სწავლანი > აპოკრიფები
ენოქის წიგნის აპოლოგია
თ. IV. წარღვნის შემდეგ
11. პრობლემის მართლმადიდებლური სივრცე
"ნეტარი თეოდორას საზვერეთა" შესახებ საყოველთაოდ ცნობილ გადმოცემაში (X ს.) მითითებულია, რომ 18-ე საზვერეში გამოიცდება "არაბუნებრივი" ცოდვები, კერძოდ - "დემონებთან სქესობრივი კონტაქტი: "ამის შემდეგ მივაღწიეთ სოდომის საზვერეს, სადაც გამოიცდება ცოდვები, რომლებიც არ შეეფერება არც კაცის და არც ქალის ბუნებას, ასევე კავშირი დემონებთან და პირუტყვებთან" (Посмертные мытарства души и Страшный Суд Божий. М.: Даниловский Благовестник, 2000).
რუსეთში "დემონთა მზაკვარების" ამგვარი მაგალითები შეიძლება შევამჩნიოთ ჰაგიოგრაფიულ ლიტერატურაში, მაგალითად, უსტიუჟელ წმიდა საკვირველთმოქმედთა პროკოფისა და იოანეს ცხოვრებაში სათაურით: "დემონით შეპყრობილ ქალ სოლომონიას შესახებ" (სლავ.: "Повесть о бесноватой жене Соломонии" იხ.: Памятники старинной русской литературы. СПб., 1860. Вып. 2). აი მცირე ეპიზოდი ამ გადმოცემიდან: "სოლომონია ადგა თავისი საწოლიდან, გააღო სახლის კარი, რადგან ფიქრობდა, რომ ქმარი მოვიდა. იმწამსვე ეცა მას სახეში ძლიერი ქარბორბალა, რომელშიც გაიელვა ცეცხლოვან-მოცისფრო ალმა... სოლომონიამ იხილა დემონი, რომელიც მას მხეცის სახით გამოეცხადა - ბალნიანი, ბრჭყალებიანი მხეცი მაშინათვე მიუწვა მას საწოლში. შეშინებულმა სოლომონიამ კივილი მორთო, მაგრამ მხეცმა ის მაინც შებილწა მრუშობით, ხოლო თვით სოლომონიამ გამოიღვიძა მეორე დღის სამ საათზე და არავისთვის არაფერი უთქვამს დემონის მზაკვრობაზე" (Звездочтец. Русская фантастика XVII века. М.: Сов. Россия, 1990. С. 188).
ეს ფაქტი დამოწმებულია ყოველი ქრისტიანისთვის ძვირფას გადმოცემაში "პეტრესა და თებრონეს შესახებ" ("Повесть о Петре и Февронии"): "ოდითგანვე სიკეთის მოძულე და კაცთმოძულე დემონი შესახლდა მტრულად განწყობილ გველში და მიფრინავდა თავადის (სახელად პავლე) ცოლთან, რომ ემრუშა" (Сказания о чудесах. Библиотека русской фантастики. М., 1990. Т. 1. С. 158). იმავე წმინდანების, პეტრესა და თებრონეს ცხოვრებაში, აღწერილია მოვლენები, რომლებიც ხდებოდა XVII ს-ის ძველ მურომში. ამასთან უნდა ვაღიაროთ, რომ "კაცთა ასულებთან ეშმაკის შესვლის" ანალოგიური ვითარებები გასაოცრად იყო გავრცელებული რუსეთში, უბრალო ადამიანების ცხოვრებაში.
საკმაოდ ცნობილმა რუსმა მწერალმა ს. ვ. მაქსიმოვმა, შესანიშნავი წიგნის "Год на Севере" ("წელიწადი ჩრდილოეთში") ავტორმა, გასულ საუკუნეში ჩაატარა ამ საკითხის უაღრესად საინტერესო გამოკვლევა. მან შეკრიბა უმდიდრესი მასალა რუსეთის სხვადასხვა მხარეში და გაარკვია (მღვდლებთან, ასევე სოფლის მასწავლებლებთან გასაუბრებებში) (13), რომ თურმე მარტოხელა ქალებში საკმაოდ გავრცელებულია რომელიღაც "სულიერ საყვარლებთან" რეგულარული შეხვედრების ფაქტები. მეტიც, მსგავსი ფაქტები იმდენად ჩვეულებრივი მოვლენაა სოფლის ცხოვრებაში, რომ თავიანთი ერთფეროვნებით გაოცებასაც კი იწვევენ, მიუხედავად იმისა, რომ ავტორი ამგვარი სახის რამოდენიმე ათეულ შეტყობინებას გაეცნო რუსეთის სრულიად სხვადასხვა კუთხეში. ამ თვალსაზრისით მოვლენათა სრულ იდენტურობაში შეიძლება დავრწმუნდეთ ამ პრობლემის მკვლევარ ევროპელ მეცნიერთა ნაშრომებში (იხ.: Jules Delassus. Les Incubes et des Succubes. Paris: Société du Mercure de France, 1897. 1 vol. In-12, 62 p).
______________
13. რუსეთის ისტორიის იმ პერიოდში განათლებული მასწავლებელი ქალი სანდო პირი და მრჩეველი ხდებოდა ქათლა მრავალრიცხოვან პრობლემებში, როგორც საყოფაცხოვრებო, ასევე სულიერი თვალსაზრისით.
______________
დიახ, მართლაც, შეიძლება ქალს მიეჩვიოს ე. წ. "ცეცხლოვანი გველი", (14) განსაკუთრებით იმ ქალებს, ვინც ხანგრძლივად და ძლიერ მიჰნატრიან ქმრებს, რომლებიც ან საშოვარზე არიან წასულები ან კიდევ გარდაიცვალნენ. კითხვაზე, თუ რატომ "ცეცხლოვანი გველი", ქალები პასუხობდნენ: იმიტომ, რომ მოსვლის წინ ან თვით "დაზარალებული" ან კიდევ მეზობლები ხედავენ ცეცხლოვან ელვარებას, ციალს ან ნაპერწკლებს, თითქოსდა ხანძარი იწყებაო.
