სწავლანი > განმარტებანი
ქრისტეს გენეალოგიის საიდუმლო
ავტორი: მღვდელი ოლეგ სტენიაევი.
ყველა ბიბლიური სახელი - მეტყველი სახელია, რომლებიც ადამიანებს ეძლეოდათ ერთგვარ წინასწარმეტყველურ გაცისკროვნებაში. არანაირ თარგმანს არ ძალუძს ბოლომდე გახსნას ბიბლური სახელებისა და სახეების პალიტრის მთელი სილამაზე. რადგან არაერთგვაროვანია ებრაულად დაწერილისა და მისგან სხვა ენაზე ნათარგმნი ტექსტის აზრი, რამეთუ როგორც იესუ ზირაქის სიბრძნეში ვკითხულობთ: "იგივე მნიშვნელობა არა აქვს შერჩენილი ებრაულ სიტყვებს, როცა ისინი სხვა ენაზეა გადატანილი. არა მხოლოდ ეს წიგნი, არამედ თავად რჯული, წინასწარმეტყველნი და დანარჩენი წიგნები მცირედ როდი განსხვავდებიან მათი დედნისგან" (ზირ. შესავალი).
ყურადღებით თუ დავაკვირდებით ბიბლურ სახელებს, ჩვენთვის აღმოვაჩენთ ბიბლიური საიდუმლოებებისა და მისი შემეცნების ახალ ჰორიზონტებს, რომელიც ბიბლური გამოცხადების ასოთა და სიტყვათა ზედაპირზე არ დევს. "სული არს განმაცხოველებელ, ხოლო ჴორცნი არად სარგებელ არიან; სიტყუათა რომელთა გეტყჳ თქუენ, სულ არიან და ცხორება" (ახ. ქართ.: "სული ცხოველმყოფელია, ხორცი კი ყოვლად ურგები; სიტყვები, მე რომ გითხარით, სული არის და სიცოცხლე") (იოანე 6:63).
სანიმუშოდ, შეგვიძლია მოვიტანოთ ორი სხვადასხვა სახელი, რომლებიც სხვადასხვა ენების ტრადიციაში, სამწუხაროდ, ერთნაირი ტრანსლიტერაციით გამოითქმის.
მათუსალა, რომელიც ამ ქვეყნად ყველა ადამიანზე უმეტეს ხანს ცხოვრობდა (ცხრაას სამოცდა ცხრა წელი - დაბ. 5:27) სინოდალურ თარგმანში "კაენიტი" მათუსალას სახელად არის ტრანსლიტერირებული (დაბ. 4:18), ("ხოლო შვა ენოს ღაიდად. და ღაიდად შვა მალელელ და მალელელ შვა მათუსალა. და მათუსალა შვა ლამექ") (ასეა მცხეთურ ხელნაწერში -რედ.) (დაბ. 4:18).
სინამდვილეში "კაენიტი" მათუსალას სახელი წარმოითქმის როგორც მეთუშაელ - "შეეძინა ენოქს ყირადი; ყირადმა შვა მეხუაელი; მეხუაელმა შვა მეთუშაელი; მეთუშაელმა შვა ლამექი" (ახ. ქართ. თარგმ.). მეთუშაელ ნიშნავს - "რომელიც ითხოვს სიკვდილს" (იცხოვრა განუსაზღვრელად მცირე ხნით), ხოლო "შეთელი" (ანუ შეთის მოდგმის) მათუსალა (ახ. ქართულში: "მეთუშალახი") რომელიც მართალი ენოქის შთამომავალი იყო, ნიშნავს - "წარმგზავნს", "სიკვდილის მაოტებელს".
"მრავალი სახელს გააჩნია აღწერილობითი მნიშვნელობა, მაგალითად, ლაბანი ("თეთრი"), ედომი ("წითელი", "წითური"), დოეგი ("მზრუნველი"), გებერი ("კაცი", "მამაკაცი"), ქამი("მხურვალე"), არანი ("მთიელი"), არიფი ("ცხარე"), ყიბრი ("ებრაელი"), მატრი ("წვიმიანი"), კარეახი ("მელოტი", "ქაჩალი"), ნოორა ("გოგონა", "ყმაწვილი ქალი"). არცთუ იშვიათად ადამიანებს სახელებს არქმევდნენ ცხოველთა პატივსაცემად: ქალები ("ძაღლი"), ნახაშ ("გველი"), შაფანი ("კურდღელი"), ხულდა ("ვირთხა"), არადი ("ველური ვირი"), ციფორა ("ფრინველი"), ხამორ ("ვირი") და სხვა (Давид Мандель. «Кто есть кто в Еврейской Библии». Москва, 2017. Изд.: «Книжники». С. 10-11).
