განმარტებანი - ცრუ სასწაულნი - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სწავლანი > განმარტებანი
ცრუ სასწაულნი

ღირ. პახომი დიდის ცხოვრებიდან
სასწაულები
"ერთხელ  წმიდა პახომი თავის მოწაფეებთან ერთად შევიდა მონასტერში, სადაც ბერები  მწვალებლური შეხედულებებით იყვნენ მოწყლულნი. ბერებმა პახომის მოწაფეებს  ამცნეს, რომ მათი მეთაური მზად იყო პახომისთან ერთად ფეხით გაევლო  მდინარეზე, რათა ეჩვენებინა, თუ ვინ არის მათ შორის მართალი, და ვინ უფრო  სათნოა ღმრთისთვის. როდესაც მოწაფეებმა წმიდა პახომის მწვალებელ ბერთა  მეთაურის შემონათვალი მოახსენეს, ძალზედ შეწუხდა იმით, რომ ეს მისმა  ბერებმა მოისმინეს და მას ამცნეს. პახომიმ მათ მკაცრად უთხრა: "მწვალებელს  შეუძლია წყალზე ფეხით ისე გაიაროს, როგორც ხმელეთზე, და ეს შეიძლება მოხდეს  ღმრთის დაშვებით და სატანის შემწეობით, რომელსაც უკეთურებაში სურს  მწვალებელთა დამკვიდრება და გამოუცდელთა მიდრეკა. ახლა წადით და უთხარით ამ  ადამიანებს: "ღმრთის მსახური პახომი ამბობს: ჩემი ღვაწლი და ზრუნვა  მიმართულია არა იმისკენ, რათა ფეხით გადავიარო მდინარეზე, არამედ იმისკენ,  რათა თავიდან ავიცილო ღმრთის სასჯელი და ის ცეცხლოვანი მდინარე გადავლახო,  რომელიც ჩვენი უფლის, იესუ ქრისტეს საყდრის წინ დაგვხვდება განკითხვის  დღეს. გარდა ამისა სახარებაც ამბობს: "არა გამოსცადო ღმერთი შენი".

წმიდა  პახომი მწვალებელთა წინადადებაში ხედავდა სატანის მახეს, რომელსაც  სასწაულის ჩვენებით სურდა ბერების რწმენის შერყევა და მათში ამპარტავნების  გაღვივება. ის არწმუნებდა მოწაფეებს არასოდეს მიდრეკილიყვნენ მსგავსი  რამეებისკენ და არასოდეს მისცემოდნენ მედიდურობას".
Назад к содержимому