______________
14. "ისინი (დემონები), როგორც ადრე, იღებენ მხეცისა და ქვეწარმავლების, განსაკუთრებით მათთვის საყვარელი გველის სახეს". Святитель Игнатий Брянчанинов. Прибавление к слову о смерти. СПб., 1881. С. 207–208. ბერძნულ მითოლოგიაში ზევსი დაქორწინა ჰერაზე, სწორედ იმის შემდეგ, რაც "გველის" სახე მიიღო. "ჩვენთან ბოროტ სულთა მეთაურს გველსა და სატანას უწოდებენ". Иустин Философ. Сочинения. С. 58
______________
მაქსიმოვმა სიტყვა-სიტყვით ჩაიწერა ერთი ქალის ნაამბობი, რომელსაც სულაც არ აწუხებდა სინდისი მის სახლში მიმდინარე მოვლენების გამო: "ჩემი მოხუცი გარდაიცვალა, მე კი მოვიწყინე: მოუსვენრობისგან ადგილს ვერ ვპოულობდი. აი ასე, დავდივარ ტიტლიკანა. ერთხელაც ღამით ფანჯარასთან ვიჯექი, რომ უცებ განათდა: ვიფიქრე, ალბათ ეზოში რაღაცას ცეცხლი წაეკიდა-თქო. გავიხედე, ჩემი მოხუცი მშვიდად დგას ჩემს წინაშე: შავი შლაპა, მაღალი, ახალი ჩექმები... იმ დროიდან დადის ხოლმე ჩემთან" (Максимов С.В. Нечистая, неведомая и крестная сила. Смоленск, 1995. С. 422). აი ასე, ჩვეულებრივ, ყოველდღიურად. და სრული უგულისხმოება იმისა, თუ რა უბედურება ტრიალებს მის თავს (15).
______________
15. ანალოგიური ფაქტები დამოწმებულია მრავალ სხვა ხალხთა ცხოვრებაშიც. იხ.: Мошков В. Миросозерцание наших восточных инородцев – вотяков, черемисов и мордвы // Живая старина. СПб., 1900. Т. 10. Вып. 2. С. 198.
______________
მაცთური დემონი Демон-соблазнитель. Худ. Зичи М.А. 1887 г.
"განსაკუთრებული სიმარტივით "ცეცხლოვანი გველი" ღამ-ღამობით შეიძლება შეეჩვიოს იმ ქალებს, რომლებიც ხანგრძლივად და ძლიერ მიჰნატრიან ქმრებს, რომლებიც ან საშოვარზე არიან წასულები ან კიდევ გარდაიცვალნენ" (Максимов С. В.).
ვინმე თუ იფიქრებს, რომ ეს ყველაფერი მეფის რუსეთის გაუნათლებელი ხალხის ცრურწმენებია, მაშინ ის თანამედროვე ინტერნეტ-თანამეგობრობის საიტებზე გაეცნოს მსგავს გამოცხადებებს. დღეს საერთოდ არ არის საჭირო ინკვიზიტორული დაკითხვები, რათა დავრწმუნდეთ ამ უბედურების ფართოდ გავრცელებაში და მოვისმინოთ ამ მოვლენის მრავალრიცხოვანი მოწმობა, რამეთუ "სოდომელებივით აცხადებენ თავიანთ ცოდვას, არ მალავენ, ვაი მათ სულს! ბოროტება მიაგეს საკუთარ თავს!" (ისაია 3:9).
იმთავითვე აღვნიშნავთ, რომ ფუქსავატობა - სულაც არ არის ჩვენი ეროვნული თავისებურება. საკმარისია გავიხსენოთ ჟორჟ ამადუს საკმაოდ ცნობილი რომანი "დონა ფლორი და მისი ორი ქმარი", რომელშიც დეტალურად არის აღწერილი ანალოგიური მოვლენები, რომლებიც 1969 წელს ხდებოდა კათოლიკურ ბრაზილიაში.
XIX ს-ში ვლადიმირის გუბერნიის სხვადასხვა მაზრაში ჩატარდა "რუს გლეხ-მიწათმოქმედთა" ყოფა-ცხოვრების მასშტაბური კვლევა. პრაქტიკულად ყველა მაზრაში შეკრებილ იქნა ვრცელი ინფორმაცია კარგად ცნობილ ფაქტებზე, სადაც მარტოხელა და ქვრივი ქალების (იშვიათად მამაკაცების) პირად ცხოვრებაში ერეოდნენ ე. წ. "მფრინავი ეშმაკები" ან "ცეცხლოვანი გველები, რომლებიც მიფრინავენ მოწყენილ ქვრივებთან" (Фирсов Б.М., Киселева И.Г. Быт великорусских крестьян-землепашцев. Описание материалов этнографического бюро князя Тенишева. (На примере Владимирской губернии). СПб., 1993. С. 43).
ეს უწმინდური ძალა ყოველთვის მოდის "ცეცხლოვანი გველ-მაქციას" სახით და უკვე შემდეგ იღებს სასურველ გარეგნობას. "ნაპერწკლებად იფრქვევა მილის თავზე. ქოხში სწორეიდ იქიდან ჩამოდის და ოთახში ლამაზი ყმაწვილის ან სახლის მფლობელი ქალის გარდაცვლილი ქმრის სახეს იღებს" (Чулков М.Д. Абевега русских суеверий. М.: Тип. М. Гиппиуса. 1786).
ამგვარი კავშირებისგან ქალები "ხმებიან და ნაფოტივით ილევიან" (Архив РЭМ. Ф. 7, оп. 1, д. 15. Вязниковский уезд, л. 3; д. 27, Меленковский уезд, л. 4; д. 46, Муромский уезд, л. 9; д. 64, Шуйский уезд, л. 2), რადგან დემონთან უმძიმესი სულიერი დამოკიდებულების ქვეშ ექცევიან, რომელიც ბუკვალურად იწოვს უბედური ქალისგან ყველა მაცოცხლებელ ძალას. რუსი ხალხი კარგად იყო ინფორმირებული ამგვარ გველ-დემონთა შესახებ და ამ ფაქტებს ჩვეულებრივ მოვლენად აღიქვამდა, თვით საყოფაცხოვრებო შემთხვევადაც კი. მის შესახებ იციან ისიც, რომ გარეშე პირთათვის დემონი უხილავია, მაგრამ მისი ხმა ქოხში ყველას ესმის, შეიძლება მას დაელაპარაკო - კითხვებზე პასუხებს გაგცემს. მოულოდნელი გარეშე პირებისთვის ამგვარი "შეყვარებულის" გამოჩენა შესამჩნევია "შეყვარებულის" სახლში მიტანილი საჩუქრების მიხედვით ("ხელცარიელი არ მოდის") (16), მაგრამ, მეორე მხრივ, კარგად ჩანს "რჩეულის" გარეგანი ცვლილებებიც: უეცარი გახდომა და განლევა. "ამგვარი ურთიერთობა ბოლოს მიდის იქამდე, რომ ქალი კვდება ან სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამთავრებს" (Максимов С. В. Нечистая, неведомая и крестная сила. Смоленск, 1995. С. 423) (ხალხში მიიჩნევდნენ, რომ ქალის თვითმკვლელობისთვის ეს ერთადერთი მიზეზი იყო).