და ასეთი მაგალითები უამრავია...
ამრიგად, გავეცნოთ ქრისტეს გვარტომობას მათეს სახარების მიხედვით: "აბრაამმა შვა ისააკი; ისააკმა შვა იაკობი; იაკობმა შვა იუდა და მისი ძმები. ხოლო იუდამ შვა ფარეზი და ზარა თამარისაგან; ფარეზმა შვა ესრომი; ესრომმა შვა არამი. არამმა შვა ამინადაბი; ამინადაბმა შვა ნაასონი; ნაასონმა შვა სალმონი. სალმონმა შვა ბოოსი რაქაბისაგან; ბოოსმა შვა იობედი რუთისაგან; იობედმა შვა იესე; იესემ შვა მეფე დავითი. მეფე დავითმა შვა სოლომონი ურიას ცოლისაგან. სოლომონმა შვა რობოამი; რობოამმა შვა აბია; აბიამ შვა ასა. ასამ შვა იოსაფატი; იოსაფატმა შვა იორამი; იორამმა შვა ოზია. ოზიამ შვა იოთამი; იოთამმა შვა აქაზი; აქაზმა შვა ეზეკია. ეზეკიამ შვა მანასე; მანასემ შვა ამონი; ამონმა შვა იოსია ..."(მათე 1:2-10).
ჩვეულებისამებრ, როდესაც კითხულობენ ბიბლიურ გვარტომობას, მკითხველი ცდილობს რაც შეიძლება სწრაფად გადაათვალიეროს ეს ტექსტი და არც კი ფიქრობს იმ საიდუმლოზე, რომელიც ამ გვარტომობაში იმალება.
"... იოსიამ შვა იექონია და მისი ძმები ბაბილონის ტყვეობის ჟამს. ხოლო ბაბილონის ტყვეობის შემდეგ იექონიამ შვა სალათიელი; სალათიელმა შვა ზორობაბელი. ზორობაბელმა შვა აბიუდი; აბიუდმა შვა ელიაკიმი; ელიაკიმმა შვა აზორი. აზორმა შვა სადოკი; სადოკმა შვა აქიმი; აქიმმა მვა ელიუდი. ელიუდმა შვა ელეაზარი; ელეაზარმა შვა მატთანი; მატთანმა შვა იაკობი. ხოლო იაკობმა შვა იოსები, ქმარი მარიამისა, ვისგანაც იშვა იესუ, რომელსაც ჰქვია ქრისტე (მათე 1:11-16).
"ასე რომ, მთელი შთამომავლობა აბრაამიდან დავითამდე თოთხმეტი თაობა, და დავითიდან ბაბილონის ტყვეობამდე თოთხმეტი თაობა და ბაბილონის ტყვეობიდან ვიდრე ქრისტემდე თოთხმეტი თაობა" (მათე 1:17).
ჩვენი უფლისა და მაცხოვრის გვარტომობასთან დაკავშირებით ჩნდება სამი ძირითადი კითხვა:
ყველა ბიბლიური სახელი -
ყურადღებით თუ დავაკვირდებით ბიბლურ სახელებს, ჩვენთვის აღმოვაჩენთ ბიბლიური საიდუმლოებებისა და მისი შემეცნების ახალ ჰორიზონტებს, რომელიც ბიბლური გამოცხადების ასოთა და სიტყვათა ზედაპირზე არ დევს. "სული არს განმაცხოველებელ, ხოლო ჴორცნი არად სარგებელ არიან; სიტყუათა რომელთა გეტყჳ თქუენ, სულ არიან და ცხორება" (ახ. ქართ.: "სული ცხოველმყოფელია, ხორცი კი ყოვლად ურგები; სიტყვები, მე რომ გითხარით, სული არის და სიცოცხლე") (იოანე 6:63).
