Перейти к контенту

აპოლოგეტიკა - ნასესხები იყო თუ არა გადმოცემები იესუ ქრისტეს შესახებ წარმართული მითებიდან? - აპოკალიფსისი

Пропустить меню
Пропустить меню
სხვადასხვა > აპოლოგეტიკა
ნასესხები იყო თუ არა გადმოცემები იეს ქრისტეს შესახებ წარმართული მითებიდან?
 
ანუ

ა. ნევზოროვის უმეცრებათა მხილება
მაცხოვრის ჯვარცმა
ალექსანდრე გლების ძე ნევზოროვი (დაიბ. 1958 წ. 3 აგვისტო. ლენინგრადი) - საბჭოთა, რუსი და უკრაინელი რეპორტიორი, ტელეწამყვანი, რეჟისორი, სცენარისტი და დოკუმენტური ფილმების პროდიუსერი, პუბლიცისტი და ბლოგერი.
ნევზოროვი: "მე ვამბობ, რომ სახარებისეული მითი სრულად და აბსოლუტურად სხვადასხვა ძველანტიკურ რელიგიათა ნარჩენებისგან არის შეკერილი. ურცხვობა, რომლითაც ქრისტიანული ღმერთის ბიოგრაფია შეკერეს და გამოაქანდაკეს მაგიით ნახევრად დამხრჩვალი, მივიწყებული და მკვდარი კულტების ნარჩენებისაგან, რა თქმა უნდა, შეიძლება აიხსნას იმ აჩქარებით, რომლითაც იქმნებოდა ახალი სარწმუნოება და იმითაც, რომ ახალი ღვთაებისათვის სასწრაფოდ სჭირდებოდა რაიმე ბიოგრაფიის მოგონება.
 
ამიტომაც გამოვიდა ეს ასე უსწორ-მასწოროდ და დაბრეცილად. საქმე ის არის, რომ, მაგალითად, მასხრული კორონაცია, მეწამული სამოსი, ეკლის გვირგვინი, სიკვდილით დასჯა, რათა ბოროტ სულთა გავლენისგან გამოესყიდა საკუთარი ხალხი, მცველები აკლდამასთან და თუნდაც ვირზე შეჯდომა სახარების გმირს ერგო ასურ-ბაბილონური მარდუქისგან.
 
ფინიკიელი ადონისისგან და თრაკიელი დიონისესგან იესუს ერგო მთელი ისტორია შეხსნილი სახვევებით, წყალზე სიარულით, მღვიმით, საფლავი და, რა თქმა უნდა, აღდგომის ცალკეული ნიუანსებით.
 
ფრიგიელი ატისისაგან იესმ მიიღო წყლით ნათლისღება, წყლის ღვინოდ გარდაქმნა, სამდღიანი ყოფნა საფლავში აღდგომამდე, გამოსამშვიდობებელი საიდუმლო სერობა მოწაფეებთან და, რა თქმა უნდა, ზიარების მთელი რიტუალისტიკა“
 
ბერძენი ასკლეპიოსისგან მას ერგო ბრმის განკურნების მეთოდიკა ბრმისთვის ქუთუთოებზე ნერწყვით წასმით. ჰორსისგან, დიონისესგან და ჰერმესისაგან - ფარეხში შობა.
 
უნდა ითქვას, რომ აქ კონკურენცია ძველ ღმერთებს შორის საკმაოდ არსებითია. მწყემსები, მოგვები მიდიოდნენ მითრასთან, რომლის დედას, სხვათა შორის, მაია ერქვა. მწყემსები და ვარსკვლავთმრიცხველები პრაქტიკულად მითრასგან, ჰორუსისგან და კრიშნასგან ერგო სახარებისეულ გმირს.
 