________________
16. ორლოვისა და იაროსლავის გუბერნიებში ამგვარ გველს юж-ს (ანუ ქარს - "აპოკ". რედ.) უწოდებდნენ (юж - ძველრუსულში ნიშნავს ჰაერს, აიროვან ნივთიერებას - "აპოკ." რედ.). არსებობდა ანდაზაც: "Как юж, все в дом тащит" ("ქარივით ყველაფერი სახლში მოაქვსო"), ხოლო თუ სწრაფად მდიდრდებოდა ვინმე, მაშინ იტყოდნენ: "Юж ему деньги таскает" ("ქარს მისთვის ფული მოაქვსო") და ა. შ. ხალხმა ასევე იცოდა, რომ შესაძლებელი იყო ეშმაკთან მოლაპარაკება და დროებით ისეთი "ქარის" მიღება, რომელიც ფულს მოგიტანდა, მაგრამ პირობებიც ცნობილი იყო - სულის დათმობა. სიტყვა "юж", შესაძლოა, დაკავშირებული იყოს ლევირატის (რუს.: южичество), ანუ "თესლის აღდგინების" ცნობილ კანონთან (ქალი გარდაცვლილი ქმრის ცოცხლად დარჩენილ ძმას, ანუ მაზლს უნდა გაჰყოლოდა ცოლად, რომელიც თავის უშვილოდ გარდაცვლილ ძმას "თესლს აღუდგენდა", ანუ ჩვილს გაუჩენდა - "აპოკ." რედ.).
________________
საინტერესოა, რომ რუსი ხალხის გადმოცემებში, "ხალხურ დემონოლოგიაში", მკაფიოდ განაცალკევებდნენ ტერმინებს "черт" (ეშმაკი) и "бес" (დემონი), რომელიც სრულ შესაბამისობაშია ენოქის წიგნის სულისკვეთებასთან. ერთადერთი, რაც განასხვავებს მას ენოქის წიგნისგან არის ის, რომ ენოქთან სიტყვა "бес"-ის ექვივალენტად გამოიყენება სიტყვა "დემონი". როგორც ხსენებული კვლევის კორესპოდენტები ამტკიცებდნენ, "ეშმაკები თავიდან იყვნენ ანგელოზები, მაგრამ ღმრთის წინააღმდეგ ამბოხის გამო გაშავდნენ. მათი რაოდენობა ურიცხვია, და ისინი ცხოვრობენ ქვესკნელში, დედამიწაზე კი უფრო ღამ-ღამობით გამოდიან. ხოლო დემონები - ეს უწმინდურ სულთა ერთგვარი სახეობაა, რომლებიც დაიბადნენ ეშმაკებისა და კაცთა ასულების სქესობრივი აღრევით. მათ განეკუთვნებიან ალი, ქაჯები, ტყის დედოფალი, ტყის კაცი, ოჩოპინტრეები, სახლის "ანგელოზები", და მათი მსგავსი დემონური არსებები" (Архив РЭМ. Ф. 7, оп. 1, д. 27, Меленковский уезд, л. 3 об.).
უწმინდურ ძალასთან კავშირით რაიმეს დაბადების შესაძლებლობასთან დაკავშირებით ხალხში კარგად არის ცნობილი, რომ "ეშმაკისა და ჯადოქრისგან იბადება ჯადოქარი", თუმცა ჯადოქრად შეიძლება იქცეს ასევე უბრალოდ "დედის მუცელშივე დაწყევლილი ჩვილი" (Архив РЭМ. Ф. 7, оп. 1, д. 3, Владимирский уезд, л. 7). რაც შეეხება "გველ-მაქციებს", მათგან ქალები შობენ ბავშვებს, მაგრამ, როგორც ამბობენ, ისინი დღემოკლენი არიან ან მკვდრადშობილნი ჩნდებიან ამ ქვეყანაზე. გამოკვლევათა ავტორის მიერ გამოკითხული მეან-ბებიაქალები ყველგან ჰყვებიან, როგორ იღებდნენ უწმინდურ სულთაგან ჩასახულ ბავშვებს, და რომ ასეთი ბავშვები არიან "შავები და მსუბუქები". ისეც ხდება, რომ "როგორც კი დაიბადება, იმწამსვე იატაკში ძვრება".
დემონი და გოგონა. მხატვ. მ. ა. ვრუბელი
ყველა მსგავს უბედურებაში ხალხი იმედს ამყარებს წმიდა წყალზე (აიაზმაზე), რომლითაც "უნდა აპკურო სახლი და ჭერი". ხოლო სოფელ-სოფელ მოარული კოჭლები დემონთა ხრიკებისგან დაზარალებულ ხალხს სასეთ საიმედო რეცეპტს სთავაზობენ: ორმოცჯერ დაწერილი ლოცვა: "აღდეგინ ღმერთი...", რომელიც ჯვართან ერთად უნდა დაიკიდონ მკერდზე და ატარონ (17).
________________
17. აქ ჩვენ აშკარად ვხედავთ "გათვალვის" საწინააღმდეგო ამულეტების ტარების იუდეველთაგან მიღებულ ჩვეულებას. იგივე დანიშნულებას ატარებს თავზე შემოხვეული ლენტიონები, რომლებზეც აღბეჭდილია ძველაღთქმისეული ტექსტები. ამგვარი ქმედება აკრძალულია ლაოდიკიის კრების 36-ე კანონით (იხ. დიდი სჯულისკანონი).