სანიმუშოდ, შეგვიძლია მოვიტანოთ ორი სხვადასხვა სახელი, რომლებიც სხვადასხვა ენების ტრადიციაში, სამწუხაროდ, ერთნაირი ტრანსლიტერაციით გამოითქმის.
მათუსალა, რომელიც ამ ქვეყნად ყველა ადამიანზე უმეტეს ხანს ცხოვრობდა (ცხრაას სამოცდა ცხრა წელი -
სინამდვილეში "კაენიტი" მათუსალას სახელი წარმოითქმის როგორც მეთუშაელ -
"მრავალი სახელს გააჩნია აღწერილობითი მნიშვნელობა, მაგალითად, ლაბანი ("თეთრი"), ედომი ("წითელი", "წითური"), დოეგი ("მზრუნველი"), გებერი ("კაცი", "მამაკაცი"), ქამი("მხურვალე"), არანი ("მთიელი"), არიფი ("ცხარე"), ყიბრი ("ებრაელი"), მატრი ("წვიმიანი"), კარეახი ("მელოტი", "ქაჩალი"), ნოორა ("გოგონა", "ყმაწვილი ქალი"). არცთუ იშვიათად ადამიანებს სახელებს არქმევდნენ ცხოველთა პატივსაცემად: ქალები ("ძაღლი"), ნახაშ ("გველი"), შაფანი ("კურდღელი"), ხულდა ("ვირთხა"), არადი ("ველური ვირი"), ციფორა ("ფრინველი"), ხამორ ("ვირი") და სხვა (Давид Мандель. «Кто есть кто в Еврейской Библии». Москва, 2017. Изд.: «Книжники». С. 10-
და ასეთი მაგალითები უამრავია...
ამრიგად, გავეცნოთ ქრისტეს გვარტომობას მათეს სახარების მიხედვით: "აბრაამმა შვა ისააკი; ისააკმა შვა იაკობი; იაკობმა შვა იუდა და მისი ძმები. ხოლო იუდამ შვა ფარეზი და ზარა თამარისაგან; ფარეზმა შვა ესრომი; ესრომმა შვა არამი. არამმა შვა ამინადაბი; ამინადაბმა შვა ნაასონი; ნაასონმა შვა სალმონი. სალმონმა შვა ბოოსი რაქაბისაგან; ბოოსმა შვა იობედი რუთისაგან; იობედმა შვა იესე; იესემ შვა მეფე დავითი. მეფე დავითმა შვა სოლომონი ურიას ცოლისაგან. სოლომონმა შვა რობოამი; რობოამმა შვა აბია; აბიამ შვა ასა. ასამ შვა იოსაფატი; იოსაფატმა შვა იორამი; იორამმა შვა ოზია. ოზიამ შვა იოთამი; იოთამმა შვა აქაზი; აქაზმა შვა ეზეკია. ეზეკიამ შვა მანასე; მანასემ შვა ამონი; ამონმა შვა იოსია ..."(მათე 1:2-
ჩვეულებისამებრ, როდესაც კითხულობენ ბიბლიურ გვარტომობას, მკითხველი ცდილობს რაც შეიძლება სწრაფად გადაათვალიეროს ეს ტექსტი და არც კი ფიქრობს იმ საიდუმლოზე, რომელიც ამ გვარტომობაში იმალება.
"... იოსიამ შვა იექონია და მისი ძმები ბაბილონის ტყვეობის ჟამს. ხოლო ბაბილონის ტყვეობის შემდეგ იექონიამ შვა სალათიელი; სალათიელმა შვა ზორობაბელი. ზორობაბელმა შვა აბიუდი; აბიუდმა შვა ელიაკიმი; ელიაკიმმა შვა აზორი. აზორმა შვა სადოკი; სადოკმა შვა აქიმი; აქიმმა მვა ელიუდი. ელიუდმა შვა ელეაზარი; ელეაზარმა შვა მატთანი; მატთანმა შვა იაკობი. ხოლო იაკობმა შვა იოსები, ქმარი მარიამისა, ვისგანაც იშვა იესუ, რომელსაც ჰქვია ქრისტე (მათე 1:11-
"ასე რომ, მთელი შთამომავლობა აბრაამიდან დავითამდე თოთხმეტი თაობა, და დავითიდან ბაბილონის ტყვეობამდე თოთხმეტი თაობა და ბაბილონის ტყვეობიდან ვიდრე ქრისტემდე თოთხმეტი თაობა" (მათე 1:17).