ცნობილია, რომ როდესაც კრიშნა დაიბადა, მისმა ბიძამ კანსამ, რომელსაც თავისი ტახტის დაკარგვის ეშინოდა, ბრძანა დაეხოცათ ყველა ბიჭუნა იმ მხარეში, რის გამოც პატარა კრიშნას გადარჩენა გახდა საჭირო. აღვნიშნოთ, რომ ყველა ეს ღმერთი, გამონაკლისის გარეშე, უბიწოდ იყვნენ ჩასახულნი, და ქალწული დედებისაგან დაიბადნენ მღვიმეში ან ბეღელში, ყველა მათგანს ბოროტი დემონი სთავაზობდა სიმდიდრეს ან ძალაუფლებას, ყველა მათგანი ფეხით დადიოდა წყლის ზედაპირზე, დაფრინავდნენ, კურნავდნენ, და მოკვდნენ არა უბრალოდ, არამედ რაიმეს გამოსყიდვის მიზნით, და ყველანი, რა თქმა უნდა, აღსდგნენ მკვდრეთით".

 
თეზისების კრიტიკა

(ეს არის მხოლოდ მონახაზი, და არა "ფუნდამენტური განხილვა")
 
 
1. რა იცის ავტორმა მარდუქზე? როგორ არის ვირი დაკავშირებული მარდუქთან? ვინ მოკლა მარდუქი? იქნებ საუბარია დუმუზზე (თამუზი), და არა მარდუქზე – ბაბილონური ღმერთების პანთეონის მეთაურზე? თუ მაინც, დუმუზზეა ლაპარაკი (ეს იყო მოკვდავი და მკვდრეთით აღმდგომი ბუნების ღმერთი), მაშინ როგორ აცხოვნებდა ის თავისი სიკვდილით საკუთარ ხალხს? ის კატეგორიულად უარს ამბობდა სიკვდილზე და ეშინოდა სიკვდილის. მაგრამ მისმა დამ ინანამ "ჩაუშვა" იგი.
 
ეს იყო უმეცრება პირველი.
 
 
2. წყალზე დადიოდა ორიონი. სახვევებს იხსნიდა ჰერმესი (მან ჩვილობაშივე გაძარცვა აპოლონი). გამოქვაბულშიც ჰერმესი დაიბადა (თავისი დედის, ნიმფა მაიას გამოქვაბულში, მთა კილენეზე). სარკოფაგი (კუბო) დიონისესთან არანაირად არის დაკავშირებული. ცნობილია, მხოლოდ ის, რომ ორფიკულ კულტში (ეს კი სექტანტების მარგინალური რელიგიური შეხედულებებია, და არა საყოველთაოდ აღიარებული ფაქტები) დიონისე ტიტანებმა დაგლიჯეს.
 
სემიტური ადონისის შესახებ პრაქტიკულად არაფერია ცნობილი (პტოლემეოს ჰეფესტიონი გვამცნობს, რომ ის აპოლონისა და აფროდიტეს გულისთვის გახდა ანდროგინი, ანუ მამაკაც-დედაკაცი). ძირითადი ვერსია – ადონისი არის სემიტთა უზენაესი ღვთაების სახელის ერთ-ერთი ფორმა (იაჰვეს სახელის ერთ-ერთი ფორმაა ადონაი, ე.ი. "უფალი").
 
ადონისის მითში, ჩვენამდე მოღწეული ბერძნული ვერსიით, იკვეთება "მომაკვდავი და მკვდრეთით აღმდგომი ბუნების" ღმერთის ზოგადსაკაცობრიო მითი. შესაძლოა, ბაალის სემიტურ კულტში, რომელმაც დაამარცხა სიკვდილის ღმერთი მოტი, ბერძნები ამგვარი მითის მარცვლებს ხედავდნენ. ან, იქნებ, მითი ადონისისა და აფროდიტეს შესახებ, და არესის შურისძიების შესახებ, არის დაკარგული სემიტური მითის რომელიღაც სიუჟეტი, რომელმაც ჩვენამდე მხოლოდ თავისი ბერძნული ვარიანტით მოაღწია.
 