________________
ეს კონკრეტული პრობლემა საღვთისმეტყველო თვალსაზრისით რუსეთის ეკლესიაში განხილულ იყო ჯერ კიდევ XVII ს-ში კიევო-პეჩორის ლავრის არქიმანდრიტის ინოკენტის (გიზელი) მიერ წიგნში "Мир с Богом человеку, или Покаяние святое, примиряющее Бога с человеком" ("მშვიდობა ღმერთთან, ანუ წმიდა სინანული, რომელიც ადამიანს შეარიგებს ღმერთთან"), სადაც პირველად იქნა კლასიფიცირებული ცოდვის ეს სახეობა და მოცემულ იქნა დემონებთან ადამიანთა "სასიყვარულო" თანაცხოვრების საწინააღმდეგო საკმაოდ მნიშვნელოვანი დარიგებები: "После же скотоложества – есть грех плотский наигорший с животными бессловесными или с коим-либо иного естества от человеческого… Здесь же прилучиться может смешение телесное с диаволом, сиесть с летавцем, который блуд есть наитягчайший, и правоверным противный сице ради осквернения чина христианского, яко же и ради общения со злым духом" (ქართ.: "პირუტყვთან დაცემის შემდეგ - უმძიმესი ხორციელი ცოდვაა ... სქესობრივი აღრევა ეშმაკთან, რომელიც მრუშობის ყველაზე მძიმე სახეობაა...") (Древлехранилище РНБ. Мир с Богом человеку, или Покаяние святое, примиряющее Бога с человеком. Киев, 1669. С. 244).
უნდა ითქვას, რომ საზოგადოებაში ამ ვითარების სერიოზული გამძაფერება უცილობლივ ფიქსირდებოდა ომების შემდეგ, რომელიც, ბუნებრივად, უამრავ ქალს აქვრივებდა. რაც შეეხება ჩვენს დროებას, ნებაყოფლობითი კავშირების ფაქტები, და, სხვათა შორის, დემონთა მიერ გაუპატიურების ფაქტებიც, საკმაოდ გავრცელებულია და გააჩნია ზრდის ტენდენცია. ყოველმა გამოცდილმა მღვდელ-მოძღვარმა იცის მსგავსი სულიერი პრობლემის არსებობის შესახებ (იხ., მაგალითად, "Ответ священника женщине одержимой бесами". М., 1996. С. 7). ამასთან, უნდა ვაღიაროთ, ამგვარი ცოდვის აღსარების შემთხვევები საკმაოდ მცირეა. და ეს სრულიად კანონზომიერია, რადგან ადამიანის ესოდენ მჭიდრო ურთიერთობა დაცემულ ანგელოზთან გულისხმობს ღრმა შინაგან დამოკიდებულებას, არსებითად, სულიერ მონობას, რაც უბედურ ქალს არ აძლევს შესაძლებლობას გამოავლინოს საკუთარი ნება და გამოიყენოს სინანულის საიდუმლოს მაკურნებელი ძლიერება.
არ შეიძლება ითქვას, რომ დემონთა მრუში ინტერესის საგანს მხოლოდ მოწიფული ქალები წარმოადგენენ. ავტორის სამოძღვრო პრაქტიკაში არსებობს კონკრეტული მაგალითები, როდესაც დემონმა მრუში კავშირი დაამყარა მცირეწლოვან გოგონასთან. და მხოლოდ მოწიფულობის ასაკში, რწმენაში სრულად შესვლის შემდეგ, მოახერხა მან საბოლოოდ განეგდო ეს დემონური ძალა.
ასევე უნდა ვახსენოთ ქალის სახით დემონის გამოცხადების საინტერესო მაგალითიც. ავტორს, სანამ გაქრისტიანდებოდა, ჰყავდა ერთი მეგობარი, ოფიცერი, რომელიც თავს იქებდა იმით, რომ სიყრმის ასაკიდანვე ჰქონდა რეგულარული ინტიმური კონტაქტი მასთან ღამ-ღამობით მოსიარულე ქალთან. ის, გარდა იმისა, რომ მრუში კავშირით იყო დასაქმებული ხსენებულ ოფიცერთან, ამავდროულად ასწავლიდა მას ქალთა ცთუნების ხელოვნებას და ამ მეცნიერების სხვადასხვა "დეტალების" წვდომას. ოფიცერი ძალიან ამაყობდა ამ თავისი რჩეულობით და, როგორც ვაკვირდებოდი, იყენებდა კიდევაც ამ ცოდნას ქალთა საცთუნებლად. საინტერესოა, რომ ავტორმა შემდეგში შეძლო ამ დემონური ხელოვნებისგან ერთ-ერთ "დაზარალებულთან" გასაუბრება. ეს ქალი ოფიცერთან სქესობრივ ურთიერთობას "სასიამოვნო მოგონებას" უწოდებდა და ახსენებდა მნიშვნელოვან გარემოებას: "ეს თითქოსდა იყო არა კაცი, არამედ ცხენი, ულაყი". უნებლიედ გვახსენდება ადრე მოტანილი ციტატები მემრუშეებზე, "რომელთა სასირცხო ასოები ცხენთა სასირცხო ასოებს წააგავდა" (ენოქი 17:22) და "რომელთა სხეული ვირების სხეულია და ულაყებივით არიან ატეხილნი" (ეზეკ. 23:20).
ჩვენ უკვე ვახსენეთ იუსტინე ფილოსოფოსის მოწმობა იმის შესახებ, რომ ქრისტიანობამდელ პერიოდში "ბოროტი დემონები, ღიად ცხადდებოდნენ და ქალებსა და ყრმებს ბილწავდნენ" (Иустин Философ. Сочинения. С. 35). წინამდებარე წიგნის ავტორს ჰქონდა გამოცდილება ებრძოლა ერთი ჩრდილოურ-აბორიგენული ეროვნების ყმაწვილის სულისთვის, რომელსაც საგვარეულო "თანაშემწე სული" დაჰყვებოდა. დემონი მას დაუფარავად ეცხადებოდა და სოდომური ცოდვისკენ აქეზებდა. აღსარებამ და ზიარებამ მხოლოდ დროებით დაიცვა იგი ძალადობისგან, რადგან თვით ყმაწვილი, როგორც ჩანს, ამ მისდამი "მიწერილ" უწმინდურ სულს ძლიერ ჰყავდა სულიერ-გენეტიკურად შეპყრობილი. მალე ყმაწვილმა უარი თქვა ბრძოლაზე და უკან გაემგზავრა.
