ხელოვნება - nuclear - მაიკ ოლდფილდის გამოწვევა - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოსტასია > ხელოვნება
NUCLEAR

მაიკ ოლდფილდის გამოწვევა
მაიკ ოლდფილდი
სიმღერა Nuclear გახდა ცნობილი თამაშის "Metal Gear"-ის საუნდტრეკი. ეს ტრეილერი ნაჩვენები იყო E3-ის კომპიუტერული თამაშების ინდუსტრიის საერთაშორისო გამოფენაზე. მართალია, თვით თამაში, როგორც ჩანს, ზუსტად იმ სასტიკი სათამაშოების რიგიდანაა, რომელთაც მაიკმა უიმედო ომი გამოუცხადა, როდესაც პრაქტიკულად მარტომ შექმნა ორი კომპიუტერული თამაში თავისი პროექტის MusicVR - Tr3s Lunas (2002) და Maestro (2004)-ის ჩარჩოებში. ჯერ კიდევ 1995 წელს, მაიკ ოლდფილდი თავის ინტერვიუში ამბობდა:

"კომპანიების უმეტესობა დღემდე უშვებს მოსაწყენ კომპიუტერულ თამაშებს, რომლებიც სავსე არიან ძალადობით! მეყოფა მათი ყურება: ლურსმნებიან ტანისამოსში ჩაცმული მკვლელები, სისხლი და ყოველივე ამდაგვარი... ჩემის აზრით, ეს ძალზედ ცუდია, ამიტომაც, მსურს რაღაც განსხვავებული შევქმნა. ვირტუალური რეალობა - ეს, თუ გნებავთ, არის გამდიდრებული აღქმა, თქვენ ღებულობთ სიამოვნებას ნაცვლად იმისა, რომ გაანადგუროთ და მოჰკლათ ყოველივე რაც თქვენს გარშემოა. მე ვიცნობ ერთ-ერთ გეიმ-მეიკერს, რომელსაც სულაც არ აინტრესებს შემოქმედება და ხელოვნება - მას მხოლოდ ქვენა გრძნობების, ადამიანის პრიმიტიული ინსტინქტების დაკმაყოფილება მოსწონს. მისი აზრით, ეს მას დიდძალ შემოსავალს მოუტანს, და ის ამ ფულით იყიდის სახლს ფლორიდაში და რამოდენიმე როლს-როისს... ჩემის აზრით ეს ამაზრზენია...".



კომპოზიტორი მაიკ ოლდფილდი

მიუხედავად ამისა, მაიკ ოლდფილდის მუსიკა გამოყენებულ იქნა სწორედ ძალადობის ამსახველ თამაშში Metal Gear Solid V. სხვათა შორის, 1974 წელს მაიკმა გრემი მიიღო საშინელებათა ფილმის "ეშმაკის განმდევნელის" საუნდტრეკისთვის და მისთვის საკუთარი მუსიკის ამგვარი გამოყენება უცხო სულაც არ გახლავთ. შედეგად სიმღერა Nuclear 9-15 ივნისის პერიოდში პირველ ადგილზე გავიდა მსოფლიოს ყველაზე "ვირუსულ" (Viral 50) ტრეკებს შორის. სია შედგენილია პოპულარული მუსიკალური სერვისის Sportify-ის მიერ. ეს ყველაფერი შესაძლებელი გახდა იაპონური გეიმდიზაინერის ჰიდეო კოძიმას წყალობით, რომელიც ამუშავებს თამაშს Metal Gear Solid V: The Phantom Pain, და მაიკ ოლდფილდის Nuclear-ის გამოყენებით შექმნა ტრეილერი თამაშის შესახებ. ტრეილერმა გამაოგნებელი წარმატება მოიპოვა, ხოლო Nuclear-ი მსოფლიო გეიმერებს შორის ყველაზე პოპულარული სიმღერა გახდა.
<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/2nZKDcA6dP4" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture" allowfullscreen></iframe>
Mike Oldfield – Nuclear

სიმღერის შინაარსი:


ვდგავარ ორმოსთან და ვაყურადებ წინასწარმეტყველებას

კარგა ხანია რაც ხანძარი ჩაიფერფლა

არ ისმის სროლა და არც ცეცხლი ჩანს,

თუმცა სიჩუმეში ძმების დაღუპვის ამბავს ჩურჩულებს ვიღაც.

მოდის პარტახი, უბედურება. როდის დავუშვით ჩვენ შეცდომა?

ყველაფერი სხვაგვარად რატომ წარიმართა?

ამფითეატრიდან ვაკვირდები თამაშის დაწყებას

გლადიატორებს, მახვილები რომ გაუშიშვლებიათ,

და რიგში ჩამდგარან არმაგედონთან შესახვედრად.


მე ვარ ბირთვული,

ბირთვული  მრისხანება,

მეწვის შიგანი, გული მიქვავდება


ვარ შეურაცხყოფილი, ვითარც მიგდებული ყრმა, პატარა

ვდგევარ ჯოჯოხეთზე და ვეძებ ქვესკნელს, იქნებ გავექცე ამ ბედისწერას.

მესმის ჩურჩული, დაღუპულ სულებზე ამბავს რომ ჰყვება,

როდის დავუშვით ჩვენ შეცდომა?

ყველაფერი სხვაგვარად რატომ წარიმართა?


მე ვარ ბირთვული,

ბირთვული  მრისხანება,

მტკივა სული და გული მიქვავდება

ვარ შეურაცხყოფილი, ვითარც მიგდებული ყრმა, პატარა

მე ვარ ბირთვული,

ბირთვული  მრისხანება...

მასალა მომზადებულია ინტერნეტ მასალების მიხედვით.
Назад к содержимому