონებს შენზე" (დაბ. 3:16).

კანონზომიერია, რომ სულიერად საზიანო აღმოჩნდა პირველი ნაყოფიც - ახალი კაცობრიობის პირმშო - მკვლელი კაენია.

სიმბოლურია, რომ სწორედ მან, დედამიწაზე პირველად დაბადებულმა ადამიანმა, ისწრაფა ქვეყნიერებისთვის ემცნო ადამიანთა ცხოვრების განუყრელი და საშინელი ახალი რეალობა: უსჯულო მკვლელობის ცოდვა და უეცარი სიკვდილის საშინელება.

ამიერიდან ბნელეთის სული გაბატონდა დედამიწაზე, და მისი ზემოქმედება პირველწინაპართა ჩასახულ ნაყოფზე კატასტროფულად აისახა, რასაც არ შეეძლო სამყაროში სულიერად საზიანო ადამიანის გამოჩენა არ გამოეწვია, რომელიც ყველა ძმისკმკვლელი ადამიანის სიმბოლო გახდა. კაენში ფატალურად ცხოვრობდა მკვლელობის წყურვილი, ბნელეთის თავადის ეს ბოროტი ძალა, რომელიც, მოციქულ იოანეს თქმით თვითონაც "დასაბამითვე კაცის მკვლელი იყო" (იოანე 8:44).
ევას საცთური
7. სულიერი თესლის განკურნება

ყოველივე ნათქვამი ადასტურებს, რომ ადამიანში თავიდანვე არსებობს ჩასახულ ნაყოფში სულიერი ზემოქმედების შინაგანი მექანიზმი, და ეს ზემოქმედება აღიქმება, როგორც განაყოფიერების, როგორც სულიერი "თესლის" შეტანის მომენტი. ის, რომ ეს თესლი შეიძლება იყოს ღვთაებრივი, თუკი ადამიანები მოუწოდებენ სულიწმიდას, ან "ეშმაკისეული", თუკი სხვა სულიერი არსებები შეიჭრებიან დედის ორგანიზმის ფარულ საზღვრებში, სრულიად განსაზღვრულად გვამცნობს მოციქული იოანე ღვთისმეტყველი: "ღვთისაგან შობილი არავინ სცოდავს, ვინაიდან მასში რჩება ღვთიური თესლი, და არ შეუძლია სცოდოს, რადგანაც ღვთისაგან არის შობილი" და აგრძელებს: "ისე კი არა, როგორც კაენს, რომელიც ბოროტისაგან იყო და მოკლა თავისი ძმა" (1 იოანე 3:9, 12). ჭეშმარიტად, "მზაკვარის თესლისგან შობილი ადამიანი, თითქოსდა მჯდომარეა "ბნელსა შინა და აჩრდილთა სიკუდილისათა, კრულნი გლახაკობითა და რკინითა"" (ფსალმ. 106:10)" (Анастасий Синаит. Три слова. С. 107).
ადამი და ევა სამოთხეში
ევას საცთური. მხატვ. უილიამ ბლეიკი. 1825 წ.
ავტორი საკმაოდ თავისუფლად იყენებს ბიბლიურ სიუჟეტს და წარმოგვიდგენს საკუთარ ფანტაზიას ევასა და გველის "ტაქტილურ კონტაქტთან" დაკავშირებით

სულიერი ჩასახვის შესახებ მსჯელობს ღირ. გრიგოლ სინელიც: "მადლის მიმღებნი ხდებიან, როგორც ჩასახულნი, როგორც სულიწმიდით აღვსილნი. ამავდროულად, მრავალტანჯული და ცოდვისმოყვარე სული, მადლისგან განძარცული, ქვრივობს და ხდება ვნებათა საცხოვრებელი, დემონთა სამკვიდრო" (Григорий Синаит. Творения. С. 10).

მოციქული პეტრე მოწმობს იმ ღრმა შინაგან ცვლილებაზე, რომელიც შეიძლება მოხდეს ქრისტიანში, რომელიც "ნაშობია არა ხრწნადი თესლისგან, არამედ უხრწნელისგან, ღმრთის სიტყვისგან, რომელიც ცოცხალია და ჰგიებს უკუნისამდე" (შეად. ძვ. ქართ.: "მეორედ შობილ ხართ არა თესლისაგან განხრწნადისა, არამედ უხრწნელისა, სიტყჳთა ღმრთისა ცხოველისაჲთა, რომელი-იგი ჰგიეს უკუნისამდე") (1 პეტრე 1:24). "როგორც ევაა ადამისგან და ყველა ადამიანი წარმოიშვნენ მათგან, ასევე უფალიც მყოფობს ყველაში, ვინც მისგანაა; და ყველა, ვინც მისგანაა წარმოადგენს იმას, რასაც ევა ადამისთვის" (Исаия, авва, блаженный // Добротолюбие. М.: Сретенский монастырь, 2004. Т. 1. С. 389).

ამ თემაზე მსჯელობისას, უნდა შევნიშნოთ, რომ ჩვენ მიერ განხილული უცხო სულიერი ზემოქმედება ნაყოფის ჩასახვის პროცესში კაცობრიობის ცხოვრების ერთ-ერთი იმ ურიცხვ სულიერ ასპექტთაგანია, რომელიც სვალდებულო გახდა წარმართული ცივილიზაციის პირობებში. "აღირევა რა ცოდვასთან, სული "მზაკვრული ბნელეთის", ანუ თვით სატანის სხეული ხდება... უმაღლეს საფეხურზე ეს თანაზიარობა იმდენად მჭიდროვდება, რომ კარგავს ეთიკურ ნიშნებს და მეუღლეთა სქესებრივი თანაცხოვრების მსგავსად, მისტიკურ-მეტაფიზიკურში გადადის" (Минин П.М. Главные направления древнецерковной мистики // Мистическое богословие. Киев: "Путь к истине", 1991. С. 370).

ამგვარად, "სატანა თითქოსდა უერთდება ადამიანის სულს და ორივენი, მრუშობის ან მკვლელობის დროს, ერთსულოვანნი ხდებიან" (Макарий Великий // Добротолюбие. С. 161). ღირ. მაკარი, როგორც "ზნეობრივ-პრაქტიკული მისტიკის ტიპიური წარმომადგენელი" (Минин П.М. Главные направления древнецерковной мистики // Мистическое богословие. Киев: "Путь к истине", 1991. С. 371), საერთოდ მიიჩნევს, რომ უწმინდურ სულს შეუძლია ადამიანის "მეორე სულად" იქცეს: "შევა რა გველი კაცის სხეულში, სახლის პატრონი ხდება, და იქ ერთი სულის მყოფობის პირობებში, მეორე სულად მოკალათდება. ამიტომაც ბრძანებს უფალი: "ყოველი, ვინ არ უარყოფს საკუთარ თავს ("ვინც არ აიღებს თავის ჯვარს") და არ მოიძულებს საკუთარ სულს, ვერ იქნება ჩემი მოწაფე (შეად. ლუკა 14:26; იოანე 12:25)" (Макарий Великий, преподобный. Духовные беседы. Клин: "Христианская жизнь", 2001. С. 139).
ადამი და ევა სამოთხეში
8. ოჯახური კეთილდღეობის ტრადიციები

საკულტო, ლოცვითი, და საერთოდ ყოველდღიური მჭიდრო სულიერი ურთიერთობა ახალ "ღმერთებთან" ჩვეულებრივი ფონი გახდა წარმართული ცივილიზაციის ადამიანებისთვის. ეს იყო ყოფიერების ჩვეულებრივი ნორმა ვიდრე მაცხოვრის მოსვლამდე, რათა "დაერღვია ეშმაკის საქმენი" (1 იოანე 3:8).

ამ დრომდე საგანთა ასეთ დაკანონებულ წესრიგს მეტ-ნაკლები წარმატებით ეწინააღმდეგებოდა მხოლოდ იუდველი ხალხი, რომელიც რეგულარულად ვარდებოდა წარმართობაში და ასევე რეგულარულად და მკაცრად იმხილებოდა ღმრთის მიერ. ქრისტიანობაშიც, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანს ნათლისღებიდანვე ენიჭება მფარველი ანგელოზი, ბნელეთის ძალთა ზემოქმედება არ წყდება, და მეტიც, "ბნელეთის თავადი, რომელსაც სურს მთელი კაცობრიობის წარწყმედა, ადამიანს ერთ-ერთ მზაკვარ სულს მიუჩენს, რომელიც ფეხდაფეხ დასდევს რა ადამიანს, ცდილობს მის შთაგდებას ყოველგვარ ცოდვაში" (Игнатий (Брянчанинов). Приношение современному монашеству. Т. IV. С. 232). და, უნდა ითქვას, რომ ადამიანური ცხოვრების ესოდენ დაფარული და ფუნდამენტური მომენტები, რომლებიც დაკავშირებულია მოდგმის გაგრძელებასთან, ამ "მზაკვარი სულების" მიერ განსაკუთრებული გულმოდგინედ კონტროლდება.
იოანე ნათლისმცემლის მშობლები
თანამედროვე ბერძნულ ხაზტე ხაზგასმულია იოანე ნათლისმცემლის მშობელთა, წმიდათა და მართალთა ზაქარიასა და ელისაბედის პატივსაცემი ასაკი

ამასთან დაკავშირებით შეგახსენებთ, რომ ღვთისმოსაობის ტრადიციებში ჩვეული იყო ჩასახული ბავშვის დაცვა ცოდვისგან, სქესობრივი კონტქატის ვნებითობისგან. გავიხსენოთ, რომ ბიბლიურ ისტორიაში, როდესაც გაჩნდა ღმრთის რჩეულთაა და განსაკუთრებულად წმიდათა შობის მოთხოვნილება, უფალმა ამისთვის შემთხვევით როდი აირჩია ხანდაზმულთა ასაკი, "რომლებმაც თავიანთი ხორცი მრავალი და ხანგრძლივი რვაწლით მოთოკეს" (Игнатий (Брянчанинов). Аскетические опыты. Т. IV. С. 406. მაგალითად, აბრაამმა და სარამ, იოაკიმემ და ანამ, ზაქარიამ და ელისაბედმა). ასეთია ეკლესიის აზრი ქორწინებასა და შვილთა გაჩენაზე: "მშვენიერია ქორწინება და შვილთა გაჩენა, თუკი ამ ყველაფერს თან გონივრულობა და ვნებათაგან თავშეკავება ახლავს. სათნოებებში ღმერთს რომ მიემსგავსო, უმჯობესია ვნებათაგან სრულად თავისუფალი იყო" (Климент Александрийский. «Строматы». Кн. 4–7. С. 77).

ქრისტიანულ სამყაროში მიღებული იყო წესი - სანამ მშობლები ნაყოფის ჩასახვას შეუდგებოდნენ, მარხულობდნენ, აღსარებას ამბობდნენ და ეზიარებოდნენ. "ჭეშმარიტად, შვილნო ჩემნო, - გვაფრთხილებს უდიდესი მოღვაწე და მეუდაბნოვე, - ყოველი, ვინც საკუთარი ნებით ეძებს სიტკბოებას, და საკუთარ ფიქრებს ემორჩილება, შეიწყნარებს იმას, რასაც მტერი მის გულში თესავს, და მისით ტკბება, შემდეგ კი ჩადენილ ცოდვებში თავს იმართლებს, - საკუთარ სულს მზაკვარ ეშმაკთა ბუნაგად აქცევს, რომლებიც მარადის წააქეზებენ მას ბოროტების ჩასადენად; ამიერიდან მისი სხეული გახდება იდუმალ ცოდვათა საცავი, რომელსაც სულში იმარხავს; დიდია ამგვარ ადამიანზე ეშმაკთა ძალი, რადგან მან ღიად არ ამხილა ისინი" (Прп. Антоний Великий. Творения. Послания Антония Отшельника. http://predanie.ru/antoniy-velikiy-prepodobnyy/book/68614-antoniy-velikiy-tvoreniya).