და ეს ფაქტები - სულაც არ გახლავთ რაიმე იშვიათობა ან ექსკლუზივი. ჩვენს დროში ძნელი არ არის დარწმუნდე ამგვარი უმძიმესი ცოდვის უჩვეულო მომრავლებაში. საკმარისია ეწვიო ეზოთერულ (და არა მარტო) ფორუმებს ინტერნეტ-საზოგადოებებში. "ლიბერალობისა და ტოლერანტობის" თანამედროვე მიმდევრები ყველაზე ღია სახით უზიარებენ მკითხველს დემონებთან მრუში კავშირის გამოცდილებას, ამგვარი პარტნიორების მოზიდვის მეთოდებს და სხვა. ეს ყოველივე იმდენად ჩვეულებრივია და ყოველდღიური, რომ არ არსებობს სიფრთხილის უმცირესი ნიშანწყალიც კი, არაფერი რომ არ ვთქვათ, იმ უბედურებაზე და საშიშროებაზე, რომელშიც იმყოფებიან ეს საცოდავი ადამიანები (18).
_____________
18. გავიხსენოთ 2017 წელს მომხდარი გახმაურებული ამბავი, როდესაც ვინმე ბორის გრიცი დანით ხელში თავს დაესხა ჟურნალისტ ქალს ტატიანა ფელჰენჰაუერს, რადგან მან შეაწუხა იგი თავისი ღამეული და "ტელეპატიურ"-სექსუალური მეძიებლობით. აშკარაა, რომ აქ ლაპარაკია მრუშობის დემონზე, რომელიც მასთან მოდიოდა ამ ქალის სახით.
_____________
12. ხელისუფლება და დემონური ძალები
გასულ საუკუნეებში, დიდი სულიერი განათლებულობის პერიოდში, რევოლუციამდელი რუსეთში ოფიციალური სახელმწიფო ხელისუფლება ასე თუ ის ცდილობდა ადამიანის ცხოვრებაში დემონური ძალის შეჭრის მსგავსი შემთხვევების კონტროლირებას და ამ დემონური ზემოქმედების შედეგებთან ბრძოლას. ასე, მაგალითად, XVIII ს-ის სამსახურეობრივ-საძიებო საქმეებში, რომლებიც დაკავშირებული იყო ჯადოქრობასთან, შეიძლება ვნახოთ მრავალი განცხადება, რომელიც ქვემოთმოტანილი ერთ-ერთი განცხადების მსგავსია: "მაგისტრატური პრეზიდენტი მოროზოვი გამდიდრდა იმისგან, რომ როგორც ჩანს მის, ანუ მოროზოვის ცოლთან, მრუშობს დემონი და მასთან სიმდიდრე - ფული, ოქრო-ვერცხლი და მარგალიტები მოაქვს. როდესაც მოფრინდება, ეს უწმინდური ძალი ადამიანის სახეს იღებს და მოროზოვას თითქმის მოაკვდინებს, რისი სანდო მოწმეებიც არსებობენ" (РГИА, ф. 796, оп. 27, д. № 230 за 1746 год, л. 3, 4). Или, например, в 1709 году в Каменецком магистрате разбиралось судебное дело по обвинению мещанки Гжегоржии Клецкой, «которая состоит в связи с лятавцем – перелетным злым духом» ( Антонович В.Б. Колдовство. Документы – процессы – исследование. СПб., 1877. С. 54).
ადამიანისა და რეალურად არსებული უწმინდური ძალის ურთიერთშეჯახების სიცხადე სულ უფრო ხშირად შედიოდა კონფლიქტში "განმანათლებლობის" ეპოქის "მოწინავე იდეებთან". ბნელეთის მოციქულად და რელიგიურ ფანატიკოსად რომ არ შეერაცხათ, თვითმხილველს სულ უფრო მეტი კონკრეტული მტკიცებულებების დამოწმება უწევდა "უმეცრული" ფაქტების რეალობიდან, თანაც ამ მტკიცებულებების სინამდვილე დოკუმენტალურად უნდა ყოფილიყო დამოწმებული. ამ აზრით, საყურადღებოა, მაგალითად, XVIII ს-ის დოკუმენტი სახელწოდებით "მოხსენება ციმბირის უწყებაში ეშმაკისეული ცთუნების შესახებ" («Доношение в Сибирский приказ о дьявольском наваждении». Сообщил Забелин И.Е. СПб., 1884). მომხდარის არსი მდგომარეობდა შემდეგში. 1737 წლის აგვისტოს თვეში ტომის სავოევოდო კანცელარიაში მოვიდა ბოიარის შვილი ალექსი ივანეს ძე მეშჩერინი და თან მოიყვანა შინაყმა გოგო არინა ივანოვნა, ეროვნებით ყალმიხი, დაბადებიდან თორმეტი წლის, და განაცხადა, რომ ეს გოგონა შესვრიმულია ჯადოქრობით და მასში "ეშმაკის საცთური" ცხოვრობს". ციმბირის გარნიზონის ვოევოდას სეკუნდმაიორ უგრიმოვის კითხვებზე მეშჩერინმა განმარტა, რომ ეშმაკის ეს საცთური გოგონას მუცელშია დაბუდებული, აშკარად ადამიანური ხმით მეტყვლებს და აღიარებს, რომ მზაკვარი სულია, ასევე ირწმუნება, რომ გოგონაში ის ჩასულია სხვა შინაყმის ვასილისა ლომაკოვას მიერ.
ხალხში ამ ღამისეულ სტუმარს უწოდებდნენ: ცეცხლოვან გველს, მფრინავს, მაცთურს
ფაქტის დასადასტურებლად ვოევოდამ შეკრიბა ყველაზე სანდო ხალხი: ტომსკის ტაძრის მღვდელი მამა პროკოფი, პორუჩიკი არშნევსკი, სამი მდივანი, სამი ბოიარის შვილი და ორმოცდაათიანელი მიხაილ ჩერკასოვი. შემოწმებამ აჩვენა, რომ გოგონას მუცელში მჯდომი მზაკვარი სული მართლაც ადამიანური ხმით მეტყველებდა და თავს ივან მეშჩერინს უწოდებდა, პასუხობდა ყველა ქრისტიანულ შეკითხვას და ამტკიცებდა, რომ გოგონას მუცელში ჩასვეს ოთხი წლის წინ, ჯადოქრობით აღებული წყლიდან და, რომ დღეს ან ხვალ უკვე დაიბადებოდა. ეს მოწმობა, ყველა იქ შეკრებილის ხელმოწერით, გააგზავნეს სამთავრობო სენატის კანტორაში, რათა მისი საიმპერატორო აღმატებულების განკარგულებითი მითითება გამოეთხოვათ.