ჰიგინუსის ("მითები" 251) გვამცნობს, რომ აფროდიტეს თხოვნით ადონისი მართლაც აღსდგა მკვდრეთით (შეადარეთ მითი ბაალზე, მოტსა და აშერათზე); სხვა ადგილას ("ასტრონომიკა" 2.7) იგი გვამცნობს, რომ პროზერპინა და ვენერა ზევსის სასამართლოზე კამათობდნენ, თუ რომელს უნდა რგებოდა ნადირისგან (ტახისგან) მოკლული მზეჭაბუკი ადონისი, და ზევსმა გადაწყვიტა, რომ მათგან თითოეულს ის ნახევარი წლით უნდა ჰყოლოდა. ციცერონის მიხედვით ("ღმერთების ბუნების შესახებ" 3.21-23) ადონისი იყო ასტარტას ქმარი (მაშასადამე, ასტარტა ეს არის კიდევაც ბერძნულ ვარიანტში აფროდიტე). აი, ყველაფერი, რაც ცნობილია ადონისის შესახებ (იხ.: https://www.theoi.com...diteLoves2.html)
 
ეს იყო უმეცრება მეორე.
 
 
3. ატისი. ეს არის ფრიგიელი ღმერთი მომაკვდავი და მკვდრეთით აღმდგომი ბუნებისა. აი, ყველაფერი, რაც მის შესახებ არის ცნობილი: https://www.theoi.com...gios/Attis.html
 
მითის ბერძნული ვერსია ამბობს, რომ ორსქესიან ღვთაება-ჰერმაფროდიტს აგდისტისს ღმერთებმა, მისდამი შიშის გამო ფალოსი ამოკვეთეს. მაშინ აგდისტისი გარდაიქმნა კიბელად (განთქმულ ფრიგიელ დედა-ღვთაებად). იმ ადგილას, სადაც ის (ფალოსი) დამარხეს, ამოვიდა ნუშის ხე. როდესაც ხის ნაყოფი მდინარე სანგარიოსის ქალიშვილმა ნიმფამ გასინჯა, დაორსულდა, ხოლო შემდგომში შვა ვაჟი, მშვენიერი ატისი.
 
კიბელას ჭაბუკი შეუყვარდა. როდესაც ატისი გაიზარდა, ნათესავებმა ის ფესინუნტის (ქალაქი აგდისტისის მთის ძირში) მეფის ასულთან დასაწინდად გაგზავნეს. ქორწილში, როდესაც უკვე საქორწინო სიმღერა შესრულებული იყო, მის წინაშე წარდგა მასზე შეყვარებული ქალღმერთი კიბელა. ატისს მაშინვე აეშალა გონი, და გაშმაგებულმა საკუთარი სასქესო ორგანოები მოიკვეთა (ლიდიელი პოეტი ჰერმესიანაქტი მიიჩნევდა, რომ ატისი დაბადებიდანვე საჭურისი იყო) – იგივე მოიმოქმედა მისმა მოსალოდნელმა სიმამრმა. კიბელამ შეიბრალა ატისი იმის გამო, რაც მას შეამთხვია, და დაარწმუნა ზევსი, მისი სხეული უბერებელი გაეხადა. პერგამოელთა თანახმად, ატისი დაკრძალული იყო ფესინუნტში, მთა აგდისტისის ძირში (მოთხრობილია პავსანიას მიხედვით).
 
 
გარკვეულწილ სხვაგვარად გადმოსცემს ამ მითს ოვიდიუსი ("ფასტები" 221-244):
 
 
221 "ხოლო როგორ, – ვიკითხე მე, – თავის დასახიჩრების გაჩნდა ველური ჟინი?" მუზამ მომიგო: "ჭაბუკი ფრიგიელი ტყეში, მომხიბვლელი სახი ატისი სუფთა სიყვარულით მოიტაცა მაშინ კოშკმტვირთველმა (Turrigera (turrita)).
 
225 რათა თავისთან დაეტოვებინა, სიწმიდეთა მიმხედავად, და სთხოვქალღმერთმა: "ჭაბუკად იყავი მარად!" დაემორჩილა იგი მას და ფიცით აღუთქვა:  "თუ მოვიტყუები სიყვარულში – აღარ მცოდნოდეს სიყვარული!" მაგრამ მსწრაფლ იცრუა მან სიყვარულში და ნიმფა საგარიტიდასთან
 
230 შეწყვიტა იმად ყოფნა, ვინც იყო. საშინელი იყო ქალღმერთის რისხვა: ნიმფა დაეცა, როდესაც ხის ტანი დაენარცხა მოჭრილი, მასთან ერთად მოკვდა ისიც – მისი ბედი ხომ ხეში იყო. ატისს აეშალა გონება, ეჩვენება, რომ ჭერი ინგრევა; გამოვარდა გარეთ და გაიქცა იგი დინდიმისაკენ.
 