ქრისტიანული ოჯახის გამოცდილება ასწავლის, რომ მომავალშიც ჩასახვის შემდეგ, მთელი ფეხმძიმობის პერიოდში აუცილებელია შეძლებისდაგვარად არ იქნას დაშვებული ხორციელი (სქესობრივი) კავშირი, ყოველ შემთხვევაში, დაცულ იქნას თავშეკავება, არიდებულ იქნას ვნებითობა და ბნელი ვნებების ძალებს არ მიეცეს უფლება უმწეო, სულ ახლახან ჩასახულ ადამიანთან მიახლებისა და ზემოქმედების უფლება. ამ პასუხისმგებლობასა და ფუქსავატობის გარდაუვალ შედეგზე გვაფრთხილებდნენ წმიდა მამებიც: "ვაი რომ, მრავალნი დედანი, რომელთაც ისე როდი უყვართ მეუღლეები, როგორც უყვარდათ სარას, რებეკას, ანას და ელისაბედს, არამედ, წვანან რა თავიანთ ქმრებთან, მუდმივ შურსა და ალიაქოთში არიან, ჯავრს სხეულებზე იყრიან, და კადნიერნი, უდრეკნი და არამორჩილნი, ირჩევენ რა ქცევის ამგვარ ფორმას, მრავალგზის ორსულდებიან და აჩენენ შთამომავლობას" (Прп. Антоний Великий. Творения. Вопрос 172. http://predanie.ru/antoniy-velikiy-prepodobnyy/book/68614-antoniy-velikiy-tvoreniya).

ამასთან დაკავშირებით საკმაოდ პრინციპულად გამოხატავს თავის აზრს ქრისტიანობის პირველი საუკუნეების აპოლოგეტი კლიმენტ ალექსანდრიელი: "ქმარს  უნდა შეეძლოს თავისი სურვილების გაკონტროლება. თავისი ცოლის მიმართაც კი არ უნდა ჰქონდეს ვნებითი მოსურვება, არამედ ძმური სიყვარულით აღვსილი ჯეროვანი პატივითა და თავშეკავებით უნდა მიუდგეს შვილთა გაჩენის მოვალეობას" (Климент Александрийский. «Строматы». Кн. 1–3. С. 321).

მაგრამ, მოდი, კვლავ დავუბრუნდეთ კაცობრიობის ისტორიის პირველი ოჯახის გამოცდილებას. ხაზს გავუსვამთ, რომ იოანე მახარობელის სიტყვები: "კაენი ... ბოროტისაგან იყო და მოკლა თავისი ძმა" (1 იოანე 3:12) ადამისა და ევას პირველი შვილის ფიზიკურ მამობაზე სულაც არ მოწმობს, რასაც თავგამოდებით ირწმუნებიან სხვადასხვა გნოსტიკური სწავლებებისა და სექტების მიმდევრები.
მსოფლიო წარღვნა
მსოფლიო წარღვნა. გუსტავ დორეს გრავიურა. 1866 წ.

ღვთიური სამყაროს ფუძემდებლური კანონების ამგვარი დარღვევა, მისი მკაცრი განყოფა "ცად" და "მიწად" და ხილულ და უხილავ სამყაროებს შორის პირდაპირი კონტაქტის დაუშვებლობა ბევრად გვიან მოხდა, თითქმის ათასი წლის შემდეგ. მაშინ აღსრულდა არნახული და არგაგონილი ამბავი: "დარაჯად" წოდებული ორასი უმაღლესი და მრუშობის ვნებით ძლეული მთავარანგელოზი, სამყაროს ფუნდამენტურ კანონებს აუმხედრდა. ამ "ღმერთებმა" შეძლეს კადნიერად გადაელახათ ანგელოზური ცხოვრების თითქოსდა ურყევი კანონები და შვილთა გაჩენა ფიზიკური "შეერთების" გზით მოისურვეს: "ღვთისშვილები შედიოდნენ ადამიანის ასულებთან, რომელნიც უშობდნენ მათ" (დაბ. 6:4). დედამიწა ამაზრზენი ქმნილებებით: მუტანტებით და "ნახევრადღმერთებით" აივსო, და "დაინახა უფალმა ღმერთმა, რომ იმატა ადამიანთა უკეთურებამ ამქვეყნად" (დაბ. 6:5). ვითარება ღმრთის სასწრაფო ჩარევას ითხოვდა და "უთხრა ღმერთმა ნოეს: მოაწია ყოველი ხორციელის აღსასრულმა ჩემს წინაშე, რადგან აივსო ქვეყანა მათი უსამართლობით; და, აჰა, უნდა გავწყვიტო ისინი მთელი ქვეყნითურთ ... და მოვიდა წარღვნა ქვეყნად" (დაბ. 6:13, 7:10).
უფლის ნათლისღება
უფლის ნათლისღება. XV ს-ის მეორე ნახევარი. სერგიევო-პოსადის მუზეუმი. ეს ხატი წარმოადგენს ადამიანური სიშიშვლის უვნებო გამოხატვის გასაოცარ ნიმუშს

9. "სიშიშვლე" და "ლტოლვა"

შესაქმის აღმწერელი შემთხვევით როდი ამახვილებს ყურადღებას ადამისა და ევას სატანური ცთუნების ერთადერთ დამახასიათებელ შედეგზე, კერძოდ: "აეხილათ თვალი ორივეს და მიხვდნენ, რომ შიშველნი იყვნენ" (8). ამ მომენტამდე ადამიანთა სხეულები იყო სხვაგვარი, მსუბუქი, ნატიფი, ანგელოზურს მიახლოვებული. და სხეულებრივი სიშიშვლე, შეიძლება ითქვას, დაფარული იყო ღმრთის მადლით. საინტერესოა, რომ ქალაქ იერუსალიმისადმი ამგვარ ღვთიურ მზრუნველობაზე ლაპარაკობს წინასწარმეტყველი ეზეკიელი: "აჰა, სიყვარულის ასაკი დაგდგომოდა; გადმოგიშალე კალთა და სიშიშვლე დაგიფარე" (ეზეკ. 16:8). დღეს კი "ჩვენსა და ღმერთს შორის დგას ეს ხორციელი ბურუსი, ჩვენი ხორციელი სიუხეშე, რომლის მეშვეობითაც თვალი აეხილება მცირედს და მცირედ" (Григорий Богослов. Избранные творения. С. 27. 3 Макарий Египетский, преподобный. Духовные беседы, послание и слова. М.: «Правило веры», 2013. С. 164).

___________________

8. საიდუმლო მექანიზმს, თვით ამ "სიშიშვლის შეცნობის" არსს საკმაოდ მოულოდნელი მხრიდან განგვიმარტავს წმიდა ათანასე დიდი. "განიხილეს რა საკუთარი თავი, დააკვირდნენ სხეულს და სხვა გრძნობით საგნებს, ცთუნდნენ თავიანთი საკუთრებით, შთავარდნენ გულისთქმებში და ღვთაებრივის ჭვრეტას საკუთრება არჩიეს" (Афанасий Великий, святитель. Творения // Слово на язычников. Т. 1. М., 1994. С. 128). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ე. წ. "პირველდაწყებითი" ცოდვა, რომელიც ედემში გამოვლინდა, სხვა არაფერი იყო თუ არა სიხარბე. ამგვარად, ერთი შეხედვით, გასაგები და გამართლებული ხდება მოციქულ პავლეს სადაო მტკიცებულება იმის შესახებ, რომ "ყოველგვარი ბოროტების ფესვი ვერცხლისმოყვარეობაა" (1 ტიმ. 6:10). თუმცა, სიტყვა "ვერცხლისმოყვარეობა" - უხეირო გამოთქმაა. უფრო ზუსტი იქნება - "ანგარება".

___________________

ღირ. მაკარი ეგვიპტელი, როდესაც ამ თემას ეხება, ასე მსჯელობს: "სანამ მასში (ადამში) მკვიდრობდა ღმრთის სიტყვა და მცნება - მას ყველაფერი ჰქონდა. რადგან თვით სიტყვა იყო მისი მემკვიდრეობა. ის იყო მისი სამოსი და დიდების საფარველი" (Макарий Египетский, преподобный. Духовные беседы, послание и слова. М.: «Правило веры», 2013. С. 164). გრიგოლ პალამას სწავლებით, "ცოდვამდე ადამი მონაწილეობდა საღმრთო ნათელსა და ბრწყინვალებაში, შემკული იყო ჭეშმარიტებით, როგორც დიდების სამოსით და არ იყო შიშველი" (Алексий, епископ. Византийские церковные мистики XIV века. Казань, 1906. С. 26). რაღაც ზომით ჩვენც შეგვიძლია ვიგრზნოთ ამგვარი მადლისმიერი "დაფარვის" ეფექტი ძველ ხატწერაში, როდესაც ადამიანის ხორციელი სიშიშვლე გასაოცარი უვნებობით გამოიხატება მართლმადიდებლურ ხატებზე.

ის, თუ რას ნიშნავს მამაკაცისა და დედაკაცისთვის, როგორც საკუთარი, ასევე საპირისპირო სქესის სიშიშვლის შეცნობა და "მიხვედრა", ადამიანებისთვის სწორედ იმ დროიდან არის კარგად ცნობილი. როგორც იოანე ოქროპირი წერს, "მათ იგრძნეს ხორციელი სიშიშვლე" (Иоанн Златоуст. Творения. Т. 1. С. 133), რომელიც არის ხორციელი ვნების აშკარა მაუწყებელი. აქვე დასჭირდათ მათ ამ სიშიშვლის დაფარვა "გადააკერეს ლეღვის ფოთლები და არდაგები გაიკეთეს" (დაბ. 3:7). რადგან "სხეულის ზოგიერთი ნაწილი განსაკუთრებულად ექვემდებარება ამგვარ შეგრძნებას" (Свт. Филарет (Дроздов). Толкование на Книгу Бытия. Azbyka.ru/otechnik/Filaret_Moskovskij/tolkovanie).

"გველის მიერ ცთუნებუილ" დედაკაცმა, პირველად იგრძნო ხორცის ეს ძალაუფლება, რომელიც "სიშიშვლის შეცნობაში" გამოვლინდა. ქმრისკენ ლტოლვამ (დაბ. 3:16) (9) მოახდინა "სხვა" ადამის მოთხოვნილების სტიმულირება. მის მიერ შეცნობილმა "სიშიშვლემ" და "ლტოლვამ" იძალა მასზე და მანაც "მისცა თავის კაცს (აკრძალული ხის ნაყოფი - "აპოკ". რედ.) და კაცმაც შეჭამა" (დაბ. 3:6). როგორც ჩანს, ამ დრამის ორგანიზატორმა, სატანა-"გველმა", მთავარმა "მატყუარამ" და "დასაბამიდანვე კაცის მკვლელმა" (იოანე 8:84), არ გაუშვა მომენტი და თავისი გამხრწნელი გავლენა მოახდინა იმ პირველ ვნებიან შეგრძნებებზე, რასაც იწვევს კონტაქტი კაცსა და ქალს შორის (10). ამ კონტაქტების ნაყოფი თავისთავად მეტყველია. ამგვარად მოევლინა ქვეყანას პირველი "უსჯულოებასა შინა მიდგომილი და ცოდვათა შინა" (ფსალმ. 50:7) გაჩენილი ადამიანი - "კაენი, რომელიც ბოროტისგან იყო" (1 იოანე 3:12).

___________________

9. შეიძლება გვითხრან, რომ ღვთიური "განაჩენის" ეს ფრაზა, გვიანდელია, ანუ მან გაიჟღერა სამოთხიდან პირველწინაპართა განდევნის შემდეგ. მაგრამ თუ ყურადღებით დავაკვირდებით, სიტყვები: "ქმრისკენ გექნება ლტოლვა" - დანარჩენი ტექსტისგან განსხვავებით, უკვე მომხდარი ფაქტის კონსტატაციაზე მიანიშნებს, რომელიც კაცობრიობის მომავალ უბედურებებზე მეტყველებს.