უნდა ითქვას, რომ იმპერატრიცა ანა ივანოვნა ამ შეტყობინებას განსაკუთრებული სერიოზულობით მოეკიდა და თავისი განკარგულებით მოითხოვა გატარებულიყო ყველაზე ენერგიული და გადამწყვეტი ზომები ამ საძაგელი ჯადოქრობისა და წახდენის მომწყობი დამნაშავის გამოსავლენად. დოკუმენტს იმპერატრიცამ თან დაურთო ამ შემთხვევის ყოველმხრივი გამოძიების საფუძვლიანი ინსტრუქცია.
დემონის შეღწევა ადამიანში - ეს არის მოვლენა, რომელიც ახასიათებს ყველა ეპოქას.
სან-ძენო მაჯორეს ძველი ბაზილიკის კარიბჭეზე შეიძლება ვნახოთ, თუ როგორ დევნის წმ. იოანე ოქროპირი დემონს დემონით შეპყრობილისგან.
ბრინჯაოს ჩამოსხმა, XII ს., ვერონა, იტალია.
გასაგებია, რომ ეს განკარგულება ციმბირში გარკვეული დროის შემდეგ ჩაიტანეს, მანამდე კი გათვალული გოგონა გუშაგების თანხლებით ტომსკის შობის სახელობის ქალთა მონასტერში მიიყვანეს, სადაც, უნდა ითქვას, საკმაოდ მალე დადგა ამ ისტორიის შედარებით კეთილი აღსასრული. როგორც გუშაგი კაზაკის ფედორ პერევოდჩიკოვის მოხსენებიდან ჩანს და, რასაც ხელს აწერს მრავალი მოწმე, გოგონა მონასტრის იღუმენიას სენაკამდე მიაცილეს, სადაც ეშმაკმა მისი მუცლიდან საშინელი ლანძღვა-გინება და მუქარები ამოუშვა, თანაც გუშაგებს დაემუქრა, რომ თუ ისინი ვინმეს შემოუშვებდნენ სენაკში ვოევოდა უგრიმოვთან უჩივლებდა.
იესუ ქრისტე დევნის ეშმაკს მუნჯი კაცისგან.
"როგორც კი გავიდა ეშმაკი, მუნჯმა ენა ამოიდგა, და უკვირდა ხალხს" (ლუკა 11:14)
როდესაც მოვიდა იღუმენია დომენიკა სხვა მონაზვნებთან ერთად, მზაკვარი სული ყველას პატიებას სთხოვდა, ხმამაღლა ჰყვიროდა და კვნესოდა, გოგონა კი ამ დროს მერხზე წამოწვა და ამბობდა, რომ ძლიერი კაეშანი (სევდა) შემოაწვა და ცუდად გახდა. შემდეგ ეშმაკმა ყველასთან დამშვიდობება დაიწყო, და ყველას საკუთარი სახელით მიმართავდა. იღუმენიას კითხვაზე, თუ სად აპირებდა წასვლას, მან უპასუხა, რომ უკან წყალში უნდა დაბრუნებულიყო, და დაიყვირა, რომ კარები გაეღოთ მისთვის. როგორც კი სენაკის კარი გაუღეს, მერხზე წამოწოლილმა გოგონამ ძალიან დიდი პირი დააღო და მისგან ერთგვარი სისველე გამოვიდა, შემდეგ თითქოსდა ბინძური კვამლის ბოლქვი ამოვიდა, რაც სენაკის კარებამდე გაიჭიმა და გაქრა.
თვით გოგონამ აჩვენა, რომ ხედავდა, თუ კვამლთან ერთად როგორ გამოდიოდა მისგან დასველებული ყვავის მსგავსი არსება, და რომ ახლა მის მუცელში სისუფთავეა და ეშმაკის საცთური გაქრა. იგივე დაადასტურეს ამ მოვლენათა მოწმეებმაც, და ეს დასტური თავიანთი ახსნა-განმარტებებითა და ხელმოწერებით დაამტკიცეს.
ჩვენ ეს ისტორია ასე დეტალურად იმიტომ კი არ დავიმოწმეთ, რომ ის განსაკუთრებულად უნიკალურია, არამედ იმიტომ, რომ ის მეტად ტიპიურია თავისი წვრილმანების მიხედვით (19). მართლმადიდებელ ქრისტიანთაგან მათ, ვინც ასე თუ ისე გადაჰყრია დემონით შეპყრობილობის ფაქტებს, მრავალი ამგვარი ამბის აღწერა შეუძლიათ. ვინც თუნდ ერთხელ მაინც ყოფილა ამ შემაძრწუნებელი ვითარების მოწმე, რომლის დროსაც კითხულობენ "კვეთებულის ლოცვას", ბევრად უფრო სერიოზულად ეპყრობა თავის ქრისტიანულ მოვალეობას, რადგან გამოცდილებით იცის უკვე "ლოცვისა და მარხვის" ძალა, რომლითაც დაცემული ანგელოზები იდევნებიან (მათე 17:21).
____________________
19. ასე, მაგალითად, ერთმა გამოცდილმა მღვდელმონაზონმა ავტორს მოუთხრო, თუ როგორ იხილა მან 80-იან წლებში, მურმანსკის ტაძარში, ლიტურგიაზე, ერთ-ერთი დემონით შეპყრობილი ადამიანისგან ეშმაკის გასვლა. ეს მღვდელმონაზონიც "სველ ყვავებს" ახსენებდა: "ოღონდ მათ ბრჭყალები უფრო მორკალული და აპკიანი ჰქონდათ. შემდეგ მათ სკამებქვეშ შერგეს თავი და გაქრნენ".
____________________
დასკვნა
დავუბრუნდეთ იმას, რითაც დავიწყეთ ჩვენი გამოკვლევა. ქრისტე მაცხოვრის შემდეგდროინდელი სამყარო რადიკალურად განსხვავდება ძველაღთქმისეული სამყაროსგან. ჩვენ მიერ მოტანილი მოწმობები, სადაც დემონური ძალები აშკარად ერევიან ადამიანთა ყოველდღიურ ცხოვრებაში ახალაღთქმისეულ პერიოდში უფრო გამონაკლისობით, იშვიათობით ხასიათს ატარებს, თუმცა ამგვარი ფაქტებიც დაწესებული წეს-რიგის დარღვევაა. ეს შემთხვევები - უმნიშვნელო შეხსენებაა იმ ვითარებისა, რომელშიც იძულებით ცხოვრობდნენ წარმართი ხალხები. ბნელეთის ძალთა ამგვარ პარპაშს ბოლო რომ მოღებოდა, რომ დასრულებულიყო კაცობრიობის სულიერი დამონება, სამყაროს მაცხოვარი მოევლინა: "მიტომაც მოგვევლინა ძე ღვთისა, რომ დაერღვია ეშმაკის საქმენი" (1 იოანე 3:8).