ჩვენი უფლისა და მაცხოვრის გვარტომობასთან დაკავშირებით ჩნდება სამი ძირითადი კითხვა:
1. ყოვლადწმიდა ქალწულ მარიამის გარდა, რატომ იხსენიება გვარტომობაში მხოლოდ იმ დედაკაცთა სახელები, რომლებმაც დაუშვეს სექსუალური უწმიდურობა (ან ახლოს იყვნენ ამგვარ დაცემასთან)?
2. რატომ იყოფა გვარტომობა სამ ნაწილად?2. რატომ იყოფა გვარტომობა სამ ნაწილად?3. რატომ არის ნათქვამი: "ბაბილონის ტყვეობიდან ვიდრე ქრისტემდე თოთხმეტი თაობა" , მაშინ როდესაც თუ დავითვლით აღმოჩნდება მხოლოდ 13 სახელი?
პირველ კითხვასთან დაკავშირებით, თუ რატომ არის ქრისტეს გვარტომობაში ნახსენები ზოგიერთი ცოდვილი დედაკაცი, უნდა გავიხსენოთ, რომ უფალი იესუ ქრისტე მართალთა სახმობლად კი არ მოსულა, არამედ ცოდვილთა სინანულად (მათე 9:13), რაც (მოცემულ შემთხვევაში) პირდაპირ გამომდინარეობს მისი საკუთარი გვარტომობიდან.
თამარი ("პალმა") -სისხლის აღრევის ცოდვა სიმამრთან (შეად. დაბ. 38:16). რაქაბი ("ფართე") -მეძავი იერიქონიდან (შეად. ნავ. 2:1). რუთი ("მეგობარი") -ქორწინებამდე სქესობრივ ურთიერთობაში შესვლის მცდელობა (რუთ. 3:9). ბერსაბემ, ურიას ("ფიცის ქალიშვილი") ცოლმა მეფე დავითთან იმრუშა (შეად. 2 მეფ. 11:3-4).
ყოველ ამ დედაკაცთაგან -
ნეტარი იერონიმე (342-
წმ. იოანე ოქროპირი (IV ს.) შეძახილით მიმართავს მათე მახარობელს (თამარის გამო) და წერს: "რას იქმ შენ, ღმრთივშთაგონებულო მამაო, უსჯულო სისხლისშერევის ისტორიას რომ გვახსენებ? რა არის ამაში? მოგვიგებს იგი (ანუ მათე -
ყოველივე ამას უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვისაც! რადგან თუკი ჭეშმარიტი კაცობრივი ბუნებით ქრისტე ამ გენეალოგიიდანაა, ხოლო ჭეშმარიტი ღვთაებრიობით (შეურევნელად) შედის მასში და არ უკადრისობს მის ამღვრეულობას, -
შემდეგ მათეს სახარებაში ნათქვამია: "ასე რომ, მთელი შთამომავლობა აბრაამიდან დავითამდე თოთხმეტი თაობა, და დავითიდან ბაბილონის ტყვეობამდე თოთხმეტი თაობა და ბაბილონის ტყვეობიდან ვიდრე ქრისტემდე თოთხმეტი თაობა" (მათე 1:17).
მეორე კითხვასთან დაკავშირებით იოანე ოქროპირი განმარტავს: "მახარებელმა მთელი გენეალოგია სამ ნაწილად დაჰყო, ამით სურდა ეჩვენებინა, რომ ხელისუფლების ცვლილების შედეგად იუდეველები უკეთესები არ გამხდარან; არამედ, როგორც არისტოკრატიის, ისე მეფეების და მდიდრების მმართველობისას ერთსა და იმავე ცოდვებში იყვნენ: მსაჯულთა, მღვდელმთავართა და მეფეთა მმართველობისას სათნოებებში ოდნავადაც არ წარმატებულან" (იქვე).