10. "ეს შხამი ადამიანურ ბუნებას ეშმაკმა თავისი გახრწნილი ბუნებისგან შეასვა, რომელიც ცოდვითა და სიკვდილით იყო გაჟღენთილი" Святитель Игнатий (Брянчанинов). Слово о человеке. СПб., 1995. С. 47).

___________________

თანამედროვე ადამიანი საკმაოდ ფუქსავატურად ეპყრობა ედემური ქორწინების ამ თავიდანვე ჩადებულ და რუდიმენტულად შენარჩუნებულ შინაგან მექანიზმებს. უპირველეს ყოვლისა, სულიერ ძალთა, - როგორც სულიწმიდის, ასევე უწმიდური სულის, - ზემოთხსენებულ ზემოქმედებას ნაყოფზე. და მეორე, მექანიზმს, რომელიც არავის შეუცვლია და, რომელსაც ადამიანი ინტიმური კავშირის შედეგად მიჰყავს კაცისა და ქალის უღრმეს, მიუწვდომელ შინაგან შეერთებამდე. სქესობრივი კონტაქტის შედეგები აღუხოცველია და ცვლიან ადამიანის როგორც ფიზიკურ, ასევე სულიერ ბუნებას. წმიდა წერილში "ქორწინებასთან" დაკავშირებით შემთხვევით როდი გამოიყენება ტერმინი "შერთვა" (11). ჩვენს გარყვნილ დროებაში მსგავსმა შეხედულებამ შეიძლება მავანთა დამცინავი შენიშვნები გამოიწვიოს და "ბნელეთიც მოციქულობაც" კი დაგვაბრალონ. ზუსტად ისე, როგორც ეს მოხდა ტელეგონიის (12) თეორიის შემთხვევაში, რომელიც სასტიკ ოსტრაკიზმს დაექვემდებარა "განათლებული" საზოგადოების მხრიდან.

___________________

11. სიტყვა, რომელიც ითარგმნება, როგორც "შერთვა" (მათე 19:5) ნიშნავს სქესობრივ შეერთებას" (K.L. Schmidt «Kollao, proskollao», «Theological Dictionary of the New Testament», ed. Gerhard Kittel, trans. and ed. Geoffry W. Bromily III. P. 822).

12. ტელეგონია - XIX ს-ის ბიოლოგიური კონცეფცია, რომელიც ამტკიცებს, რომ ქალის სქესობრივი შეერთება პირველ პარტნიორთან არსებით გავლენას ახდენს მომდევნო პარტნიორებისგან მიღებულ მემკვიდრეობით ნიშნებზე. საკუთრივ, ამ საშიშროებაზე მოწმობს მოციქულიც: "ან იქნებ არც ის იცით, რომ ვინც მეძავს შეერთვის, მისი ერთხორცი ხდება; რადგანაც ნათქვამია: "ორივე იქნება ერთ ხორც"" (1 კორინთ. 6:16).

___________________

ძველი წმიდა მამები ნათლად ხაზს უსვამდნენ, რომ ადამიანი - ეს არის უმაღლესი ღირსების ქმნილება, და არა პირუტყვი. ამიტომაც მცდელობა ადამიანის გრძნობები, მათ შორის სქესობრივი ლტოლვა გაუთანაბრონ გამრავლების პირუტყვულ ინსტინქტს აშკარად მკრეხელურია: "ვნება პირუტყვებსაც მიეცათ, მაგრამ არა იმავე მნიშვნელობით, როგორც ადამიანს" (Симеон Новый Богослов. Слова. Т. 2. С. 312).

ჩვენ კი სრულიად ვენდობით მოციქულ პავლეს, რომელიც გვაფრთხილებს: "ან იქნებ არც ის იცით, რომ ვინც მეძავს შეერთვის, მისი ერთხორცი ხდება; რადგანაც ნათქვამია: "ორივე იქნება ერთ ხორც" (1 კორინთ. 6:156). ეს ბრძანა უფალმა, ერთხელ და სამუდამოდ, კაცსა და ქალს, "ადამსა და მის ცოლს" შორის დაწესებული ურთიერთობის დასაბამიდანვე, - "მიატოვებს კაცი დედ-მამას და მიეწებება თავის დედაკაცს, რათა ერთხორცად იქცნენ" (დაბ. 2:24).

ამ თემის დასასრულს, აუცილებელია ხაზი გავუსვათ იმას, რომ სამყაროში ქრისტე მაცხოვრის მოსვლამ შეცვალა კაცობრიობის მთელი წინა ისტორია, მათ შორის მამაკაცსა და დედაკაცს შორის არსებული ურთიერთობის არსიც, რომელმაც თავისი ამაღლებული აზრი ქრისტიანულ ქორწინებაში ჰპოვა. "მოციქული პავლე ბრძანებს, რომ ჩვენ ქრისტესთან გვაქვს ისეთივე ერთობა, როგორი ერთობაც აქვს კაცს თავის ცოლთან და ქალს თავის ქმართან" (Там же. Т. 1. С. 554).

სწორედ ამიტომაც მოციქულის სიტყვები, რომელიც ამტკიცებს, რომ ქვრივი "განცხრომის მოყვარე - ცოცხლადვე მკვდარია" (1 ტიმ. 5:6), უბრალოდ ძლიერი გამონათქვამი კი არ არის, არამედ ყოველი ქვრივის მსახურების არსი - დაიცვას სისპეტაკე. თუ ის არ დაიცავს თავის ქვრივობას, არ დარჩება გარდაცვლილი ქმრის ხსოვნის ერთგული, დაარღვევს ქორწინების საიდუმლოს, რომელშიც იყო მთელი მისი მიწიერი ცხოვრების აზრი და მარადიული ცხოვრების სტატუსიც. ანუ, ის "ცოცხლადვე კვდება", რადგან ქალი არ არის დამოუკიდებელი არსება და ქმარს "მიწებებული" კარგავს თავისი ყოფიერების პირობას "მომავალ საუკუნეში".

ქრისტიანი ქმარი თავის ქრისტიან ცოლთან ისეთივე მიმართებაშია, როგორც ქრისტე ეკლესიასთან, და "ისე უვლის და ასაზრდოებს, როგორც უფალი - ეკლესიას. რადგანაც მისი სხეულის ასოები ვართ, მისი ხორცთაგანნი და მისი ძვალთაგანნი" (ეფეს. 5:30). ანუ, არა მარტო ჩვენი სული უერთდება ქრისტეს მთელი ცხოვრების განმავლობაში, არამედ სხეულიც აღიქვამს ახალ შემადგენლობას, რადგან ჩვენ ყველანი "ვჭამთ მის ხორცს და ვსვამთ მის სისხლს" (იოანე 6:54). და ამიერიდან ჩვენს ცოდვილს ხორცში ჩანერგილ მის მის ამ "ხორცსა და ძვალზე" შეახსენა უფალმა მოციქულებს თავისი მკვდრეთით აღდგომის შემდგომ, როცა უთხრა: "შეხედეთ ჩემს ხელებსა და ჩემს ფეხებს: ეს მე ვარ თვითონ; შემეხეთ და დარწმუნდებით, რადგან სულს არც ხორცი აქვს და არც ძვლები, მე კი როგორც ხედავთ, მაქვს" (ლუკა 24:39).
სატანა
10. ანგელოზური სხეულებრივობა

არსებობს საკმაოდ მარავალი საინტერესო საღვთისმეტყველო განსჯა იმაზე, თუ როგორ შეძლეს უხორცო დაცემულმა სულებმა თავიანთი კადნიერი გეგმის განხორციელება და ღმრთის მიერ მათთვის მოცემული სჯულისდა მიუხედავად, წინ აღუდგნენ ამ თავიანთ უხორცობას, შვილთა შობის უუნარობას და მათი გაჩენა მაინც მოახერხეს. მაგალითად: "როგორც ჩანს, ადამიანის ჩასახვა ხდებოდა ბუნებრივად, მაგრამ ჩასახვის მომენტში, ადამიანები მოუწოდებდნენ ზებუნებრივ ძალებს - ბნელ სამყაროს. ადამიანი ბნელ ძალას საკუთარი ცხოვრების წმიდათა წმიდაში, მის საწყისში პატიჟებდა. სწორედ ამან შეუწყო ხელი ზებუნებრივ ურჩხულთა - ბუმბერაზთა და გიგანტთა გაჩენას" (Соколов Николай, протоиерей. Ветхий Завет. Курс лекций. Ч. 1. М.: ПСТБИ 1998. С. 41). ან კიდევ: "როგორც ჩანს, ამ სულიერ ძალებს გააჩნდათ უნარი რაღაცნაირად განხორციელებულიყვნენ და თვითნებურად მიეღოთ მიწიერი სხეულები... ისინი ფლობდნენ დედის მუცელში ჩვილის ჩამოყალიბებაზე ზემოქმედების შესაძლებლობას და ამ ნაყოფს მათი სურვილისამებრ გარდაქმნიდნენ" (Щедровицкий Д. Введение в Ветхий Завет. М., 1994. Кн. 1. С. 78). მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ, მართალია, ჩასახვის მომენტში "ბნელ სულთა" მოწოდება უდავოდ მოახდენს გავლენას ნაყოფზე, და უეჭველად, მომავალში ბავშვის ქცევასაც და, საერთოდ, მთელ მის ცხოვრებას დაეტყობა, მაგრამ "ზებუნებრივი ურჩხული" მაინც არ გაჩნდება.

ურთიერთობა, რომელიც ენოქის ეპოქაში ჩამოყალიბდა ადამიანებსა და დაცემულ ანგელოზებს შორის, სრულიად განსაკუთრებულ მოვლენას წარმოადგენდა - მოხდა მაქსიმალურად შესაძლო ფიზიკური კონტაქტი. საიდუმლო არ არის ის, რომ სულიერი კონტაქტები დემონებთან, მათი უშუალო ზემოქმედება ადამიანის გონებასა და გრძნობებზე, ისედაც გარდაუვალია. ორი დაცემული ბუნება განიცდის ერთმანეთისადმი ურთიერთ სიმპათიას და ერთნაირ ლტოლვას ცოდვისკენ. მაგრამ ფიზიკური, გრძნობითი ურთიერთობა აკრძალული იყო. ადამიანსა და დაცემულ ანგელოზებს შორის პირდაპირი ხორციელი კონტაქტი რომ არ დაეშვა, ღმერთმა ადამს სამოთხიდან განდევნამდე, წინდახედულად, "ტყავის შესამოსელის", ანუ გაუხეშებული და ცხოველთა სხეულებთან მიახლოვებული კანის სახით, ზღვარი დაუწესა.

უფრო გვიან ადამიანმა მკაცრი თავშეკავების, ანუ მარხვის ან ნარკოტიკული და გამაბრუებელი ნივთიერებების მეშეობით სახით საკუთარი სხეულის "გაფაქიზება" ისწავლა, რაც მას შესაძლებლობას აძლევდა ამა თუ იმ სახით პირდაპირ კავშირში შესულიყო წარმართულ "ღმერთებთან". ასე, მაგალითად, წმ. მღვდელმოწამე კვიპრიანეს ცხოვრებაში, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ის დიდი წარმართული მოგვი იყო და წვდებოდა "ბოროტების უფსკრულს", ნათქვამია: "მოჩვენებითი სახით ხედავდა წარმართ ღმერთებს, ასევე სხვადასხვა სულებსა და მოჩვენებებს, რომელთა გამოწვევა მკაცრი ორმოცდღიანი მარხვით ისწავლა; ჭამდა მხოლოდ მზის ჩასვლის შემდეგ, ისიც არა პურს ან რაიმე კერძს, არამედ მუხის რკოებს" (Святитель Дмитрий Ростовский. Жития святых // Четьи-Минеи. Кн. 2. М., 1904. С. 38).
ქრისტე და მოციქულები
მოციქულები მკვდრეთით აღმდგარი ქრისტეს სხეულის რეალურობაში რწმუნდებიან.
ალექსანდრე ბიდეს გრავიურა. გამოქვეყნებულია ედუარდ ეგლსტონის მიერ J.B. Ford and Company-ში 1875 г., ნიუ-იორკი.