235 ხან შესძახის: "მოაშორეთ ცეცხლი!", ხან: "ნუ მცემთ, ნუ მცემთ!", ხან ღაღადებს, რომ უკან ფურიები ხროვად მისდევენ. მჭრელ ქვას იტაცებს, სხეულს ტანჯავს და ისახიჩრებს, გრძელი თმის ნაწნავებ ბინძურ მტვერში ათრევს. და ღაღადებს: "ღირსი ვარ! გამოვისყიდი ბრალს ჩემსას სისხლით!"
 
240 დე დაიღუპონ ჩემი ასონი: რადგან მტრად მექცნენ! დე დაიღუპონ! შესძახა და საზარდულ მოხსნა ტვირთი; უეცრად აღარ დარჩა მასთან მამაკაცება, ეს სიგიჟე დამკვიდრდა ჩვევად, და დონდლო მსახურნი, თმის ნაწნავდახეულნი, საკუთარ სხეულს ისახიჩრებენ".
   
 
მითის ვარიანტები არ არის მნიშვნელოვანი. მაგრამ საინტერესოა ის ფაქტი, რომ ატისის კულტის მსახურნიც თავს იმავე ხერხით (სასქესო ორგანოების მოკვეთით) ისახიჩრებდნენ.
 
და არანაირი გამოსამშვიდობებელი საიდუმლო სერობა მოწაფეებთან, წყლით ნათლისღების რიტუალი, სამდღიანი ყოფნა მიცვალებულის სახით ან წყლის ღვინოდ გარდაქმნა – და საერთოდ, ატისის შემდგომი მოჩვენებითი აღდგომა.
 
ეს იყო უმეცრება მესამე.
 
 
4. საიდან არის ცნობილი ასკლეპიოსის მიერ სიბრმავის განკურნების მეთოდიკა?
 
(ისტორიულ წყაროებში ზუსტად ისეთი ჩანაწერი, სადაც ასკლეპიოსი ბრმის განსაკურნებლად პირდაპირ ნერწყვს იყენებდა (ქუთუთოებზე მისი წასმით), ვერ იძებნება).
 
დიონისე არ დაბადებულა ფარეხში. სემელემ ის შვა თებეში, თავისი მამის სამეფო სასახლეში (ნაადრევი მშობიარობა). როდესაც სემელა დაიწვა ზევსის ღვთაებრივ ბზინვარებაში, რომელიც მას თავისი ყოვლისშემძლეობითა და ირგვლივ მქროლავი ელვებით გამოეცხადა (მისივე თხოვნით – ის აცდუნა შურიანმა ჰერამ), ღმერთთა მეფემ თვითონ ატარა დიონისე საკუთარ ბარძაყში (1).
 
__________________
 
1. თუ მივმართავთ ბერძნულ მითოლოგიას, გავიგებთ, რომ დიონისე იყო უკანასკნელი, ვინც ღმერთებისგან იშვა. მისი დედა გარდაიცვალა ელვის დარტყმისგან ზევსის გამოცხადების მომენტში; ამგვარად, ყრმა დიონისე ქვეყნად ექვსთვიანი დაიბადა, ამის გამო ზევსმა ის საკუთარ ბარძაყში გამოკერა და ასე ატარებდა. მეორედ დაბადების შემდეგ მან დიონისე გადასცა ჰერმესს, რითაც მას თავისი მეუღლის, ჰერას, რისხვისგან იფარავდა.
 
