Перейти к контенту

ესქატოლოგია - რატომ არ ამართლებს ეკლესია კრემაციას? - აპოკალიფსისი

Пропустить меню
Пропустить меню
აპოკალიფსისი > ესქატოლოგია
რატომ არ ამართლებს ეკლესია კრემაციას?
ჩვენი უფლისა და მაცხოვრის მკვდრეთით აღდგომა
თვით გვამი, რომელსაც კუბოში ჩაასვენებენ და მიწაში მარხავენ, მტვრად იქცევა, ხოლო ღმერთს ძალუძს არა მარტო მათი, არამედ ადამიანის მთელი სხეულის, თვით დაფერფლილისაც კი, მკვდრეთით აღდგენა. მიუხედავად ამისა, მართლმადიდებლური ეკლესია გარდაცვლილ ქრისტიანთა კრემაციას არ ამართლებს ამგვარი დამარხვის არატრადიციულობის გამო.
 
ეკლესიის ყოველი ტრადიცია იშვება არა ცარიელ ადგილას, არამედ გარკვეული სულიერი მნიშვნელობებიდან და წმიდა სიმბოლოთა დანიშნულებიდან გამომდინარე. ბიბლიური მსოფლმხედველობის თვალსაზრისით ქრისტიანის სხეული წარმოადგენს სიწმიდეს, შედეგად, მორწმუნის გვამის დაწვა - ეს არის სიწმიდეთ მკრეხელობა.
 
მოდი, გავერკვეთ თუ რატომ.
 
ეკლესიის თავია - უფალი იესუ ქრისტე. მისი სხეული არავის დაუწვავს - იოსებმა და ნიკოდიმემ ის აკლდამაში დამარხეს, ამიტომაც ქრისტიანთა სხეულების დამარხვის ტრადიცია მთლიანად ერთ-ერთი უძველესი ტრადიციაა.
 
შემდეგ გავიხსენოთ ღმრთის წმინდანები - ღირსი მამები და მოწამეები. მათი გარდაცვალების შემდეგ მათი წმიდა ნაწილები კეთილსურნელებას აფრქვევდნენ, სასწაულებს იქმოდნენ, და ყველა პატიოსანი ნაწილი თანდათანობით უხრწნელი ხდებოდა. ნუთუ რომელიმე ნორმალურ მართლმადიდებელს აზრად მოუვა ამგვარი უდიდესი სიწმიდის ცეცხლში დაწვა? რა თქმა უნდა, არა. რიგითი მორწმუნე თუმც არ არის წმინდანი, ქრისტიანთა სხეულებს ეპყრობა, როგორც სიწმიდეს არა მარტო ქრისტესა და მისი წმინდანებისადმი მიბაძვით, არამედ შემდეგი მიზეზების გამო>
 
ჟამთა დასასრულს, როგორც ნათქვამი იყო, ყველა ადამიანი, რომელსაც ოდესღაც მიწაზე უცხოვრია, მკვდრეთით აღდგება და უფალ იესუ ქრისტეს წინაშე სამსჯავროზე წარდგება. ქრისტიანული მსოფლმხედველობა უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს სხეულს - ის ადამიანის განუყრელი ნაწილია, ამიტომაც მან მარადიულობა უნდა მოიპოვოს ცათა სასუფეველში. მთლიანი გვამი - ხორცის მომავალი მარადიულობის სიმბოლოა.
 
გარდა ამისა, ძნელია ვიპოვოთ ადამიანი, რომელსაც საკუთარი სხეული არ უყვარდეს. იტანჯება სხეული? - იტანჯება მთელი ადამიანი! ყოველი კაცი, თუნდაც ურწმუნო, ოცნებობს, რომ არასოდეს მოკვდეს, იყოს მარადის ახალგაზრდა და ენერგიით სავსე. მაგრამ ეს, როგორც ითქვა, მხოლოდ დროთა დასასრულს და მხოლოდ ქრისტიანებზე აღსრულდება.
 
ადამიანის მოკვდავი სხეული - სულის დროებითი სახლია. ყოველი, ვისაც აქვს საკუთარი სახლი, სიყვარულით ეპყრობა მას. არავინ ანგრევს საკუთარ საცხოვრისს, როდესაც, მაგალითად, შვეუბულებაში მიემგზავრება ან მაღაზიაში შედის. ასევე მრავალს უყვარს სოფელში თავისი უკვე გარდაცვლილი წინაპრების, ბაბუებისა და ბებიების მიერ უკვე დატოვებული ცარიელი სახლი. დაახლოებით იგივე ითქმის ადამიანთა სხეულებზეც.  
 
გარდაცვლილის სხეულის მიწაში დამარხვა - ღმრთის სიტყვისადმი ღვისმოშიშების თავისებური აქტია. წინასწარმეტყველ ეზეკიელის წიგნში ჩვენ ვკითხულობთ ბოლო დროთა ხილვის შესახებ, სადაც ყველაზე მკაფიო სიმბოლო - გახსნილი საფლავები და კუბოებია, რომლებიდანაც ადამიანთა ჩონჩხები ამოდიან, რომლებიც ხორცით იმოსებიან.
 


გუსტავ დორე. ეზეკიელის ხილვა
 
ეზეკიელის წინასწარმეტყველებაში გვამები ცოცხლდებიან და კვლავ ადამიანის სულის სამკვიდრებელნი ხდებიან. მართალია, ეს პრინციპულად უმნიშვნელოა ცხონებისთვის, მაგრამ საოცარია, თუკი წინასწარმეტყველება აღსრულდება ჩვენზე და ჩვენს ახლობელ მორწმუნეებზე სწორედ იმ სახით, როგორც ეს ეზეკიელს გამოეცხადა.
 