როგორც ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვი წერს, "ადამიანს ღმრთის განგებულების უგულებელყოფა და გრძნობათა მოკვეთის ძალისხმევით სულებთან კონტაქტების დამყარება ეკრძალება. მაგრამ ესეც ხდება. ცხადია ისიც, რომ საკუთარი ძალისხმევით კონტაქტების დამყარება მხოლოდ დაცემულ ანგელოზებთან არის შესაძლებელი. ადამიანები, რომლებიც ეძლევიან ცოდვებს და განუდგებიან ღმერთს, ამგვარ კონტაქტში ყველაზე ბიწიერ ზრახვათა და ყველაზე მანკიერ მიზანთა მისაღწევად შედიან" (Игнатий (Брянчанинов). Аскетические опыты. Т. 3. С. 14).

როდესაც "ყველაზე მანკიერ მიზანთა მისაღწევად" დემონური სამყაროს ადამიანებთან კონტაქტებზე ვლაპარაკობთ, ჩვენ კვლავ ვუახლოვდებით პრინციპულ საკითხს: ტერმინი "უსხეულო სულები" ანგელოზთა ბუნებასთან შეიძლება მხოლოდ ნაწილობრივ იქნას გამოყენებული (13).

________________

13. "არ შეიძლება ანგელოზები განსაზღვრულ იქნან, როგორც "უსხეულო სულები", თუნდაც მათ ასე წმიდა მამები და საღვთისმსახურებო ტექსტები უწოდებდნენ. ისინი წმიდად სულიერ არსებებს არ წარმოადგენენ: არსებობს ერთგვარი ანგელოზური სხეულებრივობა, რომელიც შეიძლება ხილულიც გახდეს, მაგრამ მათ "ტყავის შესამოსელი" არ გააჩნიათ. ანგელოზთა უსხეულობის იდეამ ძირითადად აღიარება დასავლეთში ჰპოვა, ხოლო XIX ს-ის რუსეთში ანგელოზთა ამ სხეულებრივობას იცავდა ეგნატე ბრიანჩანინოვი (Лосский В.Н. Догматическое богословие. М., 1991. С. 251).

________________

ძველი ეპოქის უდიდესი მოსაგრეები, ეგვიპტის უდაბნოს ბერები, რომლებმაც საკუთარი გამოცდილებით შეიცნეს, როგორც ნათელ, ასევე დაცემულ სულთა ბუნება, ასე გადმოსცემენ თავიანთი სწავლების პრინციპულ მხარეს: "სულიერი არსებები, ანგელოზები, მთავარანგელოზები და სხვა ძალნი, ისევე, როგორც ჩვენი სული, შეუძლებელია აღიარებულ იქნან უსხეულოებად. რადგან მათ საკუთარი ბუნების შესაბამისი სხეულებრივობა ახასიათებთ, რომელშიც იმყოფებიან, თუმცა ეს სხეულები ბევრად უფრო ნატიფია, ვიდრე ჩვენი" (Учение прпп. Антония, Макария и Пахомия Великих в изложении прп. Кассиана Римлянина. Цит. по: Игнатий (Брянчанинов), святитель. Слово о человеке. СПб., 1995. С. 32).
ფსიქეა და მრუში ანგელოზი
ფსიხეა (ადამიანის სულის სიმბოლო) მრუში ანგელოზის სრულ მორჩილებაშია.
უილიამ ადოლფ ბუგერო. როგორც ამ თემაზე არსებულ ყველა ტილოზე, მხატვრები არ მალავენ თავიანთ სქესობრივ თანაგრძნობასა და აღფრთოვანებას ადამიანის დაცემის მიმართ.

ეს მდგომარეობა მიიღეს VII მსოფლიო კრების მამებაც და ხატებზე ანგელოზთა გამოსახვის შესაძლებლობის არგუმენტად გამოიყენეს. მამები ხაზს უსვამდნენ, რომ მხოლოდ ღმერთია აბსოლუტურად უსხეულო, "რაც შეეხება გონიერ ძალებს, ისინი სრულიად უსხეულონი როდი არიან და არც აბსოლუტურად უხილავნი. ისინი ფლობენ უფაქიზეს და უნატიფეს, ჰაეროვანი ან ცეცხლოვან სხეულებს, რომლებითაც არაერთხელ ეცხადებოდნენ ადამიანებს და ხდებოდნენ ხილულნი" (Сильвестр (Малеванский), епископ. Опыт Православного Догматического богословия. Киев, 1892. Т. 3. С. 168).

ჭეშმარიტად უსხეულო სული არის მხოლოდ უფალი ღმერთი: "ღმერთი სულია და მისი თაყვანისმცემელნიც სულითა და ჭეშმარიტებით უნდა სცემდნენ თაყვანს" (იოანე 4:24). ხოლო ანგელოზები უხორცონი არიან მხოლოდ ადამიანთა სხეულების უკიდურეს სიმკვრივესთან, სიუხეშესთან შედარებით, რომელიც ასეთი მხოლოდ ცნობილი ცოდვით დაცემის შემდეგ გახდა (იხ. ამის შესახებ: Иоанн Дамаскин, прп. Точное изложение. С. 45, 46). ადამიანის თანამედროვე სხეული "ტყავის შესამოსელის", როგორც ერთგვარი "სკაფანდრის" ხილული განხორციელებაა, რომელიც მოწყალე უფალმა ადამის შთამომავლებს "აგრესიული გარემოს" - სატანის ანგელოზთა საშინელი და პირდაპირი ზემოქმედებისგან დასაცავად უბოძა. ამავდროულად, ეს ახალი სხეული ადამიანისთვისაც ღმერთთან უშუალო ურთიერთობის წინაღობა გახდა. ყოველ შემთხვევაში, მოციქული პავლე წერს, რომ "ვიდრე სხეულში ვსახლობთ, ღვთის გარეთ ვსახლობთ" (2 კორინთ. 5:6).

ღმრთის ჩანაფიქრით, ადამიანთა პირველქმნილი სხეული "მსუბუქი და უხრწნელი იყო" (Максим Исповедник, преподобный. Ambigua, PG. 91, 1353B, f. 241a). ანუ, სხეულებრივობა ადამიანის არსებაში არ დომინირებდა და შესაძლებლობას აძლევდა მას "თანასწორი" ურთიერთობა ჰქონოდა როგორც ცხოველთა, ასევე ანგელოზთა სამყაროსთან. იმის შემდეგ, რაც ადამიანებმა "ტყავის შესამოსელი" შეიმოსეს ისინი მოაკლდნენ "უსხეულობის" იმ უმაღლეს ხარისხს, რომელსაც ედემში დაცემის შემდეგ მონოპოლიურად ფლობენ მხოლოდ ანგელოზური ბუნების არსებები.

ადამიანის ეს დაკარგული ღირსება სამყაროში "ახალი ადამის" - ქრისტე მაცხოვრის განკაცებით დაგვიბრუნდა. აღდგომის შემდეგ განახლებული სხეული აკვირვებდა მოწაფეებს "ხორცისა და ძვლებისგან" შემდგარი ფიზიკური სხეულისა და მკვდრეთით აღმდგარი სხეულის სინატიფის ამ, ერთი შეხედვით, შეუძლებელი შეხამებით. როდესაც მოციქულებს მკვდრეთით აღმდგარი ქრისტე მოვლინათ, "შეკრთნენ და შეძრწუნდნენ: ასე ეგონათ, სულსა ვხედავთო. მაგრამ იესომ უთხრა მათ: რას ძრწიხართ; ან რა აზრები აღიძვრიან თქვენს გულში? შეხედეთ ჩემს ხელებსა და ჩემს ფეხებს: ეს მე ვარ თვითონ; შემეხეთ და დარწმუნდებით, რადგან სულს არც ხორცი აქვს და არც ძვლები, მე კი როგორც ხედავთ, მაქვს. ესეცა თქვა, და ხელ-ფეხი უჩვენა მათ. მაგრამ რაკი სიხარულისაგან ვერ დაეჯერებინათ და განცვიფრებულნი იყვნენ, უთხრა მათ: საჭმელი თუ გაქვთ აქ?   და მისცეს მას შემწვარი თევზის ნაჭერი და ფიჭის თაფლი.  მანაც აიღო და შეჭამა მათ თვალწინ" (ლუკა 24:43). მაცხოვარს ჰქონდა ასევე სულიერი სხეული - "ხოლო კვირის იმავე დღეს, საღამოხანს, როცა სახლის კარი, სადაც იყვნენ მოწაფეები, იუდეველთა შიშით დახშული იყო, მოვიდა იესო, შუაში დადგა და უთხრა მათ: მშვიდობა თქვენდა!" (იოანე 20:19).

კვლავ დიდი გულისტკივილით აღვნიშნავთ, რომ სინოდალურ თარგმანში ქრისტეს მიერ "დახშულ კარებში" სასწაულებრივი გავლის ეს ფაქტი ნიველირებულია. ეპისკოპოს ეგნატე ბრიანჩანინოვის მიხედვით, თავისი სხეულის ამავე შესაძლებლობებს უფალი პოტენციურად ყოვლადწმიდა დედის მუცელშივე ფლობდა, რამაც შესაძლებლობა მისცა ყრმას ისე დაეტოვებინა დედის წიაღი, რომ მისი ქალწულობა არ დაერღვია. მაგრამ, ასევე შევნიშნავტ, რომ "ეს შობა უნიკალური და გასაოცარია და ისე არ უნდა გავიგოთ, თითქოსდა უჩვეულო შობით ნადგურდებოდეს ადამიანის ჩვეულებრივი თვისებები" (Леонтий Византийский. Сборник исследований. С. 210). ამასთან მთელი თავისი მიწიერი მსახურების პერიოდში უფალი არაერთხელ მიმარტავდა თავის უმთავრეს უპირატესობას - სასწაულთქმედებისა და ადამიანის სხეულის თვისებათა შეცვლის შესაძლებლობას.

ასე, მაგალითად, როდესაც იუდეველებმა "კვლავ დააპირეს მისი შეპყრობა, მაგრამ ხელიდან დაუსხლტა მათ" (იოანე 10:39) ან კიდევ, "ადგნენ და ქალაქიდან გააძევეს იგი; აიყვანეს მთის თხემზე, რომელზედაც გაშენებული იყო მათი ქალაქი, რათა გადაეგდოთ. მაგრამ მან მათ შორის გაიარა და წავიდა" (ლუკა 4:29, 30). ამასთან კიდევ ერთხელ უნდა გავუსვათ ხაზი იმას, რომ ქრისტეს სხეულის ეს თვისებები არ წარმოადგენენ ადამიანური ბუნების თანდაყოლილ თვისებებს, არამედ ვლინდება როგორც საკვირველმოქმედება. მაცხოვარი ჭეშმარიტად კაცია, და "ქრისტეს ცხოვრებაში აღსრულებული ყოველი სასწაული - ეს გამონაკლისია" (იქვე. გვ. 548).
ქრისტეს აღდგომა
კათოლიკური წარმომავლობის ერთ-ერთი ეფექტური ტილო, რომელიც ქრისტეს მკვდრეთით აღდგომასთან დაკავშირებულ მოვლენათა არსს ამახინჯებს.
მხატვ. პ. ვერონეზე. 1580 წ., ერმიტაჟი, სანტკ-პეტერბურგი.