__________________
 
 
აგრეთვე დიონისე ზევსმა იმშობიარა (თუ შეიძლება ასე ითქვას – ლუკიანე სამოსატელი სწორედ ასე უწოდებს ამას) არა ფარეხში – ერთი პერიოდი ყრმა დიონისე იმყოფებოდა ნისის გამოქვაბულში, ფინიკიასა და ეგვიპტეს შორის. ვერსიათა უმრავლესობით, ზევსმა და სემელემ დიონისე სქესობრივი კავშირის მეშვეობით გააჩინეს (მაგ., პირველი ჰომეროსული ჰიმნი დიონისეს მიმართ; ოცდამეექვსე ჰომეროსული ჰიმნი დიონისეს მიმართ; ჰესიოდე, "თეოგონია" 940; აპოლოდორე, "მითოლოგიური ბიბლიოთეკა" 3.26).
   
 
არც ჰერმესი დაბადებულა ფარეხში. უფრო სწორად, ის თავისი დედის, ნიმფა მაიას, გამოქვაბულში დაიბადა, მთა კილენეზე. ჰესიოდეს თქმით ("ასტრონომია" ფრ. 1) მაიამ ჰერმესი შვა ზევსისაგან კილენეს მთებში. აპოლოდორე ამბობს ("მითოლოგიური ბიბლიოთეკა" 3.112), რომ მაიამ ჰერმესი შვა ზევსისაგან მთა კილენეს გამოქვაბულში"
   
ეს იყო უმეცრება მეოთხე.
 
 
5. ჰორუსის შესახებაც არ მახსოვს, რომ ფარეხში დაბადებულიყო. მითების მიხედვით ისიდაში ის ოსირისის მკვდარი, მაგრამ ბალზამირებული გვამისგან დაორსულდა. ასევე მითების მიხედვით, ის ახალშობილ ჰორუსს სეთს უმალავდა. მაგრამ ფარეხში რომ ეშვა – მითებში არ ჩანს. თუმცა არ გამოვრიცხავთ. გვახსოვს, რომ ისიდა მსახურად მუშაობდა სირიაში ადგილობრივი მეფის ოჯახში. იქნებ იქ... მაგრამ მითის მიხედვით, ისიდამ ჰორუსი შვა ნილოსის დელტის ჭაობებში, სადაც თავისი ძმის, სეთის რისხვას ემალებოდა.
 
მაია ერქვა არა მითრას, არამედ ჰერმესის დედას.
 
ეს იყო უმეცრება მეხუთე.
 
 
6. ვედებში მითრა არის ადიტის ძე. ირანელებთან მითრას დედა იყო ანაჰიტა (მითრაიზმში მითრა დაბადებულია ქვისაგან – შენიშნეთ)".
 
ეს იყო მეექვსე უმეცრება.
 
 
7. კრიშნა თვითონ იყო მწყემსების ტომის, იადავების, წარმომადგენელი. მართალია, კრიშნას დაბადების მითი – უფრო საოცარია, ვიდრე გადმოცემა ქრისტეს შობაზე – მაგრამ ის არაფრით არ გვაგონებს ქრისტიანობას. ეს თხრობა ცნობილია წიგნიდან "ძველი ინდოეთის სამი დიდი თქმულება", განყოფილება: "თქმულება კრიშნაზე", მთლიანად და სრულად იმსახურებს ნდობას და დაფუძნებულია ბიბლიოგრაფიულ მონაცემებზე. იხილეთ:
   
არც მწყემსები და არც ვარსკვლავთმრიგვნელები არ მისულან ყრმა ჰოროსის თაყვანსაცემად. რაც შეეხება მითრას დაბადების დეტალებს, მინდა ვიცოდე, საიდან იღებს მათ ნევზოროვი.

 
ეს იყო მეშვიდე უმეცრება.
 
 
8. კრიშნას დაბადებისას მიმდებარე მხარეში კანსას ჩვილები არ ამოუჟლეტია. ნევზოროვი განზრახ აყალბებს მითოლოგიას და მიმართავს სიცრუეს.
 
ეს იყო მერვე უმეცრება.
 