მიუხედავად ამისა ამ გარდაუვალი ფაქტის აღიარება დღევანდელობას მაინც უჭირს. ისტორიული მეცნიერება აშკარად საჭიროებს სულიერ გამოჯანსაღებას, ათეისტური ამპარტავნებისგან გათვისუფლებას, "წმიდა საერო მსოფლმხედველობისგან გაწმენდას, რომელიც სარგებლობს საზოგადოდ მიღებული მეთოდური ჩვეულებით ეკლესიის ისტორია განხილულ იქნას მისი რელიგიური ბუნების გარეშე. არც ერთ ქრისტიან-ისტორიკოსს არ შეუძლია უარი თქვას იმაზე, რომ ეკლესიაში დაინახოს ერთგვარი თვითმყოფადი საწყისი, რომელიც ექვემდებარება სულ სხვა კანონს, რომელიც "წუთისოფლის" დეტერმინისტული კანონისგან განსხვავებულია" (Лосский. Очерк мистического богословия. С. 13).
წინამდებარე წიგნში ჩვენ სრულიად შევეხეთ იმ საკითხებს, რომლებსაც "სერიოზული" სამეცნიერო საზოგაოდება გვერდს უვლის, ხოლო თუ ამ თემატიკას ეხება, მხოლოდ იმისთვის, რომ სცადოს მსჯელობა და განმარტება უფრო "მისტიკურ" კალაპოტში ჩააყენოს. ამგვარი დამოკიდებულების მიზეზი ნათელია: თუკი აღიარებულ იქნება წარმართული სულიერების მთელი ამაზრზენი სისაძაგლე და ის უსჯულოება, რასაც დემონები და ადამიანები ჩადიოდნენ მათი მრუში თანაცხოვრების შედეგად, მაშინ უცებ გაქრება ე. წ. "აღორძინების" ეპოქის სამყაროს მთელი მომხიბლავობა. რენესანსის ოსტატთა მთელი "ამაღლებული" ნაწარმოებები და ხელოვნების სრულყოფილი ნიმუშები ცრუ და დემონური ხიბლით გაჟღენთილი აღმოჩნდება, რომელშიც, ყველა ჯურის მხატვრისა და მათთვის ბოძებული ტალანტების ძალისხმევით, ერთბაშად შთაცვივდნენ დასავლეთის ქრისტიანული ქვეყნები. ამასთან საზოგადოებრივი სინდისი და ზნეობრიობა მოწოდებული იყო დამშვიდებად: არა უშავს, ის, რაზეც ენოქი წერს, არ ყოფილა - ეს მხოლოდ "მსოფლიო ხალხთა მითების" რომანტიკული გადმოცემაა. და, ასეთ შემთხვევაში, წინ უნდა ვიაროთ "კაცობრივი გონების ზეიმისკენ"ს - ბიბლური და სახარებისეული ისტორიებიც უნდა გადაისინჯოს, რადგან შეუძლებელია "განათლებულ ადამიანს" სჯეროდეს ყოველივე იმისა, რაც მანდ წერია.
და, პირდაპირ ვიტყვით, სულაც არ არის საიდუმლო, რომ ამ უბედურებით დაზიანდა საღვთისმეტყველო მეცნიერებაც. დიდი გულისტკივილით გვიწევს იმისი აღნიშვნა, რომ ეს დანაკარგები შეეხო არა მარტო "ვოლტერებით" და "მარქსებით" გამოკვებილ "განათლებულ" სამეცნიერო საზოგადოებას, არამედ ჩვენს, თითქოსდა, სრულიად ქრისტიანული ხედვისა და ავტორიტეტის მქონე წმიდა მამებისეულ ღვთისმეტყველებას. ვაი, რომ ისიც ვერ გაექცა ამ საცთურს და ეზიარა "განათლებულ" სკეპტიციზმს კაცობრიობის ძველი ისტორიის "მითიურ" ფაქტებთან დაკავშირებით. ზუსტად იგივე ბედი ეწია გვიანდელ მოწმოებებსაც, რომლებშიც გრძელდება "მთავრობათა და ხელმწიფებათა, ამ ბნელი საწუთროს მპყრობელთა და ცისქვეშეთის უკეთურ სულთა" (ეფეს. 6:12) შემაძრწუნებელი სახეების გამოვლენა.
დავიმოწმებთ XX ს-ის დასაწყისის მოსკოვის სასულიერო აკადემიის ერთ-ერთი პროფესორის აზრს: "რწმენა დემონთა მიმართ, რა თქმა უნდა, ახასიათებს მთელ კაცობრიობას მისი განვითარების მთელი სტადიის განმავლობაში, მაგრამ რაც განსაკუთრებულად გვაკვირვებს, გახლავთ არა იმდენად მისი უჩვეულო გავრცელება, არამედ ის, რომ საზოგადოების დაბალი და ბნელი ფენებიდან მან შეაღწია მაღალ, ინტელიგენტურ წრეებში და ისეთივე სერიოზულობით განიხილება, როგორც სხვა სამეცნიერო საკითხები" (Спасский А.А. Вера в демонов в древней Церкви и борьба с ними // Богословский вестник. М., 1907, июнь. С. 357).
თუკი რუსეთის აკადემიური საღვთისმეტყველო განათლება დასაშვებად მიიჩნევდა ირონიასა და სკეპსისს ამ სამყაროში დემონთა არსებობასთან დაკავშირებით, გასაკვირი რატომ უ ნდა იყოს ის, რომ მალე ამ დემონებმა რევოლუციური აღტყინებით შეძლეს არა მარტო თვით სულიერი განათლების, არამედ მის "განათლებულ" მატარებელთა აღხოცვა. და უკვე სულაც არა გვაქვს თავდაჯერებულობა იმაში, რომ ახლა სხვა აკადემიური ტვინები იმავე სკეპტიკურ პოზიციებზე არ დგანან.