ვერავითარი პოლიტიკური სპეკულაციები ვერ დაიცავენ ადამიანს ცოდვის ძალმომრეობისგან. და შეუძლებელია იფიქრო, რომ იუდეველებზე ნათქვამი ჩვენ არაიუდეველთ არ გვეხება, რადგან მოციქული პავლე მათზეც წერდა და ჩვენზეც (ქრისტიანებზეც), რომ "ყოველივე ეს ნიმუშად დაიდო მათთვის (იუდეველთთვის -
წმიდა წერილში ნათქვამია: "ბარემ გაეცალეთ ადამიანს, ნესტოებში რომ უდგას სული, რადგან რაღა ღირსება აქვს მას?" (ესაია 2:22); და კიდევ:"იმედს ნუ დაამყარებთ მთავრებზე, ადამს ძეზე, რომელსაც არ შეუძლია შველა. ამოუვა სული, დაუბრუნდება თავის მიწას; იმ დღეს გაქრება მისი ფიქრები. ნეტარ არს, ვისიც შემწეა ღმერთი იაკობისა, ვინც დაიმედებულია უფალ ღმერთზე" (ფსალმ. 145:3-
ადამიანური მმართველობის ყველა ფორმა ამა თუ იმ ზომით მაინც მანკიერია... როდესაც ებრაელებს სურდათ თეოკრატიული მონარქია ჩვეულებრივი მონარქიით შეეცვალათ, უფალმა წინასწარმეტყველ სამუილს უთხრა: "შეისმინე ხალხის ყოველი სიტყვა, რასაც გეტყვის, რადგან შენ კი არ უარგყვეს, არამედ მე უარმყვეს თავიანთ მეფედ" (1 მეფ. 8:7). ხოლო მეფეთა მმართველობის მთელი პერიოდი ეს არის ისრაელის სულიერი დაცემის პერიოდი. ნათქვამია: რადგან არ მომზადებულა ამგვარი პასექი არც მსაჯულთა დროიდან, რომლებიც განაგებდნენ ისრაელს, და არც ისრაელის მეფეთა და იუდას მეფეთა ხანაში" (4 მეფ. 23:22). ანუ ეს მეფეები ისე იყვნენ გართულები საკუთარი თავით, რომ მათ ხანაში პასექი არ იდღესასწაულებოდა. განა ეს დაცემა არ არის? განა ეს სულიერი კრიზისი არ გახლავთ? და თუკი მეფეთა ხანაში ასე იყო, მმართველობის სხვა ფორმებზე რაღა უნდა ითქვას...
მართალია, ჩვენ გამოვედით ათეიზმის "ეგვიპტური ტყვეობიდან", მაგრამ რა შეხვდა მას მართლმადიდებლური ქანაანისკენ მიმავალ გზაზე -
მართლმადიდებელი ქრისტიანები უნდა გაურბოდნენ თანამედროვეთა კოლექტიურ ცოდვებს და არ უნდა თანაუგრძნობდნენ მათ. "მემრუშენო, ნუთუ არ იცით, რომ ამ ქვეყნის სიყვარული მტრობაა ღვთისა? ამიტომ ვისაც სურს ამ ქვეყნის მოყვარე იყოს, ღვთის მტრად იქცევა" (იაკობი 4:4); და კიდევ: "ნუ ემსგავსებით ამ ქვეყანას, არამედ გარდაიქმენით თქვენი გონების განახლებით, რათა შეიცნოთ, რა არის ნება ღვთისა, კეთილი, სათნო და სრული" (რომ. 12:2).
წმიდა იოანე ოქროპირი გვასწავლის: "სიმდიდრე, დიდება, ხორციელი სილამაზე, სიამოვნება და სხვა ამა სოფლის სიტკბოებანი, ის რასაც ადამიანები ძალზე მნიშვნელოვნად მიიჩნევენ, მხოლოდ გამოსახულებაა, ნიღაბია, ჩვენებაა, არ არის ნამდვილი და მარადიული. არ მიემსგავსო მას და განახლებული გონების საშუალებით გარდაისახე, გეუბნება მოციქული, ოღონდ გარეგნულ გარდასახვას კი არ გულისხმობს, არამედ შინაგანს. წუთისოფელი მხოლოდ და მხოლოდ გამოსახულებაა, სათნოება კი ის შინაგანი, ჭეშმარიტი ხატია, რომლის ბუნებრივ სილამაზესაც გარეგნული და ქრობადი სამკაულები არ ესაჭიროება. ... მაშ, თუკი უარყოფ გარეგნულს, იმწამსვე მიაღწევ ჭეშმარიტ სულიერ ხატს" (წმ. იოანე ოქროპირი. ჰომილიები. IV ტომი. მეოცე ჰომილია რომაელთა მიმართ ეპისტოლეზე. რომ. 12:1. თბილისი 2015. გვ. 309).