 
9. ამ ღმერთებიდან ყველა (რომელსაც ნევზოროვი ჩამოთვლის) არ მომკვდარა. და არც ყველა მომკვდარა რაიმეს გულისთვის. ჰორუსი არ მომკვდარა, არც მარდუქი მომკვდარა, არც მითრა (სიკვდილისა და აღდგომის სიუჟეტი მითრაიზმში მხოლოდ დროთა განმავლობაში გაჩნდა – სავარაუდოდ, ქრისტიანობის მზარდი პოპულარობის გავლენით, და არა პირიქით, და საუბარია უფრო მითრაიზმის მიმდევრების სიკვდილსა და აღდგომაზე, მათი ღვთისმოსაობის წყალობით და მითრას მეშვეობით, და არა უშუალოდ მითრას სიკვდილზე), ჰერმესი არ მომკვდარა. დიონისე კვდებოდა მხოლოდ ორფიკულ მითში.
   
 
"Allegations of an early Christian dependence on Mithraism have been rejected on many grounds. Mithraism had no concept of the death and resurrection of its god and no place for any concept of rebirth--at least during its early stages ... During the early stages of the cult, the notion of rebirth would have been foreign to its basic outlook ... Moreover, Mithraism was basically a military cult. Therefore, one must be skeptical about suggestions that it appealed to nonmilitary people like the early Christians".
 
"ბრალდებები ადრეული ქრისტიანობის მითრაიზმზე დამოკიდებულების შესახებ უარყოფილია მრავალი მიზეზით. მითრაიზმს არ გააჩნდა თავისი ღმერთის სიკვდილისა და აღდგომის კონცეფცია და ადგილი არ ჰქონდა ხელახალი შობის არცერთ ცნებას – ყოველ შემთხვევაში, მისი ადრეული ეტაპების განმავლობაში... კულტის ადრეულ ეტაპებზე, ხელახალი შობის იდეა უცხო იქნებოდა მისი ძირითადი მსოფლმხედველობისთვის... უფრო მეტიც, მითრაიზმი ძირითადად სამხედრო კულტი იყო. ამიტომ, სკეპტიკურად უნდა მივუდგეთ ვარაუდებს, თითქოსდა ის მიმზიდველი იყო ისეთი არასამხედრო ადამიანებისთვის, როგორებიც ადრეული ქრისტიანები იყვნენ" (R. Nash, Christianity and the Hellenistic World as quoted in Norman Geisler, Baker's Encyclopedia of Christian Apologetics, Grand Rapids: Baker Books, 1999, p. 492).
 
 
While there are several sources that suggest that Mithraism included a notion of rebirth, they are all post-Christian. The earliest .... Dates from the end of the second century A.D.
 
"მიუხედავად იმისა, რომ არსებობს რამდენიმე წყარო, რომელიც მიანიშნებს, რომ მითრაიზმი შეიცავდა ხელახალი შობის ცნებას, ყველა მათგანი ქრისტიანობის შემდგომია. ყველაზე ადრეული... თარიღდება ჩვენი წელთაღრიცხვის მეორე საუკუნის დასასრულით" (Bill Wilson, compiled by, The Best of Josh McDowell: A Ready Defense, Nashville: Thomas Nelson Publishers, 1993, p. 167).
 
 
ყველა მათგანი არ აღმდგარა, სიკვდილის შემდეგ – ატისი არ აღმდგარა.
 
 
ყველა მათგანი არ აღმდგარა ადამიანთა ცხონების მიზნით. ადონისი, თუ აღსდგა (ამის შესახებ ყველა ავტორი როდი წერს), მაშინ მხოლოდ აფროდიტეს სიყვარულის წყალობით აღსდგა, რათა ის ენუგეშებინა.
 
 
ყველა ამ ღმერთს წყალზე არ გაუვლია. სინამდვილეში, არც ერთ მათგანს წყალზე არ გაუვლია.
 
 
ამ ღმერთთაგან ყველა როდი დაიბადა გამოქვაბულში ან ფარეხში. მაგალითად, კრიშნა ციხეში დაიბადა, დიონისე გაჩნდა სემელესაგან მისი მამის, კადმოსის, სასახლეში; ნაკლებად სავარაუდოა, ატისი და ადონისი დაბადებულიყვნენ ფარეხში ან გამოქვაბულში – და საერთოდ, ამის შესახებ არავინ გვამცნობა.
 