მსჯელობისდა კვალად აღვნიშნავთ, რომ ასევე დაუბრკოლებლად და უხილავად დატოვა უფალმა თავისი აკლდამა. ეს მოხდა დაფარულად, ყოველგვარი გარეგანი ეფექტების გარეშე - მკვდრეთით აღმდგარი მაცხოვრის წინაშე იდგა ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა: ჯერ ის ჯოჯოხეთს უნდა ჩასულიყო და მხოლოდ შემდეგ, "საშინლად იძრა მიწა, ვინაიდან უფლის ანგელოზი ჩამოეშვა ზეცით, მივიდა, სამარხის კარიდან გადააგორა ლოდი და ზედ ჩამოჯდა. მისი შიშით შეძრწუნდნენ საფლავის მცველნი და მკვდრებს დაემგვანენ" (მათე 28:2, 4). ასე რომ კათოლიკური წარმომავლობის ტილო, რომელზეც ქრისტეს მკვდრეთით აღდგომაა გამოსახული ამახინჯებს მომხდარის არსს და მაცხოვარს წარმოაჩენს ერთგვარ გიგანტად, რომელსაც, რომ გამოსულიყო, უნდა დაემტვრია დიდი ლოდი "სამარხის კარს რომ მიაყუდეს" (იხ. მათე 27:60) და ამგვარად შეეძრწუნებინა სამარხის მცველნი. წინააღმდეგობა, რომელიც არსებობს ქრისტეს მიერ მიღებულ ხრწნად მიწიერ ხორცსა და "სულიერი" სხეულის ხსენებულ თვისებებს შორის, ქრება "ქრისტეს ვნებათა ნებაყოფლობითი ხასიათით" (Леонтий Византийский) (Епифанович. Максим Исповедник. С. 45).

ღმრთის ქმნილებებში არსებული "სხეულებრივობისა" და "უსხეულობის" ბალანსის თემას ასე დეტალურად იმიტომ ვეხებით, რომ ის პირდაპირ არის დაკავშირებული ენოქის წიგნში არსებული ინფორმაციის მიღებასთან თუ მიუღებლობასთან. სწორედ ეს ასპექტი იწვევს ღვთისმეტყველთა ყველაზე მეტ დავას და დიამეტრალურად საპირისპირო შეხედულებებს. ერთი მხრივ, ამტკიცებენ, რომ "ანგელოზებს არ გააჩნიათ ჩვენი მსგავსი ბიოლოგიური პირობები, მათ არ იციან არც სიკვდილი, არც გამრავლება" (Лосский В.Н. Догматическое богословие. М., 1991. С. 251). მეორე მხრივ კი, შეიძლება მოვიტანოთ სხვა აზრი: "ხოლო ის, თუ ანგელოზთა ბუნებაში რა საშუალება არსებობს მათი გამრავლებისა, - გამოუთქმელი და მიუწვდომელია კაცობრივი ვარაუდებისათვის, გარდა ერთისა, - რომ იგი უცილობლად არსებობს. შეიძლებოდა იმავე საშუალებას ემოქმედა ადამიანთა შორისაც, რომელნიც "მცირედ რაიმე ანგელოზთა" (ფს. 8,5) დაკლებულ არიან და კაცთა მოდგმა შემოქმედის ნებით დადგენილ ზღვრამდე გაემრავლებინა" (Григорий Нисский, святитель. Об устроении человека // Творения. М. 1861. Ч. 1. С. 147) (ქართ. იხ.: წმიდა გრიგოლ ნოსელი - შესაქმისათვის კაცისა).

როგორც ჩანს, უნდა ვაღიაროთ, რომ არსებობს ერთგვარი მსგავსება იმაში, თუ როგორი ზემოქმედება მოახინა ქმნილ სამყაროზე, - როგორც ადამიანებზე, ასევე ანგელოზებზე, - ცოდვით დაცემამ. ორივე შემთხვევაში ცოდვის ჩადენა იწვევს არსებათა გაუხეშების ზრდას. "ბოროტი სულები ოდესღაც გონებანი იყვნენ, მაგრამ, დაეცნენ რა ამ არამატერიალურობიდან და სინატიფიდან, ერთგვარი ნივთიერი სიუხეშე მიიღეს იმ მოქმედების თანმიმდევრობისდა მიხედვით, რომლისგანაც თავიანთი თვისებები მიიღეს" (Григорий Синаит. Творения. С. 68).

დავაკვირდეთ ღირ. გრიგოლ სინელის ამ მეტად ყურადღსაღებ შენიშვნას. ადამიანებისგან და მათი უნივერსალური სხეულებრივობისგან განსხვავებით, დაცემული ანგელოზები თავიანთ "სხეულებრივობას" საკუთარი ცოდვილი მსახურების სახეობისდა შესაბამისად იღებენ. ამიტომაც, სამართლიანია ენოქის მიერ დაცემულ "დარაჯთა" სხეულებრივი აღნაგობის აღწერა, "რომელთა სასირცხო ასოები ცხენთა სასირცხო ასოებს წააგავდნენ" (ენოქი 17:22). გავიხსენოთ ასევე დაცემულ ანგელოზთა აღწერები საჰაერო საზვერეებზე ნეტ. თეოდორას მონათხრობიდან, სადაც ყოველ ეშმაკს თავისი განსაკუთრებული აღნაგობა გააჩნდა, რომელიც შეესაბამებოდა ცოდვის იმ სახეობას, რომელსაც ემსახურებოდა.

წმიდა ეკლესია ასწალის, რომ "რაც ადამიანებისთვის არის სიკვდილი, იგივეა ანგელოზებისათვის მათი დაცემა" (Иоанн Дамаскин. Точное изложение. С. 51). რა სახის ცვლილებები გამოიწვია ცოდვით დაცემამ და სიკვდილმა ადამიანში, კარგად ვუწყით სხეულთა ხრწნადობის საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე. ხოლო როგორი ცვლილება შემოაქვს ანგელოზურ "სხეულებრივობაში" მათ ცოდვით დაცემას, გამოცდილებით არ ვუწყით, მაგრამ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს ცვლილება საკმაოდ მნიშვნელოვანია, და უდავოდ "გაუხეშებისკენ", "გამკვრივებისკენ", გამიწიერებისკენ მიდის. ამაზე მეტყველებს, საკუთრივ, ღმრთის განაჩენი, რომელიც მან გამოუტანა სატანა-გველს: "უთხრა უფალმა ღმერთმა გველს: რაკი ეს ჩაიდინე, წყეულიმც იყავ ყველა პირუტყვს შორის, ყველა გარეულ ცხოველს შორის! მუცლით იხოხე და მტვერი ჭამე მთელი სიცოცხლე" (დაბ. 3:14). მთლიანობაშიც, "ასეთ პატივაყრილი სახელი და მისი გათანაბრება პირუტყვებთან დამნაშავის უპატივობაზე მეტყველებს, რათა დედამიწას მიკრული და დამცირებული მუცელზე ხოხავდეს და ვნებათა საქმეებით იკვებებოდეს" (იოანე კასიანე რომაელი) (Иоанн Кассиан Римлянин. Собеседование. С. 276). "სხეულებრივობის" ამგვარ ზრდაზეა ღირ. მაქსიმე აღმსარებლის სიტყვაც: "დაცემულ ანგელოზებში მათი შედგენილობა თითქოსდა უერთდება ერთგვარ განივთიერებულობას, ნივთიერისადმი მათი მიდრეკილების გამო" (Епифанович. Максим Исповедник. С. 67).

ევა და სატანა
სატანა დაცემული ევას თავზე ლივლივებს. მხატვ. უილიამ ბლეიკი. 1795 წ.

სწორედ ცოდვით დაცემამ გამოიწვია დღევანდელი ადამიანის "პირუტყვული" გამრავლების ფორმა. ამასთან შესაძლებელია, რომ, როდესაც დაინახა ადამიანთა ახალი "სხეულებრივობის" აშკარა შესაძლებლობები, სწორედ "გველმა გადმოიღო ცხოველთა სქესობრივი ურთიერთობის ფორმა, და შეძლო დაერწმუნებინა ადამი ამგვარად შერთვოდა თავის ცოლს" (Климент Александрийский. «Строматы». Кн. 1–3. С. 345).

_____________________

14. იუბილეთა წიგნის მიხედვით (მცირე დაბადეება): "და მათ არ ჰყავდათ არც ერთი ძე პირველ საიუბილეო წლამდე. ამის შემდეგ კი ადამმა შეიცნო ევა". პირველი საიუბილეო წელი კი დადგა ედემიდან განდევნის 42-ე წელიწადს.

_____________________

ზუსტად ასევე ანგელოზთა ცოდვით დაცემამ, რომელმაც გამოიწვია მათი "სხეულებრივობისა" და "ცხოველურობის" მომატება, გაუხსნა მათ შესაძლებლობა შეერთებოდნენ "კაცთა ასულებს". სულაც არ არის შემთხვევითი, რომ დაცემულ ანგელოზებზე მიღებულია ლაპარაკი, როგორც "მხეცებზე". შესაბამისად, მცდელობა ღმრთითსაძაგელი მოვლენები, რომელიც ენოქის წიგნშია აღწერილი, შეფასდეს მხოლოდ წმიდა ანგელოზებთან გამოყენებადი საზომებით, აბსოლუტურად მიუღებელია. განა შეიძლება ნათლის ანგელოზები გაუტოლდნენ სატანას და მის "მხეცთა" ლეგიონებს? წმიდა მამები თამამად იყენებენ ამ სიტყვას, როდესაც დემონებზე მსჯელობენ: "ჩვენ ბევრი მძვინვარე მხეცი გვყავს, - ვგულისხმობ, - ბოროტების სულებს: ბოროტი მხეცი - მტრობისა; ბოროტი მხეცი - მრისხანებისა; ბოროტი მხეცი - ვნებისა; ბოროტი მხეცი - შურისა; ბოროტი მხეცი - ამპარტავნებისა; ბოროტი მხეცი - და ყველა სხვა ვნება, რომლებიც არა მარტო ღამით, არამედ დღისითაც კადნიერად გვესხმიან თავს და ცდილობენ ადამიანთა სულების მონადირებას" (Феодор Студит // Добротолюбие. Т. 4. С. 546). ბნელეთის ამ აგრესიას წმიდა მამები ამაოდ როდი უწოდებენ "მხეცთმჭერობას".

როდესაც განმარტავს წერილის სიტყვებს: "ამიერიდან მთელი ეს ქვეყნები ნაბუქოდონოსორს, ბაბილონის მეფეს, ჩემს მორჩილს, უნდა ჩავაბარო ხელში; ველის მხეცებიც მისთვის ჩამიბარებია, რათა ემორჩილებოდნენ მას" (ძვ. ქართ.: "და აწ მე ვარ, რომელი მივეც ქუეყანაჲ ნაბუქოდონოსორს მონებად მისსა, და მჴეცნი ველისანი საქმრად მივცენ მას") (იერემია 27:6), ღირ. მაქსიმე წერს: "ხოლო მხეცები, რომელსაც ღმერთი აძლევს ბაბილონის მეფეს, არიან ეშმაკნი, რომელთაგან ყოველი, თავისი შინაგანი მიდრეკილებისდა შესაბამისად, ამა თუ იმ საცთურის მოვლინებას ემსახურება" (Максим Исповедник. Творения. Кн. 2. С. 91).

წმიდა წერილი საკმაოდ ხშირად უწოდებს ბნელეთის ძალებს მხეცებს: "ნუ მისცემ მჴეცთა სულსა, რომელმან აღგიაროს შენ, და სულსა გლახაკთა შენთასა ნუ დაივიწყებ სრულიად" (ფსალმ. 73.19). სწორედ ჩვენს მიერ განხილული მრუშობის დემონურ უკეთურობაზე აუწყებდა ეზრას მთავარანგელოზი: "იქნება აღრეულობა მრავალ ადგილას, ... ველური მხეცები გადაიხვეწებიან და დედათა წესში მყოფნი ურჩხულებს დააჩენენ" (3 ეზრა 5:8). მითუმეტეს, თუკი საეკლესიო სლავურ თარგმანში ციტატის დასასრული ასე ჟღერს: "и породят щуда"; თანაც, თუ გავითვალისწინებთ, რომ "ბერძნულ სიტყვა "გიგანტს" (gigántos) სლავები თარგმნიდნენ, როგორც “щудъ”-ს და მხოლოდ გვიან ამჯობინეს სიტყვა "исполин" (Евсеев И.Е. О следах еврейского оригинала в древнеславянском переводе Книги Бытия. СПб.: Тип. Меркушева, 1905. С. 94), მაშინ ყველაფერი სწორია.