მესამე კითხვასთან დაკავშირებით, თუ რატომ არის ნათქვამი მათე მახარობელთან, რომ "ბაბილონის ტყვეობიდან ვიდრე ქრისტემდე თოთხმეტი თაობა" , მაშინ როდესაც თუ დავითვლით აღმოჩნდება მხოლოდ 13 სახელი? წმიდა იოანე ოქროპირი ასე განმარტავს: "მეჩვენება, რომ მოციქული იგივე მოდგმებს ტყვეობის პერიოდსაც მიათვლის და იესუ ქრისტესაც, რომელსაც ყოველთვის ჩვენთან აერთიანებს" (ჰომილიები მათეს სახარებაზე. დასახ. შრ. გვ. 37). მსგავსადვე განმარტავს ნეტ. იერონიმეც: "გადათვალე იექონიიდან იოსებამდე და ჰპოვებ ცამეტ თაობას. ამგვარად მეთოთხმეტე თაობად (შობად) წარმოდგენილია იესუ ქრისტე შობა" (Иероним Стридонский. Толкование на Евангелие от Матфея). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ქრისტე თავისი ღვთაებრიობით შემოვიდა ამ სამყაროში, ხოლო კაცობრივით -
ამგვარად, ქრისტეს მთელი გენეალოგიიდან ცხადი ხდება, რომ ძე ღმრთისა არ თაკილობს ჩვენს ცოდვილ ბუნებას და შებილწულობას (გავიხენოთ ამდაგვარი დედაკაცები). თუ უფალმა ისინი არ იუკადრისა, ეს ნიშნავს, რომ ის არც ჩვენ უარგვყოფს. მეორე მხრივ, ის ვითარება, რომ მათეს სახარების დასაწყისში ნახსენებია ცოდვილ დედაკაცთა სახელები, ადასტურებს იმას, რომ მთელი ეს სახარება დაწერილია მათთვის, ვინც თავს ცოდვილად და შებილწულად მიიჩნევს. "ხოლო თქვენ, რჯულით რომ იმართლებთ თავს, უქრისტეოდ დარჩით და მოაკლდით მადლს" (გალატ. 5:4).
ამრიგად, ღმრთის ძე ცოდვილთა გამო განკაცდა და სახარებებიც მათთვის დაიწერა, როგორც ეს ნათქვამია სარწმუნოების მართლმადიდებლურ სიმბოლოში (მრწამში): "ჩვენთვის, კაცთათვის, და ჩუენისა ცხოვრებისათვის გარდამოხდა ზეცით, და ხორცნი შეისხნა სულისაგან წმინდისა და მარიამისაგან ქალწულისა, განკაცნა".
ახლა განვიხილოთ ქრისტეს გენეალოგიაში მოცემული ყველა სახელის სულიერი აზრი თარგმანსა და თანმიმდევრობაში 14 თაობის მიხედვით.
როგორც ცნობილია, ბიბლიურ სახელებს არქმევდნენ წინასწარმეტყველური სულის ზემოქმედებით, და როგორც წესი, წარმოადგენდა მთელი თაობის დახასიათებას. "რადგანაც წინასწარმეტყველება არასოდეს კაცის ნებით არ წარმოთქმულა, არამედ სული წმიდის კარნახით წარმოსთქვამდნენ მას ღვთის წმიდა კაცნი" (2 პეტრე. 1:21).