 
ყველა დედა არ იყო ქალწული, და არც ყველგან გვაქვს ქალწულისმიერი შობა. მითრას დედა ანაჰიტა, როგორც ჩანს, ქალწული იყო. მაგრამ სელენე, დიონისეს დედა, ქალწული არ ყოფილა; არც ისიდა, ჰორუსის დედა (რომელმაც საკმაოდ იხალისა სექსით ოსირისის გვამთან, რათა დაორსულებულიყო – ამისათვის ის მაგიას მიმართავდა). არ ყოფილა ქალწული მაია, ჰერმესის დედა; არც სმირნა, კინირასის ასული (მან შვა შვილი საკუთარი მამისადმი არაბუნებრივი სიყვარულისაგან, რომელთანაც ის თავისი ვნების დასაკმაყოფილებლად, საიდუმლოდ, ღამის საფარველქვეშ დადიოდა). არ იყო ქალწული არც ასკლეპიოსის დედა (ყველაზე პოპულარული მითის მიხედვით – კორონიდა, აპოლონიოსის საყვარელი... ერთ-ერთი მრავალთაგან...). მარდუქის დედა სიბრძნის ღმერთის, ეიასგან დაორსულდა. ნაკლებად სავარაუდოა, რომ მან ამ დროს ქალწულებრივი სიწმინდე შეინარჩუნა.
 
 
ისინი ყველანი როდი კურნავდნენ. ადონისი და ატისი არ კურნავდნენ.
 
 
ადონისი არ დაფრინავდა. ატისს ფრენა შეეძლო – კიბელას ეტლით (ნონოსი, "დიონისიაკა").
 
 
სიმდიდრე და ძალაუფლება ყველას არ შესთავაზებია. ჰოროსს მათთვის ბრძოლამ მოუწია სეთისა და კონსერვატიულად განწყობილი ღმერთების წინააღმდეგ. მარდუქი ძალაუფლების მოსაპოვებლად სასტიკად ებრძოდა ტიამატს, ღმერთების დედას (ის არაფერს შეჰპირებია მარდუქს, თუკი ეს უკანასკნელი უკან დაიხევდა -  მისი სტიმული იყო ის, რომ ტიამატი ყველა ღმერთის გადაყლაპვით ემუქრებოდა ... მარდუქის ჩათვლით). ჰორუსი და მარდუქი ბრძოლაში წარმატებისათვის დაჯილდოვდნენ. ჰერმესსა და დიონისესაც არავინ არაფერს შეჰპირებია. ასევე არც ატისსა და ადონისს, ან თუნდაც თამუზს. ჩემი აზრით, კანსა არაფერი დაჰპირებია კრიშნას. და რა შეეძლო მას შეეთავაზებინა ყოვლისშემძლე ღმერთისთვის? ასკლეპიოსისთვისაც არავის არაფერი აღუთქვამს.
 
არ ვიცი, რამდენი დაფარული უმეცრება დავითვალეთ ნევზოროვში. მე უკვე თვლა ამერია... ან იქნებ ის განზრახ აკეთებს ამას? ან იქნებ ის თავს იკატუნებს? არა! ის განზრახ ამახინჯებს ფაქტებს. საკუთარ თავზე ყურადღების მიპყრობის მიზნით დიალოგის პროვოცირებას ახდენს, რათა დასცინოს და ლაფში ამოსვაროს თავისი ოპონენტები. მე ასე ვფიქრობ. ეს არის ბოღმა, რომელიც ჟურნალისტებს ახასიათებთ. ნევზოროვი გამოყოფს მას, და იღებს გამოუთქმელ სიხარულს, როცა მისი ბოღმა მის ოპონენტებს წვავს. რა აზრი აქვს კამათს მის თეზისებთან, რომლებბიც მოკლებულნი არიან არა მარტო აზრს, არამედ ფაქტობრივ საფუძველსაც? ყველაფერი ისე არ არის, როგორც ის წერს. თავიდან ბოლომდე სხვანაირადაა.


მართლმადიდებლურ წყაროებზე დაყრდნობით პუბლიკაცია მოამზადა საიტ "აპოკალიფსისის" რედაქციამ. 2026 წ.
Назад к содержимому