ასევე, სავარაუდოდ, სწორედ დემონთა დაცემა ჰქონდა მხედველობაში პავლეს, როდესაც იხსენებდა მის მიერ განვლილ მძიმე განსაცდელს: "თუ ეფესოში კაცურად ვებრძოდი მხეცებს, რას მარგებს, თუკი მკვდრები არ აღდგებიან?" (1 კორინთ. 15:32). როგორც ჩანს, იგივე "მხეცები" იგულისხმებიან სახარებისეულ თხრობაში უფლის მიერ უდაბნოში გატარებულ ორმოც დღეზე, სადაც ნათქვამია: "ორმოცი დღე დაჰყო უდაბნოში და გამოიცდებოდა სატანისაგან: მხეცებს შორის ცხოვრობდა და ანგელოზები ემსახურებოდნენ მას" (მარკოზი 1:13). რაც ლოგიკურია, რადგან ბნელეთის თავადი იქ მარტო არ იქნებოდა, არამედ თავის კლევრეტებთან - "მხეცებთან" ერთად. ასევე შემთხვევითი როდია ის, რომ სატანური გამოცდის დასრულების შემდეგ, როდესაც "მიატოვა იგი ეშმაკმა, და აჰა, ანგელოზები მოვიდნენ და ემსახურებოდნენ მას" (მათე 4:11). სწორედ ასე განმარტავს ამ ადგილს კლიმენტ ალექსანდრიელი: "ნათლისღების შემდეგ უფალი უდაბნოში განმარტოვდა "მხეცებთან", სადაც, იმის შემდეგ, რაც დაამარცხა ისინი და მათი მეუფე (ანუ დემონები და დემონთა ძალნი - მ. მ.), აჩვენა, რომ ის არის ჭეშმარიტი მეფე, დ "ანგელოზები ემსახურებოდნენ მას" (Климент Александрийский. «Строматы». Кн. 4–7. С. 23. Прим).
ანტონი დიდის საცთური
წმ. ანტონი დიდის საცთური. ბერნარდინო პარენზანო, 1494 წ.


11. მხეცური ბუნების ანგელოზები

ასე რომ, ჩვენ საქმე გვაქვს დაცემულ ქმნილებათა მხეცურ ბუნებასთან, თუნდაც ისინი "ანგელოზები" იყვნენ. ძველი დამწერლობა იმ მრუშ შერევათა ზოგიერთ ნიუანსსაც გვიმხელს: "ისინი გარდაისახებოდნენ მამაკაცებად და ამგვარი სახით ეცხადებოდნენ მათ. და ქალებიც, თავიანთ ფანტაზიებში გატაცებულნი, შობდნენ გიგანტებს, რადგან დარაჯებიც მათ ცამდე აწვდენილი სიდიდისა ეცხადებოდნენ" (Заветы двенадцати патриархов. Завет Рувима / Ветхозаветные апокрифы. М.–СПб., 2000. С. 161). ენოქიც ეხება ამ ნიუანსს: "ანგელოზები იღებდნენ სხვადასხვა სახეს და უერთდებოდნენ დედაკაცებს" (ენოქი 4:24).

ვფიქრობთ, არავის ეეჭვება ის, რომ ეშმაკთ ძალუძთ მიიღონ სხვადასხვა სახე და ფორმა, მაგრამ ასევე ცხადია, რომ ეს ხილული გარეგნობა შემთხვევითი ფორმაა და არა მათი მუდმივი ყოფიერება. როგორც ათანასე დიდი მოწმობს, დემონები "როდესაც თავს ესხმიან ადამიანს, იღებენ სხვადასხვა სახეს - ხან ქალის, ხან მხეცების, ხან ქვეწარმავლების ან გიგანტების, მრავალრიცოხვანი მხედრობის და სხვა, ისინი ხან გიგანტებად წარუდგებიან ადამიანებს, რომლებიც თავით სახურავამდე აღწევენ ან გააჩნიათ ზომაგადასული სისქე. ისინი კადნიერნი და უკიდურესაც ურცხვები არიან, მაგრამ მყის განქარდებიან, თუკი ვინმე თავს შემოიზღუდავს რწმენით და პირჯვრისწერით" (Афанасий Великий. Творения. Т. 3. С. 212).

მართლმადიდებელი ეკლესია ასწავლის, რომ ეშმაკთ "არავის წინააღმდეგ არა აქვთ უფლებამოსილება ან ძალა, თუ ღვთისგან არ მიეცემათ ნება განგებულებითად, ... როდესაც ღვთის ნებართვა აქვთ მათ, ძლიერნიც არიან და გარდაიქმნებიან და გარდაისახებიან კიდეც ზმანებითად იმ სახედ, რა სახედაც ნებავთ" (Иоанн Дамаскин, прп. Точное изложение С. 50) (იოანე დამასკელი. მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა. თავი მეთვრამეტე. სატანას და ეშმაკების შესახებ. http://www.orthodoxy.ge/gvtismetkveleba/damaskeli/18.htm). VII–VIII საუკუნეების შესანიშნავი ბერძენი ღვთისმეტყველის, იოანე დამასკელის ეს სიტყვები, სრულიად ადრექრისტიანული მწერლისა და აპოლოგეტის ტერტულიანეს მსჯელობის კალაპოტს მისდევს: "ისინი (ანგელოზები) ადამიანებს ეცხადებიან ადამიანური სახით (effigies humana), ანუ ნამდვილი ადამიანური სხეულებით, რომელსაც ღმრთის ყოვლისშემძლე ძალით დროებით არაფრისგან იქმნიან საკუთარი საჭიროებისთვის (ex nulla materia), რის შემდეგაც ეს სხეულები კვლავ არარად იქცევიან" (De carn. Chr., 3; 6. Adv. Marc., III.). (Фокин. Латинская патрология. С. 101) (15).
ეს უნიკალური შესაძლებლობები უმნიშვნელოვანესი პირობაა ანგელოზური მსახურების რეალიზაციისთვის - "სამყაროზე არსებული ღვთაებრივი მონარქიული ძალაუფლებით განახორციელონ ადამიანებზე მათი დაბადებიდანვე განახორციელონ ადამიანებზე ზრუნვა" (იქვე). დაცემული ანგელოზები თავიანთ ანგელოზურ არსში დარჩნენ და ღმერთმა მათ ანგელოზური ბუნებისთვის დამახასიათებელი შესაძლებლობები არ წაართვა, თუმცა მათმა მსახურებამ მიიღო საპირისპირო ხასიათი.

__________________

(15). ტერტულიანე (II ს.) დაბეჯითებით ირწმუნება, რომ ანგელოზთა მიერ მიღებული ადამიანური გარეგნობა ნამდვილი ადამიანური სხეულია, ოღონდ მიღებული ზებუნებრივი გზით, შობის გარეშე, ოდენ ღმრთის ყოვლადძლიერებით.

__________________

ამასთან სრულიად ცხადია, რომ მათ მიერ ამ მომენტში მიღებული "სხეულები" ფიზიკურად აბსოლუტურად რეალურია და ქმედითი. ჩვენთვის მიუწვდომელია ანგელოზური ცხოვრებისა და მათი ბუნების საიდუმლო, მაგრამ ეშმაკთა მხრიდან ადამიანებზე ძალადობრივი ფიზიკური ზემოქმედების ურიცხვი ფაქტის უარყოფას აზრი არა აქვს. მათ შორის ასევე ცხადია გაუპატიურების ან კიდევ მათთან ნებაყოფლობითი თანაცხოვრების ფაქტები, რომლითაც სავსეა კაცობრიობის ისტორია, როგორც, სხვათა შორის, ჩვენი თანამედროვე ცხოვრება.
ანტონი დიდის საცთური
ფლამანდიელი მხატვრის იოს ვან კრასბეკის (1650 წ.) ტილო "წმინდა ანტონის საცთური" ნათელი მოწმობაა იმისა, რომ დაცემული ანგელოზები იღებდნენ სხვადასხვა სახეს, რათა ეცთუნებინათ ეგვიპტის უდაბნოში მცხოვრები მოღვაწე. ასე, რომ დაცემულ ანგელოზთა უნარი მიიღონ სხვადასხვა და მათ შორის ადამიანური სახე, სრულიად რეალურია.


უნდა შევნიშნოთ, რომ V ს-ის იმ მამათაგან, რომლებიც პრინციპულად უარყოფდნენ დაბადების წიგნში "ღვთისშვილებთან" დაკავშირებულ ამგვარ ისტორიულ პრეცედენტს, სამწუხაროდ, თავიანთი განმარტებების ამ ადგილას, კარგავდნენ მათთვის ადრე დამახასიათებელ განსჯადობას, მშვიდ ტონს და საკმაოდ უხეშად იწყებდნენ ლაპარაკს. ასე, მაგალითად, როდესაც განსახვავებული აზრის მომხრეებს ახსენებს, ნეტ. თეოდორიტე მათ ასეთი შეურაცხმყოფელი გამონათქვამებით მიმართავს: "ზოგიერთი უგუნური და უკიდურესობამდე გონებაჩლუნგი ადამიანი", "ეს არის მკრეხელური და უკიდურესად სულელური აზრი", "მათი შეხედულება სრული აბდაუბდაა და სავსეა უმეცრებით" (Феодорит Кирский, блаженный. Творения. Толкование на Книгу Бытия. Свято-Троицкая Сергиева Лавра. 1905. Ч. 1. С. 12).

უნდა ვიფიქროთ, რომ დემონებთან თანაცხოვრების შესაძლებლობაზე ასეთი მტკივნეული რეაქცია, საღვთისმეტყველო გარემოში ე. წ. "ანგელოზურ სხეულებრიობასთან" დაკავშირებული ზემოთხსენებული სერიოზული წინააღმდეგობის შედეგია. ის მამები, რომლებიც სულსა და სულიერ არსებეზე ანტიკური ფილოსოფიის კატეგორიებში აზროვნებდნენ, სულიერ არსებებს აღიქვამდნენ იდეად, გონებად, ენტელეხიად და სხვა. ამიტომაც ისინი პრინციპულად, არანაირი სახით არ აღიარებდნენ ანგელოზურ სხეულებრიობას. სრულიად ბუნებრივია, რომ ენოქის წიგნში "გოლიათების" ეპიზოდს ისინი, როგორც "მკრეხელურ და უკიდურესად უგუნურ შეხედულებად" აღიქვამდნენ. სამწუხაროდ, მოცემულ (თეოდორიტეს - "აპოკ." რედ.) შემთხვევაში ჩვენ გვაქვს მხოლოდ იმისი მაგალითი, თუ როგორ ხდება უძლური და ადვილად მოწყვლადი არგუმენტაციის კომპენსირება ძლიერი და შეურაცხმყოფელი გამონათქვამებით; ან კიდევ, როგორც ძველი ეპოქის ბრძენკაცები ამბობდნენ: "იუპიტერ, შენ ბრაზობ, - მაშასადამე, მართალი არ ხარ".

აუცილებელია შევიგნოთ, რომ ყველა ეს მონსტრი-გიგანტი, რომელიც აღმაშფოთებელი უსჯულოების შედეგად გაჩნდა, ხილული და უხილავი სამყაროს ამპარტავანთა სასჯელია. ბნელეთის ეს შემაძრწუნებელი ნაშობნი წარმოადგენდნენ უფლის სიმართლის ზეობას, ღმრთის "მათრახს", შემართულს უკეთურთა დასასჯელად. ამიტომაც მათი გაჩენა ასბოლუტურად კანონიერია, მაშასადამე შესაძლებელია.