რაოდენ სამწუხაროც იყოს, მართლმადიდებლურ საზოგაოდებაში არსებობს სულთა სამყაროს რეალიების აღქმის ერთგვარი უცნაური სინამდვილე. ერთი მხრივ, "ბნელეთის თავადის" საშინელი ძალა, რომელიც "უწმინდური სულისა" და მისი "ლეგიონების" სახით მუდმივად ზემოქმედებს ადამიანზე, მთელი სიცხადით არის აღიარებული მართლმადიდებლური ეკლესიის სისავსის მიერ. რუსეთის დიდი ავტორიტეტის სიტყვები: "რაოდენ საშინლად მძიმეა ჩვენში სატანის მეუფება!" (Иоанн Кронштадтский, святой праведный. Дневник. 1851–1852. М., 2005. Т. 2. С. 273) მორწმუნე კაცისთვის სულაც არ არის მეტყველების ფიგურა, არამედ ყოველდღიური რეალური პრობლემა გახლავთ. ასევე, მოციქულის აშკარა მოწმობით, "არიან ეგრეთწოდებული ღმერთები მიწაზე თუ ცაში (როგორც არის მრავალი ღმერთი და მრავალი უფალი)" (1 კორინთ. 8:5), მათი განუწყვეტელი საბედისწერო ზემოქმედებით მთელ კაცობრიობაზე. მეორე მხრივ კი, არსებობს სრული ნდობა "სამეცნიერო-დიალექტიკური და ფილოსოფიურ-კრიტიკული მეთოდისადმი" (Сагарда Н.И. О методе богословия отцов-каппадокийцев. Лекции по патрологии I–IV веков. М., 2004. С. 620), რომელიც არის სარწმუნოების დოგმატების ბიბლიურ-საეკლესიო განმარტებათა ერთადერთი შესაძლო და უნივერსალური მეთოდი, რომელიც გარდაუვალად ბადებს სკეპტიკურ დამოკიდებულებას საეკლესიო გადმოცემის ხსენებული მხარისადმი. ერთი მხრივ, ჩვენს წინაშეა ქრისტიანული ცხონების ორათასწლოვანი პრაქტიკა ასკეზისა და მოსაგრეობის, "ისიქიისა" და სხვა მოღვაწეობის უმდიდრესი გამოცდილებით, რაც შედის "ცისქვეშეთის ბოროტ სულთა წინააღმდეგ" (ეფეს. 6:11, 12) უხილავი ბრძოლის ცნებაში; მეორე მხრივ კი, ამ სამყაროს მკაცრი რეალობისგან განყენებულად არსებული საღვთისმეტყველო თეორია, რომელიც თავისი ამაღლებული სამეცნიერო-ფილოსოფიური ცხოვრებით ცხოვრობს, და რომლის სახელმძღვანელოებში "დაცემულ ანგელოზებსა" და სხვა მსგავს "მდაბიო" ცნებებზე ძლივს თუ იპოვით უსუსური ტექსტის ნახევარ გვერდსაც კი. "საიდუმლოებანი, რომლებიც გაიხსნა უწიგნურ ქრისტიანთათვის, საკმაოდ ხშირად დახურული რჩება განსწავლულ კაცთათვის, რომლებიც კმაყოფილდებიან ღვთისმეტყველების ოდენ სკოლარული შესწავლით, რომელიც თითქოსდა ერთადერთი მეცნიერებაა კაცობრივ მეცნიერებათა შორის" (Игнатий (Брянчанинов), епископ. Сочинения. Слово о смерти. М., 1997. Т. 3. С. 5).
სხვაგვარად შეუძლებელია იყოს, რადგან აქ ვლინდება ჩვენი უფლისა და ღვთაებრივი მოძღვრის, იესუ ქრისტეს მიერ ნაუწყები გარდაუვალი კანონი: "გაღიარებ, მამაო, ცისა და მიწის უფალო, ვინაიდან ბრძენთა და გამგებთ დაუმალე ეს და გაუცხადე ჩვილ ბალღებს. დიახ, მამაო, ვინაიდან ასე კეთილინებე შენ" (ლუკა 10:21). სწორედ აქ არის დამალული ენოქის წიგნში გადმოცემული ინფორმაციის აქტიური მიუღებლობისა და აშკარა დისკომფორტის მიზეზი, რომელსაც განიცდის ზოგიერთი ღვთისმეტყველი წარღვნამდელი კაცობრიობისა და შემდგომ დროინდელი ეპოქების ფაქტებთან შეჯახებისას.
ვიმედოვნებთ, რომ ენოქის წიგნის ჩვენს მიერ წარმოდგენილი აპოლოგია შეძლებს დააბრუნოს ამ გარდაუვალი ფაქტის ნათელი გაგება, რომ კაცობრიობის ხანგრძლივ ისტორიაში არსებობს ცნებები "მანამდე" და "შემდეგ", და ქრისტეს მოსვლიდან ვითარება რადიკალურად იცვლება, ვიდრე ეს იყო ძველაღთქმისეულ და ძველი ცივილიზაციის მაგიურ სამყაროში. ასევე სხვაგვარი ცხოვრების პირობები "ოქროს საუკუნეში", იყო ადამისა და ევას შთამომავალთა პირველი თაობის ისტორიაში, რომლებმაც შვეს გიგანტთა ეპოქის საშინელი რეალობა და წარღვნის შემდგომი ცხოვრების პირობები, როდესაც ადამიანები საბოლოოდ "ხორციელნი" გახდნენ და მათი ცხოვრების დღეები რადიკალურად შემოკლდა, უფლის სიტყვისამებრ: "იყოს მისი ხანი ასოცი წელი" (დაბ. 6:3).
როდესაც კაცობრიობის ისტორიას ვსწავლობთ, ეს ყველაფერი გვავალდებულებს ყოველთვის თვალწინ გვქონდეს უმნიშვნელოვანესი მიზანდასახულობა: თუკი ჩვენ დღეს ვერ ვამჩნევთ რაიმეს, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მისი არსებობა წარსულშიც შეუძლებელი იყო. და თუკი ჩვენ ვაღიარებთ ამას, მაშინ ისტორიის მრავალი ე. წ. "გამოცანა" მხოლოდ ჩვენი გაამაყებული ცნობიერების დამღუპველი ცთომილების შედეგი აღმოჩნდება და ასეთივე "გამოცანად" დარჩება მცირედმორწმუნეთათვის, რომლებიც " ხორციელი გონებით ამაოდ არიან განლაღებულნი" (კოლას. 2:18).