კრემაციის საწინააღმდეგო შემდეგი სულიერი აზრი კიდევ აი რაშია. ევროპაში, ქრისტიანობის გავრცელებასთან ერთად, თანდათანობით, მაგრამ შედარებით სწრაფად შეწყვიტეს გარდაცვილთა გვამების დაწვა. კრემაცია - წარმართთა ჩვეულებაა, ახლა კი უღმერთოებისაც. როგორც ერთ, ასევე მეორე კატეგორიაში გვხვდებიან ეკლესიის მტრებიც. ხოლო ქრისტიანები ყოველთვის ცდილობდნენ გარეგნულად გამოეცალკევებინათ თავი არაეკლესიური სამყაროსგან, მითუმეტეს თავის მოწინააღმდეგეთაგან, თანაც, არა მარტო რწმენით, არამედ წეს-ჩვეულებებითა და ტრადიციებით.
 
ახლა გავიხსენოთ ისეთი ბრწყინვალე ღვთისმსახურება, როგორიცაა მიცვალებულის გაპატიოსნება. თვით ამ საეკლესიო მსახურების ლოგიკა და იდეა იმაშია, რომ ქრისტიანები ღმერთს ევედრებიან თავიანთი თემის ღვთისმოსავი ადამიანის სულზე, რომელსაც მსახურებაში მონაწილენი პირადად იცნობდნენ. გაპატიოსნება უნდა იყოს სიხარულევანი, რადგან ნორმალური გაგებით ეს არის მიცვალებულის გაცილება ღმრთის სასუფეველში. ხოლო იქ, სადაც არის აზრი სამოთხეზე, არის მომავალი ზეციური სამეფოს სასოებაც, რომელშიც ქრისტიანთა ყველა სხეულია აღდგენილია. ყველა ამ წმიდა ფიქრის თვალსაზრისით, გაპატიოსნების დროს ეკლესიის შუაში დადგმული ქოთანი დამწვარი ქრისტიანის ფერფლით, რბილად რომ ვთქვათ, უცნაური იქნება. უფრო ჯეროვანია აქ იწვეს გარდაცვლილი ქრისტიანის მთლიანი სხეული.
 
კიდევ რა უნდა ვიცოდეთ კრემაციის შესახებ?


 
სხეულის მდგომარეობა და მისი დამარხვის ადგილი თუ მეთოდი გავლენას არ ახდენს სულის საიქიო მდგომარეობაზე. ეს ხვედრი, უპირველეს ყოვლისა, დამოკიდებულია ქრისტიანის სულიერ დონეზე სიკვდილის მომენტში - იყო თუ არა ის წმინდა და ჰქონდა თუ არა აღმოუფხვრელი ვნებები. სულის საიქიო მდგომარეობაზე ასევე გავლენას ახდენს ამ სულისთვის აღვლენილი ეკლესიის ლოცვები.
 
იაპონიაში ადამიანის სხეულის მიწაში დამარხვა აკრძალულია, ამიტომაც იაპონელი ქრისტიანები იძულებულნი არიან მოახდინონ თავიანთი გარდაცვლილი ნათესავების კრემირებას.
 
არც ერთი სულიერი მწყემსი არ მოიკვეთს ქრისტიანს საეკლესიო თანაზიარობიდან, თუკი მან მოახდინა თავისი მორწმუნე ნათესავის კრემირება.
 
სადღაც, მართლმადიდებლურ სივრცეში (მაგალითად რუსეთის საზღვარგარეთის მართლმადიდებლურ ეკლესიაში), კრემირებისადმი დამოკიდებულება უფრო მკაცრია - კატეგორიულად უკრძალავენ თავიანთ სულიერ შვილებს გარდაცვლილ ქრისტიანთა სხეულების კრემირებას.
 
ბერძნებშიც ქრისტიანთა დაკრძალვის ფორმისადმი მოთხოვნა ასევე მკაცრია. ელადის მართლმადიდებლური ეკლესიის სინოდმა 2014 წლის ოქტომბერში სასულიერო დასს აუკრძალა დაკრძალვის წესი და გაპატიოსნება შეესრულებინათ იმ ქრისტიანებზე, რომლებმაც ანდერძად დატოვეს თავიანთი გვამების კრემირება, რის შესახებაც მათ ყველა მართლმადიდებელ ბერძენს ამცნეს.
 
რუსეთში არ ასრულებენ პანაშვიდს იმ მონათლულზე, რომლის გვამი კრემირებულ იყო. ასეთი ადამიანები შეიძლება მოხსენიებულ იქნან პროსკომიდიაში, რაც გარდაცვლილი სულისთვის უფრო მეტ სარგებლობას წარმოადგენს. თუკი მართლმადიდებელმა უცოდინრობით ანდერძად დატოვა თავისი სხეულის კრემირება, ეკლესია მის ნათესავებს ათავისუფლებს ამ ანდერძის შესრულებისგან, და მაშინ შეიძლება მას შეუსრულდეს დაკრძალვის წესი, პანაშვიდები და მოსახსენიებლები.



მიცვალებულთა საყოველთაო აღდგომა
 
 
მართლმადიდებლური წყაროების მიხედვით მომზადებულია საიტ "აპოკალიფსისის" რედ. მიერ. 2025 წ.
Назад к содержимому