ენოქის მიხედვითაც, "უფალი და მშვიდობის მეფე", როდესაც "ცის დარაჯებს" ასამართლებდა, შეახსენებდა: "მე თქვენ ქალთათვის არ შემიქმნიხართ, რადგან სულიერთ თავიანთი საცხოვრისი ცაში გააჩნიათ" (Енох 3,47). და შემდეგ ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ ყველაფერი რაც კი ხდება ანგელოზთათვის ბოძებული სჯულის არნახული გაქელვის შედეგია: "იყავით რა სულიერნი, წმიდანი და მარადიული სიცოცხლის სიტკბოებაში მყოფნი, თქვენ ქალებთან შეიბილწეთ თავი, ხორციელი სისხლით გააჩინეთ შვილები, ადამიანთა ხორცი და სისხლი ისურვეთ და წარმოშვით ხორცი და სისხლი, როგორც წარმოშობენ ისინი, ვინც მომაკვდავია და ხრწნადი" (Енох 3,44).

ამ შერცხვენილ "ანგელოზურ სხეულებრივობას", "დიად ვარსკვლავებს", ენოქი საკმაოდ დეტალურად აღწერს, როდესაც იხსენებს ღმრთის სასჯელს, რომელიც დაცემულ დარაჯებზე აღსრულდა: "და აიღო დიადი ვარსკვლავები, რომელთა სასირცხვო ასოები ცხენების სასირცხო ასოებს წააგავდნენ, შეუკრა მათ ხელ-ფეხი, და მიწის უფსკრულში ჩაამწყვდია" (Енох 17,22). აქ გარკვეულ მსგავსებას ვხედავთ წინასწარმეტყველ ეზეკიელთან, რომელიც ქალთა უკეთურებას ამხელდა: "მათ ხარჭებზე უფრო ავხორცი გახდნენ, რომელთა სხეული ვირების სხეულია და ულაყებივით არიან ატეხილნი" (ეზეკ. 23:20).

უნდა აღინიშნოს, რომ ენოქის მიერ ნახსენები არნახული "სასირცხო ორგანოები", რომელიც დაცემულ ანგელოზებს ახასიათებდათ, ხაზგასმულია სახელგანთქმულ გეოგლიფებზე, ასევე უძველეს პეტროგლიფებზე, სადაც გამოსახულია სხვა დანარჩენი ფიგურებისგან უდიდესი ზომით განსხვავებული ანტროპომორფული ფიგურები.
რეფაიმები
12. გიგანტთა სხეულები

განსაკუთრებით უნდა აღვნიშნოთ ენოქის წიგნის ერთი ინფორმაციის უნიკალურობა, რომელიც გიგანტთა, ანუ იმ უსჯულო სქესობრივი შეერთების შედეგად გაჩენილ არსებათა შემდგომ ბედს ეხება. როგორც უკვე ვწერდით, ღმრთის განაჩენით ყველა გიგანტს, რომელიც მიწიერმა ქალებმა შვეს, უნდა გასჩენოდა ომის დაუოკებელი წყურვილი და დაეწყო გაუთავებელი ბრძოლა ერთმანეთთან. ყველაფერ ამას შეძრწუნებულნი აკვირდებოდნენ "დარაჯები" თავიანთ "ცოლებთან" ერთად, მაგრამ მათი ძალისხმევა შეეჩერებინათ ეს "ტიტანომაქია" და "გიგანტომაქია" ამაო აღმოჩნდა: "მათი შვილები დახოცავენ ერთმანეთს და იხილავენ თავიანთ პირმშოთა წარწყმედას" (ენოქი 2:42).
რეფაიმები
დედამიწაზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოსახულება (გეოგლიფი), რომელიც პერუში, ნასკას უდაბნოში მდებარეობს. ეს ფოტო მიღებულია აეროფოტოგადაღების გზით. დაცემულ ანგელოზთა ენოქის მიერ ნახსენები "სასირცხვო ასოები" უცილობლივ ხაზგასმულია ძველი ეპოქის მსგავს გამოსახულებებში.
რეფაიმები
გიგანტები ებრძვიან ადამიანებს. ციმბირის პეტროგლიფი. ძველი მხატვარი არ ივიწყებს მინიშნებას "სასირცხო ასოზე", როგორც ამ ქმნილებათა განმასხვავებელ ნიშანზე. კანოზერის პეტროგლიფი (მურმანსკის ოლქი). გიგანტის ფიგურა, რომელიც გარკვეულ ძალადობრივ მოქმედებას ახორციელებს (აშკარად მდედრობითი სქესის) ადამიანზე, რომელიც გიგანტზე ბევრად უფრო მცირე ზომისაა.

განსაკუთრებულად უნდა შევჩერდეთ გიგანტთა (ბუმბერაზთა), ხილული და უხილავი სამყაროების ამ ჰიბრიდთა სხეულებრივ ბუნებაზე. როდესაც ამ მაცთურ ასპექტზე ვლაპარაკობთ, უნდა გავიხსენოთ, რომ გიგანტთა ("ნახევრადღმერთთა") სხეულები აუცილებლად უნდა შეიცავდნენ ორ შემადგენელს: ადამიანურს და ანგელოზურს. ამის შესახებ წერდა III-IV სს. ქრისტიანი აპოლოგეტი ლაქტანციუსი: "ისინი (გიგანტები) არც ანგელოზები იყვნენ და არც ადამიანები, მაგრამ გარკვეულ შუალედურ ბუნებას ფლობდნენ" (Фокин. Латинская патрология. С. 314).

ასეთი ზომების ჩვეულებრივი ცოცხალი არსება მიწიერი გრავიტაციის პირობებში აქტიურ სრულფასოვან ცხოვრებას ვერ შეძლებს, რადგან ამაში მას ხელს საკუთარი წონა შეუშლის. ეს შესაძლებელია მხოლოდ დაცემულ "დარაჯთა" ანგელოზური ბუნების ძალით. "დემონები, - ამბობდა სერაფიმე საროველი, - შექმნილნი არიან რა ანგელოზთათვის დამახასიათებელი ძალითა და თვისებებით, კაცისთვის და ყოველი მიწიერისთვის იმგვარ მიუწვდომელ ძალას ფლობენ, რომ მათგან ყველაზე უმცირესსაც კი ერთი თითით ძალუძს გადააყირავოს მთელი დედამიწა" (Записки С.А. Мотовилова, служки Божией Матери и  преподобного Серафима. М., 2009. С. 137).
რეფაიმები
მრისხანების სწორედ ასეთ "კვერთხად" (ესაია 10:5) გარდაიქცევა დემონური ძალა, როდესაც მას მოუწოდებს უფალი გარდაუვალი სასჯელის აღსასრულებლად. და მაშინ, ჭეშმარიტად, "კეტი მათ ხელში ჩემი გულისწყრომაა"-ო, ბრძანებს უფალი (ესაია 10:5). თუკი ღმერთი ბნელეთის მთავარს უფლებას აძლევს იყო ღმრთის რისხვის კვერთხი, ვინ აღუდგება ძველ ამპარტავანს: "რადგან ნათქვამი აქვს: ჩემი ხელის ძალით ვქმენი ეს და ჩემი სიბრძნით, რადგან გამჭრიახი ვარ; მე გადავწიე ხალხთა სამანები და გავძარცვე მათი საგანძურები, ბუმბერაზივით ჩამოვყარე ტახტებზე მსხდომარენი" (ესაია 10:13, 14).

როდესაც ბუმბერაზთა ე. წ. "საშუალო ბუნებაზე" ვლაპარაკობთ, იმავე განხრით უნდა გადავწყვიტოთ მათი სხეულების შენარჩუნების საკითხი, როდესაც ვცდილობთ ავხსნათ ის არქეოლოგიური აღმოჩენები, რომლებშიც დაფიქსირდა მათი იშვიათი ეგზემპლარები და ძვლოვანი ნარჩენები. ენოქის წიგნი გიგანტთა სხეულების სიკვდილის შემდგომი ბედის ამ თავისებურებასაც ეხება.

როდესაც უფალს განაჩენი გამოაქვს დაცემულ ანგელოზებზე, და გიგანტთა განადგურებას გადაწყვეტს, განსაკუთრებულად ხაზს უსვამს მათი არაბუნებრივი სხეულების მომავალ ბედს: "ბუმბერაზთა წარწყმედისა და განადგურების დროს, მხოლოდ მათი სულები გამოვლენ სხეულებიდან, ხოლო სხეულები ხრწნილებას უნდა მიეცნენ გასამართლების გარეშე" (ენოქი 3:53). შეიძლება ცოტა ბუნდოვნად მოგვეჩვენოს ღმრთის განკარგულება "სასამართლოს გარეშე ხრწნილების" შესახებ, თუმცა სინამდვილეში ის ადვილად განიმარტება.

ქრისტიანული ეკლესიის სწავლებით, ადამიანთა სხეულების გახრწნა პირდაპირ არის დამოკიდებული კერძო სასამართლოზე, რომელსაც ღმერთი წარმოთქვამს ყოველ კაცზე მისი სიკვდილის შემდეგ. სულისა და სხეულის ადგილსამყოფელის მინიჭება წარმოადგენენ მათი მფლობელის მიწიერი ცხოვრების შედეგს. ამ შედეგს კი აჯამებს მხოლოდ "ყოველთა მსაჯული". გარდაცვლილ ადამიანთა ძვლოვანი ნარჩენები (ნაწილები) შეიძლება მიწაში განუზომლად დიდხანს დარჩეს, თანაც განუყოფელი კავშირი შეინარჩუნოს სულთან, რომელიც ზეციურ სანახებში განისვენებს (ან პირიქით, ნაკლებად სასურველ ადგილებშია გამწესებული). ადამიანური არსების ორივე ეს ნაწილი ელოდებიან საშინელ სამსჯავროს, როდესაც სული და ხორცი კვლავ შეერთდებიან მკვდართა საყოველთაო აღდგომის დღეს, რათა ახალ მიწაზე და ახალი ცის ქვეშ მიიღონ სიცოცხლე "მომავალი საუკუნისთვის".

რაც შეეხება ბუმბერაზებს, რთულია ამ არსებათა ნამდვილ სულზე ლაპარაკი. აი როგორ განმარტავს ენოქი გიგანტთა "სულების" არსს: "ბოროტი არსებანი გამოდიან (გიგანტების სიკვდილის შემდეგ - მ. მ.) მათი სხეულებიდან; რადგან ისინი შექმნილნი არიან ზეგარდმო, და მათი საწყისი და პირველი წარმომავლობა დარაჯთაგან იყო. ისინი მიწაზე ბოროტ სულებად რჩებიან, და ასეც დარჩება მათი წოდება. მიწის სულნი, რომლებიც მიწაზე იშვნენ და, რომელთა სამკვიდროც მიწაზეა. ასე რომ გიგანტთა სულები, რომლებიც (მათი სიკვდილის შემდეგ - მ. მ.) აიჭრებიან ღრუბლებში, კვლავ მიწაზე ჩამოიყრებიან. ისინი დაიწყებენ ძალადობას, დედამიწაზე მოაწევენ გაპარტახებას, და მრავალ უბედურებას ჩაიდენენ; მათ არ მოშივდებათ და მოსწყურდებათ, ისინი უხილავნი იქნებიან" (ენოქი 3:49-51).
რეფაიმები
გიგანტების დამხობა. პალაცო დელ ტე-ს სასახლის მოხატულობა. მანტუია, იტალია.

ამგვარად, განაჩენი გიგანტთა უსჯულო სხეულებთან დაკავშირებით ცალსახაა: "ბოროტ არსებათა" გამოსვლისთანავე მათი სხეულები "სასამართლოს გარეშე უნდა დაექვემდებარონ ხრწნილებას", ანუ უპირობოდ გაიხრწნან. სწორედ ამიტომ არის იშვიათი ისტორიაში სრულფასოვანი გიგანტური ჩონჩხების აღმოჩენა, რაც ათეისტი მეცნიერების თვალში უდავოდ ადასტუერბს გიგანტთა შესახებ ისტორიის არარეალურობას.