აბრაამი -"მამა მრავალთა"; ისააკი -"სიცილი"; იაკობი (ისრაელი) -"მატყუარა" ("ღმრთის მეომარი"); იუდა -"ქებული"; ფარესი -"ბზარი", "ნახვრეტი"; ესრომი -"ყვავილოვანი" არამი -"მაღალი"; ამინადაბი -"გულუხვი"; ნაასონი -"მოგვი", "ჯადოქარი"; სალმონი -"ბნელი"; ბოოსი -"გონებამახვილი"; იობედი -"თაყვანისმცემელი"; იესე -"სიმდიდრე"; დავითი -"მამის ძმა", "საყვარელი".
აბრაამიდან დავითამდე პერიოდის საერთო სულიერი დახასიათება ასე გამოიყურება: (აბრაამი) -
შემდეგი 14 მოდგმა:
დავითი -"მამის ძმა", "საყვარელი"; სოლომონი -"ყვავილობა", "კეთილდღეობა", "მშვიდობა"; რობოამი -"ერის მამრავლებელი"; აბია -"მამა (ჩემი) - იაჰვე"; ასა -"მკურნალი"; იოასაფატი -"იაჰვე განსჯის"; იორამი -"იაჰვე აღამაღლებს"; ოსია -"იაჰვე ძალი ჩემი"; იოათამი -"იაჰვე სრულყოფილია"; აქაზი -"მან შეიპყრო"; ეზეკია -"იაჰვე განაძლიერებს"; მანასე -"რომელიც ივიწყებს"; ამონი -"ოსტატი"; იოსია -"იაჰვეს მხარდაჭერა".
ამრიგად, დავითიდან ბაბილონამდე თაობების სულიერი მდგომარეობა შემდეგია: (დავითი) -
ბოლო 14 თაობა:
იექონია -"განმტკიცებული იაჰვესგან"; სალათიელი -"ღმერთს ვთხოვე"; ზორობაბელი -"ბაბილონში დაბადებული"; აბიუდი -"ჩემი მამა - ღმერთია"; ელიაკიმი -"ღმერთმა განამტკიცა"; აზორი -"შემწე"; სადოკი -"მან (ღმერთმა) აჩვენა თავისი სიმართლე"; აქიმი -"ძმა"; ელიუდი -"ღმერთი განდიდებული"; ელეაზარი -"ღმერთი შემწეა"; მატთანი -"ნიჭი"; იაკობი -"მატყუარა"; იოსები -"ის მოუმატებს"; იესუ -"იაჰვე აცხოვნებს".
სახელების შინაარსობრივ მოზაიკას ქრისტეს შობამდე და მის განკაცებამდე მივყავართ:
ბაბილონიდან ქრისტემდე მოდგმის სულიერი დახასიათება ასეთია: (იექონია) -
სხვადასხვა სახელთა აზრობრივმა მოზაიკამ თვით იესუ ქრისტეს მოსვლასთან და მის შობასთან მიგვიყვანა, და გაგვიხსნა კაცთა მოდგმის მოლოდინისა და განცდების სულიერი აზრი, რომელიც მას თავისი მაცხოვრის გამოჩენამდე ჰქონდა. სახელი როგორც სიმბოლო ბიბლიური ეგზეგეტიკისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა, სანიმუშოდ შეიძლება მოვიტანოთ წმიდა მოციქულ პავლეს შემდეგი სიტყვები: "რაც არის ქარაგმა; ესაა ორი აღთქმა: ერთი სინას მთით, მონის მშობელი, ანუ აგარი, რადგანაც აგარი იგივე სინას მთაა არაბეთში და შეესატყვისება აწინდელ იერუსალიმს, ვინაიდან თავისი შვილებითურთ მონობაშია" (გალატ. 424-
როგორც წმიდა წერილი ბრძანებს: "ღმერთმა მოგვცა იმისი ძალა, რომ ახალი აღთქმის მსახურნი ვიყოთ; არა ასოსი, არამედ სულისა, ვინაიდან ასო კლავს, ხოლო სული აცოცხლებს" (2 კორინთ. 3:6); და კიდევ: "მშვინვიერი კაცი არ შეიწყნარებს იმას, რაც ღვთის სულისაგან არის, რადგანაც სიშლეგედ მიაჩნია და ვერ მიმხვდარა, რომ ეს სულიერად უნდა განსაჯო" (1 კორინთ. 2:14).
წყარო: pravoslavie.ru