ამასთანავე შევნიშნავთ, რომ ყველაზე ხშირად არქეოლოგები აწყდებიან გიგანტთა კბილებსა და ყბებს. გიგანტთა ანთროპოლოგიის სიმახინჯის გამოვლენის ერთ-ერთი განსაკუთრებულობა გახლავთ - კბილების ორი რიგი. ამასთან დაკავშირებით გვახსენდება რომელიღაც შემაძრწუნებელი ქმნილების აღწერა იობის წიგნში: "ვინ გახდის მას ზედა სამოსელს? მის ორ ყბას შუა ვინ შეაღწევს?  მისი პირისახის კარს ვინ გააღებს? მის კბილთა ირგვლივ საშინელებაა!" (იობი 41:5, 6).

ამ ქმნილებათა საიქიო ხვედრს ახსენებს წინასწარმეტყველი ეზეკიელიც, როდესაც ბრძანებს, რომ წარმართ ხალხთა ("აშური, ელამი, მეშექი და თუბალი") მრავალრიცხოვანი წინამძღოლი იმ ძველ უკეთურებთან ერთად უნდა იწვნენ: "განა არ უნდა ეძინოთ მათ დაცემულ გმირებთან (კვლავ არაკორექტული თარგმანი: უნდა იყოს არა "გმირებთან", არამედ "γίγαντας" - გიგანტებთან ერთად - მ. მ.) ერთად, საუკუნითგან დაცემულებთან, რომლებიც ჩასულნი არიან ჯოჯოხეთს თავიანთი საომარი საჭურველით, მახვილები თავქვეშ რომ აქვთ ამოდებული, მათი ცოდვები კი მათ ძვლებზევეა, რადგან ამ ძლიერთაგან (ბერძნულში ნათლად წერია "გიგანტთაგან" - ἐξεφόβησαν γίγαντας. – მ. მ.)) შიშისზარი ჰქონდა ცოცხალთა ქვეყანას" (ეზეკ. 32:27) (შეად. ძველ. ქართ. ტექსტს).

"ცოცხალთა ქვეყანას" შემთხვევით არ არის ნახსენები, აქ აშკარა ანტითეზაა - უდავოდ ცოცხალ ადამიანებსა და არცთუ "ცოცხალ" გიგანტებს შორის. ეს ქმნილებები უკანონოდ არსებობენ, რადგან დაბადებულნი არიან არა საღმრთო კანონების მიხედვით, არამედ დაცემულ ანგელოზთა ხრიკებითა და საცთურებით. ისინი არიან უსჯულოების საშინელი ნაყოფი, ბნელეთის ძალთა ნაშობნი, ან უბრალოდ "ავი სულები", "მავნეები". სწორედ ამიტომაც ებრაულ ბიბლიაში გამოთქმა "რეფაიმთა შთამომავალთაგან" ითარგმნება, როგორც "მკვდართა შთამომავალი". სახელწოდება "გიგანტი", "რეფაიმი", "მკვდარი" ამ არსებებთან მიმართებაში აღიქმება როგორც სინონიმი, რადგან, ადამიანებისგან განსხვავებით, ამ ქმნილებებს სული არა აქვთ, შესაბამისად, ისინი ვერ ეღირსებიან "მკვდართა საყოველთაო აღდგომას და ცხოვრებას მომავალი საუკუნისას". ამაზეა წინასწარმეტყველის სიტყვაც: "მკვდრები არიან, არ გაცოცხლდებიან; აჩრდილები (რეფაიმები) აღარ აღდგებიან, რადგან შენ დასაჯე და მოსპე ისინი. მათი სახსენებელი წარხოცე" (ესაია 26:14).
ნოეს კიდობანი
13. აპოლოგიის დასასრულს

საკუთრივ ამით ვამთავრებთ ჩვენს ძირითად განსჯას ინფორმაციაზე ენოქის წიგნიდან, ისევე როგორც ვამთავრებთ ჩვენს ძალისხმევას მის გასამართლებლად.

მივმართავთ რა წარღვნისშემდგომ დროებას და განვიხილავთ რა წარღვნას, როგორც კაცობრიობის ისტორიის მნიშვნელოვან ზღვარს, კვლავ ხაზს გავუსვამდით იმ გარემოებას, რომ დედამიწის მოსახლეობა წარღვნამდე და მის შემდეგ - განსხვავებული სამყაროებია. ამ ახალ სამყაროში უკვე ბინადრობენ სხვა ადამიანები - უკვე აღარ არიან ადამისა და ევას ადრინდელი შთამომავლები; აღარ არის "ძველთაგანვე სახელოვანი ხალხი" (დაბ. 6:4), თაობა, რომელსაც გააჩნდა გიგანტური ცხოვრებისეული ძალები და პრაქტიკული უკვდავება, როდესაც ხანდაზმულობის საზომს წარმოადგენდა ათასწლოვანი ცხოვრება. ხოლო ახლა, უფლის განკარგულებით, "იყვნენ ასოც წელ" (დაბ. 6:3).

გაქრა ნდობით აღსავსე ურთიერთობა ადამიანის მამობრივი ძალაუფლებისადმი ცხოველთა მთელ სამყაროზე - ამიერიდან "თქვენი შიში და ძრწოლა ჰქონდეს მიწის ყველა მხეცს, ცის ყველა ფრინველს, ყოველ სულდგმულს, რაც კი იძვრის დედამიწაზე, და ზღვის ყველა თევზს. თქვენს ხელთ არიან ისინი" (დაბ. 9:2).

წარსულს ჩაბარდა ცხოვრების ის წესი, როდესაც ადამიანი მხოლოდ მცენარეულს მიირთმევდა და, რომელიც სავალდებულო კანონს წარმოადგენდა ყველა ცოცხალი არსებისთვის დედამიწაზე კადნიერად რომ დაარღვიეს ბუმბერაზებმა, ამ ამაზრზენმა მონსტრებმა, რომელთა "შიშისზარი ჰქონდა ცოცხალთა ქვეყანას?" (ეზეკ. 32:27). ახლა ადამიანებზე ბატონობს სხვა კანონი: " ყოველი იძვრისი, რაც კი ცოცხლობს, საჭმელად გქონდეთ" (დაბ. 9:3).

ჩვენ არ ვიცით, მიწიერ ცხოვრებაში კიდევ რამ განიცადა ესოდენ რადიკალური ცვლილებები. მაგრამ ისიც კი, რომ გაჩნდა ხორცის ჭამის მოთხოვნილება, მკაფიოდ მოწმობს მთლიანობაში დედამიწაზე ცხოვრების პირობის გასასტიკებაზე. და, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძნელია იმის წარმოდგენა, რაოდენ იდეალური და კომფორტული იყო ცხოვრება პლანეტაზე, სანამ არ "ინანა უფალმა, რომ შექმნა ადამიანი ამქვეყნად, და შეწუხდა" (დაბ. 6:6) და სანამ არ გაისმა საღმრთო განაჩენი: "მოაწია ყოველი ხორციელის აღსასრულმა ჩემს წინაშე, რადგან აივსო ქვეყანა მათი უსამართლობით; და, აჰა, უნდა გავწყვიტო ისინი მთელი ქვეყნითურთ" (დაბ. 6:13).

წარღვნის შემდეგ უფალმა საბოლოოდ დააწესა დღევანდელი, ჩვენთვის ესოდენ ჩვეული წესრიგი: "ვიდრე ქვეყანა იქნება  - არც თესვა და მკა, არც ყინვა და სიცხე, არც ზაფხული და ზამთარი, არც დღე და ღამე არ გაუქმდება" (დაბ. 8:22).

ერთადერთი, რაც არ შეცვალა უფალმა ადრინდელი დროებიდან გახლავთ - ენა. როგორც დაბადების წიგნი მოწმობს: "ერთპირი იყო მთელი ქვეყანა და ერთ ენაზე მეტყველი" (დაბ. 11:1). ადამიანების ენა რჩებოდა აბსოლუტური სიმართლის იმ საღმრთო ენად, რომელიც სიტყვასიტყვით ასახავდა ყოველი ქმნილებისა და ცნების შინაგან არსს (1).

____________________

1. ამ ენას სამეცნიერო წრეებში "პრე-ენას" უწოდებენ (კალკი გერმანულიდან: Ursprache), რომელშიც იგულისხმება კაცობრიობის ამომავალი, უპირველესი ენა, რომელიც ფლობდა უნარს გამოეხატა ჭეშმარიტი ცოდნა. "ჭეშმარიტი ენის" ეს იდეა, რომლის სიტყვები წარმოადგენენ საგანთა ჭეშმარიტ სახელს, გადმოსცემენ მის არსს, ანტიკურ ფილოსოფიაში განიხილებოდა სტოიკოსთა მიერ.

____________________

ეს სამუდამოდ დაკარგული სამოთხისეული ენა შეიძლება შეიგრძნონ მხოლოდ "გულმოწყალეებმა", რომელთა შესახებაც ლაპარაკობს ისააკ ასურელი, იმ გულებმა, "რომლებიც ანთებულნი არიან სიყვარულით მთელი ქმნილი სამყაროსადმი... ფრინველებისადმი, მხეცებისადმი, და საერთოდ, ყოველი ქმნილებისადმი" (Лосский. Очерк мистического богословия. С. 240). ეს იყო ის ენა, რომელზეც ადამმა სახელები მისცა ყოველ ცხოველს, როდესაც ღმერთმა, ჯერ კიდევ სამოთხეში "გამოსახა ... მიწისაგან ველის ყველა ცხოველი და ცის ყველა ფრინველი და მიჰგვარა ადამს, რომ ენახა, რას დაარქმევდა. რომელ სულდგმულს რას დაარქმევდა ადამი, მისი სახელიც ის იქნებოდა" (დაბ. 2:19). ეს ვითარება ნარჩუნდებოდა პირველი წარღვნისშემდგომი გიგანტის ნიმროდის გამოჩენამდეც: "ხოლო ხუს შვა ნებაროთ. ამან იწყო გმირ-ყოფად ქვეყანასა ზედა" (სლავ.: "сей начал быти исполин на земли" (სლავ.: "исполин" - ქართ.: "გიგანტი", "ბუმბერაზი") (დაბ. 10:8). ნიმროდის ზღვარგადასული სიამაყისა და ღმრთისმბრძოლი იდეის შედეგი გახდა ის, რომ "ენა აურია მათ, რათა ვერაფერი გაეგებინებინათ ერთმანეთისთვის" (შეად. დაბ. 11:9). ადამიანებს უკვე აღარ ესმოდათ ერთურთის, ისინი სხვადასხვა ენებზე ალაპარაკდნენ: "აღრია უფალმა მთელი დედამიწის ენა და აქედან გაფანტა ისინი უფალმა დედამიწის ზურგზე" (დაბ. 11:9).

წარღვნამდელი ტრაგედიის მემკვიდრეობა კაცობრიობას წარღვნის შემდეგაც მოსდევს, როგორც ძველი პალესტინის გოლიათ ერთა, ასევე ძველ გიგანტ-დემონთა მოუსვენარი სულების სახით. ის მრუში ლტოლვა "კაცთა ასულებისადმი", რამაც დიად მთავარანგელოზ-დარაჯთა დაცემა გამოიწვია, არც ცალკეული შემთხვევა აღმოჩნდა და არც ერთგვარი დასანანი კაზუსი. როგორც წარღვნის შემდგომი ისტორია აჩვენებს, უფრო მცირე მასშტაბის დაცემული ქმნილებები თავიანთ ვნებისმიერ ძალმომრეობაში მაინც არ ასვენებენ ადამიანთა ცოდვილ სხეულებს. ასეთი მრუში თანაცხოვრების ფაქტები საკმაოდ მრავალრიცხოვანია და მან წარმართულ სულიერ სივრცეში ერთგვარი ყოველდღიურობის სახე ჰპოვა.

წყარო: Митрополит Митрофан (Баданин) ДО И ПОСЛЕ. АПОЛОГИЯ КНИГИ ЕНОХА. Мурманск. Издательство Мурманской епархии. 2019. Издание 2-е дополненное.
Назад к содержимому